Jump to content

1465 წ. - თარხნობის წიგნი საგია თურმანისძისა ვიგრიაშვილებისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: Hd-1301

საბუთის შინაარსი

[edit]

ქ. სახელითა ღმრთისათა, მამისათა, ძისათა და სულისა წმიდისათა, ესე შეწყალებისა წიგნი და ნიშანი მოგეცით ჩუენ, პატრონმან და ატენის მოურავმან თურმანისძემან საგიამან და ჩემთა შვილთა: ზაქარია, სიაოშ და შალვა, თქუენ, ჩემთა ერდგულთა ყმათა, ატენის ნაცვალთა ვიგრიაშვილთა ძაგანსა, ვიგრიასა, შიოსა და ანდრიასა, შვილთა და მამავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.

მას ჟამსა ოდეს შეგიწყალეთ და გათარხნეთ ყოვლისა სათხოვარისაგან და გამოსაღებისა და სამუშაოსაგან. მოკითხული ვქენით და ძუელიდგანცა თარხანი და შეუვალნი ყოფილიყვენით. აწ, ჩუენცა წიგნითა ამითა გათარხნეთ ასრე და ამა პირსა ზედა, რომე ერთისა სამსახურისა მეტი თქუენსა კარსა ზედა არა მოდგებოდეს რა. არა ჩუენგანა და არა შვილთა და მამავალთა ჩუენთაგან.

ქონდეს და გიბედნიაროს ღმერთმან, ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგა გახმაროს. ასე არაოდეს მოგეშალოს არა ჩუენგან და არა შვილთა და მამავალთა ჩუენთაგან. ერთისა სამსახურის მეტი თქუენს კარსა ზედა არა მოდგებოდეს რა, არაფერი სათხოვარი და გამოსაღები და სამუშაო.არას ჟამსა შიგა ესე არ შეგიცვალოთ.

მე, ავთანდილაშვილს ჟამიარასა დამიწერია და მოწამეცა ვარ.

დაიწერა ქრონიკონსა რნგ.

საბუთის დათარიღება

[edit]
საბუთი აქვს თარიღი: ქორონიკონი რნგ (153) - 1465 წ.

პუბლიკაცია

[edit]