(ღრუბელი სცვარავს, ველი სველია...)
Appearance
ღრუბელი სცვარავს, ველი სველია ავტორი: სოლომონ რაზმაძე |
ღრუბელი სცვარავს, ველი სველია,
ხვედრისა გული ჩემთვის ხმელია,
გაელვით განჰკვეთს შარავანდს ცვარი
და უკეანეს განეზავება.
როს სიყვარულის ეწვიმოს ალი,
გულსა დაადნობს თუც იყოს სალი.
რა ალი იგი გულს მოედება,
ვერღა გააქრობს მას ნიაღვარი.
ძარღვებსა შინა ნაცვლად სისხლისა
მიღელავს კვამლი გეენიისა,
უშრეტი ცეცხლი შენ დანმინელე.