...მეფემან კონსტანტინემან და დედამან ჩვენმან დედოფალმან გულშარ, ესე წყალობის და საბოლოოდ გასათავებელი [სიგელი] დაგიწერეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერთდგულთა და ჩუენსა ზედა მრავალფერად ჭირნახულთა ჯავახიშვილთა ზაქარიას, კახას და ზაზას და შვილთა თქუენთა ჯავახს, სოღას, ივანეს და ხელას.
მას ჟამს, ოდის ღმრთისა გარეგანმან ყუარყუარე პატრონსა ბიძასა ჩუენსა მეფესა გიორგისა უღალატა და ჩუენსაცა ღალატსა და ავსა აპირებდა, ღმერთმან მოგუარჩინა, წამოვედით და თქუენ დიდი ვალი და ნამსახური დაგუდევით, გორის ციხეს შემოგუყევით და დაგუამაგრეთ და ისრე დაჭირებულს ქუთათის ციხეს შეგუიდეგით და იქიცა დიდი გუმსახურეთ".
ჩუენ შეგიწყალეთ და თქუენისა დიდისა ვალდებულობისა მუქფად გიბოძეთ ცხირეთის გუერდი სრულად და გაერთებით, ხანდაკი და, რაცა ცხირეთის შესავალი არის, სრულად და უკლებად. და ამას გარეთ, ქალაქის პირთა სოფელი თხილოვნა მისითა შესავლით.
ესე მამულნი გაბაშვილთა მკუიდრი იყო და თქვენ გაბაშვილთაგან ნაშვილები იყუენით, სამართლადცა თქუენ გხუდებოდა. და ჩვენცა ჩუენითა ნება-წადილითა გულგანწმენდით და ალალად თქუენთუის გუიბოძებია და დაგუიმტკიცებია.
...დაიწერა მტკიცე პიტაკი ესე ქრონიკონს რნდ (254), ხელითა მდივანმწიგნობრისა თუმანისშვილისა ზაქარიასითა.