Jump to content

1491 წ. - წყალობის სიგელი კონსტანტინე მეფისა აღბუღა ფანიასშვილისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. სახელითა ღმრთისაითა, მეფეთა მეფისა კოსტანტინესგან და ძეთა ჩუენთა: დავით, გიორგი, ბაგრატ და დიმიტრისაგან. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, აფხაზთა და ქართველთა, კახთა, რანთა და სომეხთა მეფისა, შანშა და შირვანშა და ყოვლისა ჩრდილოეთისა საქართველოსა მტკიცედ ხელმწიფედ მპყრობელ-მქონებელთასა.

მოვიდეს წინაშე ჩუენისა ჩუენნი დიდად ერთგულნი და ძალისაებრ მათისა დიდად ნამსახურნი ფანიასშვილნი აღბუღა და ძმანი მისნი: ნუგზარ, სეფედავლე, ჩუბინ და კახაბერი. გუიაჯნეს და მოგუახსენეს, რათამცა ერთგულობა-ნამსახურთა მათთა სამუქფოდ ჩუენცა მათთუის წყალობა გუეყო და სიგლითა ამით შეგუეწყალნეს.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება მათი და მიუბოძეთ რუისს, საყდრის უბანს ელიასშვილი მისითა სასახლითა, ვენახითა, ჭურ-მარნითა, სახნავითა, ნასყიდითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, საფიჩხულითა, სანადიროთა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა და მისითა სამართლიანითა, სრულად და უკლებად.

დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქკსა როთ, ხელითა მცხეთის ქადაგისა მახარებელისათა.

საბუთის დათარიღება

[edit]
საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი როთ (189), ანუ 1491 წელი.

პუბლიკაცია

[edit]