Jump to content

1476 წ. ახლო - წყალობის სიგელი ალექსანდრე მეფისა ამილბარ მაღალაძისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: დაკარგულია

პირი:

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ჩუენ, მეფეთ-მეფემან პატრონმან ალექსანდრე, ესე ამიერ უკუნისადმდე ჟამთა გასათავებელი წყალობის წიგნი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, მაღალაძე ამილბარს, დიმიტრის და გიორგის.

მას ჟამსა, ოდეს სოფლისა ვითარებისაგან პატიოსანი ივანიასძე გაბრიელ უმკუიდრო იქმნა და მისი სახლი და მამულნი ოხერი დაშთა, აწე, ბატონს მამა ჩუენს მოეყვანა დადეშით მამა თქუენი და მცხეთას სასწავლოდ აღეზარდა. და ის სოფლით ფასულიყო და თქუენ დაშთომილიყვენით. შეგიწყალეთ და შეგიყუანეთ და დაგსუით პატიოსნის ივანიასძის მამულსა, სახლსა და ნატამალსა ზედა და გიბოძეთ თქუენ, მაღალაძეს, მეორესა ივანიასძესა ამილბარს და დიმიტრის და გიორგის, ქვათახევს - მონასტერი ყოვლად წმიდისა ბეთლემისა მისის მამულითა, ბაღითა და ბოსტნითა, და სენაკითა და ნატამალითა. იქავ - გლეხი კომლი ხუთი, ოჩლაურში სამი კომლი სვანიანები და გიგაურის მამული, მცხეთას - სენაკი და ჭალა საკოკია.

კავთისხევს ზვარი და ხოდაბუნი; ეზატს საკომლო ერთი, ვენახითა და მიწითა; გუდალეთს აქათ, დევისხევს სამძღვარს აქათ, თქუენი რაც არის: მაღლა სოფელი ვარდიანი, მთა და ბარი, რომელიცა მათ ჰქონებოდეს სახმარი, შესავალი და გასავალი, მიწა და წყალი, სანადირო სახლი და სამყოფი. დაბლა სოფელი ნიაბი, კომლი ოთხმოცი, მისის სამართლიანის მზღურითა, მთითა და ბარითა, სახმარითა და უხმარითა, საძებრითა და უძებრითა და წყალზედ სათევზითა, სრულად, სამართლიანის მზღვრითა.

ქვემო ხანდაკს კომლი კაცი ორი - ვარდანა და გიორგი; მცხეთას სასახლე; და მარანს საკონე და საოჩხე; დიღვამს - სამი კომლი მზევაძე, იქავ - ზვარი და სახნავი; მეტეხს - წისქუილი და ორი ხოდაბუნი; მუხრანს - სოფელი კუნელი მთითა და ბარითა და საწყლისპიროთა.

ტფილისის ქალაქს მაზიტას სახლი, მამული და ბაღი, ბოსტანი, წისქუილი; თუალზედ, ალევის ქედს, ერთი კომლი სვიანაძე და თეძამზედ, ქუენადრისს, პავლეს სახლი და მამული ეკლესიითა, მთითა და ბარითა, წყლითა, წისქუილითა და წყალითა, შესავლითა და გამოსავლითა.

თრიალეთს ეძანისა და თავფარავნის მოურაობა, ქადაგობა. სამცხეთოსა მეათორმეტედის წილისაგან ერთი შენა.

მამამთავრობა დიღმის წყალს ზემოთ, გორისჯვარს ზემოთ, სკრამდი.

ესე, რომელნიც მამულნი და აგარაკნი და სახელონი ქონებოდეს, გორს ფუშრუკაული დიაკონისძისა, ისე ყუელა უნაკლულებლად გიბოძეთ ყოვლის კაცისა მოუდევრად და უსარჩლელად.

გიბედნიეროს ღმერთმან სუეტის ცხოვლისა და ჩუენსა სამსახურსა და ერთგულობასა შინა. არავინ გუიბოძებია მშლელი და მქცეველი ამისი. დამამტკიცებელნი ამისნი ღმერთმან აკურთხოს.

დაიწერა ქორონიკონს ოთ, ხელითა წირქუალელის მუშრიბის რატისათა.


მინაწერები

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთს უზის მცდარი თარიღი - ქორონიკონი ოთ, ანუ 1391 წელი. კორპუსში საბუთი მიკუთვნებულია კახეთის მეფე ალექსანდრე I-ს და დათარიღებულია მისი გამეფების (1476 წ.) ახლო ხანებით. ჩვენი აზრით, საბუთი გაცილებით ადრინდელი უნდა იყოს, რადგან მასში მოთხრობილია. რომ ამილბარ, დიმიტრი და გიორგი მაღალაძეებს გადაეცათ გაბრიელ ივანიაძის მამული, ხოლო შემდგომ 1470 წელს უკვე უმემკვიდრო დიმიტრი მაღალაძის მამული გადაეცა მახარებელ მაღალაძეს.

პუბლიკაცია

[edit]