Jump to content

1487 წ. - მამულის წყალობის სიგელი კონსტანტინე მეფისა საღვინის მოლარე ქავთარისძისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი დაკარგულია

პირები:

  • Hd-1349 - ძველი პირის დასაწყისი ნაწილი;
  • Hd-14695 - ძველი პირის მომდევნო ნაწილი;
  • Qd-9600 ა - გადწერილი ე. თაყაიშვილის მიერ Hd-1349-დან.
  • Qd-9600 ბ - გადწერილი ე. თაყაიშვილის მიერ Hd-1349-დან.

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატოანმან, ღმრთივ-გუირგუინოსანმან და ღმრთისაგან შეწყალებულმან და პატივცემულმან, მეფეთა მეფემან კოსტანტინე და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა დედოფალმან თამარ, და ძეთა ჩუენთა: პირმშომან დავით, გიორგი და ბაგრატ, ესე წყალობისა მტკიცე და შეუცვალებელი სამკუიდრო და საბოლაო პიტაკი და ჩაქი დაგიწერეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა დიდად ერთგულსა და თავდადებით მრავალფერად ნამსახურსა, ჩუენსა თანაშეზრდილ-გაზრდილსა და ჩუენისა მორჭუმისა და ამოდ-ყოფისათუის მრავალფერად მეცადე-მომჭირნესა ქავთარისძესა, საღუინის მოლარესა ახალციხელსა და თქუენთა ძმათა: თორელსა, ეშიმასა, შვილთა თქუენთა: ლიპარიტს, მირიანს, დავითს, სურხანს, ტარიელს. გახმაროს ღმერთმან ჩუენისა ერთგულობასა, შვილისშვილთა და მამავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მირიანისძე დაბოლოვდა და უმკუიდრო იქმნა, და თქუენ დიდი სამსახური და ერთგულობა გამოიჩინეთ ჩუენ ზედა და ჩუენსა შვილსა ურდოს იახლენით და მისად შედეგად ესე წყალობა გიყავით: დაგსუით მირიანისძის მამულზედა და დაგიმკუიდრეთ და გიბოძეთ ქუენაფლასი მისითა მზღურითა და ბოლოთა, რიეთი მისითა შესავლითა, მთითა და ბარითა, ქაშუეთი მისითა საყდრითა, მისითა სამძღურითა, წითელისა კლდესა მოტანებით ღალოათამდისინ; საყდარი ...გალისა, ღომარეთი, საყდარი და ნასოფლარი ხუთუსაბი, ბოროს ციხე და კრცხილვანა სუიავარას კოშკს უკანამდისინ; ნაციხვარა ეკლესიითა და ერთითა გლეხითა და საყანურითა; და ერთი ვენახი სკრას ქონებია, მითა, თეთრაული რომე ჰქუიან; ოლოზი მისითა საყდრითა და ექუსითა საგლეხოთა; კიოთას ერთი საგლეხო მისითა ეკლესიითა.

ესე მამული ყუელა მირიანისძესა ჰქონდა და, რაცა მას ჰქონია, იგი უკლებლად თქუენთუის გუიბოძებია მისითა ეკლესიითა, სასაფლაოთა, სასახლითა, ჭურ-მარნითა, ველითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა, ბარითა, შესავალ-გამოსავლითა, საძებრითა და უძებრითა, მისითა სამართლიანითა ერთობ ყუელათა.

გქონდეს თქუენ, ჩუენსა დიდად ერთგულსა და თავდადებით მრავალფერად ნამსახურსა, ჩუენსა თანა შეზრდილ-გაზრდილსა და ჩუენისა მორჭუმისა და ამოდ ყოფისათუის მრავალფერად მეცადე-მომჭირნესა, ქავთარასძესა, საღუინის მოლარესა ახალციხელსა და შვილთა თქუენთა ლიპარიტს, მირიანს, დავითს, სურხანს და ტარიელს, შვილისშვილთა და მამავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.

გახმაროს ღმერთმან ჩუენსა ერთგულად სამსახურსა შიგან მირიანისძისა მამული სრულად და უკლებლად: ქუენაფლასი მისითა მზღურითა და ბოლოთა, რიეთი მისითა შესავლითა, მთითა და ბარითა, სუიავარას კოშკს უკანამდისი; ნაციხვარა ეკლესიითა, ერთითა გლეხითა და საყანურითა; და ერთი ვენახი სკრას ქონებითა მისითურთ; თეთრაული რომე ქუიან; ოლოზი მისითა საყდრითა და ექუსი საგლეხო; კიოთას ერთი საგლეხო მისითა ეკლესიითა; სხუა რაცა და რასთანაცა მირიანისაძისაეული....

ხელგეწიფების გასაყიდად, გაზითვებად, თანა-შეტანად, შეწირვად და , რითაც ფერად გინდა. კიდეც გუითარხნებია, რომე არა სამუშაო და არა სათხოვარი არა ეთხოებოდეს.

გქონდეს ჩუენს ერთგულად სამსაურსა შიგა...

დაიწერა ბრძანება და ნისანი ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისა მეათესა, ქორონიკონს როე, ხელითა მდივნისა ჩუენისა თუმანიშვილის ზაქარიასითა.

საბუთის დათარიღება

[edit]

ქორონიკონი როე (175) და კონსტანტინეს მეფობის მეათე ინდიქტიონი, ანუ 1487 წელი.

პუბლიკაცია

[edit]