(ჩურჩული - ულურჯეს ფარჩის...)
Appearance
ჩურჩული - ულურჯეს ფარჩის... ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე |
ჩურჩული - ულურჯეს ფარჩის,
შრიალი - აბრეშუმთ შარის,
და ვარდი ვარდებთან დარჩი,
იქ, სადაც სარკეა ქარის.
ახლოა სიმძიმე წვიმის,
ეზოში აპობენ შეშას,
პოეტი - რითმას და სიმებს,
გრიგალი იტაცებს ნეშოს.