[ჩუენ მეფეთა მეფისგან ალექსანდრესგან და თანა-მეცხედრისა ჩუენისა თამარისგან და ძეთა ჩუენთა მეფის ვახტანგის, დიმიტრის, გიორგისაგან, ნებითა ღთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შარვანშა და შანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა თვით ფლობით მტკიცედ მქონებელისა.]
მოვიდა წინაშე ჩუენსა... მცხეთისა საყდრისა მპყრობელი კათალიკოზი შიო და გუეაჯა, რათამცა მცხეთისა საყდრისა მკუიდრი... ციხე არმაზისა მისითა ეკლესიითა, გლეხებითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა... და მისი ძუელითგან გაჩენილი ბაჟი - ორი თანგა დიდსა საპალნესა ზედან მათთუისვე მოგვეხსენა...
მოგუიხსენებია და გქონდეს... პატრონსა კათალიკოზსა შიოს, თქუენი მკუიდრი და აწ, ახლად ჩუენგან მოხსენებულ-დამკუიდრებული არმაზისა ციხე მისითა ეკლესიითა, გლეხებითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, ტყითა, სანადიროთა, ზღვრითა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა, მისითა სამართლიანითა, ყოვლადვე უნაკლულოდ და მისთა ბაჟითა. ესრეთ, რომე, ქარავანი შეღმა მოვიდოდეს, და თუ ჩამოღმა მოვიდოდეს, და სითგინდამე მოვიდის, საპალნესა ზედან ორსა თანგასა აიღებდით...
დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩუენი ქორონიკონსა რლ [ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა ნდ,] ხელითა მესტუმრისა და კარის მწიგნობრისა ჩუენისა კლიმი კაკლაჩასძისათა