...განმაერთებელმან ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა, ორისავე ტახტისა მტკიცედ მპყრობელისა, მეფეთ-მეფისა სულკურთხეულისა გიორგის ძემან მეფემან ალექსანდრე, ბატრონმან დედუფალთა დედუფალმან, დედამან ჩუენმან ნესტანდარეჯან და თანამეცხედრემან ჩუენმან, დედუფალმან ანა... გუჯარითა ამით ჩუენცა დაგიმტკიცეთ, ვათარხნეთ და ვათავისუფლეთ ორნივე უდაბნონი გარეჯისანი დავითის საფლავისა მრავალთისა და დოდორქისანი.
თქუენ, წმიდასა საყდარსა დედაქალაქსა მცხეთასა და მუნ შინა ღმრთივ-დამყარებულსა სუეტსა ცხოველსა და მირონსა ღმერთ-მყოფელსა და კუართსა საუფლოსა, გარეჯისა სახლი მისითა შესავლითა მამულებითა, სოფლებითა, შენითა და უშენითა, მთითა, ბარითა, რანიცა გარეჯისა უდაბნოთა სიგელნი და გუჯარნი ჰქუანან, მათითა მზღვრითა, შემოგუიწირავს და დაგუიმტკიცებია და გუითარხნებია ყოვლისა სათხოვრისაგან.
ცოტასა ხანსა და ჟამთა ვითარებისაგან ჩუენისა დაჭირებისათუის გაცემულად შეიქნა და, ვითა არა ვარგიყო და არცარა ჩუენგან საქნელი იყო, ეგრე ვერავინ იკადროს ამისად შლად, ქცევად და გამოხუებად ვერა ჩუენისა გუარისა კაცმან, და ვერა სხუამან კაცმან, ვერა დიდმან და ვერა მცირემან; ვერამან ადამის ნათესავმან ვერა მოგიშალოს და გქონდეს უცილობლად და შეუცვალებლად...
დაიწერა გუჯარი ესე ჩუენი ქორონიკონსა რნიზ, ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა გ, თუესა იენვარსა კგ, ხელითა იათორიძისა ვარსიმესითა, კარისა ჩუენისა მწიგნობრისათა.
- ალექსანდრეს სიგლითა დამიმტკიცებია ნებითა ღმრთისათა.
ქ. დიდის უდაბნოს დავითგარეჯის ძღვენი უნდა მიერთმოდეს ქართველთ მეფეს და კახთ მეფეს. ქ. ექვსი ქვევრი თაფლი, ქ. სამი ქვევრი კაპრის მწნილი, ქ. სამი ცოცხი, ის ცოცხი ფარეშთხუცეს უნდა ებაროს, ნიადაგ დილაზედ დორსა და სუზანზედ სამჯერ უნდა გადმოუსვამდეს. ორი მღდელმონაზონი უნდა გამოარჩიოს მამამა, კარგნი მოწესენი და კარგნი მწიგნობარნი და კარგნი მოჟამენი. ამათის ხელით უნდა მიართონ ძღვენი. ყველიერის კვირას და მარხვაში მონაზონები მეფის კარზედ უნდა იყვნენ, იმათ უნდა იწესონ და მარხვის დღესასწაული იმათ აღასრულონ, აღდგომის დღეს ჟამი უნდა წირონ და უთხოვლათ წამოვიდნენ, დიდს მამას იახლნენ; ახალს კვირიაკეს მართლმადიდებელთ მეფეთ უნდა აღტვირთონ ჯორები და კარაულები მრავლის სანოვაგით და შესაწირავით და მოუძღვანონ დიდსა მამასა და წმიდათ კრებულთ.