(შენნი დალალნი ყრილობენ გველად...)
Appearance
შენნი დალალნი ყრილობენ გველად... ავტორი: ნიკოლოზ ბარათაშვილი |
1842 |
შენნი დალალნი ყრილობენ გველად
სპეტაკს მკერდზედა, ტრფობისა ველად,
და თვალთა ჩემთა ადავრიშებენ
ხან ნუგეშისთვის, ხან დასაწველად!
ოდეს ნიავი ლამაზს დალალებს
მიგიშლ-მოგიშლის და სიამოვნებს,
მაშინ ჩემს თვალებს აღაგზნებს შური
და გლახ ჩემს გულსა ის ავალალებს!