Jump to content

ფარჩის ახალუხი

From Wikisource
ფარჩის ახალუხი
ავტორი: ვასილ ბარნოვი


 

1 დიდი სახლები დიდის ქალაქისა ზვიადად გადაჰყურებდნენ მთელ არეს. ღრუბლებს ეთამაშებოდნენ მაღალნი, ბაბილონის გოდოლივით ცისთვის უნდოდათ მიებჯინათ თავი. აღარ კადრულობდნენ გალაღებულნი ძირს დახედვას, დედამიწა ქალამნადღა მიაჩნდათ და თუ ოდესმე დაჰხრიდნენ თვალს, მხოლოდ მისთვის, რომ მოეთვალიერებინათ, კიდევ ხომ არ იდგა მათ ახლო ბეჩავი რამ შენობა, წელში გადახრილ-გაღუნული, რომ დაეპყროთ იგი, უფრო გაეფართოვებინათ თავიანთი ვრცელი მიდამო, ხოლო თვით შენობა მოეხმარებინათ ქვა-ღორღად ახალი ნაბიჯის წარდგმის დროს და ჩაენთქათ იგი უკვალოდ. შესწოვდა რომელიმე შენობა-ბუმბერაზი ამგვარ ბუნაგის სისხლს, ჩანთქამდა მის რბილს თუ ძვალს და უფრო გადიფურჩქნებოდა, ფერს დაიწმენდდა, დაშვენდებოდა, გაიზრდებოდა, გალაღდებოდა კმაყოფილი. ეს იყო მიზეზი, რომ პატარა შენობები ძრწოდნენ მათი შიშით, ილეოდნენ, უჩინარდებოდნენ. გარნა წამიერი იყო ამ ბუმბერაზ შენობათა კმაყოფილება; მცირე მოძმეებს ჩანთქმა და მათ ნაოხარზე ფესვების გადგმა მხოლოდ წუთიერად აკმაყოფილებდა მათ შეუზღუდავ ლტოლვილებად განდიდებისადმი: კვლავ აღეზნებოდათ დაუშრეტელი ალი ზვიადობისა და მოსისხლე თვალებს მიმოავლებდნენ გარემო დაუნდობელ-გაუმაძღარნი. შურით და შიშით შეჰყურებდნენ ბოღმამორეულნი სხვა მათსავით უსაზღვროდ განდიდებულ შენობებს, რომლებიც მეტოქედ ამოსდგომოდნენ მათ გვერდში, წინააღმდეგობას უწევდნენ და ისწრაფიდნენ თავს წასდგომოდნენ, დაეჩრდილ-დაეჩაგრათ იგინი. დაუცხრომელი შური და სევდა ჰღრღნიდა მათ ქვის გულ-ღვიძლს. ამისთვის გამოიყურებოდნენ მათი ცივი თვალები ისე უკაცურად და სასტიკად. ხოლო ყველა ამ ხელთქმნილ გოლიათებს საერთოდ აწამებდათ ის, რომ თავიანთ სიდიადეში მაინც მღოღავ რამ ჭიებად მოსჩანდნენ იმ უსველებელ კლდის წინაშე, რომელიც თავს წამოსდგომოდა მათ მედიდურად და სევდიანის ღიმილით დაჰყურებდა ზევიდან. იგინი თავიანთ ხელქმნილ სილამაზით მაინც გახუნებულნი მოსძანდნენ იმ ბუმბერაზ ხელთუქმნელ მშვენიერებასთან, როდესაც ცხოველსმყოფელი მზე ბრწყინვალე სხივებს მოჰფენდა მის სალ გულ-მკერდს და მიესალმებოდა ამოსლისთანავე; როდესაც მთვარე თავის საოცნებო შუქთაგან შექმნილ გვირგვინს დაადგამდა მის ამაყ შუბლს; ან როდესაც ღრუბელთა რიდეს შემოიხვევდა სევდიანი და დანაოჭებულ მის სახეს ცრემლის ცვარი ეპყურებოდა დაღონებულ თვალთაგან. ხელთქმნილი გოლიათნი გნუქარვებელის ჯავრით შეჰყურებდნენ დიდებულ კლდეს, რადგან იცოდნენ, რა მოკლე ხნისა იყო მათი არსებობა მის შედარებით: დადგება ჯამი და მტვრად იქცევიან მის ფეხთ ქვეშ, როგორც მტვრადვე ქცეულან მათნი წინაპარნი; ხოლო იგი კლდე ურყევი იდგება საუკუნოდ და მწარის ღიმილით გაიხსენებს შემდეგში მათ წამიერ არსებობას, მათ არარაობას. ეს უწყლავთ გულს ამ ხელთქმნილ გოლიატებს და ამისთვის გამოიყურებიან იგინი უკაცურად, სასტიკად. 2 ამ ზვიად შენობათა ამგებeლნიც ისეთივე გულქვავები იყვნენ და ცივნი, როგორც მარმარილოსაგან შეთხზილი მათი კოშკები; იმათი თვალიც ისეთივე მშრალი იყო და ულმობელ-მოუკარებელი, როგორც მათი მოარაყებული სასახლეები; ისინიც ისეთივე უკაცურნი იყვნენ და დაუნდობელნი, სხვის ოფლით თუ სისხლით გასუქებულ გამთქვინებულნი. დახშობილი ჰქონდათ მათ სასმენელი კეთილისა და ძალმიხდილნი იყვნენ ქმნად სიკეთისა. მიისწრაფოდნენ იგინი ცხოვრების შარაზე და ჰქელამდნენ გზა და გზა სუსტთა და უძლურთ. ბეძავთა გმინვა საამო ღიღინად მოესმოდათ მოთ და სიხარულს აღვივებდა მათ გულში: ჩაგრულთა კვნესა ნიშანი იყო ზვიადთა აღორძინებისა, რადგან მათი კეთილდრეობა დამყარებული იყო ბეჩავთა უბედურობაზე, მათი ბედნიერების ყვავილი ირწყვებოდა ტვირთმძიმეთა ცრემლით და იფურჩქნებოდა. განდიდებულნი ერთმანეთისათვისაც მძლავრნი იყვნენ და ბოროტნი, დაუცხრომელი ქიშპი და შური ღრღნიდა იმათ გაქვავებულ გულ-ღვიძლს. მხოლოდ ეს სასტიკი ბრძოლა მათ შორის ფარულად სწარმოებდა, ზრდილობის არდაგით შებურვილი უღიმოდნენ იგინი ერთმანეთს, მაგრამ იცოდნენ, რომ ეს ღიმილი ღრენა იყო მოსიხლეთა; თეთრ კბილს უჩვენებდნენ ერთმანეთს, მაგრამ იცოდნენ, რომ თეთრ კბილთა ჩენა ეშვთა ლესვა იყო, მოძმის გასაგმირად მიმართული. მგელნი იყვნენ იგინი, კაცის სახით მოვლინებულნი და არცა ჰფარავდნენ ამას დაჩაგრულთა წინ, ხოლო ერთმანეთსშორის მეგობრულ ქურქში გამოხვეულიყვნენ, სათნოების სარებავით მოყალმულიყვნენ. პირაშკმულნი მიისწრაფებოდნენ გამარჯვებულნი და სთქამდნენ დავრდომილი თუ ჩამორჩენილთ, მაგრამ დაწინაურებულთაც განუქარვებელი ჯავრი შავ-ბნელად დასტრიალებდათ თავს, რადგან სიმდიდრისა და დიდების ლანდი თანდათან მაღლა იწევდა, ფართოვდებოდა, მიუწვდომელი ხვდებოდა და მიუკარებელი. მათ ხარბ ხელში შეგროვილი განძი მაინც მცირე რამ მოსჩანდა ქვეყნის სიმდიდრესთან, შეუმჩნეველი, ქვეყნის სიმდიდრის მოხვეჭა მიზნად დაჰსახოდათ მათ, ხოლო იგი მიზანი მიუწდომელი შექმნილიყო მათთვის. ისწრაფოდნენ იმ მიზნისკენ და თან ცხადად ჰხედავდნენ, რომ ვერ ეწეოდნენ მას, ვერც მიუახლოვდნენ. სულსა ჰხუთავდა ეს მათ, სისხლს უშრობდა, გულს უქვავებდა. Gგარედგან რომ ბედნიერნი მოსჩანდნენ და კმაყოფილნი, შიგნიდან ბოროტების მღილი ჰფქვავდა მათ გაქვავებულ გულ-ღვიძლს. სიბოროტის მღილი ქვასაც ისე ღრღნის, როგორც რამ სოკოს ლბილს. არ აკმაყოფილებდა გულცივაძეს განძი ურიცხვი, არ ახარებდა მას წყნარის დამატკბობელის სიამით; არც ის უხსნიდა და უშუქებდა გულს, რომ მისი თვისნი და მახლობელნი ნეტარობდნენ მისი მონაგრით. ჰსურდა სოფელი ყოველი შეეძინა თუნდ თავის სულის ფასად, მოეხვეჭა ყოველი მოსახვეჭი, თუნდ ამისთვის წარეწყმიდა თავი თვისი; მზად იყო იგი შეეძინა სიმდიდრე ნაცვლად სულისა თვისისა; ჩაენთქა მოხვეჭის სურვილის ღვთაებრივი სახე მისი პიროვნებისა, წარეხოცა მასში ხატება ხვთისა, ხოლო მის ნაცვლად მიენიჭებინა მისთვის მხოლოდ ქრთილი რამ ქვეყნიურის სიმდიდრისა. ეს აღონებდა მას და ამწარებდა. გარედან რომ ბედნიერი მოჩანდა და კმაყოფილი, შიგნიდან ჯოჯოხეთური ალი უტრიალებდა დაუკმაყოფილებელ სურვილისა. და მიემსგავსებოდა იგი საფლავსა განგოზილსა, რომელი მშვენიერ მოჩანს გარედან, ხოლო შინაგან სავსე არს ყოვლითა არაწმინდებითა. 3 გულცივაძის მედიდური სასახლე ვერა მშვნეობდა თავის ახლო შროშანაანთ დაბეჩავებულ ქოხს, უკადრისად მიაჩნდა მის გვერდით დგომა, მტაცებელის თვალით დაჰყურებდა მას ზევიდან და უკვე გაწვდილი ჰქონდა თვისი მძლავრი ბრჭყალი მის ჩასათრევ-ჩასანთქმელად. ვერ გაეგო ზვიადს, რომ იმ ქოხსაც ისევე უნდოდა არსებობა, როგორც თითონ მას, რომ იმასაც უყვარდა თავისი თავი და ჰსურდა მზისთვის ეყურებინა. სასახლე დარწმუნებული იყო, რომ თვის გარშემო ყოველივე უნდა ჩაეჩრდილა და მოეშთო სწორედ ისე, როგორც ამოიჭამს ძლიერი მუხა სხვა ყველა ხეს თავის ახლო და მედიდურად გადიშლება გალაღებული. გულცივაძეს დიდი ხანია მოფიქრებული ჰქონდა შროშანაანთ სახლის მოპოება, გეგმასა ჰქონდა თავის სასახლის განზე გასაწევად შედგენილი და ამ გეგმში უკვე შეტანილი იყო იმ ქოხის ადგილი. იმას უკვე გაწვდილიცა ჰქონდა ქოხისკენ თავისი მხვეჭავი ხელი დაუნდობელი, ვერ შეეგნო მას და არც ენარვლებოდა, რომ მეზობელ ქვრივს სალომეს ისევე ძვირად უღირდა თავისი მიძველებული ბუნაგი, როგორც მას თავისი ბრწყინვალე სასახლე, რომ მისი სულისდგმაც ისევე იყო შედუღებული და შესისხლხორცებული იმ პაწაწა სადგომთან, როგორც ტვით გულცივაძე იყო შესისხლხორცებული თავის ძვირფას შენობასთან. განა მარტო ბინა იყო დედა-შვილისთვის ის სახლი, ყუდე რამ თავშესაფარი; ის ქოხი განგრძობა იყო მათის არსებობისა, მათის პიროვნების ნაწილი, სისხლ-ხორცი მათი: ყველა კუთხე სახლში თუ ეზოში, ყოველივე საგანი მეტყველი იყო მათთვის და მომთხრობელი; მათის დაუვიწყარის წარსულიდან და ბეჩავის აწმყოდან ათასის რამ საამოს თუ გულსატკენის მთქმელი ან მანიშნებელი. ამ სადგომთან იყვნენ სხვისთვის შეუმჩნეველი, ხოლო სალომესთვის ხილული სიმებით დაკავშირებულნი მისი სასურველი ქმარი, მისი საყვარელი შვილები, თუმც აწ მიცვალებულნი, მაგრამ მისთვის ისევ ცოცხალნი და მარად მასთან მყოფნი. ყველა ქვა თუ დირე მოაგონებდათ მათ რომელსამე ნათქვამს თუ ნამოქმედარს, რომელსამე სახეს თუ მოძრაობას. აი ეს ობლად მდგომი ბროწეული, რომელსაც დარიკოს მამა ისე შეჰხაროდა, როგორც პირმშო შვილს: წყალს არ აკლებდა, ტოტებს თუ ღეროს უწმედდა, ჭია-ღუას აშორებდა, ხმელს ყლორტს არ შეარჩენდა, უალერსებდა; დარიკოს ახსოვს, მამა რომ აჰსვამდა ხეზე წითლად მოლაპლპე ნაყოფის მოსაწყვეტად. გემოც სხვანაირი აქვს ამ ბროწეულს, არა ჰგავს ნაყიდის გემოს, სრულებითაც არა ჰგავს! აი ის მარად დაკრიალებული ეზო, ადაც სალომეს სანდალა თამაშობდა კოჭს თუ კაკალს; ყუდრო, სადაც ცოლქმარს უყვარდათ ერთად სხდომა და ჭუკჭუკი. ის კუთხე ხატის ქვეშ, რომელიც სხვას მხოლოდ ჩაბნელებული კუნჭული ჰგონია, სალომესთვის წმიდაწმიდათა იყო: იქ დალია სული მისმა დაუვიწყარმა ქმარმა. მამაკვდავს უკანასკნელ ამოსუნთქვამდის არ გაუშვია ხელიდან მისი ხელი. სკამიც იქ იდგა, იმავე ადგილას. იციან განსვენებულთ ეს თავიანთი ბინა, მოფრინდებიან ხოლმე იქიდან, იმ ქვეყნიდან, როგორც რამ ლანდები და დაჰხედავენ თავიანთ დაუვიწყარ დაშთენილებს. როგორ არა! ღამდენჯერ უგრძვნია სალომეს თავის ქმრის სიახლოე, გაუგონია მისი ხმა, უგრძვნია მისი სიოსავით ნაზი შეხება, ოდნავი შეხება იმქვეყნიური! არა, ვერ შეძლებს სალომე ამ სახლის გაყიდვას, ვერ შეელევა მამა-პაპეულ ბინას, ვერსად გასძლებს სხვაგან. ეს ხომ ღალატი იქნება ქმარ-შვილისა. მოვლენ საწყლები და ვეღარ იპოვიან ვერც თავიანთ სახლ-კარს, ვერც სალომეს, ვერც დარიკოს და სევდა მოიცვავს დაღონებულთ, აუკვნესდებათ გაციებული გული, ცრემლი მოერევათ დამდგარ თვალებზე, სალომესთვის ძვირფას თვალებზე. არა, ვერ შევძლებ მე სხვაგან ყოფას! ამ სახლში უნდა ამოვიდეს სული; აქედან უნდა გაიტანონ ჩემი კუბო, - ამბობდა გულჩათხრობილი სალომე და უნდოდა გულში ჩაეკრა თავისი საწყალი ქოხმახობა. თან უიმედო სევდით ევსებოდა გული, რადგან გრძნობდა, რა სუსტი ხელითღა ეჭირა მას თავისი სახლ-კარი და უღონოდ იტანჯებოდა დედაკაცი. წყალოდ გული სტკიოდა, გული! პირადი მოგონებები რომ აკავშირებდნენ სალომეს ამ პატარა სახლთან, მისთვის ძვირფასი და უწმინდესი, ხოლო სხვისთვის გაუგებარ-შეუმჩნეველი, მთლად შეუგნებელი მოგონებები, ამავე ქოხზე იყო დამყარებული მისი აწმყო ნუგეში. რა ვუყოთ, რომ საწყალი იყო?! თავის ჭერქვეშ ხომ ცხოვრობდა, სახლიდან დათხოვნისა ხომ არ ეშინოდა და არც კარისკარ დაწანწალებდა ბარგაკიდებული. იმავე ქოხზე იყო დამყარებული სალომეს მომავალი იმედები; იგი სახლი გაათხოვებდა დარიკოს: ან მზითვად გააყოლებდა მას, ან ზესიძედ შემოიყვანდა ვისმე. ჯერ კი მაინც არაფერი ჰქონდა სალომეს ძალიან დასაღონებელი, სრულებითაც არაფერი! მართალია, მოულოდნელად ვალი დაატყდა თავს: გაჭირვება დაადგა, ფული დასჭირდა ხუშკად და გულცივაძის მოახლემ ხელადვე მოურბენინა ოცი თუმანი; არც გირაო სთხოვა, არც თავდები, მხოლოდ თამასუქი ჩამოართვა. განა არა, სალომეს გაურბინა ჰაზრმა, ფული სწორედ გულცივაძისა იქნებაო, მაგრამ აღარც დრო იყო უარისა. ვერც ამაზე პირიანად იშოვიდა სესხს და დასთანხმდა. ეს იყო სალომეს დარდი, მაგრამ კიდევ იმედი ჰქონდა ღვთისა თუ კაცისა და გულს არ იტეხდა. - მაინც არა უშავს რა, ღმერთია მოწყალე. ჩემი დარიყო მუყაითი ქალი დადგა, ყაირათიანი; ხელსაქმე კარგი იცის და მუშტარი მოსდევს. ახ, ნეტავი ის ვალი კი არ მემართოს და! თვეში სამი მანეთი მარტო სარგებელი მიდის. მემრე რა ხანია, არ წაუღია. იზრდება ვალი და არ ვიცი, ღმერთი რას ინებებს. ეგებ წვრილ-წვრილად მოვიშორო; კარგი დედაკაცი სჩანს ის ჩემი მევალე და ეგებ დამთანხმდეს, - ფიქრობდა დაღონებული სალომე. - უხ, უბედურ კაცს ქვა აღმართში მოეწევა! ის ბიჭი მაინც არ გადაეკარგნათ. სწორედ ითხოვდა ჩემს დარიკოს, ვატყობდი, რომ ითხოვდა: ძალიან მოსწონდა, - განაგრძობდა ფიქრს სალომე. 4 სალომე რომ ამ ფიქრებში იყო გართული და დაღონებული გაჰყურებდა დერეფნიდან ქუჩის კარებს, მისი ქალი შინ იჯდა ტახტზე და გაჩქარებით ჰკერავდა თეთრეულს: ეშურებოდა, მანამ სინათლე იყო, წარემართნა საქმე, რომ დროზე ჩაებარებინა, დამკვეთელებისათვის. ერთგულადა ჰკერავდა დარიკო, ნემსის წვერს თვალს არ აცილებდა: იცოდა თავის ხასიათი, რომ უთუოდ გამოარღვევდა და მეორედ გაუვლიდა ნემსს, თუ ხინჯს შეამჩნევდა საკერავს. მარჯვედ და მწყობრად მოძრაობდნენ მისი მქრთალი თითები, როგორც რამ მანქანის ჩხირები. დაბლა დაეხარნა ქალს თავი და ნელის ხმით დაჰღიღინებდა ხელსაქმეს: გულს ართობდა, თავს ამხნევებდა. ღიღინის ხმა ნაირ-ნაირ სახეებს იწვევდა მის გონებაში, სხვადასხვა მოქმედებას თუ მოძრაობას; მის გონების თვალს ათასი სურათი ეხატებოდა წარსულიდან თუ ნანატრ მომავლიდან. ხანდისხან ისეთი უცნაური რამ ჩვენება ჩაექსოვებოდა შიგ, რომელიც არ იყო სინამდვილიდან აღებული, რომელიც აუწერელი იყო და გამოუთქმელი, მაგრამ თვალწარმტაცი, მიმზიდველი, მომხიბლველი. ადევნებდა დარიკო ამ ჰაეროვან სურათებს თვალს და ერთობოდა, დროს ატარებდა. ისე დაღამდებოდა დღე, რომ ერთხელაც არ ეგრძნო სულის სიცარიელე, გულის უაზროდ ცემა. თავის ოცნებათა მსოფლიო ჰქონდა ქალს შექმნილი და იქ, იმ ჰაეროვან სამფლობელოში, დანავარდობდა თავისუფალი. ხოლო როდესაც გარემო სინამდვილე უნებლიედ გამოარკვევდა მას ცხად სიზმრებიდან, შეკრთებოდა ერთ წამს, თითქოს ძალა ვერ მოეკრიფნა, რომ იმ წუთშივე ჩასდგომოდა კვალში ცხოვრების მიმდინარეობას და ან შეჰბრძოლებოდა, ან მარჯვედ აჰყოლოდა მას. ბინდი შემოიპარა, თანდათან ჩამობნელდა, ბუნდადღა მოსჩანდა ნემსის წვერი. ქალმა დაუშვა ხელსაქმე და ერთხანს გარინდებული გაჰყურებდა სივრცეს. მისი ფიქრი ნელ-ნელა მიიქცა ღამის თავდარიგისკენ. მიიხედ-მოიხედა, დედა არსადა სჩანდა. მთლადაც ჩამობნელებულიყო. - დედი, დედიჯან! –გასძახა ქალმა ფანჯრიდან. დედა გამოერკვა ფიქრებს და ხმა მისცა ქალს. - დედიჯან, ვგონებ ნავთი არ გვეყოფა ამაღამ, ცოტაა. - გვეყოფა, შვილო, ლამპარი თითქმის სავსეა. - არა, დედი, ბარემ მოიტანე: მინდა საქმე დავათაო და ამაღამ მეტი ხანი მომინდება მუშაობა, - სთქვა ქალმა და ისევ მიაშტერდა სივრცეს. ეეხლა მისი ფიქრები საზრუნველ საქმეებს დასტრიალებდნენ თავს: ფიქრობდა პურზე თუ სატანზე, ტანსაცმელზე თუ საწვავზე, ოჯახის ნაკლულოვანობაზე თუ მოვალეობაზე. მისი ფიქრი შეუმჩნევლად გადავიდა იმ ვალზე, რომელიც ამართათ მათ და რომლის გასტუმრებაც ისე გასაჭირი გახდა, შეუძლებელი. ქალის თვალწინ იგი ვალი გაიზარდა, უზარმაზარი გახდა, შეუმართებელი: გადმოხრილ კლდეს დაემსგავსა იგი, რომელიც აგერ უნდა მომზღვრეულიყო და გულს დასწოლიყო მასაც, მის დედასაც. ახლა ნათლად წარმოუდგა დარიკოს, რომ იგი ვალი იყო ის ხაფანგი რომელიც სხვის ხელით მარჯვედ დაუგო მათ გულცივაძემ. - სწორედ იმან მოგვაწოდა ის ფული დედაკაცის ხელით, თორემ ვიღაც მოახლეს სად ექნებოდა იმდენა ნაღდი, ან რად გვანდობდა მხოლოდ თამასუქით უგირაოდ. უნდოდა დედისთვის გაეზიარებინა ეს მოსაზრება, მაგრამ შეეცოდა და დაჩუმდა. რა იცოდა ბეჩავმა, რომ დედამისი ადრევე მიხვდა ამას და ამიტომ არარ მოსდიოდა პირზე ღიმი. - ახ, გიორგი მაინც აქ იყოს ეხლა, რომ გავანდო ჩემი ფიქრი და შიში. ვუყვარვარ, ერთგულია ჩვენი; მოახერხებდა რასმე, გზას გვიჩვენებდა, - სთქვა. და განაგრძო ფიქრი ვაჟზე. გიორგი მეგობარი იყო ქალისა, სიყმაწვილის ამხანაგი დაუვიწყარი. ფიქრი ფიქრს მოსდევდა ეხლა ნათელი, ჭმუნვა სიამედ შეეცვალა, სიმძიმილი სიხარულად. მკრთალი სახე გაუბრწყინდა, მოწითანო სიხარული გადაეფინა. ზედ, ვარდისფერი ბაგე გაუპო ღიმილმა, ნეტარების სითბომ დაუარა ტანში, სურვილის ნაპერწკალი ჩამოკვესდა მის წკვდიად თვალებში. ქალმა ნაზი რამ სითბო იგრძნო შუბლზე, საფეთქელს ახლო: იქ გიორგის კოცნა ემჩნეოდა დარიკოს, კოცნა ობოლი; გრძნობდა, რომ ეტყობოდა, იცოდა; სხვები კი ვერას ხედავდნენ, დედაც კი ვერას ამჩნევდა. - სად არის ეხლა ის ბიჭი, სად? აგერ ერთი წელიწადია მისი წერილი არ მიგვიღია, იმ ბერიკაცმაც, გიორგის მამამ, რომ აღარ შემოიარა და აღარ! ნეტა ხომ არა დაემართა რამ ჭაბუკს სხვა ქვეყანაში? ჰაზრიანია, მარჯვე, მაგრამ ბევრი ხიფათი სდევს უცხოობაში ყოფნას,- გაიფიქრა ქალმა. და დაღონდა. ჭმუნვის ღრუბელი გადაეფარა და სევდის ცვარმა მოუნამა დაშვებული წამწამი. -ღმერთო კეთილო, დაიფარე ის საწყალი ბიჭი ყოვლისაგან განსაცდელისაგან!-შეევედრა ქალი უფალს. ნაზია ქალწულის ლოცვა და ძლიერი. ღმერთი კეთილად მიაპყრობს ყურს უმანკოს ვედრებას. 5 გიორგი, რომელსაც იგონებდა დედა-შვილი, ახალგაზრდა კალატოზი იყო. მისი მამა თედუაც კალატოზი იყო, დღიური მუშა. სუფთა ხელობა არ იცოდა თედომ. თუ სურათივით გამოსაწვანი კედელი იყო ან რამ ცუქურთმიანი, ის ვერ იმუშავებდა, როცა დიდრონ სახლებს აგებდნენ, იმას არ დააყენებდნენ ზედ. კედელ-ყორეს გაკეთება იყო მისი საქმე და ჩამონგრეულის გამოშენება თუ გამოლესვა. გიორგი კი ძალიან ჰაზრიანი ხელოსანი დადგა და მარჯვე. ალალი საქმე იცოდა, მკვიდრი, შნოიანი. - რაც უნდა მეჩქარებოდეს ან მაჩქარებდნენ, ხელს არ გავიფუჭებ და მანამ ცემებურად არ გამოვიყვან საქმეს, არ მოვეშვები. თუნდ პატრონმაც მირალატოს ან ბეზარს მომიყვანოს, ხელს მაინც არ გავამრუდებ: ყალბი საქმე ოსტატის დამცირებაა, მისი მარჯვენის ღალატია, - იტყოდა გიორგი. ჯერ არ დაელოცნათ გიორგი, ისევ ქარგლად ითვლებოდა, მაგრამ ეხლავე აფასებდნენ მის მარჯვენას და მასაც ისეტსავე ხელფასს აძლევდნენ, როგორც დალოცვილ ოსტატებს. ისევე მარჯვედ დადიოდა მაღალ ხარაჩოებზე, როგორც ციყვი წიფლის ტოტებზე; ისე უშიშრად იდგა თვალუწვდენელ ფრიალოზე, როგორც აბელა. - აღარ გახსოვს აბელა?! რა მალე დაგვიწყებია! სამრეკლოების მკეთებელ-შემამკობელი იყო, ჯვარის დამსმელი. ისე არხეინად დადიოდა გუმბათებზე, თითქო კუკიის ხიდზე მოსეირნობსო. სამ ადლიან ოჩოფეხებზე რომ ჩამოივლიდა ანჩხატის უბანში, ჩვენი დღესასწაული იყო, ბალღებისა! გიორგი მაღლა იდგა ხარაჩოებზე, მაინც ტავმდაბალი იყო და ხათრიან-თავაზიანი. თალახისა თუ აგურის მზიდავ მუშას მისგან ლანძღვა-ყვირილი არ გაუგონია; ბევრჯელ თითონ ჩამოირბენდა მასალის ასატანად, თუ წელში გამწყდარი მზიდავი ერთ წამს მიეგდებოდა კედლის ჩრდილში შესაქაქანებლად. გულგაღეღილი, დამკლავებული მუშაობდა ბიჭი და ვერ აშინებდა გამოჯეკილს ვერც სიცხე და ვერც სიცივე, ვერც წვიმა და ვერც ქარიშხალი. სავაჯო და სავაჯკაცო საქმეშიც ძმა – ბიჭებს არასდორს არ უღალატებდა, არ ჩამორჩებოდა. ავაზაკობაში და სხვა რამ მრუდ საქციელში კი არ გაჰყვებოდა: ეჯავრებოდა უშნო რამ საქმე უხამსი. ღომ მოირთვებოდა კვირაობით და გაისეირნებდა ან მერმე სავსე ხელსახოცით ხელში დაბრუნდებოდა ჭრიალ-ჭრიალით, გეგონებოდათ ცოლ-შვილით სავსე მეოჯახე მოდისო თავმომწონე. ცოლი ჯერ არა ჰყავდა, არც დანიშნული უბნის გოგოები სიხრულით უყურებდნენ ამ იმედიან და შროიან ვაჯს, გულიც უთქვამდათ მისთვის და მარჯვე შემთხვევაში თვალს აპარებდნენ მისკენ, თუმცა გარეგნობით არ ამჩნევინებდნენ არავის და ვაჯთან თავი ამაყად ეჭირათ. გიორგი გრძნობდა ამას ყველაფერს და ატყობდა; თითონაც უჩუმრად და შეუმცნევლად ეარშიყებოდა მათ: დინჯად იქცეოდა, სახლს უვლიდა, შემომტან ვაჯკაცადა სწრთვნიდა თავის თავს; უგვან ქცევას თუ ხმას ეკრძალებოდა. ამგვარ ეალერსებოდა შორიდან თავის მოტრფიალეებს. გიორგი რომ კარგი იყო და თანდათან უკეთესდებოდა, ეს უბნის ქალების გავლენის ბრალიც იყო, შორიდან მოქმედებისა. უბნის გოგოების და გიორგის შუა იდუმალი ქსელი იყო დაწიმული, შეუმჩნეველი ზედგავლენა იყო ამოძრავებული, საიდუმლო სიმები იყო გაბმული და იგი სიმები კეთილ ხმას ასმენდნენ ორივე მხარეს, სიკეთის გზაზე აყენებდნენ. ვაჟიც და ქალებიც შორიდან ცდილობდნენ სასახელო და ფაქიზ ქცევა-მოქმედებით თავი მოეწონებინათ ერთმანეთისათვის. ეს იყო მათი არშიყობის მოედანი, როგორ არა, კიდეც გაუელვებდნენ შუქურები ვაჯს: ან თვალთა ნათელს მოჰფენამდნენ მას უეცრად, ან რამე ეშხიანი მოძრაობით გაუზიარებდნენ მას გულის წადილს, მაგრამ მაინც გამრჯელობა და ოჯახისთვის სასახელო საქმეები იყო მათი არშიყობის ასპარეზი. გიორგი ყველას ეალერსებოდა შორიდან, თავს აწონებდა, მაგრამ ერთნაირის თვალით კი ვერ უყურებდა ყველას, ვერც ერთნაირი სურვილით უახლოვდებოდა: ვაჟს შეგულებული ჰყვანდა გულის ვარდი, კოკორი, რამ სურნელოვანი და ეს გასაფურჩქნად მზადქმნილი ყვავილი იყო სალომეს ქალი დარიკო. გიორგისთვის რომ გეკითხა, სხვებს და – ძმობას ეტყოდა და მეგობრულად მოუალერსებდა, დარიკოს კი თავის სიხარულად ჩასთვლიდა, გულის გამათბობელ სხივად გაზაფხულისა. ეს შორიდან და მოკრძალებით, თორე ახლო და პირდაპირ არაფერი ეთქვა ჯერ, არც არაფერი გაემჟღავნებინა. 6 გიორგი რომ დარიკოსთან უფრო ახლო იყო გულით და უფრო მოსწონდა, ეს მარტო დარიკოს ეშხის და მიმზიდველობის ბრალი არ იყო. სხვა ქალები არაფერში ჩამოუვარდებოდნენ მას. იქნება ზოგს კიდეც ეჯობნა მისთვის სიმშვენიერით თუ მიმზიდველობით, თუმცა კი დარიკოსებური შეხედვა, ქალწულებრივი მზერა უმწიკვლო, სხვებს სრულებითაც არ ეხერხებოდათ, ვერც შეეძლოთ. დარიკო გიორგისთან იყო ბალღობიდანვე მეზობლურად შეზრდილ-მინდობილი და მათი გული იმისთვის შესდუღებოდა ერთმანეთს. შალომეს სახლის გვერდზედ ეჭირათ გიორგიანთ ოთახი და ბალღები ერთად იზრდებოდნენ. ბიჭი უფროსი იყო და ხელმძღვანელობდა გოგოს, ფარველობას უწევდა. ღომ წამოეზარდნენ და თვალნი აეხილათ, განზე გუდგნენ ერთმანეთს, მოკრძალება დაიწყეს ერთმანეთისა. მაგრამ რამდენადაც გარეგნობით შორს იწევდნენ, იმდენად მათი გული უფრო შეკავშირდა და შეუდუღდა ერთმანეთს: შეჩვევის ნოყიერ ნიადაგზე იყო აღმოცენებული ღერო მათი სიყვარულისა და უკვე გამონასკვოდა ზედ სურნელოვანი კოკორი ტრფობისა. ეს იყო მიზეზი რომ სხვა ქალები წინ ვეღარ უვლიდნენ დარიკოს და მეტოქეობას ვერ უწევდნენ. ეს იდუმალ, თორემ გარეგნობით სრულებით არ სჩანდა ახალგაზრდების ასეთი შეტკბობა: ვაჟი ყველას ერთგვარის პატივისცემით ეპყრობოდა, როგორც უბნის ქალებს და კეთილ მეზობლებს. მხოლოდ ის გარჩევა კი იყო, რომ თუ სუფთა რამის შეკერვა დასჭირდებოდა გიორგის, უთუოდ დარიკოს მიუტანდა. მაგრამ ეს ხომ ბუნებრივი იყო და სწორედ ესე უნდა მომხდარიყო, რადგან დარიკოსთანა ხელსაქმე არავინ იცოდა იმ უბანში. მარდი საქმე იცოდა, მუყაითად მუშაობდა. გამოსჭრიდა და ხელად ჩააბარებდა მუშტარს. გიორგის ერთხლის მეტად არ უნდოდა დარიკოსთან საქმეზე მისვლა. სალომე მიუტანდა გაკეთებულ საქმეს და ხელფასს გმოართმევდა. გიორგის გულითადი წადილი კი იყო რამდენჯერმე მისულიყო სალომეანთა, ზედიზედ ენახა ქალი, გვერდს მოჯდომოდა, იმავე ჰაერით ესუნთქა. იფიქრა, იფიქრა და ერტხელ მშვენიერი საახალუხე ფარჩა მოუტანა ქალს მის შესაფერ სარჩულ მასალით. ბარემ საქორწინოდ გამომადგებაო, ამბობდა გულში. ჯერ კი არ აპირებდა ცოლის შერთვას. - მოვიცდი ცოტასაც, ცოლს დიდი ცომი უნდა, ასი ლიტრა საფანელი. მე კი ჯერ ამოდენა საფანელი არ შემიმზადებია, - ფიქრობდა გიორგი. იმისი ეშინოდა ვაჯს, ვაი თუ იფიქრონ: თითონ ხელცარიელია და ქალის მზითებს ეტანებაო. ჩდილობდა ღირსეულად მოეწყო სახლი და მერმე შეეყვანა სახლში ახალი სული. მხოლოდ ამიტომ აყოვნებდა დარიკოს თხოვნას, თორემ დარწმუნებული იყო, რომ სწორედ დარიკო დაებადნა გამჩენელს მის საცოლედ. დარიკომ აიღო ზომა და ჩაუჯდა საქმეს. რამდენჯერმე მოუნდა დაზომება თუ გამოწყობა. დაათავა, ჩააცვა. საყელოს რომ უკრავდა, უნებლიეთ ხელს ახლებდა ვაჯს, წვერს უხვევდა ნაზის შეხებით და თან ისე მეამიტად სეჰყურებდა ბალღური თვალებით, რომ ბიჭს ელვამ დაურბინა ტანში, ალმა შემოჰყრა და აანთო. უჰ, რანაირად უნდოდა დასწდომოდა და დაეკოცნა ქალის პაწაწინა ხელები! ძლივს სეიმაგრა თავი. რა ექნა, ჯერ დრო არ იყო აშკარა ალერსისა. გიორგიმ მადლობა გადაუხადა ქალს, მისცა ხელფასი, ახალუხი კი არ წაიღო. - დარიკოჯან, აქ იყოს ეს ახალუხი; სენ უფრო სუფთათ შემინახავ, თორემ შინ იქნება თაგვებმაც დამიკუწონ. - მაშ არ ჩაიცვამ ხოლმე? - ჯერ არა გენაცვა! ფულს შევაგროვებ, ვერცხლის ქამარსა და საათსაც ვიყიდი და მერმე. შემოვიდა სალომე გარ შემოუარა ბიჭს, მუშტრის თვალით გასინჯა ახალუხი და მოუწონა: - მშვენიერადა დგას! ღმერთმა მშვიდომაში მოგახმაროს და ბედნიერებაში! - გმადლობთ, დედიჯან! – უთხრა გიორგიმ და ისეთი თვალით შეხედა დარიკოს, როგორც ღვთისმშობელს სასწაულთმომქმედს. დარიკომ უგრძნო გიორგის, შეწითლდა და ერთი ორად დამშვენდა მადლიანი. წავიდა გიორგი. დარიკომ დაუკოცნა ახალუხს გულისპირი და ისე სათუთად შეახვია ყალამქრის ბოხჩაში, როგორც ოდიკი მორწმუნე ხუცესმა. ამის შემდეგ უფრო დაახლოვდა ქალ-ვაჟი. გიორგი თავის ყოველსავე გასაჭირს თუ სამხიარულოს დარიკოს გაანდობდა ხოლმე გულწრფელად. ქალიც თვალს ადევნებდა ახალგაზრდას, ყველა მისი გზა იცოდა და ასავალ-დასავალი. გაება მათ შორის დამაკავშირებელი ქსელი ფერადი, ჩაიქსოვა ბადე რამ მტკიცე და გაეხვია შიგ ქალ-ვაჯის გული. მარჯვე ბიჭი იყო გიორგი და ყველაფერს ახერხებდა. ვერცხლის ქამარიც იყიდა, საათიც შეიძინა თავის ძეწყვით, სახლსაც შეჰმატა და მოაწყო, როგორც შეეფერებოდა მის ყოფას. თითქმის აღარაფერი აკლდა ოჯახს დიასახლისის მადლიანი ხელის მეტი და, აჰა, მოახლოვდა ჟამი ნეტარებისა! ეხლა ყველაფერი კარგად მიდიოდა და მხიარულად. მხოლოდ ერთი აფიქრებდა მშრომელ ვაჯს: მისი მამა თედუა მთლად გააზატდა. რაკი შვილი შემომტან ვაჯკაცად დაიგულა, საქმეს გული აჰყარა და გასვენებას მიეცა. თუ დაუძახებდნენ სამუშაოდ, წავიდოდა, თუ არა და საქმეს არ ეძებდა. ადრეც არ იყო ის საქმის მოყვარული და თუ იცხოვრა ქვეყანაზე, მხოლოდ ცხონებული მეუღლის უნარით იღონღიალა; ეხლა კი მთელი თავისი სიმძიმით შვილის მარჯვენას დააწვა. ისღა იყო ნუგეში, რომ ბერიკაცი არა ლოთობდა. მცირედით იყო კმაყოფილი, ოღონდ კი საქმე არ მიეცათ ხელში და ნება ჰქონოდა ლაზათიანად გამოეძინა. თუ არა, მთელი დღე დაღვრემილი დადიოდა. გიორგი მაინც და მაინც არ სწუხდა ამაზე: ხელგაშლილ ჯეელს თავისი მონაგარი სხვისთვისაც არა ჰშურდა და მოხუც მამისთვის როგორღა დაიშურებდა?! 7 რაც ხანი გადიოდა, იმდენი უფრო რწმუნდებოდა გიორგი, რომ სწორედ დარიკო გაეჩინა განგებას მის საბედოდ და ცხოვრებაში თანამგზავრად. ახალგაზრდა ჰმადლობდა ღმერთს, რომ ესეთი ანგელოზი არგუნა მას წილად. დარიკოს სახემ დაისადგურა ჭაბუკის სულში, გააშუქა მისი გული და გაათბო მისი გრძნობები. აღარცა ჰშორდებოდა მას იგი სახე, თანა ჰყვებოდა ხარაჩოებზე თუ ძირს, ამხანაგებთან ყოფნის დროს, თუ განმარტოებულს, ძილში თუ ღვიძლში. თვალის ჩინში ეჯდა ჯეელს დარიკოს სახე მუდამ ჟამს, ყოველ წუთს , მარად წამს. დარიკო ეხლა კვალს უჩვენებდა მას, გზას უნათებდა და ისეც ხალისიანი ბიჭი უფრო მხიარული შეიქმნა და ბედნიერი. სულ ღიღინებდა, მღეროდა, უღიმოდა ოცნებებს და სიმხიარულე იგი გარს უვლიდა დარიკოს აჩრდილს, თავს დასტრიალებდა. ისეც სუფთად და მოკრძალებით მქცევი ახალგაზრდა ეხლა მეტ სიფაქიზეს იჩენდა თავის ყველა მოქმედებაში და კეთილშობილებას: დარიკოს ახლდა თან ყოველ ჟამს და რას იტყოდა ქალი, რომ მოუხეშავი რამ საქციელი ჩაედინა მის თვალწინ?! ხომ გაიბუტებოდა ძვირფასი და მიეფარებოდა მის თვალთახედვიდან! ან როგორ გაბედავდა იმასთან რაიმე უზრდელობას?! პატივსაცემ ქალთან ხლება აფაქიზებს ვაჟკაცის ქცევას. მუშაობის დროს ბევრჯელ შედგებოდა გიორგი, თვალს მიაპყრობდა სივრცეს და უღიმოდა სასურველ ჩვენებას, ამხანაგებს კი ეგონათ, ხელში რომ აგური უჭირავს, იმ აგურის მოხერხებულ მოყვანილობას შეჰხარისო. ჩემუ სიხარულით იყო გიორგის გული სავსე, წყნარი რამ საიმედო სიამით, რადგან მიზანი ცხოვრებისა უკვე ცხად იყო მისთვის, ხოლო მიზნისაკენ მომავალ ბილიკზე არავითარი დაბრკოლება და სიძნელე არ მოჩანდა, არც ქაჯთა ჰყვანდათ მისი მზე, არც ძნელად იყო საომარი. და ნათელი ესე გულისა საიმედო იყო, სამუდამო, სანეტარო, სამარადისო! უკვე მოიწიფა ბედნიერების მომნიჭებელი ნაყოფი, ჟამი იყო მოესთვლა ვაჟს იგი და ენეტარნა. მაგრამ, ეჰ, ვინ ჰღირსებია უმსხვერპლოდ სიამეს ან ვის მოუკრეფია ვარდი უეკლოდ, რომ გიორგის სწევიყო ნათელს უბნელოდ?! დაიწყო მოძრაობა. ხალხის მრელვარებამ მოჰკრა ამ მუშასაც თავისი ტალღა, გაეტაცა ძლიერ მთებით და ცაიხვია უფსკრულ მორევში, სადაც ყოველივე სდუღდა და გადმოდიოდა. გიორგიმ მხურვალე მონაწილეობა მიიღო ერთობაში. ჩვეული არ იყო ტოლ-ამხანაგებს ჩამორჩომოდა რამე საერთო საქმეში და აბა უკან როგორ დაიწევდა ეხლა, როდესაც მოძრაობის დროშაზე ძმობა ეწერა?! როგორ შეიძლებოდა ძმა – ბიჭს თავისი მარჯვენა არ მოეკიდა ამისთანა ბრჭყვრიალა ალამისთვის და არ აჰყოლოდა მის ფრიალს?! კრებები, დუქან – ბაზრის დაკეტვა თუ გაღება, ლაჩრების გახალისება, მტაცებელთა ალაგმნვა, შეძრწუნებულთა ნუგეში. და ისე ღამდებოდა დღე, რომ ვერ კი ამჩნევდა დროთა სრბოლას. ბევრი რამ უკვირდა გიორგის ამ მღელვარებაში, ბევრი რამ ჭკვაში არ მოსდიოდა, ზოგს რასმე ვერ ეთვისებოდა, ვერც თანაუგრძნობდა. მაგრამ ვისღა ეცალა ჩაფიქრებისა თუ მოაზრებისათვის. ან რაღა დრო იყო: ქარიშხალი თავის ნებაზე აქანებდა გიორგის და ისე ატრიალ-აბრიალებდა, როგორც რამ ბურბუშელას განხმელს. შედგა მუშაობა მთელს ქალაქში; ვინღა გაბედავდა რამე შენიბის დაწყებას, როდესაც ფულიანი ხალხი ძრწოდა და ქერქში ძვრებოდა, ან როგორ მოახერხებდა, როდესაც მთელი ცხოვრება შემდგარი იყო და სხვაგვარ მიმართული? შეწყდა ხელოსნისათვის შემოსავლის წყარო, დაცარიელდა ჯიბე, დაიფუკა. გიორგისათვის ეს უმუშევრობა იმიტომ იყო მეტად საგრძნობელი, რომ იგი გულწრფელად ირჯებოდა. ჰაზრადაც არ მოსდიოდა ესარგებლა არეულობით და მღვრივ წყალში თევზი ეჭირვნა, სხვის კუთვნილი თევზი. ძმობა და ჰარმობა! ერთობა და მტაცებლობა! ვის გაუგია?! გიორგის არ შეეძლო ამისთანა თაღლითობა გაეწივნა და ითმენდა, თავისსავე საკუთარის ქონით იკვებებოდა. ვაი, რომ ცოტა ჰვქონდა იგი ქონება! თითონ კიდევ რა უშავდა, მაგრამ მამა ჰყვანდა აკიდებული: უნდა ესაზრდოვებინა ის და თან მის ბუზღუნისათვის გაეძლო. რას იზამდა?! ორიოდე ფარა ჰქინდა გადაგდებული და იმას მიჰყო ხელი: წიტელი ოქრო შავი დღისთვისო. იმედიანად კი იყო გიორგი: სწამდა, რომ უკეთესი დრო დადგებოდა და მის მშრომელი მარჯვენა ღირსეულად დაფასდებოდა. გავიდა დრო, ჩავარდა ქარიშხალი, დაცხრა მღელვარება, მოიწია ჯამი მოსთვლისა და ბევრ ახალგაზრდას ანანია მისმა წინანდელმა მოქმედებამ. მიეზღო გიორგისაც საზღაური თვისი. ღოდესაც აცნობეს, სახლის გაჩხრეკას გაპირებენო, გიორგიმ შეიხსნა ქამარი, ამოიღო საათი და შეურბენინა დარიკოს. - დარიკოჯან! გაჩხრეკას მიპირებენ, სწორედ დამაპატიმრებენ და ეს ნივთები შენ გებარებოდეს! გაჭირებაში გაყიდე და მამახმარე. ახალუხი კი არ გაიმეტო, არც არავის დაანებო, გენაცვლე! დარიკო გაფითრდა და ათრთოლებული ხელით ჩამოართვა ბიჭს ნივთები. - ნუ გეშინიან. ცუდი არაფერი ჩამიდენია, ავაზაკობა არ გამიწევია და სიმართლე თავის გზას არ დაჰკარგავს. დარიკოს გული ამოუჯდა, ცრემლი მოერია შემკრთალ თვალებში და მკერდზე მიაყრდნო ვაჯს თავი. გიორგიმ მკლავი მოხვია ქალს ლამაზ თავზე, გადახარა და დაუკოცნა სპეტკი შუბლი. პირველი კოცნა იყო ეს, შეტკბობა გამოთხოვებისა. ღმერთო ჩემო რამდენი სითბო და სიმწარე იყო ცაქსოვილი ამ წმინდა კოცნაში! მთელი სიხარული და სიმძიმილი იყო ჩადნობილი ამ სპეტაკ შეერთებაში. ეს კოცნა იყო, სამუდამოდ რომ დააჩნდა ქალს, თითონ რომ ხედავდა და სხვა კი ვერ ამჩნევდა. აღსრულდა! განდევნეს გიორგი, გადაასახლეს. 8 წაიყვანეს გიორგი და გაჰყვა თან მათი კერის დოვლათი. ჯერ მანამ ქალაქში ჰყვანდათ ბიჭი პატიმრად, ხარჯი დასჭირდათ და ფული მოუნდათ. სხვა არა იყოს რა, კვირაში ერთხელ-ორჯელ ხომ საჭირო იყო შეეგზავნათ მისთვის რამე სანოვაგე. ახლა ჯიბის ფულიც უჭირდა, უმისოდ არ შეიძლებოდა. შახლს კი შემოსავლის წყარო მტლად დაუშრა. თედუამ რამდენჯერმე აიღო ქაფცა და გავიდა მეიდანზე სამუშაოს საშოვნელად, მაგრამ სადღა იყო ეხლა საქმე და სამუშაო?! ფულის პატრონები ჯერ ისევ ხვრელებში ისხდნენ, ძლივსა ჰბედავდნენ გამოხედვას, რომ გაეგოთ: მთლად ცავარდა ქარიშხალი და ჩაიწმინდა ღვართქაფი, თუ ჯერ ისევ საშიშია გამოსვლა და სახიფათო. ღომელი ჭკვათამყოფელი დაიწყებდა ეხლა შენობას, რომ მუშა დასჭირებოდა ან ოსტატი?! ერთხელ-ორჯერ კი შეხვდა კალატოზს ძველის გაახლება თუ გამოლესვა, მაგრამ აქედან აღებული ორიოდე შაური რა ნაკლს დაჰფარავდა ან რა იარას მოამშრალებდა. გამგზავრეს გიორგი და ფულის სახსარი რომ არსად იყო, გაყიდეს ბიჭის ქამარი, საათი, სახელოსნო იარაღი თუ ხელსაწყო და პატრონს მოახმარეს გაჭირებაში. ღახან ერთხელ კარის გზა იპოვა ოჯახის ქონებამ და მოწყობილებამ, შეუკავებლივ გაიწია გარეთ: ერთმანეთს გაჰყვნენ ფასიანი თუ უფასო ნივთები. და სულ მალე ოთახში ტახტის ფიცრებიღა დარჩა ცალიერი. მაშ რა ექმნა ბერიკაცს, როცა უკიდურესი გაჭირვება დაადგა და შავი დღე? წითელი ოქრო რომ აღარაფერი ჰქონდა ამ შავი დღისთვის, შავ ფულად აქცია ყველაფერი, რასაც კი ცოტაოდენი ფასი ჰქონდა მის სახლში. მოისპო ბერიკაცის სახლში თბილი საჭმელი; დარიკოანთაგან ათასში ერთხელ შემოგზავნილი კერძი აბა რა ანგარიშში მოსატანი იოყ, როდესაც თითონ ისინიც დიდ გაჭირებაში ჩაცვივოდნენ და იწროებაში! მეტადრე სახლის ქირამ გაუჭირა თედუას საქმე. განა ხუმრობა იყო, მთელ სამ მანეთს იხდიდნენ გიორგიანი თვეში. ბერიკაცი მალე გავიდა სახლიდან და სადღაც ნესტიანი სარდაფი იქირავა თვეში მანეთად. მაინც იმედს არა ჰკარგავდა კალატოზი და ყოველ დღე გადიოდა სამუშაოს საძებნად. მაგრამ ყისმათმა ზურგი შეაქცია მას და ვეღარ უმარჯვდებოდა. მართალია, სამუშაო თანდათან გაჩნდა, მაგრამ ბერიკაცს ეხლა მკლავი ვეღარ მოსდევდა: რაღაც ქარები გაუცნდა, მთელ ტანში დაუარა ტკივილმა, წელი მოსტეხა, ჯანი მოუღო, რაღა დასაქირავებელი მუშა იყო ჯანდაგი და დაავადებული ბერიკაცი?! გაჭირებული იყო იგი, მაგრამ მუშტარს რა ენაღვლებოდა ან რას დაგიდევდა?! ის ნაღდს იძლეოდა და მუშას ძალასაც ნაღდად თხოულობა. დაიკლო კალატოზმა დღიური სასყიდელი, ეხვეწებოდა თუნდ ნახევარ ფასად ემუშავებინათ ის, მაგრამ ამაოდ: დამქირავებელი მხოლოდ დამცინავი ღიმილით დაჰყურებდა უძლურს და ზურგს აქცევდა მას. მთლადაც გაუჭირდა თედუას ლუკმის შოვნა, გატყდა, მოიღვარსლა კაცი უჭმელ-უსმელობით, ჰარაქათი წაერთვა, გადაყრუვდა. შიცოცხლის წყურვილმა კი არ იკლო მასში, არსებობის სურვილი კი ისევ ძლიერი იყო და ყველა ღონისძიებასა ხმარობდა ბერიკაცი თავი დაეცვა მოსპობისაგან. ყველას ესესხა, ვისგანაც კი მცირედი იმედი ჰქონდა, ყველა ფურნიდან წამოიღო პური ნისიად, სადაც კი ცოტა მაინც ანდეს. ბოლოს მოესპო ყოველივე სახსარი არსებობისა, შიმშილმა გააბოროტა კაცი, ნადირი გააღვიძა მასში, სისხლმსმელი, მაგრამ ღონე არ მოსდევდა მტაცებლობით მაინც დაეკმაყოფილებინა თავისი უძლიერესი მოთხოვნილება და ბოროტდებოდა; მისი უძლური ბოროტება მას ჩაღრმავებულ თვალებიდან გამოსჭვივოდა. ისეთი ავი გამომეტყველება მიიღო მისმა სახემ, რომ ყველა უნებლიედ ერიდებოდა მას, განზე უვლიდა. მოესპო ბერიკაცს ყოველივე იმედი მოეპოებინა პური არსებობისა და დასწყევლა გამწარებულმა თავისი შვილიც, ის მიზეზებიც, რომელთაც მისი ოჯახი დააქციეს დაამგვარ გათახსირებამდის მიიყვანეს ის. პირზედ ქაფი მოსდიოდა გაცოფებულს, როდესაც მოიგონებდა იმ მისთვის შავ დღეებსაც და მაშინდელ მოქმედთაც, მაგრამ უღონო ბრაზი ვრ აძღობდა მას და ვერც ათბობდა. - ესეც შენი ერთობა და ძმობა, ესეც შენი მუშის ყოფის გაუმჯობესება და მდიდარტან გათანასწორება! – ამბობდა ბერიკაცი. და ცდილობდა მოეფიქრა რამე, რომ მალამო დაედვა თავის უნუგეშო ყოფისთვის. ამ საზარელ მდგომარეობაში იყო ბერიკაცი, როდესაც გაუდგა გზას უჰაზროდ. გაიარა რამდენიმე მიხვეულ – მოხვეული უბანი და გავიდა ფართე ქუჩაში, რომელიც ზოლივით შესდევდა აღმართს. მდიდარი ხალხი სცხოვრობდა იქ. ერთხელ მუშაობდა თედუა იქ და დათვალიერებული ჰქონდა იქაურობა. მაშინ შენიშნა, რომ აქ სამოწყალოდ ხელს უშვერდნენ მდიდრებს ისეთი გლახაკებიც, რომელთაც ჯერ ხელობად არ გაეხადნათ მათხოვრობა. ისიც ჰქონდა შენიშნული, რა ზიზღით და სიფრთხილით მისცემდნენ ხოლმე მდიდრები მოწყალებას, რომ არ შეჰხებოდნენ მათ მწვირიან ტანისამოსს თუ ხელს. დიდრონი სახლები მოსჯროდნენ ქუჩას ორივე მხრივ და ისე ძვირფასად იყვნენ მოწყობილნი, თითქო კაცთა სადგომი კი არა, ზეკაცთა ბინებიაო. უღონო შურით აევსო ბერიკაცს გული და რომ შესძლებოდა, საძირკვლიანად შეარყევდა იმ ურცხვად განდიდებულკ სასახლეებს რათა ნანგრევებში ჩაემარხა თავისი თავიც და ის უზომოდ ბედნიერნიც რომლებიც ცხოვრობდნენ იქ. დაუსწორდა ბერიკაცი ერთ ღია კარებს. კარებ წინ კეწკეწი ეტლი იდგა მსუბუქი. ჭყვილი რაში მოუთმენლად ფრინავდა ადგილობრივ, მწყობრად აყოლებდა ფახებს. მეჯინიბე ძლივს უჭერა თავს. მოფარდაგებულ მარმარილოს კიბეზე ჩამოდიოდა ვაჯკაცი, რომელსაც შრიალ – შრიალით მოსდევდა გვერდზედ კეკლუცი. ბერიკაცი მიაცერდათ მათ. მისმა სახის სასტიკმა გამომეტყველობამ მიიპყრო ბატონების ყურადღება. ქალი შეაკრთო გლახაკის თვალთაგან გამომზირალმა სიბოროტემ, უნებლიედ დაიწია მან უკან, მარჯვედ გახსნა მოვარაყებული თალათინის ჩანთა, მანეთიანი ჩაუდო გლახაკს ხელში და მსწრაფლ განშორდა. გაშრა ბერიკაცი, გაშეშდა, სიტყვის თქმა ვეღარ მოახერხა. ეტლი უკვე მიიფარა მის თვალთახედვიდან. ის კი იქ იდგა და დაჰყურება ვერცხლის მანეთს. ხელსა სწვავდა მას ეს ცივი ლითონი. არ იცოდა, დაელოცნა მისი მიმცემი თუ შეეჩვენებინა; არ იცოდა, ჩაედო იგი მოწყალება ჯიბეში თუ იქვე დაენარცხებინა კარის ბჭეზე. პრიალა მანეთს კი ნელსაცხებელის სუნი ასდიოდა სურნელოვანი, იგივე ჰაეროვანი სურნელობა, რომელიც მიჰფინა კაცს ქალის მიახლოებამ. 9 ე დარიკოანიც ძლიერ შეიწროებულ და გაჭირებულ ცხოვრებაში ჩაცვიდნენ. მოძრაობის დროს მათთვისაც შემცირდა შემოსავალი, რადგან ცხოვრების ტალღებით გატაცებულ ხალხს მორთვა – მოკაზმისათვის აღარა სცხელოდა. სანოვაგე და სხვა ყოველივე ოჯახის სახმარი ნივთიერება თუ საგანი გაძვირდა, ერთიორად ფასობდა, აღარ იშოვებოდა. მოთხოვნილება კი თვისას არ იშლიდა, ახლა ზედმეტი ხარჯის გაღებაც დასჭირდათ, რადგან თუმცა რაღაც ქოხი ედგათ თავშესაფარი, მაინც სახლის პატრონები ერქვათ, მესაკუთრეები, ხოლო საკუტრების მქონებელთ ჰკრეჭდნენ მაშინ საპარს ცხვარივით. ქალებს ნაღდი არა ჰქონდათ და უნდა ეშოვნათ, თავი ქვაზე უნდა ეხალნათ და უნდა ეშოვნათ! შოულობდნენ კიდეც, სესხად იყო ის, თუ ნივთების ან სამკაულის დაგირავებით. იქნება ხიფათსაც ვერ ასცდენოდნენ ქალები და მთლად განადგურებულიყვნენ, თუ ისეთი მარჯვე ქომაგი არა ჰყოლიყოთ, როგორც გიორგი. დიდი სიკეთე უყო მაშინ უვაჯკაცო და უმწეო ქალებს: თუ რამე განსაცთელი იყო მოსალოდნელი, მაშინვე მათ გვერდზედ გაჩნდებოდა ახალგაზრდა მათ მწედ და ერთგულ მფარველად. ამ გაჭირვების დროს გამოხსნეს ქალებმა თუ სადმე ჰქონდათ ფარა გამოკრული და შავ დღისთვის მიგდებული. ვალი სულ დაავიწყდათ. სად იყო მევალის გასასტუმრებელი ფული და ან ვინ იხდიდა მაშინ ვალს?! ან რომელი ჭკვადმყოფელი მევალე აწუხებდა თავის მოვალეს და ყელში უჭერდა?! თვით ვალი კი არ დაგიდევდა არც დროს, არც გარემოებას და იზრდებოდა, ფესვებს იდგამდა, იხვევდა ზედ სარგებელს თუ ჯარიმას და ხორცში მატულობდა, სრულდებოდა, მძიმდებოდა, რომ მერმე ერტბაშად გადმოქცეულიყო და თავს დასცემოდა უზრუნველ თუ უსახსრო მოვალეს. ახლა ისიც დაერთო ყველა ამას, რომ დაავადდა დარიკოს დედა: არელვებულმა და გაჭირვებულმა ცხოვრებამ ცუდი გავლენა იქონია მასზე და მოუდუნ – მოუშალა ნერვები. შულ წუწუნებდა, ჩიოდა, ოხრავდა, კვნესოდა, ქრთებოდა, სუსტდებოდა. შემდეგშიც, როდესც გადიარა ჭექა-ქუხილმა და ქარიშხალმა, ვერარ გამობრუნდა სალომე და ისევ წინანდებურად ღელადა, გულს იშფოთებდა თუნდ მცირე რამ უსიამოვნებაზე. მთელი ოჯახის შენახვა და მოვლა დარიკოს დააწვა. დედა არამც არამც თუ ვეღარა ჰშველოდა მას, თითონაც მისი მოსავლელი შეიქმნა. უმატა დარიკომ მხნეობას, რამდენიც კი შეეძლო. გულში ცეცხლი უტრიალებდა მოუნელებელი, ის კი მუშაობდა თავდაღუნული, შრომობდა განუწყვეტლად. დარიკო სასიამოვნო რამ ღიღინსაც კი ვერ ახერხებდა ეხლა. გასართობ და გასამხნევებელ ჩუმ სიმღერას, რომ გული გადაეყოლებინა მწყობრ ხმებისათვის. სიღარიბე – უმწეობის ლანდი ცალკე აცუხებდა მას და გული ცალკე სტკიოდა – დაკარგული ბიჭისათვის. სიმძიმილს პირი დაეხშო მისთვის და თუ უნებლიედ ამოსქდებოდნენ მწყობრი ხმები, თუ ნამეტნავისაგან გულისა იტყოდნენ ბაგენი, იგი გულისთქმა სამგლოვიარო რამ ხანგებში ხორციელდებოდა, ღიღინში ქვითინი მოისმოდა მწარე და ცრემლით სავსე თვალთათვის ბუნდადღა მოსჩანდა ნემსის კვალი. ღა ვუყოთ რომ მუშა ქალი იყო უბრალო? იმასაც ჰქონდა გული, გრძნობათა შესაკრებელი და ნაღვლობდა უიღბლობას, უხმოდ ნაღვლობდა, უთქმელად. - ახ, ნეტა იმ ბიჭის სახე ესე ღრმად არ ჩამჭროდა გულში! სად არის ი საცოდავი ან რითი ცხოვრობს? ცოცხალი კი არის სადმე ის ჩემი ცოდვით სავსე? – ფიქრობდა დაღონებული. არ იცოდა დარიკომ გიორგის გზა – კვალი. გიორგიმ ერთხელ – ორჯერ მოსწერა წერილი თავის მამას, ერთხელ დარიკოანიც მოეკითხა წერილში. მერმე კი გაჩუმდა, ამბავს აღარ აწვიდა, ხმას აღარ იღებდა. ხანდისხან დარიკოს ეგონა ბიჭი უსათუოდ დაიყუპა უცხოეთში, რწმუნდებოდა ამაში, მაგრამ გული ვერ იმეტებდა ვაჟს სასიკვდილოდ და მეორე წუთს იმედს რასმე აწვდიდა ქალს, ნუგეშს უსაფუძვლოს. ამ გაჭირვებულ ყოფის დროს სალომე ხშირად ოცნებობდა ქალის გათხოვებაზე. ადვილიც იყო აცხადებულიყო ეს მისი ოცნება და საქმედ გადაქცეულიყო ნატვრა, რადგან მთხოვნელი ჰყვანდა ქალს. მაგრამ დარიკო უარზედ იდგა, პირს არავის უჩვენებდა: შეზღუდვილიყო ქალის თვალთახედვა და გიორგის მეტს ვეღარავის ხედავდა ქვეყნაზე. არც ვინ მიაცნდა სათავისოდ. დედა თუ ურჩევდა ვისმე ან მაჭანკალი მოუვიდოდა საიდანმე, ქალის პასუხი ერთი და იგივე იყო უცვლელი: - დამაცა, დედაჯან, ჯერ არ მინდა გათხოვება, ცოტახანს კიდევ მომითმინე; ხომ არაფერში გაწუხებ და რას ჩამციებიხარ! - არაფერს მაწუხებ, შვილო, და იმასაც კარგად ვხედავ, რომ შენა ხარ სახლის მაცხოვრებელი. მაგრამ როდემდის უნდა იყო ეგრე ან ვის ელი? ეშხში შესული ქალი ხარ, აყვავებული და თანდათან დაიყვავილებ, განა გაგაღანდები. - არავისაც არ ველი, დედი, მაგრამ გული ჯერ არავისზე მიმდის და რა ვქნა. ტყუილად ამბობდა დარიკო, არავის ველიო! გიორგის ელოდდა მოუთმენლად, მის ამბის გაგებას: იგი მიაჩნდა თავის ყისმათათ, მხოლოდ მას ევლებოდა თავის ოცნებაში, მას უალერსებდა მისი ქალწულებრივი გრძნობა. ღომ გათხოვილიყო, რაღა პასუხი უნდა მიეცა ან თავის გულისათვის, ან იმ საწყალი ბიჭისათვის, თუ ღმერთი ინებებდა მის მშვიდობით დაბრუნებას. მაგრამ რითიღა უნდა ესაზრდოებინა დარიკოს თავისი იმედი, როცა გიორგისაგან წერილიც კი არა ჰქონდა, უბრალო რამ ბარათი, ნიშანი მისი ყოფნისა. მხოლოდ ახალიხიღა სერჩა დარიკოს ნიშნად მისი არსებობისა, ნაცვლად დიდის იმედებისა და გრძნობა მორეული ქალი დედის ჩუმად გაშლიდა ამ მისთვის ფასდაუდებელ ფარჩას, მოუალერსებდა, დაჰკოცნიდა და ცრემლს მოაფრქვევდა მას, როგორც გულდამწვარი ჭირისუფალი რამ ნაშთს დაკარგულის სიყვარულისა. 10 დადგა ზამთარი. დაიჭირა ხმელი სიცივეები. ცა მოწმენდილ იყო, მზე მხოლოდ ბრჭყვრიალებდა; დედამიწა გამხმარიყო ნიავის სისინზე კორიანტელდებოდა ქუჩა. და ციოდა საშინლად, ჰყინავდა, სუსხი ძვალ-რბილში უვლიდა. მზიან მყუდროზე კიდევ არა უშავდა რა შუადღისას, სახლებში კი, დიდრონ შენობებისაგან ჩახშულ –ჩაჩრდილულ და უმზეობით დანესტიანებულ ქოხებში უგემურად აჟრიალებდა ადამიანს. მოძებნეს ქოხმახელებმა ყოველგვარი ძველმანი და აიბანძვნენ. ცეცხლში სათაყვანებელ არსებად გარდიქმდა მათთვის და მარად ნატრულობდნენ სითბოს მომფენელს. შესა – ნახშირი საოცნებო რამ გახდა. მენახშირეს დანახვაზე ელეტ–ელეტი მოსდიოდათ. ისე უალერსებდნენ მეგუდურეს, როგორც უშვილო ბიძიას. დაჰკანკლებდნენ ყოველს ღერს, როგორც რამ ნაწილს წმიდას. დარიკოანიც ძალიან დაუტკბნენ სითბოს დამტარებელთ, ქათინაურს არა ჰზოგავდნენ მათ საალერსოდ, რომ ფარა რამ დაეკლოთ ფასში, მაგრამ ამაოდ: ისე გაკაჯებულ იყვნენ გულქვავნი, როგორც მშვენება უბადლო. წინათ კი ამისთანა სოვდაგრებთან სალომეს სახვეწნი არა ჰქონდა რა: სახლის პატრონი იყო, თავის კუთხისა თუ საკუჭნაოს მექონი, არც ნაღდი აკლდა ჯიბეში და თავის დროზე დაიჭერდა ხოლმე თავდარიგს: შეშას ურმობით შეიძენდა ზაფხულშივე, როდესაც პირიანად იყიდებოდა ის. მერმე რა ძნელი იყო დარიკოანთთვის უმეშობა! ქალს თითები აზრებოდა, ის შუშა თითები, რომლებიც აცხოვრებდნენ ოჯახს. ქრისტეშობისთვის მიწურულებში ძალიან მოუჭირა სიცივემ. ახლა ქარი დაჰყვა თან და სისხლი შეყინა ზარღვებში. თანაც დრესასწაული დგებოდა და ხარჯი იყო საჭირო. დარიკოს დედა აქამდისაც აზეზილ გუნებაზე იყო, ეხლა მთლდ აირია და მოიშალა. მისჯდომოდა გაციებულ მაყალს, ძველი რამ ნაგლეჯი წამოესხა მხრებზე, ხელები უღონოდ დაეყარნა მუხლებზე, წინდა კალთაში ჩაჰვარდნოდა. გორგალი მაყალ ქვეშ გორავდა. ამრეზილი დაშტერებოდა დედაკაცი თავის ქალს თვალმოუცილებლივ. დარიკო მაგიდასთან იჯდა, ლამპრის შუქზე საკერავს აჩქარებდა და თან ლმპარზევე ითბობდა ხელებს. ქალმა იგრძნო მასზე შეჩერებული მზირი თვალი და შეხედა დედას. - შვილო როდემდის უნდა ჩაჰყურებდე მა საკერავს და თვალებს იწყალებდე? - რას ამბობ დედი?! ჯერ ხომ ცხრა საათიც არ არის. - ჩასცქერი და ჩასჩერებიხარ ვიღაცეების თეთრეულს! ნეტა ვიცოდე რა გამოდის მა შენი მუშაობიდან? აგერ დღესასწაულები კარს მოგვდგომია, ჩვენ ბედობაზე კი ფარა არსად ჰგდია. - მეც იმისთვის ვეშურები, დედიჯან! ხვალ წაუღე საკერავი და ფული გამოართვი. - მერმე რაღაც ხუთი მანეთი გერგება, რა მალამო უნდა დაედოს იმით ჩვენს იარას? არც შეშა გვაქვს, არც ნახშირი, არც ტკბილი, არც მწარე. - რა ვუყოთ, დედიჯან! ყველა ხომ მდიდარი არ იქნება ამ ქვეყანაზე. სად არის იმდენი ფული, ყველას გახვდეს?! ვიცხოვრებთ, როგორც იქნება, ღმერთია მოწყალე. - განა ჩვენისთანა საწყლებისათვის არის ღმერთი მოწყალე! ღმერთი არაფერს უწყალობებს ადამიანს, თუ არ ეცდება ან თუ არ უარჰყოფს კარზე მიმდგარ ბედს. - მაშ რა არის, დედი, თუ არა ვცდილობთ?! დღესა და ღამეს კი ვასწორებ და სხვა რაღა ვქნა. - საბოლოვო არაფერი გამოვა ეგეთი მუშაობით. ნემსის წვერს ჩააჭკნებ – ჩაახმები და ცხოვრების სიხარულს კი ვერ ეწევი. გათხოვდი და მორჩეს! გაჰყევ მჭედლიანთ ვანუას, აგერ იხვეწება. რით არის ის ბიჭი შენგან დასაწუნი? - არც დასაწუნია და არცა ვწუნობ, მაგრამ აკი გითხარი, ჯერ არ გავთხოვდები – მეთქი. ღა ვუყოთ, რომ დავღარიბდით. ძოგს სრულებითაც არააქვს რა, პურიც კი ენატრება და ჩვენ ხომ წერი მაინც გავფარია საკუთარი და პური არ გვაკლია. - ჭერი, ჭერი! სხვებსაც ეგ აკერიათ პირზე და შურით შემოგვცქერიან. გაიგე, ყურებიდან ბამბის ძველა გამოიღე და გაიგონე, რომ დღეს არა, ხვალ ეს ჭერიც გამოგვეცლება ხელიდან და მაწანწალანი შევიქნებით, ქუჩა – ქუჩა მავალნი. - ღმერთმა დაგვიფაროს! - ვერაფერი ღმერთი ვერც გვიშველის, ვერც დაგვიფარავს გულცივაძის ბრჭყალებიდან. ხედავ, როგორ მთასავით თავს წამოგვდგომია მისი სასახლე და მზეს გვიბნელებს! არ იცი, რომ ის ფული გულცივაძემ შამოგვატყუა მოახლის ხელით? ეხლა აგერ სამოც თუმნამდინ არის ვალი. მაშ რა გეგონა, სარგებელს რომ არ ვაზლევდით და თანაც შიგადაშიგ ფულს ვართმევდით იმ დედაკაცს! ბოლოს რომ თამასუქი შევუცვალე, დედაკაცმა პირდაპირ მითხრა: ეს უკანასკნელია, ჩემი ფული ჩემთვის მინდა და თუ ეხლაც ვერ მიშოვნე ნაღდი, მე თითონ გავუცენ ამ თამასუქს პატრონსაო. სახლს გაგვიყიდიან ვალში და მაშინ ვნახოთ, ვინღა მოვა შენ სათხოვნელად. - ძალიან კარგად ვიცი, დედიჯან, არავინ მოვა. მჭედლიაანთაც ამ სახლზე უჭირავთ თვალი და იმიტომ გევტმასნებიან. შენ კი გგონია, რომ ვანუას ჩემზე ამოსდის მზე, - მიუგო ქალმა და გაჩუმდა. უნუგეშო ფიქრებს მიეცა დარიკო. დიდი ხანი იყო გრძნობდა, რომ გულცივაძიანთ მახაში გაებნენ ისინი, მაგრამ ჩუმად იყო, თითქო კიდევ რაღაცის იმედი ჰქონდა. კაცი ხომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდის იმედითა ცხოვრობს. ეხლა, როდესაც დედამ პირდაპირ დაასახლა აუცილებელი უბდურება, ქალმა თვალი გაუსწორა მას და შეკრთა. გული შეეკუმშა, ჩაუბნელდა; თავი დაბლა დაახვრევინა მწარე სინამდვილემ, ხმა აღარ ამოაღებიდა. დაჩუმდა სალომეც, სამარისებურმა მდუმარებამ მოიცვა სახლი. 11 დარიკოანთაც მოამზადეს საშობაოდ ყველაფერი, რაც კი მათ ხელმოკლობას შეეფერებოდა, რომ პირნათლად დაჰვედროდნენ ბრწყინვალე დღესასწაულს. შავი ფულიც გადადეს მიმლოცველთათვის. შობის წინა ღამეს პატარა ბიჭებმა დაიწყეს კარდაკარ სიარული ხატით ხელში: შევიდოდნენ, ლოცვას იტყოდნენ, მიულოცავდნენ და ფარას რასმე მიიღებდნენ სასყიდლად, შავ ფულს. დიდ სასახლეებში არ იღებდნენ მიმლოცველებს, კარებს არ უღებდნენ. თუმცა აკრძალული იყო ალილოზე სიარული, მაგრამ პატარები მაინც ახერხებდნენ მილოცვას. დარიკოანთაც მიიღეს რამდენიმე მიმლოცველი და აასრულეს მამაპაპური ადათი. ერთმა პატარა გუნდმა ალილოს თქმაც კი მოახერხა მათ სახლში და დიდად ისიამონა სახლის პატრონები. დარიკოს მოაგონდა თავისი უზრუნველი ყმაწვილობა, როდესაც გამჭრიახი მამა ედგა თავს და გულუხვად შეეგებებოდა ყოველ ბრწყინვალე დღესასწაულს. მთელ ჯიბე შავ ფულს ურიგებდა მიმლოცველებს. შალომეც დაწყნარდა, კარგ გუნებაზე დადგა. დაღამდა. მეალილოვე აღარ მიდიოდა. შეწყდა ქუჩაში ხმაურობა: გვიან იყო. უმატა ავდარმა. ჰბარდნიდა. თოვლის ფიფქი მთვარის შუქს აბუნდებდა. ჩაკეტეს კარები. დარიკომ აანთო თუნუქის ღუმელი და გაშალა ვახშამი. მოუსხდნენ სუფრას. თკბილად შეექცეოდნენ. ღვინოცა ჰქონდათ. დაილოცნენ, ადღეგრძელეს ერთმანეთი, მოიხსენეს მიცვალებულნი, ადიდეს კერის ანგელოზი. ჭინანდებულად ტკბილად ჭუკჭუკებდა დედა – შვილი. ოცნებობდნენ. ოცნებათა ჭრელ ქსელში გაბმულთ დაჰვიწყებოდათ დარდი თუ ვარამი და გულუბრყვილო კმაყოფილებას მისცემოდნენ. დარიკოს ფიქრი გიორგის დასტრიალებდა, თავს ევლებოდა. უნდოდა ედღეგრძელებინა გაძევებული; მშვიდობით დაბრუნება ესურვა მისთვის, მაგრამ სცხვენოდა, დედისა ეკრძალებოდა. შალომემ ამოიკითხა ქალის ფიქრი და მოიგონა გიორგი, ადღეგრძელა, მშვიდობა უსურვა და სიკეთე. ძალიან გაეხარდა დარიკოს, გრძნობა ვეღარ შეიმაგრა და გულში ჩაეკრა დედას. - გიყვარს, გოგო, გიორგი? ძალიან გიყვარს? – ეკითხებოდა გულაჩუყებული დედა და უალერსებდა, ქოჩორზე ხელს უსვამდა, ეშხიანად გადავარცხნილ აბრეშუმის თმაზე. ის იყო ვახშამს ათავებდნენ ქალები, რომ მოესმათ ჭისკარის რახუნი. გაწყვიტეს საუბარი, ჭამაც კი შეაყენეს; სმენად გარდაიქცნენ. გავიდა რამდენიმე წუთი და კიდევ მოესმათ რახუნი. შეკრთნენ გაფითრდნენ. - ნეტა ვინ უნდა იყოს ამ დროს?! ავი კაცი კი არ იყოს, ქა! ღმერთო, დაგვიფარე. - ავაზაკი რომ იყოს, რაღას დაარახუნებდა. ალბათ დაგვიანებული მომლოცველია ვინმე; ეხლაღა მოუხწევია ჩვენამდის, - თქვა დარიკომ და წამოდგა. მაინც არ იძროდა ქალი ადგილიდან, კიდევ ყურს უგდებდა. ისევ გაისმა რახუნი! სალომე წამოდგა და გავიდა ეზოში. დარიკო უკან გჰყვა დედას. ჰკითხეს ვინაობა. - მე ვარ, თედუა ვარ, გამიღეთ ღვთის გულისათვის, - მოესმათ უძლური ხმა. დედაკაცმა გააღო კარები და მთვარის შუქზე რომ ცააკვირდა მისულს, გაშეშდა ადგილობრივ; თედუა კალატოზი იყო, გიორგის მამა, მგრამ, ღმერთო ჩემო, რა ყოფაში! დაბდღვნილ – დაგლეჯილი, წვერულვაშაბურძგნული, მტლად მოხრილ – მოღვარსლული! ხელი უთრთოდა ყავარჯენზე. ძლივს იდგა, ფამფალებდა. - შემიშვით ღვთის გულისათვის, საჩეხ ქვეშ მაინც გამათენებინეთ ეს საშინელი ღამე, - შეეხვეწა ბერიკაცი და ცრემლი ისმოდა მის დაჟღლილ ხმაში. სალომე უძრავად იდგა და მაგრა ეჭირა კარები. ბოროტმა ჰაქრმა გაუელვ თავში: კარები მიეჯახუნებინა და ჩაეკეტნა გაჭირებულის ცხვირწინ. შწორედ ესეც იქმოდა, თუ ქალი არა სდგომოდა გვერძზე და არ შერცხვენოდა მისი. ბუნებით ბოროტი დედაკაცი არ იყო სალომე, არც უდიერობით იყო ის, რომ ხელი უნდა ეკრა დავრდომილისათვის, მაგრამ შეშინდა: მიხვდა, რომ ეს უბედურიც იმათ ჩამოეკიდებოდა თვირთად, როგორც რამ ლოდი მძიმე და მთლად აუტანელად გახდიდა მათ სამძიმო ყოფას, ცხოვრების მორევი ისეც სძირავდა მათ თავის უფსკრულში და რაღა სხვა ტვირთის დასართება უნდოდა?! - მობრძანდი, სტუმარი ღვთისაა! – უთხრა დარიკომ და ხელი წაავლო კარებს, რომ უფრო ფართედ გაეღო ის. დედაკაცმა ხმა ვეღარ ამოიღო, ვეღარც არაფერი მოახერხა. აღარც დრო იყო ფიქრისა, რადგან ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა კაცი, რომ ანაზდად შველა ეჭირვებოდა, როგორც წყალში ჩავარდნილს მსწრაფლ გამოთრევა და გამოცოცხლება. ჭაიყვანეს, გაათბ – გააშრეს, დააპურეს, დაალევინეს, მოასულიერეს. ისე იყო საბრალო გაბრუებულ – გამოთაყვანებული, რომ მადლობის თქმაც ვერ მოახერხებინა; თვალს რეტად იყოლებდა, უაზროდ იღიმებოდა. შადრაც კუთხეში გდებულიყო მშიერ – მწყურვალი და ეხლა კი გამოეგდო ბეზარმოსულ სახლის პატრონს და კარი ჩაეკეტნა. ბევრი უაზრო და უშედეგო წანწალის შემდეგ ტავის ძველ უბანში მოსულიყო საპყარი და დარიკოანთ კარს მოსდგომოდა. ოთახის გვერდზედ რომ საკუჭნაო ჰქონდათ, იქ მოათავსეს ბერიკაცი იმ ღამეს. ღოცა ცოტათი დაწყნარდნენ, დარიკოს გაახსენდა ის ამბავი, ქრისტეშობის რამეს თვით ქრისტე რომ მისულიყო ერთ ღარიბ ოჯახში დავრდომილის სახით და გაებედნიერებინათ სტუმართმოყვარე მსპინძელი. ბერიკაცი მეორე დღესაც იქ დარჩა და შემდგომისთვისაც იქ დაბინავდა. როგორღა წავიდოდა ის დაავადებული ან სად?! სალომე მაინც არა ჰკარგავდა იმედს, რომ როგორმე მოიცილებდა თავიდან ამ ტვირთს; ან სახანაგოში მოათავსებდა, ან რომელსამე გზას გაუჩენდა, მაგრამ ამაოდ: საგლახაოში არ მიიღეს, სხვა გზაც არსაიდანა სჩანდა; გაგდება ვეღარ მოახერხა. დარჩა და დარჩა ბერიკაცი დარიკოანთაც, ძალაუნბურად დაბინავდა იქ. ვერაფერი ქრისტე კი გამოდგა საპყარი თედუა დარიკოანთათვის, არც არავითარი ბედი მოუტანა მათ. სალომეს თანდათან უძნელდებოდა ტვირთი არსებობისა და მალე ცხოვრების სიდუხჭირემ პირდაპირ შეანათა მას თავის ცეცხლისმფრქვევი თვალები: მოუვიდა უწყება გულცივაძე ვალს გიჩივისო, მევალე დედაკაცს მისთვის გადაეცა თამასუქი. რაღას იზამდა უქონელ –უმწეო? მიუსაჯეს ვალის გადახდა და საქმის საწარმოებელი ხარჯი ზედ შეუკეცეს. გავიდა ხანი და აცნობეს აღმასრულებელი ფურცლის ძალით გულცივაძეს ვალში სახლი უნდა გაგეყიდოსო. გულშემოეყარა სალომეს. ვადა მისცეს კანონიერი, მაგრამ რაღას უშველიდა ვადა, თუნდ ერთიათად განგრძობილი? ჩაუბნელდათ ქალებს ყოფა. შეირყა დარიკოს რწმენაც, რომ ღმერთი როგორმე უშველიდა მათ და ფართე გზაზე გამოიყვანდა კვალ-აბნეულთ. შალომე ხომ მთლად მოდუნდა, დაჰკარგა ცხოვრების ეშხიც და სურვილიც; ყოველივე ხალისი მოესპო; აჩრდილს დაემსგვსა მიმქრალებული. ვინღა აქცევდა ყურადღებას შეხიზნულ ბერიკაცს ან რაღა საჭირო იყო მმაგრისი დათხოვდა?! ისეც მალე მოშორდებოდა იგი მათ: სახლი სხვას დარჩება, მათ გარეკენ ბინიდან და ახალმა სახლის პატრონმა თვითონ იცის, რას იზამს და როგორ ვის მოეპყრობა. გიორგის იმედი კი აღარ იყო. ბერიკაცი აღარც კი ახსენებდა თავის შვილს. დარიკოსაც შეერყა იმის ოდესმე დაბრუნების ნუგეში და გული ჩასკდა. აგერ სამი წელიწადი სრულდებოდა, მისგან ამბავი აღარ იყო. ალბათ უპატრონოდ დაიღუპა ბიჭი უცხოეთში. 12 ტყუილად ეგონათ დარიკოანთ გიორგი დაღუპაო; სიცოცხლის ნაკადული სრულიადაც არ შეწყვეტილიყო ჯეელის დანაღვლიანებულ გულში. ანგელოსი მფარველი ჰყოლოდა მას საქართველოდან და იგი წარუმართავდა გზას, იხსნიდა ყოვლისაგან განსაცდელისა, იმედის შუქს არ აშორებდა უდროვოდ ჩაშავებულ მის სიყრმეს. პირველ ხანში ძალიან დაღონდა ბიჭი, დასევდიანდა, გული მთლად ჩასყდა, როცა გააცილეს ის თავის ქვეყანას და ვეღარ გაიგონა ნაჩვევი ხმა ტკბილი. ისე წარმოუდგა, თითქო ყოველი კეთილი ჩამოაცალესო სამუდამოდ. მანამ შინ იყო, თავის ქვეყნის სიტკბოებას ვერა გრძნობდა, არცა ფიქრობდა ამაზე უდარდელად მიყრდნობილი მის მკერდზედ, მაგრამ როცა მრისხანე გრიგალმა აგლიჯა ის ამღზრდელი ნიადაგიდან და გასტყორცნა შორს, მაშინ კი აუტირდა გული, როგორც რამ ჩჩვილს უდედაოს! კიდევ კარგი, ზაფხულში წაიყვნეს ბიჭი, თორემ ჩრდილოეთის სასტიკი ზამთარი მაშინვე მოშუშავდა ამ სამხრეთის ყვავილს და ჩააშავებდა. ადგილზედ, რომ მივიდა და მიიხედ-მოიხედა, სუნთქვა შეეხუთა, გული შეეკუმშა, სისხლის ცვარი დაეცა მის გულს. სად იყო ნაჩვევი ბუნება, ნაცნობ-ნანახი ხალხი, მისი ამზრდელი ქუჩები, ტოლ-ამხანაგები, მისი ყოველდღიური სამუშაო?! მთლად გნმარტოებულად იგრძნო თავი, ადამიანთა კრებულის გარეშე, კაცურ ცხოვრების გადაღმა. ეს მჭიდროდ დასახლებული ადგილი უდაბნო იყო მისთვის უკაცური. ხალხი ეჭვით უყურებდა მას, გნზე გასდგომოდა, უნდო თვალი აეყოლებინა მისთვის. ან კი რა უნდა ექმნათ, როცა იცოდნენ, რომ იგი გადასახლებული იყო და, მაშასადამე, ავაზაკობის ჩამდენი?! მართალია, იქ, მისდამი მიზომილ – მიჩემებულ მიდამოში, მთლად თავისუფალი იყო გიორგი, საპყრობილეში არ იჯდა, არც დარაჯი სდევდა უკან ყოველთის, მაგრამ მაინც კანონისაგან დაგმობილი ადამიანი იყო, განრისხულ – უარყოფილი და საფრთხილო. ეს იყო მიზეზი, რომ ჯანსაღმა და საქმეს მოწყურებულმა ვაჯკაცმა ჯერჯერობით ვერაფერი საქმე ვერ იშოვა და ცხოვრების რამ წყარო ვერ გამოძებნა. დღიური მუშა რა არის, დღიურ მუშადაც არ მიყვანდათ გიორგი. გაუჭირდა ყოფა, უსაქმოდ და უსახსროდ ყოფა უცხოეთში. მაგრამ აკი გითხარ, ღმერთს არა სრულიად დაეტოვებინა იგი, არც ბედს გაეწირნა მთლად: იმ მხარის მმართველი, სადაც გიორგის ნაბძანები ჰქონდა ეცხოვრნა, ადგილობრივი მდიდარი მემამულე იყო და მთავრობისაგან მიჩნეული კაცი. იმ ზაფხულს თავის მამულში სახლებს აშენებდა, აუარებელი მუშა და ოსტატი ირეოდა მის შენობაზე. გიორგი რამდენჯერმე მივიდა შენობასთან და შორიახლოდან ათვალიერებდა სამუშაოს თუ იქაურ მუშაობას, მუშაობის ესხზე მოდიოდა ახალგაზრდა ოსტატი, ხელები ექავებოდა, მგრამ ვინ მისცემდა შრომის ნებას ან ვინ აღირსებდა სამუშაოს?! ერთხელ როდესაც პატრონი ათვალიერებდა თავის შენობას, გიორგიმ ვეღარ მოითმინა, მივიდა და შეეხვეწა, ნება მიეცა მისთვის ემუშავნა, უფასოდ ეშრომნა, უსასყიდლოდ, რადგან უსაქმობას თავი მოებეზრებინა მისთვის. გაიგო უფროსმა, რომ კალატოზი იყო ის და უბრძანა ზედამხედველს კედელზე დაეყენებინა. ისე გაუხარდა გიორგის, თითქო თავისუფლება მიანიჭესო. დაიმკლავა, შემოიკრა ფეშტამალი და შედგა კედელზე. მეპატრონე შორიდან უყურებდა მას. ოსტატებმა დამცინავის ღიმილით გადახედეს გიორგის. მიჰყო ხელი ნაჩვევ საქმეს, თანდათან გაერთო და ბოლოს მთლად გაიტაცა ხელობამ. ისე მოხდენილად ამოჰყვანდა ლიტაო კედელი, თითქოს ეკლესიას აშენებსო. დაავიწყდა, სად იყო, ისევ თავის ქალაქში ეგონა თავი ბაღჩოსა ან მიტროს გვერდზედ და კედელზე მდგომმა შემოსძახა თავისებურად. თან მღეროდა, თან მარჯვედ მუშაობდა, ეშხიანად. გარშემო მყოფი ჯერ ეოცათ და ეუცხოვათ ეს ხმები; მერე ცნობისმოყვარეობამ გაართო ისინი, პირზე ღიმი მოუვიდათ და შეაქეს. ბატონსაც გაეღიმა, უამა, გაეცინა. ეს პირველი ნაბიჯი იყო გიორგისა და მარჯვეც გამოდგა იგი ცდა. შემდეგში ოსტატებიც და მუშებიც შეეჩვივდნენ მას. შენობის ზედამხედველმა წყალობის თვალით გადმოჰხედა პატიმარ ოსტატს, კიდევ უხაროდათ მათ მისი დამტვრეული რუსული და ოხუნჯობა. შენობის პატრონისათვის ხომ მისი მუშაობა ნაპოვნი იყო და ნაპოვნი. ღვთის წინაშე კრიჟანგი რამ არ გამოდგა უფროსი: რახან გიორგიმ დაიმსახურა მისი ყურადღება და ნდობა, იმან მცირეოდენი სასყიდელი დაუნიშნა შრომისათვის. მმართველმა შემდეგში უფრო დაიახლოვა გიორგი. დააკვირდა მას, ნახა მისი მართალი გული და პირდაპირი სიტყვა. მოეწონა მისი სიფხიზლე, მისი გამჭრიახობა და კეთილი თვალით დაუწყო ყურება. ბოლოს იქამდინ შეიწყნარა კაცი, რომ თავის სახლის ეზოში მისცა მას ბინა. რას აგებდა? სახლის მცველი იშოვნა თითქმის უსასყიდლო და მხლებელი ერთგული. მხოლოდ ასაზრდოებდა გიორგის, ნასუფრალს არ უჭერდა. ესეც დიდი ღვთის წყალობა იყო განდევნილისათვის. მეტადრე მაშინ, როდესაც დადგა სასტიკი ზამთარი, დაჰფარა მთელი ქვეყანა თოვლმა, დაჰბერა ჩრდილოურმა ქარმა და ყინვამ. ჰაერში ფრინველს სთოშავდა, ხოლო დედამიწაზე ქვასა ხეთქავდა. თბილი ბინა და და საჭმელი სიცოცხლედა ღირდა მაშინ, სიცოცხლედ! უფროსმა ეხლა მთლად შეიგნო გიორგის ჰალალი გული, ნახა მისი მარადჟამს ხალისიანი ხასიათი და მიენდო მას. თუ შორს წავიდოდა სადმე, უთუოდ თან გაიყოლებდა გიორგის. კოფოზე მჯდომ გიორგისათვის ამისთანა სეირნობა მაინცდამაინც სასიამოვნო არ იყო მკცრ ზამთარში, მაგრამ ეხლა თბილად ეცვა, იქაურულად, თითონაც სიპივით კვრივი ბიჭი იყო და გაჭირების ატანა არ უძნელდებოდა. თანაც გზაზე გამოვლილ ტანჯვის ბდლად, დილას რომ მივიდდა, სითბო დაჰხვდებოდა სანეტარო და სანოვაგე უხვი: მის გავლენიან ბატონს ყველა ფიანდაზად ეგებოდა იმ არეს. არა, ბეის მადლიერი უნდა ყოფილიყო გიორგი: რამდენ მისთანას მოუღო იქ ბოლო სიცივემ და და შიმშილმა! დიდკაცის მსახურ – მხლებლებიც შეეჩვივნენ გიორგის. მხოლოდ ის უკვირდათ ძალიან, რომ გიორგი არ ეტანებოდა იქაურ გოგონებს, თუმცა ისინი ძალიან უალერსებდნენ ამ შავ ბიჭს და ეტმასნებოდნენ. ღა იცოდნენ იმათ ან როგორ მიხვდებოდნენ, რომ დარიკოს სახე თან აჰყოლიყო ჯეელს და იმისი ეკრძალებოდა. იცოდა გიორგიმ, რომ მთლად უარი უნდა ეთქვა სხვათა ტრფიალზე, ახლოც არ უნდა გაჰკარებოდა კეკლუცებს, კარგადა გრძნობდა ამას, როგორ არა! მაგრამ, ახ, რა ფუნთუშები იყვნენ ის მაცდურნი, თეთრები, ლბილები! 13 უცხოეთშიც მარად თვალწინ ედგა გიორგის თავის დარიკო და თავს მისთვის ინახავდა, მხოლოდ მისთვის. ნებას არ აძლევდა თავის თავს ვიზედმე გაეცვალა მისი სახე, თუნდ დროებით. ეს ხომ ღალატი იყო შეუნდობელი. სწამდა ვაჟს, რომ გაივლიდა დრო ავი და ისევ ეღირსებოდა დაბრუნებას, თავის ქვეყნის ნიადაგის დაკოცნას, ნაცნობ ქუჩა – უბანში ყელმოღერებულ გავლას, ტკბილი სიტყვისა თუ ჰანგის გაგონებას. მაშინ სამუდამოდ შეუერთდება იგი თავის დარიკოს, საუკუნოდ; გულით ხომ ეხლაც განუყრელია მისგან, როგორც მეუღლე მოყვარული, თავდადებული. ამ რწმენას განამტკიცებდა გიორგის გულში დარიკოს ხელით, მისი ბრძოლის თითებით დაწერილი გიორგის მამის წიგნი. თავის მხრითაც მიეწერა დარიკოს ორიოდე სიტყვა. მოკითხვას უთვლიდა, ამხნევებდა. სწერდა, ნუ იდარდებ, თავს გაუფრთხილდიო. იმასაც სწერდა, შენი ფარჩის ახალუხი კარგადა მაქვს შენახული და მის დანახვაზე შენ გიგონებო. გიორგის უბეში ედვა ეს ტკბილი წერილი, დარიკოსაგან საკუტრად მასთან მიწერილი უსტარი და თალისმათ მიაჩნდა მას იგი, მფარველ რამ ავგაროზად. მართალია შინიდან ეს ერთადერთი წერილი ჰქონდა გიორგის, მაგრამ იმედს არა ჰკარგავდა ბიჭი და ყოველდღე მოელოდა რამე ამბავს თავის ქვეყნიდან. შაკვირველი კი იყო, რომ აღარასა სწერდნენ. თითონ აგერ მესამე წერილი გაგზავნა მამასთან, პასუხი კი არსად იყო. მისი წერილი ხომ დარიკოს უნდა წაეკითხნა, მამასაც დარიკოს ხელით მიეწერნა მისთვის პასუხი. მამის წერილი იმისთვის უფრო უხაროდა გიორგის, რომ დარიკოს ნაწერ სტრიქონებს ჩასთვლიდა და ჩაიკითხავდა. Mაგრამ აღარსად იყო იგი წერილი, აღარსად! შწორედ დაივიწყეს განდევნილი. - გული აიყარეს ჩემზე: როგორც თვალი შორს, ისე გული. Aლბად დარიკოსაც გაუგრილდა ჩემზე ჟიგარი. ვინ იცის, ვინ გაეარშიყა ან ვინ შეირთო. Mე ვიცი, ქალს დაიწუნებს ვინმე! ეჰ, ან კი რაღა იმედი უნდა ჰქონდეს ჩემი, რომ მიცადოს: ბევრი წამოსულა ჩემ გზაზე და განა ბევრიღა დაბრუნებულა უკან?! –ფიქრობდა ახალგაზრდა და გული წყდებოდა. ენა რომ ამას ამბობდა და ამართლებდა დარიკოს, გული მაინ ცარ იმეტებდა სხვისათვის. ვერც დაერწმუნებინა ვაჟს თავისი თავი, რომ ოდესმე დაივიწყებდა მას დარიკო. არა დარიკო შეინახავს თავს გიორგისათვის, მანამ ცოცხალი ეგულება მას იგი, არასდროს უღალატებს მას, ოღონდ კი, ღმერთო, ერთი მალე გავიდეს ეს ხუთი წელიწადი! ჯერ ხომ მხოლოდ ერთი წელიწადი მობრუნდა, რაც ის გადაასახლეს. მაინც მოუცდის მას დარიკო, თუ ნამდვილ უყვარს. შწორედ მოიცდის და არვის არ გაჰყვება მანამდის. მაინც რა დიდი ხნისა იქნება მაშინ ქალი. ეხლა სულ რაღაც თვრამეტ – ცხრამეტ წლისა არის და რა უშავს, მოუცადოს! არავის გაჰყვება დარიკო სხვას და გიორგიმ უსათუოდ უნდა შეინახოს თავისი თავი ფაქიზად დაიცვას თავის ადამიანობა, რომ ღირსეულად და პირნათლად შეხედოს მას. და ცდილობდა გიორგი თავი შეეყვარებინა უფროსისათვის თავი შრომით თუ პატიოსნებით. გრძნობდა, რომ მისი ბედის მიმმართველი სწორედ ეს გავლენიანი კაცი უნდა შექმნილიყო ამ უცხო მხარეს. მუშაობდა გიორგი თავის მფარველის ახლო, მაგრამ არც ერთხელ კი არ დაუმდაბლებია თავი და არ შეუმწიკვლია თავის ვაჟობა რაიმე უგვან და მონურ თქმით თუ ქცევით. ამაყ და გულმართალ ბიჭს ბუნება ნებას არ აძლევდა მონურად მოქცეულიყო, სულმდაბლად. თითონ უფროსსაც სწორედ იმისთვის შეუყვარდა გიორგი, რომ ისეთი მარჯვე, მხნე, პირდაპირი და გულმართალი კაცი ჯერ არ შეჰხვდროდა იმ მონათა ბრბოში, რომელიც მარად გარს ეხვია მას და თვალ-წარბში შეჰყურებდა. მისთვის ესეთი კაცი ახალი რამ ხილი იყო, უცხო, მზიან, თბილ ქვეყნიდან ავბედისგან გადმოტყორცნილი ნაყოფი. 14 წელიწად – ნახევარი დაჰყო გიორგიმ ესეთ ყოფაში. მემრე მოვიდა ამბავი, დიდკაცს შორ აღმოსავლეთში ჰგზავნიან სამძიმო საქმის მოსაგვარებლადო. ამ ამბავმა დააღონა გიორგი, რადგან იმის წასვლის შემდეგ ნიადაგი ეცლებოდა ფეხქვეშ და ისევ გაჭირებულ ყოფაში უნდა ჩავარდნილიყო კაცი. მებატონეს კი ძალიან გაუხარდა ეს ამბავი, რადგან თუ პირნათლად შეასრულებდა იმ სამძიმო მინდობილობას, დიდ დიდებისაკენ გაეხსნებოდა გზა. მოხელე მსწრაფლ მოემზადა და მოინდომა გიორგის თან გაყოლება. პირდაპირ უთხრა, რომ ძალიან ენდობოდა მას და უცხო ქვეყნაში სწორედ საჭირო იქნებოდა ის მისთვის. საქმის მოგვარება თითონ ითავა და თანაც ჯილდო და სიკეთე აღუთქვა სამსახურისთვის. გიორგი არც კი დაფიქრებულა ისე წაჰყვა მოხელეს. თავისდაგვარად დიდი სამსახურიც გაუწია მას როგორც გზაზე, ისე ახალ ადგილას. გიორგი ეხლა ტყვე აღარ იყო, ახლა ის თავისუფლად მოქმედებდა, რადგან თავისუფლების მიმნიჭებელს ახლდა გვერდზედ. აღარც ფულის ნატრული იყო, რადგან საჩუქარს და სასყიდელს არ იშურებდა მისთვის უხვი და მდიდარი მებატონე. ცოტაოდენი თანხა შეუგროვდა ჯეელს. დაკვირვებით ათვალიერებდა გიორგი იქაურობას და ხედავდა, როგორ ანაზდად მდიდრდებოდნენ იმაზე უფრო უშნო და უგერგილო ბიჭები ფეხზე ვაჭრობით. იმ მხარეს ძალიან ხელსაყრელი ყოფილიყო სვადასხვა აღმოსავლეთური საქონლით ვაჭრობა, მეტადრე იაპონური ნაწარმოების გასაღება, რადგან ამ ხანში გადაჭარბებული ყურადღება იყო მიქცეული ყველაფერზე, რასაც კი იქაური ელფერი ედვა. გიორგიმ რამდენჯერმე სცადა ამგვარი ნივთებით ხელდახელ ვაჭრობა და მოგებული დარჩა. ამან წაახალისა ჰაზრიანი ახალგაზრდა და დაასკვნა ამგვარ ვაჭრობისთვის მიეყო ხელი, რამდენადაც კი შეეძლებოდა ეს მის ყოფა –მდგომარეობაში. ბედი შესწევდა გიორგის: მისმა მეპატრონემ მალე დაიმსხურა მთავრობის ყურადღება თავის ერთგული და ჰაზრიანი სამსახურით. ხომ გახსოვთ, როგორის ქებით იხსენიებდნენ მას გაზეთები და რა მალე გაიწვიეს ის სატახტო ქალაქში. წასვლისას უხვად დააჯილდოვა დიდკაცმა თავის ამაგდარი გიორგი და თითონვე მოუხერხა განდევნის ვადის შემოკლება. მთლადაც გაანთავისუფლებინა იღბლიანი და გაახარა. ბედი იმისთვის შეეწია ახალგაზრდას, რომ დარიკო ევედრებოდა ღმერთს: კალთა გადაეფარებინა მფარველი ალალ – მართალი ბიჭისათვის, უვნებელად დაეცვა ის უცხო მხარეს და მშვიდობით დაებრუნებინა თავის ქვეყნაში. ძლიერია ქალწულის ლოცვა და შესაწყნარებელი, იგი სუნნელოვან გუნდრუკად აღემართება ზეცას და ეფინება ყოვლადძლიერის კალთას. ეხლა კი ჯარასავით დატრიალებდა გიორგი. მთელი თვისი გამჭრიახობა მოახმარა ამ ახალ საქმეს, მაგრა ჩასჭიდა მას თვისი მადლიანი მარჯვენა და წარმართა იგი სახეიროდ. ფულმა შეგროვება იწყო მის ხელში, შექუჩება. მუშტარს მოეწონა ახალგაზრდა ვაჭართან საქმის დაჭერა: დიდ მოგბას არ დაგიდევდა, დარდიმანდულად ვაჭრობდა, ოღონდ კი ცოტა რამ დარჩენოდა ხელში და მაშინვე ასაღებდა საქონელს. ღა არ იყიდა და გაყიდა! ღა საქონელმა არ გაიარა მის ხელში! შულ რაღაცა წელიწად - ნახევარში საკმაო თანხა შეუგროვდა. ხუთასი თუმანი ნაღდი ჰქონდა ეხლა გიორგის და ეს ხომ მის ყოფა-გარემოებში ზღაპრული სიმდიდრე იყო. აი ამ ხანებში იყო, რომ ვაჭრობაში გართულმა გიორგიმ ვეღარ გაგზავნა წერილი სამშობლოში. ან ვისთვის გაეგზავნა წიგნი და რა მიეწერა, როც პასუხი აღარავისგან მოსვლია?! - დამივიწყეს, ყველამ დამიავიწყა; დარიკომაც მიმატოვა. ვინ იცის, მკვდარიც ვგონივარ. ღოგორ იმედს მაძლევდა: გულიდან არ ამოგიღებო! – ფიქრობდა შიგადაშიგ. - ალბათ გათხოვდა. სწორედ მჭედლიაანთ ვანუას გაჰყვებოდა, იმ დუნდულასა. მითომც ისიც ჯეელია რაღა! ერთი გავადო, ციბრუტივით დავატრიალებ. ვანუა და დარკო! აფსუს, ქალო, აფსუს! – ამბობდა გიორგი თავის გულში და გაჯავრებული უფრო ცდილობდა მოემარჯვებინა საქმე. - რა პირკატა ეცემა დარიკოს, რომ ფულიანი კაცი ჩავალ! იმასა ჰგონია, ჯერ კიდევ ორი წელიწადი უნდა ვიყო აქ და მერე დაგლახაკებულ – დაავადებული დავბრუნდები ... ახი არ არის, ერთი ისეთი ქალი შევირთო აქ, რომ მასკვლავებს ეთამაშებოდეს . . . ვაჰ, რა უშნოდ ლაარაკობ, ჩემო თავო! აქაური ქალი და ჩვენებური ოჯახი! Aრა, ჩავალ და იქ ავირჩევ საცოლეს, ისეთს ქალს გამოვიყვან, რომ მზითუნახავი იყოს!.. მაგრამ დარიკოსთანას სადღა ვიპოვნი სხვას?! სადღა?! ახ, რად მინდა ფული ან სიყმე, თუ დარიკო არ მეყოლება?! მივალ, ვაყვედრებ მუხანათობას და თავს მოვიკლავ მის წინ!.. მაგრამ, იქნება მოთმინებით მელის საწყალი და გზისაკენ აწყდება თვალები! ღელავდა ახალგაზრდა და გრძნობდა ტალღა ხან იმედთა კიდე მიახეთქებდა მის ფიქრთა ნვს, ხან სასოწარკვეთილების უფსკრულში ჩაათავქვევებდა ჩასაძირად. ბოლოს ვეღარ მოითმინა, უეცრად შესწყვიტა ვაჭრობა, გაანაღდა დოვლათი, ერთი ოთხასი თუმანი გამოგზავნა თავის სახელზე, ას თუმნამდის დაიკერა აქა-იქ ტანისამოსზე ან ქასაში ჩაიდო დაგამოფრინდა შინატკენ. მოჰქროდა გიორგი და რაც უფრო უახლოვდებოდა თავის ქვეყნას, რაც უფრო ილეოდა მანძილი, იმდენი შიშით ელეოდა გული განუჭვრეტელ მომავლის წინ. რა გაშინებს, შე ლაჩარო! იქნება დარიკოს გულში სიყვარული უფრო გააძლიერა შენმა მოშორებამ, იქნება ტრფობის დარდი დაერთო და სევდიანმა საყვარულმა ჩააშავბნელა ქალი და ჩაადნო. აბა თუ კარგი ჯეელი ხარ, მიდი და გაახარე, გააღაღანე, როგორც ვერდი ფურჩქვნილი, ერთი შვიდმაისის წვიმასავით დაუნამე დამწვარი გული! - “წვიმავ, მაისი შენ გელოდება“ ... – შემოსძახა ფიქრით გტაცებულმა ჭაბუკმა. და უეცრად გამოერკვა ოცნებას. თანამგზავრები გკვირვებით შეჰყურებდნენ ახალგაზრდას. 15 გიორგის რომ ხან იმედი გაუშუქებდა და ჭრელ ოცნებათა წალკოტში ანავრდებდა, ხან კი უიმედობის შავ ბურუსი წამოებურებოდა და მზეს უბნელებდა; ის რო მიისწრაფებოდა წინ და თან ეშინოდა გზის დალევისა, რომ გული არ მოჰკვდომოდა იქ, გზის ბოლოში, დარიკოანთ იმედი მოსპობოდათ ამ დროს კი უღონოდ აჰყოლოდნენ ავ დროთა სრბოლას, რომელიც უბედურებისკენ მიაქანებდა მათ. აგერ კიდევ ორი დღე და მათ საყვარელ კედელ-კუთხეს გულცივაძე დაეპატრონება. ის ხომ მაშინვე დაანგრევს სახლს. მის უზარმაზრი სასახლე გდმოსდგამს ნაბიჯს და ქვეშ დაიტანს სახლის ნანგრევებსაც და სახლის ადგილსაც, იმ მათვის დაუფასებელ პატარა ადგილს, რომელიც ისე უყვართ მათ, რომელიც მათ არსების ნაწილს შეადგენს, მათ პიროვნობის განგრძობას. მოისპობა ამ უბანში ხსენება და ხსოვნა დარიკოანთიც. ხვალზევით მოესპობათ დარიკოანთ მამაპაპეული ბინა და მასთან ერთად ყოფა ადამიანური. გააშრო და დააუძლურა ქალები მათზე მოსულმა უბედურებამ, დაჰკარგეს მათ მოქმედების უნარი, მოსაზრებათა ნაკადი ამოშრა მათ არსებაში, სასოწარკვეთილებამ გაყინა და უგრძნობელჰყო მათი სული. უბედობამ დაამცხრო იგინი, შეამოკლა, შეკუმშა, გაანადგურა. ჩამოწვა უკანასკნელი ღამეც. მეორე დღეს უნდა გჰყიდოდათ სახლი. ძვალ შუამდღემდის კიდევ მათი იქნება ბინა, მერე კი... მოიტანეს ვახშამი, ახლიჩეს პური, გაცოხნეს. მწარე იყო ის დალოცვილი და მაშრალი, ყელში არ ჩადიოდა. ისე ჩაწვა დარიკოს დედა, ხმა არ ამოუღია, არც ხატისკენ მიუხედნია. რაღას უშველიდა ეხლა ლოცვა?! ჩოტა ევედრა ღმერთს, რომ ასცილებოდა ეს განსაცდელი დღე? მაგრამ ვერ გააგონა თავისი ვედრება ვერც ცას, ვერც დედამიწას. დარიკო მაგიდასთან იჯდა უძრავად, მარმარილოს ქანდაკებას დამსგავსებოდა უსისხლო. გადავიდა შუაღამე. ქალი ადგა, გამოსწია უჯრა, ბოღჩა ამოიღო და გახსნა. ახალუხის შრიალზე გიორგის სახე მთლად დაეხატა დარიკოს გონებაში, ისე ნამდვილ ედგა ახალგაზრდა ქალს თვალწინ, როგორც ცოცხალი. ქალმა დახარა თავი, ჩამალა თავი ახალუხის კალთებში და ატირდა მწარედ. მთლად თრთოდა, უხმოდ იფუფქებოდა, უსიტყვოდ. სულთქმა ყელში უჭერდა, ახრჩობდა დედაგულს. შალომეს კი არა გაუგია რა: ღრმად ეძინა უსიზმროდ, გაუნძრევლად. გათენდა. ცა მთლად მოწმენდილი იყო, გუშინდელი მონამული მიწა ოდნავღა იყო ნესტიანი. ჭმინდა და გამჭირვალე ჰაერი გააპასეს მზის სხივებმა მსუბუქ ფრთით და აალაპლპეს. ბუნება მხიარულად იღიმებოდა: უხაროდა, რომ იძლია წყვდიადი ღამისა და განიდევდა. გაიღვიძეს დარიკოანთაც. ქალმა დაგავ-დაწმინდა ეზო დაარაკრაკა. მორთო გულდამწვარმა ჭირისუფალმა ძვირფასი მიცვალებული. აადუღეს ჩაიდანი. ბერიკაცსაც მიუტანეს ჩაი. მოძრაობდნენ ჩვეულებრისამებრ, ხმას კი ვერ იღებდნენ. ღა უნდა ეთქვათ? ან რა სიტყვას უნდა დაეხატნა სიმძიმე მათის მწუხარებისა?! ეს დილა იყო, როცა გიორგი შემოვიდა ქალაქში. ღელავდა, შინ მისვლა ესწრაფებოდა. ეტლით წამოვიდა. ქუჩებს უალერსებდა გზადაგზა, სახლებს უღიმოდა. უნდოდა ყველას მიჰსალმებოდა, ყველასთვის ხმა გაეცა, გადაჰზვეოდა. ღა კარგი იყო ეს ქალაქი., მშვენიერი, შეუდარებელი! განა შესაძლოა კიდევ სხვაგან სადმე იცხოვროს ადამიანმა და თავს ბედნიერად გრძნობდეს?! ეტლი მივიდა დანიშნულ ადგილას და შედგა. გიორგი დააშტერდა ქუჩას და ვეღარ იცნო, ბევრი რამ შეცვლილიყო სამ წელიწადს: იმ ქოხის მაგივრად, სადაც მაშინ ცხოვრობდა გიორგი, უზარმაზარი რამ შენობა ამართულიყო. გაუსწორდა მეეტლეს. ფეხით შემოურა სახლს. ნასახიც ვეღარ იპოვა ძველის ბინასა. ნაცნობიც არავინ შეჰხვდა, რომ ეკითხნა თავის მამის ამბავი. ერთ წამს დაიბნა, შედგა: არც იცოდა, რა ექნა ან საით წასულიყო. - დარიკოსთან წადი, შენ დარიკოსთან! იქ გაიგებ ყველაფერს, - ჩასჩურჩულა გიორგის იდუმალმა ხმამ. გიორგიმ გასწია დარიკოანთკენ. გასცდა გულცივაძის სასახლეს და ნაცნობმა ეზომ კი შეანათა მის თვალებში. შედგა ერთ წამს. თვალი გადაავლო თავის ტანისამოსს: ბეწვის ქუდს ხელი გადუსვა, მაუდგადაკრული ქურქი ჩაიღილა, წაღის ყელი გისწორ-გიბერტყა, ერთი ღრმად ამოისუნთქა და შეაღო ბჭისკარი. დარიკო დახვდა წინ. ის იყო პირი დააღო ქალმა ვინაობის საკითხავად, რომ იცნა მისული და ხელგაპყრობილი წაესწრაფა მისკენ, მაგრამ სიხარულის ელდამ მუუხლთ მოჰკვეთა სევდისაგან გაწამებულ ქალს და წატორტმანდა იგი. გიორგიმ არ დაუშვა დარიკო ძირს: გადაფრინდა მისკენ და მძლავრად ჩაიკრა გულში თავისი სიცოცხლე. 1912 წ.