Jump to content

1187 წ. - სიგელი თამარ მეფისა გელათისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

გვაქვს ნაკლული დედანი: 1448-5004
შედარებით სრულ დედანზე დამყარებული ორი გამოცემა.

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 11


ქ. სახელითა ღმრთისაითა, მე, თამარ ბაგრატუნიანმან - ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თუითმფლობელმან, ვინებე, რათამცა წარსამართებელად მეფობისა ჩემისად და სალოცველად მომავლისა ჩემისა, სინათლისა იესო ქრისტეს წინაშე წარდგომისა ჟამსა, სალხინებელად სულისა ჩემისა, ჩემგანმცა სიქველისა საქმე ჩენილ იყო ღმრთივ-გუირგუინოსანთა მეფეთა, პაპათა ჩემთაგან სრულქნილსა, ყოვლითურთ შემკობილსა საყოფელსა, დედასა ღმრთისასა სამკუიდრებელსა - დიდსა მონასტერსა გელათსა შინა, რომელი აღეშენა სალოცველად სულისა მათისად და წარსამართებელად შემდგომად მათსა მომავალთა, ტახტსა მათსა ზედა მსხდომთა მეფეთა.

და არაი იყო დაკლებული და გაუგებელი მის მონასტრისა საქმე, ამისგან კიდე, რომელ აღშენებასავე მის მონასტრისასა ზედა, თორმეტი მწირი იყო დაწესებული სპონდიოსა გარეთ. და არაი იყო საზრდელ მათდა, თუინიერ რომელ, თუ ვინ გარეთმან გარდაიხადის აღაპი, მაშინ შეუშუნიან ტრაპეზსა და სხუებრ არაი ჰქონდა ტრაპეზისაგან. და ყოვლითურთ უღონონი, გარეთ უცხოისა საზრდელისა მომლოდენი, იჭირვოდეს.

ესე ეწყინა მეფობასა ჩუენსა, რაითგან განწესებულად ჩნდეს სხუისა ხელთ-შემხედვარობაი, ამისთუის შევსწირე და მოვახსენე დედასა ღმრთისასა და მუნ შინა დაუსრულებელად გაჩენილსა ტრაპეზსა არგუეთს - ჭორვილაი, კავაის ძისა ცოლეული, ჰქონდეს ტრაპეზსა მიუკუნისამდინ. და დსხდებოდიან ყოვლადვე დაუცადებლად იგი მწირნი თორმეტნივე ტრაპეზსა; ვითა მას მონასტერსა შინა მყოფნი დასხდებიან, ეგრევე იგი თორმეტი მწირი დასხდებოდეს, და ჰქონდეს ტრაპეზი პური. და ულოცვიდენ მეფობასა ჩემსა, სოფელსა ამას შინა წარმართებისათუის და სიგრძოისათუის დღეთაისა, და მერმესა მას საუკუნესა შესანდობელად ჩემდა.

ჰქონდეს არგუეთს - ჭორვილაი კავაის ძისა ცოლეული, წმიდასა ღმრთისმშობელსა ხახულისასა და მუნ შინა განჩენილსა ტრაპეზსა, მთითა, ბარითა, ტყითა, ველითა, წყლითა, წისქუილითა და ყოვლითა სამართლიანითა ზღვრითა და მიმდგომითა მისითა, სახმრითა და უხმრითა, მკუიდრად, თავისუფლად და შეუვალად ყოვლისა შესავლისა და გამოსავლისაგან, ვითა თუით სხუანი საქონელნი მის მონასტრისანი აზადნი და შეუვალნი არიან.

და არავინ გუიბრძანებია მშლელი და მაქცეველი ბრძანებულისა ამის ჩუენისაი, არცა მეუნებლე, მავნებელი და დამკლებელი მისი.

და თუ ვინმე იკადროს ამისა ჩემისა გაგებულისა შეცვალებად, გინა თუ ხელმწიფემან, ანუ რამანცა გუარმან კაცმან, რაისაცა მიზეზისა შემოღებითა, გა-მცა-ურისხდების მამაი, ძე და სული წმიდაი, შე-მცა-ედების ძრწოლაი კაენისაი, შიშთვილი იუდაისი, დანთქმაი დათან და აბირონისი. და კრულმცა არს სიტყუითა ღმრთისაითა მკუდარი და ცოცხალი გაუხსნელად და ნუმცა რაი წარემართების მისთუისა საუმჯობესოდ ქნილი.

აწ, ვინცა ჰნახოთ ბრძანებაი და სიგელი ესე ჩემი, შემდგომითი შემდგომად მომავალთა მეფეთა, ერისთავთ-ერისთავთა, ერისთავთა, აზნაურთა ოთხმისდურთა, ნაცვალთა, აჯამეთის აბრამდათა ტყისმცველთ-უხუცესთა, გოგნისასა ციხისთავთა, ხელისუფალთა, გზირთა და ყოველთა საქმის მოქმედთა ჩუენთა, დიდთა და მცირეთა, დაუმტკიცეთ და ნუვინ უშალავთ ბძანებასა ამას ჩუენსა, ნუცა რას ვინ დააკლებთ, ნუ დიდსა და ნუ მცირესა, თუინიერ შეწევნისა და თანადგომისა.

და თქუენ, წმიდანო კათალიკოზნო და წმიდანო მღდელთმოძღუარნო, უჯუარობითა დაუმტკიცეთ.

დაიწერა ბძანებაი და სიგელი ესე ჩემი ინდიკტიონსა მეფობისა ჩემისასა მეათესა, ხელითა საწოლისა და საჭურჭლისა ჩუენისა მწიგნობრისა არსენი სამძივარისაითა...


[დამტკიცებები]:

1. თამარ მეფის (ხვეულად):
ქ. სახელითა ღმრთისაითა და მეოხებითა ყოვლად წმიდისა ხახულისა ღმრთისმშობელისაითა, მას ჟამსა, ოდეს სკიპტრა-შარავანდთა მეფობისათა მფლობ ვიქმენ, ამისთუის ვითნე კუალად შენ მიერ ძღუნვილი სამადლოთა და ტაძარსა შენ წმიდასა, დიდებულსა, განსაკურნებელად ქრისტეს - ძისა შენისასა, განვაჩინენ გლახაკნი, მოსავნი შენნი და მოწაფეთა შენთანი, რაითა ჩემთუის ოხითა მირთუმელობდნენ შენდა, მოწყალებისა მნებისა. და ნამდუილ ქუეყნად ნათელ მყუისა ძისა მისისა ოხითა შენდა გექმნეთ...

ამის მომშლელსა გარნა გონებადცა მიუღენ ჩემგან, განგებისა შერისხვითა მოეხადენ ბრალნი ნესტორ და ორიგენესი.

გელათისა შესავლისაგან და სამონასტროსაგან კიდე არა რაი საქმე უც მათ თანა და არცა ვისი ხელი შევიდოდის არაის გუარის კაცისაი: არა ჩუენი, არარა ჩუენთა სასეფოთა ხელისუფალთა...

ქ. ესე, ჩემდა სადიდებელად ჩემგან სასოებით და გულსმოდგინებით ჩემისა საქმისა განაჩენი ჩემითა ხელითა ცოდვილითა დამიმტკიცებია. ვინცა და რამანცა გუარმან კაცმან ბრძანება და სიგელი ესე ჩუენი მტკიცე შეცვალოს, შენ, ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო, ძისა შენისა და სულისა წმიდისა მგმობართა თანა დასაჯე იგი და ჩემთა ცოდვათა და ბრალთა მზღვევია იგი დღესა განკითხვისასა. და სიტყუაი იგი მას ზედამცა აღესრულების: "სისხლი მაგისი ჩუენ-ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა".

  • 2. დავით სოსლანის:

ქ. მე დავით მეფესა, დამიმტკიცებია.

  • 3.დავით ერისთავის:

ქ. ამას თამარის ბრძანებასა მე, ნებითა ღმრთისაითა ერისთავი დავით, ვამოწმებ და ვამტკიცებ. მტკიცე ყოს ღმერთმან.

  • 4. თევდორე კათალიკოსის:

ქ. ესე, ვითა ღმრთივ-გუირგუინოსანსა მეფეთ-მეფესა და დედოფალთა-დედოფალსა თამარს დიდისა მონასტრისა მათისა შენ, გელათს, მეფობისა მათისა წარსამართებელად და სულიერად ცხოვნებისათუის ჭორვილაი შეუწირავს მუნ შინა მყოფთა მწირთა საზრდელად და სიგელი ესე დაუწერია და საუფლოითა ხელითა მათითა დაუმტკიცებია, მტკიცე ყავნ ღმერთმან ბძანება მათი, მეცა, გლახაკი ქრისტეს მიერ ქართლის კათალიკოზი თევდორე, მოწამე და დამამტკიცებელი ვარ.

ვინცა და რამანცა გუარმან კაცმან, რაისაც ჟამსა, რაისაცა მიზეზის მოღებითა, ხელ-ყოს შლად და ქცევად ამას ბძანებასა და გაგებულსა, კრულმცა არს პირველად დაუსაბამოისა ღმრთისა პირითა, ათორმეტთა მოციქულთა ჯუარითა, შვიდთა კრებათა მადლითა, ხუთთა პატრიაქთა ჯუარითა, კათოლიკე ეკლესიისა და შენ, ღმრთთივ-აღმართებულის სუეტის ცხოველის მადლითა, ყოველთა პატრიაქთა ჯუარითა და მღდელთმოძღუართათა და ჩემ, გლახაკისაცა, ჯუარითა.

ვინ მტკიცედ ყოს, აკურთხენ ღმერთმან და წმიდამან დედაქალაქმან.

  • უცნობი პირის:

ქ. ესე, ვითა სიკეთესა და სისრულესა ყოვლისა შარავენდობისა და მეფობისა და შუენიერებისა და სიმტკიცესა ქრისტიანობისასა და ყოვლისა დედოფლობისასა... ჩუენ ჩუენთვის ხორცშესხმულისა ქრისტეს ღმრთისა ბძანებით... რომელი ერთსა მცირეთაგანს, იგი მე მყავთ ამისთუის ათორმეტთა... ამათ სიგელთა...



საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთის შინაარსი და პერსონალია

[edit]

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია

[edit]