Jump to content

(როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა...)

From Wikisource
როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა...
ავტორი: ნიკოლოზ ბარათაშვილი
1841


როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა,
ღიმილით გევხარ მაისის დღესა,
მე შენს თვალებში ვსჭვრეტ სამოთხესა
და მათი მჭვრეტი ვიწვი ცეცხლითა!
არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ,
არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!

როს უბედურ მყოფს მე მოშორება
გონებამტაცის მშვენიერების,
ვსთვლი მოწყინებით ჟამთ მჭმუნვარების
და სევდა გლახ-გულს დამეფარება!
არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!

ხან ძილსა იკრთობს, ხან სევდით ოხრავს,
ხანცა ყოველს სულს ამხიარულებს,
ხან სიკვდილს იწვევს, ხან შორით ოცნებს,
ხან ჰყვება სოფელს, ხან ცად მიფრინავს!
არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!.