Jump to content

1492-1497 წწ. - კათალიკოს აბრამ აბალაკის სვეტიცხოვლის მამულების წიგნი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა.

ღმრთივ-გუირგუინოსნისა მეფეთ მეფისა ალექსანდრეს ჟამშიგა მივდეგ მე, ქართლისა კათალიკოზი და თავადნი, აზნაურიშვილნი და მცხეთისა საყდრიშვილნი თანა-მიახლნეს. და ღმრთივ-გუირგუინოსნისა სანატრელისა დავით აღმაშენებლისა მეფეთა მეფისაგან შემოწირულს მზღუარზედა დავიფიცენ თვით მე, კათალიკოზმან პატრონმან აბალაკმან და სრულიად ჩემთა საყდრიშვილთა.

ჯიმითის სამზღუარი: თავი სალოცავნი ჩუმლაყის თავსა ჩავიარეთ და მივდეგით კუნელამდი, ჩავიარეთ და მივდეგით ძამაურაზედა, ჩავიარეთ და მივდეგით წურილ ხევზედა, ჩავიარეთ და მივდეგით გაწყუედილასა, ჩავიარეთ და მივდეგით წნორზედა, ჩავიარეთ და მივდეგით ჭიაბრის ეკლესიასთანა იორამდის. დავით აღმაშენებელსა ეკლესია სამზღურად ჩაუდგამს.

არიან ამისნი თანა-დამხდომნი და მოწამენი: ალავერდელი პატრონი კირილე, დიდი საგინა, ციციშვილი მერაბ, ციციშვილი ზაალ, მაყაშვილი ინდო, ჩოლაყაშვილი ზაალ, ვახახიშვილი ზუბელ, რუსიშვილი სეფედავლე, ობოლისძე თევდორე, კენჭასძე ნუგზარ, რაინდა, ცეცურისშვილი გოგნია, ბოჭორმის დეკანოზი გიგაშვილი ბეშქენ, სრულად მცხეთიშვილნი და ტიმოთე.

მინაწერი:
პირაქეთ თუთუბოს ღელე, ნასოფლარი ნავერცხალა, ჩაღმა - ღრმა ხევი და ქვავაც რომ არის.

საბუთის დათარიღება და პერსონალია

[edit]

საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი სპგ, ანუ 1595 წელი.

პუბლიკაცია

[edit]