...ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი ანდერძისა წიგნი მოგეც მე, ედილაშვილმან მისრი, შენ ჭარმაულსა მღრდელსა იოანეს და შენთა მომავალთა ყოველთავე კითხვითა და ბრძანებითა ქართლისა კათალიკოზისა შიოსითა და ყოველთა მცხეთისშვილთა დამოწმებითა.
მას ჟამსა, ოდეს სოფლისა ვითარებისა და ცოდვათა ჩუენთა და მეჯინიბეთა უხუცესისა მამისას საქმე უნათესაოდ შეიქნა, ჩუენი სახლი და მამული ერთი და გაუყოფელი იყო. ერთისა ქალის მეტი ჩუენი ნათესავი აღარა დარჩა და იგი შენ მოგეცით და ჩუენად შვილად და მემამულედ შემოგიყვანეთ.
და დაგიწერეთ ჩუენი მკუიდრი და მოუდევარი მამული: მცხეთას შინა სასახლე, რაცა ჩუენსა სახლსა ჰქონებია, მისითა სახელოთა და სამცხეთისშვილოთა; ოროტა მისითა მზღვრითა; კარსანს, ჯუარს, ფოსუს და კუტალას და ძაგნაკორნათა, რაცა საყდრისაგან ჩუენ გუქონებია,; ხატისწობენა მისითა შესავლითა, მით წესითა, რაგუარაცა მეფეთა და კათალიკოზთაგან სამკუიდროდ გუქონებია.
ესე მამული და სოფელი, რაგუარაცა სამკუიდრო და ჩუენთუის ბოძებული იყო, აგრეთვე თქუენთუის მოგუიცემია და გუიანდერძებია. ვერავინ დაგეცილოს და ვეცავინ მოგიშალოს, რაგუარაცა ჩუენსა ნაღუაწსა და ანდერძსა არავინ გემართლების.
და ვინცა ესე ჩუენი ანდერძი მოგიშალოს, რისხავსმცა დაუსაბამო ღმერთი, მამა, ძე და სული წმიდა, და ყოველნი ღმრთისა წმიდანი ზეცისა და ქუეყანისანი. და ჩუენთამცა ცოდვათა და ბრალთათუის იგი განიკითხვის.
და ვინ დაამტკიცოს, ღმერთმან მისი კეთილი გაგებული მტკიცე იყოს.
ამისნი მოწამენი და შუადამხდომნი არიან: მცხეთის ამილახორი გაბელისძე ამირან, ჯუარისმტუირთველი გიორგი, მოლარეთუხუცესი ვირშელი და სულთამამა კუირილეისშვილი დიმიტრი ელიოზისძე მამაგული, ცოცხასძე მესტუმრე კახა, მთავარასძე იმარინდო და სრულიად მცხეთისშვილნი.
დაიწერა ქორონიკონსა რო, ხელითა მაღალისძისა მცხეთის ქადაგისა მახარებელისათა, მოწამეცა არს.
გვიანდელი მინაწერი
- ჭარმეულის ანდერძის წიგნი
- მაღალისძისა