Jump to content

1101-1125 წწ. - მიქაელ მემღვიმის დაწერილი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: დაკარგულია.

პირი: Ad-1ა (XIII ს. II ნახ.)

საბუთის შინაარსი

[edit]
ფავნელის დაწერილი

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 2


ქ. სახელითა ღმრთისაითა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისაითა, მეოხებითა და შუამდგომლობითა წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა მიქაელ და გაბრიელისაითა, შუამდგომლობითა ნაშობთა უმეტეს წოდებულისა ივოვანე ნათლისმცემელისაითა, რომელი მიეყრდნა მკერდსა საუფლოსა, წმიდათა და სამეოცდაათთა ქალწულთაითა, რომელთა გუიქადაგეს განხორციელება სიტყუისა ღმრთისა, მეოხებითა და შუამდგომლობითა წმიდისა მამის შიოსითა...

მას ჟამსა, ოდეს ბარდავს შევიბენით, ერთი ლომისა მსგავსი ფავნელი მკუდარი დარჩა და ერთი ცოცხალი. ესე უარესი წამეკიდა: ერთი უხუცესი შვილი ქავთარ შინა მამიკუდა.

ვთხოვენ ჩემნი მკუიდრნი მამულნი მეფესა და მიბოძა, რომე ტყუენი დავიხსნე და მკუდრისა სული ვაურვო. ვთხოვენ ოთხნი სოფელნი ცხევერეთი გუელდესითურთ, გავაზელნი კოტმითურთ, ქუემო გუელდეს ორი გლეხი: შულლიას ძე და ტარიკას ძე.

და მოვიყვანე მთავარი მემღუიმე თევდორე და მივათუალენით სოფელნი; და მომიწონა ოცდაათი ლიტრა ოქრო, ოცდაათი ლიტრა ვერცხლი წმიდისა შიოს კუბოს შემონაყარი, ათი ათასი პელპელი, ათი ათასი სტავრა, შუიდი ჯორი ვარდა, შუიდი ქორი კაპოეტი, შუიდი მეძებარი, შუიდი მწევარი წაუვალი...[1]

ხელრთვები და დამტკიცებები

[edit]

1. თევდორე მთავარ-მემღვიმის ხელრთვა

[edit]

...თეთრსა რა ანგარიში უნდა: კაბარჭითა გარდაუწყე. უკანისა საფასე ემცირებოდა და კიდევე მოგუეშალნის. მივეცით ერთი ჯორი პალარ-კურტამითა, ერთი ცხენი სამასად, ერთი უნაგირი ხუთასად ყუელას მჯობი, ერთი ლაგამი მარგალიტისა ძირით...

2. ფავნელის ხელრთვა

[edit]

მივეცით და მივუბედნიერეთ სარკინისა წინამძღუარსა...

[3]

[edit]

... აჰ ნიჩბელი

[4]

[edit]

...კორინთელი

[5]

[edit]

ვახტანგ ბივრიტელი

...ჩავე მე, მიქაელ მემღუიმე და ჩავიტანენ ჩემნი ლავრანი ცხევრელნი. დაუწყე ჩემსა მამულსა შიგან ციხესა გება. დავდგი ხევისა კერძოდ უკეთესი კოშკი შიგნით და გარეთ - უკეთესი სახიზნო ცხევერელთა ჰქონდეს.

დავიდევ ერთი დღე ანეული - ციხისა ბეგარი, ერთი დღე სამკალი, ერთი დღე სალეწავი. თუ გრივი გამოვიდეს, ცხრა გრივი - პატონსა და მეათე - ცხევერელთა; წელიწადსა შიგან ერთი დღე ნადირობა არის - ბეგარა ჩუენი მოსაცემელი; კაცისა თავსა - ორი ჯამი შეჭამადი, ორ-ორი პური; ორ-ორი პირი ღუინო.

თუ რამე ცხირელსა ხელოსანსა გუერდსა შესაპოვარი გედვას, აჭმედე რასა. ბეგრობისათუის ღამესა ნუ გაავლებინებ. სიარული არა შეეძლოს, აიკიდე ზურგსა, მათსა სამზღვარსა შიგან გაიყვანე...

გარდავე ლიხთ-იმერით და მოვიღე თავისუფლობისა ბრძანება კოსტანტინესი და ბაგრატისი, კახთა მეფეთა: ფალლესი და კუირიკესი.

7. მეფის ხელრთვა

[edit]

... მითავისუფლებიან მეფეთა და დედოფალთაგან, და დიოფალთა და დიდებულთაგან, აზნაურთა და მათთა ცოლთაგან; მითავისუფლებიან ყოველთავე ხელოსანთაგან, მოლარეთაგან, მეულუფეთა, მეჯინიბეთა, მესაბანჯრეთა, მეგოდრეთა, მეჯამეთა, ყოველთა დარბაზით გამოსულთა ხელოსაითგან.

თუ ვინმე გაწყენდეს და არვინ რას გაგიგონებდეს, სააჯოს კარსა მიიხუენით.

8. კათალიკოსის ხელრთვა

[edit]

... და ვინცა რამანცა გუარისა კაცმა შეუცვალოს, შემცაიცვლების რჯულისაგან ქრისტეანეთასა; რისხავსმცა მამა, ძე და სული წმიდა; კრულმცა არს ძილი და ღუიძილი მისი, საფლავი და სახსენებელი მისი; შემცაედების კეთრი გეზისი, შიშთვილი იუდასი, დანთქმა დათან და აბირონისი; იგიმცა მას უთქუამს: "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა"; ქრისტეს ჯუარსმცმელთა თანამცა დაინაწილების სული და სახსენებელი მისი; პირველ კურთხევითგან იაკობ, ძმისა უფლისა, ვიდრე უკანასკნელობამდი რაცა ჟამი იწირვის წმიდათა მამათა, მღრდელთმოზღუართა და მღრდელთაგან, მათითამცა წირვითა კრულია; სატანას განუხნილითამცა საკრველითა შეიკრვის ტომით ნათესავით და სახსენებლით მისითურთ.

9. სხვა ხელრთვა

[edit]

... ამა ზემო წერილთა წმიდათა მადლი რისხავს, რამანც ადამიანის ნათესავმა შეშალოს. ამისი დამამტკიცებელი ღმერთმან აკურთხოს...





საბუთის დათარიღება

[edit]
  • 1892 წელს თედო ჟორდანია საბუთს 909-941 წლებით ათარიღებს. მას საბუთის უკანა მხარეზე მიწერილი ტექსტი ერთ მთლიანი საბუთის ასლად მიაჩნია და დათარიღების საფუძველია მასში მოხსენიებული აფხაზეთისა და კახეთის მეფეების ზეობის წლები.
  • 1896 წელს თედო ჟორდანია საბუთს უკვე 890-913 წლებით ათარიღებს.
  • 1965 წ. ი. დოლიძეს მიაჩნია, რომ საბუთის უკანა გვერდზე მიწერილი ტექსტი სამ სხვადასხვა საბუთის გაერთიანებითაა მიღებული. ფავნელის დაწერილი მან IX საუკუნით, უფრო ზუსტად კი IX საუკუნის ბოლო მეოთხედით დაათარიღა.
  • 1984 წ. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი მინაწერს ორ საბუთად ჰყოფს დროის მიხედვით, თუმცა საბუთი მთლიანი სახითაა გამოქვეყნებული და პირველ ნაწილს IX საუკუნით ათარიღებს, ხოლო მთლიანად საბუთს IX ს. II ნახევრით.
  • პირთა ანოტირებული ლექსიკონი მინაწერს სამ სხვადასხვა სიგელის კომპილაციად მიიჩნევს: 1. XII ს-ის I მეოთხედი - დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი - Ad-1 ა (ქსძ-IV - გვ.273-274); 2.
  • 1993 წ. პირთა ლექსიკონის II ტომში (გვ.302) დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი Ad-1ა დათარიღებულია XII შუა ხანებით.
  • 2007 წ. პირთა ლექსიკონის IV ტომში (გვ.274) დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი Ad-1ა დათარიღებულია XII ს. I ნახევრით და XII ს. შუა ხანებით (გვ.226).
  • 2015 წ. პირთა ლექსიკონის V ტომში (გვ.184) დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი Ad-1ა დათარიღებულია XI ს. I მეოთხედით.
  • 2013 წ. ქართულ ხელნაწერთა ინსტიტუტში დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი Ad-1ა დათარიღებულია IX ს. I ნახევრით. manuskript.ge

პუბლიკაცია

[edit]

1892 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. I - გვ.87-88

  • 909-941 წწ. - სინოდ. კანტორის გუჯარი № 67.

1896 - თედო ჟორდანია - შიომღვიმის საბუთები - გვ.1-3

  • 890-913 წწ. - სინოდ. კანტორის გუჯარი № 67.

1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - № 1, № 2

  • № 1 - IX ს. - ნასყიდობის დაწერილი ფავნელისა შიომღვიმისადმი
  • № 2 - 893-918 წწ. - ბეგრის დადების დაწერილი შიომღვიმისა

1984 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი I - N 1

  • IX ს. II ნახ. - დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი

ლიტერატურა

[edit]