ესე დაწერილი მე, უღირსმან არსენი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესმან დაგიწერე ჩემსა ჭყონდიდისა ქონებასა შიგა შენ, აბულახტარის ძესა მგელასა და შვილთა შენთა ...[8]... და ფეროზს.
მას ჟამსა ოდეს ღმერთმან და ვიკადრო - გამზრდელმა ჩემმა მეფეთ მეფემა რუსუდან ბათოისსა გამგზავნეს სამსახურად, შენ მაშინ თანა მყევ და დიდი მოიჭირვე და ჭირნი ჰნახენ.
ერდგულად მსახურებისათუის მეჰაჯე ღუერკისა მოცემასა. და მოგეც ღუერკი სოფელი, გარეთ უშესავლოდ, მისითა საჯდომითა და მიწა-წყლითა, მთითა, ბარითა, ტყითა, ველითა, წყლითა, წისქუილითა და ყოვლითა სამართლიანითა ზღვრითა მისითა. გქონდეს შენ მგელასა აბულახტარის ძესა, შვილთა შენთა ...[8]... ფერისს და ყოველთა შვილთა და მომავალთა შენთა, ერდგულად მსახურებასა შინა ჩუენსა და შემდგომად ჩუენსა ჭყონდიდისა საყდრისა მპყრობელთასა, მკუიდრად, სამამულოდ, თავისუფლად, შეუვალად და შეუცვალებლად, ყოვლისა შესავლისა და გამოსავლისაგან.
არა შეგეცვალოს არცა ჩემგან და არცა შემდგომად ჩემთა ჭყონდიდისა პატრონთაგან.
სეფისა ზარადხანისა მწიგნობრისა თევდორე ჩორაყისძისა ხელითა დამიწერია.
[დამტკიცებები]:
- ქ. ესე, ვითა ზემოით დამიწერია, მე, უღირსსა არსენი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესსა ჩემითაცა ხელითა დამიმტკიცებია.
ვინცა შეუვალოს, იყავნ კრულ, წყეულ და შეჩუენებულ ღმრთისა და ყოელთა წმიდათა მისთაგან! - ქ. მე, რუსუდან მეფესა დამინიშნავს.
- ქ. ჩემ, დავით მეფისაგანცა მტკიცეა.