Jump to content

ღამე ოპერის ბაღში

From Wikisource
ღამე ოპერის ბაღში
ავტორი: გიორგი ძიგვაშვილი


დეკორატორი არ აფორმებს აქ, ტრაგედიას:
თოვს, პროსპექტის შუქს და შვიდი ცის შვიდკეც ბისონებს
მარჯანიშვილი არ დაუთმობს სხვა რეჟისორებს,
იქვე აკაკიც, სურის ტბაში თითქოს გედია.

იქნებ ლირის ხმა სამარეში ვერ დაეტია,
იქნებ ოპერა მოენატრა დიდ კომპოზიტორს?
ის ქარს შესჩივლებს, მშობლიური ხმები მოზიდოს,
სჩანს, მარადი წვა შემოქმედის წმინდა ბედია.

შეერთდებიან, მოჰქარგავენ ბაღის ხალიჩებს,
დილის დროაო, რეჟისორი ჩიტებს ანიშნებს
და მერე ქალაქს რომ წამოშლის მათი ყიჟინი,
უკანასკნელად მოითხოვენ ბინდის შლეიფებს...

სამი აკლდამა ფრთოსან სხივებს მხრებზე შეიფენს
და მზეს ლილეოს შეჰღაღადებს სარაჯიშვილი...