ქ. შენ, შემწესა და შესავედრებელსა ყოველთა დაბადებულთა შენთასა, მე, მინდობილმან ცვა-ფარვათა თქუენთამან, ერისთავმან შალვამ, ჩუენმან ძმამან რამაზ, და ძემან ჩუენმან ქუენიფნველმან, გკადრეთ და მოგახსენეთ კნინი ესე შესაწირავი წმიდის სამების ალევისათუის, მამასა , ძესა და წმიდასა სულსა.
თქუენთა და თქუენსა ტაძარსა მოსამსახურეთა ალეველთა ჩუენგან, ვისაცა ოძისს ვენახი აქუს ოძისს უკანით, ულაყი არა ეთხოებოდეს, და პირველსა საწნახელსა ზედა შენთუის საზედაშეთა აიღებოდეს, სხვაი - სამართლიანის დალევის მეტი ჩუენგან არა გეთხოებოდეს-რა, რაცა ერდგულად კარკაცობის მეტი არა გეთხოებოდეს-რა.
თქუენისა ხატის დღეობასა და თქუენსა დღეობასა ზედა ერსა ზედა ჩუენი გამარჯვება ითქმოდეს და ჩუენისა ძმისა ლარგუელისათუის ერთი ხუცესი იწირვებოდეს. ამის გათავებასა შიგან ჩუენგან ასე გაუთავდეს.
ამისი მოწამენი არიან ჩუენისა კარისა აზნაურისშვილნი ფალენდისშვილი გიორგი, ხმალაძე ლომი, მეჯინიბეთუხუცესი გოსთმა, მოურავი გუნდდიერი მამისა.
მე, ზურიელიშვილს გიორგის დამიწერია და მოწამეცა ვარ.
დაიწერა ქორონიკონს რნგ, ოკდომბერს, წელსა 1465.