ჩვენ, ორისავე ტახტისა და სახელმწიფოსა, ლიხთ-იმერისა და ლაიხთ-ამერისა ღმრთივ-გუირგუინოსანმან მეფეთ მეფემან ბაგრატ, და ძმამან ჩვენმან პატრონმან კოსტანტინე, ნებითა მღვთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შანშა და შარვანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა დასავლეთამდის თვით-ფლობით ხელმწიფეთ მპყრობელისა.
მოვიდეს წინაშე ჩვენსა ჩვენნი დიდათ ერთგულნი და ჩვენისა მორჭუმისა და გადიდებისათვის დღე და ღამე მომჭირნე-მოცადენი ჯავახისშვილი ზაქარია, კახა და ზაზა და გვიაჯნეს და მოგვახსენეს, რათამცა ერთგულობისა მათისა სამუქფოდ სიგელითა ამითა შევიწყალე.
და ძუელნი სიგელნიცა უნახენით თამარ მეფისაგან და სხვათა ჩვენთა გვართა და ჩამამავალთაგან სამკვიდროდ მათთვის ბოძებული და ახლადვე დიდი ფასი და საქონელი გამოიღეს და მათივე მკვიდრი მამული მათივე ალალითა საქონლითა მათვე მივჰყიდეთ და დაუმტლიცეთ სომხითს ქვეში ციხითა, ბაჟითა და მისითა მიმდგომითა, და სოფელი რატევანი მისითა სამართლიანითა და შესავალ-გასავლითა, ყოვლითურთ უნაკლულოდ...
დაიწერა სიგელი და პიტაკი ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩვენისასა მესამესა, ქრონიკონსა რნვ, ნოემბერსა კ, ხელითა კარისა ჩვენისა მდივნისა თუმანიშვილისა მურადისათა.