Jump to content

1478 წ. ახლო - საჩივრის წიგნი ავთანდილ ზევდგინისძისა - VII

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: Hd-15046

პირი: 1461-14/001

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: 1937 - ბერძენიშვილი ნიკო


...მე მას უკანის მივედ სახლში, ჩემი რძალი და ჩემნი ძმისწულნი დამხუდენ, მითხრეს: "უფროსობა შენ დაიჭირეო". მე ისრით დაკოდილი ვიყავ ჩემს ძმაზედა,... ასრე ვთქუი: "თუ უფროსის... ან და მათვე ჰქონდესთ უფროსობა". და თუ ჩემი არ იყო მამული, რასათუის მომცეს უფროსობა?

გამოხდა ხანი... მეფესა მე ასრე მოვახსენე: "ნუ გავიყრებით, თუ გავიყრებით, ფიცი და პირი მიცცთ ერთმანერთსა და ნუ წავახდენთ"...

მივეცით ფიცი და პირი ერთმან ერთსა, მე ვალდებული ვიყავ ზაალზედა, მივენდევ ფიცით. გამიტეხა ფიცი და პირი... ასრე უთხრა მეკრესა. იმავ წამსა ციხეშიგან შეგიშუნა, და რომ ... ეს, ნუც სალოცავად შეუშუებ ... ჩემს რძალსა, სულმამას ცოლსა. ...გაუტეხა ფიცი და პირი. აღარავინ და მ... მკუიდრსა ციხეშიგან გამოგუაღარიბა. ...არს შევეხუეწენით და იქ ვიყუენით ... თუითან ზაალ იყო, დამიძახნა მესხნი და ასე უთხრა: "ავთანდილის ციხე დაიჭირენითო". თავად ღმერთმან და მ...რისა მთავარმოწამემან იპრიანა - წყალი დიდი იყო, ფონად ვერ გამოვიდა, მისგან მკუდარი და შერცხუენილი ვარ.

აღარცა იმას დამაჯერა თაყამან. ნადირობას ჩუენსა შუა საამ იყო. შევპირდით ერთმანერთსა ყუელა ყოველთავე. წამოვედით ნადირობიდამ, წიწამურს მოვედით და იქ ქარუმიძე მოგზავნა და ასრე ებძანა: "სთუელი დამანებე კასპურიო". მე მოვახსენე, განაღამცა აგრე გიყავო. ამას არას დასჯერდა. შეიყარა და გამოილაშრა სასიკუდილოდ. მე ღმერთმან შემიწყალა და შინა არა დახუდი. თუმცა დავხდომდი, მამკლავდეს ჩემისა მკუიდრისა ნასისხლისა მამულისათუის.

არცა ამილახორს ედგა შინა. სამნი ძმანი ვიყვენით და ჩუენ დაგურჩა მამული ნასისხლიცა და მკუიდრიცა. ყუელასა ვალდებულობასა რას მემართლებოდა ზაალ სიკუდილსა?

ბატონო დარბაზისერნო! როგორც თქუენ გაგუიჩენთ, ბატონი ხართ. ჩემისა მამულისა მკუიდრისა და ნასისხლის გულისათუის რასათუის მომკლევდა? ამილახორობისა ეს ვიკადრო. ოდეს ხიმშიაშვილი მოკლეს თათართა, მას ჟამსა უბოძა ამილახორობა... უბოძა მამული მკუიდრი და ნასისხლი გიორგი მეფემან, ამილახორსა უბოძა... რასათუის არ უბოძა... თუ მამული გაჩენილი ... ზაალისა იყო და ცარიელი ხელი.

საბუთის შინაარსი და პერსონალია

[edit]
  • მომჩივანის ძმას აზნაურთა გამოხსნა უკისრია, მაგრამ მეფეს მძევლად ზაალი დაუტოვებია და მისი თათრებისათვის მიცემა გადაუწყვეტია.

პუბლიკაცია

[edit]