(უსამართლოა მართლა ბუნება...)
Jump to navigation
Jump to search
უსამართლოა მართლა ბუნება ავტორი: სოლომონ რაზმაძე |
1834 |
უსამართლოა მართლა ბუნება,
რადგან ამ სოფლის ყოვლი ღირსება
შენ შემოგწირა, შენში შეჰკრიბა,
შენში მზეობენ, შენ გამშვენებენ
სილამაზეი თვით დიანასი,
სინარნარეი პროზერპინასი,
კანის სინაზე, ჰაეროვნება,
სირინოზის ხმა გულის მიმღები,
მისი სმენითა მარადის ვსდნები,
მინერვას სიბრძნე, ლმობიერება,
ნიმფთა დასიცა შენ გტრფიალებენ.
1834 წ. დეკემბრის 15.
პენზა.