წიწილა მიაქვ ძერასა
Appearance
წიწილა მიაქვ ძერასა ავტორი: ვაჟა-ფშაველა |
1890 წელი |
წიწილა მიაქვ ძერასა,
უყურე ბედისწერასა!
პატრონი სტირის, იძახის:
ვეღარას ვუშველ, ვერასა!
პატრონზე მეტად წიწილა
დაჰნანებია მელასა.
მოდი, ნუ ჩაუფიქრდები
მუხთალი სოფლის დენასა!