1451-01-შიომღვიმის № 008
Appearance
ფონდი 1451 - Книга гуджаров - I - გვ.206
შინაარსი საბუთისა1433 წ. ახლოს - დაწერილი თაყა ზევდგინიძისა მღვიმის მონასტრისადმი
№ | ქ~კს | წელი | თთუე | რ~ლთა გუამთაგან მიცემულ არიან | ჰაზრი წერილთა გამოცხადებათა ეკლესიის შესახვედრთა სახელის დებით |
---|---|---|---|---|---|
8 | ზედგენიძის თაყასაგან | წერილი, რომლითაც იჩვენების: აღუშენებია ეკუდერი სასაფლაოდ თვისად და შეუწირავს მონასტრისადმი თავისი მკვიდრი და თავისგან აღშენებული სოფელი კოდისწყარო არაგვის პირთა, ახალციხის ზედათ კახეთა, რომელზედაც კაცი არ სახლებულა და აღუშენებია საფასითა და დაუსახლებია კაცნი თვისნი, ეგრევე გაუკეთებიეს წისქვილნი. და თვისთა საფლავთა ზედამდგომთ მწირველთათვის სასეფისკურედ გაუჩენია და შეუტანია: ხატისუბანი, სხუილოს ბიბიასშვილი და თინასშვილი, კასპს გოგორასშვილი, წიწამურას მირზასშვილნი,; რომელსაც ზედგინიძეს თაყას უყიდნია მიწები და დაუსახლებია მას ზედა მირზასშვილნი, შეუტანია და შეუწირავს ზემოხსენებულნი თავისგან აღშენებულნი სოფელნი და გლეხნი მათითა მამულითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქვილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა და სამზღურითა.
და გაუჩინა ორნი მწირველნი დეკანოზიშვილი გრიგოლ, რომ სასაფლაოთა შინა ეკუდერსა მამისსა, სწირევდეს წლითი-წლად და ილოცევდენ განწესებულსა ლოცვასა და ენთებოდეს დღე და ღამე ორი კანდელი და ყოველს წელიწადს ოთხს კარგაღებულს აღაპს გარდაიხდიდენ მირქმას, დიდხუთშაბათს, ამაღლებას და სულიწმიდის მოფენას. ხელმოწერილი ყოფილა და დაგლეჯილი არის ქაღალდი და ხელმოწერილიც ზოგი მოგლეჯილი. |