(ამ ოდესმე მხიარულ...)
Appearance
ამ ოდესმე მხიარული
გზით უყვარდათ სიარული;
აწ გზა მიტოვებულია,
როგორც ძველი სიყვარული.
მაგრამ ყველაფერი ძველი
ამოა და სასურველი:
ველი პური, ძველი ღვინო,
ძველი სტუმარ-მასპინძელი.
ძველებური მიყვარს სუფრა
და სიმღერა, მაგრამ უფრო
მიყვარს ეს ხე, რომ არც ვიცნო
და არც გამოვესაუბრო.
შემოდგომავ, მოდი, გელი,
მომაწოდე შენი ხელი,
მიყვარს ყველაფერი სადა,
მიყვარს ყველაფერი ძველი!