Jump to content

1382 წ. VI. - სიგელი დავით მეფისა ოქონის ხატისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: დაკარგულია, ოქონის საბუთები № 01.

1914 წ. სარგის კაკაბაძემ გამოაქვეყნა საბუთი შემდეგი აღწერით: "ტფილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონებათა არქივში მე ვიპოვე ერთი საინტერესო დოკუმენტი, რომელიც არის პირი უცნობის XIV ს. მეფის დავითის სიგელისა. ეს პირი გადაწერილი ყოფილა XIX ს. დასაწყისში თარჯიმანის ხმიადოვის მიერ. 1914 - კაკაბაძე სარგის - დავით, უცნობი XIV საუკუნის მეფე

პირი

შინაარსი:

  1. 1451-01-ოქონის № 001
  2. 1451-04-ოქონის № 001

საბუთის შინაარსი

[edit]

...ჩუენ, იესიან, დავითიან, სოლომონიან, პანკრატიან, აფხაზთა, რანთა, კახთა, შაჰანშაჰ და შარვანშაჰ, საქართველოსა მპყრობელმან და ხელმწიფემამ მეფეთ-მეფემან დავით და ძეთა ჩუენთა: გიორგი და ალექსანდრე.

ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ, მას ჟამსა, ოდეს საყდარი ოქონისა, ბებიის ბებიასა ჩუენსა, თამარ დედოფალსა აღეშენა ქალაქისა გორის სანახებსა, დაეხატა, შეემკო და შეეწირა სოფელი ხიდისთავი გაღმა-გამოღმა სამძღვრითა ამითა: ფარის ჯუარის წვერი სამხევამდინ, მის დამართებით ზემო წითელი კლდე, მისდა პირისპირ ქათაგაურის ბოლომდინ, კიმკიმაურის, დიდ რუსხმულამდინ, რუსხმულის დაპირისპირებით კოდათხევამდის - ამისითა რუთა, წყლითა, მიწითა და ჭალითა გუიბოძებია და შეგუიწირავს ხატისა ოქონისათვის.

ზემო რეხას ათი საკუამლო მისითა რუთა, მამულითა, მიწითა, საწისქვილოთა, სასაფლავოთა, სამძღვრითა და სამნებითა ყოველის კაცისაგან მოუდევარი და შემოუცილებელი;

აგრევე გარეჯვარს ლომსათუბანი მისითა წყლითა, რუთა, სამძღურითა და სამნითა ამით: თამარ დედოფლის რუმდის, ქუემოთ რეხის ფშნამდინ, გუერდით ხელთუბნის სამნამდინ, მარჯუენით თორტოიზის ფშნამდინ;

რუისს - უმეკაშვილი მისით მამულითა, რუთა, მიწითა, ეკლესიის კარითა და ორის თავის ვენახის სახასო იქ, თქუენ კარზედ, ისინივე შეიმუშავებდნენ;

ატენს - მამული ერთი ჩივჩივაძისა, გამოიღებდეს ლიტრასა ზეთსა ოთხსა, ძღუენსა და სამსახურსა;

აგრეთვე გორს - ვაჭარნი ექუსნი მათითა სახლ-კარითა, ჭურ-მარნითა და ქულბქითა;

დიღუამს თავს - თეთრაძენი გიუნა, მამისიმედი, ზოსიმე და ხუცესი იოვანე მათითა მამულითა, სახნავითა, რუთა, მთითა, ბარითა, სასაფლავოთა, სყიდულითა და უსყიდლითა, ხელშეუვლად და განთავისუფლებით მოგუირთმევია და შემოგვიწირავს ხატისა ოქონისათუის.

...დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ჩუენი მას ჟამსა, ოდეს სარკინოზთა და ისმაიტელთა ბრძოლა შეექმნა საბერძნეთსა და აღიხუნეს ქალაქნი და აგარაკნი მათნი. ქრონიკონსა სამეოცდაათსა, დასაბამითგან წელთა შუიდი ათას ორას და ათსა, ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისა კჱ. დაიწერა სიგელი ესე ხელითა კარისა ჩუენისა წინამძღურის იოსებ უჯარმელისათა, თუესა ივნისსა.

ხელმოწერილი არის დავით, გიორგი და ალექსანდრე.

საბუთის პუბლიკაციები

[edit]