ქ. ჩუენ, მეფეთა მეფისა ალექსანდრესგან და თანამეცხედრისა ჩუენისა პატრონისა დედოფალთა დედოფლისა და ძეთა ჩუენთა ვახტანგ, დიმიტრი და ზალისგან, დავითიან ბაგრატონიანისა, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა და სომეხთა მეფისა, შარვანშა, შანშა და ყოვლისა აღმოსავლეთით დასავლეთამდის თუით-ფლობით მფლობელ-მპყრობელისა.
მოვიდეს წინაშე ჩუენისა ჩუენნი დიდად ძუელით გუარით გამო და ვიდრე მოაქამომდის ერდგულნი და თავდადებით ნამსახურნი ზევდგინისძენი: ეზოს ჩუხჩარეხი ავთანდილ და მათნი ძმის-წულნი, ჩუენთა თანაშეზრდილ-გაზრდილი და ჩუენისა მორჭუმისა და ამოდყოფისათუის დღივ და ღამე თავდადებით მექმე და მეცდე და მჭირნე კაცი, მამად-კაცი და ჩუენისა სახლისა განზრახვათა კეთილადმგებელი და მეცნავ-მიმთხრობი და ყოვლითურთ სათნოებიანი მოლარეთუხუცესი თაყა და ბიძის-წული ზევდგინ და გუეაჯნეს, რათა ისდენთა ვალთა და სამსახურთა სანაცვლოდ სიგლითა ამით შეგუეწყალნეს და გორის მოურაობა მიგუებოძა...
გუიბოძებია გორისა მოურავობა სამკუიდროდ თქუენ, ჩვენთა დიდად ერდგულთა და თავდადებით ნამსახურთა, ეზოს ჩუხჩარეხსა ავთანდილისთუის, და თქუენთა ძმის-წულთა, ჩუენთა თანა შეზდილ-გაზრდილთა მოლარეთუხუცესისა თაყასათუის და ზევდგინისთუის და თქუეთა შვილთა და მომავალთათუის...
დაიწერა სიგელი და ბრძანება ესე ჩუენი ქკნსა რიჱ, ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა, ით, ხელითა ყოველთა უნარჩევესისა კარის მწიგნობრისა ჩუენისა კლიმი კაკლაჩასძისათა"
ხელრთვა:
დამტკიცებები:
- ქ. ჩუენ, მეფეთ-მეფე პატრონი როსტომ ვამტკიცებთ სიგელსა და ბრძანებასა ამას. როსტომ.