Jump to content

1450-1464 წწ. - მამულის გაყოფის წიგნი, მიცემული მღვთისავარა დოლისძის მიერ ვარდია დოლისძისათვის

From Wikisource


სიგელი Hd-1579 ა




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი

[edit]

ესე წიგნი მოგეც მე, ღვთისავარამა და ყოველთა მომავალთა ჩემთა შენ დოლისძეთა ვარდიასა და გოგიასა, შვილთა და მომავალთა თქვენთა, ყოველთავე. მოგეც მე, ღვთისავარამა და ჟამიერმა, შვილთა და მომავალთა შენთა, ყოველთავე.

მოგეც მტკიცე ესე სიგელი მას ჟამსა, როდეს გავიყარენით და ჩუენი საქმე ბრჭობით გაგუიჩნდა. მოგხუდა ჩემგან ბრჭეთაგან გაჩენილი ჭირნახული საწისქვილე, პირჩაღმა ერთი ნაფუძარი ანანას გორთანა, პირჩაღმა ერთი მიწა, ერთი მიწა ნაკობლევთა--- პირჩაღმა, საბათ გორს ქვემოთ. შარამდის, მიწა რაც ჩემი იყო, ღუარის წასდეგთა - ორის დღის მიწა.

გქონდეს მკუიდრად და შეუცვალებლად ყოვლისა კაცისაგან მოუდევრად და უსარჩლელად. ვინც და რამანც კაცმა, რასაც მიზეზისაის შეგიცვალოს შე-მცა-იცვალების რჯულისაგან ქრისტიანეთასა, რამანც კაცმა შეგიცვალოს. ამა დაწერილისა მოწამენი ვართ ქვათახევისა გამზდელი და ერთსულებით ქვათახეველნი და სრულიად კავთისხეველნი მამასახლისნი მოწამენი არიან.

მე, ანდრიას დამიწერია და მოწამეცა ვარ. მე, ჟამიერისშვილი გოგატი და ჩემნი შვილნი ამისნი გამთავებელნი ვართ.

საბუთის პუბლიკაციები

[edit]