ესე მტკიცე ნასყიდობისა სიგელი დაგიწერეთ და მოგეცით ჩუენ, პალატისშვილთა: ნიკოლოზ, ზაალ, ავთანდილ, ბეშქენ, დემეტრე, და შვილთა ჩუენთა: რამინ, ერანგი, და ჯაგაშერ და ზავრან და შვილისშვილთა და მომავალთა გუარისა ჩუენისათა, ყოველთავე, თქუენ, არდაშერასშვილსა გოგიტას და შენთა შვილთა ლაგაურს და პაპიასა, და შენთა შვილისშვილთა: მამულასა, შალვას და მამაგულასა.
და მოგყიდეთ ჩუენი მკუიდრი მამული - კრწანისს ვენახი, შენგანვე აშენებული, ყოვლისა კაცისაგან მოუდევარი და მოუსარჩლელი მისითა წყლითა, რაგუარაცა ამას წინათ ჰქონებია, მისითა გზითა და მისითა სამზღურითა; გოსალასშვილისა და გრიგოლასა და ლიტრასა ვენახსა შუა, გზასა ქუეით. და ავიღეთ საფასი სრული და უკლები, რითაცა გული ჩუენი შესჯერდებოდა და მისი ფასი საყდარსა მოვახმარეთ...
დაიწერა ჟამსა მეფეთ მეფისა ბაგრატისა და ქრონიკონსა რნიე, თვესა იულისსა დ, ხელითა მიწა იოვანე ხუცისათა.
დამტკიცება:
- მე, ნიკოლოვაზ, ამისი გამთავებელი ვარ.
- ჩუენ, ავთანდილ, ბეშქენ, დემეტრე, ამისნი გამთავებელნი ვართ.
- ესე ჯუარი ზაალისი და გამთავებელი ვარ.
მოწმეები:
- მე, ფილიპე ხუცესი მოწამე ვარ
- მე, ამბრისშვილი იოვანე ამისი მოწამე ვარ
- ჩუენ, დარჩიბეგისშვილი დავით და მათესშვილი მახარებელი და თევდორესშვილი ბასილი ამა მამულის დამფასებელნი ვიყუენით და მოწამენიცა ვართ.
- ჩუენ, ზაალის ყმანი: ჯანიბეგა, სუჯა და ნუქრადინ, ივანე მოწამენი ვართ.
- ჩუენ, გოსალასშვილი ნიკოლოზა და ბადრიასშვილი გრიგოლა და ლიტრას სიძე გიორგი, მოწამენი ვართ.
- ჩუენ, გოგიტას მეზობელნი: ულუბეგა, ანტონე, ჯანბახშა, გრიგოლ, ღარიბშა, მახარებელი მოწამენი ვართ.
- ქ. მე მეუნაგრე ხატისა და გუპენასშვილი მჭედელი მურადა ამის მოწამენი ვართ.
- მე თუმანბეგასშვილი სადათიერ ამის მოწამე ვარ.
- და არცა კულუხი გეთხოვებოდეს