Jump to content

1247-1260 წწ. - დაწერილი ბეგა სურამელისა ტოტიბაისშვილებისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: Ad-8

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი IV - N 19


ქ. სახელითა ღმრთისაითა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისა, მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა, ძალითა ცხოველისმყოფელისა პატიოსნისა ჯუარისაითა, თავსმდებობთა წმიდისა იოვანე ნათლისმცემლისაითა და წმიდისა იოვანე მახარებელისაითა და ღმრთისმეტყუელისაითა, თავსმდებობითა წმიდათა მოციქულთა, წინაისწარმეტყუელთა, მღრდელთმოძღუართა, მოწამეთა, ქალწულთა და ყოველთა წმიდაითა, რომელნი სათნო ეყვნეს ღმრთისა, მხსნელსა ჩუენსა იესოს ქრისტესა,

დაგიწერე დაწერილი ესე და მოგეც მე, ბეგამან სურამელმან, თქუენ, ტოტებაისა შვილთა გურზსა და გიორგის, შვილთა და მომავალთა თქუენთა.

დაგსხენ ესე ნაესძისა მიწათა, ჩემსა ნასყიდსა ზედა. მოგეც რაიცა ...[5]... დემნაისადა მიმეცა და ესე ნაესძისა მიწაი არს ყუელაი: კარსა ზედა ვენახი და წყალი საწისქუილე, წალკოტისა და გამ...[3]თსა მეტი, რაიცა სადა არს სარწყავი და ურწყავი, ჭალაი და რაიცა სადა არს ყუელაი ესე ნაესძისა მიწაი მკუიდრად, სამამულოდ, მოუშლელად და მოუდევრად ყოვლისა კაცისაგან.

ათხუთმეტსა კოკასა ტკბილსა სთუელთა ზედა მარანს მიიღებდით, ოც ლიტრითა კოკითა და ხილისა ნახევარს მომცემდით. სხუად არაი ვის საქმე ექნების თქუენსა გუერდით, საესეგუაროდ, არ საშესავლოდ არად არა და სამცხორებლოის თქუენზედა და დასახლესობასა ერთგულად იყუენით.

და არ შეგეცვალოს დაწერილი ესე თქუენ, ტოტიბაისაშვილთა გურზისა და გიორგის, შვილთა და მომავალთა თქუენთა, ჩუენსა ერთგულობასა შიგა. გქონდეს მკუიდრად მამულად თქუენ ამისასა გასრულებასა შიგა.

და ვინ და რამანცა გუარმან კაცმან, რაისაცა მიზეზისა შემოღებითა შეგიცვალოს დაწერილი ესე, ჰრისხავსმცა ღმერთი დაუსაბამოი, მამაი, ძე და სული წმიდაი და წმიდაი გიორგი კავთისაი. და ვინ დაამტკიცოს ღმერთმან ყოველი მისი ნაქმარი დაამტკიცოს.

დამტკიცება: ქ. მე, ბეგასა ჩემითა ხელითა დამიმტკიცებია.

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთის შინაარსი და პერსონალია

[edit]

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია

[edit]