ცხავერი
Appearance
მასალები ინტერნეტში:
ცხავერი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, ახალციხის თემში.[1] მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1240 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 22 კილომეტრით.
თედო ჟორდანიას აზრით ცხრავერი/ცხავერი არის ძველ სოფელ ცხევერეთის თანამედროვე სახელწოდება.