...მათისა გულისათუის და მათისა გაუყრელობისათუის თათარჩიგა წავე. სამსა წელიწადსა ... მათის გულისათუის ცხენს ვიჯექ... შეიპყრა ათაბაგმან გიორგი მეფე და გარდმოვიდა მეფე ბაგრატ. მე ბატონსა დავითს ასრე მოვახსენე: "თუ შენ ბაგრატ მეფისა ყმა არ შეიქნები, მე ჩემსა მამულსა არავინ მამცემს". წაუვიდა მის ძმასა ჩემის მამულის გულისათუის და ბაგრატ მეფისა ყმა შეიქნა. თუმცა ყმა არ შექნილიყო, ჩემსა მამულსა არავინ მოგუცემდა. ამისი მოწამე ბატონი დავით არს.
ახალციხე მამისა ბიძაჩემსა ჰქონდა. წიწამური მცხეთისათუის შეწირული იყო, ღურო ჯანდიერიშვილსა ჰქონდა. ასრე წამირთმევია, არას ბატონისათუის ჩოქი არ მიქნია. თუ ამას იტყუიან, თუ ბაგრატ მეფემან მოგუცა მამულიო, სადამდისი იმავე ჩემგან ნაშოების მამულიდაღმა - წიწამურიდაღმა - ასი კოკა ღუინო არ მივეცით, მანამდის გორის მოურაობა არ გუიბოძა. ასრე არა გუაქუს-რა ბაგრატ მეფისგან.
აწ, ამაშიგა მოვიდეს თათარნი. და მეფესა ბაგრატს ასრე ებძანა ჩემისა ძმისა ამილახორისათუის: "გორს შემიდეგო". გორს ისი აღარ შევაყენეთ და ჩემი ძმა სულმამა შევაყენეთ. თუ ჩუენი არ იყო მამული, მაშინ რასათუის არ გუიბრძანა ამილახორმან, თუ: "თქუენი არ არის მამული, რასათუის მოჰკუდებიო"? მე ჩემის მამულის გულისათუის მოვკუე. თუ ამას იტყუიან, თუ "სულმამა ჩუენ დავიხსენითო", მათ, დია, ცოტა გამოიღეს. ჩემის ხრმლის ნაშოებითა დამიხსნია. თუით სულმამა არის მოწამე, მერმე თუით ეს ბატონი ხელმწიფე არის მოწამე.
დიდი მალი შემოგუაგდო ბაგრატ მეფემან. ბაგრატ მეფე მოკუდა და უზუნ ასან ამა ბატონსა მეფესა დაუწყო თხოვნა. მიმიცემია ჩემის მამულის გულისათუის. ჩემი მამული ამოწყუედილი იყო, ის ვერსა გამოიღებდეს და ჩემითა ხრმლითა ნაშოვნი მე გამოვიღე - ხუთასი თანგა ერთხელ, რვაასი ერთხელ და ცხრაასი ერთხელ. ამისი მოწამე თუით ბატონი მეფე არის. თუ ჩემი მკუიდრი მამული არ იყო, ჩემმა ძმამ ეს რასათუის არ მითხრა: "შენი მამული არ არის, შენ რასათუის გამოიღებ საქონელსა"? ესე ყუელა ჩემის რძლის შერთვაზედა წაგუეკიდა.