"ჯიჰან ნუმა" ("სამყაროს მეგზური")
[edit]559 (1164) წელი. ქართველების მიერ არზრუმის მმართველ სალიკიეს დატყვევება
[edit]სალიკიეს სახელმწიფო არზრუმში 556 (1160/1161) წელს გაჩნდა. 559 (1154) წელს [მის გამგებელს] ქართველებთან დიდი ბრძოლა ჰქონდა, რომელშიც თვითონ და მისი დიდებულები ტყვედ ჩაცვივდნენ. რადგან მისი და შაჰ ბანოვან-ხათუნი მეუღლე იყო შაჰ-არმენის სახელით ცნობილ ხლათის გამგებელ სუქმან ბინ იბრაჰიმ ბინ სუქმანისა, [უკანასკნელმა] ქართველებს დიდი საჩუქრები გაუგზავნა და ამირ სალიკი გაათავისუფლა. შემდეგ მეჰმედ ბენ ამირ სალიკი არზრუმის ვალი გახდა. - გვ.427
"ფეზლექე" ("მოკლე გადმოცემა")
[edit]
"თაკვიმ ათ-თავარიხ" ("ისტორიათა მოწესრიგება")
[edit]წელი 147 (764/765): ურჯულო თურქების თავდასხმა ქალაქ თბილისზე
წელი 514 (1120/1121): ურჯულო ქართველებისა და ხაზართა თავდასხმა თბილისის ციხეზე
წელი 238 (852/853): ბუღას თავდასხმა თბილისზე და დაწვა
წელი 556 (1160/1161): ამირ სალიკის დამარცხება საქართველოსთან ბრძოლაში
წელი 557 (1161/1162): ქართველების დამარცხება ისლამის მოსახლეობისაგან
წელი 561 (1165/1166): ქართველების თავდასხმა აზერბაიჯანზე
წელი 598 (1201/1202): სალიკიეს სახელმწიფოს მოსპობა არზრუმში... დიდი მიწისძვრა ისლამის ქვეყნებში, დამარცხება სულეიმან-სელჩუკისა ქართველებთან ბრძოლაში
წელი 601 (1204/1205): ქართველთა ლაშქრის თავდასხმა აზერბაიჯანზე
წელი 605 (1208/1209): ქართველების მიერ არჭეშის ციხის დარბევა
წელი 606 (1209/1210): საქართველოს მალიქის დატყვევება ხლათში
წელი 612 (1215/1216): ქართველი ჯარის თავდასხმა აზერბაიჯანზე
წელი 618 (1221/1222): მონღოლეთა თავდასხმა საქართველოზე
წელი 622 (1225): ქართველების თავდასხმა აზერბაიჯანზე
წელი 788 (1386): თემურ-ლენგის ლაშქრობა საქართველოზე
წელი 802 (1399/1400): თემურ-ლენგის ლაშქრობა საქართველოზე
წელი 806 (1403/1404): თემურ-ლენგის ლაშქრობა საქართველოზე
წელი 841 (1440/1441): მირან-შაჰის თავდასხმა საქართველოზე
წელი 887 (1482/1483): სულთან იაყუბის თავდასხმა საქართველოზე
წელი 926 (1519/1520): შაჰ ისმაილის თავდასხმა საქართველოზე
წელი 956 (1549): თორთუმის, ახჩაყალას, დაუთ-ხანის ვილაიეთის და საქართველოს სხვა მხარეების დაპყრობა აჰმედ ფაშას მიერ
წელი 986 (1578/1579): ყიზილბაშთა სერასკერის თოქმაქ-ხანის დამარცხება, დაპყრობა თბილისის, შემახის, შირვანისა და ურჯულოების დამარცხება დიდ ბრძოლაში
წელი 1009 (1600/1601): საქართველოს გამგებლის სიმონის მოსვლა თებრიზის ვალის ჯაფარ-ფაშასთან