Jump to content

ფარსადან გორგიჯანიძე - "საქართველოს ისტორია"

From Wikisource

ფარსადან გორგიჯანიძე - "საქართველოს ისტორია"
ავტორი: ფარსადან გორგიჯანიძე





ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები











როსტომ მეფის ცხოვრება გამოწერილი საქართველოს ისტორიიდგან გორგიჯანიძის მიერ თხზულისა

[edit]

* * *

[edit]

ქ. სახელითა და შეწევნითა მღ῀თისათა ერანის ხემწიფების ანბავი ისმინეთ. ზოგი წინგნებში წაკითხულია და ზოგი ნახულია, ზოგი გაგონილია, შეგროებულია და ისპანში დაწერილია და ამის წერაში შ(ა)ხ სეფის ნათესავთაგან რვას ხემწიფობა უქნია. უწინ შაჰ ისმეილ, მეორე მისი შვილი შაჰ თამაზ, მესამე ამისი შვილი შაჰ ისმეილ, მეოთხე ამისი ძმა შაჰ ხუდაბანდა, მეხუთე ამისი შვილი შაჰ აბაზ, მეექვსე ამისი შვილი შაჰ სეფი, მეშვიდე ამისი შვილი შაჰ აბაზ, მერვე ამისი შვილი შაჰ სულეიმან ამის წერაში ხემწიფობდა, მაგრა კარგად ყური მოუგდევით რომ ყოვლს კაცს მართებს წესაზედ გაფრთხილება. უფროსი ერთის ხემწიფობა თავის ყმათ წაურთმევია. მაშ ბატონმან ყმა ასრე უნდა არ გააძრიელოს რომ პატრონის წახდენა შეეძლოს. აბა თუ ბატონი დაიჩაგრა, ყმა გაძრიელდების და ბატონობას მოინდომებს და ადვილათაც წართვამს, ამისთვის რომ ზოგნი მეყვისნი და მოყვარენი ეყოლების და ზოგს კარგს ყმობაში თვითან მოიმადლებს და მოიყენებს. ზოგნი შემშურნობის ჯავრითა ხემწიფესზედ ავგულნი შეიქნებიან, მიუვლენ და კიდეც ასრე იქნება ვითაც თავრიზს იქნა ჯანშა ხემწიფის საქმე და თავისის ყმის უზუნ ჰასანისა.

ჯაჰან-შაჰი - ყარა-ყოინლუს მმართველი 1435-1467 წლებში

ინდოეთით იელუსალემამდის ჯანშა ხემწიფობდა. თვითან თავრიზს იჯდა. გრძელი ჰასანბეგ რომ უზუნ ჰასანს ეძახიან ჯანშას ყმა იყო და მისად შეუკითხავად არას იქმოდა, მიცემაც იმის ხელთ იყო და წართმევაცა. ხემწიფის კარის უფროსნი და ნაპირის ბატონებნი ან მისი ნათესავნი იყვნენ ან მისგან ნაშოვნი აქონდათ. ამის ჯავრით ლაშქარი და ქვეყანანი ხემწიფეს გაავებოდეს და დიარბექირის ბეგლარბეგობა უზუნ ჰასანს მისცა და ბაღდადის ბატონობა მის ბიძაშვილსა და ჯანსშა თავრიზს იყო. ერანისა და თურქმანის უფროსთ ერთგან პირობა შეჰკრეს და ასრე თქვეს: მაშინც ჯანშამან ხემწიფობა ჰასანბეგს დანებაო და ქვეყანაც მის კერძს კაცებს უჭირავსო და მის უნებურს არასა იქსო, ბარემ ყველანი იმას ვებირნეთო და აქ თავრიზს სახემწიფოთ და რა დიარბექირით აქეთ გამოდგესო, ჯანშას ვაცნოთო, ან ჯანშას ის მოჰკლავსო და ან უზუნ ჰასანს ჯანშა მოაკვლევინებსო, ამაშიგ ერთსადა მოვრჩებითო.

რა ერანელთა და თურქმანთაგან ეს წინგნი ჰასანბეგს მიუვიდა, ისიც ბევრის სალაროთა და დიდის ლაშქრით წამოვიდა და ეს ანბავი ჯანშას მოახსენეს. იმას კიდევ მემშურნობა ეგონა და არ დაუჯერა, სიდამდისინ თავრიზს ახლო არ მოვიდა. რა მოვიდა, ერთს დღეს ჯარს ვეღარსით შემ(ო)იყრიდა, ღონე გაუწყდა ჯანშასა, შამი ყაზანის გზით უზუნ ჰასან შემოვიდფა თავრიზს. უჯანის გზით თავრიზიდამ ჯანშა გაეცალა ცარიელი, სალარო და სიმდიდრე მისი თავრიზს დარჩა და ჯანშა უჯანის მთაში ავიდა და უზუნ ჰასან აღარ დააცალა რომ ან წავიდეს სადმე და ან ჯარი სითმე მოიშველოს. მეორეს (დღეს) ასან მიუხდა, არც ჯარი ახლდა რომ შემოჰბმოდა და არც წასასვლელი გზა ჰქონდა რომ გაქცეოდა. დაიჭირა მიგან ნამეტნავად გაკეთებულმან ყმამან უზუნ ჰასან თავისი გამკეთებელი ბატონი და მოკლა, მისი ცოლი შეირთო და ნაპირის ბატონები ამისგან დასხმულნი იყვნეს და კარისკაცნი ზოგნი მოყვარენი იყვნენ და ზოგნი ჯავრით ებირნეს. უომრათ და გაურჯელად ერანსშიგ გახემწიფდა.

სხვაც მრავალი ქნილა ამ რიგი საქმები, მეტადრე უფროსი ერთი ყმათაგან. გადიდებას უკან პატრონისათვის წაურთმევია და კიდეც მოუკლავს, ვითაც ლანგთემურს რომ თავისი ხემწიფე შაჰამირან ბატონი მოკლა და თვითან გახემწიფდა და ასრევე უზუნ ჰასანს დაემართა: ამანც თავისი ქალი თავის ყმას შ(ა)ხსეფის ნათესავს სულთან ჰაიდრს მისცა და დიდი პატივნი მი(ა)პყრა, ასრე რომე ვითაც ხემწიფეს ისრევე სიძეს უჯერებდეს და სიძე ჭკვიანი კაცი იყო და რა ცოცხალ იყო, ყოვლის კაცის მომადრიელებას უკან იყო, თვითან მიიცვალა და ხემწიფის ქალთან ორი ვაჟი დარჩა, შაჰ ისმეილ და ძმა მისი.

აქა უზუნ ჰასან მიიცვალა და შვილი გაუხემწიფდა

[edit]

ცოტას რასმეს ხანში უზუნ ჰასანის შვილმან ქნა ხემწიფობა და ისიც მიიცვალა და იმასაც ერთი შვილი დარჩა, სახელად ერქვა ალვანდ და ერთი ძმისწული ჰყვანდა, იმას მურად ერქვა. ხემწიფობასზედ შეიცილნეს მეფენი და თავნი კაცნი. ზოგნი ამას მოუდგნენ, ზოგნი იმას, იმათი შერიგება ქნეს, ასრე რომ ყაზმინს იქითი გილანით ბაღდადს იქითი ალვანდს მისცეს და ჰამადანსა და ყაზმინს აქეთი, არაყი და ფარსი და ქირმანი ხორასნამდისინ მურადს მისცეს.

ამათის გაყრის საქმით მამიდას შვილებიც შემოეცილნეს. მამა პაპათ მომადლებულნი კაცები შემოიყარნეს და ქვეყნის დაჭირვა გაბედეს. ეს ანბავი თავრიზს ალვანდ ხემწიფეს მოახსენეს, ჯარი გაუძახეს და შაჰ ისმეილს ძმა მოუკლეს. თვითან გილანს გარდეხვეწა და ლაიჯნის ბატონმან დამალა და ხემწიფემ კაცი გაუგზავნა და ძალსზედ შაჰ ისმეილ სთხოვა ლაჰიჯნის ბატონსა. იმათ ზაბილში ჩასვეს და ხიდამ ჩამოჰკიდეს და ხემწიფის გამოგზავნილს ყმას ასრე შეჰფიცის, რომ ჩვენს მიწაში არ არისო და სამს წლამდისინ დამალვით ინახვიდეს. ამასობაში ალვად ხემწიფე და მურად ხემწიფე ბიძაშვილები გარდაიკიდნეს და ნაპირის ბატონებიც უკუდგნეს, თემი და ქვეყანან(ი) აირივა.

გილანის ბატონების მოხმარებით შაჰ ისმეილ ცოტა რამე ლაშქარი შეეყარა, უწინ რაშტს მივიდა, დაიჭირა, გასკრის ბატონი და ასტარის ბატონი მურად სულთან თალიშის ლაშქრითა თავიანთ ნებით მოუვიდნეს და ასტარით შირვანზედ წაუძღვეს და ადვილად ბაქუს ციხე აიღეს და შ(ი)რვან შამახია დაიჭირეს, იქიდამ ყარაბაღში გამოვიდნეს და იქაურნი თავადნი და ლაშქრის პატრონნი უომრათ მოუვიდნეს. იქიდამ ნახჩვანს მივიდა და იქაური ლაშქარიც თან წაიტანა, წავიდა თავრიზსზე და ეს ანბავი ალვად ხემწიფეს მოახსენეს და იმანც (შეიყარა) ლაშქარი და თავრიზით გადგა წინ მისაგებლად საომრად. შაჰ ისმე(ი)ლ აჩქარდა, არამც ქურთის ლაშქარი შემოეყაროსო და საქმე გაგვიჭირდესო. ჯულფის ბოლოს არაზში ფონათ გავიდა და მესამეს დღეს იანგედუგს მივიდა. ალვანდ ხემწიფე სოფიანს იდგა და ქურთის ლაშქარს ელოდა და ჯერ არ მოსვლოდა და აღარ დაცალა შაჰ ისმეილ და მიუხდა.

აქა უწინ ომი შაჰ ისმეილისა და ალვად ხემწიფის გაქცევა სოფანით

[edit]

რა შაჰ ისმეილი სოფიანს მიახლოვდა, ალვადშა თავისის ლაშქრით წინ გაეგება და შეიქნა ომი და ძალზედ ცემა და ერთმანერთის ჭიდაობა და გაიმარჯვა შაჰ ისმეილ და გაიქცა ალვანდ ხემწიფე, ქურთისტანის გზით ურუმში წავიდა და თავისი სალარო და მორჭმა სიმდიდრე თავრიზს დარჩა და შაჰ ისმეილ შევიდა თავრიზს და მზას დახვდა სალარო და სახემწიფო ყოვლი მორთულობა და გაურჯელად გაურიგდა და დაეპატრონა შაჰ ისმეილ და ალვანდ მივიდა ხონთქარს თანა და ხონთქარმან თავისი ვეზირ აზამი დიდის ლაშქრით ალვადს თან გამოატანეს და ბაღდადის გზით ჰამადანს მოვიდა. მურად ხემწიფე ისპანიდამენ არაყისა და სპარსეთის ლაშქრით ჰამადანს მივიდა თავისის ბიძას შვილის ალვანდ ხემწიფის მისაშველებლათ და ორნივ ბიძაშვილები და ურუმის ვეზირ აზამი დიდის ლაშქრით იდგნეს.

შაჰ ისმე(ი)ლს მოახსენეს - შენზედ მოდიანო. თავრიზიდამ გამოდგა და ასრე თქვა: შარშან ის იყო ხემწიფეო და ახლა თუ ქვეყანაში შემოუშვაო, ყველანი იმას მიუვლენო და ხონთქრის ვეზირ აზამი და ლაშქარი თან ახლავსო, ჩემი საქმე წახდებისო და იმათ იციანო, ჯერ მაგდენი შეძლება არა მაქვსო, რომ ორს ხემწიფებსა და ურუმთ ვეზირს შევებაო. ნებიერათ და უშიშრათ ყაზმინს მოვლენო, მე ამის მეტი ფიქრი არა მაქვსო, აქადემან ილღარსა ვიქო, ნაცადთა და გამორჩეულის კაცთ თან წავასხამო და ჰამადანს თავს დავესხმიო. თუ გავიმარჯვეო, ისპაჰ(ა)ნს ჩავალ და ხემწიფეთ ვ(ე)კურთხებიო. თუ ვერ გავიმარჯვეო, შევაკვდებიო.

იღლარი შაჰ ისმეილისა თავრიზით, მერვეს დღეს ჰამადანს მისვლა მოულოდნელის მტრისა

[edit]
სეფიანთა ირანის პირველი მმართველი შაჰ-ისმაილ I (1501-1524)

ურუმის ვეზირ აზამს მოახსენეს, მოულოდნელი რამე ლაშქარნი გამოჩნდაო. მანამდისინ ცხენს შესხდებოდეს, ფიცხლავა ომი შეიქნა და დაუშინეს ერთმანერთს და ორგნითვე ძალმიცემით იცემებოდნენ და ზოგმან ურუმის ლაშქ(ა)რმან ცხენს შეჯდომა ვერ დასწრეს და ვერც რაზმის დაწყობა დასწრეს დავერც თოფხანა წაიმძღვანეს და შაჰ ისმეილ და ლაშქარი მისი ვითაც მგელი ცხვართა შინა გარეული, ისრევე ესენი გაერივნეს და გაიმარჯვეს და გაიქცა ვეზირ აზამი და ლაშქარი მათი და ალვანდ ხემწიფე ისრევე ურუმში წავიდა და მურად ხემწიფე უანბვოთ დაიკარგა, რომ იმისი დღევანდლამდისინ ვერა გაიგეს რა.

შაჰისმეილ ჰამადნით ისპანს მივიდა და ხემწიფეთ ეკურთხა და ყველგან თავის სახელზედ თეთრის დაღი გაგზავნა. ამ გამარჯვებამ დააჭირვინა სპარსეთი, ქირმანი და არაბისტანი, ლორისტანი და ქურთისტანი, მაზანდარა, გილანი და ყოველი ქვეყანანი და მადგ(ა)ნ ძღვენი და ბეგარა მოართვეს, ურჩნი და თავგამზიდავნი დახოცეს და მათი სალაროები თავისთვის დაიჭირა და თავის ერთგულთ დაუყო და გაკეთა და დამდიდრა.

მრავალგვარად ეცადა და მრავალჯერ გაიმარჯვა და ბევრი ანბვები და მრავალი ომი და ცდა და საქმით საქმობა და ჭკუით გაბედულობა და ხელით გამამავლობა, ბევრი და გრძელი საქმე აქ მოკლედ დავსწერე და თოთხმეტს წელიწადს იხემწიფა და არდაველს მამა პაპათ საფლავში მიასვენეს ხემწიფურის წესითა.

აქა გახემწიფდა შაჰ ისმეილის შვილი შაჰ თამაზ მამას უკან ქ῀კას რჟ [1502]

[edit]

შაჰ თამაზ ყაენის მისვლა ყარაბაღშია, ზოგის ბატონობის გამოცვლა და ზოგსზე ბეგარა და ხარჯა დადვა, თავის სახელსზედ თეთრი მოაჭრვინა ქართველთ მესხთა და კახთა და შამახელთა, მაგრამე ქართველნი შირვანს ძალს ატანდეს და ყოველთვის არბევდეს და შეძლების ღონით ხან ისინიც შემოებ(მ)ოდეს და ქართველთაგან ყაენსთან ჩიოდეს და შაქისელთ აბრალებდეს ქართველთ მოხდომასა.

ირანის მბრძანებელი შაჰ-თამაზ I (1524-1576)

შაჰ თამაზ ყაენი შაქის ჩაუდგა, შაქელნი გაეცალნეს, ზოგნი ლეკში ჩავიდნეს, ზოგნი კახეთში შეიხიზნეს და ბატონს ლევანს შეეხვეწნეს და შაქის უფროსნი თავნი ბატონები გელასან გორასანის ციხეშიგ შევიდნეს და ციხე გაიმაგრეს. შაჰ თამაზ ყაენი ციხეს შემოადგა და საქმე გაუჭირდა ციხოანთა, ღონე და მშველი არსით ყვანდა. შაქისის პატრონი ციხით გაეპარა, სხვებმან ციხე მოსცეს და ბატონი ლევან მრავლის ძღვნითა და ბევრის ფეშქაშით შაქისს ყაენს იახლა და ხემწიფემ კარგის თვალით ნახა და დიდი პატივი მიაპყრო. იმანც ყმობა და სამსახური იკისრა და შაქელნიც ბატონს ლევანს აპატია და შაქისის თავგამზიდავნი, რომელიც ხელში ჩაუვარდათ, მოკლეს და შაქის სხვა ბატონი და მცველი დაუყენა.

ყაენი შაქიშს იყო რომ ქაიხოსროვ ათაბაგი ყორყორეს შვილი მესხთ ბატონი დიდის ძღვნით ყაენსთან მოვიდა და ხემწიფეს იამა და დიდი პატივი სცა და ისიც ერთგულათ იმსახურებოდა. მაგრამ ქართლის ერისთავი და მეფე ლვარსაბ და იმერელთ მეფე ბაგრატ, მამია დადიანი ურჩობდეს და იწყინებოდეს, ნაპირის ალაგს არბევდეს, ნამეტნავათ სამცხის ქვეყანას და ქაიხოსროვ მათის ხელისაგან ჩიოდეს და ყაენმან ლაშქარი მიაშველა ქაიხოსროვ ათაბაგსა და იმერეთს ჩაუდგა. რიონს გაღმართი იმერეთი და ოდიში წახდინა და მრავალი ტყვე წაასხეს და ყაენს გაუგზავნეს. ამაზედ ბაგრატ მეფემან და დადიანმან ყაენს ძღვენი მოართვეს და შემოეხვეწნეს. მაგრამ ლვარსაბ მეფე ქართლისა არც დაწყნარდა და არც ძღვენი მოართვა და განჯასა, ერევანსა და შირვანს არბევდა და ნამეტნავად სამცხესა და მისის ხელით ყაენს საჩივარსა სწერდნენ.

აქა შაჰ ტამაზ ყაენისაგან უწინ გალაშქრება ქართლის მეფეს ლვარსაბსზედა ქრონიკონს ას ოთხმოცდა რვასა [1500]

[edit]

შაჰ ტამაზ ყაენი ყარაბაღში მივიდა და ლაშქრის სანი ნახა, ომნახულნი მამაცნი და ხელ გამამავალნი ვაჟკაცნი დარჩივა, თორმეტი ათასი ცხენკეთილი შეუტყობლათ მეფეს ლვარსაბს გაუძახა ბნელსა ღამეს, დანდობილს თბილის ქალაქს შიგ თავს დაესხნეს და მეფე იქ არ დახვდა. ქალაქს ცეცხლი მოუდვეს და მრავალი სული დახოცეს და ზოგნი თავიანთ ცოლშვილს ზედ ძალმიცემით და თავგამომეტებით იბრძოდეს. ზოგმან ცოლშვილნი გარდახვეწიეს და ზოგთ ციხეში შეასწრეს. თვითანაც ბევრნი დაიხოცნეს, ყიზილბაშიც მრავალი ამოსწყვიტეს. ამისთვის გამარჯვება ყიზილბაშთ დარჩა რომ მეფე და ლაშქარი ზემო ქართლს იყვნეს და მოქალაქეთ ეს მოლოდინი არა ჰქონდათ და მერე ღამითაც დაესხნეს და იძახდეს

ბირთვისის ციხე
- ყაენი მოვიდაო. მოქალაქენი ერთგან ვეღარ შეგროვდეს და ყველაკანი თავისის ცოლშვილის მორჩენას ცდილობდეს. მაგრამ მაშინც მრავალი დაატყვევეს. გულბად რომე მეფის ლვარსაბისაგან დაყენებული ქალაქის ციხისთავი და მოვრავი იყო და ან სხვა ვინც მორჩნენ, ქალაქის ციხეში შეიხვეწნეს და ყიზილბაშის ლაშქარნი ციხეს შემოადგნეს. ვითაც ლაშქრის მოლოდინი არსით ჰქონდათ და ციხეში საჭმელი და ნუზლი არა ჰქონდათ და ვერც გარედამ შეუგზავნეს და შიმშილმან ნამეტნავად ძალი უყო და არც მშველი გაუჩნდა, ღონე გაუწყდა და უვნებლობის ფიცი გამოართვეს და ციხე მისცეს და მას აქეთ ქალაქის ციხე ქართველთ ვეღარ იშოვნეს და საბარათიანოს თავადნი და აზნაურ და თავნი კაცნი ბირთვისის ციხე გაიმაგრეს და საბარათიანო მაშიგ შევიდნეს და გამაგრდნეს და ყაენის ლაშქარი გარს შემოადგნენ. ომითა და ძალით ის ციხე არ აიღებოდა. დაუწყეს მოციქულობა. ზოგნი ციხის მცველნი ქადებით დაატყუვეს და შიგ მყოფნი გარდაკიდნენ და ერთმანერთის ჯავრითა ბარათიანთ ციხე მოსცეს და მრავალს წყალობას ელოდნენ და მაგიერათ ვინც არ გათათრდა, თავები დააყრევინესდა ცოლშვილი ტყვეთ წაუსხეს. მეფე ლვარსაბ ქვათახევს ზეით მთაში იდგა და ყაენის ბრძანებით იქიც ყიზილბაშნი მიუხდნეს და ვერას ქნეს რა და მრავალი ყიზილბაშნი დახოცა. იქიდამენ საჯავახიანოს თავში მაგარს მთაში მივიდა. მრავალ გვარათ ცდაში იყო ყაენი, რომ ლვარსაბ მეფე ან მოკლას, ან დაიჭიროს, ან შეირიგოს. არ იქნა და ყიზილბაშიც მეფეს უკან დევნით შეჯერდეს, ამისთვის რომ ცოტას შეებმოდა, ბევრს უკუეცლებოდა და გზებს შეუკრევდა, ღამით თავს დაესხმოდა. ყაენი დაბრუნდა, თბილის ქალაქს შევიდა და ციხის თავი და მცველი გაუჩინა, თვით ყარაბაღში მივიდა.

მეორეთ შაჰ თამაზ ყაენის მოსვლა საქართველოში

[edit]

ალხაზ მირზა ყაენის შვილი შირვანში ბატონობდა და ავკაცობდა, ამისთვის ყაენი უწყრებოდა. რა ყაენის წამოსვლა შეიტყო, თავისი დედა სახვეწარათ ხემწიფეს წინ მიაგება. ყაენი შირვანს მივიდა, იქაური საქმეები გაარიგა და თავ გამზიდავნი ამოსწყვიტა. იქიდამ იანვრის სიცივეშიგ რომ მტკვარი ასრე გაეყინა, რომ ლაშქარი მაზედ გადიოდ გამოდიოდა. ანისის გზით შორეკალს მივიდა, იქიდამ სამცხეს მივიდა.

კახეთის ბატონი ლევან და იმერეთის მეფე ბაგრატ ძღვნითა და კარგის ფეშქაშით ყაენსთან მოვიდნენ. ის ლაშქრობა ერთგულათ იმსახურეს.

თოვლს საქართველო ასრე გაეხადა, რომ მთა და ბარი გასწორებული ჩნდა. იმ დროს ჯავახეთს თავს დაესხა. მრავალი სული დაატყვევეს, იქიდამენ ქართლსზედ ჩაიარეს, საბარათიანოს გზითა იქიც თარეში გაუშვეს, ალაგალაგ სახიზრები გასტეხეს და ბევრი ტყვე წაასხეს, მაგრა მრავალნი ყიზილბაშნი ამოსწყვიტეს.

ნადიმი შაჰ-თამაზის კარზე

იქიდამ ბარდას მივიდნენ და გზიდამ მეფე ბაგრატ გაისტუმრეს იმერეთს და ოცდაათის ათასის მარჩილის ხალათი და სხვა საჩუქარი მიართვეს თავადთა და აზნაურიშვილთ გარდაის რომ იმათაც ხალათები და შეკაზმული ბედაური ცხენები უბოძა, ხმალი და ქუდი. ახალციხის გზით იმერეთს გარდვიდა, მაგრამ ბატონმან ლევან ცოტას ხანს ხემწიფესთან დაჰყო.

რა განჯას მივიდა, როგორც მეფე ბაგრატ, ისევე ბატონი ლევან გაისტუმრა მრავლის საჩუქრითა, ხმლით, გვირგვინითა, ბედაურის ცხენები მურასა ლაგამ უნაგირითა, თვითან მასაცა და მისს თავად აზნაურებსაცა. ნაშოვრით სავსენი კახეთს მივიდნენ. თვითან შაჰტამაზ ხემწიფემ ბარდას იზამთრა თავისის ლაშქრით.

ქრონიკონსა სლე [1547] მესამეთ შაჰ ტამაზ ყაენი საქართველოს წავიდა

[edit]

უწინ შაქის მივიდა, დაიჭირა, იქაური ციხეები აიღო, თავგამზიდავნი ამოსწყვიტა და შაქისს სხვა ბატონი უჩინა. იქვე შაქისს იყო რომ ქაიხოსროვ ათაბაგს არზა მოეწერა და მეფის ლვარსაბისაგან ეჩივლა და ლორის ბატონების შერმაზანისა და ვახუშტისაგან ეჩივლათ, რომე ზოგი ჩემი ქვეყანებისაგან დაიჭირესო და ჩემს თემს არბევენო და აზრუმის ბეგლარბეგი სკანდარფაშა ჩემზედ წამოსრულაო და არტანუჩის ციხეს გარე შემოსდგომიაო.

ვითაც ყაენის ერთგული და ნამსახური იყო, ხემწიფემ თვითან შაქისით ილღარი ქნა და დიდის ლაშქრით სამცხეს მივიდა. მესხთ თავადები, ქაიხოსროვ ყორყორეს შვილის ურჩნი და მეფის ლვარსაბის მიმდექნი აიყარნეს და ციხეთა და ქვაბთა შიგან დაიხიზნეს. ამაებზე ხემწიფემ ლაშქარნი გაუძახა. ყველგან ქართველნი თავიანთ ხიზანს ზედან ძალ მიცემით და თავ გამომეტებით შემოებნენ და ზოგნი ციხები აიღეს და კაცნი დაიხოცნეს და ზოგნი ციხები ვერ აიღეს და მრავალი ყიზილბაშნი ამოსწყდენ. ის ქვეყანა დარბივეს და მრავალი ნაშორ ქნეს და ტყვენი წასხეს და ზოგნი მესხთ თავადები ზარზმის ციხეში შევიდნეს და გამაგრეს.

ვარძია

იმ ციხის შვაგულს ალაგს ერთი ქვისაგან ერთი საღდარი გამოწრილი სიმაღლით იალბუზის მთას უდრიდა და სიმაგრით ცასა და იმაში შესრულიყვნენ. ყაენმან უბრძანა ზიადოღლის შავერდი სულთანს ნადრხან უსტაჯარლუსა, მრავლის ლაშქრითა ზარზმის ციხეს გაუძახა, გარშემოადგნენ. შიგნიდამ ქართველნი, გარედამ თატარნი ძალმიცემით იბძოდეს, მრავალი ყიზილბაშნი დახოცეს, მაგრა ციხეს ერთს კერძოს ყიზილბაშნი შეუვიდნეს. შიგნით ძრიელი ომი შეიქნა. ციხეს გარეთ მებრძოლთ ყიზილბაშთ საომრად კაცი აღარ უჩინეს. ისინიც ციხეში შეუვიდნენ და ქართველნი ცოლშვილის მორჩენას ცდილობდენ. მაგრა ვერც ცოლშვილი მოარჩინეს და თვითონაც დაიხოცნეს და ციხეც აიღეს და კაცნი დახოცეს და ცოლშვილნი ტყვეთ წაუსხეს. საღდარი რომ იმ ციხეში იყო, მღთისაგან გაკეთებულად გაჩენილიყო და ჭკვიანთ მისი ანაგებულობა ეძნელებოდა და არც საქონლის სიბევრით და არცა ხემწიფის ძალით ის იმგვარათ არ აშენდებოდა. იმ ციხის შვაგულას ათი ადლი ქვა ოთხკუთხით მოგძე ერთის ქვისაგან გათლილი და შიგნით გარეთ ამისი კედელი ოქროთა და ლაჯვარდით სახენი კაცისა და ანგელოზისა დახატულნი. ამასთან მეორე სახლი იყო შიგ დახატული ტრაპეზათ მოკაზმული. ერთი ოქროს ხატი კაცის სახითა აგებული იმ ტახტს ზედან აყუდებული მურასათ მოჭედილი, მრავალი ძვირფასისს თვალმარგალიტი მაზედ მსხდომარე რომე ჯუჰაირის მცნეთ თითო ორმოცდაათ თუმნათ დააფასეს. იმ საყდრის გვერდსზედან გზა იპოვეს კლდეს გამოჭრილი, ნამეტნავად ვიწრო და დაბალი. ასორმოცდაათს ადლს კლდეში მაღლა შეივლიდა, იქ სამალავი აქონდა, მას თავში ორი კოშკი აქონდა. გარედამ იმ საღდარს ორი ფოლადის კარი ება და ერთი ოქროსა კარი შიგნით ება.

ვარძიის ფრესკები

შაჰ ტამაზ ყაენი ციხეში ამოვიდა, ამისთვის რომ ამ საღდრისა მრავალი ქება მოახსენეს. რა ნახა ნაშენი და ნაქმრობა მისი, გაგონებულს უმეტესი იყო და სამალავით ოცი ბერი და მღრდელი გამოიყვანეს. ვითაც იმ ციხის აღებაში მრავალი ყიზბაში ამოსწყდა, მისთვის ის ბერები დახოცეს. იმ საღდარს სარეკელი ეკიდა ჩამოსხმული, სამოცდაათი ლიტრა დამტვრივეს, ოქროსა და ფოლადის კარები ჩამოხსნეს და სხვა მურასა და ოქრო ვერცხლით მოკაზმულობა მურასა ხატები, კანდილები და სასანთლები, შესამოსელნი, ილორი და ოფორები, წინგნები და სასაკმველე და მოფენილობა, სხვაც მრავალი სალარონი გაზიდეს და ყაენის სალაროშიგან მიზიდეს. ციხეს საცა კაცთაგან აშენებულობა აქონდა, დაქცივეს.

თავადი შვილნი რომ მიმალულიყვნეს ამოან და შერმაზან და ავალი და ან სხვანი მოვიდნენ ხემწიფეს წინაშენ, მიწას აკოცეს. ქაიხოსრო ათაბაგს ყაენის მისვლით სკანდარფაშა გაეცალა. თავ გამზიდავნი და ურჩნი მისნი ამოსწყდნენ და თემი დაუმშვიდა. ყაენის კარს მოდგა და მრავალი ფეშქაში მოართვა და ხემწიფემანც მრავალი და სიდიდე და პატივნი და წყალობანი დამართა. შერმაზან ალჯუს რომ ლვარსაბს მეფეს ლორი ფანბაგის ბატონი იყვნენ შაჰ ტამაზ ყაენმან დაახოცვინა, მათი ალაგი ლორი ფანბაგი და ღჯა ყალა ყორყორეს შვილს ათაბაგ ქაიხოსროვს მისცა ყაენმან, სამცხით ქართლსზედ ჩამოიარა და თარეში გაუშვა და ზოგიალაგი დარბივა. ლუარსაბ მეფის კერძი ვინც ნახა, მოკლა. იმათაც საცა მოიხელეს ყიზილბაში, მოკლეს და ყარაბაღში მოვიდნენ და ხემწიფემ ის ზამთარი იქ ეშლაღი ქნეს.

მეოთხეთ შაჰ ტამაზ ყანის მოსვლა საქართველოზედან ქკ῀ს სლჱ [1550]

[edit]

შაჰ ტამაზ ყაენმან მეფეს ლვარსაბზედ გამოილაშქრა, სულთან სულეიმან ხონთქარსა შერიგდა და საქართველოს მეფებთ უნებურათ და შეუკითხავათ საქართველო გაიყვეს.

შაჰ-თამაზ I (1524-1576)

ვითაც ხონთქარი და ყაენი მაჰმადის რჯულზედ იყვნენ, დიდრონი მრავალი ქვეყანანი მამულათ აქონდათ და ორთავ მრავალი მეფენი ყმათა ჰყვანდათ და საქართველო თავად ცოტა იყო და მერმე მრავლათ გაყოფილი და ერთმანეთის ურჩნი და ქიშპნი მტერნი, ერთმანეთისა მარბევნი და მაწყინარნი და იესოს ქრისტეს რჯული ეჭირათ. ამისთვის იქით ურუმნი არბევდეს და აქეთ ყიზიბაშნი და ამისთანას ორს დიდს ხემწიფებს შვაში ბევრს ეცადნეს, აქეთ იქნიეს ხმალი და იქით და მრავალი ნავნებიც ქნეს, მაგრა არ იქნა და ვერცა რას თავს გაუვიდნეს. ხონთქარმან და ყაენმან საქართველო შვა გაიყვას. სამცხე და ქართლი და კახეთი ყაენსა, იმერეთი, ოდიში და აფხაზეთი, გურია და ლაზის ქვეყანა ხონთქარსა. ამ გაყოფას სრულ საქართველოს ბატონები დასჯერდეს. მაგრამ მეფე ლვარსაბ არ სჯერიყო და კიდეც თაკილობდა, ამისთვის უფრო ურჩობდა და აქეთ ერანის თემსა და იქით ურუმის ქვეყანას არბევდეს. გარეშე ქვეყნის თავადნი მეფეზე ერთგულათ იყვნენ.

სულეიმან I (1520-1566)

ყაენი დიდიდ ლაშქრით მასზედ წამოვიდა. რა საბარათიანოში მოაწია, ქვეყანა აიყარა და სიმაგრებში დაიხიზნა და ყაენმან სახიზრებზედ ლაშქარნი გაუძახა. საცა ყიზილბაშნი მიუხდა, ქართველნი შემოებმეს და ორგნითვე მრავალი დაიხოცეს. სახიზრები წართვეს და ცოლ შვილნი ტყვით წაუსხეს და მეფე ლვარსაბ სიმაგრეში იდგა და საბარათიანო ყაენმან დაიჭირა და იქიდამ ქართლს გარდვიდა, გორს დადგა. ქართველნი სიმაგრეებში დაიხიზნეს და ყაენმან ყოველგან ციხეებსა და სახიზრებსზედ ლაშქარი გაუძახა და რომელი ნებით ციხეს მოსცემდის, არას წართვემდიან. მაგრა რომელსაც ციხეს ძალათ აიღებდიან, თვითანაც ამოსწყდებიან და მრავალს ყიზილბაშს ამოსწყვეტდიან, ძალათ ღებულს ციხეშიმყოფთ ტყვედ წასხემდიან. წედისის ციხე ძალათ აიღეს და ვერის ციხე ნებით მოსცეს, ფარსადან ციხოანი უვნებლად მოარჩინა.

ყაენის მოსვლა ატენის ციხესზედა

[edit]

ლაშქარნი დაბალს დადგა და ციხე მაღალს კლდეს ზედ ნაგები იყო და გასაკვირვებელი სიმაგრე აქონდა და ქვითკირით ნაშენები იყო და მეფის ლვარსაბის დედა მრავლის თავადებისა და აზნაურშვილების ჯალაბნი მასთან იყვნენ და გარედამ ლაშქარი შემოეხვივა და შიგნიდამ ქართველნი. შეიქნა შუღლი და ჩემა და მრავალი ყიზილბაშნი ამოსწყვიტეს. ციხის აღება გაძნელდა, ამისთვის რომ არც სიბა მიიტანებოდა, არც შეეთხრებოდა და არც სითმე ზარბაზანი მიუდგებოდა.

სეფიანელ კარისკაცს მიჰყავს ქართველი ტყვე - სპარსული ტექსტილი

თათართ ერთი ატენელი კაცი დაიჭირეს, სიკვდილის შიშით იმან უთხრა: თუ არ მამკლავთო, ციხეს აგაღებინებო. ამათაც ფიცი მიცეს უვნებლობისა. იმან ეს ანბავი მოახსენა, ჭისა და აბაბრების წყალი დაელიაო და ჩრდილოეთისაკენო მომცრო წყარო გამოსდისო და იმის წყლით რჩებიანო და იმას მისაპარავი გზა აქვსო, იმას გასწავლიო და ის უკუჭირეთო და ღონე გაუწყდების, ციხეს მოგცემენო. წინ წაუძღვა და იმ წყლის გზა ასწავლა და ყიზილბაშთ ის წყალიც უკუჭირეს და ციხოვანთ მშველი აღარ გაუჩნდა, უწყლობამაც ძალი უყო და მრავალი ყიზილბაშნი და ქართველნი იმ ციხის აღებაში დაიხოცნეს და ციხე აიღეს. მეფის ლვარსაბის დედა დედოფალი და ოცდა ათი ათასი ტყვე გამოასხეს. მეფე ლვარსაბ აჩაბეთს სიმაგრეში იდგა, ყაენი გორიდამენ აიყარა და ყარაბაღისაკენ წავიდა. მეფე ლვარსაბ უკან აედევნა და მოეიწია. ვისაც მორევას შეატყობდა, დახოცდა და იმათს ქონებას ქართველთ ლაშქარს დაუყოფდა და ვისიც მორევნა არ შეძლო, არ გამოუჩნდებოდა.

ხანსა და დროს უკან კიდევ ყიზილბაშის ლაშქარი მოუხდა და მეფემ ლვარსაბ სიზმარი ნახა

[edit]
ლვარსაბ მეფე მამაცობაზედ ნაქებია ყოვლს საქართველოს მეფეთა და თავადთ ზედან ძველით ახალებამდისინ. თავათ კარგი სარდარი იყო და მერმე გულოვანი, უხვი და უშურველი, მსმეველ მჭმეველი, სამართლიანი, ყმა მორჩილი, ცხენოსან ცეროსანი, ომში კოხტა და უშიშარი, მაგარი ქრისტიანე. ურუმთა და ყიზილბაშთ ნამეტნავად მისგან ეშინოდათ.
ლუარსაბ მეფის ხელრთვა

მეზობელნი ვითაც ყმანი ემსახურებოდენ და თვითან სხვათა ყმობის თქმა არ იკადრა. ამისის ჯავრით ხუთჯერ შაჰ ტამაზ ყაენმან იმაზედ ილაშქრა და ვერას საქმითა ვერც მოამშვიდა და ვერც მოკლა და ვერც დაიჭირა და ვერც შეიხვეწია, ამისთვის რომ ცოტას შემოებმოდა და ამოსწყვეტდა, ბევრს უკუ ეცლებოდა, უფროსი ერთთ ღამით დაესხმოდა, ზოგთ უკან წაეწეოდა და ზოგთ ვიწროში დახვდებოდა. ამ რიგის საქმეებით მრავალს ნავნებს იქმოდა. რა ყეენი მეოთხესზედ ქართლით დაბრუნდა, ყოვლს ლაშქრობას უმეტესი აოხრება ქნა, მეფის დედა წაიყვანა. ამისის ჯავრით თავის ლომურს გუნებას ვეღარ გაუძლო, შეიყარა ლაშქარი და ყაენის მამულს რბევა დაუწყო. ასრე უთხრა ქართველთა: მამაცმან კაცმანო უნდა თავის თავი მგელს ამგზავსო და მტრის ლაშქარი ცხვარი ეგონოსო. როგორც მგელი ცხვარს, ისრე მტერთ უნდა მიუხდესო და გამარჯვება მღთისა არისო. სიდამდისინ ცოცხალი იყო, მანც ასე ქნა.

ქ῀კს სმ [1552] მეფე ლვარსაბ გორიდამ აიყარა და გარის ვარხუნას მივიდა

[edit]

შავერდი სულთან განჯის ბატონი ყაენისაგან იმ ნაპირის მცველათ დაეყენებინა. რა მეფის ლვარსაბის ლაშქრის შეყრა გაიგონა, იმანც არაზს აქეთი ლაშქარი შემოიყარა და მეფესზედ წამოვიდა. იმ ღამეს მეფეს ლვარსაბს სიზმარი ენახა. მეორეს დილას კათალიკოზი და საქართველოს თავადნი და თავის შვილები მოიხმო და ასრე უთხრა: წუხელის სიზმარი ვნახეო, მართალი და ჭეშმარიტი დასაჯერებელიო, რომ უსაცილოთ ჩვენ გაგვემარჯვებისო და ყიზილბაშნი გაგვექცევიანო და ამ ომში მე მამკვლენო და ჩემს მკვლელს ქართველნი მოჰკვლენო და თავის უფროსს შვილს მეფეს სვიმონს ხელი მოჰკიდა და ქართველთ უბრძანა: ჩემი ხემწიფობა ამ ჩემის უფრპსის შვილისათვის მიმიციაო და თვითანც ღირსიც არისო და შვილებსაც უანდერძა - უფროს ძმას უმორჩილეთ და მხარი მოაბითო და ყველას უბძანა, ფეხთ აკოცეს და მეფეთ აკურთხეს და ასრე დაარიგა: ჩემის სიკვდილის ხმას ნუ დაჰყრითო და ნურც ლაშკრობისაგან მოიშლებითო, თორადა თუ ყიზილბაშთ ჩემი სიკვდილი სცნანო, უფრო გაგულოვნდებიანო. მაშ მღთის ძალითაო, რა ყიზილბაშსზედ გაიმარჯვოთო, მას უკან ცხეთასა მიწას მიმიღევით, ჩემს გლოვას დაეხსენითო და ქვეყნის შენახვას გაუფრთხილდით. რა ეს სიზმარი მეფისაგან გაიგონეს, ყველანი ასტირდნენ და ასრე მოახსენეს: რადგან მაგისთანა სიზმარი გინახავსო, ამ გზობით ნუ შევებმითო, უკუვეცალნეთო. ეს სიტყვა მეფემ შორს დაუჭირა და ასრე უთხრა: დღევანდლამდისინო ხონთქარსა და ყაენს პირი არ დავრიდეო. რით იქნებისო, რომ ახლა ერთს ყაჯარს პირი შემოვაქციოთო. ქართველნი მრავალს ეხვეწნეს, მაგრა მეფემ ძრახვას სიკვდილი არჩივა და რა შავერდი სულთან რაზმ-წყობით მოახლოვდა, მეფე, თავადნი და აზნაურიშვილნი საომრად წინ მიეგებნეს. რაგინდ ქართველნი ცოტანი იყვნენ და ყიზილბაშნი ბევრნი, უწინ ქართველნი მიეტივნეს, ვითაც მგლები ცხვარსა. აგრევე მათაც შეძლებით წამოუშინეს, მაგრა ქართველების ომს ვერ გაუძლეს და ყიზილბაშნი მალე გაიქცნენ და ქართველნი ხოცით უკან მისდევდეს. თუ არ ცხენ კეთილი კაცი, თორადა სხვანი ძვირათ მოურჩნეს და მრავალი ყიზილბაშნი ამოსწყდეს და მრავალი იშოვნეს და შავერდი სულთან გაიქცა და მეფე გამარჯვებული ცოტას კაცითა იდგა და მდევართ დაბრუნებას ელოდა, რომ ცოტა რამ ჯარი გაქცეულის ყიზილბაშისა ტყეში მიმალულიყვნეს და ტყიდამ ცოტა რამე კაცნი ნახეს მდგომარნი და მეფე მათში არ ეგონა. ასრე არჩივეს - რა ცოტანი არიან შეუტიოთო, ეგების გაქცევის გზა ვიშოვნეთო, თუ არა და ესენი მეფეს აცნობენო და ცოცხალი ვეღარ მოურჩებითო. პირობა ერთი ქნეს და თავ გამომეტებით შემოუტივეს და რა მეფემ თათარნი დაინახა, მეაბჯრეს შუბი გამოართვა და წინ მიეგება და ცხენს დაუძრა. გაჭენებულს ცხენს ფეხი ხვრელსში ჩაუვარდა, ცხენი კისერსზედ დაეცა , მეფე ქვეშ მოიმწყვდია, თათართ წაქცეულს ისარი დააყარეს და მეფე იმათის ისრით მოკვდა.

მოკვლა ყიზილბაშთაგან მეფის ლვარსაბისა რომ თვითან იწინათწარმეტყველობა ქნა

[edit]

რა ქართველთ ნახეს - მეფე ცხენ წაქცეულს ყიზილბაშთ ისარი დააყარეს - რა გინდ ქართველნი ცოტანი იყვნეს, მაშინც შეუტიეს და ბერებმან ლახტებს ხელი წაიკრეს და ქართველთ ხმლებით წაუშინეს. მეფის მკვლელიცა და სხვანიც სრულ დახოცეს. იმათგან ერთი ყიზილბაში მეფის ცხენს წამოახტა და სხვა ცხენი იმას ვერ მიეწეოდა და ამისთვის წაუვიდა და მეფე ლვარსაბ თავის მამაპაპათ საფლავს ცხეთას მიასვენეს და მისი უფროსი შვილი სვიმონ მეფეთ აკურთხეს. გორდ მივიდნენ და ყველგნით იქ მოვიდნეს, ხემწიფების წესით იგლოვეს.

აქა მეფე სვიმონ თავისის მამის ლვარსაბის ალაგს მეფედ აკურთხეს

[edit]

ამ დროს ქალაქი ყიზილბაშთ ეჭირა და ცხეთით გორს მივიდნენ და გარეშემოს კაცნი მეფეს სვიმონს ემსახურებოდენ.

ოთხს წელიწადს უკან საქართველოს ლაშქარი შეიყარა, კახის ბატონის შვილი გიორგი თავის სიძეს მეფეს სვიმონს მოშველების და კახეთის ლაშქრითა რომ ქალაქის ციხე აიღოს. ეს ანბავი ყარაბაღის ბატონს მიუვიდა. იმანც არაზს აქრთი ლაშქარი შემოიყარა, ქალაქის მოსაშველებლათ წამოვიდა.

ქართველთ ხანდაგი გაეთხარა, ამისთვის რომ არამც მიპარვით ყიზილბაშნი თავს დაესხას. ყიზილბაშნი იმ ხანდაგსთან ჩამოხტნენ და ხანდაგი გასწორეს და აქეთ ქართველთ და იქით ყიზილბაშთა რაზმი გააწყვეს და ყიზილბაშთ მეწინაეში და ქართველთ ლაშქარში ცემა და ომი გახშირდა. ქართველნი ძალმიცემითა და თავგამომეტებით იბრძოლეს და მრავალი ყიზილბაშნი დახოცეს.

რა განჯის ხანმან ასრე თავ გამომეტებით ქართველთ ომი ნახა, ყიზილბაშთ ასრე უთხრა: გზა შორი გვაქვსო და რომ გაიქცეთ ვერსად გააწევთო, უკან დაგვეწევიანო და ყველას ამოგვწყვეტენო. ბარამ მუხანათობით სიკვდილსაო ისევ ვაჯობინოთო, რომ ძალ მიცემით ომი აუტეხოთო და ამათვე შევაკვდეთო. ყველამ თქვა - კარგი არისო და ერთ პირათ ალაჰ ალაჰ დაიძახეს და შეუტივეს ხმალ დაწვდილთა. იქიდამენ ქართველთ წამოუშინეს და ორგნითვე კარგად იყვნეს, მაგრა ყიზილბაში უფრო ბევრი მოკვდა და გაქცევასაც აპირებდეს.

კახეთის ჯარმან ხმა მაღლა შექნეს ტირილი და თავს ცემა რომ ბატონისშვილი გიორგი მოეკლათ. ომისა და დამარცხებისა აღარა ინაღვლეს რა, მკვდარი საომრის ადგილით გაიტანეს და ომი გაუშვეს. ამაზედ ყიზილბაშთ დრო დაიცეს და მოშლილთა და მტირალთ ლაშქართ კიდევ შეუტივეს და ყიზილბაშთ გაიმარჯვეს და იმავე ღამეს შავერდი სულთან ქალაქში შევიდა.

მეფე სვიმონ თავის ლაშქრით გორს მივიდა. კახის ბატონისშვილი გიორგი მოკლული მამას მიუტანეს. შვილისათვის შექნა ბატონმან ლევან თავს ცემა და ტირილი კახთა და გლოვა, გაცემა. ნამეტნავად გორს დარეჯან დედოფალს საყვარლის ძმის გიორგის ბატონისშვილის მოკვლა გაუმჟღავნეს და საქართველოს ჯარი იქ მოკრფა და მოუტირეს და იგლოვეს და შავით შეიმოსნეს. ორმოცს ზედან ბატონი დარეჯან დედოფალი ქართლის თავადების ჯალაბითა კახეთს წავიდა მამის მისის შვილის მისატირებლათ. ძმისათვის ძაძა ცმული ალავერდს მივიდა. იქიც ორმოცამდისინ მამასთან დაჰყო, იტირა, იგლოვა, მრავალი გაუცა, ყველგან მეორმოცე დაუყენა და მამამ დედოფალს შავის გამოსაცვლელათ მრავალი მოართვა და ისევ ქართლს გაისტუმრა.

აქა ბატონი დავით თავის ძმას მეფის სიმონისაგან შემამწყრალი შაჰ ტამაზ ყაენსთან წავიდა ყაზმინს

[edit]

ქართველთ ქორანიკონს ორას ორმოცსა [1552] ყაენი ყაზმინს იყო და ბატონისშვილის დავითის მოსვლა ყაენს მოახსენეს, ნამეტნავად იამა და ერანელთაგან ვინც კარზედ იყვნეს, ყველა წინ მიაგებეს და უფროსი ერთნი ბარათიანი თან ახლდნენ. ვითაც მეფის სვიმონისაგან შემამწყრალი იყო, ამისთვის უფრო დიდი პატივნი დასდვეს და შვილობის რაყამი უბოძეს. მეჯლისშიგანც ყაენმან ახლოს მოისვა და ვითაც ხემწიფეს ქვეშ მოუფინეს და სასთაული დაუდვეს და მისი თავადნი მეჯლისშიგ მსხდომთ ალაგ ალაგ შვა და შვა ჩაუსხეს.

ცოტას ხანს უკან დაათათრეს და სახემწიფო იარაღი ყოვლის რისიმეთაგან უბოძეს სამეფო და მისს თავადებთა და აზნაურთა ცხენი, იარაღი, ხალათი და სახარჯო უბოძეს, ბატონყმიანათ რაც მიეცათ ცხრა ათასის თუმნისა ყოფილიყო. ქალაქი და სომხით საბარათიანოს მეფობაც მისცეს და რაყამში შვილობა ჩაუწერეს და მესტუმრე გაატანეს და დიდის მორჭმითა და პატივით გაისტუმრეს. რა ქალაქს მივიდა, წელიწადში ერთს ხანს თავისის ლაშქრით მეფის დავითის ქეშიკათ მოუყენებდეს. მაგრა მეფე სვიმონ არ ეხსნებოდა და არც აწყნარებდა, სომხით საბარათიანოს არბევდა და ქალაქის აღებას ცდილობდა, მაგრა ვერ აიღო.

ქ῀კს სნ [1562] კიდევ მეფემ სვიმონ ლაშქარი შეიყარა, საქართველოს ცხენოსან ქვეითნი და ქალაქსზედ წამოვიდა და ეს ანბავნი მეფეს დავითს მოახსენეს. იმანაც სომხით ბარათიანი და მოქალაქენი და თათარნი შეიყარა და საომრად ძმას წინ გარდუდგა. ნახა, რომ მეფის სვიმონის ლაშქარი ბევრია, აღარ შეება და ისრევე ქალაქს მივიდა, მაგრამე ყარამანლუს ხალიფა რომ ყიზილბაშის სარდარი იყო ჭკუა ნაკლები და ამაყი კაცი იყო, მეფეს დავითს არ დაუჯერა და მარტოკა სახელის გულისათვის მეფეს სვიმონს შეება და ძალ მიცემიტ გაჭირებით იომა და მრავალი ნავნებიცა ქნა და თვითანაც მოკლეს და ლაშქარიც ამოუწყვიტეს.

ეს ანბავი მეფემ დავით ყაენს მისწერა და ლაშქარი სთხოვა და ყაენის ბძანება იქნა და ჰასანბეგ ყარამანლუ საედრატ უჩინეს, დიდის ლაშქრით მეფეს დავითს მიაშველეს და მანც თავისი ლაშქარიშეიყარა და მეფეს სვიმონზედა გაილაშქრა და შეიბნეს და მრავალნი კაცნი ამოსწყდნეს. მეფემ სვიმონ გაიმარჯვა, მეფე დავით და ყიზილბაშნი დამარცხებულნი ქალაქში შემოვიდნეს და მეფემ სვიმონ თან მოატანა და ქალაქის ციხეს შემოადგა და ესეც ეგონა - მოქალაქენი მამივლენო და ყაენის შიშით მოქალაქენი ვერ მოუვიდნეს და ცოლი და შვილი იმათაც ციხეში შეასხეს და ციხიდამ შექნეს ბრძოლა და თოფისა და ზარბაზნის სროლა. აღარც ბარათიანი მოუვიდნენ და ციხიდამ კაცები დაუხოცეს და ისრევე გორს მივიდა.

ეს ანბავი მეფემ დავით კიდევ ყაენს მისწერა. კიდევ ყაენის ბრძანება იქნა, რომ ჩერქეზი შაქისის სულთანი სარდრათ უჩინეს და ადრებეჟანის ლაშქარი მაზედ შეიყარა და მეფეს დავითს მიეშველა და ხემწიფის ბრძანება გაათავა და მეორეს იმავეს დროს შაქის სულთან ადრიბეჟანის ლაშქრით მეფეს დავითსთან მოვიდნეს და ეს ანბავი მეფეს სვიმონს მოახსენეს, რომ მრავალი ლაშქარი მოსრულაო და აჩქარება არა გვმართებსო, სიმაგრეს დავდგეთო. ისიც ლაშქრით სიმაგრეს დადგა. მეფე დავით ყიზილბაშის ლაშქრით სიახლოეს მივიდა და ყიზილბაში გარეშემოს არბევდა. ეს მეფეს სვიმონს ეჯავრებოდა და საომრათ წინ მოეგება.

მეფე სვიმონ შუბი ხელთ თავისებურათ ამაყურათ, მამაცობით, კისკასებით, კოხტაურად, დაკა აი ამათა ძახილითა თათართ ლაშქარში გამოერია. ქართველნი ვინც მეფეს სვიმონს იცნობდა, უკუემალვოდა, შუბით მრავალნი თათარნი გარდმოჰყარა და ქართველნიც მოეტივნეს და შეიქნა შუბთა ძგერება,ლახტისა და ხმლიშ ტკაცა ტკუცი. ზოგნი ქვეითატ რკენასა და ჭიდებაშიგ იყვნენ. ბარათიანი და ყიზილბაშებიცა ძალ მიცემით იბრძოდენ. მეფეს შუბი გაუტყდა. ვინცაღა მეფეს სვიმონს შუბი შესცა და ცხენით გარდმოსვა და შუბის შემცემან თავი აღარ გააცხადა თუ ვინ იყო, ქართველთაგან თქვეს და რა ყიზილბაშთ მეფე სვიმონ გარდავარდნილი ნახეს, ზედ მოეტივნეს, ზოგნი ზედ დაეხოცნეს და ზოგნი გაიქცნეს და ზოგნი მეფეს სვიმონსთან დაირჩინეს.

აქა დარჩენა მეფის სვიმონისა და გამარჯვება მეფის დავითისა

[edit]

დაირჩინეს მეფე სვიმონ და საქართველოს ზოგნი საბატიოს კაცის შვილები თბილის ქალაქს მოასხეს და დიდის პატივით ყაენსთან გაისტუმრეს ყაზმინს. დიდს ხანობამდისინ შაჰ ტამაზ ყაენი დიდის პატივით ინახევდა მისის მამაცობის გულისათვის და მისი გათათრება უნდოდა და მეფე სვიმონ არ გათათრდა. ამისთვის ალამუდის ციხეში გაგზავნეს. სიდამდისინ შაჰ ტამაზ ყაენი ცოცხალ იყო, მეფე ალამუდის ციხეში იყო და რა ყაენი მიცვალა და მისი შვილი შაჰ ისმეილ გახემწიფდა, იმან მეფე სვიმონ ალამუდით ყაზმინს მოაყვანინა და კარგის პატივით ინახევდა და შაჰ ისმეილ საწამლავით მოაკვდინეს.

შაჰ-ისმაილ II (1577-1578)

აქა მეორე შაჰ ისმეილ საწამლავით მოაკვდინეს და მისი ძმა შაჰ ხუდაბანდა გახემწიფეს

[edit]

ამან მეფე სვიმონ გაათათრა და რაც მასთან დაჭირულნი თავადნი და აზნაურნი იყვნენ, მოუსხმევინა და ყველას ცხენი იარაღი გაუკეთეს და ხალათი და სახარჯო მისცეს და მეფეს სვიმონს სახემწიფო მოსახმარი ყოვლის იარაღისაგან გაურიგეს და ცხენი, აქლემი, ჯორი შეუკაზმეს, კარვები მოუფინეს და სალაროთ აუკიდეს და საქართველოს მეფობა მისცეს და რაყამი ძმობით მისწერეს და მეჰმანდარი გაატანეს და ყველანი წინ მოეგებნენ და ამილახორსა და ქსნის ერისთავს ბატონს დედოფალსზედა და ბატონისშვილს გიორგისზედ ორგულობა გასცხადებოდა.

ამისთვის ქართლში ვეღარ დადგნენ, ჯალაბობით გაეცალნეს და კახს ბატონს შეეხვეწნეს და მეფემ სვიმონ იმათი ალაგი და სოფლები საუფატიოთ ბატონს დედოფალს მიართვა და ზოგი თავის ძმას ბატონისშვილს ვახტანგს მისცა და ყაენის კარის უფროსნი მეფენი და მოხელენი და ვაქილნი და ვაზირნი ორატ გაიყვნეს და სულთან მაჰმად ხონთქარმან შაჰ ხუდამანდა დაჩაგრა და მეფე დავით ხონთქარსთან წავიდა და ხონთქარმან მრავალი წყალობა უყო და დიდი პატივი დასდვა. დიდის ლაშქრით ლალაფაშა გამოუძახა. ვითაც ერანის ხემწიფის კარი აშლით იყო და აღარვის ეპუებოდეს და სულთან ჰაიდარ მირზა ყაენის შვილი ყიზილბაშთ კაცის შეყენებით მოაკვლევინეს, ამისთვის სარდარი და ლაშქარი ვერ დაახვედრეს, ადრბეჟანი ცარიელი იყო. ხონთქარმან მამის ფიცი და წყობა შეშალა.

აქა მეფის დავითის მისვლა ხონთქარსთანა და ლალაფაშის გამოძახება, ადრბეჟანის აღება ურუმთაგან

[edit]

მოვიდა დიდის ლაშქრით ლალაფაშა და აიღო ადრბეჟანი, ქურთისტანი და ერვანი და ნახჩვანი და ყარაბაღი და შრვანი, ქალაქი და გორი, ლორე და აღჯაყალა და ახალციხე და ქვეყანა მესხთა და ყოვლს ციხებში მცველი დააყენეს.

მაგრამ მეფე სვიმონ არ მიუვიდა, დაუწყო ბრძოლა და ქალაქისა და გორის ციხიდამ კაცს აღარ გამოუშვებდა, გზები შეუკრა. თუ არ დიდის ლაშქრით ნუზლისა და საჭმლისათვის კაცი ციხით ვერ გამოვიდოდა და საცა ურუმს ნახევდიან, მოჰკლევდიან.

უწინ მეფე სვიმონ გორის ციხეზედ ცდილობდა აღებასა და ხუთასი ურუმი გორის ციხიდამ გამოვიდნეს, გვერდის ძირის სოფლები დარბივეს და ნუზლი იშოვნეს და წინ წამოიყარეს რომ გორის ციხეში შეასხან. ბატონის შვილი გოჩა და ხუთასი დარჩეულის კაცითა წინ დახვდა. შეექნათ ომი ძრიელი და დაუწყეს ერთმანერთს ძალზედ ცემა და ნამეტნავად თავგამომეტებილნი ურუმნი იცემებოდეს და უფროსიერთნი ურუმთაგან დახოცეს. ზოგნი რომ მოურჩნეს, ხურჯნებით ნუზლი ციხეში აიტანეს და გოჩა გამარჯვებული მეფეს სვიმონსთან მოვიდა. იამა და გორის ციხეს შემოადგა, ცხრა თვეს ებრძოდა და ნამეტნავად კარგად ფრთხილათ იყვნენ ურუმნი.

გორის ციხე 1642 წ. (კასტელი)

მეფე ლაშქარნი ციხით უკუეცალნეს დიდ მარხვის შენახვისათვის და ურუმთ იცოდეს, რომ დიდს მარხოში ქრისტიანნი ომსა და შუღლს არ იქმენ. ამით ურუმნი დასტყუვნდეს, აღარ ფრთხილობდეს და მეფეს ებძანებინა ფარსადან ციცისშვილისა და სულხან თურმანისძისათვის, რომე თქვენს მამულს შიგან მალვით მრავალნი კიბები გააკეთებინეთო და თქვენი ლაშქარიმზათა გყვანდესო. როდისაც შეგატყობინოო, მტკვრისა და ლიეხვის შესართავის ბოლოს ჭალაში მზათ დამხვდითო მთვარის დალევის ჟამსა ბნელს ღამესაო.

პაემანზედ მეფეც იქ მოვიდა ლაშქრით და იმათაც ლაშქარნი და კიბეები მზათ დახვედრეს. მტკვრისაკენ მუნჯივით ხმა გამოუღებელი ციხეს მიეპარნეს. სიდამდისინ ჩახრუხაძის საღდარს არ ასცილდნენ, ურუმთ ციხეში მყოფთ ვერ შესცილდენ, ვერა გაიგეს რა და რა შეიტყვეს მისვლა ლაშქრისა, შეიქნა ციხეში ძახილი და მაშხალები აანთეს და ციხის კედლებს გარდაკიდებამდისინ უფროსნი ერთნი ქართველნი კიბით გარდასულიყვნენ, კიბებსზედ იყო ბრძოლა და ცემა და გარედამაც ძალი მიატანეს და ციხე აიღეს. ძახილისა და ყვირილისა და ტკაცატკუცის ხმა ამაღლდა. გოჩა ბატონის შვილი თავისის ლაშქრით მიეშველა და გათენებამდისინ იბრძოდეს ურუმნი და მესხნი და კარგადაც იყვნენ. მაგრამე რა ნახეს ციხე ქართველებით ავსებულნი, უვნებლობას შემოეხვეწნეს და ზოგნი მესხნი იგივე ციხეში ოქონის ხატს შეეხვეწნეს და მეფეს საფიცარი სთხოვეს.
ოქონის ხატი
მეფემ შეიხვეწია და თავის ძმის ვახტანგის ბატონის შვილის ხელით შანა გაუგზავნეს და ფიცი და პირი მისცეს და გამოინდვეს და შეიწყალეს და ყველას ცხენი და სახარჯო მისცეს და საგზალი და ჯარი თან გაატანეს რომ გზაზე არვინ არა აწყინოს რამე. რაც ციხეში იყო, ზოგი ლაშქართ დაუყო და რაც ხონთქრისა იყო ციხეში, მეფემან თავის ძმას ვახტანგს უბძანა რომ სამეფოთ წაიღოს.

აქ არ უნდოდა ლანგ თემურის ანბავი, უფრო ზეით უნდოდა დაწერა, მაგრა ეს სხვა ანბავი აქ ითქვას, არას დაუშლის.

აქა ანბავი თეიმურის გახემწიფებისა

[edit]

თვითონ მირონ ჰუსინის ჴემწიფისა კარგი ყმა იყო და ლაშქრის უფროსი და სპასალარი იყო და საცა მოუხდა, ყველგან გაიმარჯვა და მრავალი კარგი საჴელიც დაუვარდა, ქვეყანა და ლაშქარიც მოიმადრიელა, ზოგთ თვითან მისცა და ზოგთ ჴემწიფისაგან უშ(ო)ვნა და ჴემწიფემ თავისი ქალი ცოლათ მისცა და ამი(ს)თვის ქურაქანობით იხმობენ და ჴემწიფე მისს უნებურათ არას იქმოდეს და ჯარსაც შეჰვედრა. ნახა, რომ მისი საქმე სჯობს მისის ბატონის(ა)ს, ჴემწიფობა წართვა და თურქისტანი და ინდოეთი და ერანი დაიჭირა. ვინც ნებით ეყმო, მრავალი წყალობა დამართა და საბატონოც მისცა და ვინც არ მოუვიდა, წაუხდენელი არ მოურჩინა. ქვეყნის ჭირივით თავრიზს მოაწივა. ქართველთაგან თავრიზს მჯდომს თემურს ანბავი მოუვიდა: ქართველნი მოუხდნესო ნახჩვანსა, სულთან მაჰმადის შვილს სულთან თაჰრს ალინჯის ციხე წაართვესო და არაზს გაღმართი სრულ დაიჭირესო. ამ ანბავსზედ თემურ ჴემწიფე ნამეტნავად გაავრდა და ასრე ბრძანა: სამის ოთხის დღის სავალის გზას ზედანო რადგან ამ რიგი გაბედულობა აქვთო, დიდი შეუპოვრობაც ექნებისო. სრულ თავის ლაშქარს უბრძანა: ათმან ცხენოსანმამ სამ(ი) კაცი გამოარჩ(ი)ვეთო, ცხენ კაციან კარგი და შემძლე და ჴელ გამამავალი, ძალით ძრიელი და წლით ახალი ვაჟკაცი იყოსო და ათის საგძალი აიღონო, ილღარსა ვიქო და საქართველოს ყათლამს უზამო. ამირ შიხ იბრეიმ შ(ი)რვანის ბატონი გვერც ახლდა და თავრიზით ბილაღანს მივიდა და იქიდამ შ(ი)რვანის ბატონი გაისტუმრა და თვითან ლაშქრით უწინ გავიდა შაქისს. ხიმშია კახეთისა და შაქისის ლაშქრით საომრად მიეგება თეიმურ ჴემწიფესა. შეიქნა მათში ძრიელი ომი თურქთა და ქართველთ შვა. ორგნითვე თავგამომეტებით დაუშინეს ერთმანერთსა, ორგნითვე მრავალი დაიხოცეს. თემურ ბედძრიელი და ჴიმშია მრავალჯერ ომ ნაცადი იყო. შეატყო, რომ თურქნი გაიმარჯვებენ და ხიმშამ იქაურობა კარგად იცოდა. ტყეში გარდუქცია და სამ ორს ალაგსზედ თურქნი ჩამოჴდნეს და ოცს დღე ღამეს გარდუღებლათ იწვიმა და ითოვლა. იქიდამ აიყარნეს და კახეთს შეესივნეს და ვინც ნახეს, მოკლეს. საღდრები დაუქცივეს, ჴევნარნი და ვენახები აუჩეხეს და საჴლები დაუწვეს და ნიგვზის ჴებს ტყავები დაძვრეს. ზამთარმან შეაღონა და ცხენები უჭმელობით დაეხოცა და ლაშქარი დაუმშვიდა. ზამთრის სიძრიელემ შეაწუხა და აიყარა და ყარაბაღში მივიდა და იქ იზამთრა და გაზაფხულისას ანბავი მოუვიდა, რომ ბაგრატ მეფეო ულაშქროთ თბილის ქალაქში არისო. შეუტყობლათ თემურ ჴემწიფემ ყარაბაღით ილღარი ქნა. ქალაქს მიუჴდა და მეფემ ბაგრატ ციხე ქალაქი გაამაგრა. შეიქნა ომი და ბრძოლა. ქალაქის ციხეს სიახლოეს მაღალნი მთები არიან, რომ იქიდამ თოფნი და ზარბაზნები ესროელების. იმ მთის თავებს ზედან თურქთ კოშკები აუგეს და ზარბაზნები აიტანეს, ციხესა და ქალაქს შიგან დაუშინეს. სიდამდისინ ქალაქის გალავანი არ აეღოთ, დღეში ორჯელ სამჯერ ქართველნი გამოვიდიან და წაუშენდიან თურქთა. შეიქნებოდა ომი და ცემა, მრავალს ნავნებს უზემდეს თურქთა და ისრევე ქალაქში შევიდიან. მაგრამ მთებიდამ ზარბაზნის ცემით შიგ მყოფნი შეჯერდენ და უწინ ქალაქი აიღეს და მეფე თავისის ჯარით ციხეში ავიდა და იქიდამ იბრძოდეს. მაგრამ იქიც თაბორის წვერიდამენ ზარბაზნით შეაჯერეს და ღონე გაუწყდა და უვნებლობის ფიცი და პირი გამოართვეს და მეფეც თემურთან მოვიდა და ციხეც მოსცეს და მეფეს კარგად დახვდა, მრავალი პატივი სცა და ქალაქით აიყარა და ბაგრატ მეფე თან წაიყვანა და ყარაბაღს მივიდა და არღუნ შაჰადა რზმან ხოჯა დიდის ლაშქრით კახეთს გაუძახა და ააოჴრეს და მეფე ბაგრატ თეიმურის პატიჯებით ყარაბაღში გათათრდა და თემურ ჴემწიფემ მეფესაცა და მეფის ყმათაცა მრავალი მოსცა და თავის საბატონოშ გაისტ(უ)მრა.

აქა მეორეთ მოსვლა თემურ ხემწიფისა საქართველოში დიდის ლაშქრით

[edit]

თემურ ჴემწიფე გაუწყრა თავის შვილს მირანშასა, ამისთვის რომე სულთან თაჰრს ქართველებმან ალინჯის ციხე რომ წართვეს, მაშინ ლაშქრით იქ ახლო ყოფილიყო და არ მიშველებოდა. ამისთვის საბატონოც წართვა და იმის უმცროსს ძმას შარუხს მისცა და სამასი კარგი ყმები ცხენით გარდმოუყარა და მათი ცხენები ლაშქართ დაუყო და ის(ი ნი ქვეითათ წინ წაიყარა. ჴემწიფის შვილმან ერთის ისრით სროლით შაქისელი სეიდ ალი ცხენნიდამ გარდმოაგდო და ამის ჯილდოთ მეფობა მისცა და ბარდას იზამთრა და გაზაფხულისას დიდის ლაშქრით იმერეთს მეფეს გიორგიზედ გაილაშქრა. უწინ კაცი გაუგზავნა და სულთან აჰმად ჴემწიფის შვილი თქვენ შემოგჴვეწნიაო, ის ჩვენთან გამოგზავნ(ე)თო. რა ელჩი ქუთათის მოვიდა, მეფემ ჴემწიფის შვილის თხოვნა უწყინა და ელჩს ავად დახვდა და თემურ ჴემწიფეს ასრე შემოუთვალა: არ არის ჩვენთ ნათესავთ წესიო, რომ შეხვეწილი კაცი ვისმე მივსცეთო. ელჩიც მომდურავი მივიდა. ეს ანბავი ჴემწიფემ იწყინა ლაშქარი გაუძახა, მოსავალი დაუწვევინა, ვენახნი და ხილნარნი აუჩეხინა და იმერეთი აიყარა და ქვაბთა და ციხეთა და მაგარს მთებში აიყარა და თურქთ მეომარი კიდობნებში ჩასხეს და საცა ქვაბებში ხიზანი იყო, იმის კარებსზედ საბლით ჩაჰკიდეს და შიგნიდამ ქართველნი და გარედამ თურქნი, დაუწყეს ერთმანერთს სროლა და ცემა. ზოგს საბელი გაუწყვიტეს კიდობნიანთ ჩაიმტვრივნეს, დაიჴოცნეს და ზოგან ძველ ძული შეაყარეს ნავთით დასველებული და ცეცხლი შეუკეთეს და რომელსაც ქვაბს კონბლის გასასვლელი გზა არა ჰქონდა, დაირჩვნეს და რომელსაც კონბლის გასასვლელი გზა ჰქონდა, ვერა აწყინეს რა და ზოგან შიგნიდამ ძალი მოატანეს და ძველ ძული წართვეს, ვერცა რა ამათ აწყინეს და რომელსაც საკონბლე არა ჰქონდათ და ვერც ძველძული წართვეს, ისინი კონბლმან დარჩო და ქვაბი აიღეს და თუ რამ შიგ იყო, წაიღეს და იმ ერთის გზობით თხუთმეტი ციხე და ქვაბი აიღეს და ვინც დაიჭირეს, თუ გათათრდეს გაუშვეს და თუ არ გათათრდნენ, დახოცეს.

იქიდამ გარდმოვიდნეს, მუჴრანში იზამთრეს და გიორგი მეფე ქუთათისით გარდიხვეწა და იმერეთის უფროსნი და თავად აზნაურ შვილნი მუხრანს მოვიდნენ თემუ(რ) ჴემწიფესთან ძღვნითა და ფეშქაშითა. ჴემწიფეს შემოეხვეწნეს და მანც უვნებლობის შანა მისცა და ყველას ჴალათები ჩაცვეს და გაისტუმრეს. მუხრანიდამ დიდის ლაშქით ჯანოს მამულს მიუჴდა და ციხე დაუქცივა და თემი დაურბივა და ამირჯანშა დიდის ლაშქრით ქუთათის მეფეზედ გაუძახა. მეფე წაუვიდა და იმერეთი დარივეს და საღდრები დაუქცივეს. იქიდამენ გარდმოვიდნენ და მტკვარს გავიდნენ და სამწევრისის ბოლოს დადგნენ. იმერეთით ანბავი მოუვიდა, -- გიორგი მეფეო თავად აზნაურ შვილებითაო კაზრეთის ციხეში დგასო. იმავე ღამეს ცხენ კეთილის კაცით ილღარი ქნა, გორდის გზითა კაზრეთს მიუხდა. მათაც შეიტყვეს და ომი დახვედრეს. შეიქნა ცემა, და გრიალი და გაჭირებული ომი და ბრძოლა და ორგნითვე მრავალი კაცი მოკვდა. იმერლებს თოფი და ზარბაზანი თავათ არ აქონდათ და მერმე ტყვია და წამალი დალეოდა და ძელისა და ქვების გორვებით იბრძოდეს და თეიმურ ჴემწიფეს ყოვლიფერი მრავალი ახლდა. სროლითა და სიბების მიტანითა მეფე მალვით ციხიდამ გაეცალა და სულთან მჰმდის შვილი თან წაიყვანა, სვანეთისაკენ წავიდა და ქაფის გზისაკენ სულთან მჰმდის შვილი ურუმში გაისტუმრა, ერთი სხვა ბატონის შვილი შხ ისმეილ საჴელად ერქვა და ის თემურს გამოუგზავნა და საჴვეწარი წინგ(ნ)ი მოსწერა და კარის კაცებს ფეშქაში გაუგზავნა და კაზრეთი წახდინეს და სამცხეს გარდვიდა და ათაბაგის ქვეყანა დარბივა და შვიდი ციხე აიღეს და საღდრები დაუქცივეს, საჴლები დაუწვეს, ხევნარნი და ვენახები აუჩეხეს. იქიდამ მანგულის მივიდნეს. იქ ანბავი მოუვიდა -- ნუშბიერთიშიაო ქართველნი შეიყარნესო. შიხ ნურადინ დიდის ლაშქით გაუძახა და ვერა გაარიგა რა. მერმე თვითან თემურ მიუხდა და ხუთი დღე და ღამე ომი იქნა და იბძოლეს. ორგნითვე მრავალი კაცნი ამოსწყდნეს, ხუთი ციხე აიღეს, მრავალი ნაშორი ქნეს და ბევრი ტყვე წასხეს. იქიდამ ავანაკს მივიდა და იქ ფრანგეთის ჴემწიფის ელჩი მიუვიდა, მრავალი ფეშქაში მიართვა და მურად ბეგის შვილი ყაესრის ნათესავი რომ ფრანგთ ომში დაერჩინათ, ისიც გამოეგზავნა, ჴემწიფის დანავედრი სიტყვანი მოახსენ(ა) და წინგნიც მოართვა ფრა(ნ)გეთით ელჩის მოსვლა ჴემწიფეს ნამეტნავად იამა, კარგად დახვდა და მრავალი უბოძა და ყველას ჴალათი ჩაცვეს და თვითანც ელჩი გაატანა და დიდის პატივით მეჰმანდარი გაატანეს და გაისტუმრეს და ორს თვეს ცხენები ბალახსზედ გაუშვესა მანგულის მინდვრებშია. იქიდამ აიყარა.

აქა თემურ ხემწიფის მისვლა საკაზსზედან

[edit]

საკაზის ქალაქი სალჯუღიანთ ჴემწიფის ალადინ ქეიყუბადისაგან აშენებული იყო. გარეშე კედელი გათლი(ლი)ს ქვით გაეკეთებინა, ათი ადლი კედლის განი იყო და ოცი ადლი კედელს სიმაღლეს აქუნდა და სიღრმე ხანდაგისა წყალსზედ ჩაეწვდინათ. მარცხენას მჴარეს შესათხრელი ალაგი აქონდა. ჴემწიფე იქით დადგა და ციხეში ჴონთქრის მცველნი იდგნენ. მუსტაფა ფაშა ოთხის ათასის კაცითა შიგნით იყო. თემურ ჴემწიფე იმ ციხეს შემოადგა და ყველგნით მაღალი სიბები გაუკეთეს და თვრამეტს დღესა და ღამეს იბრძოლეს. შიგნიდამენ და გარედამან ერთმანერთს ცეცხლს აყრიდნეს, ვითაც სეტყვა ფინდიხს სწვიმდა. შეჯერდეს ციხეშინ მყოფნი და უვნებლობას შემოიჴვეწნენ. ჴემწიფემ ამანი მისცა და ციხე მოსცეს. ამ დროს ანბავი მოუვიდა - სულთან აჰმად ბაღდადისო ბატონი ხონთქართან მივაო. ლაშქარნი გაუძახეს, მაგრამ ვერ მისწეოდეს, მაგრა ზოგი რამე ბარგი წაერთმევინათ და ჴემწიფეს მოუტანეს. საკაზს მცველი დაუყენა და იქიდამენ აიყარ(ა).

აქა თემურ ხემწიფე მალთაზედ წავიდა

[edit]

შემოადგა მალთიას და ისიც აიღო. ამას წინათ ილდრუმ ბაეზიდ ჴონთქარს ქურთისტანი და ადრბეჟანი დაერბივა. ამისას ჯავრით თემურ ჴემწიფემ ჴონთქარს ზედ გაილაშქრა და ერთმანერთს მუქარის წიგნები სწერეს. თემურ შეკვეთით ბაღდადის ბატონი სულთან აჰმად სთხოვა და ჴონთქარმან შორ დაუჭირა და არ მოსცა. ეს თემურ იწყინა და ხონთქარს ასრე წინგნი მისწერა: რჯულის გზით ჩვენგან თქვენზედ მართებული არ არის ლაშქრობაო, რომ სხვათა რჯულიანთ ფრანგს ებძვითო, მაგრამეო ადრბეჟანი ააოხრეო და მუსურმანთათვის მრავალი ძალი და უსამართლო გიქნი(ა)ო, ამისი გარდახდევინება გვმართებსო. შენ ფრანგზედ გალაღებულ ჴარო და ცხვირში ქარი შეგჯდომია, მინდა ის ქარი ამოგართვაო. იმან პასუხი ასრე მოსწერა: მინდოდა იქივე მოგჴდომოდიო, თვითან მოსრულ ჴარო და ხონთქარს ასრე ეგონა, - დიდი ხანია ლაშქრობსო და ცხენით კაცამდისინო შეჯერებულნი და დაღალულნი იქნებიანო და ჩვენი ჯარნი და მათნი ცხენებნი მოსვენებით არიანო. მისწერეს ამბრი და ყოველგნით მრავალი ლაშქარნი შეიყარნეს და ბერძენთა და ფრანგთ ჴემწიფებმან შვილები ლაშქრით ხონთქარს მოაშველეს და თეიმურ ჴემწიფეზედ წამოვიდნენ, ერთის დღის სავალზე მოახლოვდნენ და საომრის ადგილი აცნეს ერთმანერთს.

აქა ომი ლანგთემურ ხემწიფისა და ილდრუმ ბაეზიდ ხონთქრისა

[edit]

იქიდამ ისინი და აქედამ ესენი მოახლოვდნეს რაზმნი და წინ წადგნენ, შარ ბაშარანი გაშალეს, დროშები გარიგეს მარჯვენ მარცჴენან(ი) და გაიმაგრეს წინანი და უკანანი და ჴემწიფები დადგნენ დროშასზედაო შეიქნა მიტევ მოტევანი, წაუშინეს ერთმანერთსა, აწვიმეს ფინდიხი და ისარი ვითაც სწრაფი სეტყვანი, ამაღლდა ჴმა ჴმალთ ცემისა და მუზარათთ ხეტქინებისა შორიდამენ ისმოდა, ლახტი(თ) ცემა და შუბთა ძგერება და ფარებს ზედან ჯახი ჯუხი. ორგნითვე ძახილი ლაშქართა ცის ქუხილს ემგზავსებოდა და ორთვეთ საომართ შვა მოკლულის კაცით ასე ჴაივსო, რომ მძოვრისაგან მეომარნი ცხენებს ვერ დაუძრევდეთ. ასეთი სისხლის ღვარი ადგა, რომ მკვდართ ადგილს უცვლიდა და ყოველგან ცხოვრებაშიგ(ა)ნ ასრე სწერია: რა ქვეყანა დაარსებულა, ამ რიგი გასაჭირი ომი არა ქნილაო და ბოლოს ლანგთემურ ჴემწიფემ გაიმარჯვა. ხონთქარი დაირჩინეს და თემურს წინ მოიყვანეს. ჴემწიფე ფეხსზედ წამოუდგა და წინ მიეგება და თვალპირი გარდუკოცნა და ჴელი დაუჭრა და თავისს ტახტსზედ შესვა და ბოდიში მოითხოვა და სამებელი სიტყვები მოახსენა და დიდი პატივი მიაპყრ(ო) და საჴემწიფო კარავი მოუფენინა და ჴემწიფემ თავისი შვილი მეჰმანდრათ დააყენა, რომ რაც მოითხოვონ ფიცხლავ მიართვან ხონთქ(ა)რსა დ(ა) ადაბითა და დიდის კრძალვით ვითაც ყმა ხონთქ(ა)რს ისრე ემსახუროს და საცა ვისმე ხონთქრის შინა ყმა დაეჭიროს, მოჰგვარონ. ფიცხლავ მოჰგვარეს და გვერც აახლეს. ხონთქარმან თემურ ჴემწიფეს კაცი გაუგზავნა - ჩემი ორნი შვილნი ომში ჩემთან იყვნენო - სულთან მუსა და სულთან მუსტაფა. თუ ცოცხალნი იყვნენ, ჩემთან მოიყვანონო. ფიცხლავ მოასხეს, საჴემწიფოს ტანისსამოსით შეჰკაზმეს და ხონთქარს მიჰგვარეს. რა შვილებმან მამა ნახეს, ასტირდნენ, მამას ფეჴს მოეხვივნეს. მამაც აუტირდა და ეს თემურს მოახსენე. მეორეს დღეს თემურ ჴემწიფე და თავისი შვილნი და შვილისშვილნი და ერან თურანის მეფენი და მეპატრონენი შეკაზმულნი ჴემწიფეს გვერც იახლნეს და ხონთქრის სანახავად მივიდა და ხონთქარი ნახა და უნებურათ თემურს სიცილი მოუვიდა. ხონთქარს ეწყინა და ასრე მოხსენა - დღე უღამოთ არვის უნახავსო, ყოველი იძვრის(ი) მიწათ იქცევისო. თემურ ასრე მოახსენა ხონთქარსა: ამაში ღმერთს ვიმოწმებო, რომ გაჴარებითა და ჩემად სამებლად არ გამიცინიაო. ამაზე სიცილი უნებურად მამივიდაო, რომ მღ̃თის წინაშენ ქვეყა(ნა)ნი როგორ უფასონი არიანო, რომ ჩემისთანა კოჭლმანო და თქვენისთანი ელამმანო ცუდს საქმეზედანო ორასი ათასი კაცნი შევახოცეთო, თუარად(ა) მე თქვენზედ გამარჯვება ცოდვათა მჩანსო, არა თუ მადლათაო, მაგრა ბედის წერამ ასრე მოახდინაო. მე თქვენთან ელჩნი გამოვგზავნეო და თქვენ მაგიერი ელჩი არ გამამიგზავნეთო და წინგნი მოგწერეო რომ ყარა უსუფს თქვენთან ნუ შეინახავთო და არ დამიჯერეთო და კაცი გახელო - ადრბეჟანსა და ქურთისტანს ნუ მირბევო. უფრო დაუწყევ რბევა და აოჴრებაო. ქუმაყის ციხე გთხოვე და არ დამანებეო და სულთან აჰმად არ შემამარიგეო. ღმერთმან იცისო, ამაებს ყვედრებით არ მოგახსენებო და ამ თქმით გუნებით დამიცლიაო, ათს თორმეტს დღეს ჩვენი სტუმარი იყვენითო და დარჩენილს კაცთ დაკოდილნი გაუმთელდეს რომ ცხენთ შეჯდომა შეეძლოსო და მას უკან ვითაც თავსა ჩვენსაო თქვენ უფრო ნამეტნავის სიმდიდრით და ჴემწიფობა მორთვით გაგისტუმრებო. ჴემწიფის ნათქვამი სიტყვები ხონთქარმა მოიწონა და დაუჯერლობის ბოდიში მოითხოვა და მრავალი მადლიც მოახსენა. თეიმ(ურ) ჴემწიფე დაბრუნდა, თავის კარავში მივიდა, იჴმო თავისნი ვაზირ ვაქილნი და ასრე უბრძანა: როგორც ჩემთვის, უკეთესათ ხონთქრისათვის საჴემწიფო იარაღი და მორთულობა ყოვლის ქარხანებისაგან ახალი და უხმარებელი გარდაარჩიეთო, მინდა თავის საჴემწიფოში გავისტუმროთო. ილდრუმ სიცქვიტისა და ჯავრიანობისათვის ერქვა სულთან ბაზიდ ხონთქარსა, გუნება ვერ მოიმშვიდა, ჯავრმან და ნაღველმან ავად გახადა, მრავალნი ჰაქიმნი და წამალი მიაყარეს, რაც სენთა და ჭირთა მცნეთა წამალი თქვეს ყველა უყვეს და აღშაჰრში მიიცვალა და რაც მისთვის ეწადათ, მისს შვილებს მისცეს და საქონელი და მორთულობაც. შვილებიც მამის მცხედარს გაატანეს და ან საცა მათნი ყმანი იყვნეს, ისინიცა და ჴემწიფურის წესით გაისტუმრეს, თავიანთ მამაპაპათ საფლავსა წაიღეს. რა ურუმთ ხონთქრის სიკვდილი გაიგონეს, სულთან მჰმდ უფროსი შვილი მამის ალაგზედ გაჴემწიფეს და თემურ ჴემწიფეს ძღვენი და ელჩნი გამოუგზავნა, თავდაბალი წინგნი მოსწერა. ამანც ერთის რჯულიანობისათვის მისგან ჴელი აიღო და მალთიას აქეთ ყველგან ახალი ბატონები დაუსხა, იქითი სულთან მჰმდ ხონთქარს დაანება.

წასვლა თემურისა იელსარამს და მისრეთს

[edit]

დაიჭირა თემურ ჴემწიფემ უწინ თურქისტანი, ინდოეთი, რუსეთი, დაშტი ყბჩაღი, ხარაზმი, ზაბულისტანი, ხორასანი, გილ(ა)ნ მაზანდარა, ერან არაყი, ფარსი და არაბისტანი, ლორისტან ქურთისტანი, შირაზი და ქირმანი, ადრბეჟანი და სომხითი, დაღ(ი)სტანი და გურჯისტანი, მალათიას აქეთი ანატოლის ქვეყანა, ილდრუმზე გაიმარჯვა, მალათიას აქეთი მაშინ დაიჭირა და დიარბექირსზედ ჩაიარა. ვინც წინ მიეგება, არა შეუშალარა და სხვაც მრავალი წყალობა დამართა და თავისი საბატონო არ მოუშალა. ვინც უარს დაუდგა და წინ არ მიეგება, ისიები დახოცა და მათი ადგილი სხვათ უბოძა და შამის ქალაქში მივიდა დმიშხს საჴელათ თქმულსა და მისრეთის ჴემწიფის ყმა ბატონობდა. თემი გაუშვა და მ(ი)სრეთს გარდიხვეწა და მისრეთის სულთანი დიდის ლაშქრით წამოვიდა თემურსზედან. თემურს მოახსენეს, რომე მისრეთის სულთანი დიდის ლაშქრით თქვენზედ წამოსრულაო. ამანც ლაშქარნი მზას დახვედრა იერუსალემის ორის დღის სავალსზედან. სამს დღესა და სამს ღამესო იბრძოდეს დღისით და ღამით გაიყრებოდიან. მისრეთის სულთანი ისრით მოკლეს და მათი ლაშქარი ზოგნი გაიქცნეს და ზოგნი დახოცეს. აქეთაც მრავალნი ამოსწყდნენ, მაგრა გამარჯვება და მათი სალარო და საქონელი თემ(უ)რს დარჩა. მივიდა იერუსალემს, სოლომონის ტაზარი ილოცა, რაც დაქცეული მეჩიტები იყო, აშენა და მრავალი შესაწირავი (მისცა), ქრისტიანთ საღდრები დაქცია, მეჩიტები ააშენა და ქრისტიანთ საღდრები დაუქცივეს. იქივ იერუსარემის ქალაქში იყო რომ ზანგავარის ჴემწიფეს და ჰაბაშის ჴემწიფესა ელჩები გამოეგზავნათ და მრავალი კარგი და უცხო რამეები ძღვნათ გამოეგზავნათ ოქრო და ვერცხლი და კარგი და რჩეული და ძვირფასის თვალმარგალიტნი ასი ათასი სათვალავით, ვითაც სანთელი მჩვილი ოქროს მარჩილი ზედ ჯვარცმის საჴე დაღათ ნაჭედი ნაკრავი. რაც იარაღი უნდოდათ, უკვეროთ და უცეცხლოთ მისგან ჴელით გაიკეთებოდა, ასი ჭრელი ვირი და ასი სპილო -- ისინიც თითოს ვირის ოდენი, თორმეტნი სამანდარი ქათამი უფრთო და უბურტყლო, ერთი ცხრა ქვეიშის თევზი რომ საგანგურს ეძახიან, ასი ქალი და ასი ვაჟ(ი), თითო ათთორმეტის წლისა თმა გრუზნი ვითაც გიშერნი, ფერად კბილ თეთრნი ვითაც მარგალიტნი, ობოლნი, კარგ ტანად კარგად ნაქმარნი, სახეობა შვენიერნი და ნამეტნავად ლამაზნი და ტურფანი და ნამეტნავად სანდომობით საყვარელნი, კარგად მკვრელნი ყოვლის საკრავისანი და ყოვლის ხმითა და უსულით კარგის მუღამით მომღერალნი. რა ესები თემურ ჴემწიფეს წინ მოასხეს, ნამეტნავად იამა და გამჴიარულდა რომ ყოველი მოსაწონი იყო, ნამეტნავად თმაგრუზნი ქალ ვაჟნი მოსწონდა და უჴაროდა. ელჩებს ნამეტნავად კარგად დახვდა. მრავალი საქონელი, ხალათი და ყოვლის რისმეთაგან უბოძა და თვითანც ელჩი გაუგზავნა და მათის გამოგზავნილის ძღვნის სამი ზომა უბევრისი ყველა კარგი და დარჩეული ყოვლის რისმეთაგან ჴემწიფეთ მოსაწონი რამები გაუგზავნა, ელჩები გაისტუმრა და მასუკან იელუსარემით მისრეთისაკენ გაილაშქრა. მისრეთის ბატონის შვილი რომ მამა მისი თეიმურს ომში მოეკლათ თავისის ჯარითა და მ(ი)სრეთის მეფებითა და მთავარ თავადებით თემუ(რ) ჴემწიფეს წინ მოეგებნეს. რა ჯარნი გაიცადეს, შორიდამ დაუქვეითეს. ახლო რა მოვიდნეს, ჴემწიფეს თაყვანი სცეს და მის წინაშენ მიწას ემთხვივეს დიდის მონებითა და მორიდებითა რა ქალაქში შევიდნენ, ჴემწიფის შვილმან თემურ ჴემწიფე თავის სასახლეში ჩამოახტუნეს და ექვსს თვეს ასის ათასის კაცითა ისტუმრეს და სასმელ საჭმელი ცხენკაცისა და ტანისსამოსი და ან რაც ვის უნდოდა იმ საჭმელს მისცემდიან სულთანის შვილის სახლიდამე, არა თუ თემიდამენ და ჴემწიფის შვილს დედა ჰყვანდა ნამეტნავად ჭკვიანი და ნამუსიანი, შვილს ასრე უთჴრა - ჩათრეულსაო ჩაყოლილი სჯობსო და დღეს ჩვენი სიკვდილი და სიცოცხლეო თემურ ჴემწიფეს ჴელთ არისო. თორმეტი ტაბაკი თვალ მარგალიტით აავსეო და ერთს ტაბაკს ზედანო სალაროს კლიტები დააწყევო და მე თვითან შევალ ჴემწიფის საჯალაბოშიგანო. ამ ძღვენსაცაო და სალაროსა და ქვეყანას მისრეთისასაო ნებით მივართვამო და მისგან სარჩოს გიშოვნიო. შვილმან დედის ნათქვამნი სიტყვანი მოიწონა და ტაბ(ა)კებით თვალ მარგალიტი და სალაროს კლიტები დედის ჴელით ჴემწიფეს შეუგზავნა, თემურს წინ მიიღეს. მრავლის ტირილითა და ცრემლის ღვრით დედა შვილის არ წახდენას შეეხვეწა. რა ჴემწიფემ ნახა დედა შვილისათვის შეღონებული და ცრემლთა ფქვევით და ღუდუნებისაგან ცრემლი სწვიმს და სიტყვას ვერ აგნებს, შეიწყალა და თავის საჴელსზედ მისრეთს თეთრი მოაჭრევინა და სხვა სალაროც და მისრეთიცა დედის შებრალულებისათვის მისრეთიცა და სალაროცა შვილს მიუცა და ძღვენი და ჴარაჯა დადვა და იქიდამ აიყარა და აბრამის ტაზარის დღეობასა რომ ჰაჯს ეძახიან მაქას მოვიდა. მრავალი მადლი და სახელი ქნა და იქიდამენ მჰმდ ფეიღანბრის საფლავის სალოცავად მადინის ქალაქში მივიდა. იქიც მრავალი სამადლო საქმე ქნა და მრავალი შესაწირავი მიართვა. იქიდამენ ბაბილოვანის ქვეყანაში ქალაქსა ბაღდადისს მოვიდა. იქ იზამთრა. ადრბეჟანით ანბავი მოუვიდა - ათი წელიწადია ვიბძვითო და ალინჯის ციხე ვერ აგვიღიაო. ისრევე ქართველთ უჭირავსო. გაჯავრდა თემურ ჴემწიფე და აიყარა და ბაღდადით თავრიზს მოვიდა და ოთხის თვის მოსვენება მისცა, ლაშქართა საქართველოზედ წასვლისათვის.

აქა მესამეთ წასვლა თემურ ხემწიფისა საქართველოსზედან

[edit]

რა მისრეთის ლაშქრობისაგან თავრიზს მოვიდა, მოახსენეს - ათი წელიწადი არისო, რომ ლაშქარი ალინჯის ციხესზედან იბრძვისო და ვერ აუღიათო და ისრევე ქართველთ უჭირავსო. ეს ჴემწიფემ იწყინა და საქართველოსზედ გაილაშქრა. რა ჴემწიფის გამოლაშქრება ალინჯაში მყოფთ ქართველთ გაიგონეს. თავიანთ ნებით ციხე დაუცალეს და გელაქუნის ზღვის გარეშემო და ანისის ქალაქი და გარეშემო ციხეები დაუცალეს, აიყარნენ და საქართველოში წავიდნენ. თემურ ჴემწიფე დიდის ლაშქრით მანგულს მივიდა და შიხ იბრეიმ შირვანის ბატონი თავისის ლაშქრით თან ახლდა. ერთგული და მისანდო იყო ჴემწიფისა, მას ჰკითხევდა საქართველოს ანბავსა, კიდეც უჯერებდა და კარგათაც იცოდა საქართველოს გამოსაღები თუ რა იქნება და გიორგი იმერეთში მეფობდა და თემურისაგან მაზედ გალაშქრება ნამეტნავად ეწყინა და ელჩი და ფეშქაში წინ მოაგება და სახვეწარი წინგნი მოსწერა, ასრე რომ თუ ყმობა და მორჩილება არისო, ჩვენც მაგათი ყმანნი ვართო და რასაც გვიბძანებენო, ვემს(ა)ხურებითო. თუ ძღვენი და ბეგარა ეპრიანებისო, შეძლების ღონით ყოვლს წელიწადს ვახლებთო და თუ ჩვენი გვერც ხვლება უნდათ, ვითაც ამას წინათ ჩვენს ქვეყანაში მტრის ლაშქარი არ შემოსულიყო და მაგათ ლაშქარი შემოგვისიეს, ქართველთ ცოლშვილის წახდენის შიშით შემოებნენ და ორგნითვე მრავალნი დაიხოცნეს. ამისის მორიდებით კარზედ მოსვლა არ შეგვიძლია. ეს წინგნი რომ ჴემწიფეს წაუკითხეს, გაჯავრდა და ლაშქართ უბრძანა, - გიორგი მეფის ფეშქაში იაღმა ქნეს და დაიფ(ო)რაქეს და გიორგი მეფის კაცს ასრე უბძანეს: შენი საქმე სხვათ მეფეთ არა გავსო. შენგან მრავალჯერ გარჯილი ვარო. აწე თუ გინდაო ჩვენს რისხვას მორჩეო, ჩვენს კარზედ უნდა მოხვიდეთო, თუ არა და სხვა რიგათ შენგან ჴელს არ ავიღებო და თუ მოხვალო, ამდენს წყალობას დაგმართებო, რომ ქვეყნის მეფენი შენ გნატრიდენო და თუ ჩვენს რჯულს ერიდებიო, ძალათ არავინ დაგპატიჯებსო, ხარაჯას დაგდებო და დიდის პატივითაც შენს საბატონოზედ გაგისტუმრებო, როგორც კოსტანდილის ბატონს უყავო, რომ ისიც ქრისტიანი და შენის რჯულისანი იყო, კარგად გავისტუმრეო. მგონ შენც გაგეგონოსო, თუ ჩემთან მოსვლით რა წყალობა და პატივი დავმართეო და ისრევე თავის საბატონოზე გავისტუმრეო. თუ მოხვალ, შენ უფროს წყალობას დაგმართებო და ისრევე შენს საბატონოსზედა გაგისტუმრებო და თორა და სხვა რიგად არ შეგიხვეწებო. მეფის ელჩნი რომ წავიდნენ, ჴემწიფეს ასრე მოახსენეს: იმერეთის მოსავალი ფეხსზედ დგასო. თუ დავაცლით მოსავლის აღებასო, საქმე გაგვიჭირდებისო. სჯობსო, მოსავალი ჩვენ წავართვათო, ამირ შხ ნურადინ დიდის ლაშქრით იმერეთს გაუძახეს და იმერელნი მთებში და სიმაგრებში დაიხიზნეს და მოსავალი თურქთ აიღეს და თემურ ჴემწიფე მანგულით აიყარა და იმერეთსზედ გამგზავრდა და გზაზედ ერთი ციხე ნახა რომ სახელი ციხის ცხოვრების წინგში არ ეწერა, მაგრა ასე მისი სიმაგრე ქებით დაეწერა, რომ სრულ ქვეყანათაზედ ამის უმაგრესი ციხე არსად არისო. თვითან თემურ ჴემწიფესაც ებრძანებინა: ათასი ციხე უფროსიც ამიღიაო და მე ამის უმაგრეს ციხე არ მინახავსო. მაღალს მთაზედ ანაგები ქვითა და კირითა და ორგნითვე ღრმა ღელები ახლავსო, გარეშემო აღრიტალი და ვიწრონი და უსწორო ღელები აქონდაო და ვიწრო ალაგი იყო რომე კაცისაგან არ დაიდგმურებოდაო. იმ მთას ას ორმოცდა ათი ადლი სიმაღლე აქონდაო. უკიბოთ და უსაბლოთ ასვლა არ იქნებოდაო. ერთი ნამეტნავად ვიწრო გზა აქონდაო, ვერც ძირში კაცი მიუდგებოდაო. ამ რიგს გასაკვ(ი)რვებელს ალაგს გაეკეთებინაო. ციხის პატრონს თარა ერქვაო და ას ორმოცდა ათი კაცი ციხეშიგან ახლდაო, მრავალი ცხივარი და ღორი იმ მთაში ჰყვანდაო. ციხეს გარეთ მარანი ჰქონდა ღვინით სავსეო და ამას წინათაც თემურ ჴემწიფეს ამ ციხეს ქვეშ გაეარაო და არ შემოსდგომოდაო. ამ გზობით აღება მოინდომა, ვაქილთა და ვეზირთ გამოჰკითხა. იმათ ასრე მოახსენეს: ეს ციხე ძალათ არ აიღებისო თუ არ შიმშილისაგანო. თუ ბევრს ლაშქარს მოუყენებთო, საჭმელს ვერ იშოვნიანო და თუ ცოტას მოუყენებთო, მტერი ამოსწყვეტსო. ჴემწიფემ ამის მთქმელთ უწყინა და ბრძანება ქნა - ლაშქარი ციხეს გარ შემოადგესო, ყველამ კიბენი და მანჯანიყები გააკეთონო და ამირ შაჰა მელიქმან სამს დღეში იმ ციხის პირდაპირ ასეთი ციხე გაუკეთა, რომ სამი ათასი კაცი დაეტეოდა და სხვამ ლაშქარმანც იმ ციხის გარეშემო ორი სხვა ციხე აუგეს. ამისთვის ესები ააგებინა, რომ ციხეში მყოფთ შეიტყონ, რომ აუღებლათ აღარ წავა. თვითან ჴემწიფე ციხეს უკან დადგა. კიბენი და მანჯანიყები გააკეთეს ციხის სიახლეს, ხითა და მიწით ავსეს, მაღალი საფარი აუშენეს, რომ ციხეში ჩასჭვრეტდა და ქართველთ ციხის სიმაგრისაგან დიდი იმედი აქონდათ რომ ჴემწიფის ამდენი ცდა და სარჯელი ხუმრობა ეგონა და მართლა არ გაუფრთხილდენ თორა და იმ ციხეს ვერვინ აიღებდა. თურქთაც ისრე მიაჩნდა, რომ არ აიღებისო. მაშ არასფერში ამაყობა და შეუპოვრობ(ა) არ ვარგა. ნათქვამიც არის - სიფრთხილე კაცს თავს არ ატკენსო. ციხოანნი კარგად ვერ გაუფრთხილდენ და თურქნი კარგად ეცადნენ. ერთს კვირას ბრძოლით ვერა ქნეს რა და ერთს ხუთშაბათს საღამოსა ერთს ქურთს მიქრის, საჴელათ ერქვა ბიჩაგ, რომ გვარეულათ ოსტატნი იყვნეს კლდეზედ და კედელსზედ სიარულსა, სახეზედ ასვლასა, ყაბახთზე სიარულსა, ის კაცი ციხეში ჩაეპარა და ღამით ერთი თხა გარდმოიყვანა, თხას თავი მოჰკვეთა, ნიშნათ ჴემწიფეს მოუტანა, თხის ტანი იქივ ციხეში გაუშვა. ამ თხის თავის მოტანა ჴემწიფემ კარგ ნიშნათ აიხდინა, ნამეტნავად იამა და ციხოანთ თავს შეუდებლობა, სიმთვრალე და ნებიერობა, არ-ფრთხილობა ჴემწიფეს მოახსენა. ჴემწიფემ უბრძანა, - გრძელი და მსხვილი საბლები დაგრიხონო. ფიცხლავ აბრეშუმის საბლები დაგრიხეს, კიბენი და მანჯანიკენი გაუკეთეს, ცქვიტნი და ჴელგამამავალნი ვაჟნი კაცები გამოარჩივეს რომ კიბით ციხეში გარდვიდენ. ბიჩაქ მიქრი უთავეს, ოცდასამსა მთვარისასა რომ მთვარე გვიან ამოვდა და ღამე ბნელი იქნება. კიბით ციხეშიგ ჩაეპარნენ. უწინ ბიჩაკ ორის კაცით გარდვიდა. იმ ციხეში ერთი დიდი ხე იდგა, საბლები იმას გამოაბეს და საბლის წვერი ციხიდამ გარდმოჰკიდეს. კიბების თავები ციხის დარაჯებზე საბლით მაგრა მიაკრეს. ორმოცდა ათი კაცი რომ ჴემწიფეს საჴელდებით ებრძანებინა, იმ კიბეებით ციხეში გარდვიდნეს. ნახეს, რომ ქართველთ სძინავთ და ციხის გაფრთხილებას უკან არ არიან, აოხრების ძილს შეუპყრია. ერთმან ხორასნელმან ვაჟმან კაცმან შებრალებით ქართველთა შესატყობლათ მაღალის ჴმით ალაჰ ალაჰ დაიძახა. მაჰმუდა მექანარემ ნაფრი დააყვირა. ქართველთ რომ ამისი ეჭი არა ჰქონდათ, ეს ჴმა რომ გაიგონეს, ვითაცა შოთი და რეტიანები ძილიდამ წამოიჭრნეს, სანთლები ანთეს და იარაღს ჴელი წამოჰკრეს, საომრათ გამოუცვინდენ, ერთმანერთს ჴმლით წაუშინეს. შეიქნა ძახილი დაჰკარ დაჰკარისა. რა გარეთ ეს ჴმა გაიგონეს, თემურ ჴემწიფეს მოახსენეს და ფიცხლავ ცხენს შესხდენ. ციხის პირდაპირ გორა იყო, ლაშქარი იმაზედ ავიდა და ერთგნით ციხეს იერიში უყვეს. ციხეში რომ ორმოცდა ათი კაცნი გარდასულიყვნეს ადგილის სივიწროობისათვის სამად გაიყვნენ და სამნი იქავ დამდგარიყვნენ და სხვანი ციხეში ჩახდომოდნეს. ომი და ბრძოლა შეექნათ და საცა ამოსულიყვნენ, ქართველნი იქ მიუხდნენ. ის სამი კაცი მოეკლათ, აბდულ სავსზვარელი მიშველებოდა, ისიც თორმეტს ალაგს დაეკოდათ. კიბიდამ გარდავარდნილიყო და მაჰმუდბეგ იას(ა)ული მოეშველა. ისიც ქართველთ მოკლეს. უწინ კიბით შესულნი ორმოცდა ათი კაცნი სამათ ციხეში ომი გაემართა. გარედამენც ბრძანება იქნა და ყოველგნით ლაშქარნი შემოეხვივნეს, ზოგნი კიბით ზოგნი ფეხით, ზოგნი ჩოჩვით იერიში უყვეს და ზოგნი თითო თითო ვიწროს გზით შეუვიდნენ. ქართველნი შიგნით იბრძოდენ და იერიშის შიში არა ჰქონდათ. ამისთვის გალავანს არ მიეშველნენ და გარედამა ძალი მიატანეს და ციხეს კარი გაუტეხეს და ციხე თურქთ აიღეს, მაგრა ქართველთ სიდამდისინ ღონე და ძალი შესწევდა და ან მკლავში ძალი აქონდა, ქართველნი ნამეტნავად კარგად იყვნენ. მრავალი თურქნი მო(ა)კვდინეს, ასრე რომ თარა ციხის პატრონს ას ორმოცდა ათი კაცი ჰყვანდა და თითოს ხუთი და ექვსი მოეკლათ და თავიანთ ასორმოცდა ათის კაცისაგან სამოცი ცოცხალი იყო, ისინიცა დაჭრ(ილ)ნი და დაკოდილნი. არც ძალი და ღონე შერჩომოდა და არცა სით მშველი გაუჩნდა. უიმედონი შეიქნესდა უვნებლოის შანას შემოეხვეწნენ. ჴემწიფემ აღარ შეიხვეწია და სხვა ლაშქარიც შეუძახა. რა ქართველთ სცნეს თავიანთ ამოწყვეტა, ვისაც შეძვრის ღონე ჰქონდა, წაიკრეს ჴელი ჴმალთა, ცემით თურქთ ლაშქარს შიგ გამოერივნეს და კიდევ მრავალი კაცი მოკლეს და თვითანც ზედ შეაკვდნენ. ციხე წართვეს და თარა ციხის პატრონი და ან სხვანი ვინც ცოცხალი დაირჩინეს, მჴარ წაკრულნი ჴემწიფესთან მოასხეს. ვითაც მრავალი კაცნი დაეხოცათ და ნამეტნავად გასარჯეს და საქმე გაუჭირეს, ამისთვის აღარ შეიბრალა, მათნი კაცებნი დახოცეს და ცოლ შვილნი ტყვეთ წაასხეს. ციხის პატრონის თარას ცოლი და შვილი შირვანის ბატონს მისცეს და მიქრი ბიჩაგს და მისს ამხანაგებს ვინც ცოცხალი დარჩომილიყო მრავალი წყალობა დამართა. ის ციხე და მისი ქვეყანა ბოჰრან ფაშას მიაბარეს, ციხიდამ აიყარნეს და დაბლა ჩავიდნენ და ოცი დღე იქ დადგნენ და ცხენი და კაცნი მოასვენეს, დაკოდილნი და დაჭრილნი გამთელეს. ყველას ჯილდო და წყალობა დამართეს და გარეშემო ქართველნი თავადნი აზნაურშვილნი მოუვიდნენ და უვნებლობის შანა მისცეს.

აქედამე დიდი ლაშქარი გაუძახეს ერზნგის ქვეყანასა ზედან

[edit]

აქედამე დიდი ლაშქარი გაუძახეს ერზნგის ქვეყანასა ზედან. აქეთ საცა ქრისტიანი ესახლნეს, ზოგნი დახოცეს, ზოგნი ტყვეთ წასხეს და ააოხრეს და საღდარნი და მონასტერნი დაუქცივეს, სახლები დაუწვეს, ხე ვენახნი დაუჭრეს, ციხე ქალაქი და სოფლები დაქცივეს და ააოჴრეს და საცა კაცნი მოიჴელეს, დახოცეს და ცოლ შვილნი ტყვეთ წაუსხეს. ეს ამისთვის უყო, რომ ალინჯის ციხეში მყოფნი ქართველნი იმათ ქვეყანაში არ არიანო. ვინც აყრა დასწრო და დაიხიზნა სიმაგრესა, მორჩნეს. თურქნიც სიმაგრი(ს) ბრძოლას შეეზარებინა, ეძნელებოდათ. საცა მოიჴელეს, ჯოგი ნახირნი და ცხვარნი წასხეს და ჯავახნი უკან წაეწივნენ და მრავალნი თურქნი დახოცეს, ზოგთ ნაშოვარიც გააყრევინეს, მაგრა ქრისტიანობა ძალით ააოხრეს.

მოვლა თემურისა სამცხეს და წინ მიგებება ივანე ათაბაგისა და მეფის გიორგის ძმა კოსტანტილესი

[edit]

ძღვნის მორთმევა და შემოხვეწნა, ასე რომე ჩვენ ჴემწიფის მორჩილნი ვართ და რასაც გვიბრძანებენ, იმისი მქნელნი ვიქნებით. თუ ბეგარასა გვთხოვთ, მოგართმევთ და საცა გვიბძანებთ, შეძლების ღონით გილაშქრებთ. ჴემწიფემ მათი თქმული მოიწონა, მაგრა მ(ა)ჰამადის რჯულსზედ მოსვლა დაჰპატიჟა და ივანემ ათაბაგ(მა) დაჰპატიჟა და თავის საჴლში ჴემწიფეს დაუჩოქა და ასრე მოახსენა: ჩვენი ქვეყანანი სრულ ქრისტიანი არიანო და თუ მე რჯული დავაგდოო, ამათში ვეღარ დავდგებიო. ამის სიტყვაზედ ჴემწიფემ მერჯულენი მოიხმო და ივანე ათაბაგის თქმულნი სიტყვანი იმათ მოახსენა. მერჯულეთ ჴემწიფეს ასრე მოახსენეს: მ(ა)ჰმადის მოციქულობას და მღ̃თისაგან ანგელოზის მოსვლას არა სჯერანო და ყურანს, მაგრა თუ ჯაზიასა და ჴარაჯას მუსურმანს მისცემენო და თავ გამზიდვრობას არ იქმონენო, თავიანთ რჯულზედ ყოფნა არ დაეშლებისო. ჴემწიფემ მერჯულეთ თქმული დაიჯერა და ივანე ათაბაგსა და მეფის გიორგის ძმას კოსტანტილეს ხალათი, გვირგვინი და ჴმლები უბოძა.

თემურ ხემწიფემ ივანე ათაბაგი და მეფის ძმა კოსტანტინე ლაშქართ უთავა და სამციხიდან აფხაზეთს გაუძახა

[edit]

ივანე ათაბაგი და მეფის ძმა კოსტანტილ(ე) თურქთა და მესხთ ლაშქრით აფხაზეთს გაუძახა. ვინც შეიტყო და დაიხიზნა, მორჩა და ვინც ვერ დაიხიზნა, ზოგნი დახოცეს და ზოგნი ტყვეთ წამოასხეს და აფხაზეთი დასწვეს, დააქცივეს და გამარჯვებული დაბრუნდნეს, თემურ ჴემწიფესთანა მოვიდნეს და მეფის გიორგის ქება მოახსენეს, გზის დანებება და ნუზლის მიცემა. ჴემწიფეს იამა და ათაბაგსა და მეფის ძმას კიდევ წყალობა უყო და საც ვისმე სატაბაგოს ტყვე ჰყვანდა, მოუსხმევინა და ათაბაგს უბოძა და აზატი ქნა და ჴემწიფემ იმერ(ე)თისა და მეფის გიორგის ანბავი ჰკითხა ათაბ(ა)გსა და ასრე უბრძანა: რისაგან არისო, რომ შენ ქართველის მეფის ყმა ჴარო და რისაგან არისო, რომ შენი ქვეყანა იმისის ქვეყნისაგან უბევრესი არისო. იმან ასრე მოახსენა: ლაშა გიორგის შვილს დავითსო მამიდამ ღონე გაუწყვიტაო, ქართველნი შეიფიცაო და ყაისადინ ყაისრს ქალი მისცაო და ქვეყანა რუსუდანს ძმურად გაუყო. კორტოხტისა და მახვილოს მთებს იქითაო ქაფამდისინო ზღვადა ჴმელი და მთა და ბარიო მამიდას მისცაო და მთებს აქეთი არაზის წყლამდისინ თვითან დაიჭირაო. მამიდის კერძს ქვეყანასაო ზღვა და მთებიო ვითაც გალავ(ა)ნი ყველგ(ა)ნ ციხესავით გარშემოვლებია, მტერი ვერსით აუტყდებაო. ლაშა გიორგის შვილს მეფეს დავითის კერძსაო აქეთ ურუმნი და იქით თურქნი და ერანელნი და არაბნიო, ჩრდილოეთით ოსნი და რუსნი ებრძვიანო. ჩვენი საჴლის კაცნი ურუმთ მონაპირეთ დაყენესო და ლაშქართუხუცობადა და ათაბაგათ აჩინესო და მრავალნი თავადნი და აზნაურშვილნი თაბუნათ მოსცესო, სახასო ქალაქები და ქვეყნებიც მას მოაბარესო და ურუმთ წინ დაუყენესო. ერანელნთ მონაპირეთ მჴარგძელიანი დააყენესო, თავად ხორაზმელთ ძალი უყვეს და ქალაქები და ქვეყანან(ი) ააოჴრეს და ყათლამი უყვესო. ამაზედანო ჩანგიზ ხანის ლაშქარმან ნამეტნავად ძალი უყო და საქართველოს მეფე დაიჩაგრა და ჩვენმან პაპამან მესხთ თავადები დაიმოყვრა და მიფარვით შემოიფიცა და ქვეშ ქვეშ ურუმთ ჴემწიფეს შერიგდა. დაუწყო თავის ბატონს ურჩობა და სახასო მამულები უკუ(ი)ჭირა. ამაზედ დიდის ლაშქრით მოუხდა და შეიბნენ და თავის ბატონს ზედ გაემარჯვა. მას აქეთ მეფე დაიჩაგრა. ამ დროსა და ასრე დამარცხებულს მეფეს ჩანგიზიანნი საქართველოს შემოესივნეს და ააოხრეს და დემეტრე მეფეს ბარდას შესახვეწრათ არღუნთან მივიდა - ეგების თავის სამეფოს არგოს რამე. არ შეიხვეწა და მეფე კიდეც მოკლა და საქართველო სხვას მიუცა და მას აქეთ თუ არ მოყვრობით, თორადა მეფობით ჩვენზედ ძალი არ შესწევს. რა თემ(უ)რ ჴემწიფემ ათაბაგის თქმული სიტყვანი გაიგონა, ასე უბძანა: ვინც თავის ყმასაო ნამეტნავს პატივს დასდებსო, აგრე დაემართებისო, ნამეტნავად პატივისდება ბატონობას მოანდომებსო. მერმე ჴემწიფემ ათაბაგს ასრე უბრძანა: მე მეფის გიორგისაგანო ბევრი ჯავრი მახსობსო. შენც შენი ლაშქარნი შეიყარეო, და მინდა იმაზე გავილაშქრო ეს ანბავი მალვით კოსტანტ(ინემ) თავის ძმას მეფეს მისწერ(ა).

აქა თემურ ხემწიფესთან მეფის გიორგის ფეშქაში და არზისა და ფეშქაშის მოსვლა

[edit]

კარის კაცთათვის ფეშქაში და სახვეწარი წინგნები მოეწერა, - ჴემწიფესთან მამეჴმარენითო, ჯაზიასა და ბეგარას დავიდებო, ამ ნაპირის ქვეყნებსზედ ულაშქრებო და კარზედ მოსვლა არ შემიძლიაო, ჴემწიფისაგან მეშინიანო. ადგნენ ვაზირ ვაქილნი და ლაშქართუხუცესნი , ერთგან შეიყარნეს და სიტყვანი ერთი ქნეს და მეფის გიორგის არზა და ძღვენი ჴემწიფეს მიართვეს და კარგად გააშინჯვინეს და ასრე მოახსენეს: ტყეში ერთი მოუხმარებელი ქვეყანა არისო. მიხვალ, გაგექცევისო და როსაც წამოხვალ, ისევე ჩამოვაო და თავის ქვეყანას დაიჭერსო და ქვეყანანი დაიჭირეთო და ამდენს სრულ ქვეყანაზედ არ გარჯილვართო და არც ამდენი ლაშქარნი ვისმე დაუჴოციაო რომ აქ ამოგვიწყდაო და ლეხს იქით ლაშქრობასო თურქნი დიაღ შეჯერებულანო. ჩივიან და ასრე მოგახსენებენო: ქვეყან(ა) კიდევ ბევრი დარჩომილა აუღებელიო, ამ ურგებს ტყეში რასთვის ჩაგვხოცს ჴემწიფეო. გიორგი მეფე ჴარაჯას იძლევებისო და კარზედ ამისთვის ვერ მოვაო, რომ ოთხჯერ თავს ლაშქარნი დასხითო და ცოლშვილის მოსარჩენლათ ჴელი გაიძრაო და მრავალი ლაშქარი ამოსწყდაო. გაღანამც ამის შიშით კარზედან ვერ მოვაო და ამას ვეაჯებით ჴემწიფესაო, რომ გიორგი მეფის შენაცოდები ჩვენ გვაპატიოთო, ჯაზია და ბეგარა დადვათო და უსარგებლოს ტყებში ამის უფრო თქვენი ლაშქარნი არ ჩახოცოთო. უწინვე მერჯულენი და შიხ იბრეიმ შ(ი)რვანის ბატონი მოეყენებინათ, ასრე რომ თუ ჴემწიფემ იმერეთსზედ გალაშქრება მოინდომოს, იმათ დაუშალონ და შერიგება გამოურჩიონ. ვაზირ ვაქილთ ლაშქართ ჴემწიფეს შეხვეწნით მოახსენეს. ჴემწიფემ შ(ი)რვანის ბატონი შიხ იბრეიმ მოიხმო და მერჯულეთ ჰკითხა: გიორგი მეფე ჯაზი(ა)სა და ბეგარას იძლევებისო, მაგრამეო არც მუსურმანი შეიქმნებისო და არ(ც) ჩვენს კარზედ მოვა, სამართალი და რჯული მჰმდისა რასა ბრძანებსო. მერჯულეთ ასრე მოახსენეს: თუ ჯაზიას მოგცემსო და მუს(უ)რმანთ არას აწყენინებსო, იესოს რჯული მჭირავთათვისო ფერამბარს ასრე უბრძანებიაო, - რადგან ჯაზია მოგცესო, ნურც მოჰკლავთო და ნურც მათზედ ილაშქრებთო; თუ მუსუმანთ წყენასშიგ იყვნენო, მაშინ სიკვდილსა და ტყვეობას ღირსანო. რა ეს მერჯულეთაგან ჴემწიფემ გაიგონა, შირვანის მეფეს უბრძანა - თქვენ რას იტყვითო. იმან ასრე მოახსენა: გიორგი მეფეს ჩვენთანც სახვეწარი წინგნი მოეწერაო. ღმერთმან ეს გამარჯვება საქართველოს ზედანო რომ თქვენ მოგცაო, არც ალექსანდრე მაკედონელსაო და არცა სხვათა ჴემწიფეთ არ მისცემიაო და აქნობამდისინ არც ვის შეხვეწნიანო. ამდენი ქვეყანა და ციხები დაუქციეთო, ჯაზიაც იკისრესო, საჴელი იქნების თქვენგან ჩუქებაო. ჴემწიფემ დაუჯერა.

აქა თეიმურ ხემწიფემ იმერეთის მეფე გიორგი შემოირიგა

[edit]

და თემურს გიორგი მეფეზედ იმერეთს გალაშქრება შიხ იბრეიმ შირვანის ბატონმან დაუშალა და იპატივა. ელჩები დააბრუნა და გიორგი მეფეს წინგნი მისწერა. რა ელჩი და წინგნი მიუვიდნენ მეფეს, ნამეტნავად იამა და გამხიარულდა. ისრევე მალ ე(ლ)ჩნი გამოგზავნა და ფეშქაშათ გამოუგზავნა ათასი ცხენი, ათასი თეთრი თემურის საჴელს ზედან მოჭრილი, მრავალი კარგი და უცხო ნაქსოვნი სასაჴელო ჯაჭვები და იარაღები ბროლისაგან დათლილი ვერცხლისაგან გამოჭედილი ჯამ ჭურჭელი, ბადაშხანის ლალი ერთი საჴელათ გვრდემლა - კარგ ფერი, კარგად წყლიანი, კარგად გათლილი, სანახავად სამებელი, თვრამეტი მ(ი)სხალ სამის მარჩილის წონა და ჯუჰარ მცნეთა მისი ფასი ძვირათ ღირებისათვის ვერ დადვეს. ესები თემურ ჴემწიფეს მოართვეს, კარის კაცებს სხვა ფეშქაშ(ი) მოართვეს და მეფის ფეშქაში ჴემწიფემ მოიწონა, ნამეტნავად ლალისა ასრე ბრძანა: ასრე კარგ ფერი და კარგად გათლილიო, კარგად წყლიანიო და ლალი ამ სიდიდით არვის უნახავსო, არცა სხვათ ჴემწიფეთ ჰქონებიათო და არც მე მინახავსო. იტყვიან, ის ლალიო ახლა ინდოეთის ჴემწიფის სახლსში ძესო. თემურ ჴემწიფემ გიორგი მეფესაო საჴემწიფო გვირგვინი და ჴ(ა)ლათი და ჴმალი გაუგზავნა, დიდის ქებით საიმედო წინგნი მისწერა და იქიდამ აიყარა. ქართლზედ ჩაიარა, თბილის ქალაქს მეფეს ბაგრატს ესტუმრა და ცხენი და ჯარი შეასვენა და ყარაიაზი ინადირა. მეფესა და მეფის შვილებს თავადთა და მეფის კარის მოჴელებსა ყველას შეფერებით ჴალათები უბოძა და იქიდამენ აიყარა და ნადირობით ყარაბაღში მივიდა. ბილაღანის ქალაქის აშენებას ჴელი მიჰყო და გარეშემო გალავანი გაუზომეს ორი ათას ოთხასი ყაენის ადლი, ხანდაგის განი თოთხმეტი ადლი და სიღრმე ოცი ადლი ჩასთხარეს და ზომით მეფეთა და მოეხლეთა და მეპატრონეთა დაუყვეს და დამწვარის აგურით ააშენეს, ერთს თვეში გაათავეს, ლაშქარს შაჰისევ(ა)ნი უბრძანეს და არაზის წყლით დიდი რუ გაიღეს, სიშორით ექვსი აღაჯი, თხუთმეტის ადლის განითა სიღრმე აქვს, ზოგან სამი ადლ(ი) და ზოგან ხუთი ადლი, ზოგან ექვსი და რვა ადლიც გასთჴარეს, სათავე მაგრა შეუკრეს და წყალპატარობაში არაზის წყალი მესამედს დაიჭერდა. ორსმოცს დღეზედ გასთხარეს და ვითაც წვიმა ძრიელის ღვარი მღვრია ბილაღან მიიყვანეს. თუ არ ძრიელი ცხენით კაცი ფონს ვერ გავიდოდა. ორმოცი სოფელი სხვა აშენეს იმ წყლითა და ბილაღანის მოსავალი შხ სეფის საფლავს შესწირა და უფროსი ერთი ქვეყანანი დაიმორჩილა. ზოგან თვითან მივიდა, ზოგან ლაშქარი გაუძახა. მორჩილი მისნი გამდიდრა და ურჩნი მისნი ააოჴრა და თავგამზიდავნი წახდინა და ამოსწყვიტა და საცა თვითან ვერ მივიდა, ელჩი მოუვიდა და კარგისა და უკეთესებისაგან ფეშქაში და ძღვენი მოართვეს. ელჩებს კარგად დახვდა და მრავალნი უბოძა. თვითანც ელჩები გაატანა. ყველანი ასრე დაიმორჩილა და ზოგან შვილი გააბატონა და ზოგან შვილისშვილები და ზოგან მისანდონი და ერთგულნი ყმანნი. უფროსი ერთი ქვეყან(ან)ი ისრევე თავის მემკვიდრეს ბატონებს მისცა და გიორგი მეფეს თავისი საბატონო დაანება ერანი ჩაიარა და სამარყანდის ქალაქსშიგ მივიდა, ჩინეთს წასვლა მოინდომა.

აქა თემურ ხელმწიფე სამარყანდით ხათს მიმავალი გზაზედ მიიცვალა

[edit]

სამარყანდს მჯდომს თემურ ჴემწიფეს მოახსენეს - ხატაეთით ვაჭარნი მოსრულანო და მრავალი უცხო რამე გასასყიდელი მოუტანიაო. ჴემწიფემან ბრძანა - ვაჭარნი თავიანთ სავაჭროს ქონებით მოასხითო. მოვიდნეს და რაც აქონდა, მოუტანეს. მოიწონეს და კარგნი ფასნი მისცეს და ჴემწიფემ ხათაის ქვეყნის ანბავნი გამოჰკითხნეს. მათ ასრე მოახსენეს: ჴათას ჴემწიფესა და ერს ქვეყნისა მათისასაო ღმერთი არ იციანო, კერპს ესვენო და ხუთანის ქალაქში ერთი კაცი არისო, დილას ვაჟიკაცი შეიქნებისო, შვადღისას წვერ ულვაშით შეიმოსვისო, მზის ჩასვლისას წვერ ულვაშ(ი) თეთრი შეექნებისო და სიკვდილი არ იცისო და რასაც იტყვის, ის იქნებისო და ჴემწიფეც და ქვეყნის ერნიც მისის ბძანებით არიანო და ღმერთსა სრულ ყველა გამჩენსაო და განკითხვასა და საიქიოს სამოთხესა და ჯოჯოხეთს არა სჯერანო და ასრე იტყვიანო - ვინც და ქვეყანათა ზედან კარგს საქმესა იქსო სამადლოსაო, რა მოკვდებისო, ჴემწიფეთა და მეპატრონეთ ჯალაბებსა ჩაეს(ა)ხვის, ჴორც შეისხამსო და იმათ შვილათ იშობებისო, უწინდლისაგან უკეთეს შეიქნებისო. ვინც ამ ქვეყანას ძალსა და უსამართლოს იქსო, ან გლახათაგან იშობებისო და ან ოთხფეჴთაგან იშობებისო და ან ფრთოსანთაგანო და ან ღოღავთ და მძრომელთ ჭიებისაგანო და როგ(ო)რც მას სხვა გაურჯიაო, ისე უნდა თვითან გაისარჯოსო. იმათს ჴემწიფეს ქვეყანათა ზედან თავის მეტი არვინ ჰგონიანო, თუ სხვა მოსაქმე, ფიცხლავ ნაპირის მცველნი მოსწერენ, თუ რა საქონელი აქვს და ან რა მოჴელეა და ან სიდამ მოვა, ასწერენ და ანაწერს ჴ(ე)მწიფეს მიართმენ და ასრე მოახსენებენ - ამა და ამ ქვეყნიდამენო თქვენს ყმასო გამოუგზავნიაო. ორმოცს დღეს კარგად დახვდებიანო, სასმელ საჭმლით ჴელს შეუწყობენო, ქალაქსა და კარგს ადგილს დაატ(ა)რებენო და რა ორმოცი დღე გათავდებისო. რაც მოუტანიაო ერთისათვის ორს იმდენს მისცემენო და კარზედ მიყვანებენო და თაყვანს აცემინებენო და ჴემწიფეს არ აჩვენებენო, გზისათვის უვნებლობის ნიშანს მისცემენო და ქალაქში აღარ დააყენებენო, უნდა წავიდესო. რა ეს ა(ნ)ბვები თემურ ჴემწიფემ გაიგონა, ასრე ბრძანა: შორე ჩანსო რომ იქ ქვეყანას ეშმაკნი დაჰპატრონებიაო, თუ არა ვინ გაიგონაო კაცის უკვდ(ა)ვებაო და სახისა და ბალნის დღეში სამჯერ ფერის გამოცვლაო. მაშ ის გაცხადებული ეშმაკი არისო. ჩემთვის მართებული არისო, მღ̃თის წინაშენ გვმართებსო, რომ მათზედან გავილაშქრო და კერპნი დაუმტვრიო და საკერპენი დაუქცივო და ის ეშმაკი რომ ბალანს დღეში სამჯერ ფერს უცვლის ის მოუღოო და მართალი ღმერთი ვაცნობინოო.

აქა თემურ ხემწიფის გალაშქრება სამარყანდით ხათაზედა მოსარჯულებლათ

[edit]

ბრძანა თემურ ჴემწიფემან, გასწერეს წიგნი, იხმეს ლაშქრიდა ხუთის წლის ჯამაგირი სალაროდამენ ნაღდი მისცეს და სამარყანდით აიყარა დიდის ლაშქრით, დაშტი ყ(ი)ბჩაღის გზით ჩინეთსა და ხათაზედ წავიდა, ორის თვის სავალსზედ გზა გაიარეს თემურ ჴემწიფე ავად გახდა, მოდგნენ წამლით ჰაქიმნი და მკურნებელნი და ვერას საქმით ვერც სენი უცნეს და ვერც წამალი მოახმარეს და გაუძნელდა საქმე და ჴემწიფემანც თავს შეატყო, რომ ვეღარ მოურჩების. თავისი უფროსს შვილს ფირ მჰმად ჯანგირ სამარყანდის ბატონი და საჴემწიფოს კარის გამრიგენი უფროსნი კაცნი იხმო ჴემწიფემან და მრავალი კარგი ანდერძები უბძანა და შვილნი და შვილის შვილნი, სალარო და ქვეყანანი და მეფენი და თავადნი მას მიაბარა და ასრე უბძანა: აქედამ დაბრუნდითო და ლაშქარიც დააბრუნეთო და ჴემწიფურის წესით სამარყანდს მიმასვენეთო და იქიდამენო ყველგან მეფეთა და მეპატრონეთაო ხალათი და სამეფო წინგნები გაუგზავნეთო და ჩვენგნით შენი გაჴემწიფებაო და ჩვენი ამ სოფლით მიცვალება შეატყობინეთო და ჩემი სალარო თქვენს ჴელთ არისო და ჩვენი ვაქილ ვაზირნი თქვენ გახლავანო, თვითანც ჩემთან გაზრდილ ჴარო და რაც მე ვქენ ქვეყანათა ზედანო, ყველა კარგად გახსობსო, შენც ისრე ჰქენო. დღევანდლის საქმეს სახვალიოთ ნუ მიაგდებიო და მტერს დროს ნუ დაცლიო, ყმათ სამსახური დაუსწავლეო, შეფერებით ნამსახურთათ მათთა წესაზედ ჯილდო და სარჩო გაუჩინეთო და მერჯულეთა და ნათესავთა დიდგვართა და ჭკვიანთა, მცოდინარეთა და ნამს(ა)ხურთა და პატივნი დასდევო, გლეხთა და ვაჭართაო ძალას ნუ უზამ და გამოსაღებსა მათსა მოუკელ რამე და გაჴარე, სჯობს ქვეყნის ასაშენებლათ. ქვრივ ობოლთ სარჩო გაუჩინეთ, გლახანი მიცემით გაახარეთ, მშიერნი გააძღევით, ტიტველანი შემოსეთ, მოძალადენი შეშინებით მოამშვიდეთ, თავ გამზიდავნი წახდინეთ და ავად მიეპყარით, რომ თქვენს ბძანებას არ გარდვიდნენ. მღ̃თის შიში იქონიე, ძრახვა და მემშურნო(ბა) თქვენგნით შორ ამყოფეთ, დიდს კაცს ცოტას სამსახურს ნუ უბძანებ და მცირეს კაცს დიდს სამს(ა)ხურს ნუ დასდებ. ერთი რამე გამოსარჩევი საქმე გაქონდეს, მრავალს კაცსა ჰკთხე, ხან ყველას ერთგან და ხან ცალკე ცალკე. ყველას თქმული გაიგონე და შეადარე სიტყვა სიტყვასა და რომელიც შენ გიჯობდეს, ისრე ჰქენი. ამ საქმით მტერნი დაგეჩაგვრიან და ქვეყანა აგიშენდება და ლოცვას დაგიწყებენ. ლაშქარნი მადრიელი და მორჭმულნი გეყოლების. ავის მქნელს მიეპყარ და კარგის მქნელს კარგად. შიშით ავს ვეღარ იქმონენ. ამით ჴემწიფობა გაძრიელდება. რა ეს ანდერძები შვილს დაბარა, მოიჴმო თავისი ვაზირ ვექილნი და საჴემწიფოს გამრიგენი მეფენი და თავადნი და ლაშქარი და ჯარი. თავისი შვილი ფირ მჰმდ ჯაჰნგირი თავ(ი)ს მაგიერად ჴემწიფეთ აკურთხა და ყველამ ფეხს აკოცეს და თაყვანი სცეს და ბრძანა თავისის თავის ავადყოფნით დაბრუნება ლაშქრიანათ. იხმნეს ოსტატნი და გაკეთეს კუბო და ჴემწიფე წამოსაყვანლათ მოინდომეს. დიაღ შეძნელდა, ასრე რომე კუბოში შესვლის ღონე აღარ ჰქონდა. პარასკევს საღამოსა ჴემწიფე მიიცვალა. შეიქნა ლაშქარში ტირილი და ყველამ საყელონი გარდიხივეს. სამს დღეს იქივ დადგნეს, ყველას ხალათები უბოძეს. ჴემწიფემ მამა მისი, ქვეყნის დაჭრვისათვის მრავალ გვარად გარჯილი, ქონებითა და მორჭმულობით გაცრცვილი, სული ტანით, ჭკუა თავით და სინათლე თვალით გაშორ(ე)ბული ტანი კუბოში მიასვენეს და კუბოს თვალ მარგალიტით მოკაზმული ზეწრები გარდაბურეს და კუბოს ქვეშ მეფენი და ჴემწიფენი შესხდნეს, დიდის დიდებით დაბრუნდეს და სამარყანდს მოასვენეს. ის მიწას მიბარეს და მრავლის სარჯლითა და ოჯახის თხრით და სიკვდინებითა და დატყვევებით ნაშვნი სხვათ დარჩა და მას განკითხვის დღის შიში თან წაჰყვა და ქვეყანანი ზოგი ვინ დაიჭირა, ზოგი ვინ. ქართველთ ქრონიკონი სამას სამოცდა ჩვიდმეტი იწერებოდა ქ̃კს ტოზ თემურ ჴემწიფის სიკვდილი. ამის წერაში ორას ოთხმოცს წელიწადს გაეარა და ინდოეთს ისრევე იმისნი ნათესავნი ჴემწიფობდენ აქამდი.

ქრონიკონსა ორას ჩვიდმეტსა (სიზ) [1529] შაჰ ტამაზ მიიცვალა და მისი შვილი შაჰ ისმეილ გახემწიფდა. მეფე სვიმონ იმან ალამუდის ციხით ყაზმინს მოიყვანა

[edit]
და საქართველოს მეფობა მისცა და გასტუმრებაში იყო, რომ შაჰ ისმეილ საწამლავით მოაკვდინეს და მისი ძმა შაჰ ხუდაბანდა გახემწიფეს და ამან მეფე სვიმონ გაათათრა
შაჰ მუჰამად ხუდაბანდას (1578-1587) ოქროს მინეტა
და საცა მასთან დაჭირულნი თავადნი იყვნენ, ყაზმინს მოუსხმევინა და ყველას ცხენი, იარაღი და ბარგი და დასაკლისი რამეები გაუკეთეს და სახარჯო უბოძეს და მეფეს სიმონს სახემწიფო ყოვლის რისმესა და ქარხანებისაგან მოართვეს და აქლემი, ცხენი და ჯორი და კარვები მისის მოფენილობითა და სხვა სალარო და სანდუხანა აუკიდეს, საქართველოს მეფობა მისცეს და რაყამში ძმობა ჩაუწერეს და მეჰმანდარი თან გაატანეს და გზებზედ დიდის პატივის ცემითა და კარგის მასპინძლობით ქართლში მივიდა და ყველანი წინ მოეგებნენ და ამილახორი და ქსნის ერისთავი ქართლში ვეღარ დადგნეს, ამისთვის რომ ბატონის დედოფლისათვის ორგულობა ექნათ და კახს ბატონს შეხვეწნეს, ჯალაბობრივ იქ იყვნენ და მეფემ იმათი მამულები ზოგი დედოფალს მიართვა და ზოგი თავის ძმას ბატონის შვილს ვახტანგს მისცა.

მაგრამ მეფის სვიმონის გამოსტუმრება რა მეფემ დავით გაიგონა, ფიცხლავ ხონთქარს კაცი გაუგზავნა და ლაშკარი მოიშველია და საქართველოს ციხეები ურუმთ მისცა და თვითანც ხონთქარის კარს მივიდა და კოსტანდილპავლეს ხონთქარს იამა და პატივი დასდვა. დავით მეფის შვილები მამას არ გაჰყვნენ, ბაგრატ და ხოსროვ კახის ბატონის სახლში მივიდნენ და უკანის დროს ორნივ ქართლში გამეფდენ. ბატონი სვიმონ ქართლში მეფობდა, მაგრა ციხეები ურუმთ ეჭირა.

ამისთანას დროს ყიზილბაშთ უმფროსმან კაცებმან შაჰ ხუდაბანდა ყაენი ასე დაჩაგრეს, რომ მაზანდრის ხემწიფის ქალი სეიდი და ნამუსიანი ჭკვიანი და კარგად მრჩეველი ხემწიფეს დედოფლათ შინ უჯდა და შეუხდენ საჯალაბოს და მოუკლეს. ხემწიფე ბევრს შეეხვეწა, ნუ მამიკლავთო, ხემწიფობა არ მინდაო. არ შეიხვეწიეს, მოუკლეს.

მუსტაფა ლალა-ფაშა თბილისში 1578 წ.

ეს ურუმთ შეიტყვეს, რომ ხემწიფე ასე დაუჩაგრავთო. ვეზირ აზამი ლალა-ფაშა დიდის ლაშქრით გამოუძახეს, კახეთი, შრვანი, დაღისტანი, განჯა და ადრბეჟანი, ქურთისტანი, ვანი და ნახჩვანი, სამცხე და ერევანი. მაგრა ქართლის ციხები ურუმთ ეჭირა, მაგრა თემი მეფეს სვიმონს ჰქონდა და მეფის შიშით ურუმნი ციხით ვერ გავიდოდნენ.

ყველგან ადრიბეჟანში და შირვანში მათი ფაშები ისხდენ და განჯის ბეგლარბეგი ბატონმან ალექსანდრემ დაჭირვინა და ხელხუნდაიანი ხონთქარს გაუგზავნა და დღევანდლამდისინ კახეთი ამისთვის ყიზილ ბაშთაგან ითხრება და მეფემ სვიმონ გარდასდვა თავი, ხონთქრის გასაჯავრებლად და ყაენის საამლებლად იქნის ხმალი და მრავალი ურუმი დახოცა და თავს საქართველოს ლაშქარს უთავა თავისი ბიძას შვილი გოჩა და მისის შიშით ციხიდამ ურუმუ ვერ გამოვიდის და შემოადგა მეფე სვიმონ გორის ციხესა და ცხრას თვეს მრავალ გვარათ გარჯითა და ძალმიცემით იბრძოლეს და მტკვრისკენ მოპარვით როგორც აიღეს ზემორე სწერია და შიგან მყოფნი უვნებლათ გაუშვეს და ეს ანბავი ხონთქარს აცნობეს. გაჯავრდა და გარისხდა და თავრიზის ბეგლარბეგს ახტაჯაფარ ფაშას სარასკრობა უბძანეს და ასის ათასის კაცითა საქართველოს მეფეს სვიმონზედ გაგაზავნეს.

მეფემ რა გორის ციხე აიღო, იმერეთის დაჭირვაც მოინდომა. აბაშიძენი და ჩხეიძენი და წერეთლები და ან ვინც წყალწითელას აქეთ საბატიოს კაცის შვილნი ესახლნენ, ყველანი მეფეს სვიმონს მოუვიდნენ, დიდროანის ზარბაზნებით უომრატ ქუთატის მიიყვანეს და ცხენისწყალს აქეთნი თავადებნი ზოგნი მოუვიდნენ და ზოგნი არა, დადიანს მიუვიდნენ, მეფე სვიმონ შეუპოვრობით და ამაყობითა უფროსნი ერთნი საქართველოს ლაშქარი და ჯარი დააბრუნა და თვითან დადიანზენდ გაილაშქრა. და მეფეს დღეს ხვალიობით ატყუებდენ - თუ დადიანი მოგივაო და დადიანსა სწერდენ - თავს დაგვესხითო, არ შემოგებმითო.

აქა მეფეს სვიმონს დადიანი თავს დაესხა ოფისკუჭს და გაიმარჯვა

[edit]

იმერთ, რომელთაც მეფის სვიმონისათვის ავნი იყვნენ, დადიანსა სწერდენ - თავს დაგვესხიო, არ შემოგებმითო, განგებ გაგექცევითო. ვინც მათი ეს რჩევა შეუტყო, მეფეს მოახსენა და არვის თქმული არ დაუჯერა და არც ეჭვი ჰქონდა, თუ ვინმე ჩემზედ დასხმას გაბედავსო. დანდობილსა ანაზდათ თავს დაესხნეს და იმათ რომ მატტან სიტყვა ერთი ჰქონდათ, ტყეში უკუიფარნენ და ქართველნი ცოტანი შერჩომოდენ და ომი აღარ იქნებოდა. ვისიც ცხენს შეძლება ჰქონდა, მეფეს თან გაჰყვა. ვისაც არა, ზოგნი მიმალნეს ტყებში და ზოგნი მეგრელთ დარჩნეს და სალარო და ბარგი და ზარბაზნები დადიანს დარჩა და დანარჩომი კაცები ოდიშერთ გამოჰყიდეს და მეფე გორს მოვიდა და თავის სიძეს ათაბაგს კაცი გაუგზავნა და ასრე შესთვალა - იმერელთ მიმუხანათესო, მანდიდამენ დიდის ლაშქრით თქვენ ჩაუდექითო და აქედამ მე გარდმოვალო.

იმას მოეწერა - რა დრო არისო, რომ აზრუმის ბეგლარბეგიო ორმოცის ათასის კაცითაო ჩემის ბიძას შვილის ყორყორესათვის მოუშველებიაო და ჩემზედ მოუძღვისო და ასის ათასის კაცითაო თავრიზის ბეგლარბეგი თქვენზედ გამოგზავნესო, ჯერ ამათი ფიქრი ჰქენითო, თორადა იმერეთისა როსაც იქნება ადვილი არისო.

ეს ანბავი მეფეს ნამეტნავად ეწყინა, ამ რიგს დამარცხებულს დროს ამისთანა დიდის მტრის მოხდომა. დაღონდეს და დედოფალი მეჯვრისხევს დააყენეს. ბატონისშვილი გიორგი დიდი ლაშქრით გორს დადგა რომ სითკენც ლაშქარი მოვიდეს, წინ ომი დახვედროს და მეფე სვიმონ საბარათიანოში გარდვიდა რომ იქაური ლაშქარი შემოიყაროს.

ანბავი დაახვედრეს, რომ თავრიზის ბეგლარბეგი ახტაჯაფარ ფაშა საკაზს აქეთის ლაშქრით ალგეთსზედ ჩამოხდაო. ვითაც მეფე სვიმონ მამაცობაზედ ამაყი და შეუპოვარი იყო, არც გაღმართი ბარათიანი მოიცადა და არ სომხითარნი და არც შვილი ქართლის ლაშქრით არ შემოიცადა და მერმე ძველითვე ალგეთსზედ ომი ქართველთათვის ავად დაცდენილია, მაგრა მეფე დაუჯერებელი იყო და კაციც ცოტა ახლდა. უბრძანა ჯარსა, აღარას უშველისო, რადგან ახალი მოსრულნი არიანო და ქალაქიც ურუმთ უჭირავთო, ქალაქში შესვლას ნუ დავაცლითო, თორადა საქმე უფრო გაგვიჭირდებისო. ვინც ომი დაუშალა, უწყინა და ასრე ბრძანა: თქვენ მგელს ეგვანენითო და ისინი ცხვართ აგვანეთო და გაგულოვნდითო და რაზმით თავსა და ბოლოს თვალსაც ვერ გავაწვდენთო. მაშ საცა მიუხდეო, უკან მამდიეთო, მღთის წინაშენო ცოტა და ბევრი სწორი არისო.

უარი ვეღარავინ მოახსენა. წამოდგნენ ქართველნი და წესითა რჯულისებრ გაენდვენ მოძღვართა და ინანენ ნაქმარნი ცოდვანი მათნი და ეზიოარეს და ერთმანერთს გამოესალმნეს.

აქა მეფე სვიმონ ურუმთ შება ალგეთსზედა და დაირჩინეს და წაიყვანეს თავრიზს და იქიდამენ დიდის პატივით გაისტუმრეს კოსტადიპავლეს

[edit]

ქართველთ ანდერძი გაათავეს და შეიკაზმნეს და ურუმთ ჯარიც ერთი თოფის მისაწევზედ მოაახლოვდნენ. მეფემ ცხენს დაუძრა და ქართველნი შუბდაგრძელებულნი ცხენჭენებით მიეტივნეს ანაზდეულ, ვითაც ჩქაფის წვიმა სეტყვის ღვარნი მთისგან გაპეს რაზმი ურუმთა და გარდმოყარეს მრავალნი და გაიარეს შიგა ყველამ თავ გამომეტებით და ძალ მიცემით.ნამეტნავად კარგად იყვნენ და ურუმნი გაკვირვებულ იყვნენ ამათს მამაცობასა, რომ ვისაც გარდმოაგდებდენ, გასცილდიან სხვაზედ და თითოს ქართველს ოთხი და ხუთი ურუმი ცხენიდამ გარდმოეგდო და მეფე ხელშუბიანი რომელს თოყსა და დროშას შეუტევდის, მოშლიდის და მათაც გზა მისციან. მაგრა იმათი ლაშქარი ასრე ბევრნი იყვნენ, რომ ხელიც არ გამოეღოთ რაც ქართველნი ომს იყვნენ ათს დღესაც ვერ დახოცდეს.

ქართველნო ომის ქნით დაიღალნენ და ხელ თოფითაც მრავალნი დახოცეს ჯართ. მრავლის ხვეწნითა მეფე დაბრუნეს და რა ურუმთ სცნეს ქართველთ დაბრუნება, გახარდნენ და უკან აედევნენ და ქართველთაც ცხენი გააჩქარეს და მეფეს მიმავალსა საფლობიანს გზა ვიწროსა ვინცაღა უნებურათ მეფის ცხენს ცხენი შეაძგერა და მეფე ცხენს მჯდომი ტალახში დაეფლა. მრავალს ეცადნეს, მაგრა ვეღარ გამოიყვანეს და ურუმთაც მოატანეს და მრავალი ქართველნი ზედ დაეხოცნენ, მაგრა მაინც ვერა არგეს რა. მეფე მუხლის თავამდისინ ტალახში ჩაფლული ისარს ისროდა და ახლო ვერვინ ახლო ვერ მოუდგა. ერთმან ბარათაშვილმან ფაშამან მეფე იცნა და ჯაფარფაშას მოახსენა: ლაშქარი აღარვინ შერჩომია და ისრევე ამაყად ტალახში ჩაფლობილი ისარს ისვრისო.

ფაშა წინ წადგა რომ მეფე ნახოს. რა ნახა, გაკვირვებული შეიქნა და ასე ბრძანა: ამის მეტის კაცისაგან ეს არა ქნილაო, რომ ხუთი ჟამი ძალ მიცემით გასაჭირ ბრძოლა გარდეხადოსო და დამარცხებულსა და ლაშქარ ამოწყვეტილსა და თვითცხენიან თალახში ჩაფლული კიდევ მშვილდს ეზიდებისო. ამისი მოკვლა უღირსა კაცთათვისო, არვინ ისარი და თოფი არ ესროლოსო, ლაშქარი უკუდგნენო და ბელდარები მოვიდნენო, ტალახი გასჭრან და გზა გაუშრონო და მეფე გამოიყვანონო.

ისე ბარათაშვილი ფაშა მივიდა და ვეზირ აზამის მაგიარ მოახსენა: მაგდენი ცდა რაღას გიშველისო, თქვენი ცოცხალი შეყრა გვინდაო, თორა და თოფს გკვრენო და მოგკლენ და მეფემ გაჯავრებულმან უთხრა: მამის შენის შვილი მე რასთვის სიკვდილს მაშინებო? მე სიკვდილისათვის გაჩენილ ვარო. ბარათასშვილმან კიდე ტკბილი და სამებელი სიტყვები მოახსენა მეფესა: რაც დღეს შენ ჰქენიო, არც როსტომს უქნის და არც ვახტანგ გორგასალს არ უქნია. ეს კარგი სიტყვები მეფეს იამა და ასრე უბრძანა: მამის ჩემის მზემანო, ცოცხალი ჯაფარფაშას მეტს კაცს არ დავრჩებიო. წავიდა და ეს სიტყვა ჯაფარფაშასა მოახსენა. სრულ ურუმნი გაკვირვებულნი შეიქნეს. ამ მეფის ასრე გალომება ჯაფარფაშას იამა და მეფე ტალახით გამოიყვანეს და ვეზირ აზამი წინ მიეგება და მეფე გარდეხვია და გარდაჰკოცნა.

მეფემ ასრე მოახსენა: ნეტაი დედა თქვენსაო, რომ თქვენისთანა შვილი უშობიაო, რომ ჩემისთანა ნადირი ინადირეო. ფაშამ ასრე მოახსენა: დედაჩემი დიაღ მლოცავი იყო და ერთი ღამე არისო რომ ლეილეთულ გეჯას ეძახიანო. ვინც იმ ღამეს მღთის წინწშე ხვეწნასა და აჯებას შეხვდებისო, ნატრა გაუთავდებისო. წელიწადში ერთი ღამეაო. ის ღამეო დედას ჩემს ეპოვნაო და ჩემს გამარჯვებას შეხვეწნოდაო, ეს იმისგან მამეცაო ამ რიგი გამარჯვებაო. შენს დარჩენას მე არ ღირს ვიყავო, მაგრა თქვენ ვითაც სონღული ტრედზედ გაქანებული ბადეს გაებენითო და სპარსულათ ლექსათაც ნათქვამიაო:

მურღი ზირექ ჩუნ ბედაომ ივთად თაჰმულ ბაითშ
[თუ მოხერხებული ჩიტი ბადეში მოყვა, უნდა მოითმინოს]

მეფემ იცოდა, თუ რას იტყვის. მოახსენა: რომ არ მოვითმინო, ხელით რა გამამივაო. მეფეს დისი პატივი მიაპყრეს და სახემწიფო კარავები დაუდგეს და ვისაც ქართველი დაერჩინა, მეფეს თან მოუსხმევინეს.

ფაშას მოახსენეს, ამის შვილი გიორგი საქართველოს ლაშქრით შეყრილი გორსა დგასო და მისს მოშველების იმედი აქვთო. ერთმან საკრავის მკვრელმან სიმღრით წამოსძაღა:

სიმონ ხანი ალგეთდა ალგეთდა
[სიმონ-ხანი ალგეთზეა]

საქართველოს ლაშქრის შიშიც აქონდათ, აჩქარდნენ და იქიდამ აიყარნენ და მეფე სვიმონ წაიყვანეს და წავიდნენ.

ქ῀კს სპ [1592]. ბატონის შვილს გიორგის გორს ანბავი მოუვიდა, რომ გუშინ მამაშენი ალგეთის პირს ურუმთ შეება და ცოცხალი დაირჩინესო. ფიცხლავ ლაშქარს უბრძანეს, შვადღე გარდასულიყო, ბატონიშვილი გიორგი ცხენ კეთილის კაცითა გორიდამენ ილღარი ქნა, ქვათახევის გზით გარდაიარა და საცა ურმის ლაშქარი აყრილიყო, მეორეს დღეს იმავეს დროს იმათ ანაყარს ალაგს მოვიდნეს დაღალულნი და რომელთაც ცხენებს შეძლების ღონე აქონდათ, იმავე ღამეს უკან გაადევნეს.

ჯაფარ ფაშას მეფე სვიმონ გოქჩის მთაზედ გარდეყვანა. ქართველნი უკან დავარდნილს ბარგს წასწეოდენ, მრავალი ნაშოარი ექნათ და დაბრუნებულიყვნენ. მოვიდეს ბატონის შვილს გიორგის თანა, სრულ ქართველნი მოვიდნენ და ბატონის შვილი გიორგი მეფეთ აკურთხეს და ქართველნი კარგად მოუდგნენ და ერთგულათ ემსახურებოდენ და მეფე სვიმონ ხონთქართან მიიყვანეს და რუმთ ქართლი მეფის დავითისათვის უნდოდა, მაგრა მეფე დავით მიიცვალა და ქართველთ დაუწყეს ხონთქარს ხვეწა და მეფის სვიმონის გამოშვებას ეაჯნეს. მრავალი ძვირფასის თვალმარგალიტი და გაუგზავნეს და გიორგი მეფის შვილი დავით მძევლათ მიჰგვარეს რომ მეფე სვიმონ წამოიყვანონ.

ამ დროს ხონთქარს ანბავი მოუვიდა, რომ შაჰა ხუდაბანდასაო თავისმან შვილმან შაჰ აბაზ ხემწიფობა წაართვაო და მეფის სვიმონის ქალი შეირთო ფახრიჯჰან ბეგუმო ცოლათო და ურჩნი და ორგულნი და თავგამზიდავნი ამოსწყვიტაო და ადრბეჟანზედ წამოვიდაო. თავათ უწინვე მეფეს სვიმონს ხონთქარი ყაენის კერძობას სწამობდა. მერმე ეს ანბავიც მოუვიდა. ქართველთ სახსარმანც ცუდათ ჩაუარა და ბატონისშვილი დავითც დაჰკარგეს და მეფე სვიმონ დარჩა ურუმში და აიშალნენ ურუმნი და ყიზილბაშნი და შეიქნა ომი და ბრძოლა.

გახემწიფება შაჰ აბაზ ყაენისა

[edit]
მეფე სვიმონ კოსტანდიპავლეს მიიცვალა და მისი სიკვდილი შაჰაბას ყაენს ეწყინა და ადრბეჟანის აღება მოინდომა
მიღება შაჰ-აბასის კარზე
და თავრიზის უფროსნი კაცნი ვაჭრობის მიზეზით ზოგნი ისპაჰანს ყაენს ახლდენ და ზოგნი თავრიზავე შეყენებულნი იყვნენ რომე როსაც ურუმთ ზედ მიხდომის დრო იყოს, ყაენს შეატყობინონ. ახტა ჯაფარ ფაშა მამკვდარიყო და სხვა ფაშა მოსრულიყო და ქურთის ბატონებს ურჩობა დაეწყო. თავრიზის ბეგლარბეგი ადრბეჟანის ლაშქრით მათ მიხდომოდა და მრავალი ნავნები ექნა და ფაშას თავრიზიდამ ქუღთებსზედ წასვლა თავრიზელთ სწრაფათ ყაენისთვის მიეწერა. ყაენს უწინვე არდაველის ბეგლარბეგის ზლფიყარ ხანისათვის ებრძანებინა: რადგან შენი გარეშემო ურუმთ უჭირავსო, თხუთმეტი ათასი კაცი სამუდამოთ ჯამაგირით შეინახეო, მზათა გყვანდესო და როსაც ჩვენი ბძანება მიგივიდესო, ისე ჰქენ რაც გვებძანებინოსო.

ილღარი შაჰ აბას ყაენისაგან და მერვეს დღეს ისპაჰანით თავრიზს მისვლა

[edit]

შიბლის აქეთ ტბაზედ ზლფიყარ ყაენის მიგებება დიდის ლაშქრითა. რა ყიზილბაშთ შორიდამენ ზლფყარ ხანის ლაშქარი დაინახეს, ყაენს მოახსენეს, დიდი ჯარი გამოჩნდაო და ჩვენ ცოტანი ვართ და რა გვმართებსო. ყაენმან ასრე უბრძანა: ის ლაშქარ მურთუზალის ჩვენად მოსაშველებლათ გამოუგზავნიაო და მისი ხმალი ზლფყარიც მათში არისო. ამ სიტყვებში იყვნენ რომ ზლფყარ ხან მოვიდა და ყაენს ფეხსა აკოცა და ხემწიფეს მისი მოსვლა იამა და კარგი ანბავიც დაახვედრა, მოახსენა: ჯერ ფაშა თავრიზს არ შემოსრულაო, ქურთები დაურბევიაო და ბევრი ნაშორი უქნიაო. ლაშქარისათვის რუხსათი მიუცემიაო, თავისას წასრულანო, თვითან ცოტას კაცით ტბაზედ სანადიროთ წასრულაო.

ყაენმან უბრძანა: შენც კარგი ხარო და შენი ანბავიც კარგი არისო და და ჯარიც კარგი გახლავსო, მაგრა ეს გამოგვირჩიეო, თუ ახლა ჩვენ რა გვმართებსო. იმან ასრე მოახსენა: მგზავრის მგზავსათ ცოტა კაცნი დავიწინაუროთო, იმათი მებაჟენი დგანანო, ისინი დავიჭიროთო რომ თავრეზს ანბავი არ მიიტანონო და ხემწიფე ამაღამ თავრიზს მივიდესო და თუ ფაშა მოსრულიყოს, სხვა ფიქრი ვქნათო და თუ არ მოსრულიყოსო, იმისი ფიქრი ვნახოთო. თქვენი სახელი დიდი და საშიშარი და ბედი ძრიელი არისო და გზა დაუჭიროთო და სითკენც მოვაო, მღთის ძალით დავიჭერთო.

თავრიზი

რაც მან მოახსენა, ისრე ქნეს. მებაჟები დახოცეს, იმ ღამეს ყაენი თავრიზს შევიდა და ზოგნი თავრიზის უფროსნი კაცნი ღამით მოვიდნენ და ყაენს ფეხს ემთხვივეს და ფაშას არ მოსვლა მოახსენეს. იამა და იმავე ღამეს ნაცადნი და ცხენ კეთილნი კაცნი გამოარჩივეს და სითკენც გზა იყო შემოსასვლელი, იმ გზებსზედ დაუყენეს და ყაენიც მოშორებით მივიდოდა. ანბავ გაუგონელმან ფაშამან შორიდამ ჯარი დაინახა რომ თავს თეთრი არვის ახვევია. ქურთი რომ დაერბია, იმათი ჯარი ეგონა, თუ წინ დაგვდგომიანო. ცხენი გამოიცვალა და ჯარს უბძანა: ცხენს მოსართავნი გაუშინჯეთო და იარაღი მოივარგეთო. მანამდისინ ესები გაარიგეს, ჯარიც მოახლოვდა და შეექნათ სროლა და კიკლაობა. იცნეს, რომ ყიზილბაშნი, მაგრა აღარას უშველიდა დარიდება. ცოტანი იყვნენ, მაგრა კაცურათ და მამაცურათ ძალმიცემით და გაჭირებით ომი გარდიხადეს და თავი არ დაიზოგეს და კარგადაც იყვნენ. სიდამდისინ შეძლება აქონდა, ხმალი იქნიეს და მრავალი ნავნებიცა ქნეს, მაგრამე ხემწიფე და ყიზილბაშნი ფიქრნაქმარნი იყვნენ და ბევრნი და გამორჩეულნი და ხემწიფე ბედძრიელი და კარგად იყვნენ და ფაშას ცხენი ქვეშ გამოუკლეს, ქვეითათ დაირჩინეს და მასთან მყოფნი ურუმნი ზოგნი შეიპყრეს, ზოგნი დაიხოცნეს, ზოგნი თავრიზის ციხეში შეასწრეს და ციხე გაიმაგრეს.

თავრიზი

თავრიზის ფაშა დარჩენილი ყაენის წინ მოიყვანეს და გამარჯვება მოულოცეს და ყაენმან ფაშას უბრძანა: ეს რა ჭკუა იყო, რომ ადრბეჟანის ლაშქარი გაუშვიო, თავთავისას წავიდნენო, შენ სამარტოთ სანადიროთ წახველო. ფასამ ასრე მოახსენა: ჩემის ჭკუის ბრალი არ არისო, თქვენის ბედის ბრალი არისო, ამისთვისა რომ ხემწიფის ბედი სუქებაშიგ არისო და ბევრს ჩემისთანას ფაშაებს დამჭლობსო. ეს სიტყვა ყაენს იამა და დიდი პატივი დასდვა. მობრძანდა თავრიზს და ციხეს შემოადგა. თავრიზელთ ვისაც ურუმი სიძეთა ჰყვანდა, თავები მოჰკვეთეს და ხემწიფეს მოართვეს და თავრიზის ციხეც აიღეს და მრავალი ნაშორი ქნეს.

ამ ჟამს ვითაც ურუმთ ფრანგნი ებძოდეს, ადრბეჟანს ვეღარ მოეშველნეს. ხემწიფე იმ ზამთარს თავრიზს დადგა, გაზაფხულს ერევნის ციხეს შემოადგა, მეფე გიორგი ქართლის ლაშქრით და ბატონი ალექსანდრე კახეთის ლაშქრითა.

მოშველება ერევანზე მეფის გიორგისა და ბატონის ალექსანდრესი ლაშქრითა

[edit]

მეფე გიორგი ქართლის ლაშქრითა და ბატონი ალექსანდრე კახეთის ლაშქრით ერევანზედ მოეშველნეს და ციხეც აიღეს და ყაენმან ქართველთა და კახთ მრავალი უბოძა.

დიდის პატივით გიორგი მეფე ქართლს გაისტუმრა და ასრე უბძანა: ნაპირის ალაგიაო, მალ მიდი და კარგად შეინახეო და ბატონს ალექსანდრეს ასრე უბრძანა: თქვენი შვილი კოსტანდილეო ჩემგან გაზდილი არისო და მეფობის ღირსი არისო, მეც ბევრს ლაშქარს გავატანო და თქვენც თქვენის ჯარით მიეშველენითო, რომ შრვანი დაიჭიროსო, მაგისთვის მიმიცემიაო. აქედამ მე ხელს მოუმართავო და იქიდამენ თქვენ ზურგი მოაბითო და გაძრიელდებისო.

მაგრა იტყოდენ - ყაენი ბატონს ალექსანდრესზედ ავგულად იყოო, ამისთვისაო რომ განჯის ბეგლარბეგი იმან ხელხუნდით ხონთქარს გაუგზავნაო და კოსტანტილესც დააბარაო: მე მამის შენისა დიდი ჯავრი მაქვსო. რა შირვანი დაიჭირო, მამა შენი მოკალო და კახეთიც შენთვის მამიციაო. რა მივიდნენ თათარნი და ქართველნი შირვანს ყაბალის ციხესა შემოადგნენ და შიგნიდამენ ურუმნი და გარედამენ ქართველნი და ყიზილბაშნი, შეიქნა ძალმიცემით ცემა და ბრძოლა. ნამეტნავათ კარგად იყვნენ კახნი და კოხტაურად იბრძოდეს. შიგნიდამ ურუმთა და გარედამენ ყიზილბაშნი გაკვირებულნი შექნილიყვნენ ქართველთ გალომებასა და შეუპოვრად მხიარულად ომსა.

აიღეს ციხე ყაბალისა, დაიჭირეს შირვანი, გააბატონეს კოსტანტილე ბატონის ალექსანდრეს შვილი

[edit]

გაუწყრა ღმერთი კოსტანტილეს, სწვალა მამაშვილობა, მამაც მოკლა და ძმაცა. ეს კახთ ნამეტნავად იწყინეს და კოსტანტილეს მოსაკლავად შინ მიუხდნენ. თვითან გარდეხვეწა, ვეღარ იპოვნეს, მაგრა მისი სალარო და ქონება და მორთულობა კახთ აიკლეს და დაიფორაქეს და კოსტანტილე გარდეხვეწა და ბატონი ალექსანდრე და შვილი მისი დახოცილნი ქართულის წესით კახეთს ალავერდის საღდარს მიასვენეს და იქ მოკრფენ ქართველნი და კახნი.

ყველამ თავისის შეფერებით გარდასაბურავი მიღეს და გამოიტირეს და რაც ქრისტიანთ წესი იყო, გარდაიხადეს და კოსტანტილე არდაველს მივიდა და ეს ანბავი ყაენს მისწერა. ყაენიდამ ბძანება მოუვიდა და ადრბეჟანის ლაშქარი შეიყარა და შხსეფის სალარო თან წაიღეო და შრვანი შენი არისო, მიუხედი კახთაო და რომელიც შენი ორგული იყოსო, მოჰკალო და რომელიც შენი ერთგული იყოსო, გაამდიდრეო.

მეხუთეს თვეს დიდის ლაშქრით იქივ შირვანს მივიდა და ზოგნი კახნი გვერც ახლდნენ და ზოგნი განგებ მოუვიდნენ და ქეთევან დედოფალი ქვრივ კახეთში ბატონობდა. თეიმურაზ ყმაწვილი ყაენსთან იყო. ანბავი მოვიდა, კოსტანტილე დიდის ლაშქრით წამოვიდაო. ეს ანბავი დედოფალმან ქართლს მეფეს გიორგის მისწერა. იმან ფიცხლავ პაპუნა ამილახორი ზემო ქართლის ლაშქრით ქეთევან დედოფალს მიაშველეს და დედოფალმანც სრულ კახნი ჯალობობრივ საომრად მოასხა და ასრე შეიფიცნეს, რომე ცოლშვილი დროშას ქვეშ დავაყენოთ დედოფალსთან და ჩვენ წინ შევიბნათ და კიდეც ასრე ჰქნეს.

ქართველნი და კახნი დროშას წინ წასცილდნეს და იქით კოსტანდილე ლაშქარს წინ წამოსცილდა. რომელიც კახნი ახლდნენ კოსტანტილეს, მოახსენეს: ქართველთ ლაშქრის სარდარი თქვენი ბიძა არისო და თქვენი ურჩევნიანო და დედოფალს შვილი არა ჰყავსო, კახნი ვისის გულისათვის თავის მემკვიდრეს ბატონს შემოებმისო. ცოტას კაცით წინ წადექითო, რა კახნი გიცნობენო, სახვეწარად კაცს გაახლებენო. მას უკან რომელიც აჯობინოთ, ისრე ჰქენითო. იმანც დაუჯერა და თავის ლაშქარს წამოსცილდა და კახთ ლაშქართ მოახლოვდა. უღალატეს და წინიდამ და უკანიდამ წაუშინეს. მოკლეს კოსტანტილე კახთა, მამიას მოკვლას უკან ექვსი თვე იცოცხლა და ძველით სპარსულად ლექსად ნათქვამია: ფეიდარ ქუშ ფაჩაჰირა ნაშაათ აგერ შაჰთ ბჯუზ შეშ მაა ნაფაიათ - მამის მკვლელი ხემწიფობას ვერა იქსო; რომ კიდეც ქნასო, ექვსის თვის მეტი ვერა ქნასო. ძველი ნათქვამი იყო და აქაც ნათქვამივით გაცხადდა.

ეს ანბავი შაჰ აბაზ ყაენს მისწერეს და ნამეტნავად ეწყინა, მაგრამე სოფლის საფერისათ ასრე ბრძანა: ხელიმც შერჩებისო, მამის მკვლელს უარესი უნდა დაემართოსო. ამ ანბავზე ქართლიდამანც ჩაფარი მოვიდა, გიორგი მეფე მოკვდაო. ყაენი არდაველს იყო, მაზანდარასა და გილანს წასვლა უნდოდა, აღარ წავიდა.

მეფეს ლვარსაბს ხალათი და ხმალი და სახემწიფო რაყამში შვილობით ჩაუწერეს და გაუგზავნეს და კახეთი ბატონის შვილს თეიმურაზს უბოძა და ქართველთავით ტახტი შეუკვრევინა, ბატონი თეიმურაზ ზედ შესვეს, ბატონათ აკურთხეს. ყაენმან ოქროს დოსტოქანი ზედ გარდაგდო და ყიზბაშთა და ქართველთაც უბძანა, ყველამ შეძლების ღონით ოქროსა და ვერცხლის თეთრი გარდააყარეს, კარგი მეჯლიში და ლხინი გარდიხადეს და ყოვლის ქარხანებისაგან სახემწიფო გაურიგეს, ოქროთა და ვერცხლით და მურასა თვალ მარგალიტით, კარვითა და მოფენილობით, ცხენჯორითა და აქლემითა და ყოვლის საბატონოს საქმითა და გაათავეს და გაამდიდრეს და მეჰმანდარი გაატანეს, კახეთს საბატონოთ გაგზავნეს.

დიდი სიმხიარულე შეექნათ ნამეტნავად კახთა, მეტადრე დედასა რომ ვითაც იოსებ დაკარგული იაკოფ მამამან ხემწიფე მქნილი იპოვნა, ისრევე ბატონი თეიმურაზ ყმაწვილი დაკარგული ბატონათ ნაკურთხი დედას შინ მიუვიდა. შეიქნა კახეთში დიდი სიმხიარულე და ლხინი და ნადირობა და შექცევა.

ქორწილი წინანდელი ბატონის თეიმურაზის გურიელის ქალსთან

[edit]

აქა დედოფალმან და კახეთის ბერთა და ერთა და თავადთ და აზნაურშვილთა ბატონს თეიმურაზს ცოლის შერთვას შეეპატიჯნეს და მანც ნება დართო. ებისკოპოსნი და თავადები გამოარჩივეს, გურიელს გაუგზავნეს და კახეთის სადედოფლოთ ქალი სთხოვეს. მასაც იამა და მოსცეს და კარგის ზითვითა და მორთულობით გამოისტუმრეს. იმათაც დარჩეულნი ბერები და ეფისკოპოსნი და თავადნი და აზნაურნი ჭკვიანნი და მცოდინარენი და ზნეობით გათავებულნი კარგნი კაცნი მაყრათ გამოატანეს და მაშინ კახეთი ნამეტნავად აშენებული იყო, გამოჩვენებით კარგი და სახელოანი ქორწილი გარდიხადეს. სამს თვეს ლხინი, ბურთაობა და ნადირობას შექცნეს და ყველას კარგად დახვდნენ და მრავალი საჩუქარი მიართვეს, ამდენი რომ გაკვირვებულნი წავიდნეს და ახლაც გურიაში მაყრების საჩუქრებისაგან რომ მიუტანიათ, სიბევრე გაკვირვებით იხსენების.

გურიელის ქალი დაორსულდა და დიაღ ჭკვიანი და ნამეტნავად მღთის მოშიშარი ყოფილა, მლოცავი, სამართლიანი და გლახათა და ქვრივ ობოლთ მიცემით შემწყალებელი და მერჯულეთა და თავად აზნაურთა პატივის მდებელი, ტანად კარგი და შვენიერ, სახით ტურფა და ლამაზი, ზნე საქციელ კარგი, საქმით სათუთი და წმიდათა საღდართა და მონასტერთ ამშენებელი და მრავლის შემწირავი, ბერთა და მოძღვართა და მღრდელთ მიმცემი, მრავალთ მომთმენა, არ გამჯავრებელი, ყველას ძმა შვილურად მიმპყრობელი, დედათ დედურათ გამწყო, დედამთის მორჩილი და ნამეტნავად მოშიშარი და ქმრის მოყვარული ყოფილა. ორი ვაჟი უშობია, ერთს სახელათ ლევან, მეორეს ალექსანდრე და ადრე მიცვალებულა. კახთ მაზედ ტირილი და გლოვა გარდუხდია და შვამთის საღდარი იმას გაუახლებია, დაქცეული აუშენებია და ორმოცდახუთს წელს გასულს უკან ფარსადან გორგიჯანიძე შვამთას მოვიდა და ეს საღდარი ნახა და ეს ლექსი თქვა:

ხახულისა ყველა წმინდა დედოფალსა აუგია,

მისი ზითვის საჭურჭლენი სრულა მაზედ წაუგია,

დაუგდია აქ სახელი, საიქიო მოუგია,

და ეს საწუთრო არ სდომია, ვინც არ აქებს, აუგია.

მეორე ქორწილი ბატონის თეიმურაზის და ხვარეშან დედოფლისა

[edit]

რა გურიელის ქალი დედოფალი გამოიგლოვრს, ქართლის მეფეს ლვარსაბს და სთხოვეს კახეთის სადედოფლოდ. მაგრა ბატონის თეიმურაზის პაპა ბატონი ალექსანდრე და ხორეშან დედოფლის ბებია ნესტან დარეჯან დედოფალი და-ძმანი იყვნენ, ბატონის ლევანის შვილები არიან და ქრისტიანობაში უმხდურნი ყოფილან და მერჯულენიც ნებას არ ყოფილან და არაგვის ერისთავის შვილისთვისაც ნაქადები ყოფილა და კრება უქნიათ ამაზე, რომ დაძმათ შვილისშვილები ერთმანერთს ვით შერთონ.

თეიმურაზი ხორეშან დედოფალთან ერთად

ასრე არჩივეს საქრისტიანოს გაერთებისა და გაძლიერებისათვის, მერჯულეთ ნება დართვეს და მეფეს გიორგის ორი ვაჟი დარჩა - ერთი ლვარსაბ მეფე და მეორე ბატონისშვილი დავით რომე მეფის სვიმონის სახსრათ ხონთქრისათვის გაეგზავნა. ვეღარც პაპა დაიხსნეს და ბატონისშვილი დავითც დაჰკარგეს და ორი ქალი ჰყვანდა, უფროსი ბატონისშვილი ლელა რომე ყაენმან სულთან ბეგუმ დარქვა და თვითან შეირთო და ხვარეშან დედოფალი ბატონს თეიმურაზს შერთეს. მაგრა ამათი დამოყვრება და ქართლისა და კახეთის გაერთება ზოგთ ქართველთა და კახთ ეწყინათ და ყაენსთან ავგვარად შეაბეზღეს და ყაენმაც იწყინა და გაავგულდა და საცადელათ ორთავ მაზანდარას სანადიროთ დაჰპატიჯა და იქიც მტრებმან დაცდინეს და წინადელთ მობეზღართ სიტყვანი გაამართლეს და ვისაც მათი წახდენა უნდოდა, იმათ კიდევ უფრო დაფრთხეს და შეაშინეს და მეფეს ლვარსაბს საკაძის მოვრავის და ნათხოვნი ჰყვანდა. ის ქართველთ გააშვებინეს და მოვრავის დაჭირვა მოინდომეს და მოვრავმან ეს შეიტყო და გარდახვეწილი თავის სიმამრის ნუგზარ ერისთვისას მივიდა და მეფემ თხოვნა დაუწყო.

იმათ ასრე შემოსთვალეს, ჩვენ თქვენზედ არა დაგვიშავებია რაო, მაგრა მტრის ქნილობითაო ერთს ნაბძები ქალი წაგვართვითო და მეორეს ნათხოვნი ქალი დაგვიგდევითო. ვინც ეს გირჩიაო, ჩვენი წახდენა უნდაო, თორადა პატრონყმობაში ეს ჩვენგან დაითმობისო, მაგრა ესები დიაღ მტრის საბეზღარი მასალები არისო, ჩვენ უფიცრათ ვეღარ გენდობითო, გვეშინიანო. ამ ანბვებმან ბატონები გააჯავრა ძალზედ, ქართლისა და კახეთის ლაშქარი შემოიყარეს და საერისთოს შევიდნეს. იმათაც ჯალაბნი არშის ციხეში შეასხეს. ნუგზარ ერისთავი ერთის შვილითა და მოვრავი მისანდოთ მსახურებითა ღამით უგზოთ გარდიარეს და ყაენთან ჩავიდნეს და ბატონები ავგვარათ შეაბეზღეს და ამისთანას დროს ქალაქის მინბაშისაგან არზა მოუვიდა ყაენსა, რომ არშის ციხე აიღესო და საერისთო აღათანგის მიაბარესო და კიდეც დარბივესო.

ეს ანბავი ყაენმან იწყინა და ზოგნი კახეთის საბატიოს კაცის შვილები ყაენის კარზედ იყვნენ ბატონის თეიმურაზისაგან მოჩივარნი და ისინიც მოვრავს გაუერთდენ და ქართლსა და კახეთსზედ გალაშქრება ხემწიფეს გამოურჩივეს და კიდეც დააჯერეს და ბძანება იქნა და

გალაშქრება შაჰ აბაზ ყაენისა მეფეს ლვარსაბსა და ბატონს თეიმურაზსზედ, ლვარსაბ მეფის წაყვანა და კახეთის აყრა და აოხრება ანბავი

[edit]

დიდის რისხვიანობითა და მრავლის ლაშქრით ყაენი ყარაბაღში მოვიდა. რა ეს ანბავი ბატონმან თეიმურაზ გაიგონა, თავისი დედა ქეთევან დედოფალი და თავისი და ელენე და თავისი ორი შვილი ლევან და ალექსანდრე სხვას მრავლის ფეშქაშითა, სახვეწარი წიგნები ყაენს წინ მიაგება. ყაენს იამა და დაბრუნება მოინდომა და არც ყიზილბაშთ უნდოდა ეს ლაშქრობა, მაგრა ვინც ქართველნი და კახნი ყაენს ახლდნენ, დაუწყეს ყაენს ხვეწნა, რომ ჩვენი შვილნი და თავები აქ მზევლათ მოგვისხამსო, თუ შენს ლაშქარს დაუმარცხდეს რამეო, ყველას თავები დაგვაყრევინეთო; რადგან აქამდისნი მობძანებულხართო, საქართველო ინადირეთო და რომელიც გეპრიანების, ისრე გარიგეთო და მასუკან ნადირობითა და შექცევით დაბრუნდითო.

ხემწიფემაც მათი დაიჯერა, ბატონის თეიმურაზის დედა შირაზს გაგზავნა და უკანის დროის რჯულის არ დაგდებისათვის სარჯლით აწამეს და შვილები დაუხოჯავეს. ყაენი საქართველოში მიიყვანეს. ვითაც ქართლსა და კახეთში ორგული კაცნი ბევრნი იყვნენ, შებმა და ომი ვეღარ გაბედეს, აიყარნენ და იმერეთს გიორგი მეფეს შეხიზნეს და ისიც კარგად დახვდა.

გიორგი III იმერთ მეფე

ყაენი ნიქოზს მივიდა და იქიდამ ჯარი გაუძახა და ოსეთი დარბევინა და გიორგი მეფეს რისხვიანე წინგნი მისწერა: ჩვენი ყმანი თქვენთან მოსრულანო,გამოგვიგზავნეთო, თორადა ჯარს გამოგიძახებთო. იმას დაბალი სახვეწარი წინგნი მოეწერა: ყმას რომ ბატონისაგან ეშინოდესო, ერთგულობაში ჩაიგდებისო. ამათ თქვენგან ეშინიანო, მერმე კიდეც დავითხოვო, აფხაზეთს წავლენო და იმერეთი რომ კიდეც დარბიოთო, ღომის მეტს ვერას იშოვნიანო და ვისაც არ უჭამიაო ღომი, ჭამოსო, გამუნიანდებიანო და ესენი თავიანთ ნებით თქვენი ნახვა არ შეუძლიათო.

რა ეს ამბავი ყაენს მოუვიდა, მეფეს ლვარსაბს დისაგან საფიცრისა და მოსანდოს წინგნები გაუგზავნა, სარუ ხოჯას ხელითა იმერეთს გაგზავნა და ერთი წინგნი მეფეს გიორგის მისწერა: თუ მეფეს ლვარსაბს ჩვენი თავი არ უნდაო, არც ჩვენ ეგ გვინდაო. თქვენც ბაგრატოანი ხართო, თქვენი შვილი ალექსანდრე გამოგვიგზავნეთო, ქართლის მეფობას მივსცემთო და სარუ ხოჯას ასრე დაბარა - ეს წინგნებიო მალვით მეფეს ლვარსაბს აჩვენეთო; თუ წამოსვლა მოინდომოსო, იმ წინგს გიორგი მეფეს ნუღარ აჩვენებო. რა სარუ ხოჯა ეშმაკისებრ მცდური ტკბილის ენითა მეფემ ლვარსაბ ნახა და თავისის დის წინგნები მიართვა, ნამეტნავად შეჰყვარდა და ასრე მოახსენა: ერთს რასმე გაგენდობიო,თუ არ გამცემო და არც ცოცხალი გაგეყრებიო. მეფემ სიმართლის გულით ფიცი უბძანა: როგორ იქნების ჩემგან თქვენი გაცემაო. აბა ამისათვის მოსრულვარო, რომ ბატონისშვილი ალექსანდრე წავივანო, რომ ყაენმან თქვენი სამეფო იმას მისცაო და უჩვენა - ეს მისი რაყამი არისო და ცღირს ვარო, მაგრა რა მინახვიხარ, ასრე შემყვარებიხარო, მინდა შენთვის თავი ვაწამო. ახლა თუ ეს რაყამი გიორგი მეფეს მივართვა, არამც თქვენ დაგიჭიროსო და თავის შვილს თან გაგატანოსო და არამც თქვენად უკადრისათ მიგიყვანონო. აწე თუ თქვენ ურუმში წასვლას გაჰბედავთო, მეც თქვენ გამოგყვებიო და ამ რაყამს აღარ ვაჩვენებო.

ყმაწვილი მეფემ ასრე უთხრა: ახლა რომ ჩვენ ურუმში წავიდეთო და შენ ეგ რაყამი არ მისცეო, ჩვენ ეგ რას გვარგებსო, მაგისი მამწერი სხვასაც ადრე მოსწერსო. თუ სხვა რამ იცი ჩვენი მოსახმარისიო, ის მირჩიეთო. იმან ასრე მოახსენა: რომელსაც თქვენ მიბძანებთ, იმას ვეცდებიო. მეფემ ბრძანა, მე ჩემს დას წინგნს მივსწერო და შენ ბედნიერს ყაენს არზა მისწერეო რომ უვნებლობის საფიცრის წინგნი გვიბოძოსო. მამა პაპა ჩვენთ ბევრი უმსახურებიაო ხემწიფის ოჯახსზედანო და არც არა მე დამიშავებიაო, მაგრა ჩემის ორგულის ყმების სიტყვით არ წამახდენს, წავალო. სარუხოჯას იამა და ფიცხლავ ეს ანბვები ყაენს მისწერა: რა ყაენს მოახსენეს, ფიცხლავ საფიცრები დაუწერესც და ამანც წინგნებიმისწერა და ვითაც ადამ ეშმაკისაგან, ლვარსაბ მეფე სარუ ხოჯისაგან მოტყვებული შეიქნა და წავიდა ყაენსთან. ბატონი თეიმურაზ იქივ დადგა.

მოსვლა მეფის ლვარსაბისა იმერეთით ქართლს ყაენს თანა

[edit]

რა მეფის ლვარსაბის მოსვლა ყაენს მოახსენეს, ბრძანება იქნა, რომ სულ ყველანი წინ გაეგებნენო, დიდის პატივით ყაენსთან მოიყვანეს. ყაენმან შვილურად პატივი სცა და მრავალი საიმედო სიტყვანი უბრძანა და იქიდამე აიყარა და გორს მობრძანდა. იქიდამ ქალაქს ჩავიდა, გაღმა გამოღმა ცხეთით ქალაქამდისინ ლაშქარი იდგა.

კახეთს გაუძახეს და ოთხმოცი ათასი კომლი ქართველი, სომეხი და ურია, თავადი და აზნაური აჰყარეს და მაზანდარას ჩასხეს და ზოგნი სხვას ქვეყანას დაჰფანტეს და კახეთი ალექსანდრეს შვილის შვილს იასეს მისცეს, დავით ასლანიშვილი ვექილათ მოუყენეს. ქართლი მეფის დავითის შვილს მეფეს ბაგრატს მისცეს და მეფე ლვარსაბ თავისის მხლებლებით პატივდებით წამოიყვანეს.

მოვრავი ყაენისა კარგი ყმა შეიქნა და ყაენს ესრე მოახსენა: მაგდენს პატივს რომ მეფე ლვარსაბსა ზდებო, მეფეს ბაგრატს აღარვინ მოუდგებისო, ამისივე იმედი აქვთო. ხემწიფემ მტრის სიტყვა დაიჯერა. თავისის ყმებით ლვარსაბ მეფე ასტრაბათს გაგზავნეს და ერთი წელიწადი გამოიარა, კახელებმან ბატონი თეიმურაზ ჩამოიყვანეს, ისახან გამოაგდეს. კიდევ მოვრავს ყაენისათვის მოეხსენებინა: რადგან კახთ ბატონი თეიმურაზ ჩამოიყვანესო, ქართველნიც ეცდებიანო, რომ რუსები მოიყენონო და ხომალდი გამოუძახონო და მეფე ლვარსაბ ზღვით წაიყვანონო. ამ სიტყვით ყმანი მოაშორვეს, დაუფანტეს და ბატონი ლვარსაბ გულაბის ციხეში ტყვეთ გაგზავნეს.

ლუარსაბ II-ის ფრესკა შიომღვიმეში

ყაენი ისპაჰანს მივიდა და მეფის ბაგრატის ჩაფარი მოვიდა - იმერელთ ზემო ქართლი დარბივესო და ჩვენც გვინდა იმერეთი დავარბივოთო, ხემწიფის ბრძანება რა იქნებისო. ეს ანბავი ყაენს მოახსენეს. მოვრავმან დრო დაიცადა და ყაენს ასრე მოახსენა: სიდამდისნი მეფე ლვარსაბ ცოცხალიაო, საქართველო არ დაწყნარდებისო. კაცი გაუძახეს, მეფე ლვარსაბ ციხეში დარჩვეს და ფათმა სულთან ბეგუმ იგირმი დორდლუ ფეიქარხანს მისცეს, კახეთს ბატონათ გაგზავნეს და ბატონი თეიმურაზ ურუმში წავიდა ხუთასის კაცითა, ხონთქარსთან კოსტანდილპავლეს მივიდა, ხონთქარს ლაშქარი სთხოვა. იმან ასრე უბრძანა: ჩვენ და ყაენი ერთრჯული ვართ, იმაზედ ლაშქარს ვერ მოგცემო.

აქა ხონთქრისა და ბატონის თეიმურაზის სიტყვებანი

[edit]

ხონთქარმან ბატონს თეიმურაზს მოახსენა: ჩვენგნით ლაშქარს თხოულობ ყიზილბაშსზედანო, ჩვენ და ისინი ერთი რჯულისანი ვართო და შენ ქრისტიანი ხარო, იმათზედ ლაშქრის მოცემასო მერჯულენი დაგვიშლიანო და თუ მუსურმანი შეიქნებიო, მაშინ ისინიც ნებას დაგვრთვენო და ჩვენც ლაშქარს მოგაშველებთო.

ბატონმან თეიმურაზ ასე მოახსენა: ამდენს ამისთვის ვირჯებიო, რომ რჯული არ დავაგდოო და იმათი რჯული არ დავიჭირეო. ახლა რით იქნებისო, რომე თქვენი რჯული დავიჭირო. ეს ბატოის ნათქვამი სიტყვები ხონთქარს ნამეტნავად ეწყინა და პატივიც მოუკლეს და აღარც ინახვინეს.

ბატონი თეიმურაზ ხუთასის კაცით კოსტადილპავლიდამე შემამწყრალი წამოსულიყო. მესამეს დღეს ხონთქრისათვის მოეხსენაბინათ. ებძანებინა, ყველგან ჩაფრები გაგზავნეთ, გზები შეუკრან და ნუ გაუშვებენო. საცა ჩაფრები მივიდნენ, გზები შეუკრეს და საც გზაზედ ჯარი დახვდომოდა, გაელახა და გაეარა და ცოლშვილი სამცხეს ციხეში ჰყოლებოდა. ერთს ერევნის ხანის თაბუნს სულთანს ყაენისაგან გამოეთხოვა, რომ ბატონის თეიმურაზის ცოლშვილის მოსხმა შემიძლიაო. ყაენს გახარებოდა და მრავალი წყალობა ექადებინა.

სიზმრის ნახვა ხორეშან დედოფლისა და იმავე დღეს ახდენა

[edit]
რომელსაც ციხეში ბატონი დედოფალი ბძანებულა, იმას ქვეშ ბაღი ყოფილა. ვარდის ყვავილობის დროს თავისის მხლებლებით ბაღში ჩასრულა. იმ ღამეს სიზმარი უნახავს, რომ ბაღი გველით აივსო.
ხორეშან დედოფალი
ყველაკანიო ჩემხედ საკბენრად მოიზიდევდენო, მე ციხისაკენ წაუველო და გველები უკან ამედევნენო. მე ციხეში შეუსწარო და აერით ორბნი მოვიდნენო და გველები დაიტაცესო. ადექით, აქ ნუღარ დგახართო, ციხეში ავიდეთო. შვაღამე გარდასულიყო, ციხის კარზედ მისრულიყვნენ, ციხოანთ კარი არ გაეღო ღამით. გათენებისას ყიზილბაშთ ლაშქარი იმ ბაღს დასხმოდეს და ციხოანთ შეტყო და ბატონი დედოფალი ოლთისს ციხეში შეეყვანა და ზედამ თოფი და ზარბაზანი დაეშინა.
ოლთისის ციხე
კოსტანდილპავლით მამავალს ბატონს თეიმურაზს ზარბაზნის ხმანი გაეგონათ, ასრე ჰგონებოდა, თუ ურუმთ წაგვისხესო და წინ წაგვისწრესო. უბძანა: ვისაც ცხენს შეძლება ჰქონდესო, დაუძარითო.

რა ციხეს ახლოს მოვიდნენ, შეიტყვეს, რომ ყიზილბაშნი არიან, შემოუტიეს და წაუშინეს ერთმანერთსა და ორგნითვე კარგად ძალ მიცემით და თავგამომეტებით იბრძოლეს, მაგრამ ყიზილბაშნი ამოსწყდეს და ბატონმან თეიმურაზ გაიმარჯვა და დედოფლის სიზმარი ასრე მალ ახდა. ამ ჟამს კახეთით ბატონს თეიმურაზს ანბავი მოუვიდა, კახნი დანდობილნიო არაგვზედ ამოსწყვიტესო, ყველას თავები დააყრევინესო, მალე მოგვეშველეთო.

ფიცხლავ აიყარა და ქართლი ჩაირბინა და კახეთს ჩავიდა. რა კახთ გაიგონეს ბატონის მისვლა, ყველანი მოუვიდნენ. ფეიქარ ხან ჭოეთის ციხიდამ გარდიხვეწა, ბარდას მივიდა და ეს ანბვები ყაენს მისწერა და ყაენმან ალიყული ხან შამლუ სარდრათ ქნა და დიდის ლაშქრით ბატონს თეიმურაზს გაუძახა, რომ ეგების დაიჭირონ. თავს მოუარეს და არაგვზედ ლაშქარი ჩამოხდა. ბატონი თეიმურაზ საგურმინში მოვიდა და სიმაგრეში დადგა. ალიყული ხანს გაცლის გზა სთხოვა, იმან გზა არ მისცა და ამან შესთვალა: ხვალ ხმლით გავივლიო და ბაინდურ ერისთავი ქართლის მეფის ბაგრატის ალიყული ხანთან იყო და ყიზილბაშთ ანბავს ბატონს თეიმურაზს არ აკლებდა. რაც იქნის და იტყოდის, იმავე დღეს მისწერდის.

ომი არაგვზე ბატონის თეიმურაზისა და ალიყული ხანის შამლუსა, გამარჯვება ბატონის თეიმურაზისა

[edit]

ალიყული ხანს მოახსენეს: ბატონს თეიმურაზს უბრძანებია, ხვალ ხრმლით გავივლიო. ხანმან უბრძანა ყიზილბაშთა, ყველამ ცხენი და იარაღი მოიკარგეთო და საცა გამოსასვლელი ფონი იყოსო, მეთოფენი ჩასხითო და ეცადენით - არ წაგივიდესო. გათენებამდინ გზები შეუნახეს და რა გათენდა, რაზმი დაწყვეს და ბატონს თეიმურაზს მოელოდეს და გვიან მოვიდა.

ჯარი აჩვენეს, მაგრა წინ არ წამოდგნენ და ბატონს თეიმურაზს ერთი კაცი ბაინდურ ერისთავთან გამოეგზავნა, მამეხმარეო და ალიყული ხანს შემახვეწეო, რომ ყაენს ჩვენი სახვეწარი არზა მიგვიწეროსო, ამ ჩემს აოხრებულს მამულში დამაყენოსო, სხვათ კარებს ნუ მატარებსო. თუ არადა თქვენ ბევრნი და ჩვენ ცოტანიო, რაგინდ სხვაგანც წავიდეთო, მაშინც აქავ უნდა მოვიდეთო, აღარც გაგეცლებიო და არც შემოგებმიო.

ეს ანბავი ალიყული ხანს იამა და ბატონს თეიმურაზს კაცი გაუგზავნეს, ყაენსთან არზა სთხოვეს, რომ ჩაფრის ხელით გაგზავნონ და ლაშქარსაც ხათრიჯამობით ჩამოხტომა უბრძანეს და ყველანი თავთავიანთ კარვებში ჩამოხდნენ და იარაღი შემოიხსნეს. ზოგნი ლოცვაზედ დადგნენ და ზოგნი ჭამად დასხდენ. ზოგთ დაიძინეს. ამისთანას მოსვენებულს დროს ყარაულთ დაიძახეს: უშველეთო, მოვიდა ლაშქარიო. შეიქნა ქარანის ძახილი და მოცხენ კაცის ყვირილი და სიდამდისინ ჯარი შეიყრებოდა, ქართველნი ყიზილბაშთ ლაშქარში გამოერივნენ და შეიქნა ძახილი დაჰკარ დაკარისა და ურუზბუ გიდილარი და ზოგან თოფის სროლაც შეიქნა. მაგრა ყიზილბაშთ თავი ვეღარ დაუჭირეს. საქონლისა და ბარგისა აღარა ინაღვლეს რა, ზოგნი ცხენით და ზოგნი ქვეითათ გაიქცნენ და თბილის ქალაქს შეიხვეწნენ და ზოგნი არაგვსა და მტკვარში ჩაირჩვნეს. ყიზილბაშთ ხანებისა და სულთნების კარვები და ბარგი და საქონელი ერთ პირათ ბატონს თეიმურაზს დარჩა. თითოს ხანისა და თითოს სულთნის კარავი და საქონელი თითოს თავადს უბოძა და თვითან ალიყული ხანის კარავში ჩამოხდა. საშოარი ასრე გაიაფდა, რომ სანახევროთ წამღები არ იშოვებოდა. აქლემი ერთ აბაზად გაისყიდა. ალიყული ხანისა რაც იყო, ბატონმან თავისთვი დაიჭირა. სხვა ყველა, ბძანა, ლაშქართ დაუყვეს და ასრე ითქვა, - რა ქვეყანა დარსებულაო, ქართველთ უკეთესი გამარჯვება არ უქნიაო.

ეს ანბავი ყაენს მისწერეს და ბატონი ბაგრატ ამ საქმეებში ნამეტნავად ავად იყო და ყაენს მირზა დაუდ ჰაქიმი გამოეგზავნა, მაგრა ვერა არგო რა. რაც ცამალი მისცა, მოუხმარებელი იყო. ამისთანას დროს ალიყული ხანს და ყიზილბაშთ ამრიგი დიდი მარცხი დაემართა, ურდოს აკლება, ყიზბაშთ ამოწყვეტა, ალიყული ხანის გამოქცევა და ნაზედ ბაგრატის სიკვდილი, ყველა ავი და ავი ანბვები ერთგან ყაენს მისწერეს და ჩაფარის ხელით გაუგზავნეს.

სიკვდილი მეფის ბაგრატისა და მეფობა მისს შვილს სვიმონს უბოძა ყაენმან და ყარჩაღა ხან დიდის ლაშქრით თან გამოატანეს

[edit]

მოვრავსა და ზურაბ ერისთავს ბატონის თეიმურაზის მტერობას სწამობდეს. ამისთვის მეფეს სვიმონს თან გამოატანეს და ყარჩიღა ხანსაც უბძანეს, რომ რაც ქნას, იმათ შეკითხოს. მეფე სვიმონ ქალაქში გააბატონეს და ყარჩღა ხან ბატონს თეიმურაზს ზედ წაიყვანეს. გაუწყრა ღმერთი და ჰგმეს ყაენის პურმარილი, სწვალეს პატრონყმობა, მრავლის სიკეთის მაგიერად იმუხანათეს და ქვეშ ქვეშ დაუწყეს ბირება, ბატონს თეიმურაზს შეჰფიცეს და საფიცარი გამოართვეს და ასრე დაარიგეს: ამა და ამ დროს ლაშქრით მოგვიხეო და რა ცხენს შეჯდომა შეიქნებისო, მე თვითან ყარჩღა ხანს შუბს შევცემო და მოვჰკლავო და მერმე რომელი გეპრიანებისო, ისრე ჰქენითო. ეს ანბავი ბატონს თეიმურაზს მისწერეს.

მეორეს დღეს ანაზდათ ყარაული გაიძახეს: ზედამენ ლაშქარი გამოჩნდაო. შეიქნა ცხენს შესხდომა და ყარჩღა ხან ბრძანა: ცხენები მზათ დაიჭირეთო და მოვრავს დაუძახეთო.
გიორგი სააკაძე
ამის თქმაში მოვრავი შეკაზმული თავისის ჯარით ყარჩიღა ხანის კარავს წინ მოვიდა, ცხენით ჩამოხტომა დაჰპატიჟეს. ამან თქვა: რა დრო არისო, ლაშქარმან მოატანაო, გამოვიდეს, ცხენს შეჯდესო საჩქაროთ ცხენი მოჰგვარეს. ყარჩიღა ხან გამოვიდა შესაჯდომლათ, ფეხი ავჟანდში ჩაჰყო შესაჯდომლად, ამაღლდა. გაუწყრა ღმერთი მოვრავს, თავისის ხელით შუბი გვერდში გასჩარა და მიწას დასცა და წაუშინეს და მამაცა და შვილიც მოკლეს ქართველთა და კახთ ლაშქარნი ურდოში შემოესივნეს. ზოგნი დახოცეს და ზოგნი გაიქცნეს. ურდო შეუძრავი და ყიზილბაშთ საქონელი, მორჭმა ქონება ცხენჯორი, აქლემი და ბარგი ყველა ქართველთ დარჩა.

მეფე სვიმონ ყაენთან წავიდა, ქართლი ბატონმან თეიმურაზ დაიჭირა და ქალაქის ციხეს შემოდგნენ, თაბორით თოფი დაუშინეს და დაბალი ციხე აიღეს. ნარინყალას ვერ შეუვინენ. ჭანოას შვილს მოქალაქეს გარსოას ქალაქის მინბაშისათვის ასრე შეეთვალა: როსაც ყაენის კარგი ვანბავი მოვაო, წითელს რასმე წამოვისხამო, ციხისაკენ გადრმოვდგებიო და მაგრად იყვენითო და ნარინყალას წყალი დაუწყვიტეს და უწყალობამ ციხოანთ ძალი უყო და ქალაქის მინბაში და გორელი გორგიჯანაშვილი გიორგი ძმობილნი არიანო. მინბაშს იმასთან კაცი გამოეგზავნა, რომ კარგი დრო არისო, ყაენის ოჯახს ერთი ვალი დასდევო, უწყლობამ ნამეტნავად შეგვაღონაო, წყლით რამე გვიღონეო. იმასაც იმავე ღამეს ერთის კაცით ასულიყო და ხის ღარები აღებული ისრევე თავის ალაგზედ დაეწყო და სარსარავის წყალი მიშვა და გათენებამდისინ ნარინყალაში ედინა და ჭები და აბ აბრები აევსოთ. მეორეს დღეს შორიდამენ დაინახეს, რომ კლდით წყალი გარდმოდის, იწყინეს და კაცი აგზავნეს და წყალი ისრევე დაუწყვიტეს, მაგრა ჩამგდებელი ვერ იპოვნეს და ციხოანნი ამ წყლის შოვნით გამაგრდნენ და ციხე აღარ მოსცეს და ციხიდამენ ორნი კაცნი გამოიპარნეს და მოვრავსთან მოვიდნენ და ციხის ანბავი გამოჰკითხა. მათ ასრე მოახსენეს: ციხე ამისთვის არ მოგცესო, რომ თუ ერთს მოქალაქეს გარსოა ჰქვიანო, იმასა და მინბაშს შვა ნიშანი არისო - თუ ყაენისაგან კარგი ანბავი მოვაო, წითელს წამოისხამსო, ციხოანთ ეჩვენებისო, ამისთვის გამაგრდებიანო და წყალიო გორელმან გორგიჯანამ მოსცაო მინბაშის ძმობილისათვისო.

რა ეს გაიგონეს, აღარ გაიკითხეს, გარსოას თავი მოჰკვეთეს და გორგიჯანას კისრით ჩამოჰკიდეს და ქალაქი და ლაშქარი ჩამოატარეს და იმერეთით ქუთატელი ელჩათ მოსრულიყვნენ, იმათ კარზედ გატარებაში იცნეს და ხელით გამოართვეს და იპატივეს. ამასობაში ანბავი მოვიდა, ისახან ყორჩიბაშიო სარდრათ ქნესო და მეფე სვიმონ დიდის ლაშქრით საქართველოს გამოუძახესო.

ეს ანბავი ტაბახმელას მჯდომს ბატონს თეიმურაზს მოახსენეს და ფიცხლავ ქართველნი მოიხმო და კახნი და შემოიფიცა თავის ერთგულობაზედ, ყიზილბაშის შებმაზე. იქნა რჩევა, მოიხმეს კაცნი ომსი ნაცადნი. ზოგთ ასრე არჩივეს, ცხეთამდინ აუშვათო და ზოგმან მაღლითა და ზოგმან გაღმა გამოღმიდამ დაუშინოთო და სიმაგრე ჩვენ გვექნებისო და ხელთოფით ამოვსწყვეტთო და მოვრავმა და აღათანგიმ ასრე თქვეს: თუ მაგას ვიქთო, ბარათიანნი ჩვენ წაგვივლენო და იმათ მიუვლენო და გზები კარგად იციანო, დიდგორის გზით ლაშქარს წამოუძღვებიანო და წინა უკანას გვიზმენო და რადგან ბევრი ლაშქარი გვახლავსო, ესე სჯობსო, რომ მონდორში ჩავეგებნეთო და ისინი შუბის ომსაო ჩვენ ვერ გაგვიძლებენო, რა ერთხელ გატყდებიან, ვეღარ შემოგვბედენო.

ომი ალგეთსზედა ისახან ყორჩიბაშისა და ბატონის თეიმურაზისა

[edit]
ქ῀კსა ტით [1631] მხედრულისასა. უწინ ქართველთ გაიმარჯვეს და ყიზილბაშნი გაიქცნენ, ნაშოვრის სიხარბისათვის იქნა ქართველთ დამარცხება და ამოწყვეტა. წამოვიდნენ სრულ ერანელნი მცირეს საქართველოს ზრდან, დაწყვეს რაზმი მარჯვენ მარცხენანი და წაიყენეს წინ მეთოფენი.
ისა-ხან ყორჩიბაში
ადერბეჟანის ბეგლარბეგი თავისის ლაშქრით მარჯვენას მხარეს ღელეში მიფარული შეიქნა და აქეთ ქართველნი ომში ნაქებნი ცხენ კეთილნი კაცნი დარჩეულნი და სხვა ლაშქარიც უკან აედევნეს, თოფის მისაწევამდისინ ნელად იარეს, მერმე ფარები დაიფარეს და შუბები წაიგრძელეს და ცხენჭენებით მიუხდნენ და თორმეტმან ათასმან მეთოფემ თოფი დააყარეს. ბრძანებითა მღთისათა ვერა ქნეს რა, მეთოფენი გაიქცნენ და ქართველნი ყიზილბაშის ლაშქარში გაერივნენ და შეიქნა შუბთა ძგერება, ხმალთა და ლახტთა მუზარათზედ ხეთქინება და თვითან ბატონი თეიმურაზ ერევნის ბეგლარბეგს ამირგუნახანს შეხვდა, ბატონს შუბი შემოსცა და ცხენის გავას გარდასვა და ქართველნი მიეშველნეს, ამირგუნახანს შუბი გაუჭრეს, ბატონი ისრევე უნაგირში შეჯდა და გაჯავრებულმან ცხენ ძრიელად მიუხდა და ისიც მოეგება, მაგრა ბატონი დიაღ ფიცხელი იყო და სწრაფად შუბი შესცა და იმან ფარი დახვედრა, ფარი გაუტეხა და ხელნავიც გაუხეთქა და მკლავიც მოსტეხა, შუბი შეამტვრია, ცხენიდამ გარდმოაგდო.

ყაჯარნი მოეშველნენ და ქართველნი მიეტევნენ და მრავალი კაცნი დაიხოცნენ და კარგად ეცადნენ ყაჯარნი და ამირგუნა ხან საომარით გაიყვანეს, მაგრამ დიდხანობამდი იმავე დაკოდილობით მოკვდა და ზოგთა თქვეს - ბატონობის დომისათვისო შვილმან თამაზ ყულიხან მჰლამაში მუში გარევინაო, იმაზედ მოკვდაო და ყორჩიბაში მაღლობზედ დროშას ქვეშ იდგაო და ქართველთაო მრავალი მურასა, თაჯი და ჯიღა და ხმალი და ხანჯალი და უნაგირი, რახტი დაინახეს, დამარცხებისა აღარა ინაღვლეს რა, ნაშოვარს დახარბდნენ და ზურაბ ერისთავი და ავთანდილ მოვრავის შვილი ურდოს ზავთის საქნელათ მივიდნეს, რომ სხვათ ნაშოარი არ დანებონ, ყველა თავიანთათვის უნდოდა. ამ რიგის ბევრის დომით აირივნენ და ომის გათავება და მტერსზედ გამარჯვება აღარ მოიცადეს და ადრბეჟანის ბეგლარბეგი შაჰბანდა ხან თვისის ლაშქრით გამოვიდა, ქანარის ძახილით, თეთრი დროშაც წინ გაშლილი მოუძღვოდა და მაღალის ხმით იძახდენ, რომ შაჰა გელდი, შაჰ გელდიო. ქართველის შვილებსაც აძახებდეს ტირილითა, რომ ბატონი თეიმურაზ მოკლესო.

ერთგნით ყაენის მოსვლის შიშმან და მეორე ბატონის თეიმურაზის მოკვლის გაგონებამან ქართველთ გული გაუტეხა და ნაშოვარიც ბევრი ექნათ და თავიც ვეღარვინ დაუჭირა. იარეს კოჟრისაკენ. რა ყორჩიბაშმან სცნა ქართველთ დაბრუნება, იამა და გაგულოვნდა, შაჰბანდა ხანის ომით გაქცეული ყიზილბაშნი მოაგროვა და ქართველთ ხოცით უკან აედევნეს, ქართველთ ქვეითნი დაიღალნეს და სიარულისა და წასვლის ღონე აღარ შერჩომოდათ, ალაგალაგ ერთგან შეგროვდეს და სიდამდისინ დაიხოცებოდეს, თავი აღარ დაიზოგეს. ვისაც ხელი მიაწვდინეს, მოუკლავი არ გაუშვეს და თვითანაც დაიხოცნენ. ყორჩიბაშის ჯარიც წამოეწია, ნახეს, ქართველთ ქვეითთ წასვლის ღონე აღარა აქვთ. იმათ დასახოცლად მეტოფენი უჩინა და რომლის ყიზილბაშის ცხენს შეძლება ჰქონდა, ქართველთ უკან გაადევნა, კოჟრის ციხის ძირამდისინ მისდიეს და ღამემაც მოუსწრა. მეორეს დღეს ყიზბაშის ლაშქარიც აიყარა და წინ წამოდგა და უწინ მოსვლასზედ ქართველთ მრავალი ყიზილბაშნი დახოცეს, მაგრა ბოლოს ნაშოვრის დომითა და ერთმანერთის არ დაჯერებითა ქართველნი გაიქცნენ და ხუთი ათასი თავადნი და აზნაურიშვილნი, მსახურნი და გლეხნი დახოცეს და ვინც მორჩა, თავისას მივიდა.

ქართლი და კახეთი აიყარა და იმერეთს გარდავიდნეს ოთხის გზითა, მაგრა ასეთი ჯრა იყო, რომ თუ არა ძრიელი კაცნი, ვერ გატანდა, ძლივას ოთხს დღეს გარდვიდნენ და ყიზილბაშის ლაშქარი უკან წაეწია და ოთხი ათასი ტყვე იშოვნეს სხვას საქონელსა და ნაშოარს გარდაისათ. ქართლისა და კახეთის მოსავალი ყველა ყიზილბაშთ დარჩათ, საქართველო დასწვეს, დააქციეს და ყოველთვის საქართველოს აოხრება ერთმანერთის დაუჯერებლობითა, საშორის დომით ქნილა, მაგრა მაშინც არ დაიშლიან.

იმანყული ხანის ქალი ანუ ყაფარ ამილახორის ჯალაბი არშის ციხეში იყო

[edit]
ამილახორის და თამარი შაჰ აბას ყაენს ცოლად ჰყვანდა და ნამეტნავად უყვარდა. ყაენის ბძანება მოუვიდა, საერისთოში შედითო და იმანყული ხანის ქალი წამოიყვანეთო და ჩვენთან გამოგზავნეთო.
არშის ციხე
ლაშქარი შეუძახეს. ზოგი ქსნის ხევითა და ზოგი არაგვითა, შევლაზედ გზა დაანებეს. რა ციხეს ახლოს მივიდნეს, იმანყულის ხანის ქალი მოსცეს და დაბრუნებაში გზები ჩაუხერგეს და უკანიდამენ წამოუშინეს. სიდამდისინ გზებს გახსნიდეს, სამს დღეს იომეს და ძლივას ხეები გზიდამენ გარდაყარეს, ზოგნი დაიხოცნეს და ზოგნი კახეთისაკენ გარდვიდნენ და ზოგთ ამილახორის ჯალაბები წაასხეს, შაჰბანდა ხანი მოკლეს და ყაზა ხან შირვანის ბატონი ცოცხალი დაირჩინეს და უკანის დროს გააპარეს. ამილახორის ჯალაბი ყაენთან გაგზავნეს და ანდუყაფარ ამილახორი ქალაქის ციხით გარდავარდა და მოკვდა.

ცოლშვილი ყაენს მიუსხეს და მეფეს სიმონს განჯის ხანი მოუყენეს და ქართლში გააბატონეს და რა ყიზილბაშის ლაშქარი საქართველოდამ დაბრუნდენ, ბატონი თეიმურაზ და მოვრავი იმერეთით გარდმოვიდნენ და ქართლის ბატონობაზე შეიცილნენ ამისის ძალითა, რომ ქსნის ერისთავი იასე და მუხრანის ბატონი თეიმურაზ მოვრავის სიძენი იყვნენ და არაგვის ერისთვის ქალი ედგა და ბატონს თეიმურაზს მუხრანი თავის შვილის დათუნასათვის მიეცა. ზოგი ქართლი და კახეთი სრულ ეჭირა და ზურაბ ერისთავი მეფემ სვიმონ შემოირიგა და მუხრანი მას მისცა და ზოგზოგი სავახტანგო სოფლებიც მას მისცა და მამობა უბძანა და შემოიფიცა და ბატონმან თეიმურაზ უომრათ ქართლი დაანება და კახეთს ჩავიდა და მოვრავი და მუხრანის ბატონი და ქსნის ერისთავი იმერეთს გარდვიდნენ.

ბატონმან თეიმურაზ თავისგნივ გაკეთებული ერთი ჩერქეზი სახელათ გიორგი, სიძე იყო ზურაბ ერისთვისა და ის შეუყენეს ერისთავსა და მის ნაპირის ალაგს იორის პირს მამული მისცა და ზურაბ ერისთავს ქალის მიცემას და თიანეთის სამამულეთ მიცემას დაჰპირდნენ მეფის სვიმონის მოკვლისათვის. ჰგმეს პატრონყმობა და შესცვალეს ღმერთსზედ ფიცი. დიდმან დომამ არია და შეიცვალა ჭკუისაგან და ცხვილოსს ამილახორის მამულში თავისი მემკვიდრე ბატონი მეფე სვიმონ მინდობილი ზურაბ ერისთავმან მძინარე მოკლა.

იქიდამ დაიწყო სირბილი და წავკის მყოფს დედოფალს ჯაჰანბანუ ბეგუმს ყაენის ქალს თავს დაესხა, რაც ჰქონდა, გაცარცვა და დიდის ვებით და კივილით დიღვამამდი წაიყვანა. ბატონის თეიმურაზის კაცი მოუვიდა: ერანის ხემწიფის შვილისშვილი არისო, დედოფალს არა შესცოდოთ რამეო. ამაზედ დედოფალი გაცრცვილი თავისი მხლებლებით ქალაქში მიასხეს. ვაი ამისთანას დღის შემსწრებსა. ქმარ მოკლული, სახემწიფო წართმეული და თვითან უპატიოთ გაცრცვილი, პაპის შაჰბაზ ყაენის სიკვდილის გამგონე და ბიძაშვილის შაჰსეფის ყაენის გახემწიფება და მამის ისახან ყორჩიბაშისა და თავისის ძმების დახოცა ყაენისაგან - ეს ყველა ავი და ძნელი და საზარელ საცოდავი ანბვები ყველა ქალაქის ციხეში ერთს დღეს გაუმჟღავნეს ბატონს დედოფალსა. ნურავისამც ყურს ნუ გაუგონია რომ ბატონს დედოფალმან გაიგონა ამრიგი მოულოდნელი საქმე რომ ჯჰანბანუ დედოფალს დაემართა.

ეს ანბავი მინბაშმან ქალაქისამან ყაენს მისწერა

[edit]

შაჰსეფი ახალი ხემწიფე იყო, ეს ანბავი მისწერეს და ბატონმან თეიმურაზ ქართლი დაიჭირა და გორს იდგა. იქიდამენ ბატონმან თეიმურაზ თავისი ქალი დარეჯან ზურაბ ერისთავს მისცა, მაგრამე ხორეშან დედოფალს მიცემა არ უნდოდა, ამისთვის რომ თავის სამშობლოს ამოგდებას იმათგან იყო, მაგრამე ღონე არ იყო, ამისთვის რომ მოვრავი ქართლს ეცილებოდა. თუ ზურაბ ერისთვისათვის თავისი ქალი არ მიეცა, მოვრავს მიუდგებოდა და ქართლს იმას დააჭირვინებდა.

ომი ბაზალეთს, ბატონის თეიმურაზისა და მოვრავის შებმა

[edit]

ზურაბ ერისთავი ძალზედ ბატონს თეიმურაზს მოუდგა და საომარი ალაგი ბაზალეთს გაარიგეს, მოსასვლელს გზებზედ წყალი შეუგდეს რომ საფლობი შეიქნას, მაგრა მოვრავმან იქაურობა კარგად იცოდა, რაზმი ტალახს ააცილა და სხვიგნით მიიყვანა და მოვრავს ეთქვა: ომში ბატონს თეიმურაზს ვიახლებიო და იმის სიყმაწვილესაო, ჩემს სიბერკაცესაო მასთან გამოვცდიო. მეფის თეიმურაზისათვის შემოეთვალა: ამ ფერს ცხენს შევჯდებიო, ამა და ამ ფერს კურტაკს ჩავიცვამო და ბატონმაც თავისი ნიშნები გვიბძანოსო.

ბატონსა მოახსენეს და ამანც შესთვალა და ისრეც შეიკაზმა და მოვრავზე მიტივას აპირებდა. ეს ზურაბ ერისთავმან იწყინა და ასრე მოახსენა: ხემწიფე ხემწიფეს უნდა შეებასო, არათუ თავის უმცროს ყმასაო. რომელიც გიბძანებიაო, მაგავე ნიშნებითაო ერთი საჰკაძის ამხანაგი კაცი შევჰკაზმოთო და შევაბათო. ასევე ქნეს. ერთი ახალგაზრდა კახი საბატიოს კაცის შვილი შეჰკაზმეს და რა რაზმი გაეწყო, ვითაცელვა სიჩქარით მოვრავს მიუხდუნეს. მოვრავმან ფარი დახვედრა და შუბი შეიმტვრია და გასცილდა. მოვრავმან ცხენი დაიბრუნა და შუბი შესცა. ამანც ფარზედ შეამტვრია. იცნა მოვრავმან, რომ ბატონი თეიმურაზ არ არის, კიდევ ფიცხლათ მოუხდა მოვრავს, თავს ხმალი სცა, მუზარათი გაუტეხა, მაგრამე გერში ვერ ააღებინა, მაგრამე ნამეტნავად შეაღონა მოვრავი. მაგრა შეუძახა: ნეტაი იმ ყმასაო, რომ თავის პატრონს ენაცვალოსო. თქვა და ზედ მიუხდა. ვითაც იმ ყმაწვილს მუზარადიარ ებურა, თავს ხმალი დაჰკრა და შვა გაუჩეხა და ცხენით გარდმოვარდა.

მიეტივნენ ერთმანერთსა და შეიქნა ძრიელი ომი და იმ ყმაწვილის ცემას მოვრავი უღონო შეექნა. თვითან ომი ვეღარ შეიძლო და სხვათა ომთ უმზერდა. ორგნითვე ძალსზედ იბრძოდენ. ბოლოს გამარჯვება ბატონს თეიმურაზს დარჩა და ისინი გაიქცნეს და უკან ლაშქარი გაადევნეს და მრავალი იმერელი დაირჩინეს და ბატონს თეიმურაზს მოუსხეს. ბრძანება იქნა, რომ ნურვის მოჰკვლენ და თითო ყური მოსჭრან და გაუშვან და მოვრავი, მუხრანის ბატონი, ქსნის ერისთავი და ზოგი სხვა საბატიო კაცის შვილნი თან გაიტანეს და ხონთქარსთან მივიდნეს.

სამი ოთხი საფაშაო სარჩოთ გაუჩინეს, დიდნი პატივნი დასდვეს. ყაენი და ხონთქარი შუღლობდენ ბაღდადს ზედან და ხოსროვ ფაშა დიდის ლაშქრით ბაღდადსზედ გამოუძახეს. მოვრავი და ვინც მასთან ქართველნი იყვნენ, ხოსროვ ფაშას გამოატანეს და ბაღდადსზედ გაისტუმრეს. რა აზრუმს მოვიდნენ, აბაზა ფაშა ჯალალი შეიქნა და აზრუმის ციხე უკუიჭირა. ხოსროვ ფაშა შემოადგა და მრავლის სარჯლით აიღეს და მოვრავი და ქართველნი ციხის აღებაზედ ნამეტნავად კარგად ყოფილიყვნენ. ხონთქარსაც ამათის ქების ანბავი მისვლოდა და ასეც მოხსენებოდა: თუ მოვრავი არ ყოფილიყო, ციხეს ვერ აიღებდაო. ხონთქრის და ხოსროვ ფაშის ცოლი ყოფილა და ქმრისათვის მოუწერია: ვეზირ აზამი ხარო და სარასქირიო, მოვრავის ქების ანბავი ოდის და თქვენი არაო. ამისთვის ხოსროვ ფაშამ მოვრავი, მისი შვილი, მუხრანის ბატონი და ან ვინც ახლდენ, ყველა დახოცა და ეს ანბავი ხონთქარს მიუვიდა, ნამეტნავად იწყინა, მაგრა სიდამდისინ ხოსროვ ფაშა ბაღდადით არ დაბრუნდა, არა თქვა რა. რა მოვიდა, ხონთქარმან ჰკითხა, სად არის მოვრავიო. იმან მოახსენა - რაფუზი იყო და მოვაკვლევინეო. ხონთქარმან ბძანა: ჯალათ გელსუნ. მისცეს ხელთა და დიდის სარჯლით მოაკვლევინეს ხოსროვ ფაშა.

ქართლი და კახეთი ბატონს თეიმურაზს ეჭირა, მაგრა ქალაქი არა ჰქონდა და დედოფალი და ქართველნი და კახნი ზურაბ ერისთვისათვის ავნი იყვნენ და დედოფლის ნებართვით ზურაბ ერისთვის სიკვდილი გამოარჩივეს. ზურაბ ერისთავმან თავისი მემკვიდრე ბატონი მოკლაო, უსაცილოთ თქვენც მოგკლავსო და ქართლსა და კახეთს თვითან დაიჭერსო და რა ხოსროვ ფაშა დაბრუნდებისო, მეფის სვიმონის ბიძა ყაენის ყულარაღასიაო და სისხლს არ შეგვარჩენსო. მაშ ასე სჯობსო, ზურაბ მოვჰკლათო და თავი ყაენს გაუგზავნოთო და მეფის სვიმონის სიკვდილი იმას დავაბრალოთო და ქართლის მეფის სისხლი და ერანის ხემწიფის რისხვა ამით ავიცდინოთო.

დააჯერეს ბატონს თეიმურაზს და საფურცლეს დაჰპატიჯეს და უღალატეს და სუფრაზე ერისთავი ზურაბ მოკლეს და საერისთოში შეესივნეს და ბატონისშვილი დარეჯანა გორს მიიყვანეს და იმერეთის მეფის გიორგის შვილს ალექსანდრეს მისცეს. ხოსროვ ფაშა ბაღდადსზედ წამოსრულიყო, ამისთვის მეფის სვიმონის სისხლის აღებას არ აჩქარდეს და ეს ანბავიც მოვიდა - როსტომ ხან ხოსროვ ფაშაზედ გაიმარჯვაო და ურუმის ლაშქარიც დაბრუნდაო. გვიჯობსო, რომე ზურაბ ერისთვის თავი ყაენს გაუგზავნოთო და თავი ვიმართლოთო. ამით ეგების ხემწიფე დაგვიტკბესო. დაუჯერა ბატონმან თეიმუარაზ და ზურაბის თავი ყაენს გაუგზავნეს და ასრე არზე მისწერეს, ვითაც მეფე სვიმონ ნათესავი იყო ჩვენიო და ხემწიფის ბრძანებით თავის სამკვიდროზედ ბატონობდა. ამ თავისმან ყმამა უღალატა და მოკლა და ჩვენს გვართ წესია, რომ ერთმანერთის სისხლს მოვიკითხავთო, ამისთვის მოვჰკალით და თავი ხემწიფის კარზედ გვიახლებიაო.

ეს ყაენს იამა და ქართლიცა და კახეთიც ბატონს თეიმურაზს მოსცეს და ხალათი და რაყამი გამოუგზავნეს. ეს რაყამი და ხალათი ასეთს დროს მოუვიდა, რომ მეფის ალექსანდრეს ქორწილი აქონდა და შექმნეს ნამეტნავად სიმხიარულე და ზოგთ ქართველთ ეწყინა ამ ანბავზედ. ბატონმან თეიმურაზ კარგი ეშქაში მოიკარგა და ჩოლაყასშვილის რევაზ სახლის უხუცის ხელით შაჰსეფის ყაენს გაუგზავნა, მაგრა კახნი ქართველთზედ ამაყობდეს და ხმლით დაჭირულს ეძახდეს, უპატიოთაც ეპყრობოდეს. ქართველთ გული გაავებოდა და ბატონის თეიმურაზის ბატონობა არ უნდოდათ. გზასა და ღონეს რასმეს ეძებდეს და ბაღდადის ლაშქრობაც მოიშალა. ყაენი დაბრუნდა.

აქა ანბავი როსტომ მეფისა, დავით მეფის შვილისა რომ უწინ ხოსროვ-მირზა ერქვა

[edit]

მეფის ბაგრატის ძმა იყო და მეფე სვიმონ ბაგრატის შვილი იყო და მრავლის სამსახურითა ხელ გამამავლობით ყაენმან ყულარაღასობა მისცა და ისპაჰანის მოვრაობაც აქონდა.

ქრონიკონსა სამასცამეტსა [1625] შაჰ აბაზ ყაენი მაზანდარას მიიცვალა და ისფაჰანს როსტომ მეფის ცდით შაჰ სეფი ყაენი გახემწიფდა და ქართველთ დრო დაიცეს და უპატრონობა თქვეს და ერანის საქმე როსტომ მეფეს ეკითხოდა.

რადგან ხოსროვ ფაშა ერანზედ წამოვიდა, ძმისწულის მეფის სვიმონის სისხლი აღარ ახსენა და ასრე თქვა: იმას ვეღარ გავაცოცხლებო, ჯერ ხოსროვ ფაშა გავიცალოთო და მერმე სვიმონ მეფის სისხლს მოვიკითხავო. აღარ აჩქარდა და ბაღდადის ციხის მისაშველებლად წავიდნეს. იპრიანა ბრძანებამან მღთისამან, როსტომ მეფემ ხოსროვ ფაშაზედ გაიმარჯვა და ურუმის ლაშქარი დაბრუნდა და ყაენი ბაღდადს მიბძანდა და იმანყული ხანის ძმა დაუდ ხან ყარაბაღის ბეგლარბეგი ჭკო და ამაყი კაცი იყო და ყაენსაც როსტომ მეფის გულისათვის მეჯლიშიდამენ გაეგდებინა და ეს ჯავრი დაუდხანს ვერ მოეთმინა. ამისთვის დაუწყო თეიმურაზ მეფეს მოციქულობა დაუწყო. შეიფიცნეს და ადრბეჟანის დაჭირვა მოინდომეს. ასრე გაარიგეს, რომ უწინ ყაჯარის თავნი კაცნი დახოცონ და მას უკან სხვათ ხელი მიჰყონ. უწინ შვიდასს ყაჯარს თავი მოჰკვეთეს და ქართველთ, იმერელთა და კახთა განჯა, ბარდა და ყარაბაღი დარბივეს.

ბატონმან თეიმურაზ განჯა ყარაბაღი დარბივა

[edit]

ბატონმან თეიმურაზ ყარაბაღის დარბევა მოინდომა. ლევან დადიანი ოდიშის ლაშქრით, მეფე ალექსანდრე იმერეთის ლაშქრით, მესხთ თავადნი და აზნაურნი, ქართველნი და კახნი სრულ შეიყარნეს და განჯა ყარაბაღი არეზამდისინ დარბივეს და ააოხრეს.

ბატონი თეიმურაზ ბარდას იჯდა და განძასარის სომეხთ კათალიკოზი დიდის ჯარით და ფეშქაშით ბატონს თეიმურაზს მოუვიდა და ასრე მოახსენა: ხონთქარი და ყაენი აშლით არიანო, დრო ამის უკეთესი აღარ იქნებისო. შვიდის საქართველოს ლაშქარნი თან გახლავსო, ორმოცს ათას მეთოფეს მე მოგისხამო, ამასვე ფეხსზედ თავრიზს მიბძანდიო და შვიდს დღეს თავრიზი დაარბევინეთო და შვიდის წლის ჯამაგირში ლაშქართ უანგარიშეთო და სიდამდისინ ყაენი ლაშქარს შეყრიდესო, ადრბეჟანის ბატონები გამოსცვალეთო, ყველგან თქვენი ყმანი დასხითო და მე ხონთქარსთან გამგზავნეთო, იმისგან ლაშქარს მოგაშველებო. თუ ყაენი წამოდგესო, შევებათო და ისინი ქართველთ ომს ვერ შესძლებენო, ამისთვისაო რომ ქართველთ გასაქცევი გზა შორ აქვთო, თუ გაიქცევიან, იციანო, რომ ვერ გაწევენო, გზაზედ დახოცენო. მაშ გაქცევის ფიქრი არვის ექნებისო. ძალმიცემით დაიწყებენ ომსა და ბრძოლასაო და გამარჯვება თქვენ დაგრჩებისო და მთავარ ხემწიფეთ გაკურთხებთო და საქრისტიანი შენით დაიხსნებისო და გაძრიელდებიანო.

ეს ბატონმან შორ დაუჭირა და ასრე უპასუხა: ჯერ ყარაბაღი დამიჭირავსო და შირვანს ჩემის ყმის შვილი ბატონობსო. ამ ზამთარ ქართლს მივალო, ხონთქარს ფეშქაშს გაუგზავნიო, ჯარს შევასვენებო და გაზაფხულსაო უფრო დიდის ლაშქრით წამოვალო. კათალიკოზმან შეატყო და თავისის ენით თქვა: კოკი გუღეო. ბატონმან შეუტყო, თუ რა თქვა, გაიცინა და ასრე უთხრა: შენცა და დაუთხანსაცაო თან წაგიყვანო, გორს მივალო. ლაშქარი საშოვრით სავსე თავისს მივლენო.

კიდევ ბერმან გაცხადებით მოახსენა: ძროხა ცხვრისათვის დადიანი და იმერელი მეფე არ წამოგესხაო, ქართლსა და კახეთშიაც იშოვნიდიო და ერანის ხემწიფე აგდენა როდის გაცლისო, რომ შენ მეორეთ კიდევ ამრიგი ლაშქარი შეიყარო. დღეს ხვალიობით ლაშქარს მოგიხდუნებენო და ცხვრისა და ძროხის მაგიერად ტყვეს წასხმენო. არ იქნა, ბერს არ დაუჯერა რა, განჯიდამ აიყარა და დაუდ ხან ცოლშვილითა და ყოვლის მისის ბარგითა და ქონებითა და სომეხთ კათალიკოზიც თავისის საღდრის მორთულობით გორს მოასხა. დადიანი და მეფე ალექსანდრე და მესხთ თავადნი ალხინა და ვარიანის წალა და გორის ნეფის წყარო ანადირა და კარგად შეაქცია და ყველას მრავალი საჩუქარი მიართვა და გაისტუმრა და განჯის მოჩივარი ყაენის კარს ჩავიდნეს. დაუთ ხანის ორგულობა, ყაჯართ ამოწყვეტა, ბატონის თეიმურაზისაგან განჯა ყარაბაღის დარბევა და აოხრება, დაუდ ხანის ქართლში წაყვანა - ყველა შაჰ სეფი ყაენს მოახსენეს. გარისხდა და იმანყულიხან დაუდ ხანის ძმა შირაზის ბატონი თავისის შვილებით მოასხმევინა და ზოგი დახოცა, ზოგს თვალები დასწვეს.

შაჰ სეფი ყაენმან დაუდ ხანის ჯავრით მისი ძმა იმანყული ხან შვილებიანად დახოცა

[edit]
დაუთ ხან იმანყული ხანის ძმა იყო, ყაენს უმუხანათა, ყარაბაღი დარბევინა და თვითან ურუმში წავიდა. შაჰ სეფი ყაენმან იმანყული ხან შვილებიანათ დახოცა და დაუდ ხანის შვილები დაახოჯაა.
დაუდ-ხან უნდილაძე
ვერც ურუმში იშოვნა პატივი თავისის ამაყობითა და უბრალოთ ძმის ოჯახი მოსთხარა. ძველთაგან ნათქვამია - თავისის ბატონის ორგულს კარგი არ დაემართების, თუარ ბატონისაგან მრავალგვარად უსამართლოთ ძალ დატანებული არ იყოს და ბატონს თეიმურაზსაც გაუწყრა ყაენი და საქართველო მეფეს როსტომს მისცა და სააკაძე როსტომ ხან ერანის ლაშქრით თან გაატანეს და ქართველნი რომ ყაენს ახლდენ, რომელიც სთხოვა, თან გაატანეს.

უწინ ამილახორი ბეჟან, ქსნის ერისთავი ზალ, თვალდამწვრისშვილი დავით თავისის შვილებითა, ფანველისშვილი ბახუტა და როინ ჯაგლაგი, მაჩაბელი თამაზა, ციციშვილი პაპუნა, თურმანბეგ თურმანიძემ იმერეთის ბოქაულთ უხუცესი ჩხეიძე თეიმურაზ, ბარათაშვილი ჰსანბეგ და მელიქ სადათ, სომხითის მელიქი ათაბეგ თავისის ძმებითა, კახი ედრონიკაშვილი ოტია, კახაბერი, ელიზბარ სვიმონისშვილი, დემეტრე და როინ ფანველისშვილი წინ გაგზავნეს და სომხითის მელიქს საქართველოს თავადებთან წიგნი მიაწერინეს, ასრე რომ თქვენი სახვეწარი არზა ბედნიერს ყაენს მივართვი, იამა და შეგიწირა და თქვენსავ მემკვიდრეს ბატონს თავის ყულარღასს მეფეს როსტომს მიგცა და თავრიზის ბეგლარბეგი როსტომხან სპასალარი ერანის ლაშქრით თან გამოატანა და მღთისა შეწევნით საშემოდგომოთ ჩვენც მოსულნი ვართ.

ბატონი თეიმურაზ დიღვამს იდგა. ასრე მოახდინეს, რომ წინგნები ხელში ჩაუგდეს და ფანველის შვილს რომ წინგნები გამოართვეს და წაიკითხეს და ვისთანაც ეწერა ამ წინგნების ანბავი, კახთ ყველას შეატყობინეს, რომ ბატონს თეიმურაზს ამისთანა წინგნები ხელშიდ ჩაივარდაო. ამ წინგნებზედ ქართველნი დაფრთხენ და აღარავინ მოვიდა იოთამ ამილახორის მეტი და როსტომ მეფე ყარაბაღში შემოსულიყო. ომი აღარ მოხდა, დიღვამით აიყარა და გორს მივიდა. ქართლის ლაშქარი აღარც იქ შემოეყარა და იმერეთით მოშველებას ელოდნენ. დადიანი ჩამოსდგომოდა, ვეღარც ისინი მოეშველნეს. ამისთანაზეა ნათქვამი: ვისაც ბედი გაუავდებისო, ფაფა კბილებს დაამტვრევსო.

გორს ანბავი მოუვიდა, ერანის ჯარი აღჯაყალას შემოვიდაო და ბარათიანი სრულ მიუვიდნესო. ბატონი თეიმურაზ გორით აიყარა და ქვიშხეთს მივიდა. როსტომ მეფე ერანის ლაშქრით ქალაქში შემოვიდა და უფროსი ერთნი თავადნი მიეგებნენ და ბატონის თეიმურაზის ულაშქრობა მეფეს როსტომს მოახსენეს. ქალაქით ორი ათასი ცხენკეთილი კაცნი დარჩივეს და ქვიშხეთს გაუძახეს, რომ ბატონს თეიმურაზს დაესხან. იმათაც შეეტყო და ჯალაბნი და ბარგი წინ გაესტუმრებინა და თვითან სახმარის კაცებით უკან ასდევნოდეს და მდევართაც ზოგთ ცხენები დავარდოდათ. ცოტა ვინმე წამოსწეოდნენ და ომს დარიდებოდენ, უკან დავარდნილის კაცისა და ბარგისაგან ეშოვნათ, გორს მეფეს მოართვეს და ბატონი თეიმურაზ იმერეთს გარდვიდა და ქართლი ყიზილბაშით აივსო.

ქ῀კს ტიზ [1629] გორის ციხე ააშენეს, საქართველო მეფეს როსტომს მიაბარეს

[edit]

გორის ნაციხვარი ზომით ლაშქართ დაუყვეს და ოცს დღეზედ ააშენეს, გაათავეს და ნურის მინბაში მესხი მუსლიმბეგ მაზანდარის მეთოფებით მცველათ შეაყენეს და ქართველთა ტავადნი და აზნაურნი სრულ მიუვიდნეს და როსტომ მეფეს ფეხს აკოცეს ციცისშვილის ფარსადანის მეტი და იმას სარდრისა ეშინოდა, ამისთვის რომ ძველით მტერობა აქონდათ.

ეს სარდარმან იწყინა, საციციანოს ლაშქარი გაუძახა, დარბევინა და მრავალი ტყვე მოასხეს. ეს როსტომ მეფემ იწყინა და სარდარს კაცი მიუგზავნა: თავად საქართველო აოხრებული არის, რაც დარჩომილა, იმასაც თქვენ ამიოხრებთ, მაშ მე რისიღა ბატონი ვიქნებიო.

ამაზედ დამდურდნეს და ორთავ ყაენს არზა მისწერეს და ყაენისაგან ბრძანება მოუვიდა - სარდარი თავისის ლაშქრითაო ვანის ციხეზედ წავიდესო და შირვანის ბეგლარბეგი ყარაბაღის ლაშქრით როსტომ მეფის ქეშიკში დადგესო.

რა სარდარი საქართველოს გაეცალა, ფარსადან ციციშვილი და ან სხვანი საცა დახიზნულიყვნენ, ყველანი მოვიდნენ. დაიწყეს აშენება, ხვნა, თესვა. მოხელენი გამოსცვალეს და თან მოყოლილი თავადთა და აზნაურთა თავიანთი მამული უბოძეს. შექნეს ვაზირობა, დაიწყეს რჩევა, ეძებეს სამოყვროთ ლევან დადიანი და გაუგზავნეს მოციქულები და საქართველოს სადედოფლოთ და მისი მარიამ, დედათა შიგან ნაქები. სათხოვნელად მოციქულები წავიდნეს და იმათაც იამა და მოსცეს.

აქა როსტომ მეფისაგან ლევან დადიანის დის მარიამის თხოვნა სადედოფლოთ

[edit]

რა თბილელი მივიდა, ლევან დადიანსთან დის მარიამის ქართლის სადედოფლოთ სათხოვნელათ, ნამეტნავათ იამათ. ნება დართვეს და ნიშანი მიირთმიეს და მოციქულნი მადრიელნი დაბრუნდეს და ეს ანბავი მეფეს როსტომს მოუტანეს და მეფემ ყაენს ჩაფარი გაუგზავნა და დადიანის მოყვრობა ხემწიფეს გააშინჯვინა. მისგან ბრძანება და საქორწილო მოუვიდა, რომე კარგი გიქნიაო და შირვანის ბეგლარბეგი ფარუხან გორს მოვიდა, ყაენის ნაბოძები საქორწილო ლევან დადიანს გაუგზავნეს და დრო და პაემანი სთხოვეს, რომ ქორწილი როდის უნდა იქნას.

მარიამ დედოფალი

დადიანს პირობა მოეწერა - ამა და ამ დროსაო დიდის ლაშქრით იმერეთს მოვალო, თქვენც მანდიდამენ ლაშქრით წამობძანდითო, საჩხეიძოშიგან ერთგან შევიყარნეთო. რა ეს ანბავი როსტომ მეფეს მოუვიდა, ყოველი რამე გაირიგა და დიდის ლაშქრით წავიდა. იქიდამენ დადიანი მოვიდა დიდის ლაშქრითა. და თავისი და მარიამ დედოფალი უწინვე მთას გარდმოიყვანეს.

მეფე სურამს იდგა. კაცი მოუვიდა - დადიანი დიდის ლაშქრით საჩხეიძოში მოვიდაო და მეფე გიორგი ჯორზედ მჯდომი ცოტას კაცით დადიანის ლაშქრის გასაშინჯავად მოვიდაო, რომ მაღლით დახედოსო. ყმათ უმუხანათესო, გამოსცესო და ლევანს დადიანს აცნესო და დადიანი ლაშქრით მზას დახვდაო, მეფე გიორგი დაიჭირაო და სხვანი წაუვიდნენო და ზოგნი მეფესთან დაირჩინესო. ეს ანბავი ბატონისშვილს ალექსანდრეს მოახსენესო და იმერელნი მასთან შეიყარნესო და მეფეთ აკურთხესო და მეფე გიორგი ორს წელიწადს დადიანს ჰყვანდა. სახსრათ მისცეს მურასა გვირგვინი, მრავალი ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი, თვალმარგალიტთ მურასა იარაღი და ნაპირის ალაგნი ჭილაძენი და მიქელაძენი და რაც ჩხარში ვაჭარნი ესახლნეს სომხები, რომ დადიანმან რუხის ქალაქი იმაებით ააშენა, მეფე დაიხსნეს. ქუთათის მოვიდა.

ასრე სუბუქათ მეფის თამაშად წასვლამ ლეხტიმერითი მოსთხარა. რა ლევან დადიანი ცოცხალი იყო, იმერელნი ამ საქმით დაჩაგრულნი იყვნენ. ამისთვის უნდა დიდმან კაცმან მცირე და თავის უკადრისი საქმენი თავის ნებით არა ქნას.

იქივე როსტომ მეფის ქორწილის ანბავი დავიწყოთ სათქმელათ

[edit]

აქეთგან ქართველნი წავიდნეს დიდის ლაშკრითა გამოჩვენებით და იქიდამ დადიანი მოვიდა დიდის ლაშქრითა და მოკაზმულობით. იმერეთში ერთგან შეიყარნეს, ერთმანერთს მრავალი კარგი ლხინი აჩვენეს და მრავალი საჩუქარი მიართვეს და მოირთმიეს და ორმოცდაათი ათასი მარჩილი შაჰსეფი ყაენს გამოეგზავნა ლევან დადიანისათვის. ის მიართვეს და წელიწადში ათასი თუმანი ჯამაგირი გაეჩინა დადიანისათვის.

ამაებს უმრავლეს როსტომ მეფემ მიართვა და დადიანსა და ოდიშერთ ბერთა და მღრდელთა, თავადთა და აზნაურთა და კარის მოხელეთა და გამრიგეთა და მოსამსახურეთა, დიდთა და მცირეთა, ყველათ თავიანთ წესითა და შეფერებითა მიართვეს და იმათაც ასრე მოართვეს და კარგის წესითა და ხემწიფურის ზითვითა და მორჭმა სიმდიდრითკარგის თავადთა და აზნაურ შვილების მხლებლებით, მსახურით, გამდლებითა და მოახლებითა ყველანი დაკაზმულნი სახემწიფო გათავებულის იარაღითა და მოკაზმულობით მზე შავის ძღვით ამოსრული მარიამ დედოფალი ქართლისაკენ წამოაბრძანეს.

მაყრათ გამოატანეს ეფისკოპოსნი მათნის ქვეყნისანი, გურიელი მეფეთ თქმული მეყვისი თავისის თავადებითა და აზნაურ შვილებითა. უფროსნი და სახელდებულნი ოდიშერნი თავადნი თან იახლნენ. დადიანი ოდიშს წაბრძანდა, მეფე გორს მიბრძანდა. ექვსს თვეს ილხინეს და ნადირობას შეექცნენ. მიცემით გაახარეს და გორით ქალაქს ჩავიდნენ, იქიც ალხინეს და ანადირეს. ხან მეფესთან იყვნენ და ხან თავადნი დაჰპატიჯებდნენ. ყველანი ძღვენსა სძღვნიდეს და ფეშქაშს მიართმიდეს, აჩუქებდეს.

გურიელმან და ან სხვამ მაყრებმან მეფეს კაცი მიუგზავნეს და დაეთხოვეს. მეფემ უბრძანა ყველას თავისი შესაფერისი ცხენი, იარაღი, მოფენილობა და შესამოსელი, კარვები, ოქროსა და ვერცხლის სუფრის იარაღი, მურასა ხმალი და ხანჯლები, ჯიღები და ოქროს უნაგირები და ლაგმები, საღვინე თუნგები ვერცხლისა და თასები ოქროთ მოჭედილი, კულა, ძაბრი და ჰაზარფეშა, ნაქსოვები ფრანგული, ურუმული და ყიზილბაშური, დიბები და სარტყლები, ოქროქსოვილის დოლბანდები, ქამარი და დაშნა. გურიელს ოქროსი და სხვათ ვერცხლისა, თორმეტი ყათარი ჯორი, ოცდაშვიდი ბედაური ცხენი მიართვეს და მეფე თვითან ალამდისინ თან გაჰყვა და კოლბაურის გზით გაისტუმრეს. მეფე გორს შებრუნდა.

როსტომ მეფეს საქორწილოთ მიმავალს დათუნა ერისთავი სურამით დაუბრუნდა

[edit]

ამისის შიშით, რომ მის ძმას ზურაბს მეფის როსტომის ძმისწული მეფე სვიმონ მოეკლა, წახდენასა და სიკვდილს მოელოდა და სისხლის მოკითხვასა ელოდა და ზოგს კაცს ქრისტიანობის რჯულისათვის ბატონი თეიმურაზ ერჩივნათ და თემის აშლას ცდილობდეს და დათუნა ერისთავს ასრე დაანახეს, მეფე ცოცხალს არ გაგიშვებსო და შეაშინეს. ღამით აიყარა და საერისთოში მივიდა და იქიდამენ ბატონს თეიმურაზს კაცი უგზავნა და გარდმოსვლას შეეპატიჯა. ვითაც ამისი ძმა ზურაბ ერისთავი ბატონს თეიმურაზს მოეკლა, ამისთვის მოტყუვება ეგონა და აღარ ენდო.

ეს ანბავი როსტომ მეფეს მოახსენეს. დიდის ლაშქრით მეფე მუხრანსში მივიდა და დათუნა ერისთავს დაუწყო მოციქულობა და ფიცით მოინდო და უვნებლობა უბრძანა. მაგრა ყაენთან გაგზავნას და ისრევე პატივით მოყვანას დაჰპირდა. რა მოვიდა და მეფე ნახა, დიდი პატივი დასდვა, მაგრა მეჯლისშიგ მჯდომი ხმალს არ შემოიხსნიდა. თავად არც მეფე ენდობოდა. მერმე ბატონს თეიმურაზსთან რომ კაცი გაეგზავნა, დაბრუნებაში ის კაცი დაეჭირათ და ბატონის თეიმურაზის მონაწერი წინგნები ხელში ჩაუვარდა და ეს დავით ერისთავმან შეიტყო და გაპარვა მოინდომა.

ესეც მეფეს მოახსენეს და აღარ დააცალეს და იარაღისა და ხმლის შემოხსნას შეეპსტიჯნეს. იმან შორ დაიჭირა, არ შემოიხსნა. ძალათ წართმევა შეეკადრნეს. უწყინა და ხანჯარს ხელი წაიკრა. ზოგი მოკლა, ზოგი დაჰკოდა. ეს მეფეს მოახსენეს. მეფემ უბრძანა - წაუშინეთო. დაუშინეს და დავით ერისთავი მუხრანში მოკლეს.

სიკვდილი დავით ერისთვისა მეფის როსტომის ბრძანებით მუხრანშია ქ῀კს ტით [1631]

[edit]

რა მუხრანში დათუნა ერისთავი მოკლეს, ლაშქარი საერისთოში შეუძახეს. დუშეთი, ბაზალეთი, საშაბურო, არაგვისპირი და გარეშე ამათი დასწვეს, დარბივეს. მეფე რვას დღეს დუშეთს იდგა. საღამოთ გათენებამდისინ ყოველგნით მოხდომა და ბრძოლა იყო. რა გათენდის, კაცს ვეღარსად იპოებდიან. მოხდომაში რა ჯარი მიკრფის, ვითაც ეშმაკნი დაიკარგვიდეს და საერისთოს უფროსნი კაცნი შეკრფეს და ზალ გააერისთვეს.

ბატონი თეიმურაზ იმერეთს იყო და ქსნის ერისთავი იასე მას ახლდა და ზალ ერისთავს კაცი გაეგზავნა და საფიცრის წიგნები მიერთმევინა და ჩამოსვლას შემოხვეწოდნა. ეს ანბავი იქივ საერისთოში მეფეს როსტომს მოახსენეს და ბატონის თეიმურაზის მოსვლასაც იტყოდეს. მეფეს მოახსენეს - ეს ალაგიო ამათთვის კარგად დაცდენილი არისო, მოვრავზედ აქ გაიმარჯვესო და ჩვენს ლაშქარსაც იმათი ურჩევნიანო. აქედამ გავიდეთო, ან გორს მიდითო და ან ქალაქს ჩადითო. მეფემანც დაუჯერა, აიყარა და ტინთის გზით

აქა ტინთის გზაზე ზალ ერისთვის დახვდომა, თავის ბატონს მეფეს როსტომს წინ დახვდომა

[edit]

მეფე აიყარა და ფიშხანა ტინთის გზაზე საბურდიანზე წავიდნეს. რა ბაზალეთს გამოსცილდენ, რა ტყეში შემოვიდნეს, უფროსი ერთის თავადების ბარგი ურმით ჰქონებიათ და საერისთოს ქვეითნი ტყეში დამალულნი ყოფილან. გამოსცვინულან, ურმები ჩაუჩეხეს და გზა შეკრათ და ალაგ ალაგ ტყით ხელთოფი დაუშინეს და მანამდისინ გზას გახსნიდენ, მრავალი ნავნები ქნეს და ურმები გზიდან გარდაყარეს. მეფე და ჯარი საბურდიანოს ჩამოვიდნეს.

ეს ანბავი მოუვიდა - ქსნის ერისთავი იასე ქურდობით მოჰპარვიაო და ზალ ქსნის ერისთავი მოუკლავსო და ისევ იასე იმერეთს გარდასულაო. მრფრმან წინგნი გასწერა და ყველგნით ლაშქარნი მოიხმო და იასე ერისთავი მოსრულიყო კიდევ და ერისთავზედ გაუძახეს. სხვა ანბავიც მოვიდა, რომ ბატონმან თეიმურაზ ქართლი ჩაიარა და კახეთს ჩავიდაო. მაგრა გზაზედან მუხრანის ბატონმან ბახუტამან და იოთამ ამილახორმან ნახესო და საფურცლეს წყალს გავიდაო, კახეთს ჩავიდაო. ამაზედ ლაშქრობა მოიშალა და ყაენს ჩაფარი გაუგზავნეს და ეს ანბავი მისწერეს.

ამ დროს სულთან მურად ხონთქარი ერევანზედ წამოვიდა. ყაენი იმის ფიქრში იყო, როსტომ მეფეს ყური არ ათხოვეს. ამ დროს კიდევ ანბავი მოვიდა - წუხელის ბატონი თეიმურაზ მუხრანში გასრულაო, დღეს ქსნის ერისთვის მამულში მივაო. ეს ანბავიც ყაენს მისწერეს. კიდევ ანბავი არ მოუვიდა. კიდევ გორიდამ ანბავი მოვიდა - წუხელის ბატონი თეიმურაზ გორს დაესხა და ნაპირის სახლები ციხის ძირს მოვასხითო და ბაზარს ზეითი გზები შეუკარითო და უბანსა და უბანსა თავისივე კაცები უჩინეთო და თავთავის უფროსმან კაცებმან ცოლშვილი ციხეში შემოასხესო. თავკაცათ დიაღ კარგად იყვნენო. ზეიდამ ჩვენ თოფები დავაყარეთო და ქვეით გორელებს ვერ შემოუვიდნესო. რომლისაც გზით მოვიდნენო, დაუშინეთ და დავაბრუნეთო, ვერა დაგვაკლეს რაო და ვერცარა იშოვნესო და ჩვენ ხუთი კაცი მოუკალითო და ოცდა შვიდი ცოცხალი დავირჩინეთო, გათენებამდისინ გვებრძოლესო და გიორგი გორგიჯანაშვილი თავის სახლში დაიჭირესო და წაიყვანესო. ზედამენ თოფით იცემებოდესო, იქ ვეღარ დადგნენო. იკორთას მივიდნესო და გზაზე რაც ძროხა და ცხვარი ნახეს, წასხესო.

რა ეს ანბვები მინბაშსა და გორელებს მოეწერა, ჩაფრის ხელით ყაენს გაუგზავნეს და მეფემ სომხითისა და საბარათიანოს ლაშქარი შემოიყარა და გორს მივიდა და ქართ;ის ლაშქარი იხმო და იმათაც შეიტყვეს მეფის მოსვლა.

აქა ომი არცევისა, ბატონის თეიმურაზისა და მეფის ლაშქრისა

[edit]

მეფის ლაშქარმან გაიმარჯვა, ბატონს თეიმურაზს იახლნენ კახნი, ორნივ ერისთვები, მუხრანის ბატონი, ამილახორი იოთამ, იკორთით არცევს ჩამოვიდნეს. მეფე გორით არ დაიძრა და ლაშქარი გაუძახა. ისინიც მზას იყვნეს, რაზმი გარიგეს. ესენიც რაზმწყობილნი მივიდნეს. შექნათ ძალზედ ომი, წაუშინეს ერთმანერთსა და შეიქნა ძგერება და ორგნითვე ძალმიცემით იბრძოლეს, ამისთვის რომ აქეთი ლაშქარი მეფის ერთგულნი იყვნეს და ორგული არვინ ერია და ასრევე იქით ლაშქარი ბატონის თეიმურაზის ერთგულნი იყვნენ, ამისთვის ორგნითვე თავგამომეტებით ომი გარდიხადეს. გამარჯვება როსტომ მეფის ჯარს დარჩა. იმათ იკორთის მთა გარდიარეს. უკანას გზით საერისთოს მივიდნენ და ბატონი თეიმურაზ კახეთს ჩავიდა და როსტომ მეფემ საამილახორო ჩაიარა, მუხრანი დაარბივა და ქალაქს ჩავიდა.

ამ დროს ყაენის ბრძანება მოვიდა როსტომ მეფესზედან. რადგან ხონთქარი წრეულ აღარ გამოილაშქრაო, ადრბეჟანის ლაშქრისათვის გვიბრძანებიაო, თქვენ გიახლონო. ვინც თქვენი ურჩი და თავგამზიდავნი იყვნენო, ამოიღეთო. ყაენის ბრძანება გაათავა, მრავალი ყიზილბაშისა და საქართველოს ლაშქარი შემოიყარა, კახეთსზედ გაილაშქრა. რა იმათ შეიტყვეს ყაენის განრისხება, მოციქულები გამოუგზავნეს და ხვეწნა შემოსთვალეს და წინგნიც ასრე მოეწერა: თავად ნათესავნი ვართო და მერმე ბატონი დედოფალი თქვენი ბიძასშვილი არისო და არც თქვენა გყავს შვილიო და ერთის მეტი აღარავინ არისო და ყიზილბაშთაგან მრავალი ძალი და უსამართლო მჭირსო. თუ რომ კიდეც დამეშავებინოს რამეო, შიშით მიქნიაო და თქვენი თავადები რომელიც ჩვენთან არიანო, ფიცით შემოგარიგებთო და ჩემს თინათინს თქვენის ბრძანებით შაჰსეფი ყაენს ვაახლებო და შვა შემოდითო, ჩემს აოხრებულს სამკვიდროს მამულზედ დაგვაყენონო. ეს ანბავი როსტომ მეფეს ნამეტნავად იამა და ყაენს არზა მისწერა და ლაშქრობა მოიშალა და კახმან ბატონმან ამისი თავადები გამოუგზავნა. ამანაც იმისის გულისათვის დიდი პატივი დასდვა.

ბატონმან თეიმურაზ თავისი ქალი თინათინ შაჰსეფი ყაენს გაუგზავნა

[edit]

როსტომ მეფეს ეს წყალობა და შერიგება ნამეტნავად იამა. ქვეყნის დამშვიდების და ჩხუბიანთ დაწყნარებისათვის ყაენს მისწერა და იმათაც ეამებინა და ყაენის ასრე ბრძანება მოუვიდა - თქვენი შერიგება გვიამაო, კარგი გიქნიათო და ბატონიშვილი თინათინო დიდის პატივით გამოისტუმრეთო.

როსტომ მეფემ ვითაც თავისი ასული სახემწიფოს მორთულობითა და მრავლის შეკაზმულობით თავისი ვეზირი აღა მოინა თან გაატანა და კახთაგანც მდიდარნი თავადნი თან გაატანეს და ბატონისშვილი თინათინ შაჰსეფი ყაენს მიჰგვარეს და ხემწიფემ კარგის თვალით ნახა და დიდი პატივნი მიაპყრო და მრავალი ძვირფასის თვალმარგალიტი უბოძა და ვინც თან გაჰყოლოდეს კახთა და როსტომ მეფის ვეზირსა, ყველას მრავალი უბოძეს და ბატონს თეიმურაზს ათასი თუმანი თეთრი და ათასის თუმნის ხალათი გაუგზავნეს და კარგი საიმედო რაყამი მისწერეს, ასე რომ რაც ამას წინათ შეგიცოდებიაო, ყველა შეგვინდვიათო და ამას უკანო შენ და როსტომ მეფე შერიგდითო, ჩვენ გვიამებისო და ორთავ მრავალს წყალობას გიზამთო და ასრე კიდევ მეფის როსტომისათვის ებძანა.

მოსვლა სულთან მურად ხონთქრისა და ერევნის ციხის აღება ქ῀კს ტკე [1637]

[edit]
აიღო ხონთქარმან ერევანი, მივიდა თავრიზს, დარბივა ადრბეჯანი და ქურთისტანის გზით დაბრუნდა.
მურად IV - ოსმალეთის სულთანი 1623-1640 წწ.
მერვეს თვეს შაჰსეფი ყაენი მიუხდა და მრავლის ლაშქრითა და ბრძოლით ისრვე ერევანი აიღო და მრავალი კაცი ამოსწყდა და ამისთანას დროს როსტომ მეფემ საქართველოს ლაშქარი გაუძახა და სამცხე და ჯავახეთი დარბევუნა. მრავალი ნაშოარი ქნეს. ეს ყაენს იამა და ორი ათასი თუმანი და ხალათი გაუგზავნა და ყაენი ადრბეჟანით ისპაჰნს ჩავიდა.

მეფე გორს იდგა და ნოდარ ციციშვილი და იასე ქსნის ერისთავი კარალეთსზედ გარდვიდნეს და არაგვის ერისთავი ზალ ნოდარს მიუდგა და იოთამ ამილახორი იასეს ერისთვს მიუდგა. ქსნის ერისთავი და ამილახორი ლაშკრით მოვიდნეს და გორს ზეით ჭალაში დადგნენ და გორს ქვეით მტკვრის პირს ნოდარ იდგა თავისის ლაშქრითა და ჯერ არაგვის ერისთვის ლაშქარი არ მოსულიყვნენ.

ამაების ლაშქრობა როსტომ მეფემ იწყინა და იასე ერისთვისა უწინდელი ჯავრიც აქონდა და იასე ერისთვისა და იოთამ ამილახორის ცოლ-შვილი როსტომ მეფემ გორის ციხეში შეგზავნა. კარალეთი როსტომ მეფემ ნოდარს უბოძა და ერისთვისა და ამილახორის დაჭირვა მოინდომა. ეს იმათ შეუტყვეს, გორით აიყარნეს და ახალგორს მივიდნეს. მეფემანც ამილახორობა ბეჟანს მისცა და ქსნის ერისთვობა ელიზბარს მისცა და იმათი ყმანი უფროსი ერთნი წამოუვიდნეს, ამათთან მოვიდნეს. მეფემანც მათზედ გაილაშქრა და რეხის ხევს მივიდა. ისინი გაეცალნენ, კახეთს ჩავიდნეს. მეფემ ცხვილოსის ციხე დაქცივა და ისრევე გორს მივიდა.

ერისთავი და ამილახორი კახეთიდამენ ბატონს დედოფალს შემოეხვეწნეს - მეფესთან მოეხმაროს, რომ თავიანთ ცოლშვილი უბოძოს. ბატონმან დედოფალმან მოუხსენა და მეფემ აპატივა და ხელი მოუწყვეს და თავიანთ აზნაურიშვილითა და მსახურით ვითაც ბატონობაში ისრევე კახეთს გაისტუმრეს და ორნივ ბატონს თეიმურაზს ახლდნენ, დიდის პატივითა და ხელშეწყობით ინახევდეს.

ვითაც იოთამ ამილახორის დედა მეფის ბიძის ვახტანგის ქალი იყო და იმერეთში ჩიჯავაძეს ედგა, იქიდამენ კარგის ეშქაშით მეფეს იახლა და შვილის შემორიგებას შემოეხვეწა. თავად მეფე ანაგებად გულმოწყალე კაცი იყო და ადრე სეუნდობდა ორგულთა და დამნაშავეთა. გაწირებულთა და შეღონებულთ შველა იცოდა, მედიდურთ პატივის მდები იყო, ნამეტნავად მანდოლოსანთა. ქვრივ ობოლთა და გლახათ სარჩოს გაუჩენდა, ნამეტნავად თავისიანთა. ამისთვის ამილახორი თავის დედას ბატონისშვილს თამარს აპატია და სამილახოროც მისცა.

ვითაც იასეს ერისთვისა მრავალი ჯავრი ახსოვდა მეფესა და მესისხლეც იყო, თავად თავისი ძმა შანშე მოეკლა და შანშეს ცოლიცა რომ მეფის დისწული იყო და ზალ ქსნის ერისთავი მეფის როსტომის ბატონობაში მოეკლა, ამისთვის აღარ შემოირიგა. იასესაც ღონე გაუწყდა და ყაენის კარს ჩავიდა. კარგი პატივი დაიდვა, ულუფა გაუჩინეს და ხემწიფის მეჯლის შიგ დასვეს. ვითაც ამ იასეს ერისთავს ამილახორი პაპუნა მოეკლა, იმისი ორნი შვილნი პატა და იოთამ ყაენს ახლდნეს და იყვნენ დროის მძებნელნი რომ თავიანთ მამის მკვლელი იასე მოკლან. ამ დროს შაჰსეფი ყაენი მიიცვალა და იმისი შვილი შაჰბაზა გახემწიფდა ქ῀კს ტლ [1642]. ყაენი ყაზმინს მივიდა. ხემწიფე ყმაწვილი იყო და ამილახორის შვილებმან დრო დაიცეს, ყაზმინს ყაენის სახლით მიმავალს გზაზედ დახვდნენ და თოფი ჰკრეს და იასე ერისთავი მოკლეს და ხემწიფის საჯინიბოში შეიხვეწნეს. ყაენი გარისხდა და ამილახორის შვილების დახოცა ბძანა. კარის კაცნი მოეხმარნენ და ხემწიფეს ასრე მოახსენეს: იმას ამათი მამა მოუკლავსო და ამათ სამართლით თავიანთ მესისხლე მოუკლავთო და მერჯულენი ამათს დახოცას არ იტყვიანო. მაშ ამათი სამართალი მერჯულეთზედ შეაგდეს. იმათ ასრე გაბრჭვეს: თავად მამის მკვლელი მოუკლავსო და მერმე ესენი მუსურმანი და ის გაურიო, ვერვინ ვერას შეუვლენო. აქამდისინ ითქვა და იასემ ცუდათ ჩაიარა და როინ ჯავახისშვილი ყაზმინს იყო როსტომ მეფისაგან ყაენსთან გამოგზავნილი და იასე ქსნის ერისთავი იმან საქართველოსი წაიღო მკვდარი.

აქა იმერეთის ბატონისშვილის მამუკას ჩამოსვლა ახალციხით ქართლსა

[edit]

(მამუკა) მეფის გიორგის შვილი და მეფის ალექსანდრეს ძმა იყო, მამაცი და უხვი და უშურველი კაცი იყო. ლევან დადიანი ნამეტნავად განძლიერებულიყო და იმერეთი დაეჩაგრა. მამუკა ბატონისშვილს ჩხეიძის ბეჟიას ქალი ნათხოვნი ჰყვანდა და დადიანს თავისის ქალის მიცემა უნდოდა. ჩხეიძენი და მათნი კერძნი ბატონისშვილს უდგნეს, მაგრამე დადიანის ძალით იმერეთით გაყრილნი იყვნენ და ბატონისშვილი მამუკა და ჩხეიძენი თავისს სიძე საფარ ფაშასთან იყვნენ ახალციხეს, ჩხეიძენიცა და სხვა მრავალი თავადის შვილებიც თან ახლდნენ, იმერეთსა და გურიას არბევდეს და ქართლის თავადნი მეფეს როსტომს შემოეხვეწნენ და მოციქული მოუგზავნეს: "ამითვის საქართველო არ წყნარდებისო, რომ შვილი, ძმა და ახლო ნათესავნი არა გყვანანო და თქვენს საბოლოს ვერა ხედვენო. ამისთვის მალე აიშლებიან და სხვას ბატონს ეძებენო. მამუკა ბატონისშვილის სიკეთე თქვენც მოგხსენებიაო, თავად ბაგრატონი და მერმე მეფის შვილი და თქვენი ნათესავი არისო. ახალციხით ჩამოაყვანინეთო, იშვილეთო და თქვენც მოისვენეთ და საქართველოც მოასვენეთო და ქვეყანა დაწყნარდებაო. თუ ღმერთმან თქვენ ყმაწვილი მოგცესო, ეს თავის სამკვიდროზე გააბატონეთო. თუ თქვენ შვილი არ გაგიჩნდეს, სანამდისინ ბრძანდებოდეთო, სურამის შესავლელი საუფლისწულო უბოძეთო, იმერეთიც ზედ აბიაო და იქიდამაც ხელს მოიმართავსო და თქვენად შვილად აკურთხეთო და ღმერთმან დიდს ხანს გაცოცხოლოსო, თქვენს უკან მაგას ვიბატონებთო.“

მოატყუვეს მეფე როსტომ, მამუკა ბატონისშვილი ჩამოიყვანეს თავისის ჯარითა და მეფე ნამეტნავად კარგად დახვდა და მრავალი ხარჯი გარდიხადეს ბატონებთა და ყმებს ზედან, თუ სასმელ-საჭმელითა, თუ მიცემითა. აწე შექნეს ეშმაკივით რჩევა და ღმერთი ჰგმეს და პატრონ ყმობა სწვალეს და მეფის როსტომის სიკვდილი გაბედეს და მამუკა ბატონისშვილის გამეფება მოინდომეს ქართლშია და მეფეს როსტომს ქალაქის სასახლის აბხანაში მოღალატები ჩაუსხეს, რომ როცა მეფე შევიდეს, მოკლან და მამუკა გააბატონონ. იქნა სამართლისათვის მეფე როსტომ ღვთისაგან დაცულ-დაფარული. ერთი მერიქიფეთ უხუცესის ყმა აბხანაში შევიდა, ბატონი ეგონათ, წამოუშინეს ღამით, დასჭრეს. მაგრამე ხმით იცნეს, რომ მეფე არ იყო, მოკვლა აღარ მოიცადეს და მტკვარში გარდასცვიდეს და ცურვით გავიდნენ და დაკოდილი კაცი მეფეს მიჰგვარეს და მოახსენეს.

მეფე მრავალ-გვარად ნაცადი და აუჩქარებელი, ჭკვიანი, მონახული ბატონი ბძანდებოდა, ქვეყნის აშლას და ჯარის არევას ერიდებოდა, თავად ყმათ დაფთხობა არ უნდოდა, დაკოდილს კაცს მეფემ ხუმრობა დაუწყო, ასრე უბძანა: "ლამაზი ბიჭი შეგიმწყდევიაო. ძალად საავკაცოდ მოგინდომებიაო, იმასაც დანა შემოუცემიაო და შიშით ეგ ტყუილები მოგიგონებიაო“ და გარეთ გააგდებინა, უფრო გამხიარულდა. მისი ანბავი აღარც თვითონ თქვა და არც სხვათ ათქმევინა, მაგრამ მეფემ თვით იცოდა, თუ ვისი ქნილობა არის და ან რა სწადიათ და ან მოღალატე ვინ არის. ოცს დღემდისინ ამისი აღარა ითქვა, მას უკან მეფემ აუჩქარებელმან ათის ათასის მარჩილის საჩუქარი სომანეთის ჭალაში მჯდომს მამუკა ბატონისშვილს გაუგზავნა და ასრე მისწერა: "ყაენისგან მერიდებისო, არამც კარზედ გიხმონო, ჩემგან საფიცარი გაქვთო, რომ თქვენი უნებური არა გკადრო რაო. თქვენც მოგეხსენებისო ყაენის უარის თქმა არ შეგვიძლიაო, ისრევე ახალციხეს მიბრძანდითო და რაც ხელით გამოგვივაო, აქიდამაც მოგიმართავთო ხელსაო.

ბატონისშვილმან შეიტყო, თუ რა ამბავია და ცუდი და ეშმაკეური რჩევა გაცხადებულა, მის ქართლში დგომა აღარას არგებს, აიყარა და ისრევე ახალციხეს მივიდა საფარ-ფაშისასა. ჩხეიძენი და ზოგნი სხვა საბატიოს კაცის შვილები ქართლს დადგნენ, ზოგი ციცისშვილის ნოდარისასა და ზოგნი სხვაგან. აწ სხვა ეშმაკობა და საქართველოს არევა მოინდომეს და თავადები შეიფიცნეს და ბატონს თეიმურაზს საფიცრები გაუგზავნეს, რომ თვითან ლაშქრით ცხეთას მობრძანდეს და გაღმით ერისთავი და ამილახორი ლაშქრით მოვიდნენ და გაღმართი მხრის ლაშქარი ნოდარ შემოიყაროს, ჩხეიძენიც თან იახლოს და როსტომ მეფეს მტერობა გაუცხადონ და ძალად ბატონობა წაართვან.

ხოვლეთსა საჯავახიანოში ციციშვილი ნოდარ თვის ბატონს მეფეს როსტომს შეება და გაიქცა

[edit]

ციციშვილმან ნოდარ სამარტოოდ გამარჯვება მოინდომა, არც ბატონი თეიმურაზი მოიცადა და არც ერისთავი და არც ამილახორი. ვითაც ჩხეიძენი და სხვა იმერეთის სააბატიოს კაცის შვილები მასთან იყვნენ და ყველანი ომნაცადი კაცნი იყვნეს და საციციანოს მხრისაკენ თავისი და სხვის ლაშქარი შემოყროდა, მოვიდა, ხოვლეთს ჩამოხდა. თავისის კერძოს ლაშქარი ვინც არ შემოეყარა, მამულები (დაურბივა) და ეს ამბავი იორამ მოურავისშვილს მეფისათვის მოეწერა: "მალე წამობძანდიო, თოარადა გაღმა მხრის ლაშქარი შემოეყრებისო და საქმე გაჭირდებისო.“

შუადღისას ეს ამბავი ქალაქში მეფის მოუვიდა, იმავე წამეს ისივ კაცი დააბრუნა და იორამს ასრე მისწერა: "რომ რასაც წამს ეს წიგნი მოგივიდესო, ფიცხლავ გზები შეუკვრევინეო, რომ აქითგნივ მიმავალი კაცი იქით არ გაუშვანო და ღვთისა შეწევნით ამაღამ ერთგან შევიყრებითო“ და იმ მისულს კაცს ასრე უბრძანა: "ჩაფრად წადიო, ხვალ ამავეს დროსაო აქავ უნდა ამბავი მამიტანოო“. კაცმან მადლი გარდიხადა და წავიდა. მეფემ ქალაქის მოურავს უბრძანა: "ჯარჩი დააძახეო, ვინცა ვინ ქალაქში მზას იყვნენო თათარნი, ქართველნი და სომეხნი. ვისაც ცხენი ჰყვანდესო, შესხდენო და რა ქარანის ხმა გაიგონონო, სწრაფად წავიდნენ და ცხეთის საბაჟოსთან მზათ დაგვხვდენო. იქ აღლუმს ვნახაო, მაგრამ ესეც ვინცა ვინ ცხენის მყოლებელი არ წავიდესო, თავი მოჰკვეთეთო და თავისივე ცხენით უკან მამწივეთო.“

საღამოს ჟამს ქანარები დააძახეს და ჯარმა საჩქაროდ იარა და მეფე ცხენს შეჯდა და საჩქაროდ წაბძანდა. მეფის მისვლამდისინ უფროსიერთი ჯარი მისრულიყვნენ, მეფემ უბძანა: "ღამე არისო და უკანა ჯარიც არ მოგვეწევიანო და ისინიც მოვიდნენო, თქვენც ჩქარათ იარეთო და გათენებისას სანსა ვნახაო.“

იარა და შუა ღამისას კავთისხევს მივიდა და მოვრავისშვილი იორამ იმ გარეშემოს ლაშქრით კარგ გვარად წინ მოეგება. მეფემ ელიზბარ ბოქაულთუხუცეს უბრძანა: "ლაშქარს უკან ჩამოუდექო და ვისაც ცხენთ შეძლება ჰქონდესო, ჩქარათ წამოასხიო, რომ ღვთისა შეწევნითაო დილას ნოდარსთან გავითენებო“. მიჯრის ჟამს დილისასა მეფე ხოვლეთის ბოლოს მივიდა, მარქაფა გამოიცვალა და ჯარსაც უბრძანა: "ცხენებს მოსართვები უნახეთ და გაუკეთეთო და იარაღნი მოივარგეთო“. რაზმი გააწყვეს და ქანარები დააძახეს და მეფეს ასრე მოახსენეს: "შეუტყობლად თავს დავესხათო“. მეფემ თავს დასხმა არ იკადრა და ასრე ბრძანა: "ქართველთ სამართლის ქნის გამართლებისათვისო ერთმანერთს შეებმიანო, მეც ჩემს ყმას სამართალსზედ შევებმიო. თუ იმაზედ მეტყუვნებინოს, გამარჯვება იმასაო. ბედნიერს ყაენს გამოეპარაო და მთხოვა და არ მივეცო, ფარსადან მამამან მისმანო მრავალი მაძლიაო, რომ საციციანო მისის შვილისშვილის პაპუნა ყორჩიბაშისათვის მთხოვაო და არ მივეცო და მაგას უქრთამოთ მივეცო და ახლა ამდენის სიკეთის მაგიერათო ჩემთვის უმუხანათებიაო და სხვას ბატონს ჰბირებია. ამაზედ მინდა ღვთის სამართალი გავშინჯო, თუ რომელი ვსტყუვით“.

დააძახებინა ქანანები, ამდენი ხანი რაზმს მოაცდევინა, რომ იმათაც შეიტყვეს და საომრად შეიკაზმნენ და ცხენს შესხდეს და რაზმი გაირიგეს და საომრად წინ წამოდგნენ და შეიქნა სროლა, კიკლაობა. იქიდამენ ჩხეიძენი და სხვანი იმერელნი წამოდგნენ. შეიქმნა შუბთა ძგერება და ხმალთა ელვარება, ლახტების ჯახა-ჯუხი, მუზარათთა ხეთქინება. დიდს ხანობამდისინ ჩხეიძეებმან ძალმიცემით ომი გარდიხადეს და საქმეც გაუჭირეს, ლაშქარიც დააბალითეს და კარგათაც იყვნენ, მაგრამ ნოდარ ომს არ მოსრულიყო და უწინვე ვერის ციხისაკენ წასულიყო და ჩხეიძებს ზურგი არ მოაბა და კიდეც დაიჭრნეს, დაიღალნეს. მეფემანც თვითან ცხენს დაუძრა და ერთპირად ქართველნი მიეტევნეს და წაუშინეს. ბეჟია ჩხეიძე მოურავისშვილმან იორამ დაირჩინა და ზოგნი ბარათიანთ დაირჩინეს, ზოგნი ელიზბარ ბოქუალთუხუცის ყმებმან დაირჩინეს. ყველანი ორგნითვე კარგად იყვნენ და ძალმიცემით ომი გარდიხადეს და მეფემ გაიმარჯვა, ნოდარ ვერის ციხეში შეიხვეწა და ჩხეიძენი დაჭრილნი და დარჩენილნი მეფის წინ მოასხეს მხარწაკრულნი და გამარჯვება მოულოცეს.

მეფემ ბძანა, ჩხეიძეებს მკლავნი გაუხსნეს და გორს გაგზავნეს, რომ ტანისამოსი გამოუცვალნონ და ქვეშსაგები და ზედსაფენი გაუკეთონ და კარგის პატივით ხელი შეუწყონ და ვისაც მამაცობა ექნა, ყველაკას ხალათი და საჯილდოდ მამულები უბოძა. უფროსიერთთ საციციანო დაუყვეს და კაცები უჩინეს, რომ გაქცეულთ კაცთ უკან ნურვინ აედევნების და ვისაც საციციანოს კაცი დაეჭიროს, გაუშვანო.

იმ ღამეს იქივ ნაომარზედ დადგა და მეორეს დღეს გორს მიბრძანდა და მეორეს დღეს გორიდამენ ქალაქს ჩაფარი გაგზავნეს და ქაიხოსროვ ბარათასშვილი, დედოფლის სახლთუხუცესი დაიჭირეს და ციხეში აიყვანეს და ღამით კოშკიდამენ გარდმოაგდეს და თქვეს: "დამთვრალა და თვითან გარდამოვარდნილაო.“ და ამის შვილები დააჭირვინეს და გორის ციხეში დაატყვევეს და მისი სიძე ბახუტა ჰუსეინ ბეგისშვილი ბაგრატოანი იყო და ბატონობაც უნდოდა, ის გარდიხვეწა და კახეთს მივიდა და იოთამ ამილახორი ჯალაბობრივ საერთისოში მივიდა. თვითონ ბატონს თეიმურაზსთან მივიდნეს და ზამთარმანც მოატანა.

ნოდარ ზოვრეთის ციხეში გამაგრდა. მეფემ გორიდამ ლაშქარი გაუძახა და სკრას ზეითი საციციანო დარბევინა და ჩხეიძენი ბოქაულთუხუცის ელიზბარის ხელით ყაენთან გაგზავნა და არზა მისწერა: "ქართველნი ჩემის უშვილობისათვის და უნათესაობისათვინ ურჩობენ და ავკაცობენო, რომ ჩემს საბოლოს ვერა ხედვენო, ჩემს ბიძასშვილს თეიმურაზ მირზას სამნი შვილნი ჰყვანანო და რომელსაც პაპის ჩემის ლვარსაბი სახელი ჰქვიანო, ის შვილად გვიბოძეთო, რომ ჩვენს უკან ქართველთ საბატონოთ ეგულებოდეს".

ესენი ყაენთან გაისტუმრა და თვითან გორის ციხიდამ ზარბაზნები ჩამოიტანა და ზოვრეთის ციხეს შემოადგა, ზარბაზნებით დაუშინა, მაგრა ქვიტკირს ვერ ავნო რა. მალე მალე ხმას დაგდებდეს, რომ ბატონი თეიმურაზ მოეშველებისო. მეფეს აშინებდეს, მაგრა მეფემ ასრე ბრძანა: "ხონთქარიც მოეშველოსო, სიდამდისინ ნოდარს ციხიდამენ არ გამოვიყვანო, აქითგან არ დავიძვრიო". წყალკურთხევამდისინ სრულ ქართველთ ლაშქარი ზოვრეთის ციხეს ადგნენ და ვერ აიღეს და არც მშველი გაუჩნდა და ციხეს შიგნით ყმათ უმუხანათეს და ჰგმეს ბატონი და გაუორგულდნეს და ციხის გაცემას შეუდგნეს. ეს ნოდარ შეუტყო, რომ ყმანი ღალატს უპირებენ, ჩათრეულსა ჩაყოლილი აჯობინდა და თავისი დედა, კახეთის ბატონისშვილი როსტომ მეფესთან სახვეწარად გამოგზავნა.

რა მოვიდა, ნამეტნავად მეფემ დიდი პატივი დასდვა და სახვეწარი დაუჯერა. გაცლის გზა სთხოვა. ვითაც ნათესავი იყო მეფისა და მერმე დედათა შიგან სიკეთეზედ ნაქები იყო და საქართველოში ძველით წესათ იყო, რომ ვისაც გასჭირებია შესახვეწნად, ან დედასა და ან ჯალაბს გაუგზავნიდეს, მეფენი და თავადნი პატივს დასდებდიან. მეფემაც გაათავა ძველი წესი, ბატონისშვილს ფეშქაში მიართვა და უვნებლობის საფიცარი მისცა, რომ საცა უნდა წავიდეს თავისის მხლებლებითა და ქონებით არა უშავდეს რა და ამდენი ცხენი, ჯორი ათხოვეს ზოვრეთიდამენ, რომე თავიანთ ქონებით ახალციხემდისინ მიასხან. მაგრამ ბევრს შემოეხვეწნეს, რომ ნოდარ ინახვინოს, არ ინახვინა, მაგრა უზიანოთ სამცხეს მივიდნენ და ერისთავი ზაალ და ამილახორი იოთამ ბატონ თეიმურაზსთან იყვიან. მაგრამ გზებზედ იწყინებოდეს და ნაპირის ალაგებს ერთიმეორეს ურბევდეს. ვინც იმათ შემოსწყრებოდეს, ამათ მოუვიდის. ვინც ამათ შემოსწყრის, იმათ მიუვიდის და ამათი საქმით ქართლი და კახეთი მოუსვენებელი და არეულ-აოხრებული იყო.

აქა მეფის როსტომის ილღარი ქალაქით, მზის ჩასვლისას ცხენს შეჯდა, გათენებისას შობის დღისას ახალგორს ერისთავებს თავს დაესხა და გაიმარჯვა ღვთითა

[edit]

ქალაქს შიგ მჯდომს მეფეს როსტომს ამბავი მოუვიდა, რომ ხვალ შობას ორნივ ერისთავები და იოთამ ამილახორი ახალგორს შობას ერთგან იქმონენო და იქ ლაშქარს შეიყრიანო და ბატონს თეიმურაზს საფურცლეს შემოეყრებიანო, იქიდამენ ცხეთას მოვლენო და ვისაც მათთან პირობა აქვთო, იქ შეეყრებიან და შეჰფიცვენ. რა ეს მეფეს მოახსენეს, ფიცხლავ მუხრანის ბატონს ბახუტას, რომ უკანას დროს თავისის ბატონის ადგილსზედ გამეფდა, წიგნი მისწერა: "შენის ლაშქრითაო მზას დამხვდიო, რომე მღვთისა შეწევნითაო, ამაღამ მანდ მოვალო.” კაცი რომ გაისტუმრა, ჯარჩი დააძახეს "ვაი იმასო, რომელსაც ცხენი ჰყვანდესო, მზის ჩასვლისას მცხეთას არ დამხვდენო, ავად მივეპყრობიო:“

ვინაც ახლო იყო ყველანი მეფეს უწინ მივიდნენ: რა მეფემ ამდენი ჯარი ნახა, დიაღ ეამა და მრავალი საიმედო სიტყვები ჯარს უბრძანა და მუხრანის ბატონს ჩაფარი გაუგზავნა: "რომ ჩვენც კარგის ჯარით მოვდივართო და თქვენც თქვენის ჯარით მზად დაგვხვდითო, რომ მღვთის შეწევნითაო გაუთენებლივ თავს დავესხმითო:“ რა მეფე მუხრანს მივიდა, მუხრანის ბატონი კარგის ჯარით შემოეყარა და მეფეს იამა და აღარ შეისვენა და ჩქარათ იარეს, შობას დილას ახალგორს ლოცვაზედ მდგომთ თავს დაესხნეს და იმ დღეს მუხრანის ბატონის მამაცობის ქება თქვეს და ისინი შეუტყობარნი იყვნეს და თავსდასხმის ეჭვიც არა ჰქონდათ. რა ძახილი შეიქნა, ცხენი და იარაღი ვეღარ მოისწვრეს და არც ამათ დააცალეს, ანაზდეული მოულოდნელი საქმე მოუვიდა. ისინი ზოგნი ცხენით გარდიხვეწა და ზოგნი ქვეითათ, აქეთ-იქით გარდიხვეწნეს და იმათი მასპინძლობის საჭმელი მეფის ლაშქარმან შეჭამა. მეფემენაც სადილ-ვახშამი იმათს სადგომს ჭამა და მეორეს დღეს, ვისაც დარჩენილი კაცნი ჰყვანდა მეფეს წინ მოუსხეს. მეფემ ყველაკანი გააშვებინა და თვითან გორისაკენ წაბძანდა და იმ ზამთარს იქ დადგა. ელიზბარ დავითისშვილი ყაენიდამ მოვიდა და ხალათი და ბატონისშვილი ლუარსაბ მოიყვანა.

აქა ბატონისშვილის ლუარსაბის გამოგზავნა ყაენისაგან როსტომ მეფის შვილად

[edit]

გორს ყაენის ხალათი ჩაიცვა და რაყამი წაიკითხეს. მოეწერა: "შენი ბიძასშვილის თეიმურაზ მირზლს შვილი ლვარსაბ შენთვის შვილად გეთხოვნაო, გამოგვიგზავნიაო და ქართველთათვის გვიბრძანებიაო, რომ უფლისწულად და თქვენად შვილად მიაჩნდესო და თქვენს უკან ქართლის მეფობა მაგის-თვის მოგვიცემიაო.“

ეს ამბავი გოჩაშვილს გიორგის ეწყინა, ამისთვის რომ ბატონობას თვითან მოელოდა და ლუარსაბის მოყვანისათვის გაავგულდა. ეს ამბავი ბატონს თეიმურაზსაც ეწყინა. ამაზედ კახმან ბატონმან ცალკე და ერისთავმან ცალკე დაუწყეს გოჩაშვილს ლაპარაკი: "რომ შენ გაგაბატონებთო.“ დატყუეს და ქართველთა და ბარათიანთ წიგნი ჰსწერეს, დაუწყეს ბირება. დიასამიძე კათოლიკოზი და რევაზ ბარათაშვილი და სომხითის მელიქი ყორხმაზ-ბეგ მრავლის ქადებითა დატყუებულიყვნენ და ეს სამნი საქმობდენ. მათი რჩევა და საწადელი ამათთან უმალავი იყო და გოჩასშვილს ატყუებდენ, თორადა ყველას მეფობა ბატონის თეიმურაზისათვის უნდოდა. ასრე პირობა შეჰკრეს, რომ როსტომ მეფე ცოტას კაცით ცხირეთს არისო და ბატონი თეიმურაზ ცხენკეთილს ჯარით, ანაზდათ მეტეხს მოვიდესო. რა მეფე მისის ჯარის სიცოტავეს ნახავსო, საომრად მოვაო და ომში მოვკლავთო, რომ სამარტოდ არავის დაებრალოსო”. სომხითის მელიქს ყაენისაგან შეშინდა და მათი საწადელი და მონაწერი წიგნები მეფეს მოართვა, ფიცის გატეხისა და საფიცარის მიცემ-მოცემას არღარა ინაღვლა-რა და იმ ღამეს, რომ ბატონი თეიმურაზ მეტეხს მოვიდა, მეფე გორს მივიდა. ამათმა რჩევამ ცუდად ჩაიარა და ბატონი თეიმურაზ ისევ კახეთს ჩავიდა.

ქართველნი გორს მივიდნენ უშიშრად, ასრე ეგონათ: "იმათი ქნილობა მეფემ არ იცისო:“ მეფემ კათალიკოზი და გოჩასშვილი გიორგი და ერისთვისშვილი ლარგველი დააჭირვინა. გოჩასშვილის თვალები დასთხარა, ლარგველი გორის ციხით გაეპარა, სააკაძე ივანე კახეთს გარდიხვეწა და ამის ძმას ზურაბს თვალები დასთხარეს, კათოლიკოზი ქალაქის ციხეში ტყვეთ იყო თათრებში და ისიც დარჩვეს და ციხიდამ გარდმოაგდეს. ბარათაშვილი რევაზ კახეთს გარდაიხვეწა და მეფე გორიდამ ქალაქს ჩავიდა და ეს ამბები ყაენს მისწერა და ყაენისაგან ხალათი და თაჯი და თომარი მოუვიდა და ხმალი და ოქროდ შეკაზმული ბედაური ცხენი ებოძებინა და ადამ სულთან ენდრონიკაშვილი როსტომ მეფის დისწული სარდლათ ექნა და ერანის ლაშქარი თან გამოეტანებინა და საქართველოსზედ გამოეძახათ, რომ ვინც როსტომ მეფის ურჩია და მაწყინარი, შუადამ ამოიღონ და ბატონი თეიმურაზ გააგდონ და მისს ალაგზედ კახეთში ადამ სულთანი გააბატონონ.

აქა ადამ სულთანის სარდლობა საქართველოზედან ერანის ლაშქრით თვისის ბიძის როსტომ მეფის მოსაშველებლად

[edit]

ამ ლაშქრის მოსვლა ბატონმან თეიმურაზ შეიტყო და ახალციხით ბატონი ანახანუმ, ნოდარის და, ზალ ერისთვის სიდედრი მეფესთან სახვეწრად მოვიდა და ძმისა და სიძის უვნებლობის საფიცარი სთხოვა და მეფემ უბოძა და ნოდარის ომში ამისი მაზლი, მისის შვილით ოტიათო და ორნი ანახანუმის შვილები გიორგი და ხუცია დაირჩინეს და ყაენთან გაგზავნეს და ინსპაჰანს ტყვეთ იყვნეს. იმათ მოსხმასაც შემოეხვეწა, მეფემ შეიწყალა და ასრე უბრძანა: თუ ერისთავი ყაენის კარს წავა, შემოვირიგებთო და ყაენის კარით ისრევ მალ მოვიყვანო, მაზლსა და შვილებსაც მოგისხმევინებო და საციციანოსაც ნოდარს მივსცემო, ერისთავსაც რაც ქართლში მამული ჰქონებია, იმასაც მივსცემო და ყაენისაგან კარგს სოფლებსაც უშოვნიო. ამ რიგი საფიცარიც უბოძა, ვითაც როსტომ მეფე ფიცსა და პირობას არ გარდვიდოდა, არც უმტყუვნებდა, ბატონმან ანახანუმ მეფის საფიცარი თავის სიძეს ზალ ერისთავს მიუტანა.

რა სიდედრი მიუვიდა, ერისთავი მეფესთან ქალაქს ჩავიდა და ფეხს აკოცა და მეფემან კარგი თვალით ნახა და მრავალი უბოძა და რაც ქალაქში ვაჭრები ჰყოლებოდა, ისინიც მისცა და ისევე მალე საერისთოს გაისტუმრა და რა ნოდარს საფიცარი მიუვიდა, საფარ ფაშამ თავისი ქემხა ოსმან აღა თან გამოატანა, ქართლი ჩამოიარა და ქალაქს მეფეს ფეხს აკოცა. შეიწყალა და საციციანო მისი ნაქონი მასვე უბოძა. ომარ აღასაც მრავალი მისცა და გაისტუმრა და ეს ამბები ყაენს მისწერა და ჩხეიძე გიორგი და ოტია მოაყვანინა და ბეჟია და ხუცია იქავ ყაენის კარს დარჩნენ და ადამ სულთან ერანის ლაშქრით ისრევ დააბრუნეს.

სიკვდილი მარიამ დედოფლის შვილის ოტიასი, რომ გურიელისგან ჰყვანდა

[edit]

ამ ყმაწვილს როსტომ მეფე თავისთვის შვილად ზდიდა და ზაალ ერისთავის სიძე იყო. ამისმან სიკვდილმან ზაალ ერისთვის ყაენთან წასვლა ცოტა ხანს უკუაგდო. გორს მიიცვალა. შეიქნა დიდი გლოვა, ტირილი თორმეტს დღეს. იქივე გორს იყო ზარით ტირილი, ქართველნი ჯალაბობით თავიანთ ჯარითა და შეძლებითა ზარის თქმით მოვიდიან, უწინ მკვდართ მიმგზავებულს, სახე დახეულს, თმა დაგლეჯილს, შვენება შეშლილს, ტანისამოს სისხლით გასვრილი, მიწაზედ მჯდომს, ღონე იმედ დაკარგულს ბატონს დედოფალს მიუტირიან, მერმე გამდელსა და ჩარიგებით მათ მხლებლებსა, მერმე მეფესა და ჭირისუფლებსა, თავადთა და აზნაურთა და მსახურთა და მოხელეთა. მერმე მცხედართა მიუტირებდენ და გარდასაბურავს გარდაჰფენდიან. ამას უკან იარაღსა და მორთულობასა, ტანისამოსსა, მურასა გვირგვინსა და ჯიღასა და ხმალსა და ხანჯარსა, მუზარათსა და ჯაჭვსა და ხელნავებსა და ცხენსა და მისს შეკაზმულობასა, ყოველს ნიშანს ცალკე ცალკე მიუტირებდენ და ერთს წელიწადსაც არ გათავდებოდა.

მარიამ დედოფალი და ოტია ბატონიშვილი (სვეტიცხოვლის ფრესკა)

მეფემ ბძანა, ვითაც გზაზედ მიმავალთა, ისრევე ტირილში ერთმანერთს მოადევნონ. დილით შუადღემდისინ იტირებდენ და სამხრობით მზის ჩასვლამდისინ გამოიტირებდენ. მაგრა მაშიც ბევრს რიგი და ნობათი არ ერგო ამ თორმეტს დღეში. მერმე მეფემ ბრძანა: „ვისაც აქ არ ეტიროს გზაზედ მოგვიტიროსო და ან ცხეთას იტირონო" და რაც მკვდარს თავს ადგნენ - კათალიკოზი, ეპიზკოპოზნი, ბერნი და მღვდელნი, რომ სახარებას და დავითნს კითხულობდენ, ასევე ბატონს დედოფალს ადგნენ მოლოზანნი და ჩოხოსანნი და ამ სოფლით გადგომილნი მღთის მონობაზედ მოწოდებულნი დედანი და ქალწულნი, ცრემლის ფრქვევით სახარებას და დავითნს კითხულობდეს. მაგრამე ბატონის დედოფლის შებრალებით ყველას ამდენი ეტირა, რომ მართლა ვეღარ ხედევდენ, ყოვლს ნიშანსზედ ორმოცი ბერი და მღვდელნი ადგნენ, სახარებასა და დავითნს კითხულობდენ, რვაასი მეორმოცე დაუყენეს და ქართველნი ძაძითა და შავით შეიმოსნენ, ლასტისჯინ დააწვნევინეს, ვითაც კუბონი და ბატონი დედოფალი, ვითაც მკვდარი მაშიგ მიიღეს და ზედ შავი ზეწარი გარდაბურეს, ქვეშ თავადნი და მათნი ძმანი და შვილებნი შეუსხდნეს. ასრევე მცხედარსა ძვირფასის ოქრო-ქსოვილები გარდაბურეს და ახალგაზდილნი თავადის შვილები შეუსხდნეს საკაცეს ქვეშა. საქართველოს ჯვარები, ვითაც დროშები წინ წაიძღვანეს და ამ ვაებით სწორზედ გორიდამენ ცხეთას ჩავიდნენ და ბატონის დედოფლის შვილი ოტია საფლავს მიიღეს და მეფე მეორეს დღეს ქალაქს მიბძანდა და საღაპო ძროხა, ცხვარი და თევზი და ხიზილალა, ბანბა და მარილი, სანთელი და სარკმველი ამდენი მოატანინა, რომ ორმოცამდინ ცხეთას იდგნეს, სხნილის დღებში ასი ძროხა და ცხვარი დაიკლოდა, მარხვის დღეებში ათასი ხმელი თევზი გაიჭრებოდა, ბანბასა და მარილსა და სანთლებსა და სარკმეველს გარდაისად. ამ ორმოცს დღეს დედოფალს მარილიანი ვერ აჭამეს, ქერის პურის მეტი მას არა უჭამია რა და რა ორმოცი გათავდა, კიდევ ცხრაასი მეორმოცენი დაუყენეს.

ბატონმან დედოფალმან თავისის შვილის ქონება ზოგი იელუსარემს გაგზავნა, ზოგი საყდართა და მონასტერთ შეწირა და შვილის საფლავი მოაფენინა, სომხითში დარბაზის სოფელი სვეტისცხოველს შესწირა, მის გამდელი თავისის მხლებლებით შვილის საფლავზედ დააყენა და სარჩო გაუჩინა. ტირილით საფლავს გამოეყარა და ქალაქს ჩაბძანდა. მოქალაქენი შეიყარნენ, კარს მოდგნენ, შეწევნისა და შეძლების ღონით გარდასაბურავნი მოართვეს და სამძიმარი მოახსენეს. ამათნი ჯალაბნი თვითოს დღეს თვითოს უბნისანი მივიდიან და მიუტირებდენ. ვისაც შეძლება აქონდათ, ძღვენსა და გარდასაბურავს მიართმევდიან და ამდენი ხარჯი გარდიხადეს და ერთის შაურის ფასი თემს არა სთხოვეს რა, მიცემის მეტი და ეს ამდენი ხარჯი მეფემ თავისის სალაროდამ გაიღო.

ოცს წელიწადს ბატონმან დედოფალმან არც ხორცი ჭამა და არც შავი გამოიცვალა და მის მეტი არც ვაჟი ჰყვანდა, და არც ქალი და არცა შობისა და მოლოდინის იმედი. აქ ამის-თვის ბრალია ერთის პატრონი, მაგრამე ბრძანება მღვთისა არვისგან შეიცვლების, ნება მღვთისა არის. თუ უნდა ერთისაგან, ვითაც ადამისგან მრავალს მოაშენებს და თუ უნდა ნოვეს წარყვნასავით ყველას ერთს წამს გარდაავლენს. ხელმწიფენი მის ბძანებას ვერა სცვლიან.

ზაალ ერისთავი და იოთამ ამილახორი ყაენის კარს წავიდნეს

[edit]

ზაალ ერისთავი ყაენთან მივიდოდა, იოთამ ამილახორმან მეფეს კაცი მიუგზავნა: „მე და ერისთავი ყაენსთან ერთგან გაგვისტუმროსო.“ ეს მეფესაც იამა და ორთავ მრავალი უბოძა და ჰამზაბეგ სუფრაჩი წინ წაუძღვანეს და გაისტუმრეს და გზებზედ ყველგან სამასპინძლო მზათ დახვედრეს და საცა გზის პირს ხანი და სულთანი იყვნენ, წინ მიეგებნენ და თავისას ჩამოახდუნეს. კარგად ისტუმრეს, ლხინი აჩვენეს და საჩუქარი მიართვეს და გაისტუმრეს და რასაც ქალაქში მივიდნენ, ქალაქის თავნი კაცნი წინ მიეგებნეს და კარგად დახვდნენ და რა ისპაჰნს მიახლოვდნეს, მოვრავი ისპჰანისა მირ ყასუმბეგ, როსტომ მეფის ყმა იყო, ჰამზაბეგის ბიძაშვილი იყო. რა ქაშანით გადგნენ, დღეში ორჯელ სამჯერ წინ ბარხანას მოაგებდიან. რა ისპჰანის ერთის დღის სავალზე მიახლოვდნენ, ყაენს მოახსენეს ამათი მოსვლა. მირზა-თაყი ეჰტიმადოვლე და სიაოშ-ხან ყულარაღასისათვის ებძანებინა: "რაც მაგათი წესი და სამართალი იყოსო ისრე დახვდითო.“ ეჰტიმადოვლეს ებძანებინა ისპჰანის ვეზირისა და ქალანთრისათვის და მოვრავისათვის: „თავნი უფროსნი კაცი ისპაჰნისანიო კარგად მოკაზმულის ჯარით, ფიშვაზი უყავთ და წინ მიეგებენითო“ და ყულარაღასმან ადამ სულთანს უთხრა, ყაენის ბრძანება არისო: „ვინც ისპჰანში ყულებისაგან მზას იყვნენო - ხანი და სულთანი, მინბაში და უზბაშნიო და თავადთა და აზნაურთშვილებისაგანო, ადამ სულთანს გვერდთ იახელითო და ერისთავსა და ამილახორს წინ მიეგებენითო და კარგის რიგით ალაყაფის კარს მოიყვანეთო, კარს აკოცნინეთო და იქიდამ ჯულფას მიუძეხითო და ხოჯა საფარას სასახლეში ჩამოახტუნეთო.“

ისპაჰანის სომხური უბანი ჯულფა სადაც გაჩერდნენ ზაალ ერისთავი და იოთამ ამილახვარი

იმათაც ბრძანება გაათავეს და რვას დღეს ყაენის სახლით ოქროს ჭურჭლებითა დამზადებული სადილ-ვახშამი მოუვიდის. მას უკან დღეში შვიდი თუმანი და სამოცი ლიტრა ღვინო ზალ ერისთავს გაუჩინეს და ისრევე იოთამ ამილახორს გაუჩინეს და ყოველს დღეს ლხინში იყვნეს, ხან აწვევდენ და ხან ეწვევოდენ მეყვისთა და მეცნიერთა. უწინ ბოძებაში ხელმწიფემ სამასი თუმანი თეთრი და ფარჩა ერისთავს მოსცეს და ასრევე ამილახორს მოსცეს და ხელმწიფემ მეჯლიში ქნა და მივიდნეს, ფეხს აკოცეს და ყაენმან როსტომ მეფის ამბავი მათ ჰკითხა და ამათაც დიდი ქება მოახსენეს და ნაზირს ქვეით დასხეს. ას ასის თუმნისა ეჰტიმადოვლეს გამოეგზავნათ და ყაენმან ორთავეს ქართული ჩოგანი ათამაშა და ორთავ ოქროთ შეკაზმული ბედაური ცხენები უბოძა.

ამისთანას დროს როსტომ მეფისაგან ჩაფარი მოვიდა ყაენთან, არზი მოეწერა: „ერისთავი და ამილახორი მალე გამოისტუმრეთო.“

ქორონიკონს ტლგ [1645], ჯანიხან ყორჩიბაშმა მირზა თაყი ეჰტიმადოვლა მოკლა და ყაენმან ჯანიხანც მოაკვლევინა

[edit]
ჯანი ხან ყორჩების თავი კაცნი და ან ხანი და ან სულთანნი ვინც კარზედ იყვნენ შემოიფიცა, დილას ეჰტიმადოვლეს, მირზა თაყის შინ მიუხდა და მოკლა ნამაზს ზედან უყაენის ბძანებოთ
მირზა თაყი
და და მერვეს დღეს ეჰტიმადოვლობა ხალიფა სულთანს მისცეს და ყაენს არცერთს შეეკითხნეს. ყაენი ყმაწვილი იყო, ბებია ჰყვანდა ჩერქეზის ქალი იყო და ჭკვიანი მანდილოსანი ბძანდებოდა და მისი სიტყვა გადიოდა და ჯანიხანს იმისი გამოგდება უნდოდა, მაგრამ სიაოშ ხანის ყულარაღასისა და ყულებისა ჯანიხანს ეშინოდა, მაგრა დროს ეძებდა, რომ ყულარაღასიც მოკლას და ყულებიც ამოსწყვიტოს და მას უკან ყაენის სახლიდამენ ყაენის დედა გამოაგდოს. ყაენის დედა მცოდინარე ბატონი იყო, მალვით ყორჩიბაშობის რაყამი მურთუზა ყული ხანს ბეჯირლუს გაუგზავნა და ქოჰქილუს ბეგლარბეგობის რაყამი სიაოშ-ხანს გაუგზავნა და ორთავ ასრე მისწერა: „რა იქნა თქვენი კაცობაო და ან სით მოსჩანს თქვენი ერთგულობაო ჩემს ოჯახს ზედანო, რომ ჯანი-ხან თავისის ძალით ეჰტიმადოვლე მამიკლასო და თქვენ ეს დასთმოთ და არა თქვათ რაო. დღეს არის, თუ ხვალეო თქვენც დაგხოცენო, მერმე შვილს მამიკვლენო და თვითან გახელმწიფდებისო. აწი თუ ჩვენი ერთგულნი ხართო, ჩვენი ყულებიო, რომ ღამით ჩვენს ქეშიკში მოვლენო, ადრიან თქვენც კარზედ მოდითო, და რა ჯანი-ხან თავისის კერძის კაცით კარზე მოვიდესო, უბძანეთო, წაუშინონ, დახოცონო.“

ბძანება გაათავეს და გაუთენებლივ კარზედ მოვიდნენ და ეს ანბავი ჯანი-ხანისა-თვის ეთქვათ. რომ ბეგლარი ადრიან ხელმწიფის კარს მივიდნენო. ისიც აჩქარდა და კარ-ზედ მივიდა. რა ჯანი-ხან მაშიას გახდა დაუწყო, რომ ზეით ავიდეს, მურთუზა ყული ხან ბეჯირლუმ სახელოს ხელი წასტაცა და შემოუძახა: „შენ ხაინო და მუხანათო, ხელმწიფეს ეჰტიმადოვლე რასთვის მოუკალო.“ შესცა მუცელში ხანჯალი და მოკლა და დაუძახეს ყულებს, „ხელმწიფის ბძანება არისო, დახოცეთ ეს მუხანათებიო.“ წაიკრეს ხმალს ხელი და ჩვიდმეტი ხანი და სულთანი მოკლეს და მათი მძოვრები თრევით მეიდანში ყაბახის ძირში დაჰყარეს და ცოლ-შვილი დაუწიოკეს და მათი ქონება სახელმწიფოდ წამოიღეს.

ცოტას ხანს უკან ერისთავი და ამილახორი მორჭმითა და მრავლის ბოძებით გაისტუმრეს

[edit]

გასტუმრებაში ერისთავს უბოძეს ხუთასის თუმნის თეთრი და ხალათი ოქროთ შეკაზმული ცხენი, თხუთმეტი სოფელი ყაზმინის სიახლეს მოჰრუდი, ასრევე ხალათი, თეთრი და ოქრო შეკაზმული ცხენი ამილახორსა და ორმოცდაათი თუმანი ჯამაგირიც გაუჩინეს და რაც საქართველოს კაცნი, იმერელნი, ქართველნი და კახნი ტყვეთ იყვნენ, ყველაკა ამათ აპატივეს და ცხენი, იარაღი გაუკეთეს და სახარჯო უბოძეს და თან გაატანეს. ყველას ხალათი ჩააცვეს და ხელმწიფის კარს მიასხეს და ჰარმის კარი ყორუღი ქნეს და ორთავეს თავისი ქალები აჩვენეს და წასასვლელად ხელმწიფეს ფეხს აკოცეს და ხელმწიფემ ორთავეს ასრე უბძანა: „რასაც როსტომ მეფეს აამებთ და ერთგულათ ემსახურებითო, ჩვენ გვიამებისო და იმისის მოწერილობით ჩვენგან წყალობა დაგემართებისო და ისრევე მისის მოწერილობითაო ჩვენგან რისხვასაც ელოდეთო:“ მეფეს როსტომს ამათის ხელით ხალათი, და ოქროთ შეკაზმული ცხენიც გაუგზავნეს და მეჰმანდარი გაატანეს და ხელმწიფისაგან მრავალი წყალობა დამართებულნი, მორჭმულნი საქონლითა და იარაღითა მორთულნი, მოკაზმულნი მოვიდნენ.

ქალაქის სიახლოეს მეფე სრულ ქართველნი წინ-მიეგებნენ: რა შორიდამენ მეფე დაინახეს ცხენით მამავალი, ამათ დაუქვეითეს, დიდი გზა ფეხ და ფეხ წაიარეს, მეფეს ცხენს მჯდომს ავჟანდას აკოცეს, მეფე ცხენით გარდმოხდა, ხელმწიფის ნაბოძები ხალათი ჩაიცვა, დიდის სიმხიარულითა და შადლუხის ქნით ქალაქში შებძანდა, ათს თორმეტს დღეს ქალაქში ალხინა და შეასვენა. მერმე მეფემ უბძანა: „გზისაგან გარჯილნი ხართო და შინაც გელიანო. წადით, ამ ზამთარ თქვენსას შეექეცითო.“

რაც ზაალ ერისთავს კახეთში მამული ჰქონდა ბატონმან თეიმურაზ წაართვა

[edit]

ბატონს თეიმურაზს ასრე ებძანებინა: "როსაც როსტომ მეფეს წამოუვიდაო და ჩვენ მოგვივიდაო, ქართლში რაც მამული აქონდა მეფემ წაართვაო, იმისი მაგიერი მე კახეთში მივეციო, ახლა თავის ბატონთან მისულაო, ქართლის მამულებს ისრევე მისცემსო და ნამეტნავი წყალობა ყაენისაგან დამართებიაო, ის ჩვენთან ვეღარ მოვაო." თიანეთი და ან კახეთში სადმე ზაალ ერისთავს მამული ჰქონდა ბატონმან თეიმურაზ წაართვა, ერისთვის კაცი კახეთში ვეღარ გაივლიდა.

ისრევე შეიქნა მიხდომ-მოხდომა, რბევა და ოხრება და გზებზედ ყაზახობა. ზალ ერისთავი ჯალაბობრივ ქალაქს ჩამოვიდა და კახეთში მამულების წართმევა მეფეს უჩივლა და მეფემ უბძანა: „მე მაგაზედანო ბატონს თეიმურაზს ვერას შეუვალო, რომ თავისი სამკვიდრო მამული თქვენ არ მოგცესო, მაგიერი მე მამიცემიაო.“

ამ დროს რევაზ ბარათაშვილი თავის სიძეს როინს ჯავახისშვილს დაეჭირა და იმერეთს მიმავალი და მეფეს მოგვარა, საჩხუბარი წიგნები უპოვნეს და რევაზსა თვალები დასთხარეს. რა როინის ჯალაბმან ძმა ნახა თვალებ დათხრილი, ქმარი გაუშვა, ჩოხანი ჩაიცვა და რა ცოცხალ იყვნენ ქმარი თვალით აღარ იხილა ძმის დაჭირვის ჯავრითა.

და რა რევაზს ეს წიგნები უპოვნეს, ბატონს თეიმურაზს მოციქულობა დაუწყეს: „რასთვის არ დაწყნარდებითო და ჩვენც რასთვის არ დაგვაწყნარებო, ჩვენსა და თქვენს შუა მრავალი საქმენი ძენანო, ამას წინათ კახეთში სამი სოფელი დაგვიდევითო, გაბრჭობამდისინო. ახლა ორნივე უსაქმოდ ვართო და სიდამდისინ უნდა ჩვენსა და თქვენს შუა საქმენი გარდუწყვეტი არისო, ქართლი და კახეთი არ მოისვენებსო, დრო ამის უკეთესი არ იქნებისო, ორიოდე მცოდინარე ბერი და ერიო შენს სიძეს მეფეს ალექსანდრეს ვსთხოვოთო და ასრევე ლევან დადიანს ვსთხოვოთო, გურიელსა და ახალციხის ფაშასაც ვსთხოვოთო, გავიბრჭნეთ და შევრიგდეთო, ჩვენც მოვისვენოთო და ჩვენი ქვეყანანიც მოვასვენოთო:“

ეს ბატონს თეიმურაზს სწყენოდა, გაჯავრებულიყო და ის სოფლები რომ გაბრჭობამდისინ მეფისათვის დაედვა, ისრევე წაართვა და მოხელები გამოუყარა და მეფისათვის ასრე მოეწერა „შენის ძმისწულის მეფის სვიმონის მკვლელი ზურაბ ერისთავი იყო და მე მოვკალო თქვენ კიდევ უნდა დამიმადლოთო, თუ არადა ჩემთან სხვა რა საბჭო გაქვთო, თქვენი მესისხლე ეგ არისო, რომ ყაენთან გაგიგზავნია და მორჭმული და გამდიდრებული მოგიყვანიაო. თუ სისხლს ჰკითხულობო, მესისხლის ძმებსა და სახლის კაცებს მოკითხეთო, აქამდისინ რომე ჩვენ გვახლდაო, იქნებოდაო რომ თქვენი მესისხლე გეთხოვნაო და ახლა თქვენ გახლავსო და თქვენი ყმაც ეგ არისო და მესისხლეცაო, რომელიც გეპრიანებისო

ისრე ჰქენითო“. მეორეს წლამდისინ ასრე იმოციქულეს. ამასობაში ჩოლოყაშვილები რევაზ სახლთუხუცესი და ბიძინა სუფრაჩი გარდიკიდნენ...
და არა ინება ბიძინამ მორჩილება რევაზისა, ვინაჲთგან რევაზ თავ სპათა იყო: "უკეთუ სძლოს რევაზ იქმნების მიზეზი ძლევისა". ამისთჳს აიძულებდა ბატონს თეიმურაზს ბიძინა: "რათა წარავლინოს იგი ერწოს და მუნ ბრძოს მან, რამეთუ უკეთუ დაიპყრან მათ ერწო, ვერცა ჩუენ დავმაგრდეთ თიანეთს", არა ენება ესე თეიმურაზს. გარნა იძულებულმან მისცა ნება, რათა არა იქმნეს მუნ სპათა მისთა შორის შფოთი ბრძოლათა შინა.

და წარვიდა ბიძინა ერწოს, და ამით განეყო სპანი თეიმურაზს. მაშინ მოვიდა ვახტანგ მუხრანის ბატონი და ზაალ ერისთავი მისთანა უღლისს, ეწყო რევაზ და იყო ბრძოლა ცემითა თოფთათა ძლიერი, ვიდრე უკუდრკენცა იგინი. არამედ დაადგრა ვახტანგ მუხისა თანა ერთისა მცირითა სპითა, მუნიდამ მოხუდა რევაზს თოფი და განვლო ზურგით კერძ. ესე არა აგრძნა სპათა, გარნა განამაგრნა იგინი, მოვიდა და ამბორს უყო ჴელსა ზედა თეიმურაზს, მერმე მივიდა და მოკუდა მუნვე.იხილეს სპათა ჩუენთა და მოუძლურდებოდნენ. ხოლო იგინი მოეტევნენ და ივლტოდნენ კახნი. და ჩამოვიდა ბატონი თეიმურაზ შიგნით-კახეთს და ბიძინაცა უკუმოიქცა უქმად, მოუდგა როსტომ თეიმურაზს.

გრემს მივიდა როსტომ მეფე. სრულიად კახნი ჯალაბობრივ იქ იდგნენ.

აქა ბატონისშვილის დავითის დამარცხება და სიკვდილი და კახთ ამოწყვეტა

[edit]

იქით ბატონის თეიმურაზის შვილი დავით და ჩვენგან გაგზავნილნი ლაშქარი ჯამალ ხან შეყრილიყვნენ, შებმულიყვნენ ქისიყის ბოლოსა, ძველ ანაგს და თათრებს გამარჯვებოდდა და ბატონის შვილი დავით იქ მოეკლათ და მრავალი საბატიო კაცის შვილი დაეხოცათ.

მეფე როსტომ გრემს იდგა, მეექვსე დღეს ეს ანბავიც მოვიდა.

...მეფემ და ქართველთ ბატონისშვილის მოკვლა გაიგონეს, ყველამ დაიწყო ტირილი და თავს ცემა და მაღლის ხმით მოთქმა და ჯამალ ხანს ასე მისწერეს: რომელიც მოგეკლასო, მაგათი თავები ქალაქს სიონის საღდარში მიიტანონო და ჩვენც კახეთს ჩამოვივლითო და თქვენც წინ დაგვხვდითო.

აქა ბატონისშვილის დამარცხება, კახთ ამოწყვეტა და დატყვევა

[edit]

ქისიყის ჯარითა და ბატონისშვილის ცოცხალი დარჩენა მეფეს როსტომსთან მიყვანა დიდის ვაებით დედმამას მოუხსენეს. სხვას იმ დღის შევიწრებით ანბავს რა გაცხადება უნდა და ან რა ქაღალდი დაიტევს.

დავით თეიმურაზის ძე

თავად მტრისაგან გალახული, სახლთუხუცეს მოკლული, ჯარ წასრული, დროშა წართმეული, ქვეყანა და საბატონი სხვას დარჩომილი. ამაზე ეს ანბავი მოსვლოდეს, რომ ერთი შვილი გყვანდაო და ისიც მტერთ მოგიკლესო, რომ აღარც შექნის იმედი იყოს და აღარც შობისა. ეს შვილიც მოგიკლესო და მისი ჯარიც დახოცესო და ქვეიდამ თატრის ლაშქარი შემოგიხდენო და ზეიდამენ მეფე ჩამოვიდა საქართველოს ლაშქრითაო და კახნი უფროსნი ერთნი მას მიუვიდნესო. თვითან ყველგნით ხელდამოკლებული მრავლის მხლებლით მიფარულიყოს სადმე და უარესის მოლოდინი აქონდეს.

მღთის მადლს, წამკითხველნო, კარგად გული დაჰყარეთ, რომ ამ რიგს აოხრებასა წარყვნას აქეთ თუ ვისმე გაგეგონოს. მე, ფარსადან გორგიჯანიძე ვიტყვი ამასა, ღმერთი უტყუარია და ამ საქმეზედან მოჩანს, რომ ბატონს თეიმურაზს მრავალი უბრალო სახლი მოეთხაროს და მისის საქმით მრავალნი ტყვეთ წაესხას, მრავალნი უბრალოთ დახოცილიყვნენ, მრავალი დედანი აეტირებინოს და იესოს ნაბძანები სიტყვანი აქ გათავდება რომ უბძანებია, - რომლისაც საწყაოთ მიუწყავო, იმავეთი მოგეწყვისო. ღმერთსაც ასრე უბძანებია, ათას და ერთი სახელი მქვიანო ყოვლის ენითაო, თავი სახელი ჩემი სამართალი არისო. არას ხემწიფეს, არას ძრიელს კაცსაო, არას უღონოსა და საბრალოს გლახას დაჩაგრულთ ნაძალადევსაო არ შევარჩენო. რა გინდ ვინმე ნამეტნავად მდიდარი იყოსო და ძრიელიო, ჩემთან სუსტი და უღონო და გალახულნი არიანო და ორსავეს სოფელს მოვჰკითხავო და რისხვით ვაზღვევინებო.

ხორეშან დედოფლის მოსვლა როსტომ მეფესთან შემოსახვეწრათ

[edit]

ბატონს თეიმურაზს ყველგნით ღონე მოეღო, აღარც სითმე მშველი და აღარც სახიზარი ალაგი, აღარც წასასვლელი გზა, არც ასაყრელად ცხენი და ჯორი, აღარც მოხელე და მოსამსახურენი, კახნიც ქართველთ მისვლოდეს და მეფეს როსტომს ბატონის თეიმურაზის დაჭირვას ეპატიჟებოდნენ. ეს მეფემ უწყინა და ავად ჩამოართვა და ასე უბძანა - იმისი დაზდილნი ხართო, იმას რა კარგი უყავითო, რომ ჩვენ გვიყოთო. დაჭირვა შორს დაიჭირა და კახნი უფროსი ერთი მეჯლისში ისხდენ. მეფემ წამოთქვა და ბრძანა: რა ქვეყანა დარსებულაო, ამრიგი მუხანათობა კახთ თავის ბატონზედ არ უქნიათო, რომ ახლა ბატონს თეიმურაზზე ქნესო.

ეს მეფის ნაბძანები სიტყვები ვინცაღა ბატონს თეიმურაზს მოახსენეს. იმან დედოფალს შვილისთვის მოუთმენლის ნაღვლიან და მტირალი გულითა და თვალცრემლიანსა მოახსენეს: როსტომ მეფე თქვენი ბიძაშვილი არისო. მიდით, ნახეთო და თქვენის შვილისას შეეხვეწენითო, არ მოგიკლასო. ეგების ჩვენი შენაცოდებიც თქვენ გაპატიოსო და ამას უკან ვითაც სხვა თავადი, ჩვენც იმათავით გვიმსახუროსო. თუ ესები არა ქნასო, ამდენერთს ნათესავობის პატივს მაშინც დაგდებსო, რომ ჩემი დათუნა ცოცხალი ყაენსთან გაგზავნოსო და ჩვენ ამდენი ცხენი და ჯორი გვათხოოსო, რომ იმერეთს მივაწიოთო. დედოფალმან ბატონის თეიმურაზის ნაბძანები სიტყვანი გაათავა.

აქა მობძანება ბატონის ხვარეშან დედოფლისა თავის ბიძასშვილს მეფეს როსტომს თანა

[edit]

მეფეს მოახსენეს: ბატონი დედოფალი მობძანებულაო თქვენთან სახვეწარათო. კათალიკოზს უბძანა: თქვენ და ბატონისშვილი ლვარსაბ და ებისკოპოზნი და თავადნი და საბატიოს კაცის შვილნი წინ მიეგებენითო და დიდის პატივითაო მობძანდესო. რა მოახლოვდებისო, მე თვითან მოვეგებებიო. ის გაისტუმრა და ბრძანა, თავის კარვის სიახლეს ბატონის დედოფლისათვის კარვები დადგეს და მეფე ცხენს შეჯდა და გაეგება. რა მოახლოვდა, მეფე ცხენით გამოჩნდა. დედოფალს მოახსენეს, ისიც ცხენით ჩამოახდუნეს და მეფემანც დაუქვეითა და დედოფლის ერთი ხელი კათალიკოზს ეჭირა და მეორე ხელი ბატონისშვილს ლვარსაბს. ჯარმაც დაუქვეითა. რა ახლოს შეიყარნენ, დედოფალი მეფეს ფეხს მოეხვივა. მეფემ არ დაუშვა, დაიღლიავა, ერთმანერთს გარდეხვივნეს და შეიქნა ტირილი და სრულ ლაშქარმან დაიწყეს ხმა მაღლა ტირილი და თავს ცემა. ჯერ თათართ ჯარი უფრო ტიროდეს. უწინვე მეფისაგან ყადაღანი ქნილიყო, რომ ბატონისშვილის დათუნას სიკვდილი არვინ ითქვას. ბატონი დედოფალი მეფემ თავის კარავში ჩამოახტუნა, მაგრა იმ დღეს ტირილის მეტი არა თქმულა რა.

დედოფალი თავის კარავში წაბძანდა და მეფემ ლორი ფანბაკისა და აღჯაყალის ბატონი ბოშჩალუ ისახან მოიხმო და იმას შეეკითხა, ასრე უბრძანა: ბატონი დედოფალიო ჩვენთან სახვეწრათ მოსულაო და ამისი პატივის დადება გვმართებსო. თავათ ნათესავი არის ჩემიო, მერმე რომელსაც საქართველოს მეფეთ და მეპატრონეთ გასჭირებიათო, ან დედა შეუხვეწნიათო და ან დედოფალითაო და ბატონს თეიმურაზს საქართველოს წესი გაუთავებიაო და აწე ჩვენ რა გვმართებსო და ან რას გამამირჩევთო.

იმან ასრე მოახსენა: ერანელთაგან ასი ათასი კაცი ნამეტნავი ამ კახეთში ამოწყვეტილაო და ხემწიფენი მრავალს გარჯილანო, მაგრა ამ რიგი გამარჯვება რომ ღმერთმან თქვენ მოგცაო, რომ აქ თქვენ მამაზედ გაიმარჯვეთო და ქვეით ლაშქარმან შვილი მოუკლაო და დედოფალი მოვიდა, ფეხს მოგეხვივა, ყარაიაზის სანადიროს ნებით მაგართმევსო და სხვა ისრევე დაანებეთო და დავბრუნდეთო. ეს ისახანის რჩევა მეფემ მოიწონა და კიდეც ასრე უნდოდა მეფეს ექნა, მაგრამე ვინც ბატონის თეიმურაზის წახდენაში ერივნეს, იმათ მეფეს ასრე მოახსენეს: ამას წინათ ბატონის თეიმურაზის შვილი არ მოგეკლათო, არ მოგასვენათო. ახლა იმისთანა შვილი მოუკალითო, გაღანმც აღარ მოგასვენებსო და ეგების შერიგება ყაენმაც გიწყინოსო და დედოფალი ამდენის პატივის დებას სჯერაო, რომ ამდენი ცხენი და ჯორი ათხოვო, რომ უვნებელად იმერეთს გარდვიდნენო და მეფის მოწყალე გუნება ამ სიტყვებით შეშალეს. იქითაც ბატონი დედოფალი დაატყუეს: ასრე შეეხვეწენით მეფესაო, რომ შვილი არ მოგიკვლევინოსო და თქვენს უზიანოთ იმერეთს მიგასხანო.

მეორეს დღეს მეფე დედოფლის სანახავად წავიდა. დედოფალი ტირილით ფეხს მოეხვია და ასრე მოახსენა: კურთხეულის ბიძის თქვენის მეფის სვიმონისაგანო და ბატონის ლევანისაგანო ჩემის დათუნას მეტი არვინ დარჩომილაო, ჩემს შვილსაც დიაღ თქვენი გვერც ხლება უნდოდაო. ვითაც მის მეტი შვილი არა გვყანდაო, ცვენ არ გამოუშვითო. ვაი ამ ჩემს თავსაო, ახლა თათართ დაურჩენიაო და ყაენსთან გაუგზავნიათ, ხემწიფესთან მამეხმარენითო, რომ იმას უშველოთ რამეო. შეექნათ ტირილი. მეფემ იმედი დაუდვა და ასრე მოახსენა: მღთისა შეწევნითაო, რაც ჩვენის ხელით გამოვაო, მოვეხმარებითო. ის ასეთი კარი არ არისო, რომ თქვენს შვილს სიკეთის მეტი არა დაკლდების რაო, მაგრამე თქვენ მებრალებით, რომ შეყრამდისინ ტირილი და ნაღველი შეგაწუხებსო. ამაების თქმაში ვითაც წვიმა ყველანი ცრემლსა ჰყრიდეს და ერთი ეს მოახსენა: მრავალი შეგცოდეთ, შეგვინდევითო. მგონივარ მაგიერი ჩვენც გარდაგვხდაო. თუ ამდენს შემიხვეწიებთ და პატივს დამდებო, რომ ამ სიბერის დროსაო ჩვენს საფლავს არ მოგვაშორებთო, ნაპირის ალაგი თქვენ იქონიეთო და ალავერდლის გარეშემოთაო ჩვენც დაგვარჩინოთო, თავად ღმერთი დაგიმადლებსო და მერმე ქვეყანა მოგიწონებსო.

მეფემ მოახსენა: ამაში ღმერთი მყავს მოწმათაო, რომ რასაც თქვენ ბრძანებთო, მე თქვენთვის არა მშურსო, მაგრა თქვენის შვილის დარჩენაო და თქვენი ამრიგი დამარცხებაო აქამდისინ ყაენს მოეხსენებოდაო და არამც ხემწიფის ბძანება მოვიდესო და თქვენცა და ბატონი თეიმურაზიც კარზედ გითხოვონო, არ უფრო სამისდღეჩიოდ მოითხრებითო. ასტირდა დედოფალი და ასრე მოახსენა: მაშ ამდენი წყალობა მაშინც გვიყავითო, რომ აზდენი ცხენი და ჯორი გვათხოვეთო, რომ იმერეთს გარდაგვასხანო.

მეფემ ხუთასის თუმნის ფეშქაში მიართვა და ხუთასი ცხენი და ჯორი ათხოვა და ქათალიკოზი თავისის ჯარით თან გაატანა და კახთ უბრძანა: ვისაც გინდათ თავკაცათ თან გაჰყევითო, ჩვენ კიდეც გვიამებისო და დაგიმადლებთო. ისინიც ზოგნი ცოლშვილით და ზოგნი თავკაცათ თან წაჰყვნენ და უფროსი ერთნი მეფეს მოუვიდნენ და ბატონი თეიმურაზ კახეთით აიყარა და ქართლი შეიარა და იმერეთს გარდვიდა და ეს ანბავი მეფეს ალექსანდრეს ქუთათის მჯდომს მოახსენეს.

ეს ანბავი მეფემ ალექსანდრემ დარეჯან დედოფალს მოახსენა

[edit]

მამა თქვენი კახეთით მეფეს როსტომს გამოუგდიაო და იმერეთს გარდმოსულაო. შეექნათ ტირილი და თავს ცემა. უწინ გენათელი და თავადები წინ მიაგებეს და ყველგან ნუზლი და სამასპინძლო მზას დაახვედრეს. მერმე მეფე წაბძანდა დიდის ჯარითა, მიეგება, ნახეს ერთმანერთი, შექნეს ტირილი და თავს ცემა და გენათელმან ბატონისშვილის დათუნას მოკვლა მალვით მეფეს ალექსანდრეს ასრე მოახსენა: „იმერეთს ამდენი შეძლება არა აქვსო, რომ ორჯერ ცალკე ცალკე თემი შევჰყაროთო. ბარემ დედოფალი მობძანდესო და დედა-შვილთ შეყრაში გაუცხადოთო. რა ზარი ამაღლდესო, მეფემანო თავსცემით ბატონისშვილის დათუნას წამება თათართაგან ქებით წამოთქვასო:“

ამაღლდა ზარი და მეფე ალექსანდრე მხარჩახდილი თავსცემით ბატონს თეიმურაზს წინ დაუჩოქა და ბატონისშვილის დათუნასი მამაცობითა და ქებით მოკვლა წარმოსთქვა. ბატონი თეიმურაზ და ორნივ დედოფლები, ვით უსულო მკვდარნი შეიქმნენ. გენათელი და ებისკოპოზნი წამოდგნეს და გულზედ წყლის დასხმით ძლივს სულს მოვიდნეს. სამღთო სიტყვანი უქადაგეს და განკითხვის დღის შიში დასდვეს და მღვთის საწყენი საქმეები დაარიდეს და ჭირისუფალნი დასხეს, ორმოცამდისინ ტირილი და ზარი (იყო). იმერეთის თავადნი და აზნაურშვილნი დილას საღამოს მოუტირებდეს. ვისიც მამული ახლო იყო, ისინი უმალ მოვიდნენ, ვისიც შორ იყო, ისენი გვიან მოვიდნეს, მრავალი გარდასაბურავი მოიღეს. მეფემ გასაკვირვებელი ხარჯი გარდიხადა ცოცხალთა და მკვდართა ზედან.

აბა თუ ამ გამჟღავნების დღის ამბავი თუ სრულ დაგვეწერა, ტირილისაგან კაცი ვეღარ წაიკითხევდა. ამისთვის მოკლებით დაიწერა, მაგრა ვინც ამათნი ცოცხალნი დარჩნენ, ორმოცდაათს წლამდისინ ამის გლოვასა და ტირილში იყვნენ და მეფემ ალექსანდრემ ბატონს თეიმურაზს და მისს თავადებსა და აზნაურთ ყველას ცალკე ცალკე სოფლები და სარჩო გაუჩინა და ბატონის თეიმურაზის კახეთით გაგდება და შვილის მოკვლა რუსეთის ხელმწიფეს მისწერეს და მეფემ ალექსანდრემ ამისთვის ბატონს თეიმურაზს ვერ მოეხმარა, რომ ლევან დადიანი ძრიელი ბატონი იყო და მეფეს როსტომს მისი და მარიამ დედოფალი ცოლად ჰყვანდა. ყაენიც მწყალობელი და ლაშქრითა და სალაროთ მომხმარებელი ჰყვანდა და ყაენი ბატონს თეიმურაზს უწყრებოდეს. თუ მეფე ალექსანდრე თუ იმერეთით დაიძვროდა, დადიანი იმერეთს ჩამოუდგებოდა.

ბატონი თეიმურაზ დარჩა იმერეთს და მეფემ როსტომ ბატონისშვილის დათუნასი და მასთან დახოცილის თავად-აზნაურთ თავები და ბახუტა სუფრაჩი და ბატონის თეიმურაზის დროშა ელიზბარ ბოქაულთ უხუცის ხელით ყაენს გაუგზავნა.

ყაენს ყანდაჰარის ასაღებლად გაელაშქრებინა. ესეები ბასტამის ჩიმანში წინ დახვედრეს. ყაენმან უღლურისათვის კარგ ნიშნად ბძანა და კახეთი როსტომ მეფეს მისცა და სამი სოფელი განჯაში ელიზბარს უბოძა და ხუთასი ხალათი ქართველთ გაუგზავნეს და მეფეს როსტომს თაჯი, თომარი და მურასა ხმალი, ყაენის ფუნში და ხალათი და ოქროს იარაღით შეკაზმული ბედაური ცხენი უბოძეს და ყაენი ყანდაჰრზედ წავიდა და მრავლის ბრძოლითა და ომითა და ლაშქრის ამოწყვეტითა და სიბის მიტანითა და შეთხრა ციხეში შესვლით, უწინ ყალაი ბისტი აიღეს და მაშიგან მყოფი ხანი და უფროსნი კაცნი ხელხუნდით ყანდაჰრის ციხეს ქვეშ გაატარეს, რომ მაშიგ მყოფთ ყაენებსა და სულთნებს შეეშინდეს და ციხე მოსცეს.

ქორონიკონს სამას ოცდათხუთმეტსა [1647], შაჰბაზ ყაენმან, ყანდაჰარი აიღო

[edit]

მრავლის ბრძოლითა და ძალ-მიცეტანებითა და მრავალი კაცი დაიხოცნეს სიბასა და იერიშს ზედან, აიღეს და ყიზილბაში შიგნით შეესივნეს, ციხე-ქალაქი დაარბივეს და მრავალი იშოვნეს და ინდოეთის ხელმწიფისაგან დასმული ხანი თავისის ყმებით ყაენის წინ მოასხეს. ხანი და თავნაჩენნი კაცნი თან წამოასხეს და სხვათ უვნებლობის ნიშანი უბოძეს, რომ საცა უნდოდეს, წავიდნენ და ყანდაჰრი მერაბ ხანს მისცეს და ყაენი მაშათს წამოვიდა.

მეორეს ზაფხულს ინდოეთის ხელმწიფის შვილი დიდის ლაშქრით ყანდაჰრს შემოადგა და ყოველგნით სიბები წინ წაიღეს და შიგნიდამენ და გარედამენ დაუშინეს თოფებსა და ზარბაზნებსა და გარედამენ ბანაკს ისროდეს და სიბები ხანდაგს მიაწია და ზოგი კიდეც გასცილდა. შეიქნა იერიში კედელზედა და შიგნიდამ კარგად იყვნენ, ნამეტნავად ყიზილბაშნი, კაცის მძოვრით აივსო ხანდაგი და ინდოელთ გასაკვირვებელი ომი გარდიხადეს და სიკვდილისათვის ნაღველი და შეწყენა არ იცოდეს. მაგრა ციხე ვერ აიღეს და ქება ითქვა იმ დღეს ინდოთ მეომართა და კარგათაც იყვნენ და სამჯერ გასაჭირი იერიში ქნეს და ციხე ვერ აიღეს. ამისთანას დროს მერაბ-ხან ციხეში მამკვდარიყო. მკვდარი მიფარვით შეინახეს და მაშინც ციხე ვერ აიღეს და ხელმწიფის შვილი ბევრს გაისარჯა და ციხე ვერ აიღო და გარჯილი და ლაშქარ ამოწყვეტილი დაბრუნდა და ყანდაჰარი ყაენმან ოთარ ხანს მისცა და ინდოეთის ხელმწიფემან ოთარ ხანსზედანც თავისი უფროსი შვილი დარაშუქუ მრავლის ლაშქრითა და თოფხანით გამოუძახა, ოთარ ხანს ციხეში გარშემოადგა და როსტომ ხან, დექენის ბატონი, ინდოეთის ლაშქრის სარდარი, ყალაი ბისტსზედ გამოგზავნა და შააბაზ-ყაენმან მურთუზა ყული ხან ბეჯირლუ ყორჩიბაშის სარდრობა უბოძა და ერანის ლაშქარი თან გამოატანა და ინდოეთის ლაშქარს გამოუძახა. ვითაც ინდოეთის ხელმწიფის შვილი ყანდარის ციხეს ადგა, სარდარი ყალაია ბისტსზედ გამოეგზავნათ და ლაშქარიც ცოტა ეგონათ და ყიზილბაშთ უკანა ლაშქარიც არ მოიცადეს.

აქა ომი ჰერმანდს ზედა ერანელთა და ინდოელთა ეს არის

[edit]

მურთუზა ყული ხან ანაზდეულ ინდოეთის სარდარს დაესხა. იმათ რაზმი გარიგებული მზად დაახვედრეს, ვითაც ზღვა სავსე წყლითა, ისრევე ინდოთ რაზმი ათას კაცათ იდგნენ და ალაგ ალაგ ნელად სპილოს მოსდევდეს და ისარსა და ყუნბარს მოისვროდეს. მსროლი ისროდის და უკუდგის და სხვა მსროლი წამოდგის, მაგრა ლაშქარს არავინ მოშორდის და ვერცა ვინ ლაშქარში შეუვიდის და სითკენც ყიზილბაშნი შეუტევდიან, ისინი ისარსა და ყუნბარს დააყრიდიან, ან გარდმოაგდიან და ან გაქცევდიან. ბოლოს ინდოელთ გაიმარჯვეს, და ყაენმა მურთუზა ყული ხან დააჭირვინა და ვითაც ნამსახური კაცი იყო არ მოკლა და ყუმს ოთურაღი უბძანა. მაგრა ინდოელთ მაშინც ყანდაჰრი ვერ აიღეს.

ხელმწიფის შვილი ლაშქარ-ამოწყვეტილი დაბრუნდა და შაჰიჯჰან, ინდოეთის ხელმწიფეს, შვილები შეეცილნეს. ოთხნი ძმანი გარდიკიდნეს და რომელსაც ევრენგზიბ ერქვა, იმან ჭკუით ყველა დაატყუა და თვითან გახელმწიფდა, ძმები დახოცა, მამა ტყვეთ ჩაგდო და ქვეყანა დაიჭირა და ძმის-წულები წაუვიდნენ და ინდოეთის გარეშემო მემკვიდრეს ბატონებს შეეხვეწნენ და დაუწყეს ომი და ბრძოლა. ამისთვის ყანდაჰრს აღარ მოვიდნეს, ხალიფა სულთან ეჰტიმადოვლე მოკვდა და მისი ალაგი და ვაზირობა მაჰმად ხანს ეჰტიმადოვლეს მისცა ყაენმან.

რა მაჰმად ხან ეჰტიმადოვლე შეიქნა, ყაენი ყაზმინს მოვიდა. როსტომ მეფემ ბატონისშვილს ლვარსაბისათვის თავისის დისწულის ადამ სულთან ენდრონიკაშვილის ქალი თამარი ყაზმინით ქალაქს მიიყვანეს და ლვარსაბ თავისის ბიძის ვახტანგის შვილის თეიმურაზ მირზას შვილი იყო და მეფემ უშვილობისათვის იშვილა და საუფლისწულოთ მიიყვანა, რომ მეფეს უკან ქართლი მისი იყოს და ადამ სულთნის ქალს თამარსთან გასაკვირვებელი და სახელოანი ქორწილი უყო.

ქართლი და კახეთი, ფუშტუქუ, ისპაჰნის მოვრაობა, ხუინი, სამასი თუმანი გილანით და ქალაქის ზარაბი და ხუთი ათასი კომლი თათარი ელი და ოიმახი როსტომ მეფეს აქონდა და მტერი არსით ჰყვანდა. იყო საქართველო მოსვენებით, ლხინსა და ნადირობაში და რა ბატონისშვილის ლვარსაბის ქორწილი გათავდა, ვინც ჯალაბობრივ ქორწილს მოსრულიყვნენ, ყველას მრავალი საჩუქარი მიართვეს და გაისტუმრეს და მეორეს გაზაფხულს მეფე და საქართველოს უფროსნი, დედოფალი, თავადების ჯალაბებით კახეთის დასავლელად წავიდნენ. ქალაქით ლილოზედ მივიდნენ, იქ თოვლჭყაპმან ძალი ქნა, სამგორს მივიდნენ და ინადირეს და სართიჭალაში დადგნენ, მანავის ბოლოს მივიდნენ და საგარეჯო ჩაინადირეს და ბეჟანბაღს მივიდნენ, ისიც ინადირეს, იქით შირაქებში ჩავიდნენ და ორივე შირაქები ინადირეს, ქისიყს მივიდნენ, მაღაროში დადგნენ და იქიდამენ ოფადარს მივიდნენ და იქ დადგნენ და ვარცლები და აღრიტლები ინადირეს და ალაზნის პირს გარდვიდა, ბაშინჯაღს ზეით დადგა. სამს დღეს უკან აიყარა და მეოთხეს დღეს თოფყარაღაჯი ინადირა, მრავალი ირემი და ჯეირანი და სხვა ნადირიც მოიკლა და ფრინველთ ანგარიში არ იქნებოდა. იქიდამენ წინა მინდორში მივიდნენ და ნახევარი ინადირეს და ათას ხუთასი ამ ნახევარს მინდორში ნადირი, რომე რაც მეფეს წინ მოიღეს, იმაების გარდაისად რომ თავ-თავისთვის წაეღო, ხოხობსა და ფრინველთ გარდაის. იქიდამენ აიყარა და ამავე წინა მინდვრის ნახევარი ინადირეს, ჯერ აქ უფრო ბევრი ამოსწყდა და იქით, აბელის მონზედ მივიდნეს. მეფისათვის ჩალური სახლები დაედგათ, იმაში დადგნენ ერთს კვირას და იქიც მრავალი ღორი, ირემი და შველი და ხოხობი ინადირეს. იქით აიყარნენ ნადირობით, ახლო ახლო ჩამოხტომით ალავერდს მივიდნენ.

ალავერდის საყდარი ბატონის თეიმურაზის დროს დაქცეულიყო და აშლილობისაგან არ დასცალებოდა, რომ აეშენებინა და მეფეს როსტომს მისი დაქცეულობა აეშენებინა. ათს დღეს იქ დადგნენ, იქიდამ ალონს გავიდნენ. მიცვალებულთ მეპატრონეთათვის, რომ ალავერდს ემარხნენ, მარიამ დედოფალმან ჟამი უწირვინა და ჭამა უყო და აღაპი გარდიხადა და მეორმოცენი დაუყენა და ყველა ცალკე ცალკე გამოიტირა. რა იქ იყვნენ, წირვა არ დააკლო. ალაზნის წყალს გავიდნენ და ოცს დღეს ალონს დადგნენ. იმ ალონშიგ და მის გარეშემოს მრავალ სხვა და სხვა ფერი ყვავილნი, იანი და ყაყაჩონი გაშლილ იყვნენ. იქით აიყარა და ორს დღესზედ გრემს მივიდა. იქ მრავალი კარგად ნაშენები სასახლენი დაქცეულ დანგრეულ ვნახეთ, უკარო და უჭერო ნადირთ სადგომ-ქმნილნი. რა როსტომ მეფემ ამ რიგი სახელმწიფო სასახლე ასრე აოხრებული ნახა, საწუთროს გაუტანლობას შეუწყინდა და ფარსადან გორგიჯანიძეს უბძანა: ამ სასახლის ასრე მინგრეულობისათვის ერთი მუნასიბი ლექსი გვითხარო: მანც ეს ლექსი მოახსენა, ასე თქვა:

„მღვთის მეც ყური მათხოვეთ, გრემის სასახლის ქებაო,

ვისაც გენახოს, ეს ასრე რად გული დაგედებაო.

ესე სოფელი ცუდია, არ ვის არ გასთავდებაო,

და ამის ამშენი რომ მოკვდეს, თქვენ ცეცხლი მოგედებაო.“

სიკვდილი იმერეთის მეფის ალექსანდრეს ძმის მამუკა ბატონისშვილისა

[edit]

იმერეთის მეფეს ალექსანდრეს თავისის ძმის მამუკა ბატონისშვილის ნიშანი მეფეს როსტომთან გამოეგზავნა, გასამჟღავნებელი და სატირალი წიგნი მოეწერა: უწინ ლევან დადიანისაგან ომშიგ დარჩენა, ტყვეობაში ტანჯვით შენახვა და თვალების დაწვა, მრავლის საცადურით წამება და უპატიოთ მკვდრის ყმაწვილობით სიკვდილამდისინ გაუკითხავათ, შეუსვენებლად, ათას რიგად უღირსსა და უკადრისის საქმით მოკვდინება წინგნათ მოეწერა.

და რა ნიშანი გაუშალეს და წინგნი ბატონს მარიამ დედოფალს წაუკითხეს, ვითაც თავის შვილს ოტიაზედ, ისრევე თმა გაშლით და მკლავ ჩახდით, გულ მწუხარის ცრემლის ფქვევითა, მამუკა ბატონისშვილი მრავლის ქებით ტირილშიგან მოსთქვა და შავის ჩაცმით იგლოვა და სრულ ქართველნი თავადნი და დედანი და მანდილოსანნი, ვითაც საყვარელს შვილებსზედ, ისრე გულმწუხრათ გამოიტირეს. ნამეტნავად მრავლის სათანჯვის წამებისათვის ამას სტიროდეს და ლევან დადიანს სწყევლიდეს. მეფე როსტომ ქართველთა და კახთ ჯარით, მხარ ჩახდითა და თავს ცემით, გულმწუხრად გამოიტირეს, დადიანს ძრახვიდენ.

აბა აქ გაშინჯეთ სამართალი ღვთისა, რომ მაგიერი ლევან დადიანს შვილი მოუკვდა და მამამ შვილის ტირილში ლახტი თავს გარდიკრა და შვილ ზედ დააკვდა დაუმარხავს. მეფე ალექსანდრე ლაშქრით მიუხტა და მისი სალარო და საბატონო ყველა დაიჭირა და დადიანი კარგის წესით დამარხა და ლიპარიტიანი ვამიყ დადიანათ დასვა და სალაროს ნახევარი მას მისცა და რაც კარგი და უკეთესი იყო მეფემ წამოიღო და რაც ლევან დადიანს მეფის გიორგის სახსარში უსამართლოდ წაეღო მეფეს გიორგის შვილმან მეფემ ალექსანდრემ სამართლით წამოიღო და ღმერთმან დიდის რისხვით მამუკას ბატონისშვილის უდიერი ლევან დადიანს და მის შვილებს გარდაახდევინა და თავისის ხელით თავი მოიკლა და მისგან ნაძალადევად შეგროებული მრავალი ოქრო, ვერცხლი და მურასა და ძვირის ფასის თვალ მარგალიტი, რომ თავისთვის მოუხმარებელი სხვას დარჩა და თვითან უშვილოდ გარდავლინდა და ყველამ ასრე თქვეს: ლევან დადიანის უშვილოდ გარდავლენა, მამუკა ბატონისშვილის უსამართლომ მოსთხარა, სახლიან-შვილიან გარდავლინდა. აბა ეს ნიშნად ყველა გეყოფა, აბა აქ გათავდება იესოს ქრისტეს ნაბძანები სიტყვანი: რომლისათ საწყაოთ მიგიწყავსო, იმავე საწყავით მოგიწყვენო. აბა სამართალი აქ გათავდა და ნაძალადევი არვის შერჩების.

ვამიყ დადიანი მეფის ალექსანდრეს მორჩილი იყო. ამ ჟამს ბატონი თეიმურაზ რაჭას იდგა და რუსეთს მიემზადებოდა. მეფემ წიგნი და კაცი მისწია: მღვთისაგან ამ რიგი დიდი წყალობა დაგვემართაო, რუსეთს ნუღარ წახვალო, გინდა ოდიშსშიგ გაბატონდიო, თუ გინდაო, ქართლსა კახეთის მეფეთ დაგსვამო.

არ დაუჯერა და რა ბატონი თეიმურაზ იმერეთს გარდვიდა ქართლმან და კახეთმან მოისვენა, ლხინისა და ნადირობის მეტი სხვა საქმე აღარვის აქვნდა და კიდევ ძველებურად ჩხუბს თავი აუღეს და ასრე თქვეს: ჩვენი მეფე ბერი და უშვილო არისო და ლვარსაბ ბატონისშვილიო თავისთვის შვილად და ჩვენად საბატონოდ მოიყვანაო და საქართველოს თავადებსაო ყველას მაგისის პაპის ვახტანგის მამული გვიჭირავსო და რა გაბატონდებაო, ყველას წაგვართვამსო და თავის შვილს საუფლისწულოთ მისცემსო, ამას მოუგვაროთ რამეო. როსტომ მეფე ბერიკაცი არისო, დიდს არას გამოეკიდებისო. რა ცოცხალია ვემსახურებითო და რა მიიცვალოსო, რომელიც ბატონათ გვინდოდესო, ყაენსა ვსთხოვოთო. ეს ფიცი და პირი მალვით შეჰკრეს და შეიფიცნენ.

როსტომ მეფემ განჯის გზაზე გატეხილს ხიდს ზეით დებადეზე გუნბეთით ხიდი ააგო

[edit]

სოფელი და ქარვანსარა ააშენა, რომ მგზავრი არ გაისარჯოს, სადგომი და საჭმელი მზათ დახვდეს. მეფე ქალაქით დედოფლითა და თავად აზნაურით იმ ხიდისა და ქარვანსარისა და სოფლის გასაშინჯავათ მივიდა და იქ დადგა. თავადის შვილებმან ბატონისშვილს ლვარსაბს მოახსენეს: მეფეო ხუთს ექვს დღეს აქ იქნებისო, თქვენ გაღმა გაბძანდით, ჭალა ინადირეთო. ყმაწვილი კაცი იყო, იმასაც იამა და მეფეს დაეთხოვა. უწინ ნება არ მოსცა და კიდევ დაეთხოვა. მეფემანც ბძანა, წავიდესო.

გაღმა გავიდნენ რომ ჯერგით ჭალაში ირემი და ღორი ინადირონ. ჯერგა გარიგეს და ალაგ ალაგ ნადირის მოსასვლეთ კარები უჩინეს და მეთოფენი ჩაუსხეს და საბატიოს კაცის შვილები, თავადნი და აზნაურნი მშვილდ ისრით დაჰყვეს და თითოს კარს თითოს თავადის შვილი თავათ უჩინეს და რა ჯერგამ ტყენი გამოირეკეს და კარებს მოახლოვდნენ, შეიქნა თოფისა და ისრის სროლა ღორებზედან. ამ დროს ბატონისშვილს ლვარსაბს ხელის თოფი ეცა და შეიქნა ტირილი და თავს ცემა. ნადირობა მოიშალა და მეფესთან ჩაფარი გაგზავნეს, ამ რიგი ვაების ამბავი მოახსენეს. მეფემ ნამეტნავად იწყინა და ელიზბარ ბოქაულთუხუცესი, იმავე ბატონისშვილის დედის ძმა, გაგზავნეს და ჰაქიმი და ჯარა თან გაატანეს. თვითან მეფეც ჯარით მივიდა, ცოცხალს მიუსწრა. მაგრამე ყველგან ტირილი და თავს ცემა იყო. მეფე ჩამოხდა და საცა ბატონიშვილი თოფ ნაკრავი იწვა, იმ კარავში შევიდა.

რა ბატონისშვილმან მეფე დაინახა, ფეხსზედა წამოდგომას ეცადა, მაგრამე ღონე აღარ შერჩომოდა, ვეღარ წამოდგა. მეფემ ქუდი მიწას დაახეთქა და შექნა თავს ცემა და ტირილი და ბატონისშვილს გვერდთ მოუჯდა და გამოჰკითხა: თუ თოფი სითკენ გეცაო და ან იქით ვინ და ვინ იდგნენო და ან გაიგნეთო, თუ ვისი თოფი გეცაო. ბატონისშვილმან ასრე მოახსენა: თუ მოვრჩებიო, ჩემს მკვრელს მე ვიპოვნიო და თუ მოვჰკვდებიო, თქვენ კარგად იყვენითო, რომელიც გიჯობდეს ისრე ჰქენითო. მეორეს შუაღამემდისინ ცოცხალი იყო და მიიცვალა და ყოველს კარავში ტირილის ხმა და თავს ცემა ამაღლდა. ვისაც უხაროდა, ის უფრო სტიროდა და თავს იცემდა აზრის არ მიხდომისათვის.

რა დილა გათენდა, თათარნი თავიანთ წესით ალმები და დროშები გაშალეს და მოლებნი მუსაფის კითხვით ხმანი აჯების მვღთის წინაშენ ტირილით ამაღლებდეს და ქართველნი და კახნი მხარ ჩახდილნი ზარითა და თავს ცემითა და ქება მოთქმით მიუტირეს. ცხენები მრუნდათ დაჰკაზმეს და კუბოსა და მცხედარს ძვირფასის ნაქსოვები გარდაბურეს, სისხლიანი ტანისსამოსი მხლებლებმან მხარს გარდიკიდეს და თავადთ შვილები მცხედარს ქვეშ შეუსხდნენ და ჰალვაბრის გზით ქალაქში მიასვენეს და ქალაქთა შიგან შეიქნა დიდი ტირილი და ვაება და ყოველნი ვინმენი, თავიანთ რჯულის წესით, მკვდრის საკაცეს წინ გაეგებნენ. ბატონისშვილის სასახლე ალვაბრის გზის პირდაპირ იყო. ბატონისშვილისათვის რომ თოფი ეკრათ, იმ ღამეს ბატონს თამარს, ბატონისშვილის ჯალაბს, სიზმარში ენახა: რომ თავი მომჭრესო და იყო ამ სიზმრის ნახვისათვის შეღონებული. დაინახა, რომ ალვაბრის გზით მცხედარი მოაქვთ და ქვეყანა მას მოსდევს სრულ მხარ ჩახდილნი, ზარითა და თავს ცემითა. რა ბატონმან თამარმან ესები ნახა, თავის გუნებით ასრე ბძანა: ეს ამრიგი დრგიალიო არ ვისზედ იქნებაო, თუ არ მეფესა ზედანო და ან ბატონისშვილს ზედანო, უსაცილოდ ჩემი ნახული სიზმარი ეს არისო, ან მეფე მომკვდომიაო და ან ბატონისშვილიო. თავი კედლისათვის ეკრა და ვითაც უსულო მკვდარი შექნილი იყო და წყლის სხმით მოესულიერებინათ.

ქმარი თოფით მოკლული შინ მოუსვენეს და სრულ ქართველნი და კახნი ჯალაბობრივ ქალაქში მოვიდნენ და მეფე თვითან და მარიამ დედოფალი სწორამდისინ ბატონისშვილის სასახლეში ჭირისუფლად ისხდენ და ყოველმან კაცმან შეძლებითა და შეფერებითა თავინთ წესით მიუტირეს და გარდასაბურავი მიართვეს. ჭამა აღაპი, გაცემა თათრისა და ქართველთ წესითა გარდიხადეს და მკვდარი არდაველს შახ-სეფის საფლავში მიასვენეს.

რა არდაველს ერთის დღის სავალზედ მოახლოვდენ, არდავლის ხანი და შეიხ სეფის მუთაველი შეიხ ალ ისლამი, ყაზი და ქალანდარი და მოლანი და თალიბელმნი და მუშტეიდნი და მერჯულენი მუსაფის კითხვითა და დროშა ალმით წინ გაეგებნენ. და რა ქალაქს არდაველისას მოახლოვდეს, სრულ მოქალაქენი დიდნი და პატარანი გაეგებნენ და დიდის პატივით მოასვენეს და შახ-სეფის საფლავს ახლო მიწას მიიღეს და როსტომ მეფემ ეს ამბავი ყაენს მისწერა და ვითაც ყანდაჰრსზედ ლაშქრობა იყო, თემის აშლილობისათვის მეფე ამის ძებნას აღარ გამოეკიდა. მაგრა ვითაც ბარათაშვილმან სიაოშ თუმანიშვილს ბაინდურს დასწამა და ასრე უთხრა: შენი ნასროლი თოფის ფინდიხი ეცაო, - ამისთვის სამართალსზედ ესენი შეაბეს.

ამ ჟამს ბარათაშვილი სიაოშ და თუმანისშვილი ბაინდურ სამართალზედ შეაბეს

[edit]

ვითაც ყოვლს რჯულში მართებულია, ხემწიფეთ შეწყენისა და შემცოდლობის დარიდება, ნამეტნავად უკადრისობის შებედვა და მათს სისხლში გარევა, ქართლში ქართველნი მრავალნი და ძრიელნი არიან და სომეხნი ცოტანი და უღონონი და მათგან არ რიგის საქმის თქმაც ძნელია, თორა და ქნა და ქართველთ უნდოდა ეს სისხლი სომეხთზედ დაეტეხა. ამისთვის უღონონი იქმნეს სომეხნი, რომ სხვა რიგად ფიცითა და ჯერით არ გარდასწყდებოდა და სიაოშ ბარათაშვილმან წამოსთქვა, რომ თუმანიშვილმან ბაინდურ ჰკრაო ბატონისშვილს თოფიო. იმან აშორო თქვა. ამისთვის სამართალსზედ შეაბეს და ბძანებითა მღვთისითა სამართალი გაცხადდა. ორნივე თავიანთ რჯულის წესი გარდიხადეს და შესაბმელად აემზადნეს. მეფე და თათარნი სომეხთაკენ მოდგნენ და დედოფალნი და ქართველნი სიაოშ მიუდგნენ, მეფეს მოახსენეს: ამ რიგი საქმენიო უხმლოთ არ გარდასწყდებისო. მეფემანც ბძანება ქნა - თავიანთ რჯულში რაც მართებული იყოს, გარდიხადონო და პაემანი დაუდვან ერთმანერთსაო. შებმის დროს ჩვენს კარს მოვიდნენო. მეფის ბძანება გაათავეს, გაენდვნენ და ინანეს და თობა და თმობა აუთქვეს, ანდერძები გაათავეს და ეზიარნენ და ავის ნაქნარნი ინანეს და ვისთვის შეეცოდებინათ, შეეხვეწნენ და შენდობა იშოვნეს და ვისიც რამე ემართა გარდუხადეს. თავიანთ საყდრები დაიარეს და შესაწირავი მიართვეს და რაც შეეძლო გლახაკთა და უღონოთ მისცეს. ბარჯალსა და პაემანზედ თბილის ქალაქს მოვიდნენ და მეფის სასახლის პირდაპირ მტკვარს გაღმა საომრის ალაგად უჩინეს, რომ ყველგნით დასჭვრეტდეს. ორნივ საომრის იარაღით შეიმოსნეს და ცხენს შესხდენ და გაღმა გავიდნენ და მეფემ ექვსი იასაული უჩინა საომრის ალაგზედან და ციხის კარები დაუგდეს, რომ არცვინ შეუშვან და არცვინ გამოუშვან და ერთმანერთის მოშორებით ცხენით იდგნენ.

გამოღმიდან დაუძახეს - ომისა და შეტევის დრო არისო. უწინ ცხენ ჭენებით სიაოშ მოუხდა და შუბი შემოსცა და ზედ შეამტვრია, ჯაჭვი გაუტეხა და გვერდში გასჩარა, შუბის პირი შიგ შეარჩინა. ამას უკან ბაინდურ მიუხდა და შუბი შესცა და ბარკალშიგ შეამტვრია და გასცილდა. აწ სიაოშ წაეწია და ლახტი სცა და გასცილდა. აწ კიდევ ბაინდურ მიეწია და ლახტი სცა, მაგრა ვითაც თავისის სისხლით ხელი სოველი აქვნდა, ლახტი გასხლტა და ცხენმან თავგამზიდვარობა უყო და სიაოშ ლახტის ცემით მისდევდა. ბაინდურ ხმალს ხელი წაიკრა და უკან უკუქნია და სიაოშ საცხვირეში მოახვედრა და ფიცხლად ცხენით გარდმოვარდა და თათართა და სომეხთაგან შეიქნა ხმა მაღლა - ალაჰ ალაჰ - ძახილი. ბაინდურ მოსაკლავად სიოშს მიუხდა. იასაულებმან არ დაანებეს, მაგრა ცხენი მაშინც მოუკლა. მეფემ ბძანა: სიოაშ ციხოვანთ ტყვეთ მიაბარეს და ბაინდურ ამ დაკოდილობით, ისრევე საომარ ცმული, თავისივე ცხენ იარაღით გამოღმა გამოვიდა და მეფეს თაყვანი სცა და ასრე მოახსენა: თქვენს მტერს უნდოდა შევბმოდითო ორნივ უბრალონი ტყუვილად შევიხოცენითო და თავის სადგომს წავიდა და მეფემ ჯარა და მომია გაუგზავნა მრავლის სარჯლით შუბის პირი ამოართვეს, ორს წლამდისინ დაკოდილი ძლივს გაუმთელდა სიაოშს და ქართველთ იპატივეს და მისი ჯაჭვი და იარაღი მეფემ ბაინდურს მისცა და ბატონისშვილმან ცუდად ჩაიარა.

ვითაც ბატონისშვილის ჯალაბი მეფის დისწულის ადამ სულთანის ქალი იყო, მეფემ ბძანა: ბატონისშვილს ლვარსაბსაო, ძმა ჰყავს ვახტანგ სახელად ურქვიანო, იმას ჩემად შვილად მოვაყვანინებო და ბატონისშვილის ჯალაბს იმას შევრთავო, თათართ წესით ერგებისო. რადგან ორნივ მუსურმანი არიანო. ეს იწყინეს, მაგრა ვერა თქვეს რა.

აქა მეფემ როსტომ თურმან ყაენთან გაგზავნა და ვახტანგ ბატონისშვილი საუფლისწულათ სთხოვა

[edit]

ყაენი მაზანდარნას ბძანდებოდა, თურმან მეფის არზები მიართვა და ვახტანგ თავისის ბიძის ვახტანგის შვილის თეიმურაზ მირზის შვილი ვახტანგ შვილად სთხოვა და ვახტანგ კარზედ არ იყო, ყაზმინს მოვრავად იჯდა. ყაენმან ბატონისშვილს რაყამი მისწერა: როსტომ მეფეს შვილად უთხოვნიხარო, თურმან მანდ გიახლებისო, შენი საქმე კარგად გაირიგეთო და ჩვენს კარზედ მოდითო, ხალათი ჩაიცვითო და აქედამენ გაგისტუმრებთო. რა ეს რაყამი ყაზმინს ბატონისშვილს მოუვიდა, დედამ მისმან ასე თქვა: უფროსი შვილი წამგვარაო და მამიკლესო, ახლა შენც წაგიყვანოსო, მე შენის მეტი არსად არა გამაჩნია რამეო, მე შენ არსად გაგიშვებო და არც ვის მოგაკვლევინებო, მე თვითან ყაენთან წავალო, ან როსტომ მეფის სიცოცხლეში საქართველო შენ მოგცესო, და ან საქართველოს სიახლოესაო ერთი ასეთი საბატონო მოგცესო, რომ როსტომ მეფის ხელის შემხედავი არ იყოთო და ან როსტომ მეფეს უკან გაგისტუმროსო. აქ არის ნათქვამი: მწიფეს ესროდენო და მკუხე სცვიოდაო.

ბატონისშვილმან ვახტანგ თავისი დედა ყაენსთან გაგზავნა, თურმანს უბძანა: შენ საქართველოში წადიო და როსაც წამოსასვლელი შევიქნებით ჩაფარს გამოვგზავნიო და დაგიბარებო, წამობძანდიო და სწორათ წავიდეთო. თურმანს შესაფერისი პატივი არ დასდვა, არც საჩუქარი მიართვა და გაისტუმრა. თურმან გულნაკრული და გაჯავრებული როსტომ-მეფესთან მივიდა და მრავალი საწყინარი ამბავი მოახსენა: თქვენ შვილად მოგყავსო და ის ძმის მოკვლას თქვენ გაბრალებსო, მესისხლეს გეძახისო. მეფე ამაზედ გაავგულდა და ასრე ბძანა: შვილათ მინდოდაო, თუ ღმერთს ჩემთვის შვილი სდომებოდაო, ის მამცემდაო, ახლა სიდამდისინ ცოცხალი ვარო, თვითან ვიბატონებო, ჩემს უკან ვისაც უნდა მისცენო. და ბატონისშვილის დედა ყაენთან მისულიყო და შვილის არ გაგზავნას საქართველოში შეხვეწნოდა. ყაენს ებძანებინა: თუ წასვლა არ უნდა შენს შვილსაო, ნუ წავაო.

ამ დროს ხალიფა სულთან ეჰტიმადოვლე მაზანდარას მოკვდა და მისი ვაზირობა და ეჰტიმადოვლობა მაჰმად-ბეგს მისცეს და ყაენი ყაზმინს მოვიდა და მეფემ როსტომ ფარსადან გორგიჯანიძის ხელით ეჰტიმადოვლობის მისალოცავი ფეშქაში გაუგზავნა. ეჰტიმადოვლე კარგად დახვდომოდა, მრავალიც მოეცა და მეფის გამოგზავნილი ტყვები და ჩემი მირთმეულიც ყაენს მიართვეს და ჩვენი სახელი მოეხსენებინა და კარგ გვარად გაეშინჯებინა და ყაენს ებძანებინა: გამოკითხეო, თუ რასთვის მეფემ ლვარსაბის მკვლელი არ იპოვნაო. ერთს ღამეს ვეხმევ და ასრე მიბძანა: რასთვის მეფემ ლვარსაბის მკვლელი არ იპოვნაო. მერმე მე ასრე მოვახსენე: თუ ფათერაკად სცემია, ცუდის კაცისაგან, იმას რაღა ძებნა უნდა და თუ შეყენებით უკრავს, მაშ დიდის კაცის საქმე იქნება და ხელმწიფე ინდოეთსზედ ლაშქრობთ და თუ მოსძებნოს, არამც საქართველო არიოს და თქვენი საწყენი იქნას რამე, თორა და მასთან მოძებნაცა და პოვნაც ადვილი არის. ამან ასრე მიბძანა, რომ ყაენს ასრე მოხსენებიაო - როსტომ მეფეს მოუკვლევინებია. მე ფიცი მოვახსენე, ამას მეტად არ გამიგონია მეთქი. იმ ღამეს ბატონისშვილი ვახტანგ იქ ყოფილიყო და მე ვერ ვიცნობდი. მეორეს დღეს ჩემად სანახავად მობძანდა. მითხრეს, ბატონისშვილი მოვაო. წინ გავეგებე, ვიცან, რომ წუხელის ეჰტიმადოვლესთან იყო. როსტომ მეფის სიკეთის ამბავი მკითხა და მეც ტკბილად მამიკითხა და მადლი მოვახსენე და არ ხლების ბოდიში მოვსთხოვე და მეორეს დღეს სანახავად მიველ. აღარ გამამიშვა, კარგად დამხვდა და მრავალი ჭკუიანური სიტყვა ბძანა და რა ყაზმინს ვიყავ მალე მალე დამპატიჟის და რა გამისტუმრეს, მეფეს როსტომს არზა მისწერა და საამელი და თავდაბალი სიტყვები დამაბარა. მე იმ ზამთარს ლაჰიჯანს დამემყოვნა მეფის სამასის თუმნის ასაღებლად. ბატონისშვილის მინაწერი წინგნები და ან რაც ჩვენთვის ზეპირად დაებარებინა ისიც წიგნად მივსწერეთ, მეფეს გაუგზავნეთ. რა ბატონისშვილის მინაწერი წინგნი მეფეს წაეკითხა, ჯილავ ხანი თალიში ჩემთან ჩაფრად ლაჰიჯანს გამოეგზავნა, წინგნიც ებოძებინა და ასრე ებძანებინა: რასაც წამს ეს კაცი შენთან მოვიდესო, ფიცხლავ ყაენთან ჩაფრად წადიო და ჩვენი მინაწერი არზი მიართვითო, ბატონისშვილი ვახტანგ საუფლისწულოდ გვითხოვნიაო. საცა ყაენს იახლოო, ბატონისშვილს გამოისტუმრებენო, შენ წინ წამოუძეხო და დიდის პატივით მოიყვანეო. ლაჰიჯნიდამე მეხუთეს დღეს ყუმს ყაენს ვიახელ და მეფის მინაწერი არზა ხელმწიფეს მივართვი და მე ეჰტიმადოვლისას დამაყენეს და ასრე მიბძანეს, - ისპაჰანს ჩავალთო და იქიდამ გაგისტუმრებთო. რა ქაშანს მივედით, მეფის ჩაფარი მოვიდა, ყაენისთან ასრე არზა მოეწერა: თუ ბატონისშვილი ვახტანგ არ გამოგესტუმრებინოსო, ნუღარ გამოისტუმრებთო, მუხრანის ბატონი გამოგვიგზავნიაო, ის წამოუძღვანეთო, და ფარსადან ისრევე გილანს წავიდესო და თუ გამოგესტუმრებინოსო ნუღარ მოაცდევინებთო, მალე წამოვიდნენო და ჩემთვისაც ასრე მოეწერა. ეს წინგნიცა და ჩაფარიც ქაშანს მოგვივიდა. ჩვენ ისევ გილანს წავედით და ყაენი ისპაჰანს მიბძანდა და მუხრანის ბატონი ისპაჰანს ჩასრულიყო, ყაენი კარგად დახვედროდა. ვახტანგ ბატონისშვილი ავად გამხდარიყო და მიცვალებულიყო.

ეს ამბავი როსტომ მეფეს მოახსენეს, ნამეტნავად იწყინა და ხოსია ბარათაშვილი ყაენთან ჩაფრად გაგზავნა და მუხრანის ბატონი ჯანიშინად ეთხოვნა. ყაენმან წყალობა უყო და მრავალი მისცა და გაისტუმრა. რა ქართლს მოვიდა, მეფემანც პატივი მოუმატა და ზოგ ზოგი სავახტანგო სოფლებიც მისცა, ხელმწიფის ნაბოძებს მამულის სიგლებში შვილობით დააწერინა. მუხრანის ბატონმან უფრო გაძრიელება მოინდომა და მიფარვით მეფის კარგნი ყმანი შემოიფიცა, ნოდარს ციცისშვილს თავის შვილის არჩილისათვის ქალი სთხოვა და ზალ ერისთვის შვილს ზურაბს თავისი ქალი მისცა და მარიამ დედოფალმაც საფიცარი უბოძა. კარისკაცთ მეფის მალვით პატრონ ყმობაზედ შეჰფიცეს, ამისთვის რომ მეფის როსტომის უშვილობისათვის ქართველნი უიმედოდ იყვენ, თავად დიდის ხნის ბძანდებოდა და სიბერეს დიაღ მოეტეხა და მერმე შვილი და ახლო ნათესავი არა ჰყვანდა. ამისთვის ნათქვამია - ყოველ სიგლახესაო სიბერე უარესიაო და მრავალი სახელმწიფო და სამეფო და სათავადო და ვაჭართა და გლეხთა თავიანთ წესითა და შეძლებით უშვილობისაგან მოთხრილან და მათი ქონება, მორჭმა, ტახტ გვირგვინი და სალარო, ქვეყანა და ლაშქარი სხვას დარჩომია.

ქორონიკონს ტმდ [1656], ამ ჟამს მეფემ როსტომ ისპაჰნის მოვრავობა მე ფარსადანს მამცა

[edit]

ყოვლის მორთვითა და გაწყობით ისპაჰანს ჩამოველ. ბედნიერმან შაჰბას ყაენმან კარგის თვალით მნახა და დიდი პატივი დამდვა, ასრე რომ უფროსი ერთს სადივანბეგოს სამსახურს მე მიბძანებდა. ესები დივანსბეგს ეჯავრა და ისპაჰნის ლოთებს ასწავლა, ტყვილად ამიჩივლა და მრავალი ტყვილი მოგონება ათქმევინა. ეს ხელმწიფემ შეუტყო, დააჭირვინა, თვალები დასთხარა და რაც აქვნდა ყველაკა წართვა და მე ეშიკაღასობა მიბოძა და ხუთი სოფელი გულფეიქანში სარჩოდ გამიჩინა. მე ყაენის კარს დავრჩი და ჩემი ჯალაბნი საქართველოში დარჩნენ.

ამასობაში სეხნია თურქისტანისშვილი საქართველოდამ ჩაფრად მოვიდა, როსტომ მეფეს ყაენთან არზა მოეწერა: ლევან დადიანი მოკვდაო და მისი ქვეყანა და სალარო მეფემ ალექსანდრემ დაიჭირაო და ერთი დადიანის შორ ნათესავიო დადიანის ალაგზედ გააბატონაო და მისი ძმა და ძმისწულები ჩვენთან არიანო და ოდიშელნი ამათ ითხოვენ თავიანთ საბატონოთო და ჩვენ შეძლების ღონე აღარა გვაქვსო. ერთი რაყამი მუხრანს ბატონს უბოძეთო, რომ ჩემს უკან მეფობა მისი იყოსო, რომ ჯარსა და ლაშქარს მისგან შიში აქონდესო, რომ მინდა სარდრათ ვქნა და ოდიშს გავგზავნო, რომ დადიანის ძმისწული თავის სამკვიდროზედ გააბატონოსო.

ამ ამბავს უკან ადრბეჟანის ვეზირისაგან ჩაფარი მოვიდა: როსტომ მეფე გორს მიიცვალაო და ადრბეჟანის ელი შემოფრთხა და არაზის წყალს გამოვიდაო. ამ ამბავს ელოდენ სხვაგნიდამ, აღარ მოვიდა. ყაენმან ჯილავდარი მაჰმუდ-ბეგ საქართველოში გაგზავნა, მართალი ამბავი მოიტანოს. ერთს თვეს წავიდა და მოვიდა და ასრე ანბავი მოიტანა: არ მამკვდარაო, მაგრა ავად ყოფილაო და ახლაც ავად არისო.

ამის მოსვლაზე ზაალ ერისთვის ჩაფარი მოვიდა, ყაენთან არზა მოეწერა: მეფე დიაღ შეძნელდაო და ეგ არზები, რომ სეხნიამ წამოიღოო, მეფეს მაგისგან ამბავი არა აქვსო, ბეჭედი მოჰპარესო, ნუ დაუჯერებთო, სადამდისინ მართალი არ შეიტყოთო. ამ არზასზედ ხელმწიფემ ასრე მიბძანა. ფარსადანო, შენ იქაურობა კარგად იცითო, ჩაფრად წადიო და მეფესა და მუხრანის ბატონსა და ზალ ერისთავს ხალათები მიუტანეთო და ამ არზებისაც მართალი შეიტყევიო, თუ მეფის მოწერილი არისო, თუ არაო, იქაურ საქმე კარგად გაშინჯე და შეიტყევო და მალე გამობრუნდიო. მამცეს ხალათები და ასრე მიბძანა: აქამდისინ ერისთავიო მუხრანის ბატონის სიკეთესა მწერდაო და ეხლა არ ვიცითო, თუ რასთვის გაავებულანო, ესეც კარგად შეიტყევო, და როსტომ მეფე თუ ცოცხალი იყოსო, მისვეს შეკითხულობითაო გუჰარმაზარი დააწერინეო და საქართველოს თავადთა და უფროსს კაცებს დააბეჭდინეო, რომ როსტომ მეფის უკან ბატონად ვინ უნდათო. სეხნია თან გამამტანეს, ჩაფრათ წადიო და ისრევე მალეო ჩაფრად წამოდიო.

ხალათები ხურჯინებით დავიკარით, სამის ჩემის კაცით ისპაჰნით მეთორმეტეს დღეს ქალაქს მივედით. მეფე ავად იყო და ხალათი ლოგინში ჩაიცვა და ყაენის ნაბძანები სიტყვანი მეფეს მოვახსენე. იმან ასრე მიბძანა: ორნივ ლაშქრით სომანეთის ჭალაში დგანანოო, ჯერ ეგ ხალათები მიუტანე, ჩაიცვანო და ათიოდე დღე შენს სახლში დაჰყავო და როსაც გიხმო ჩამოდი და გაგისტუმრებო და აქაურს საქმეს ყველას ხელმწიფეს მივსწერო.

ქალაქით გორს მივედით, ბატონი დედოფალი გორს ბძანდებოდა და ძმისწულები ოდიშს დასაჭირავად გაეგზავნა. იქ ვნახეთ და ყაენის ამბავი გვკითხა, მოვახსენეთ. მეორეს დღეს სომანეთის ჭალაში მოვედით, სრულ ქართველნი და კახნი წინ მოგვეგვებნენ, მუხრანის ბატონმან და ერისთავმან ყაენის ნაბოძები ხალათები ჩაიცვეს და ხელმწიფე დალოცეს და მუხრანის ბატონის კარავში მივიდნეს და სადილი იქ ჭამეს. მეორეს დღეს სადილათ ერისთავმან დაგვპატიჟა და მუხრანის ბატონისაგან და თავისის სახლის კაცებისაგან მრავალი საჩივარი ბძანა. მესამეს დღეს დავეთხოვე, გორს ჩემსა მოველ, რომე სიდამდისინ მეფის ბძანება მოვიდოდეს იქ ვიყო. სომანეთს ანბავი მოსვლოდა: „მეფემ ალექსანდრემ გაიმარჯვაო და დადიანის შვილები დახოცაო.

აქ ომი მეფის ალექსანდრესი და დადიანის ძმისწულის ლიპარის მოკვლა

[edit]

ქართველთა და მესხთ ლაშქარი ლიპარს ახლდენ, მეფეს ალექსანდრეს შეებნენ, მეფემ გაიმარჯვა და ქართველნი და მესხნი ზოგნი დაიხოცნეს და ზოგნი დაირჩინეს და ზოგნი გარდაიხვეწნეს და გამოქცეულნი სომანეთს მოვიდნეს და ზაალ ერისთავი და ელიზბარ ერისთავი თავიანთ ლაშქრითა და კახნი ერთ პირად წამოვიდნენ და ქალაქს მეფესთან მოვიდნენ, ჰავლაბარში დადგნენ.

მეფე სიბერისაგან ავად იყო და ლოგინად იწვა და ერისთავებმან ჯამალ ხან მეფეს მიუგზავნეს და მუხრანის ბატონიც ქალაქს ჩამოვიდა და ჯამალ-ხანის პირით ასრე შესთვალეს მეფეს: რა თქვენ ცოცხალი ბძანდებითო, შენის მეტი პატრონი არ გვინდაო და თქვენს უკან სხვას საქართველოს ბატონს ჩვენ ყმობას არ უზამთო, ჩვენი ბატონი ყაენი არისო. მეფემ ასრე შესთვალა: ჯერ ავად ვარო, ჩემი საქმე მოიცალეთო, ვნახოთ როგორ შევიქნებითო. თუ მოვიჯობინებ, ყველას მე გავარიგებო, თუარა და კახნი თქვენთან იყვნენო, სხვას ხელი არ ჰქონდესო და მუხრანის ბატონიც ქალაქში თავისთვის იყოსო. მაგრამე მუხრანის ბატონმან მეფეს ასრე მოახსენა: თუ ერისთავიო იმერეთს გარდამყოლოდაო, მეფე ჩვენზედ წამოვიდოდაო და დადიანის ძმისწული ლიპარი ოდიშს დაიჭერდაო. რამდენჯერ გარდასვლა მოვინდომეო, არც თვითან წამოვიდაო და არც ლაშქარი გამოუშვაო და რა ჩვენის ლაშქრის დამარცხების ამბავი მოვიდაო ფიცხლავ აიყარა და ქსნის ერისთავი და კახნი თან წამოასხაო და ჰალვაბარში მოსრულაო.

იმასაც მეფემ ასრე უპასუხა: ჯერ ავად ვარო და თუ მოვიმჯობინებო, ორთავ გაგარიგებო და თუ ვერ მოვრჩიო, მას უკან რომელიც გიჯობდეს ისი ჰქენითო. რა მუხრანის ბატონმან მეფისაგან ეს სიტყვა გაიგონა, მეფეს მსტოფი მაჰმად ზამანა და თუმანისშვილი ბაინდურა თან გამატანეს და ერისთავთან მიგვგზავნეს და ასრე შესთვალა: თავდაპირველ შენ მოინდომეო ჩემი გაბატონებაო, ახლა რა შეგცოდეთო, რომ აგრე გაავგულებულხართო. შენის შვილისათვის ქალი მიმიციაო და რასაც მამულს იტყვი მოგართმევო. ესენი ერისთავს მოვახსენეთ, იმან ასრე ბძანა: როსაც მისი ბატონობა გამოვარჩიეთო და ჩემს ზურაბს ქალი მოსცაო, ნოდარის ქალი თავის შვილს არჩილს უთხოვაო. ჩვენს-შუა დამხდომი ნოდარ მამკვდარაო, მაგრა თურმან და თბილელ ცოცხალნი არიანო. ქართლის მეფობა მაგისთვის გვითქვამსო და კახეთის ბატონობა ჩემთვის ითქვა. თორა და მაგასთანაც მრავალჯერ დამაფიცავსო, რომ როსტომ მეფეს უკან სხვას ქართლის მეფეს ყმობა არ უყოო, გინდა ეგ იყოსო, გინდა სხვაო. ეს ერისთვის ნათქვამი სიტყვები მუხრანის ბატონს ვახტანგს მოვახსენეთ. ამაზედ სხვა მოციქულები გაუგზავნა და იმათაც ესევ ამბავი მოუტანეს. მე ფარსადანს ყაენის ბძანება მქონდა, რომ მუჯალა გავაკეთო და ქართველთ დავაბეჭდინო და ყაენს მივართო . . . .

ერისთავმან ჩაფარი გაუგზავნა ყაენს. ქართველთა რახანც ჯანიშინობა ჰქონდა და ყაენის რაყამი ხელთ ეჭრა, მუხრანის ბატონს ბახუტა-ბეგს ბატონისშვლი დაუძახეს, სახელი გამოუცვალეს და ვახტანგ უწოდეს, გაუმაზარი დაბეჭდეს ვახტანგ ბატონისშვილის გასაბატონებლად, მისცეს ჩაფარსა, მეფემაც არზა მისწერა: „დავუძლურდი, თუ მოვიჯობინე, აქაურ ამბავს ჩაფრის ხელით გაახლებ“ და გერმანოზიშვილი პაატა თან გაატანეს და ჩაფრად გაისტუმრეს. ჯამალ-ხან უწნვე ქალაქის ციხეში იყო. ჩაფარი რომ ყაენს გამოეგზავნა, ჩავიდა და გერმანოზიშვილი პაატა თან ჩაჰყვა და აქაური ამბავიცა და მეფისაც მოეხსენებინა - ავად ყოფნას ძალი უქნია, მისი მორჩენა ძნელიაო. ბძანება ქნა: ჩაფარი წავიდეს, ალავერდი-ხან ყარაბაღში მოვიდესო და სეფი ყული სულთან ქართლს მივიდესო, ზაალ ერისთავს წამოუძღვეს, მოიყვანოსო და მუხრანის ბატონის მეფობისა ებძანა - ვნახოთო, როსტომ მეფს საქმე როგორ იქნებისო.

სიკვდილი მეფის როსტომისა

[edit]

ქორონიკონს ტმზ როსტომ მეფე მიიცვალა ტფილისს ქალაქსა. ტირილი დედოფალს აღარც დასცალდა, აღარც ქართველთა საშვებად, ერთი-ორი დღე იტირეს, როსტომ მეფე თათრებმა ციხეში შეიტანეს და იქიდან ყუმს გაგზავნეს დასამარხავათ. ჯამალ-ხან უწინვე აქ მოსულიყო და დედოფალს ყაენის რაყამი შემოუგზავნა, - ხემწიფის ბრძანება არისო, ციხეში შეიყვანა და ყაენთან უნდოდათ წაეყვანათ. დედოფალმან ხანს თეთრი თმა გაუგზავნა და ყაენს შეუთვალა: მე ციხეში თქვენი ბრძანება გავათავეო, შემოველო ჩემი მხლებლებითაო, ერთი ბერი დედაკაცი ვარო, ჩემს ქმარსაო და ძმასაო თქვენს ოჯახზე ბევრი უმსახურებაო, აქედან ნუ დამძრავსო. თმაცა და წიგნი ციციშვილს პაპუნა სარდალს მისცეს და ჩაფრად გაისტუმრეს. პაპუნა სარდალი ადრე ჩასულიყო. ყაენს სწყენოდა როსტომ მეფის სიკვდილი, დედოფლისა დიაღ ბევრი დედაკაცობა უამბო და თმა თეთრი უჩვენა: როსტომ მეფემ თავისი საბატონო ცოცხალმაც იმას მისცაო და ანდერძითაც მუხრანის ბატონს უანდერძაო. ყაენმა მეფობაცა და დედოფალიც მუხრანის ბატონს მისცა და ქართლი და ან რაც როსტომ მეფის საქონელი იყო და ან რაც ერანში როსტომ მეფეს ჰქონდა, ყველას წყალობა უყო, სახელად შაჰ ნავაზ-ხან დაარქვა და მალე გამოისტუმრეს. პაპუნა საახალწლოდ მოვიდა. სოღანლუღს მეფე ჩავდა და ყაენის ხალათი ჩაიცვა, რაჟამი თავზე დაირჭვა, ისე შემოვიდა ქალაქში. მეფე გაათათრეს. ორმოც დღეს აქეთ ქორწილი უყვეს შაჰნავაზ მეფესა და მარიამ დედოფალსა. შეიქნა სიხარული, მეფობა და დედოფლობა მიულოცეს.

Царь Ростом совершил множество славных дел в своей жизни, при царствовании в Картли. Он восстановил церкви, построил крепости, села, каравансараи и другие здания, соорудил мосты. Он же соорудил мост Гатехили, на той реке, в которой соединены Кциа и Дебеда. Он возвел для христиан церкви, а для мусульман — мечети. Беднякам, князьям и дворянам, кто служил ему, всем назначил содержание, чтобы их семьи и сами они имели вдоволь пищи и одежды...

. . . . საჭმელი და ტანს საცმელი იმით ჰქონდეს. გლახათა და ქვრივ ობოლთა და მღრდელთა და მოლოზანთ სარჩო გაუჩინა. ასი წელიწადი იცოცხლა და იმისის პირით გინება არ გამოსრულიყო. ისპაჰანის მოვრავი და ყაენის ყულარაღასი იყო და შაჰაბაზ მაზანდარას მიიცვალა და როსტომ მეფემ ისპაჰანში შაჰსეფი გააყაენა და ჰამადანის ქვეყანაში ხონთქრის ვეზირ აზამს ხოსროვ ფაშას შეება და გაიმარჯვა. მამაცობისათვის როსტომ დარქვეს ტოარადა სახელათ ხოსროვ მირზა ერქვა და მრავალი სიკეთე და სამადლოთ შენობა ერაყის ქვეყანაში ექნა და ოცდათხუთმეტი წელიწადი იყო რომ მიცვალებულიყო და კიდევ ქვეყნის ერნი დიდნი და პატარანი მისნი მაქებარნი და შენდობი მთქმელნი იყვნენ.

აქა მეორედ ყაენთან მოსვლა ზაალ ერისთვისა და დიდის პატივის დადება

[edit]

ყაენის ბძანება იქნა. ისპაჰნის მოურავი, ვეზირი, ქალანთარი და ისპაჰნის უფროსნი და თავნი კაცნი და ყაენის ყულების უზბაშნი და მინბაშები და თავადის შვილები წინ მიაგებეს და მოვიდა, ყაენის ალაყაფის კარს ემთხვია და მირზა თაყი ეჰტიმადოვლეს სახლში ჩამოახტუნეს და მეჰმანდარი უჩინეს და ხელმწიფემ კარგის თვალით ნახა და მრავალი პატივი მიაპყრო და მრავალი უბოძა და საზამთროთ მაზანდარის სანადიროდ წაიყვანა და დადიანის შვილი შამადავლე და ქსნის ერისთავი იასე იასესშვილი ისპაჰნით საქართველოში გაისტუმრა და ერისთავი და ჩხეიძე გიორგი და კანი მაზანდარს მიასხა, ანადირა, ალხინა, ჩრაღვანები აჩვენა და ხუთასი თუმანი ჯამაგირი გაუჩინა და კახეთის ნაპირის ალაგიც ერისთავს უბოძა და სხვა კახეთი განჯის ხანს მისცეს და ერისთავი მორჭმითა და ყოვლის რისიმეთი მორთული მაზანდარით საქართველოს გაისტუმრეს, კახეთის ბატონს მურთუზა ყული ხანს თაბუნათ მისცეს.

ეს ამდენი ყაენის წყალობა ერისთვისათვის შეშურდათ და თავისივე მოყვრები უაზრობისათვის მოსატყუებლად შეუყენეს და აქეს და ადიდეს და ასრე მოახსენეს: შენს დროშიაო რასთვის უნდა კახეთი თათრით აივსოსო, ასეთი რამე მოახდინეო, რომ საქრისტიანო არ წახდესო. ამაში ერისთავი ვერ ჩამოიყოლიეს. ასრე ითქვა - შვილი და სიძეო სიტყვით გაერივნესო და კახთ ერისთვის მტერობით თუშნი ერთმანერთს შეაფიცეს, ასრე რომე, საცა კახეთში თათარი დაესახლებინოს, დაესხან და ყათლამი უყონ და ასრე ჰქნეს, დაესხნეს და საცა თათარი ნახეს, ხმალქვეშ დავლეს და ალიყული-ხან ქანგარლუ თვითან ციხეში გამაგრდა. ეს ყველა სხვათა ნაქმარი ერისთავს დააბრალეს და ყაენს მისწერეს. ყაენის ბძანება მოუვიდა, ეცადეთ ერისთავი დაიჭიროთო ცოცხალი. მისი დაჭირვა ძნელი იყო, მისივე ძმისწულები დაატყუვეს, მოღალატედ შეუყენეს და არხალუხით, ფარაღათად ჯდომს, უიარაღოსა და უყმოს დროს წაუშინეს და ბიძა მოკლეს და ერისთავისშვილი ზურაბ და მისი სიძე ქსნის ერისთვისშვილი შალვა, ცოლის ძმა ჩხეიძე გიორგი თიანეთს ყოფილიყვნენ და იქიდამენ გაპარვით თრიალეთის გზით ახალციხეს მიმავალნი თათართ ენახათ და ეცნათ და ცხენჭენებით ცხირეთს მეფისათვის მოეხსენებინათ. მეფეს ჯარი გაეძახა და მიწეოდნენ და გიორგი ჩხეიძე მოეკლათ და ერისთვის შვილები მეფესთან მოასხეს და მეფემ ყაენს გაუგზავნა და ყაენმან უმცროსი ძმა შიგნით შეინახა და უფროსი ზურაბ ქირმანს გაგზავნეს და იქ თავისის დღით მიცვალებულიყო და ერისთვობა ოთარს მისცეს.

კახეთი განჯის ხანს ჰქონდა, ბიძინა სუფრაჩი და ელიზბარ ერისთავი და შალვა თავიანთ ნებით განჯის ხანთან მივიდნენ და იმან ყაენთან გაგზავნა და კახეთში თათართ ამოწყვეტა იმათ დააბრალეს. უწინ ბევრი პატივი დასდვეს, მაგრა შიგნით გარეთ სხვათა მოხმარებისათვის დაუწყეს ბეზღობა, დააჭირვინეს და განჯას გაგზავნეს და ვისიც კაცნი კახეთში დაეხოცათ იმათ ხელთ მისცეს და უბრალოდ დახოცეს სამნივე და ქართველ მეფე გაძლიერდა და . . . . . .

აქა დარეჯან დედოფლისაგან თავისის გერის ბაგრატ მეფის თვალების დაწვა

[edit]

რა მეფე ალექსანდრე მოკვდა, დარეჯან დედოფალმან თავისი ძმის ქალი თავის გერს ბაგრატს შერთო და მეფედ აკურთხა. მაგრა თვითან მეფეც იყო და დედოფალიცა. ბაგრატს არაფერი ეკითხებოდა და შეუჯდნენ დედოფალს ეშმაკსავით მაცთურები და ასრე გამოურჩვეს: ბაგრატ მოკალო და ჭუჭუნეის შვილი ვახტანგ ბაგრატოანი შეირთეო და მეფედ აკურთხეო და სინამდისინ ცოცხალი იყოო, შენ იბატონეო და მანამდისით რუსეთით ძმისწულიც მოაყვანინეო და ის გააბატონეთო.

და ბატონი თეიმურაზც რუსეთით ახალი მოსრული იყო და ხორეშან დედოფალსზედ მგლოვიარეთ იყო, სკანდაში ციხეში იყო. გაუწყრა ღმერთი მრჩეველსა, დარეჯან დედოფალმან ბაგრატ მეფე დაჭირვინა და თვალები დაუთხრევინა და მეფობას თავის მამას შეეპატიჟა. მამამ უჯავრა, რასთვის ჩემს სიძეს თვალები დასთხარაო. სკანდით ქუთათის არ ჩავიდა.

დედოფალმანც მამის ჯავრით ვახტანგ მეფედ აკურთხა და ქრმათ შეირთო. რომელიც დედოფლის კერძნი არ იყვნენ, ქართლისაკენ თავადნი ქართლის მეფეს საყმოდ შემოეპატიჯნენ, იმერეთს გარდიყვანეს. ჩაღმა მხრის თავადნი დადიანს საყმოდ შეეპატიჯნეს და ქუთათის მოიყვანეს. ორნივ იმერეთს ჩავიდნენ. დედოფალმა ქართლის მეფეს წინგნი მისწერა: თუ მამეშველებიო, ჩემს ქეთევანსაო თქვენს არჩილს მივსცემო და ლეხთ იმერითს მეფეთ ვაკურთხებო. მეფემაც სამასის მეთოფით კათალიკოზი მიაშველეს, ქუთაისს ციხეში შეგზავნა და ოტია ჩხეიძემ უმუხანათა და ვახტანგ ახალი მეფე ფიცით ციხიდამ გამოიტყუა და დადიანს დააჭირვინა და თვალები დასთხარეს და გარეთ მეფე და დადიანი ასრე შერიგდეს, რომ არგვეთს აქეთი ქართველთ მეფესა და იმას იქით დადიანსა და მას უკან დადიანმა თვისი ქალი მეფის შვილს არჩილს მისცეს და იმერეთში გააბატონონ.

ამ დროს არაგვის ერისთავი უკუსდგომოდა და ბატონის თეიმურაზისათვის სკანდის ციხში კაცი და საფიცრის (წინგნი) გაეგზავნა, რომ ქართლსა და კახეთს თქვენის მეტი მემკვირდე პატრონი არსად დარჩომილაო, მანდ ნუ დგახარ, კახეთის ჩაბძანდითო, ქართლიც თქვენი იქნებისო. ბატონს თეიმურაზს ეს ამბავი იამა და კიდეც ჩამოჰყვა და წამოსვლა დააპირა. ზოგ-ზოგნი კახნი, რომ ერისთავისათვის ავნი იყვნეს და შაჰნვაზ მეფისავის კარგნი, იმათ ბატონს თეიმურაზს ასრე მოახსენეს: რათ გინდათ ამისთანა სიცოცხლეო, რომ ზალ ერისთავსაო, თუნდა გაგაგდებსო, თუნდა გაგაბატონებსო. ახლაო თუშთაო რაც კახეთში თათარი ყოფილაო, ამოუწყვეტიათო, ყაენს ერისთვისათვის დაუბრალებიაო, ახლა უნდა ილეთით ჩაგვასხაო და ჩვენ დაგვიბრალოსო. რომელიც თქვენი ყმანი ყაენთან ჩავიდნენო ბატონობა იშოვნესო და დღეს ყაენი შაჰნავაზ მეფის მწყალობელი არისო. რადგან არც თქვენს ქალს მიეშველეთო და არც იმერეთი ინდომეთო, სხვა გზა აღარ არის ამის მეტიო, რომ შაჰნავაზ მეფის საქმითაო ყაენთან წაბძანდეთო.

იმანაც დაუჯერა და თავისი სახლთუხუცესი ოთარი შაჰნავაზ მეფეს მიუგზავნა და ასრე შესთვალა: თქვენის საქმით მინდა ყაენ-თან წავიდეო. ეს ნამეტნავად მეფეს იამა და ამილახორი გივი გაუგზავნა და დიდის პატივით ქართლს გარდმოიყვანეს. კიდევ ზალ ერისთვის კაცი მოუვიდა - ცუდათ ნუ ჩაიკარგებიო, ჩემსა მობძანდითო, ქართლი და კახეთი ორივ თქვენიაო. კიდევ კახთ არ აქნევინეს და ასრე შესთვალა, - გინდა მამცემო და გინდა წამართვამო, მე შენეული აღარა მინდა-რაო.

აქა რევაზ ზალ ერისთვის ძმა ყაენთან შაჰნავაზ ხანს ჩაფრათ გამოეგზავნა და ასრე მოეწერა: იმერეთი დავიჭირეთო და დადიანს შუა გაუყავითო და ბატონი თეიმურაზ სკანდის ციხეში იყო და ხემწიფის კარზე წამოსვლას შემოგვეპატიჯაო და ჩვენც ამილახორი გივი გავგზავნეთო და დიდის პატივით ქართლს მობძანდაო, ხემწიფის ბრძანება რა იქნებისო. ყაენს იამა და სომხითის მელიქის ძმა მაჰმად სულთან მეჰმანდრად უჩინეს და ჩაფრათ გაგზავნეს, რომ ბატონს თეიმურაზს წინ წამოუძღვეს და დიდის პატივით ყაენთან მოვიდეს და ყველგან ფიშვაზი უყვეს და ყოვლს მანზილსზედ, რაც მოუნდის სამასპინძლო მზათ დაახვედრიან.

რა ისპაანის სიახლოეს მოვიდა, ხემწიფის კარზედ ვინც მზათ იყვნენ ყოვლი მდიდარნი და მათი შვილნი და მოხელენი და ქალაქის უფროსნი წინ მიაგებეს, ხანი იყო თუ სულთანი ყველანი გაეგებნენ და ალაყაფის კარს მოვიდა, ემთხვია და წინ წაუძღვნეს და მირზა თაყის ეჰტიმადოვლეს სასახლეში ჩამოახტუნეს და იმავე ღამეს ვახშამს უკან ყაენი თვითან მიბძანდა ბატონის თეიმურაზის სანახავათ, შეუტყობლათ. ბატონი თეიმურაზ ძილს იყო და ხელმწიფემ თვითან გააღვიძა.

რა იცნა რომ ხელმწიფე არის ფიცხლავ ფეხს მოეხვია და მოახსენა: მე მაგას რასა ვღირსვარო, ხელმწიფე გარჯილაო. ყაენი გამხიარულდა, იმ ღამეს მეორეს სადილობამდისინ იქ ლხინი ნახა და მეორეს დღეს ათასი თუმანი თეთრი და ათასის თუმნის ფარჩა გაუგზავნა და ხელმწიფემ, ვითაც შვილმან მამას, იმ რიგად პატივი უმატა, ალხინა, ანადირა, კარგა შეაქცია. დედოფალსზედ შავი ეცვა, გამოუცვალეს და ქართველს მეფეს გივი ამილახორი ბატონის თეიმურაზისათვის გამოეტანებინა და შვენიერობისათვის და კარგ საქციელობისათვის ყაენმან მოიწონა და დიდი პატივი სცა და მრავალი წყალობა დამართა და ხემწიფემ ბატონს თეიმურაზს ასრე უბრძანა: შენის შვილისშვილი მამგვარეო, კახეთსაც მოგცემო და სხვას მრავალს წყალობასაც დაგმართებო. ამაზე ბატონმან თეიმურაზ გიორგი ჩერქეზი და ბებურისშვილი გაგზავნეს და ყაენმან აბასყული ბეგ თან გაატანა ერეკლე ბატონისშვილის მოსაყვანათ.

რა ესენი მივიდნეს, ბატონისშვილი თუშთ არ გამოუშვეს. ეს ანბავი ყაენს მოახსენეს, იწყინა და არ მოსვლა ბატონ თეიმურაზს დასწამა. გაუავდა და ბატონი თეიმურაზ ასტარაბათს გაგზავნა და ცოტას ხანს უკან იქ მიიცვალა და ანდერძი ექნა, რომ კახეთს თავის მამა პაპათ სასაფლავოში, ალავერდის საღდარს მიიტანონ და როგორც ანდერძი ექნა, ხემწიფეს მოახსენეს, ბძანება იქნა - წაიღონო და მიიტანეს. მისი ყმანი ზოგნი მცხედარს გაატანეს და ზოგნი ხორასანს და ყანდარს გააბარეს.

ამ დროს ურუმთაგან ჩაფარი მოვიდა: ჩვენსა და თქვენს შვა წყობა არისო, შაჰნავაზ ხანს იმერეთი რასთვის დაუჭირავსო, ოდიშსშიგ ცოლის ძმა დადინათ დაუსვამსო და იმერეთში შვილი გაუბატონებიაო. არ ვიცითო, თქვენის ბძანებით უქნიაო, თუ თავისის ძალითაო. ამათ ასრე მისწერეს: დაუშავებიაო და ჩვენ გარდავახდევინებთო. ამირ ჰამზა ხან თალიში გაგზავნეს, იმერეთი დაუცალეს და მეფის შვილი არჩილი და გივი ამილახორი მაზანდარას ყაენთან მოვიდნენ, კარგად დახვდა და მრავალი წყალობა დამართა და ორნივ დაათათრა და კახეთი არჩილს უბოძა და შანაზარ ხან დაარქვა და ყოვლი სამეფო იარაღი და ქარხანები უბოძა და კახეთს გაგზავნა.

არჩილ მეფე და გივი ამილახვარი სპარსეთში

ქართლში მამა მეფობდა და კახეთში შვილი ბატონობდა. კახთ ასრე მოახსენეს: თუ გინდაო რომ ეს ქვეყანა საბოლოთ თქვენ დაგრჩესო, ჩვენის ბატონის ქალი შეირთევითო. ეს მეფემ ყაენის შიშით ვერ გაბედა და ამასობაში ბატონისშვილი ერეკლე თუშეთიდამ კახეთში მამაშვილს ღამით თავს დაესხა და მრავალი კაცი მოიკლა, ზოგნი გაიქცნენ და ზოგნი შაფნავაზ მეფესა და მის შვილს ბატონს არჩილსთან გათენებამდისინ იბრძოლეს და მეფე ადგილით ვერ დასძრეს. რა გათენდა ქარანები დააძახეს, დაფანტული ლაშქარი მოგროვდა და ჯარი თუშთ უკან გაადევნეს და მიეწივნეს და მრავალი თუში მოკლეს და წანაღები ნაშოარი გააყრევინეს და ბატონისშვილს ერეკლეს ვერ წაეწივნეს და მეფე და კახი ბატონი ქალაქს მოვიდნენ და თუშების თავები ყაენს გაუგზავნეს და მეორეს გაზაფხულს კიდევ ერეკლე ბატონისშვილი მარტყოფს მოუხდა ცოტას კაცითა. მეფემ ლაშქარი შეიყარა, თათრის ჯარიც მოეშველა და უჯარმის ბოლოს ომი აჰკიდეს და სიცოტავით ქართველთ ვეღარ გაუძლო და ისრევე თუშეთს წავიდა და დედა მისმან თორღის ციხე უკუჭირა და კახნი ზოგნი თან გაჰყვნენ და ზოგნი ციხეში შეჰყვნენ.

შვიდს თვეს მეფე ლაშქრით ციხეს გარშემოადგა და ვერ აიღო. მაგრა ციხოვანნი შეჯერდნენ. ერთს ღამეს დედოფალმა თუშური ჩოხა ჩაიცვა და საფთე მშვილდ ისარი შემოირტყა, ბოხოხის თუშური ქუდი დაიბურა და ციხიდამ ჩამოვიდა და მეფის ლაშქარშიგ გაიარა და თუშეთს მივიდა. მეორეს დღეს, რომელიც კახნი ციხეში იყვნენ მეფეს შემოეხვეწნენ და უვნებლობის საფიცარი სთხოვეს. ამათაც მისცეს და იმათაც ციხე მოსცეს და თორღით მეფე აიყარა და ქალაქს მობძანდა.

ბატონისშვილი ერეკლე დედიანათ იქივე თუშეთს იყვნენ და დარეჯან დედოფალი ახალციხეს იყო თავისი ძმისწული ქეთევან დედოფალი გვერცს იახლა და მრავალი მურასა იარაღი და თვალ მარგალიტი აქონდა, ფაშას ქრთამათ მისცა და ბაგრატს იმერეთი წაართვეს, დარეჯან დედოფალს მისცეს. ბაგრატ ლეჩხუმს გაეცალა, დედოფალმან თავის დარბაისელთ უბძანა: წადით თქვენს ადგილსაო. ცოტას ხანს თქვენს სახლში მოისვენეთო, დიდი ხანია ჩვენის გულისათვის ირჯებითო. დარბაისელნი თავისას წავიდნენ და დედოფალი და მისი თვალებ დათხრილი ქმარი ვახტანგ იქ დარჩნენ, თავისთვის იყვნენ.....

.....მიუხდა დანდობილს, ფიცი გაუტეხა და წაუშინეს და მეფე დედოფალი ორნივე დახოცეს და მათი მკვლელიც იმერელთ დახოცეს და ისრევე ბაგრატ მოიყვანეს და გააბატონეს და ქეთევან დედოფალი ახალციხეს ფაშის სახლში დარჩა, შვილივით ინახევდენ.

ქორონიკონს ტნე [1667], შააბაზ ყაენი მიიცვალა და შაჰ სულეიმან, შვილი მისი გახელმწიფდა

[edit]

ვითაც ახალი ხელმწიფობა იყო აღარვინ იკითხა რა და ნოდარ ციციშვილი მიცვალებულიყო, იმისი ქალი ბატონისაგან არჩილისათვინ ნათხოვნი იყო. იმ ქალის დაგდება და ქეთევან დედოფლის შერთვა უნდოდა და საბოლოთ ციცისშვილის სისხლს ერიდებოდა. ტყვილი ძრახვა თქვეს, უქადეს და გაწირეს სული და ჰგმეს ღმერთი და ის დაუგდეს, ახალ-ციხის ფაშას ქეთევან დედოფალი სთხოვეს და მანც, ვითაც თავისი ქალი კარგის წესითა და მზითვით მოსცეს და ამათაც მრავალი მისაცემი გაუგზავნეს და საქებური ქორწილი გარდიხადეს.

კახი ბატონი შაჰნაზარ-ხან ახალ-ნაქორწილევი კახეთს მივიდა და კახთ ჩვეულებით ისრევე დაიწყეს არეულობა და ასრე მოახსენეს: კახეთის ბატონს გეძახიანო და უფროსი ერთი კახეთი სხვათ უჭირავსო, მაშ შენ რისიღა ბატონი ხარო. ეს სიტყვები კახმან ბატონმან თავის მამას შაჰ-ნავაზ მეფეს მოახსენა. მამამ ასრე პასუხი უბძანა: ჩვენგან არ მისცემიაო და არც წაერთმევაო, თუ არ მემკვიდრის ბატონებისაგანო, როგორც ჩვენ მოგვცემიაო, ისრევე იმათ მისცემიაო და შვილმან მეფეს ასრე მოახსენა: რაც საკახეთო არისო ბედნიერმან ყაენმან მე მიბოძაო და მე არვის არ დავანებებო. ერისთავი თქვენი ყმა არისო და თუ მათთვის მისაცემი გინდაო, ქართლიდამენ უბოძეთო. ამაზედ მამა და შვილი დამდურდნენ, მაგრა შვილი ვერ დასთმო და ერისთვიანთ მოციქული გაუგზავნეს და შესთვალეს: რაც საკახეთო ალაგი და მამული გეჭიროსო, დაგვიდევითო. იმათ ასრე შემოეთვალა: ბედნიერმან ყაენმანო კახეთის ნახევარი ზალ ერისთავს მისცაო. ჩვენ თქვენის გულისათვისო იმისთანა სახელოანი და შვიდსა სამეფოში უამხანაგოთ ქებული და სწორუპოარი ბიძა მოვჰკალითო და სრულ კახეთი თქვენ დაგანარჩუნეთო და საცა თქვენი მტერი გაჩნდა ჩვენ წაგიხდინეთო, ჩვენ სხვას მრავალს წყალობას მოველითო და თავად ყაენისაგან მოცემული გვაქვსო და ვერც ვინ უყაენოთ წაგვართვამსო. ამაზე მამა და შვილმან რჩევა დაიწყეს და ასრე თქვეს: ამათ ამოუწყვეტლად ეს მამული არ წაერთმევისო, მაშ ესენი ამოვსწყვიტოთო და ქართლი და კახეთი მოისვენებსო.

ეს ანბავი ერისთვიანთათვის ეთქვა ვისმე, მაგრამ აღარ გამჟღავნდა და ერისთვიანი დაუთხოვრად შინ წავიდნენ და ყაენს არზა მისწერეს და მისვლას შეეპატიჯნეს. ყაენმან ჯილავის ჯაბადარბაში ფესად-ბეგ, რომ უკანის შირვანის ხანი შეიქნა, ის მეჰმანდრად გამოეგზავნა და ერისთავი კარზედ ეხმოთ. ყაენის კარს მოვიდა, ჯერ ყაენი არ ენახა, ჩაფარი მოვიდა: ქართველი მეფე და კახი ბატონიო თავიანთ დიდის ლაშქრითაო საერისთოს შეუხდნენო და ერისთვის ძმა პაპო მოკლესო და საერისთო დაარბივესო და რაც საკახეთო მამული ეჭირათ, წაართვესო. ეს ანბავი ყაენს ეწყინა და ასრე ებძანებინა: ჩემს კარზედ მოსვლისათვის უქნიაო. მანსურ-ხან ყულარაღასი ბარათაშვილი ყაენის კარგი ყმა იყო და ქართველს მეფეს უდგა და ერისთვიანთი ავი იყო. ამან ყაენს ასრე მოახსენა: მისას დღეშიაო საქართველო იმადგან აშლილი და აოხრებული არისო და იმათი დაჩაგვრა ხემწიფის დოვლათს უჯობსო. თუარა და ამათ სადავეს დანებებთო, დღეში ერთხელ ქართლსა და კახეთს ბატონი უნდა გამოუცვალოთო. ამ სიტყვით ყაენი დაამშვიდა, ოთარ ერისთავს აღარა გაუგონეს რა, ხალათი უბოძეს და იეგან სულთან ერისთავს თან გაატანეს და მეფეს წინგნი მისწერეს: რაც ამათი წაგერთვას ისრევე ამას მიეცითო. აღარ მისცეს და იეგან სულთანი მომდურავი გაისტუმრეს და ერთმან წელიწადმან შვაზედ გამოიარა, ოთარ ერისთავი და მისი ძმა ედიშერ დივანბეგი დაიხოცნენ და მოწამვლა ითქვა მათი. ერისთვობა მათს ბიძას რევაზს მისცეს. რევაზის ქალი მეფემ თავის შვილს ლვარსაბს უთხოვა, ვითაც რევაზ ერისთავი რაჭის ერისთვის სიძე იყო, იმის გამოღმით იმერეთის ბატონობა ლვარსაბმა მოინდომა და ახალციხეს ფაშასთან მივიდა და მრავალი ქრთამი მისცა, რომ ხონთქრისაგან იმერეთის მეფობა მას უშოვნოს. ვითაც დიდი ხანი იყო არჩილი იმერეთის შოვნას ცდოლობდა, ამისთვის ლვარსაბის წასვლა კახმან ბატონმან თავის მამას დააბრალა და გაუავგულდა და ცოლშვილი უკან აიდევნა.

აქა შაჰნვაზ მეფის სახლის არევა და შვილების წასვლა ახალციხის ფაშასთან

[edit]

ცოლ შვილი უკან გაუშვა და ცოტას კაცით არჩილი იმერეთს გარდვიდა და ვინც ჰბირებოდა, აღარც ისინი მოუვიდნენ და იქ ვეღარ დადგა და ისრევე ალს გარდმოვიდა და დედოფალი სურამს გაუშვა და თვითან ახალციხის ფაშასთან მივიდა და მრავალი ფეშქაში მიართვა და სხვასაც მრავალს დაჰპირდა, რომ ხონთქრისაგან იმერეთის მეფობა უშოვნოს. ისიც გამორჩომის გულისათვის ჩამოჰყვა და ასრე უთხრა: ერთი კაცი თქვენ გაგზავნეთ ხონთქრის კარზეო, ერთს კაცს მეც გავატანო, ვეზირ აზამს ფეშქაში გაუგზავნოთო. ამანც დაუჯერა და მამაც ბევრს უგზავნიდა იმერეთის შოვნის გულისათვის. გაუგზავნეს მრავალი ოქრო და ვერცხლი, იარაღი ვეზირი აზამს. კახეთი უპატრონოთ იდვა და ერისთავმან მისი ნაქონი სოფლები ისრევე დაიჭირა და არჩილს ასრე ეგონა: რა მე წავალო კახეთს ერეკლეს მისცემენო. შაჰნავაზ მეფემ ყაენს არზა მისწერა: რომ ჩემად უნებურად შვილები წამივიდნენო, არამც მტერმან ჩემი თავი ტყვილად შემოგაბეზღონო. ერთი კაცი გვიბოძეო, რომ ხელმწიფის კარზედ გვინდათ ჩამოვიდეთო, ჩვენი თავი ვიმართლოთო.

მუსტაფა ყული-ბეგ ყაჯარ ყორჩიბაშის შვილი შაჰნვაზ მეფეს მეhმანდართ გაუგზავნეს და შეპატიჟება ინანა და სხვებს დააბრალა, მაგრაm წასვლის მეტი ღონე აღარ იყო. მაგრა კარგის მორთვითა და დიდის ჯარით წავიდა. ყველგან მებატონენი ხანნი და სულთანნი წინ მიეგებოდენ, დიდის პატივით მიჰყვანდათ და ბატონის შვილების გიორგის და ლევანისათვის დაებარებინა: მე რომ ყაენის წინაშე წავიდეო, თქვენ იასე ერისთავს მიუხედითო და რაც ავი იყოს ის უყავითო. იმათაც მამის ბძანება გაათავეს, უწინ ყმანი გარდმოიბირეს, გაუორგულეს, დიდის ლაშქრით შესივნეს. წინადამ საქართველოს ლაშქარმა და უკანიდამენ თავისმან თოფი დააყარეს და ცოტას კაცით ვეღარ გაუძლო და ჯალაბები გაუშვა და ხუთის კაცით კახეთზედ ჩაიარა და ყაენის კარს ჩავიდა და სახლ-კარი აუკლეს და დედა და ცოლი და მხლებლები დაუცარცვეს. შაჰნავაზ მეფე ყაზმის ჩასულიყო. იქ მოახსენეს: ქსნის ერისთავს იასეს ჩაუვლიაო და ყაენთან წასულაო. თავად ავად იყო და მერმე ეს ამბავი დიაღ ეწყინა. ყაზმინით ავადმყოფი წავიდა და ხოშკარუს ქარვანსარაში ძლივს ჩააწივა.

სიკვდილი შაჰნავაზ მეფის ხოშქარუს

[edit]

ხოშქარუს ქარვანსარაში მიაწია და იქ მიიცვალა და ეს ანბავი ყაენს მისწერეს. მკვდარი თავის გამზდელის მეფის როსტომის სასაფლაოვში მიიტანეს და ყაენს მეფის შვილის ალექსანდრესათვის ებძანებინა: კაცი გაგზავნეო და მამის შენის საქონელი ზავთი აქნევინეო და ქართველთ როგორც ულუფა აეღოსო, ისრევე მისცენ და კარზედ მოვიდნენო და ყაენს ბატონისშვილის ერეკლესათვის ებძანებინა: გათათრდიო, ქართლსა და კახეთს ორსავეს შენ მოგცემო.

იმას თათრობის უარი მოეხსენებინა. ყაენს სწყენოდა და განჯის ხანის შვილი აბას ყული-ბეგ ჩაფრათ ქართლს გაეგზავნა, გიორგი ბატონისშვილი სამეფოთ ჩამოეყვანა. ამის წამოსვლას უწინ შაჰნავაზ მეფის სიკვდილი ახალციხის ფაშას გაეგონა და არჩილი დაეჭირვინებინა და ციხეში დაეტყვებინა და ფაშას ქართველთაგან მუქარის ანბავი მისვლოდა. ამისთვის იმათვე გამოეპარებინათ და სურამს მოვიდა. ლვარსაბ ძმა მისი საერისთოში მივიდა და მამა გაიმჟღავნეს და თვისთვის იყვნენ, რომ განჯის ხანის შვილი აბას ყული-ბეგ ჩაფრად მოვიდა გიორგის წასაყვანათ.

კარგად დახვდნენ და მრავალი საჩუქარი მიართვეს. წინ წაუძღვა და დიდის პატივცემით ყაენ-თან მიიყვანა. მანამდისინ გიორგი ჩავიდოდა, მის ძმას ალექსანდრეს კარი ქრთამით შეეკრა და მეფობას თავისთვის ცდილობდა. ამისთვის ცოტას ხანს გიორგის მეფობა უკუვარდა. ამ დროს ჩაფარი მოვიდა: უღურლუ ხან მოკვდაო. იმისი ალაგი მეფის გიორგის აბას ყული-ხანს მეჰმანდარს მისცეს განჯის ხანობა და ცოტას ხანს უკან კახეთის ბატონობაც მიეცა და გიორგის დიდი ქება ყაენს მოახსენა და მისის საქმით ქართლის მეფობა გიორგის მისცეს და კიდეც გაათათრეს და სახელმწიფო თაჯი, ხმალი და ხალათი და სხვა მორთულობა გაურიგეს და ორი ათასის თუმნის ნაღდი და ჯინსი ქართველთ უბოძა და ალექსანდრემ მამის საქონლისაგან ძმას წილი არ მისცა. მაგრა ღვთისაგან ნაბძანებია: ძალათა და უსამართლოდ მამისაგან შეგროვებული საქონელი შვილს საკეთილოდ არ გამოადგება.

ვითაც შაჰნავაზ მეფის ქონება სრულ სხვათაგან ძალათა და უსამართლოდ წართმეული იყო. ალექსანდრე მოკვდა და მისს დას დარჩა. დამ შავერდი-ხან ლორის ბატონი ქრმათ შეირთო და თვისი ქონება ქრმისას მიიტანა. შეეგზნა ცეცხლი და ქრმისა და ცოლის სალარო ორივ დაეწვათ და რაც მოურჩა, რომ ცეცხლი ვერ დასწვევდა, ყაენმან ქმარი მოუკლა და რაც ებადათ ქმრისა და ცოლისაც სრულ საყეენოთ წართვეს. ნაძალადევმან ასრე იცის და ღმერთი ჭეშმარიტ ყოვლის ძლიერის გამაქარვებელია.

აქა იქივ გიორგი მეფის ამბავს მივიდეთ, თუ რა იქნა და რა მოხდა

[edit]

ბედნიერმა ყაენმან მეფის შაჰნავაზის საბატონო მისავეს შვილს გიორგი მეფეს მისცა და მუსტაფა ყული-ბეგ მეჰმანდრად გაატანა. განჯას რომ მივიდა, განჯის ხანი თავისი ნამეჰმანდარელი აბას ყული-ხან კარგად დახვდა, ხუთს დღეს განჯას შეინახა, წინ მოეგება და თანაც გაჰყვა და კარგი ფეშქაშიც მიართვა და ქართლისაკენ გაისტუმრა.

რა ქალაქს მიახლოვდა, საქართველოს ჯარი და სრულ-მოქალაქენი წინ მიეგებნეს, ციხოვანთ შადლუხი ჰქნეს და ქართველთ მეფეთ აკურთხეს და წესითა მათითა ფეხს აკოცეს და თემის შეშინებისათვის ჩითახაშვილს ზალინას თავი გააგდებინა. თავისი მეჰმანდარი ყაჯარის ყორჩიბაშის შვილი მუსტაფა ყული-ბეგს საჩუქარი მიართვა და გაისტუმრა. განჯას მიაწია და მოკვდა.

კიდევ შაჰნაზარ-ხან იმერეთი დაიჭირა, ბაგრატ გურიას გაეცალა და მისი ცოლი დადიანის ნაყოლი ისრევე დადიანმან წაიყვანა. გურიელმან ბაგრატ აზრუმს მიიყვანა. ფაშამ ეს ამბავი ხონთქარს მისწერა, იქით ბძანება მოვიდა: სავაზს მანდეთი ლაშქარი შეიყარეთო, მიუხედითო, ან მოჰკალით, ან დაიჭირეთ და აქ გამამიგზავნეთო და თუ ყაენის ბძანებით მოსრულიყოსო, ჩვენ შეგვატყობინეთო. ეს ანბები აზრუმის ფაშას შიხალი-ხან ეჰტიმადოვლესათვის მოეწერა. ამან ასრე მისწერა: ჩვენ წაგვსლიაო და ჯალალი შექნილაო, თავის თავათ აქეთ იქით ქვეყანას არბევსო. ჩვენც აქედამან ლაშქარს გაუძახებთო და თქვენც მანდედამ ლაშქარი გამოუძახეთო და ჰაჯი ალი ხან ეჰტიმადოვლეს ძმისწული გიორგი მეფეს ჩაფრად გაუგზავნეს და ეს ამბავი შესთვალეს და იმას ასრე მოეწერა: ჩვენი ლაშქარი მას არ ახლავსო, ისრევე იმერელნი მოსვლიან და იმათ ჩაუყვანიათო. რა ჰაჯი ალიბეგ ქართლიდამ მოვიდა, სიტყვით თავისის შოვნისათვის საქართველოს საქმე გაუადვილა და ასრე ეგონა, რასაც ენით იტყვის, მისი ქნაც შეუძლიაო. და ეჰტიმადოვლე ჰავადრათ ჰყვანდა და სარდრობა და თავრიზის ხანობა იშოვნა და ადრბეჟანს მივიდა და აზრუმის ფაშას მისწერეს: ჰაჯი ალიხან თავრიზის ბეგლარბეგი სარდრათ დავაყენეთო, დიდის ლაშქრით გამოგვიგზავნიაო, თუ ქართველნი არჩილს მიეშველებიანო, ჩვენც საქართველოს წასახდენად ლაშქარს ჩაუყენებთო.

ამ ამბის დაბრუნებამდისინ ურუმთ ბაგრატ ისევე იმერეთში ჩაიყვანეს, გურიელი თან ახლდა და იმერელნი სრულ წინ მიეგებნენ. არჩილი რაჭას უკუ ეცალა, იქიც ჯარი გაუძახეს და რაჭა, რომ მისდღეში არვისგან დარბეულიყო, ურუმთ დაარბივეს და მრავალი კაცი მოკლეს და ტყვე წამოასხეს. არჩილი ოსეთს გაეცალა და ქუთათისის ციხეში იენგიჩარი დააყენეს და ბაგრატს მცველი გაუჩინეს, ახალციხის ფაშას როსტომ ფაშას თავი მოჰკვეთეს და ხონთქარს გაუგზავნეს არჩილის მოხმარებისათვის და მრავლის ნაშოვრითა და კარგის გამარჯვებით წავიდნეს და მეფემ ბაგრატ გურიელი იშვილა და თავისი ქალი შერთო, მეფობაც მისთვის უნდოდა და გურიელი დადიანზედ გაუძახა და რომ ცოლი წართვას და მეფეს მოჰგვაროს და ასრეც იყო - რომელიც გაძლიერდის მისი იყვის.

ამასობაში დადიანი მოკვდა, მისი ცოლი ისრევე მეფეს მოჰგვარეს და ცოტას ხანს უკან ბაგრატ მეფეც მიიცვალა და გურიელმან სწვალა ღმერთი და ჰგმო თავისი რჯული და ნაქორწილევი ცოლი გაუშვა და თავისი სიდედრი ცოლად შეირთო და ყოვლმან რჯულმან შვიდის გზით დაკრულეს და დაიწყევლა და ძალით მეფობა დაიჭირა და მეათეს თვეს ისიც მოკლეს და ცოლიც მოუკვდა და იმერეთის თავადთ გურიელის მეფობა ეთაკილებოდათ. ხონთქრის შიშით არჩილი ვერ ჩაიყვანეს, სხვას საბატონოს ეძებდეს და მამუკა დადიანის შვილი მეფის დისწული გურიელს სიძეთა ჰყვანდა. აქაც გაუწყრა ღმერთი და უფრო გააცხადა ღვთის გმობა და იესოს რჯულის მწვალებლობა, თავის უგუნურს ყმაწვილს მამუკას თოფი აკვრევინა და მოკლა ამისის ეჭვისათვის, რომ მეფის დისწული არისო, არამც იმერელთ მეფედ ქნანო, ამასაც მოვჰკლავო და სხვა მემკვიდრე ბატონი არა ჰყავსთო, სამკვიდროდ მე დამრჩებისო. გაუწყრა ღმერთი გურიელს, სააქაოს შერცხვა და საიქიოს წაწყმდა, რომე თავად სიდედრი შეირთო და მერმე ფიცით მიბარებული ყმაწვილი სიძე უბრალოდ მოკლა.

აბა გასინჯეთ სამართალი ღვთისა გურიელზე რასა იქმს. გაუწყრა ღმერთი გურიელს და იმერელთ მამუკა დადიანის შვილისა და მეფის დისწულის მოკვლა გურიელს უწყინეს და ახალციხის ფაშასთან მივიდნენ და ასრე მოახსენეს: ჩვენ გურიელის ამხანაგნი ვართო და იმის ყმობას არ ვიკადრებთო. ჩვენი ბატონისშვილი ქართლის მეფესა ჰყავსო და ლევან დადიანის შვილი თქვენა გყავსო, ესეები გაგვიბატონეთო. ფაშამ ამათი სიტყვა ხონთქარს მისწერა. იქით ბძანება მოუვიდა: ქართველს მეფესაო ბაგრატის შვილი სთხოვეთო და იმერეთს მეფეთ დასვითო, დადიანის შვილი დადიანად დასვითო. ხონთქრის ბძანება გაათავეს, მაგრამ გურიელი ხელშიგ ვერ ჩაიგდეს. ესენი გააბატონეს და ფაშები ისრევე ახალციხეს გარდვიდეს.

და ერანის სარდალი ყარაბაღში იდგა ლაშქრით. კახეთის ჯანიშნობა ბედნიერმან ყაენმან კახაბრის შვილს გორჯასპის უბოძა ფარსადან გორგიჯანიძის საქმითა. ამისთვის სხვას არ მისცეს, რომ რუსეთის ხელმწიფეს ელჩი და ფეშქაში გამოეგზავნა და შუა შემოსვლოდა, რომ კახეთი თავის მემკვიდრეს ბატონისშვილს ერეკლეს მისცენ. აქედამ ყაენმან რუსეთის ხელმწიფეს ასრე მისწერა, რომ გვმართებს თქვენის პატივის დადებაო და რომელიც გიბძანებია, კიდეც გავათავებთო. მაგრა თქვენ უკეთ მოგეხსენებისო, ამისან პაპამ მრავალი შეგვცოდაო, არც დაწყნადრაო და არც დაგვაწყნარაო. ჩვენ ერეკლე კარზედ ამისთვის შევინახეთო, რომ კახეთის ჯანიშინობა ყმას მივეცითო და მას ჩვენს ზნესა და საქციელს გავასწავლებთო და ამასაც ბატონათ გავისტუმრებთო.

კახთ თავიანთ წესი გაახლეს, ზოგთ გორჯასპი უნდოდა და ზოგთ არ უნდოდა. აიშალნენ და გორჯასპის თოფი ჰკრეს, ვერ მოკლეს და სარდარსთან მოვიდნეს და განჯის ხანი ბატონად ითხოეს. ეს ყაენს მოახსენეს და კახეთი განჯის ხანს მისცეს და ერეკლეს საქმე უკუვარდა და კახთ საქმე საჭიროდ გაუხდა. ყოვლის დღეს წახდენას მოელოდეს. თავის მემკვიდრეს ბატონისშვილს საქმე წაუხდინეს და ყაენსთან დარჩა:

ერეკლე ბატონისშვილი რომ მოვიდა, ხუთს წელს უკან დედა მოუვიდა შირვანს

[edit]

ქორონიკონს ტნთ [1671], ერეკლეს მოსვლა რუსეთით ხუთს წელიწადს უკან ბატონი დედა იმისი ზღვის გზით შირვანს გამოსვლა და მისის სიძის კახეთის ბატონის არჩილისა და ბატონის ქეთევან დედოფლის რუსეთს წასვლა ჩერქეზის გზით ერთგან მოხდა. ოცდაათის წლის გაყრილმან და ნახვის მონატრეთ ერთმანერთი ვეღარ ნახეს და ერეკლეს დედას მეჰმანდარბაში უსუფ ბეგ და კახაბერი გორჯასპი შირვანს წინ მიაგებეს და დიდის პატივით ისპაჰნს მობძანდა, ქორონიკონს ტნიე [1676] და ოთხს წელიწადს ამას უკან მარიამ დედოფალი მიიცვალა და შაჰნავაზ მეფის სახლიც აიშალა.

გიორგი მეფესა ყაენი უწყრებოდა არჩილის საქმეზედა და მაშინც ძმა ვერ დასთმო და ყმანი გაუორგულდენ და მოყვარენი გაუავდენ და ამისთანას დროს ყაენს მოახსენეს: გურგინ ხანს ცოლი ავად ჰყვანდაო და დაღ დასმულმან კუდიანმან, რომ ქართველნი მისანს ეძახიანო, იმათ ასრე მოახსენესო - შენი ჯალაბი მარიამ დედოფლისაგან ავად არისო. კაცი გაგზავნესო და ბარით საფლავში თავი მოსჭრესო და გვერდით ამოდვესო, მაგრა მაშინც მოუკვდა ცოლიო. ყაენს ებძანებინა: მე მუსურმანი მეგონაო, ის ისრევ ქაფარი ყოფილაო, მკვდარს თუ შეძლება ჰქონდესო თავის თავს უშველის. ჩემი და მამის ჩემის ერთგულიო და ქვეყნის დამწყნარებელი ბატონი მანდილოსანი იყო, რასთვის აგრე ავი კაცი არისო, რომ თავის დედას აგრე ავკაცათ შეკადრაო. დასწყევლა მქნელი და გაუავდა და აღარ დაუტკბა და იასონ ერისთავი განჯის ხანითა და სხვა სხვა გზით იბეზღებოდნენ და ესეც მოეწერა: ერისთავობა მიბოძოსო, გურგენ მეფეს წაგახდენინებო.

განჯის ხანის საქმით ერისთვობა იასონს მისცეს და მეფეს არ შეკითხნეს და ყაენთან იმერლის მეფის ალექსანდრეს კაცი ჩაფრად მოვიდა, ხემწიფისათვის არზა მოეწერა: ჩვენს მამა-პაპათ ხემწიფის ოჯახისათვის უმსახურებიაო და ფეშქაში მოურთმევიაო და ჩვენც ამისი მოხვეწარნი ვართო, რომ ჩვენი თავი თქვენათ ყმათ გვამსახუროთო და ერთი ბძანების რაყამი გვიბოძოთო, რომ ქართლის მეფემ გზა დაგვანებოსო და ვითაც ამას წინათ მეფეებს, როგორც თავისი კაცი გამოუტანებია და ფეშქაშს წამოსძღოლია და ხემწიფის კარზედ ჩამოუყვანიაო, ამათაც მათებრ ხელი მოგვიმართონო. ყაენს იამა და იმერელი მეფე კიდეც ებრალებოდა, ერთი რაყამი გიორგი მეფეს მისწერეს: როსაც იმერლის მეფის ფეშქაში წამოვიდესო, როგორც სხვას ქართლის მეფეებს ექნასო, თქვენც ისრე ჰქენითო და ჩვენს კარზედ მოიყვანონო, მესტუმრე და მემანდარი წამოუძღვანეო, რომ ყოველგან სამასპინძლო და ცხენი და აქლემი მზას დაახვედრონო.

იმერლის მეფის კაცმან ეს რაყამი ახალციხის გზით წაიღო, რომ იქიდამ მეფეს გამოუგზავნოს. ეს გიორგი მეფეს ეწყინა და ახალციხის ფაშას ასრე მისწერა: იმერელი მეფეო ხონთქარს წაუვიდაო და ყაენს ებირაო და თუ არ დამიჯერებო, ამადა-ამ კაცს თქვენის მამულის გზით რაყმები მიაქვთო, უნახეთო. რა ეს წინგნი ფაშას მიუვიდა, იმერლის მეფის ყმა დააჭირვინა და აღარ გაიკითხა და ჩამოარჩობინა. ესეც ყაენს მოსწერეს. ეს კიდევ უფრო ეწყინა. კიდევ ამ ამბავზე ეს ამბავი მოსწერეს: თქვენის ერთგულობისათვისო ზოგის თავები დაუყრევინებიაო და სომხითის მელიქს თოფი აკვრევინაო და ჰაჯი ალიხანს თქვენთვისა კარგი ტყვეები სდომებიაო და მრავალი ნაქსოვი და ფარჩა და თეთრი გაუგზავნიაო, რომ იმერეთში კარგნი ტყვენი, ქალები და ვაჟები იყიდონო. გიორგი მეფეს გზაზედ კაცები დაუხვედრებიაო და ყველანი დაუხოციაო და რაც საქონელი ჰქონებიათო, გურგინ ხანისათვის მიუტანიაო. ეს ამბავები ზედიზედ მოსწერეს და ყაენი უფრო გაუწყრომეს.

აქა ერეკლე ბატონის შვილის წამოსვლა რუსეთით, შირვანს მოვიდა თუშეთის გზითა

[edit]

აქა მეფის თეიმურაზის შვილის, დავითის შვილის ერეკლეს ანბავი ვსთქვათ: ქორონიკონს ტნი [1672] ( სამას სამოცსა) უწინ რუსეთით ბედნიერს ხემწიფეს არზა მოსწერა: ასრე რომ, თქვენს კარზე მოსვლა მინდაო და ამას მოველი თქვენის ღვთიანი გონების მოწყალებისაგანო, რომ ერთ საიმედო რაყამი მიბოძო, თავზედ დავრჭო და ხემწიფის ფეხის სამთხვეველად წამოვიდეო. ეს ხელმწიფეს იამა და ჯულფელის ხოჯა გრიქორას ხელით ხმალი და ხალათი და რომელიც რაყამი ეთხოვნა, გაუგზავნეს და ხალათი არ აჩვენეს. მაგრამე რა რაყამი მოუვიდა, რუსეთის ხელმწიფეს დაეთხოვა და დედა და შვილი იქ გაუშვა და წამოვიდა და თუშეთის გზით კახეთს ჩამოვიდა და შაჰ ნაზარ ხან კახეთში ბატონობდა და ერეკლეს და ქეთევან დედოფლობდა და ოცი წელიწადი იყო და ამათ ერთმანერთი არ ენახა. რა ნახეს, დიდი სიმხიარულე შეიქნა მათში და სრულ კახეთში და ლხინსა და ნადირობას შეექცევოდეს და წამს და არ მოშორდის და საჭმელსა და ღვინოს უწინ ქმარს მიართვის და მერმე ძმასა, მამამთილისაგან მოწამვლისა ეშინოდა და რაც აქონდათ მეფესა და დედოფალსა უკეთესი და უბევრესი ძმას მისცეს და ყოვლის ფერით მოჰკაზმეს, ცხენები ოქროთ შეკაზმული და ზოგი ვერცხლითა და ოქროთა და ნაქსოვ ნაჭედითა მასა და მისსა ყმებსა. სიძე ცალკე-ცალკე აძლევდა და და ცალკე. ხოჯა გრიქორამ კახეთში სიძეს და დასთან ხელმწიფის ხალათი მოართვა და ჩაიცვა და კიდევ უფრო გამხიარულდნენ და შეიქნა ღვინის სმა და ლხინი და ჩანგთა კვრა და მეჩანგეთ შუშპარი და სიმღერანი გაახშირეს.

ბატონისშვილმან ერეკლემ, ყაენთან წამოსვლას დაეთხოვა და და და სიძე ტირილით გაეყარნენ. ვითაც კახეთის მემკვიდრე ბატონისშვილი იყო, თავადთა და აზნაურთ შვილებისაგან თან მრავალნი წაჰყვნენ და რა შირვანს მივიდა, შირვანის ხანი მანუჩარ ენდრონიკასშვილი მკვდარი დახვდა. ყაენის ბძანება იქნა შირვანის ხანზედან, ვითაც ერეკლე ბატონისშვილი მთის გზით გარდმოსულაო, არამც აკლდეს რამეო, ათასი თუმანი მიართვითო და რაც აკლდეს, გაირიგოსო, წამოვიდესო. ჩვენის ნაზირის ძმა ხალაფ სულთან მეჰმანდრად გამოგვიგზავნიაო, ყველგან ფიშვაზი უყონო და სამასპინძლო რაც მოინდომონ, მიართვანო და დიდის პატივით ყაზმინს ჩვენთან მოიყვანონო. მოვიდა ყაზმინის სიახლეა. ხემწიფის ბრძანება იქნა: ვინცა ვინ ყაზმინს არიანო, ყველანი წინ გაეგებონო. საკვირველი ბევრი ერი შეიყარა და აღბაბის სოფლით ყაზმინამდისინ კაცის ფიშვაზით სავსე იყო და ყაზმინის ქალაქში შემობძანდა. ხუთმან დღემ გაიარა, კიდევ ათასი თუმანი ნაღდი და ათასის თუმნისა სხვა მორთულობა და იარაღი შინ მიუტანეს და მეშვიდეს დღეს ყაზმინის ჩილ სუთუნსშიგ მეჯლიში იქნა და ბატონის-შვილს. . . .

(ერეკლე ბატონის შვილის მოსვლა ყაენთან ყაზმინს და დიდის პატივის დება)

[edit]

ერეკლეს დაჰპატიჟეს და თავისის ჯარით, ქართულად მოკაზმულნი, ყველანი ახალგაზდა ვაჟკაცნი, ტურფანი და შვენიერნი, ნამეტნავად ბატონისშვილს ერეკლეს წვერ-ულვაში ახლა ეხვეოდა და ტანად ყველას უმაღლე იყო და ნამქრათ ყველას აჯობინეს. რა ალაყაფის კარს მოვიდა, თაყვანი სცა და მიწას დაემხო და კარის ზღრუბლს ემთხვივა. ზეინალ ხან ეშიკაღასიბაში კარამდისინ გაეგება და რა მეჯლისშიგ შემოვიდა, ბატონისშვილის სიტურფემან და შვენიერობამან და ტანადობის ნაქმრობამან ყველაკანი გაკვირვებულნი შეიქნეს. წადგა და ხელმწიფეს ფეხს-აკოცა და მარჯვნით ყველას ზეით დასვეს და თორმეტი ყმანიც მეჯლისშიგ დაუსხეს.

ხელმწიფემ სამჯერ წინ მიიხმო და უწინ რუსეთის ხელმწიფის ამბავი ჰკითხა და მერმე თავისი და რუსთ შექცევა და გაწყობა და მათი კაცობა გამოჰკითხა, მას უკან რომლის გზით მოსვლა და გარჯა. უწინ ნახვაზე ხელმწიფე- კარგის თვალით ნახა და შეიყვარა, თავად დიდ გვარის კაცობისათვის და მერმე შვენიარობისათვის და კარგად აგებულობა მოუწონა. წელიწადში ორი ათასი თუმანი თეთრი და დღეში თორმეტი ჭიქა შირაზული ღვინო და ხუთასი თუმანი ხონსრის მალუჯაჰთი ღვინისა და მაზდის ფასად გაუჩინა. სხვებს წყალობებს გარდაის ამაებს ყოველს წელიწადს მოსცემდეს.

ყაენი ყაზმინით ფირისქუს გზით მაზანდარას წავიდა და ვითაც ხემწიფეს ჯალაბნი და ჰარამნი .....

Шах по дороге на Пирузкух отправился из Казвина в Мазандаран, и, так как жены и гарем сопровождали государя, Ули-бега, сына владетеля Талыша, назначили к царевичу мехмандаром и по гилянской дороге с большим почетом привезли в Мазандаран, развлекая его охотой, пирами и застольем, и оказывая особые почести.

Оттуда прибыли в Исфахан.

Царевича Эрекле шах послал царем в Грузию

[edit]

Царевичу Эрекле пожаловали царствование Картли и нарекли Назарали-ханом. При его содействии должность арагвского эристава дали Георгию, сыну Отара, а Гургин-хану через юзбаши Ахмед-бега Микри написали: «Царствование в Картли мы пожаловали Эрекле, сыну Давида, который был сыном Теймураза. А ты отправляйся к нашему двору». Эту грамоту он получил в Коджори. Она была зачитана, и шаху написали, что государево повеление будет выполнено. Гургин-хан попросил у шаха прислать мехмандара, а сам с семьей прибыл в Манглиси. От шаха послали мехмандара, но до его прибытия Гургин-хан снялся и перебрался в Ачабетское ущелье.

В это время Назарали-хан прибыл в город Тбилиси, а Георгий с семьей убрался в Рачу.

Все грузины пришли к Эрекле, кроме патриарха. Об этом известили шаха. Часть оружия, осыпанного драгоценными камнями, оставшуюся от царя Георгия, также прислали государю. Государь был сильно раздосадован тем, что царь Георгий ушел в Рачу, а патриарх не прибыл к Эрекле. Он велел задержать его братьев и сына. Левана и Баграта отправили в Герат, а Луарсаба — в Керман. Должность католикоса пожаловали руставскому митрополиту Иоанну Диасамидзе.

Все имущество, оставшееся от царя Георгия, присланное ко двору или находившееся в Картли, движимое и недвижимое, стада овец и коров, и все остальное убранство государь полностью пожаловал Назарали-хану. Царю Эрекле вручили жалованные грамоты об этом.

Шах велел, чтобы мать царя, царица Елена, домашние царя и царевичи с большим почетом поехали в Картли. Пока их готовили, пришла весть о том, что царь Арчил из России прибыл в Двалети. Поскольку Арчил был зятем царицы, их отправление было отменено.

Еще пришла весть, что Арчил и Георгий встретились в Раче и притязают на Имерети. Шах велел, чтобы войска Картли и Кахети были посланы в помощь имеретинскому царю, а если станет трудно, то послать и азербайджанское войско.

Царь Имерети Александр, сын царя Баграта, свергнутый Арчилом и царем Георгием, вступил в Горийскую крепость. Его сторону занял царь Эрекле и помогал ему. Александра устроили в Гори ...

..... გორს დააყენეს და ყველგან სამასპინძლო შეაწერეს და კარგად დახვდენ და ჩაფარი გაგზავნეს და ეს ამბავი და არჩილის იმერეთში გამეფება და მეფის ალექსანდრეს გორს მოსვლა ბედნიერს ყაენს მოახსენეს. ყაენმან იმერეთის მიცემა იმათვის და ალექსანდრე მეფის გამოგდება იწყინა, ამისთვის რომ ყაენს შაჰნავაზ მეფის შვილები ხონთქრის შეწყენილობისათვის გარდეყარა ბატონობითა და მეფეს ნაზარალი-ხანს რაყამი მისწერეს: ალექსანდრე მეფეს კარგად ხელი შეუწყევო და კარგად დახვდიო, სინამ ჩვენი ბძანება მოგივიდესო და მეფეს ალექსანდრესაც საიმედო რაყამი მისწერეს: რადგან ჩვენს მამულში მობძანებულხარო. გვირგვინი სამეფო და ოქროს ქამარი და ოქროთ შეკაზმული ცხენი და მრავალი ძვირფასის ნაქსოვები გაუგზავნეს და ერეკლე მეფე დიდის დიდებითა და მორთვითა და საქართველოს ჯარით მუხრანის გზით გორს წაბძანდა მეფის ალექსანდრეს სანახავათ და მეფე ალექსანდრე თავისის ჯარით ყვავის საღდრამდისინ წინ მიეგება და რა შეიყარნენ, ვითაც მამა-შვილი სიხარულით ერთმანერთს დიდი პატივი სცეს და მოვიდნენ გორსა და ერეკლე მეფის სადგომს ჩამოხტნეს და იმ დღეს დიდი ლხინი გარდიხადეს და მეორეს დღეს ერთი სამეფო მორთულობა ჭურჭელნი ოქრო ვერცხლისა, ცხენები ბედაურნი დაკაზმულნი ოქროსა და ვერცხლის უნაგირ- ლაგმებითა, ტანის შეკაზმულობა ძვირფასის ნაქსოვებისა და სიასამურებითა, ფლური და თეთრი მიართვეს და მესამეს დღესაც ერთგან ლხინი გარდიხადეს და მეოთხეს დღეს ნაზარალი-ხან ქალაქისაკენ წავიდნეს და მეფე ალექსანდრე გორს დარჩა დიდის პატივითა.

ამდენი ყაენის წყალობა და ერეკლე მეფის ქალაქით გორს მიგებება ასრე კარგათ დახვდომა და ამდენის საჩუქრის მირთმევა რა იმერეთის თავადთა და აზნაურთა ჰსცნეს, გული გამოეცვალათ და მეტადრე იმერეთის უბატონობაში ვისაც თავისის ძალით სხვათ მამული დაეჭირა, რასაც დღეს არჩილი გამეფდა, ყველას თავისი სამკვიდრო მამულები უბოძა. ეს იმათ იწყინეს და წავიდნეს და ალექსანდრე მეფეს გორს კაცი და გულის შესაჯერები საფიცრები გაუგზავნეს და ეს ამბავი გორით მეფის ერეკლესათვის გაეგზავნა და მეფე ერეკლეს ეს სდომებოდა, ეს ამბავი ყაენისათვის მიეწერა. მეორეს დღეს სხვა ამბავი მოსვლოდა, თუ მეფემ ალექსანდრემ მთა გარდაიარაო. ჩაფარი გაეგზავნა, რომ მეფის ალექსანდრესაგან ამბავი მოეტანა, ჭალატყეს მოსწეოდა, იმ დღეს რომ იმერელთ შეფიცათ და გული შეჯერებინათ და იქით აყრილიყო და დიდის ლაშქრით სკანდას მისრულიყო და არჩილ მეფე ქუთაის არისო და გიორგი მეფე ახალციხეს არისო და ეს ამბავი ნაზარალი-ხანს ბედნიერის ხემწიფისათვის წინგნათ მოეწერა და ჩაფრის ხელით გამოეგზავნა. ხელმწიფეს ნამეტნავად იამა, ამისთვის რომ იმერლის მეფის ალექსანდრესი ნამეტნავად მწყალობელი იყო და თავისას ეძახდა და ჩაფარი რასაც დღეს მოვიდა, მესამეს დღეს თავ-დაბეჭდილი რაყამი მისცეს და ისრევე ჩაფრათ გაისტუმრეს, რომე კიდევ იქაური რაც ამბავი იქნებოდეს, მალ-მალე მოგვწერდენ.

* * *

[edit]

ქორონიკონს ტპ [1692], მკათათვის ა, სულეიმან ყაენმან თავისი ყორჩიბაში სარუხან მურთუზა ყული ხანის შვილი საჰნდლუ გათენებისას კარზედ იხმეს და როსტომ-ბეგ მდივანბეგს უბძანეს, გაუკითხავად თავი მოჰკვეთეს და ტანი სამს დღეს მეიდანში ეგდო და გასაკვირვებელი საქმე მისგან იქნა, ნამაზის ქნა დააცალეს და თავის მოსაჭრელად ხმალ-დაწვდილნი თავს ადგნენ, არც ფერნი გამოეცვალა და არც სიტყვა შეეცვალა, ნამეტნავად გულმაგრა და მხიარულად ხმალს ქვეშ წაუჩოქა და ასრე თქვა: „ღმერთი არის ამაში მოწამეო, რომ ერთგულობისათვისა მკვლენო, თორა და დანაშავებულობა არ ჩამაცნიაო. დოლბანდი გარდაგდო და შემოკრეს ხმალი და სისხლი გულის პირზე ჩაედინა და აივსო თავისის სისხლით ორივ მჯიღვი და გარდისხა პირისსახეზედ, შესძახა ღმერთსა: გევედრებოდესო უბრალოდ წამებული სული ჩემიო.

კიდევ ხმალი სცეს, ვერ გააგდებინეს და მცემელს უთხრეს: ხელიმც მოგეღებისო, მჭრელი ხმალი ეციო. ჰსცეს და მოკლეს და იქნა იმავე დღეს საქმე გასაკვირვებელი: ზაფხულის შუასგულს სიცხეში ასტყდა წვიმა და საზარელი ქარიშხალი, რომ ასის წლის ისპაანში გაზდილ კაცთ ასრე თქვეს: ამისთანას დროშიგანო ამ რიგი წვიმა და ქარიშხალი არც გვინახავსო და არცა გვასმიაო.

კაცი იყო ტანად დიდი, სახით შვენიერი, თავდაბალი, უხვ-უშურველი, კარგად მრჩეველი, მძიმე და აუჩქარებელი, ქრთამის არ ამღები, ყოვლის კაცის პატივსმდებელი, დაჭირებულთ მამხმარებელი, მლოცავი და მარხული, ღვთის მოშიშარი, ძველის ანბვების კარგა მცოდნე, კარგად სამართლის მქნელი. ასე შვენიერი და ტანად სრული, რომ ამის დროში ერანელთაგან არვინ შედრებოდა და ასეც ითქვა: ხემწიფემ ნამეტნავად ინანაო და ამის მეტი ვერვინ რა სცნა, რომ ბედნიერმან ხემწიფემან, ამ მოკლულის ყორჩიბაშის შვილს სმნანის ბატონის როსტომ მაჰმად-ხანს საიმედო რაყამი მისწერეს, რომ მამა თქვენიო სიტყვით მაწყენინებდაო და ის მოვაკვდინეო და შენ იმედოვნათ იყავო და შენს საბატონოს გაუფრთხილდიო და შენი ლაშქარი კარგად მორთეო და რაც საქმე გაქონდეს მოგვწერდეო და ჩვენგან დიდს იმედს ელოდეო. ამის მეტი დანაშავებულობა მისგან ვერვინ რა გაიგნო, სხვა ღმერთმან უკეთ იცის. იტყოდენ: ტყვილად მტრისაგან შებეზღდაო და განკითხვა არ ეღირსაოო, მაგრა ვინც რას დასთესავს, ის ამოუვა მთესავსა.

ამ დროს მაშათის ხანობა და მუთაველობა ნაჯაფ ყული-ხან ნაზარს მისცეს და ნაზირობის ჯანიშინობა იმის შვილს მაჰმად ჰუსეინ-ბეგს მისცეს. ამ დროს ასტარაბათის ხანობა ყაზა ხანის შვილს ჰაჯი ლუთვ ალი ხანს მისცეს და დიდის პატივით გაისტუმრეს და ორს წელიწადს ამას წინათ შხალი-ხან ეჰტიმადოვლე მიიცვალა, ყოვლისფერით კარგი კაცი იყო, მისი სიკვდილი ხელმწიფემ ნამეტნავად იწყინა და ორს წელიწადს ვაზირი არ დააყენა და მას უკან ვაზირობა მირზა თაჰრს ძველს ვაღა ნვისს უბოძა და ერთს წელიწადს ხელმწიფე თავის სასახლეში ლხინსა და შექცევას იყო, რომ ცხენს არ შეჯდა და ასეთი ბედ-ძრიელი იყო, რომ სითკენც მტერი გაუჩნდის უომრად გარდავლინდის.

* * *

[edit]

ფარსადან გორგიჯანიძეს ნამეტნავად ხელმწიფე სწყალობდა, იყო და ვაზირობასა და ქვეყნის სარჩევს საქმეს ჰკითხევდა და კარის უფროსს კაცთ შურდათ და გარდაეკიდნენ და მრავალი ტყვილი მოუგონეს და ხემწიფესთან შეაბეზღეს, ვითაც სახელო არა ჰქონდა და რასაც ხემწიფეს ბევრს არ მიართმიდა, არასა სთხოვდა და არცა ვისთან ხელი აქონდა. ვინც გარდეკიდის, წლამდისინ ვერ გაძლის.

შვილი ჰყვანდა, დავით სახელად, ყმაწვილი კაცი იყო და თექვსმეტის წლისას ბედნიერმან ყაენმა ბოქაულთუხუცობა უბოძა და სიყმაწვილით ლხინის მოყვარული იყო და ამაყი და შეუპოვარი იყო, რამდენჯერ ხელმწიფე ცხენს შეჯდის, იმდენჯერ მამის მისის მტერობით დააბეზღებდიან და ხელმწიფე არ შეიბეზღებდა.

აბულ ყასუმ ხანის შვილებს ყაენის ყულისათვის ცემა დაეწყო, იმას დაეძახა: „დაუთბეგო, მიშველე თუარ მამკვლენო, შენც ყაენის ყული ხარო.“ მიშველებოდა - რასთვის მოჰკლავთო, ყაენის ყული არისო. ამისთვისაც წამოეშინა. ისინი ოთხნი ძმანი ყოფილიყვნენ და დავით-ბეგ მარტო. ამასაც ჯოხით ეცადა, ოთხთავეთათვის თავ-პირი დაემტვრივათ და მეჩიტში შეეხვეწნა და ყაენის ყული მოერჩინათ. ვითაც ძველით ყორჩნი ყაენის ყულების მტერნი არიან და დროს ეძებენ, რომ ყულები ამოაგდონ და როგორც ძველით ხელმწიფის ოჯახისათვის უმუხანათებიათ, ისრევე ქნან. მაგრა ყულების შიშით ვერ იქმენ.

თვითან ამ აბდულ-ყასუმ-ხანის მამამან ჯანიხან ყორჩიბაშმან შემოფიცა რაც ყორჩში ხანი, სულთანი, ბეგლარი და თავნი კაცნი იყვნენ და დილის ნამაზის დროს მიუხდნეს მირზა თაყის ეჰტიმადოვლეს, წაუშინეს და მოკლეს. იქით დაბრუნდნეს, რომ ყაენი მოკლან და თვითან გახემწიფდენ. ამბავი დაახვედრეს, რომ სიაოშ-ხან ყულარაღასი შეყრილი კარზედ არისო. რაც ეწადათ ის ვეღარ ჰქნეს, ყაენის დედას არზა შეუგზავნეს, ხემწიფის წახდენას უკან იყო ეჰტიმადოვლე - რომ თავისი ძმისწული მირზა ყასუმ გაეხემწიფებინაო და ჩემი ქალიც ამისთვის შერთო მირზა ყასუმსო და ამ მუხანათობაში ჩვენც უნდოდა გავერიეთო, ამისთვის მოვჰკალით, ხემწიფის ბძანება რა იქნებისო.

ხემწიფის ბებია ჩერქეზის ბატონის ქალი იყო და ნამეტნავად ჭკვიანი და მცოდინარე ბატონი მანდილოსანი ბძანდებოდა. შიგნიდამ მადრიელობის წიგნი და ხალათი უბოძეს და ავაქილეს - ვინც გინდა ეჰტიმადოვლად დასვიო. მესამეს დღეს ხალიფა სულთან ეჰტიმადოვლედ დასვეს და ჩანი ხანს ასრე ეგონა: ამის ვეზირობით რასაც მინდა იმასა ვიქო. მაგრა მიფარვით ყაენის ბებია ამათ ამოწყვეთას უკან იყო, ქართულად სიაოშ ხანთან წიგნი მოეწერა: ნუღარ აგვიანებო, არამც კიდევ ამათ დაგასწრანო. ვისაც ენდობოდე ქართველის შვილებსაო, უბძანეო, ყოველ ღამესაო იარაღით ქეშიკში მოვიდნენო და ვისაც ენდობოდეო, ყორჩის ბატონებსაც შეატყობინეთო და ვინც ყორჩიბაშის კერძნი იყვნენ, ცოცხალს ნუ გაუშვებო. ამ რჩევას ფიცით ბიჯირლუს მურთუზა ყული-ხანს და ალი ყუბათ-ბეგს ჰარმიშ ეშიკ-აღას გაუტყდენ და მეშვიდეს ღამეს ქართველთ საპატიოს კაცის შვილები იარაღ შემორტყმული ხელმწიფის ქეშიკში მივიდნენ. მეორეს დილას ჯანი-ხან ყორჩიბაში თავისის კერძის ხანითა და სულთნით წინადურათ ამაყად და შეუპოვრად კარზედ მოვიდა. მაშაია რომ გაიხადა, მსხდომნი წინ წამოეგებნეს. იმას ასრე ეგონა, პატივს მდებენო. მურთუზა ყული-ხან ბიჯირლუმ ჯანი ხანს ყორჩიბაშს საყელოში ხელი წასტაცა და შეუძახა: მუხანათო, ვისის ბძანებით ხემწიფეს ვეზირი მოუკალო. ხანჯალი ჩასცა და წააქცია. ნაღდი ხან დაუძახა: ყოჩრებო, თავს უშველეთ, გვიღალატესო. ამ დროს სიოაშ-ხან ყულარაღასმან ყულებს შეუძახა: რას უდგახართო, წაუშინეთო. ფიცხლავ წაუშინეს და ოცდა ოთხი ხანი, სულთანი და ბეგლარი დახოცეს და ამათი მძოვრი მეიდანში გაყარეს და საქონელი და სალარო და მორჭმა ქონება მათი სახემწიფოდ წამოიღეს და ყორჩიბაშობა ბიჯირლუ მურთუზა ყული-ხანს მისცეს და ნაღდი-ხანისა და თავისის შვილის ზეინალ-ხანის ნაქონი ქოჰგილუს ბეგლარბეგობა და სიაოშ-ხან ყულარაღას მისცეს და მანამდისინ შაჰბას ხემწიფე ცოცხალი იყო, ამათი სახელი მუხანათობით იხსენებოდა და რა შაჰ-სულეიმან გახელმწიფდა, ორ გულობა აღარ-ვის უხსენა და ჯანი-ხანის შვილს აბულყასუმ-ხანს ჰამადნის ბატონობა მისცა და იქიც მუხანათობისათვის დააჭირვინეს და ისპაჰნს ჩამოასხეს და ბევრი შვილები ჰყვანდათ და ყოველ დღით ბოზობასა და ავკაცობაზედ შუღლობდენ და არც-ვინ ახსენებდა.

ვითაც ფარსადანის ავნი იყვნენ, აბულ-ყასუმ-ხან ყაენს არზა შეუგზავნა: „რომ ფარსადანის შვილს დავითს ჩემი ოთხი შვილი დაუჭერაო. ყაენმან დივანბეგს უბძანა: სამართალი უყავო. ვითაც ხმლით დაჭრილი არ იყვნენ, დავით შუღლის აშორო არა თქვა და დივანბეგს ამაყათ პასუხი მისცა, რომ ისინი ოთხნი მცემდენო და მე მარტოკა ვიყავო, მე უნდა ვჩიოდეო. დივანბეგი გასწყრომოდა და ეთქვა, ბეჭებს ამოგართმევო. იმას ეთქვა: ყაენის თავი კარგად იყოსო, შენ მე ბეჭებს ვერ ამამართმევო. ამისის ჯავრით მრავალ გვარათ შეაბეზღა და ხემწიფემ დააჭირვინა და ისპაჰნის მოვრავს მიაბარეს და ვითაც შვილი მოვრავი იმ პატივით ინახევდა და ისევე მაბეზღართ ხემწიფისაგან იპატივეს და დასტური აართვეს და ადრებეჟანისაკენ გაისტუმრეს და კიდევ მამის მისის მტერებმან წინ კაცი გაგზავნეს, ყასუმ აბადს შუღლი დაუწყეს. თვითან ცხენით გაეცალა, ყუმს მივიდა, მხლებლები დაუჭირეს და საქონელი აუკლეს და თვითან ყუმს წავიდა და იქაურს უფროსებს მოახსენა და რაც ძალი და უსამართლო დამართებოდა მუჯაალა დაწერინა. მანამდისინ მუჯალა მოვიდოდეს, მტერებმან მრავალ გვარათ ტყვილად შეაბეზღეს, იასაული გაუძახეს და კარზედ იხმეს და სამართალი უყვეს და ვერა დატეხეს რა და მობეზღარნი შეშინდნენ და ტყვილნი მოწამენი იქირავეს და სამართალში მოასხეს და პრჭეთა და მოსამართლეთა გასწირეს სული მათი და გმესა სამართალი ღვთისა და მიუდგნენ მტყუნს მობეზღარსა, ამისთვის რომე არამც ხემწიფემ ტყვილის მოხსენებისათვის წახდინოსო და დავითის მამა ხელმწიფესთან კარგი ყმა არისო და თავის შვილს უშველისო. ყაენს მათი ტყუვილად განბრჭობის წინგნი შეუგზავნეს.

აქა ფარსადან თავის შვილს დავითს ასწავლის

[edit]

აქა ამბავი თვალ-დამწვრიანთა

[edit]

პაპა კახის ბატონებისა თეიმურაზ ყოფილა და მის უფროს შვილს დავით რქმევია და უმცროს გიორგი. უმცროსი ძმა ათაბაგის ქალის შვილი ყოფილა, დავით ჩერქეზის ქალთან ჰყოლებია. უმცროსი ძმა გაუზდია და კარგი ცოლი შეურთავს და ბატონად დაუსვამს. ასრე მოუხსენებია უმცროსის ძმისათვის, რომ ერთს ქვეყანაში ორი ხელმწიფე არ იქნებისო, რაც გემეტებოდეს მამული მამეცო. კახეთის მეხუთეთამდისინ მამული მიუცია, საყვარელი ძმანი ყოფილან. დავით მამაცობაში ნაქები ყოფილა, უხვი და უშურველი და მსმეველ-მჭმეველი და კაცთ-მოყვარული და ყველას გამწყო კაცი ყოფილა და კახნი ბატონის შვილობისათვის ემსახურებოდეს.

ეს ჩოლაყაშვილებმა ბატონს გიორგის მოახსენეს: კახნი შენს ძმას ემსახურებიანო, არ ვიცითო, თუ რა სწადიანო. სჯობსო, რომ თვალები დასწვათო. ბატონს ებძანებინა: ამაში ღმერთი რას კარგს მიზამსო, გამზარდა, დამაქორწილაო და უფროსი ძმა იყო და თავისი ხელმწიფობა მე დამანება, რის გზით გამოვიმეტებო. მაგრა არ დაესხნეს, სიდამდისინ თვალები არ დააწვევინეს და ამდენი სინათლე შერჩომოდა, რომ ხის ძირში მწოლეს ხიდამ ისრით ტრედი ჩამოუგდია. რა ეს შეუტყვია ჯარისათვის უთქვამთ: ასეთი წამალი დადევო, რომ სინათლე წაუხდინო, რომ ვეღარას ხედევდესო. ჰაქიმსაც მათი თქმული უქნია და შენარჩომი თვალის სიმართლე მეორედ წაუხდენიათ და ბატონი დავით ყაენსთან მოსრულა ორის შვილითა.

შაჰთამაზ ყაენს კარგის თვალით უნახავს და უბრძანებია: კარგი შვილები გყვანანო. ერთს შვილის გვერდი ფიქალი ჰქონებია. ერთი ძრიელი კაცი მამაცი ცხენოსანი ჰყოლებია და ასრე უბძანებია: შენს შვილს იმას შევაბამო. თუ ჩამოაგდებსო კახეთს მივცემო. თვალდამწვარს მოუხსენებია - „აგრე იყოსო. მაგრა ჩემი შვილი მისანდოს ცხენს შემისვითო:“ თავილიდამ ცხენები მოუსხამთ, არც ერთი მოსწონებია და ერთი კიდევ სხვა ცხენი მოჰგვარეს, ის მოიწონა და თქვა: ეს ჩემის შვილისათვის კარგი არისო“ და შვილი გასწავლა და ასრე უბძანა: „შეჯექ ამ ცხენსაო და შუბი აიღე და ფარი მზათ დაახვედრეო, რომ შუბის შემოცემა არ დაგასწროსო და შეუსხამთ ორნივე ცხენებსა და მაედანში გასრულან და ქვეყანა სათამაშოდ იქ მოგროვებულიყვნენ, და ყაენმან იმ ცხენოსანს უბძანა: „თუ გარდმოგაგდებსო, თავს მოგკვეთო და თუ შენ ჩამოაგდებო, ნუ მოჰკლავო:“ კახმან ბატონისშვილმან გარდმოაგდო, თავი მოჰკვეთა და ყაენთან მოიტანა. ყაენმან კახეთი საჯილდოდ უბოძა და ფარი ფლურით აუვსო და ქართლს წაიღო და იმით სოფლები იყიდა. „სიდამდისინ კახეთი დაიჭიროო, ქართლს იყავო.“ უწინ დირბი, ბრეთი და ბებნისი იყიდა და ერთს შვილს ციციშვილის ქალი შერთო და მეორეს შვილს ფალავანდისშვილის ქალი შერთო და თავადები მოხმარებიან და დირბს მაგარი ციხე აუგია. მერმე კახს ბატონს უთქვამს: „თუ ის ქართლს არისო, არ მოგვასვენებსო, კახეთს წამართვამსო.“ ადგა და მეფეს ლვარსაბს მოციქულები და მრავალი ფეშქაში და აბრეშუმი გაუგზავნა და ასრე შესთვალა: „ყოვლს ახალს წელიწადს ამდენს საპალნეს აბრეშუმს მოგართმევო, დავითს ჩემს ძმას დირბის ციხე დაუქციეთო და თქვენს მამულში ნუ დააყენებთო და მისი მამული მისს ძმას რამაზს მიეცითო.“

ამათაც დაუჯერეს, დირბის ციხე დაუქცივეს და მისი მამული მის ძმას რამაზს მისცეს და დავით იმერეთს მეფესთან მივიდა და იმან ზემო ქართლში ნული, თორმანეული, ღვერთეთი, ფლევი, ქანბადი, ცხეთას-ჯვარი, მოხის რუისის გლეხები და საყდარი სასაფლავოთ, აზნაურნი და ხერხაულიძენი და ტატიშვილები მიუციათ.

რამაზ ბაგრატ მეფეს მოსწონებია და ეს სოფლები შაჰტამაზ ყაენის ნაბოძების ოქრო ვერცხლით უყიდიათ და შაჰტამაზ ყაენი მამკვდარა და ესენი ქართლს დარჩომილან და კახი ბატონი შვიდის ათასის კაცით ნასყიდს მამულში მიუხდა და იმათ მუხრანის ბატონი მოსდგომიან და იმათ შვიდასი კაცი შეეყარათ და შვიდს ათას კაცს შემობმოდენ და გაემარჯვებინა და იმერელმან მეფემ რამაზს ქალი მოსცა და ქართლსა და იმერეთში იმის უკეთესი კაცი არ იყო და სახელმწიფო კარგი ზითევი მოჰყვა, სამცხესაც მამული მიუცია და შვიდი ვაჟი უშობია მეფის დასთან: - კოსტანტიელა, ელიზბარ, სიაოშ, გიორგი, დავით ბოქაულთ-უხუცესი ყოფილა და სიაოშისათვის სვიმონ მეფეს ყლიჯყორჩობა მიეცა და გიორგი იმათი უმცროსი ძმა გაეგდოთ და ერთი მსახურიც არ მოსცეს. მაგრა საცა მეფე წავიდის, თან გაჰყვის. ვინც ნახევდა, იკითხევდა, თუ ვინ არისო. მეფე ბძანებდა: "რამაზის უმცროსი შვილიაო.“ ყველანი მრავალს მისცემდენ. მაგრა ნამეტნავად უყმობას შეწყენილიყო.

დედა მისი შავშეთის ბატონის ქალი ყოფილა, მეფის ქალის შვილი იყო, სამცხეს სამშობლოსას იყო და გიორგიც დედასთან წავიდა, ვითაც ბერათ შეეყენებინათ. დედას გაუტყდა ასრე მოახსენა: "დედავო, ბერობა არ შემიძლიაო.“ ამის თქმისათვის დედა გაუწყრა და შვილი შემოსწყრა და მამიდასთან წავიდა. მამიდას ბიძაშვილი ავადმყოფი ჰყოლია და იმას ერთი კარგი ცოლი ჰყოლებია, გიორგი უნახავს და შეჰყვარებია და ასრე უთქვამს: "შენისთანა კარგი და ლამაზი ვაჟი კაცი რასთვის უნდა ბერად იყოსო, ღმერთმან შენი თავი მე ქმრად მამცესო, თორადა მამის ჩემისა ამდენი მამული და სოფლები და საქონელი დამრჩომიაო, რომ შენ გეყოფისო და ასი ყმაც შეინახო მაინც კმარაო.“

დედაკაცს ნატრა აუხდა, იმ ავადმყოფობისაგან ქმარი მოკუდა და ბერი გაიპარსა და ცოლად შეირთო და სამცხეს დარჩა სიმამრის მამულზედ მორჭმული და მოვლენილი. ძმათაგანა გაღარიბებული, უყმოთ გაგდებული, ღმერთმან ხელი მოუმართა და აღარავის ამარას არ გახადა.

Повествование о царе Георгии и царе Эрекле

[edit]

Когда имеретины взяли царя Александра и посадили в Имерети, царь Георгий и Арчил ушли в Рачу. Оттуда царь Георгий отправился в Одиши, из Одиши — в Гурию, из Гурии прибыл в Самцхе и остановился в Ошоре. Царь Эрекле обо всех этих действиях царя Георгия сообщил шаху, как он никак не мог утихомириться во враждебности к царю Александру. Поэтому шах Сулейман подготовил дары для хондкара:...

...ძვირფასის თვალ მარგალიტ, მურასა და ნაქსოვი მრავალი ძვირფასისა და ცხენები ბედაურები მურასით შეკაზმული და ერთი სპილო ოქროს ტახტითა და სხვა იარაღით შეკაზმული, განჯის ბეგლარ-ბეგის უღურლუ ხანის შვილს ქალბალი-ბეგს მიაბარეს და მასაც მრავალი უბოძეს და დიდის მორთვითა და მოკაზმულობით გაისტუმრეს და დიდის ქებით წიგნი მისწერეს და ასრე ჩაუწერეს, რომე ჩვენი ყმანი შაჰნავაზ მეფის შვილები, შაჰნაზარ-ხან კახეთის ბატონი თქვენს მამულს იმერეთს ეჭიდებოდა და ქართლის მეფე გიორგი ძმას ეხმარებოდა და ზოგთ იმერეთის თავადთ თავიანთ მემკვიდრეს მეფეს ალექსანდრეს წასვლოდენ და შაჰნაზარ-ხანს მოსვლოდენ, ვითაც ჩვენსა ხონთქარს შუა წყობა იყო და ხონთქარის მამულს ეჭიდებოდენ, ორთავ ძმათ ბატონობა წავართვით და ჩვენის სახელმწიფოს გავჰხადეთ და რაჭის ერისთავმან შეიხიზნა და უფროსი ერთნი თავადნი, თავიანთ მემკვიდრეს ბატონს გარდაიბირეს და გიორგი მეფე ახალციხის ფაშისას მოვიდა და ქრთამის მიცემით ხემწიფეს ტყუვილად გააშინჯვინეს და მემკვიდრე ბატონი წაახდინეს და თქვენის შეწყენის გულისათვის ჩვენგან გამოგდებულს შაჰნაზარ-ხანს უშოვნეს და მეფეს ალექსანდრეს თქვენს კარზე მოსვლის გზა შეუკრეს, ღონე გაუწყვიტეს და ჩვენ შემოგვეხვეწა, ახლა ამას მოველით ხემწიფისაგან, რომ ვითაც საქართველოს ბატონებში უჩხუბარნი ყოფილან და მტრის სახლში არ მისულან, ჩვენი სახელმწიფოც თქვენია და ამას მოგელით, რომ იმერეთი თავის მემკვიდრეს ბატონს ალექსანდრეს უბოძეთ და ჩვენს გამოყრილს ყმებს თქვენს მამულში ნუ დააყენებთო.

მისვლა ქალბალი-ბეგის და ხონთქარისაგან დიდის პატივის მიპყრობა

[edit]

რა ყაენის ფეშქაში ხონთქარს მიართვეს და წიგნები წაიკითხეს. იამა ხონთქარსა და ყაენის გულისა-თვის იმერეთი თავის მემკვიდრეს მეფეს ალექსანდრეს უბოძეს და ხათიშარიფი ახალციხის ფაშას თავისის ქემხის ხელით თბილის ქალაქს მეფეს ალექსანდრეს მოუტანეს და ქართლის მეფემ ნაზარ-ალი-ხან საბატონო მოურთო და გაისტუმრა, ახალციხეს მიიყვანეს, და ურუმის ლაშქარი შემოეყარა, იმერეთს ჩაიყვანეს და ქუთაის გააბატონეს და არჩილი გაეცალა და გიორგი მეფე ხონთქრის ბძანებით ახალციხის ფაშამ დაიჭირა და ციხეში აპატიმრეს და ციხიდამ წამოუვიდა და არაგვის ერისთავი და ქსნის ერისთავი და გივი ამილახორი და თამაზ ბარათიანთ სარდალი გართდენ და სრულ-ქართველნი მათის შიშით მიუვიდნენ და ნაზარ ალი-ხან კოჯრით ქალაქის ციხეში შევიდა და ეს ამბავი ყაენს მისწერეს და აბასყული ხანისათვის გიორგი მეფეს მოეწერა:

„რომე მე ყაენის ყული ვარო და ხელმწიფის კარზედ ჩავალო:“ და დღეს-ხვალობას უთვლიდა და თავისის ძალით ქართლი დაეჭირა, რის ჭკუვით ჩამოვიდოდა.

მაგრამე ერთმანერთს აბათილებდეს და აბას ყული-ხანს მოეწერა: „ერეკლე მეფისა და ამათი სიტყვა ერთი არისო, თორა და ქართლის მეფე ერთს გაგდებულს კაცს რას თვის უომრად ციხეში შეეხვეწაო, უწინც დაბეზღდა, რომ იმათი და ამისი საქმე ერთი არისო და არას კაცს მათთან მისვლისა და სამსახურსა და მირთმევას არ უშლისო.“

ამის-თვის იქნა რომ ერეკლე მეფე ერთი ალალ-მართალი კაცი იყო და ყოველს კაცს დაუჯერის და ორგულისა და ერთგულის გარჩევა არ იცოდა და იმათი გაზდილი თათრის შვილი ივეზირა და ასრე შევიდა, რომ იმის უნებურად მეფე წყალსაც ვერ დალევდის და რასაც ერთგული ყმა ჰყვანდა გაუავგულო და რაც შაჰ-ნავაზ მეფის შვილების კერძნი იყვნენ ისინი დააკეთეს და სახასოები ასრე გააცემინეს, რომ უფროსი ერთს ხანს სასმელ-საჭმელს ვერ იშოვნიდა და ხუთი ათასი თუმანი მოსავალი ასრე გაუცუდეს, რომ გამოსაცვლელს ტანსაცმელს ვერ იშოვებდა და გიორგი მეფესა და არჩილ მეფეს სამსახურს არვის დაუშლიდა და ყაენის ნაბოძები რაც აქუნდა, ყველა ქართველთ დაუყო.

მაგრა ვერ ვინ შეაშინინ და ყველამ უღონობა დასწამა და ვისაც რამე მისცა იმათ ასრე თქვეს: „ეშინიანო ჩვენგანო და ქრთამად გვაძლევსო:“ და ამხანაგურად დაუწყეს ხუმრობა და ენა შეაჩვიეს და შვიდამ შიში ადგა და აღარვინ შეეპუა და გურგინ მეფე ჩამოიყვანეს და ყველანი მოივიდნენ და ერეკლე ქალაქის ციხეში იყო, გიორგი მეფე კოჯორზედ იდგა. იქიდამ ჯარი გამოუძახა, ქალაქის ციხეს ხელ-თოფი დაყარეს და ციხიდამეც თოფი დაუშინეს და დააბრუნეს.

* * *

[edit]

აბა ჭკვიანნო და მცოდინარენო ყური მამიგდეთ და კარგათ გაშინჯეთ, რომ საბოლოთ მარგებელია.

ჰაჯი ალი ხან ზანგანა ხორციელი ეშმაკი იყო და ბიძა ეჰტიმადოვლეთ ჰყავდა. ყაენის ნაზირიც მოიყენა და ქართლს ჩაფრად წასვლით და მრავალის ტყვილის ანბვის მოტანით თავრიზის ბეგლარბეგობა და საქართველოზე სარდრობა იშოვნა და დიდის ლაშქრით ათს წელიწადს ხან იელახს ავიდის და ხან ყშლახს ჩამოვიდის და ქვეყანას ცრცვდის და აღარ ვისმე რამე შეარჩინა და ხელმწიფეს ტყვილის წერით ატყუებდის.

და გიორგი მეფემ შვილი და ძმა ყაენთან გამოგზავნა და თავის სამართლებელი არზები მოსწერა. ვითაც ეჰტიმადოვლე შხალი-ხან გიორგი მეფისა ავი იყო, აღარ გაიკითხეს, ქართლის მეფობა ბატონის თეიმურაზის შვილის შვილს მისცეს და ლევან და ბაგრატ ჰერათს გაგზავნეს და ლვარსაბ ქირმანს და გიორგი მეფეს საიმედო რაყამი მისწერეს, რომ თქვენი საბატონო ნაზარ ალი ხანს მივეცითო და თქვენ ჩვენს კარზედ ჩამოდითო და ჩვენგან დიდი იმედი გაქონდესო.

ვითაც სარდარს გიორგი მეფის ჩამოსვლისა ეშინოდა, აჰმად ხან ბეგ მიქრის უზბაში გიორგი მეფესთან გაგზავნეს და ასრე მოახდინეს, რომ გიორგი მეფე აღარ მოვიდა და უომრათ გაეცალა და ნაზარ ალი ხან გაბატონდა და ყიასა სარდარმან ვეზირათ დააყენა და ასრე დააბარა, რომ განჯის ხანის წახდენასა და ნაზარ ალი ხანის დატყუებას ეცადეო, რომ ჩემი ნამსახური გამოჩნდესო.

ნაზარ ალი ხანს ამით შეუვიდა, რომ არჩილის ქება და კერძობა დაანახა და იამა და თავისი სამეფო იმას მიაბარა და განჯის ხანი აბას ყული ხან კახეთის ბატონი ამით დაატყუა, რომ რა გინდ ცუდი ანბავი ყოფილიყო, ყიასა თვითან მივიდის და ისიც დაატყუა და ერეკლესი ასრე მოახდინა, რომ მარტოკა ქალაქის ციხეში შეახვეწა და აბას ყული-ხანისა რაც მოხდება, ამას უკან დაიწერების და თავადები შემოიფიცა და თვითან ნაზარ ალი ხანთან დადგა, რომ რაც ყაენით ანბავი მოუვიდეს, გიორგი მეფეს გაუგზავნოს და თავადთ, რომელთაც ერეკლესაგან მრავალი წყალობა სჭირდათ, ისინი წაუვიდნენ და გიორგი მეფეს მიუვიდნენ და ამისთვის ხმა დაუგდეს, რომ ერეკლე მეფე იმათი კერძი არისო და ყიასას ვაზირობით ეს დაემართა, რომ ორგულობა და უღონობა და ხელგამოუსვლელობა დასწამეს და ასრე ბოლო მოუღო და კიდევ მისს სიტყვას არ გარდვიდის და ასრე დამჯერ იყო მისის სიტყვისა, რომ საცა თავისი და ყაენის ერთგულნი ჰყვანდა, ტყვილის ბეზღობით ყველაკანი შეაძულვა, ასრე რომე აღარსით ერთგული და მოკეთე აღარ ჰყვანდა, არც თავისი მემკვიდრე, არც მეყვისნი და არც ნათესავნი, არც მუსაიბნი და არც მეცნიერნი, ნამეტნავად ფარსადან გორგიჯანიძე ერთგულობაზედ მრავალ გვარად ვალდებული და ნამსახური. ასე მოახდინეს, რომ წინგნის არ მიწერითა და საქმის შეწყენითა იმასაც გული გაუავეს და არსით ერთგული და მომხმარე არ შეარჩინეს და მაშინც ვერ შეიტყო და ამ რიგათ გაურიგა კარგმან ვეზირმან სამეფო სახლი და საბატონო და ამას უკან რა მოხდების, ღმერთმან უკეთ იცის და მაშინც ვერ შეუტყო ვაზირს ორგულობა და ხემწიფეს ასრე აცნო, რომ იმათი კერძი არისო და მერმე ხელით ბატონობა არ გამოუვაო და უკადრისსა და ხემწიფის საწყენს არზებს მიაწერინებდის.

მაგრამე ფარსადანს ყაენისათვის მოეხსენებინა, რომ ნაზარ ალი ხანის ვაზირი ყიასა გიორგი მეფის გაზდილი არისო და იმისი ურჩევნიაო და ჰაჯი ალი ხან სარდარმანც ამისთვის ნაზარ ალი ხანს ვაზირათ დაუყენაო, რომ საქართველო არიოსო და კახეთის ბატონი აბას ყული ხან აცდინოსო და კახნი დატყუოსო და ისინიც არიოსო, რომ სარდრის სამსახური გამოჩნდესო და ნაზარ ალი ხანისათვის მოუხსენებიაო, რომ თქვენი ცოლ-შვილი ფარსადან არ გამოაშვებინაო, ამისთვის წინგნს აღარ მამწერსო, მაგრა ხემწიფის ერთგულია ნაზარ ალი ხანო და აქამდისინ თავი არ დაანებესო და ხან სარდრის ბძანებას ქვეშ იყო და ხან აბას ყული ხანის ბძანებას ქვეშ იყო და თავისი ვაზირიც კარგს საქმეს უშლიდა და ავს კი ურჩევდაო და ამით ერთგულიც გაორგულდაო და კოჯრით ქალაქის ციხეში შემოახვეწაო, რომ ხემწიფეს მისი უღონობა აცნოსო. თორა და ხემწიფეს მოეხსენებისო, რომ ერეკლეს არც ხემწიფე სწყალობდაო და არც ქართლი უდგა და არც კახეთი ჰქონდაო, მარტოკა თუშითაო ორჯელ შაჰნვაზ მეფეს შემოებაო და თუ ხემწიფე თავს დაანებებსო და აბაზ ყული ხან კახეთის ბატონი არ დაუმარცხებსო, კახეთითა და თუშით და მთის კაცით გარდახდევინებსო და თუ ხელმწიფე ბატონობას წართვამსო, ესენიც მათ მიუდგებიანო და უფრო გაძრიელდებიანო.

და ვითაც შიხ ალი ხან ეჰტიმადოვლე მიცვალებულიყო და მირზა თაჰრ ძველი ვაყანვისი ეჰტიმადოვლეთ შექნილიყო, ამის ცდაში იყო, რომ შხალი ხანის ნაქმარი საქმები ავათ გაშინჯოს ხელმწიფეს. საბოლოს არა შინჯევდა, ამისთვის რომე თავათ იყო ოთხმოცდათის წლისა და მერმე ასეთი მექრთამე იყო, რომ სხვა მისებრივ არც ძველით და არც ახალი მისებრივ მექრთამე არ გაგონილიყო.

და რა კარის მებატონედ ვაზირი ასრე მექრთამეთ ნახეს, მათაც ქრთამის აღება დაიწყეს და ხემწიფე ლხინის მოყვარული იყო და ვაზირს მექრთამეობისათვის პატივი ახადეს და მის ნათქვამს აღარვინ დაუჯერებდიან და აირივნეს კარიცა და ნაპირის ალაგიცა.

რა ქართველთ ეს იცნეს, რომე ქრთამით საქმე გარიგდების, ვინც ერთი ტყვე მოჰგვარის, რაც უნდოდის გაირიგის და ხემწიფისას არას ნაღვლობდის. ერთს წელიწადში თვითან და თავისი შვილნი და მეყვისნი და ნათესავნი ასრე მორჭმულნი და საქონლიანი შეიქნა, რომ სხვათ ეჰტიმადოვლეთ ოცს წელიწადში ვერ ეშოვნათ, მღთის შიში არ აქონდა და არც განკითხვა სწამდა და რა გინდ გლახა კაცი ენახა ხელში მზერას დაუწყებდა და თუ მისთვის არა მოეტანა რა, ტუქსვასა და გინებასა დაუწყებდა.

ქართლით ბარათაშვილი ლვარსაბ ჩაფრათ მოვიდა და ლაშქარი და მიშველება ეთხოვნა ნაზარ ალი ხანს და კახეთის ბატონი აბას ყული ხან გიორგი მეფეს ეხმაროდა და ეჰტიმადოვლე და უფროსი ერთნი კარის ბატონები განჯის ხანის საქმით გიორგი მეფეს ეხმაროდეს და შხალი ხანის შვილი შაჰყული ხან ყორჩიბაში და თაჰრანის ხანი ეშიკაღას ბაში ხემწიფეს ასრე გაშინჯვეს, რომ გიორგი მეფე ურუმთ ტყვეთა ჰყვანდაო და იმათ გამოეპარაო და თავისის ძალით ქართლი დაიჭირაო და ერთმან ახალციხის ფაშამანო შაჰნაზარ ხან იმერეთით გარდააგდო და ხონთქარმან თქვენის გულისათვის იმერეთი თავის მემკვიდრეს ბატონს მეფეს ალექსანდრეს უბოძაო და რა ცოცხალა თქვენი ერთგული არისო. რისაგან იქნასო და ან რა გაგვიჭირდა მაგისთანაო, რომ ერთმან თქვენგან გაგდებულმან ყულმანო ძალად საბატონო წაგართვასო.

ხელმწიფემ ამათი თქმული მოიწონა, მაგრა ქალბალიბეგს უღურლუ ხანის შვილს ელოდენ, რომ ხონთქარსთან ელჩათ წასულიყო და შაჰნაზარ ხანც იმას გაეგდებინა და იმერეთი ისევე მეფის ალექსანდრესათვის ეშოვნა და გიორგი მეფე დაეჭირვინა და წამოსვლოდა და ხუთნი თავადნი მისვლოდენ - გივი ამილახორი, არაგვის ერისთავი გიორგი და მისი ძმა ბარძიმ და ქსნის ერისთავი დავით და ბარათაშვილი თამაზ და ამათის ძალით სხვანიც მისვლოდენ და უომრად მეფე მისმან კარგად მრჩეველმან ვეზირმან ქალაქის ციხეში შეახვეწა, თორადა სხვა თავადნი ყაენს არ წაუვიდოდნენ.

ამისთვის უბძანებია ალექსანდრე მაკედონელსა, რომ სხვათა ხელით ეკალი უნდა კრიფოსო. თორადა სხვა დიდი საქმეო არც ძმასა და შვილს უნდაო ანდოსო, რომ მათაც თავისი ურჩევნია შენსაო და ბევრსა ჰკითხო ზოგს ერთგანო და ზოგთ ცალკე ცალკეო და ჭკუითა და საბოლოს საქმით გაშინჯეო და რომელიც გიჯობდესო ასრე ჰქენო და დღევანდელს საქმეს სახვალიოთ ნუ მიაგდებო და გულის პასუხს გათავებამდისინ ნურვის ანდობო.

რომ ერთს დიდს ხემწიფესაო, ორი ვაზირი ჰყვანდაო, ერთი ნამეტნავად ერთგულიო და მეორე ნამეტნავად ორგულიო. ის კარგი ვაზირი ტყვილის მოგონებით შეაძულვაო და ხემწიფის ცოლი სხვას თავის კერძს და ხემწიფის ნათესავს შეაბირაო და ხემწიფესთან თავისივე ცოლი მისად წასახდენლათ მოიყენაო, ორგულები გამდიდრაო და ერთგულები წახდენინაო და კარგად მრჩეველი და ერთგული ვაზირი ტყვილის მოგონილობითო და ცოლისაგან ბეზღობითა და თვითან დამოწმებით საქმე ასრე გაუხადეს, რომ მართალს არას დაუჯერებდის და მოსაკლავად მოინდომა და ისიც ხემწიფის ორგული ვაზირი მოეხმარა და ასრე მოახსენა: მრავალგვარად ნამსახური არისო და დიდის ხნისა არისო. ხემწიფემ აზატი ქნასო, ერთს ალაგს დაჯდესო, ხემწიფის მლოცავი იყოსო. დაუჯერა და ვეზირი თავის სახლში მჯდომარე შეიქნა და აღარას საქმეშიგ აღარ გაერივის.

ცოტა რამ ხანმა გამოიარა, ორგულმან ვაზირმან მიმალვით ჯარი დედოფალსა და მის საქრმოს შეაფიცა, ასრე უთხრა: მეფეს შორეს სანადიროს წავიყვანო და შენ იქორწილეო და სალარო გახსენო და ყველას მრავალი უბოძეო. რა ეს ამბავი ნადირობაში მოგვივაო, მეც თან გავჰყვებიო და გარდავახვეწებო და ვინც ხემწიფესა გამოჰყვებისო, თითო თითოს აქავ გამოგიგზავნიო და მათ უკან მეც წამოუვალო. მუხანათის ვეზირის ნარჩევი ავგუარმა და ავსაქციელმან უნამუსომ დედოფალმან გაათავა და ეს ამბავი ნადირობაში მეფეს მოუვიდა და მუხანათმან ვაზირმან სხვა რჩევა აღარ დააცალა, თვითანც თან გაჰყვა და სხვას ქვეყანას გარდახვეწა, ჯარიც გაუორგულა და თვითანც წაუვიდა.

ხემწიფე აბდლად შეიკაზმა და მარტოკა ქვეყნის ტარება დაიწყო. ერთს მეცხვარესთან მივიდა. ნახა რომ ერთი ქოფაგი ძაღლი დაუკიდნია და ძალზედ სცემს და ერთს სხვა ძაღლს ხორცს უჭრის და აჭმევს. ჰკითხა მეცხვარესა: რისაგან არისო, რომ ერთსა აგრე ძალსზედ სცემო და მეორეს აგრა კარგად ეპყრობიო.

მეცხვარემ ასრე მოახსენა: ამას რომ ვსცემო, ძუ მგელი შეიყვარაო და როსაც მოვიდის, ერთს ცხვარს მისცემდისო და მრავალი ცხვარი გამიცუდაო და ამ ძაღლს რომ ვაპატივებო, როსაც მგელი მოვიდისო, შექნის ძალსზედ ყეფასაო და წუწკუნსაო. მეც გაუწყრებოდი და დაუწყებდი ცემასაო და ეს ძაღლიც დაუწყებდა კბენასო და დღეს ცისკრისას ძუ მგელი მოსრულიყო და ამას ცხვარი წინ წაგდოდა და მიყვანდაო. ამ ძაღლმან ფეხის ცემითა და თავის ქნევით მაცნოო და წუწკუნით წინ წამიძღვაო. ცხვარი მოეკლაო, რომ არ წაუვიდესო და თვითან მგელს შეჰკლეტოდაო. ასრე მათზედ მიმიყვანაო, რომ გაყრა ვეღარ დამასწრესო, მგელი მოვჰკალო და სამი დღე არის ქოფაკს ორგულობისათვის ვსცემო და იმათ მოკლულს ცხვარსაო უხარშავო და ამ ერთგულს ძაღლს ვაჭმევო.

რა ხემწიფემ ესები მეცხვარისაგან გაიგონა, ამოიხვნეშა და თავისის ვეზირების ორგულობა და ერთგულობა მოაგონდა და ცოლის სხვათ ბირება და ლაშქრის გაორგულება და კარგის ვეზირის არ დაჯერება და ავისა და ორგულის ვეზირისაგან თავისი მოთხრა და შერცხვენა და სახემწიფოს წართმევა და ცოლის გაცემა მოაგონდა და ასრე თქვა: მივალ ძველის ვაზირისასაო, უნდა მამკლას, უნდა დამარჩინოსო. დავრიშულათ მიდგა, ვითაც გლახა, ერთგულის ვეზირის კარსა.

რა ვეზირმან ნახა, ფიცხლავ იცნა და დიდის ტუქსვით გარ გაგდებინა და უღონო მქნილი დაბრუნდა და ვაზირიც თან გაჰყვა და მარტოკა ნახა და ასრე უთხრა: ამისთვის დაგტუქსე და უკადრისი სიტყვები მოგახსენეო, რომ თქვენი გაცხადება არვინ შეიტყოსო, ჩემის ბაღის კარზედ გლახათათვის სადგომი გამიკეთებია და სასმელ-საჭმელი და ტანისამოსი გამიჩენია. როსაც ბაღში მოვალო, სამარტოდ დაუძახებლად თან გამამყევო და უაზრობისათვის კიდეც გაგიწყრებიო, დრომდის არვინ შეგვიტყოსო.

ხემწიფემ მადლი მოახსენა და ამ ერთგულმან ვაზირმან სამს წელიწადს მრავლის ჭკუითა და საქონლის გაცემით სრულ ჯარი და თემი ასრე მოიყენა, რომ ახალმან ხემწიფემ ცოლი მალვით დაარჩო და ვაზირი ხეზედ ჩამოარჩობინა და დედოფლის ყმანი და ნათესავნი გაუავდენ და ვეზირის კერძნი თავადნი და ნათესავნი შეშინდნენ და შემოფრთხნენ. ამისთანას დროს ძველი ხემწიფე გაცხადდა და მეფენი და თავადნი და ერისთავნი შემოეყარნეს და ახალი ხელმწიფე შეღონდა და ღონეს რასმე ეძებდა.

მისი მისანდო კაცი ვეზირს გაუგზავნა: შენის დაუჯერებლობისათვის ორი ხემწიფენი იმ მუხანათის ვეზირის საქმით წავხდითო. ახლა რომელიც გვიჯობდეს, გვირჩიეთო. ვეზირმან ასრე შესთვალა: რადგან ჩვენ შემოგვეკითხენითო, გვმართებს ღვთის წინაშენო, რომელიც გიჯობდეს, ის გამოგირჩიოთო. ჯარი და მეფენი და თავადნი შენ წაგსვლიან და მას მისვლიანო. შიშით შენ აღარვინ მოგივაო. სალაროს კარი გაღეო და დიდი გაცემა ჰქენო, რომ შენი გარდახვეწნა არვინ იაზროსო და ამ გაცემის დროსა, რაც ძვირფასი თვალ მარგალიტი იყოსო, რომ თან წაღება შეგეძლოსო, ნაპირის ალაგამდის გაცემითა და ლაშქრის გროვებით მიდითო და რომელიც წასაღებათ გინდოდესო, ფეშქაშის მაგიერათ წინწინ გაგზავნეო.

თუ დაატყო რომ შებმა შეგიძლიაო, კარგი არისო და თუ შებმა არ შეგეძლოსო, ნადირობის სახელით მშვიდობით გაეცალეო და თუ დრო დაიცე, კიდევ წამოეჭიდეო, თორადა საცა იქნები, შენი სარჩო გექნებისო და დიდი პატივი და ნებიერობა გექნებისო.

ხემწიფემ მოუწონა რჩევა და ასრე ქნა, როგორც მოეწერა და ხემწიფობითა და დიდის დიდებითა და სალაროთა და მორჭმით გაეცალა და ზოგნი თან გაჰყვნენ და უფროსი ერთი დაბრუნდენ და თავიანთ ძველს ხელმწიფეს იახლეს და დღევანდლამდისინ ეს არაკი მიემგზავსების ნაზირ ალი ხანის საქმესა და მისის ვეზირის გარიგებასა.

ნაზარ ალი ხან უომრათ და გაუჭირებლათ ქალაქის ციხეში შეახვეწა და გიორგი მეფემ უომრათ და გაუჭირებლათ ქართლი დაიჭირა და კახეთის ბატონი ყიასამ თავისი კერძი შექნა და რა გინდ ცუდი საქმე ყოფილიყო, ერეკლე მეფისაგან კახეთის ბატონს აბას ყული ხანთან თვითან გაეგზავნებოდა და ისიც ერეკლე მეფეს გაუავა და გიორგი მეფის კერძი შექნა. მაგრა მაშინც ერეკლე მეფე ამ ვეზირის უნებურს ვერას იქმოდის და ამას უკან რა მოხდების, ღმერთმან უკეთ უწყის.

ამ დროს ბარდის ხანი ჩაფრად მოვიდა

[edit]

და ქართლის თავადთაგან ხემწიფეს არზა მორთვა, რომ ჩვენ გიორგი მეფის მეტი ბატონი არ გვინდათო. ხემწიფემ ჩვენი სახვეწარი შეიწიროსო და ქართლის მეფობა უბოძოსო და თუ ამან ხემწიფის ოჯახზედ სტყუოსო, ჩვენ გარდაგვახდევინოსო და ზოგ-ზოგს ხემწიფის კარის კაცთაც ქვეყნის დასაწყნარებლათ გიორგი მეფის მიცემა უნდოდა და ზოგნი ხელმწიფეს ასე ეუბნებოდეს: ურუმთ თქვენის გულისათვის გაყარესო და იქით გამოპარულმან თავისის ძალით საქართველო დაიჭირაო და თქვენგან დასმული მეფეო ციხეში შეახვეწაო. ამისი დათმობა ხემწიფისათვის უკადრისი იქნებისო.

და ამ დროს ქიჩი მაქრანელნი ქირმანს არბევდეს და ოზბეგნი ხორასანს აოხრებდეს და ქურთნი ადრბეჯანის სანაპიროს ეჭიდებოდეს და ზოგი ადგილი დაეჭირათ და ხელმწიფე ლხინსა და ღვინის სმას იყო და კარის კაცნი არას უკან იყვნენ და გაცხადებით ქრთამს იღებდენ და შიში და მორიდება აღარ ვისგან აქონდა.

რა გინდ კაცი მტყუვანი ყოფილიყო, ქრთამის ძალით მართალს კაცს გამტყუნდიან და მტყუანს გაამართლებდიან და მერჯულეთაც სხვათა მოსამადლიერებლათ ჰგმეს ღმერთი და შესცვალეს სამართალი და წაიწყმინდეს სული და მართალი გამტყუვნეს და მტყუანი გაამართლეს და განკითხვა და წაწყმენდის შიში აღარ აქონდა და ვისაც ვისიმე ემართა და ან მიებარებინა, აშოროს იტყოდა და ნახევარს ქრთამათ გაიღებდა და პატრონს აღარას მისცემდა და თუ არ ჯარით, ამ სოფლით იმ სოფელში ვერ წავიდის და ყველგან მზირნი გზისა და ქურდნი ატეხილიყვნენ და ვისაც ძალა აქონდა, ქვეყანას სცრცვიდა და შეკვეთით მორჭმულთა და მქონებელთ საქონელსა სთხოვდიან. თუ მისციან, თავს მოირჩენდიან და თუ უარს ეტყოდიან, ან ღამით თავს დაესხმოდიან და დახოცდიან და საქონელს წაიღებდიან და ან დღისით დანას შესცემდიან და მოჰკლევდიან.

და ესები ნამეტნავად ისპაჰნის ქალაქში იქნებოდის და განკითხვა არ იყვის, ამისთვის რომ ქრთამის აღება იყო და სიმართლე და შიში მღთისა და ხემწიფისა აღარვის აქონდა და ნაპირის ქვეყნებში ხმა გავიდა, რომ ხემწიფე ღვინის სმასა და ლხინს არისო და კარის კაცნი გაცხადებით ქრთამს იღებენო.

ამისთვის ყოველი სანაპირო ქვეყანა არივა და ზოგნი საქართველოს კაცნი ისპაჰნს ჩამოვიდნეს და ცოტას რისიმე ქრთამით ყაენის უნახავად რაც უნდა გაირიგეს და წავიდნეს და რა ქართლს მივიდეს, ხემწიფის კარის ამ რიგის ანბვები მიიტანეს.

მათაც გაბედეს, ერეკლე მეფე უომარათ ქალაქის ციხეში შევიდა და ქვეყანა მეფემ გიორგიმ დაიჭირა და ასრე თქვა - ყაენის კარზედ ჩავალო და მეფის ძმა ლევან ეჰრათს იყო და ლვარსაბ ქირმანს. კარზედ ითხოვეს, ამისთვის რომ გიორგი მეფეს უფრო გული დაედებისო.

ამ დროს კახეთის ბატონს აბას ყული ხანს ბარდის ხანი ჩაფრათ გამოეგზავნა და გიორგი მეფის კაცებიც თან გამოეტანებინა და ამას წინათ რომ იწერებოდა რომ ყაენის კარზედ ჩამოვალო, ახლა გაცხადებით განჯის ხანისათვის მოეწერა, რომ ხემწიფეზედ არა დამიშავებია რაო, გამიწყრაო და გავეცალეო და ახლა ქართველთ ფიცით გული შემაჯერესო და ყველანი მამივიდნენო და არვისთვის არა შემიცოდებია რამეო. ჩემი საბატონო დამიჭირავსო და ხემწიფისაგან ამას მოველიო, რომე თავისად ყმად მიყოლიოსო.

და ქართველთაც ხემწიფესთან არზა მოეწერათ, რომ ჩვენ გიორგი მეფის მეტი ბატონი არ გვინდაო, ამას მოველით ცათა სწორის ხემწიფისაგანო, რომ ჩვენი სახვეწარი შეიწიროსო და ამისი დანაშავები ჩვენ გვაპატიოსო და თუ ამან ხემწიფის ოჯახზედ სტყუისო, ჩვენ გარდაგვახდევინოსო. ეს ანბვები და გიორგი მეფის არ ჩამოსვლა და ბარდის ხანის ჩაფრათ ჩამოსვლა ხემწიფეს ეწყინა და პაშტა ხანობამდისინ ბარდის ხანი არ ინახვინა და არც ანბავი ჰკითხა.

ამ დროს ერეკლე მეფის ჩაფრები მოვიდნენ და ხემწიფისათვის არზა მოეწერა, რომ გიორგი მეფეს გაეგონაო, რომ ხემწიფის წყალობა, ხალათი და თაჯი და თომარი უბოძებიაო. ჯარი მიეგება, რომ წაერთმევინა. ეს ანბავი მოგვივიდა. ვინც ქისიყელნი გვახლდა, გაუძახეთო, იმათგან ორი კაცი მოეკლათო და ხემწიფის ხალათი მოგვიტანოსო. მივეგებენით, ხელმწიფე დავლოცეთ, ხალათი ჩავიცვითო და ქალაქში შემოვედითო და გიორგი მეფეო ვერის წყალზედ დგასო და ხემწიფის ბძანება რა იქნებისო, გვიბძანოსო.

კიდევ ყური არ ათხოვეს. ამ დროს კიდევ გორის მინბაშის ძმა ჩაფრათ მოვიდა და ეს ანბავი მოიტანა: გიორგი მეფემანო გორის ციხეს ყველგნით გზები შეუკრაო და საჭმელს ვეღარაგნით შემოიტანებენო და ამილახორის გივის ძმისწული იოთამ ბეგო ჯალაბობრივ გორის ციხეში შემოვიდაო და ყაენის ურჩსა და ორგულთ ებრძვისო და საამილახოროდ იმას ითხოვენო და გორის უფროსნი და თავნი კაცნი ძღვენით გიორგი მეფესთან მივიდნენო და ასრე მოახსენესო: ციხის აღება არ შეგიძლიათო და ბოლოს ისრევე ყაენი გაჯობებსო და თქვენ ორგულად დარჩებითო, ქართლი ხელთ გიჭირავსო, ციხის ბრძოლას დაეხსენო. ამათი ნათქვამი სიტყვები მოუწონა და ციხით მოშორდა და ეს ამბვები ნაზარ ალიხანს ყაენისათვის მოეწერა.

ამ დროს ქალბალი-ბეგ უღურლუ-ხანის შვილი ყაჯარი, რომ ხონთქარსთან ელჩათ წასულიყო, მოვიდა და ხონთქრის სიკეთე და კარგად დახვდომა და წყალობის გაახლება ყაენს მოახსენა და ხემწიფეს იამა და მაშინც ქართლისა და კახეთის ჩაფრები არ გაისტუმრეს და აღარც ქალბალიბეგს განჯის ხანის შვილს ურუმული ამბავი ჰკითხეს და განჯის აბას ყული-ხან რომ კახეთში ბატონობდა, იმას უბძანეს: ნაზარ ალი ხანთან თბილის ქალაქს მიდიო.

ორნივ თბილის ქალაქს შეიყარნეს და გურგი ხან ხან ქართლს იყვის და ხან სომხით საბარათიანოში მივიდის და მის ანბავს ნაზარ ალი ხან და აბას ყული ხან ყაენსა სწერდეს და ხემწიფემ ყური არ ათხოა, ლხინს იყო და პასუხი არ უბძანა. და ნაზარ ალი ხანსა აბას ყული ხანს შვა სამდურავი ჩამოვარდა და ერთმანერთს გურგინ ხანის კერძობას სწამობდენ და ყაენთან იბეზღებოდენ და აბას ყული ხანს უნდოდა რომ უომრათ გიორგი მეფე ყაენის კარს გაეგზავნა და ნაზარ ალი ხან ამისთვის სჩქარობდა, რომ საბატონო მისი გიორგი მეფეს ეჭირა და თვითან ქალაქში იყო და არსით მოსავალი არა ჰქონდა.

ფარსადან ვიტყვი ამას, ვიმოწმებ მართალსა მამასა.

ბედნიერი ყაენი ნაზარალი ხანის ხელ გამოუმავლობისათვის ჩვენზედ ავგუნება შეიქმნა და ნაზარალი ხანც გაგვიავდა და მტერმან დრო დაიცა და დაგვიწყეს ბეზღობა და უწინ დავით შვილი ჩემი სიყმაწვილისა და ამაყობისათვის დაბეზღდა და დააჭირვინეს და ოთხს წელიწადს ტყვეთა ჰყვანდა და მას უკან ჩემი ძმა ალექსანდრე ერანის ზარაბიბაში იყო და სიტყვა შეუსმენელი და დაუჯერებელი და თავის მამწონე იყო და ხემწიფის საქონელი ვისაც მისწვდა, ასესხა და ჩემი ვერა შევასმინე რა.

დაბეზღდა, დააჭირვინეს და საქონელი წართვეს. ნახეს, რომ არა აქვს რა და მობეზღართ სიტყვა ტყვილად გამოვა. ხელმწიფეს მოახსენეს: რაც ზარაბბაშსა აქვსო, მის ძმას მელიქსადათ ბეგ უზბაშისთან აქვსო. ისიც დააჭირვინეს ადრიბეჟანის ვეზირსა, ნახეს, რომ არცა რა მასა აქვს, ხელი აიღეს.

ცოტა რამე ადრბეჟანის ვეზირის შვილისათვის მიეცა, თავრიზის ჯანიშინსთან მივიდა და იმას თხოვნა დაუწყო. ეს ადრებეჟანის ვაზირს ეჯავრა და ყაენს არზა მოსწერა: უზბაშს ჩემი ბეჭედი გაუხსნიაო და რაც კარგი რამე ყოფილაო, ამოუღიაო. მეორეთ უბძანეს, დააჭირვინეს და რაც თავისი და ჩემი და ჩემის შვილისა იყო, ყველა ზავთი ჰქნეს და თვითან თავრიზს მოიყვანეს და ამის უარეს ღირს იყო, ამისთვის რომ ჩემი უნებური იყო და ასეთის კაცის ქალი შეირთო, რომ მღთის საწყენი საქმე აქნევინა და სოფელი ამირია და ჩემი ქონება თავის ცოლის ძმებს უგზავნა და ჩემი ჩემთვის ვერ გამოიმეტა.

წელიწადს ნახევარს ასრე ავად ვიყავ, რომ ჩემი სიცოცხლე არვის ეგონა. ათჯერა კაცი გაუგზავნე, შენს უნახავს ნუ მამკლავ მეთქი. სხვის გაყრის დაუთმობლობით არ შემიბრალა, არც ჩემი ნახვა მოინდომა. კიდევ ჩაფარი გაუგზავნე: რა გინდ ჩემი ნახვა არ გინდა, იჯდე, ადექ და თუ იდგე ნუ დაჯდები, მალე წამოდი, თორადა დაჭერილს ჩამოგაყვანინებ მეთქი.

ჩემი სიტყვა აგდებით შეისმინა და თავრიზით არ წამოვიდა, შინ წავიდა და იასაული მივიდა და დაიჭირეს და რომ კიდეც არ დაეჭირათ, მაშინც არ წამოვიდოდა, მაგრამე ღმერთმან ადღეგრძელოს ბედნიერი ყაენი, რა გინდ შვილი და ძმები ჩემი ტყვეთა ჰყვანდა, რასაც მივსწერდი და გაუგზავნიდი, შეუგზავნიდენ. არზა მივსწერე და თავისი ხელ ნახლები პური ვსთხოვე და ღმერთმან ადღეგრძელოს, ერთი სუფრა პური და ყოვლის საჭმლისაგან კერძი ებოძა და მესამეს დღეს ჩემი შვილი აზატი ექნა და ჩემთან გამოეგზავნა და ებრძანებინა: შენის გულისათვის ტყვეთა მყვანდაო, რომ შენ გაწყენინებდაო და თუ გავიგონეო, რომ კიდევ გაჯავრებსო, ავად მოვეპყრობიო. რა ხელმწიფე მწყალობელი შეიქმნა, სხვანიც დატკბენ და მტერობა მოშალეს.

Но кто будет читать эту книгу, пусть запомнит мой завет: Сыны Адама непостоянны. При благополучии они ласкаются к тебе и пользуются от тебя, но если у тебя чуть плохо пойдут дела, те, которым ты оказал много добра, начнут делать тебе зло, и, передавая твоему врагу все, что может причинить тебе вред, рассказывают ему плохое о тебе, радуя его этим.

И сколько бы ты ни раздал добра, когда будешь нуждаться, ни сын твой, ни брат, ни ближний свойственник или родич, ни слуга, если даже будут должны тебе, никто ни одного гроша не даст, чтобы помочь тебе. Все это пришлось претерпеть мне. Потому я завещаю это вам, чтобы вы усвоили это и позаботились о днях старости, чтобы не остаться на милости сына, брата, родственников или чужих людей.

Я потому говорю, что был я почитаем государями и богат добром и имениями; многих своих родных и чужих, которые мечтали даже о грошах, предоставлением должности или выдачей денег я сделал обладателями кого двух-трех тысяч, а кого пяти-шести сот туманов. И вот полтора года я болел в городе Исфахане и не мог двигаться, а мои племянники пребывали в довольстве. Кроме того, что я сам давал своему племяннику по брату, он был мне должен пятьсот туманов дохода с моего имения. Воспользовавшись моим бедственным положением, он стал поносить меня перед врагами, а из моего имущества не дал мне даже на лекарство. И никто другой не помог мне, хотя я мог бы сам еще помочь и отплатить за добро. Смилостивился господь и я поправился, и вот они по-прежнему начали ластиться ко мне.

Не доверяйте никому. Свое предпочитайте и детям своим, и брату и другим. Лучше, чтобы они смотрели тебе в руки, чем тебе зависеть от них. И не старайся, чтобы с твоей помощью другие стали богаче тебя. За добро делай добро, за зло — зло. Иисус изволил сказать; «Какою мерою вам мерят, такою и вы возмерьте». Старость — безрадостный и неизлечимый недуг. Как много добрых дел ты бы ни творил и сколь много имущества у тебя бы ни было, если даже каждый день будешь его раздавать своим детям и внукам, все равно сын будет попрекать отца и говорить: Эта старая собака никак не подохнет, чтобы нам освободиться от него».

Поэтому умен лишь тот, кто, позаботившись о загробной жизни, будет ухаживать за собою, чтобы не остаться на попечении других. Не беспокойся о других, ибо бог и им дает пропитание, а тебе никто не будет благодарен, как бы много добра ты ни сделал. Приобретенное тобою потратят они на свою жену и детей, а тебе из твоего же добра ничего не дадут. Завет этот правилен, со многими так случилось и случится еще с другими.

Так знайте же, что нужно остерегаться государей, царей и властителей, ибо, во-первых, они надменны и насильники, а во-вторых, питают страх перед народом и богатством. Сказано: «Держитесь подальше от сильного огня, чтобы он не охватил и не сжег вас». Таковы же и государи. Лучше, чтобы государь не знал тебя, ты будешь жить спокойно и свободно. А если будет знать тебя и возвеличит, ты должен еще больше опасаться и быть осторожным, ибо, если ты богат и обладаешь большим имуществом, государь придумает какой-нибудь повод или быстро поверит доносу завистника и, или казнит тебя, или отнимет все, что у тебя есть. Следовательно, имущество лучше иметь втайне, чем открыто.

Если же ты обладаешь областью, а также войском и имеешь силу, на тебя скорее будут доносить государю, говоря, что ты оспариваешь у него власть. Опасаясь таких притязаний, многие казнили сыновей и братьев, а о подданных тем более не тужили, их легко и быстро обрекали на смерть, не удостаивая суда и расследования. Богатого и состоятельного человека, завидуя ему, не пожалеют и, как бы много добра он ни делал, будут стараться за добро отплатить злом. Бога они не боятся и страха за душу свою не имеют.

Ведь счастлив тот человек, у которого имеются скрытые средства жизни, он доволен своим положением и не тянется во все стороны за большим и не старается отхватить побольше. Никого он не поносит, ни с кем открыто не враждует, и врага и друга сладкой речью и хвалой поминает и приятные слова им говорит, особенно там, где не ожидают этого. Услышав такое про себя, им будет приятно и они также сделаются добры к нему. И пусть он ни к своему старшему и ни к слуге или подданному своему не обращается с упреками. Сказано, что сладкая речь и змею заставит выбраться из норы. Служи богатым и помогай бедным, раздавая им пищу и одежду. Не забывай страха божьего и старайся здесь же в земной жизни заслужить рай. Провиант пошлите впереди себя, чтобы он прибыл туда раньше вас, ибо отправленное вслед вас не догонит и никто о мертвом жалеть не станет. И все, всяческими стараниями им приобретенное, тот, которому оно достанется, употребит для своих детей: приобретатель будет страдать в том мире, а приобретенное останется у других.

Воистину бог непогрешим и он могущественнее всех. Творящему добро он предоставляет рай, а со злого, если он не будет терпеть ради спасения души, не покается и не заплатит долги, взыщет в том мире, послав его в ад. Те, которых он обидел, спросят с него в день страшного суда. Долги следует платить.

Богатые насильники силой заставляют трудиться крестьян и беспомощных. Эти не могут отплатить им, но с рыданиями, вздохами и плачем приносят жалобу богу, и нет у них больше сил терпеть. Однако блаженство принадлежит бедным за то, что они терпят. И поскольку они здесь богаты и довольны чужим добром, хорошо едят и пьют и радостно проводят время на этом свете, кто потерпит из бедных, там, в потустороннем мире получит божью благодать и рай. А богатые за свои несправедливые действия будут страдать в аду. Божий суд не искривится, и злодеяния злому человеку не будут прощены.

За это время дела царей Георгия и Эрекле не были разрешены, они воевали между собой, однако, поскольку Тбилиси принадлежал Эрекле, он был сильнее.

...ნ ბეგს მიაბარეს და ყაენი მრავალის დამთმო იყო და უნდოდა უომრად და უჩხუბრად საქართველო დააწყნაროს და გიორგი მეფეს და ქართველთ ხემწიფისა ნამეტნავად შიში აქონდათ და ერიდებოდათ. ამისთვის კარზედ ჩასვლა ვერ გაბედეს, მაგრამე წიგნის მოწერითა და კაცის გამოგზავნითა და ნანებითა და ბოდიშის თხოვნით ეხვეწებოდნეს, მაგრამ ხემწიფემ ყური არ ათხოვა და არც პასუხი მისცა, არც მათ და არც მეფეს ნაზარ ალი-ხანს და ყაენის დედას ნაზარ ალი-ხანის ელენე დედოფლისათვის ასრე ებრძანებინა: შენმა შვილმანო ერთის თუშეთის სოფლითაო შანავაზ ხანს და მის შვილს შაჰ-ნაზარ ხანსო ორჯერ შეება და კახეთი წაართვაო, რომ არც ხელმწიფე უდგაო და არც სხვიგნით მომხმარებელი ჰყვანდაო და ეხლა ხემწიფე სწყალობსო და ქართლის მეფობა მისცაო და კახეთი და თუშნი და განჯის ხანი და არაზს იქითი ლაშქარი მიაშველაო და მაშინ ქალაქის ციხით არ გამოვიდაო, რომ თავის მცილეს პასუხი გასცესო. პაპა მისმან ბატონმან თეიმურაზ სრულ ქვეყანა შეაჯერაო და გარეშემოს მისას არბევდაო და მრავალჯერ ხელმწიფის ლაშქარს შემოებაო და შენმან შვილმანო, ვერა ქნა რაო, რაგინდ ხემწიფე მის მწყალობელი არისო და საქართველოდამ იწერებიანო, რომ მათი სიტყვა და პირობა ერთი აქვთო და შენი სიძე არჩილი შენს შვილს ვერ გამოუმეტებიაო. ამაში ხემწიფემ რა ქნასო, ან უღონო არისო და შენს შვილს მეფობის ქნა არ შეუძლიაო და ან იმათთან პირობა ერთი აქვსო და ხემწიფე აღარ ენდობისო. ქართლი და კახეთი ხელთა აქვსო და არაზს გაღმართი ლაშქარი მიაშველაო. ეცადოსო, რომ ასეთი საქმე ქნასო, რომ მობეზღართ სიტყვა გაამტყუვნოსო. შეებასო, ან თავს დაესხასო, ან მოკლასო, ან შეაკვდესო, ხემწიფეს სამსახური და ხელ-გამამავლობა დაანახოსო და მრავალი წყალობა დაიმართოსო, თორადა თვითან იცისო. აქ ხემწიფეს მოახსენაო, წავალ და ყველას მხარ-წაკრულებს გაახლებო, და წავიდა და ერთი ასეთი სამსახური ვერა ქნა რაო, რომ ხემწიფის საამებელი ყოფილიყო. აქ ანბობდა, ჩემის ყმის შვილებნი არიანო და ახლა იმათგან საჩივრის წინგნებს იწერებისო, ამაში ხემწიფემ რა უნდა ქნასო. ესეები თქვენს შვილს მისწერეო, მართალი თავისი ფიქრი ქნასო, რომ მტრის გულისა არ შეიქნასო.

ესეები დედოფალმან შვილს მისწერა, რომ ხემწიფემ ესეები მიბძანაო და ყოველს კაცს სიტყვას ნუ ანდობო, ხვაშიადსა და გულის მისანდოსა და რაც გინდა საქნელათ, შეუტყობლათ ჰქენით, თორადა რა შეგიტყობს ეცდების თავისი საქმე შენსას აჯობინოს. ამისთვის ნათქვამია ფილასოფოსთაგან, რომ საქონელი მიფარვით შენახული სჯობსო და სიტყვანი თავად სრულ ცოტა მთქმელი სჯობს და მერმე ყველას ნუ ენდობითო. ამისთვის რომ კაცია მამებელიო, თუ ვითაც ხვარბალი მიწაში მიფარვით ერთი ასად მოგეცემის და თუ მიწის ქვეშ არ მიგიფარავს, ფრინველნი შეგიჭამენ, მოსავალი წაგიხდების და თვითან გაირჯები. აბა სიტყვანიც აგრეა: თუ მიფარვით გაქვს, საქმე გაგირიგდების, თორადა შენს მტერს შენს საწადელს ეტყვიან და მაგიერს ისიც ეცდების, რომ გაჯობოს. ასრევეა საქონლისა მიფარვით შენახვა, ამისთვის რომ უქონელს არც მემშურნე აუტყდების და არცა მოძალადე წაართვამს რასმე.

Вот если узнают, что ты состоятелен, начнут выслуживаться перед тобой и хвалить тебя, чтобы выгадать себе пользу. И сколько бы ты не раздал всем, все-таки не перестанут завидовать тебе и скажут: почему этот имеет, а я не должен иметь?

Будут по разным местам распускать слух о твоем большом богатстве, чтобы донести об этом твоему патрону; ведь все господа выросли на похищенном добре, и у них самих такая природа, что все хотят отнять у других имущество и пополнить свою казну. Много людей и семейств погубили завистники, захватили их добро и, умерев неожиданно, оставили другим все, что приобрели силой или добровольно. В день страшного суда много с них взыщется и великих мук будут удостоены.

Слушайте слова истинные и правдивые и многими испытанные.

Будьте осмотрительны в своих делах и свои путевые запасы отправьте заранее, чтобы, пока вы дойдете до места, они были бы там. А то, что после пошлют вдогонку за вами, вас не догонит, и превратитесь в нищего, несчастного и беспомощного.

На страшном суде не будут разбирать, кто господин и кто слуга. Судить будут там справедливо, за добро пошлют в рай и восславят великой славой, а за зло низвергнут в ад, и ангелы проклянут и будут хулить такого. Долги нужно платить, и если вы никому не должны, никто не подступится к нам. Праведных бог любит.

* * *

[edit]

Я, Парсадан, говорю это, приводя в свидетели бога справедливого. Все, что с десяти до семидесяти лет я пережил и достойно описания в книге, вся истина здесь. Я был более чем смел и расторопен. Царь Ростом воспитал меня, как своего сына, и много милостей оказал. Он женил меня и пять дней сам с госпожой-царицей и князьями грузинскими с женами были у меня, сами пировали и других увеселяли. За все расходы уплатил царь и пожелал устроить мою судьбу.

В это время счастливый шах, благодаря помощи царя Ростома, подарил Заалу Эристави около Казвина, в местности, называемой Бохруд, 20 селений. Он послал меня, чтобы я выяснил достоверно их доход. Со мной был мой слуга, по имени Тамаз. Все мое имущество и дела были в его руках и без его ведома я ничего не предпринимал. Его товарищам стало завидно его положение, они подговорили его, и он ночью из ружья выстрелил в меня, сидящего у себя дома, и разбил мне правое плечо. Потом он пришел с плачем, бил себя по голове и просил поскорее послать его в Казвин, чтобы привезти лекаря. Я его не подозревал, посадил на свою лошадь и послал за лекарем, а сам велел задержать тех, кого я подозревал в нападении. Тамаз привез лекаря, а я как раз собрался наказать ни в чем неповинных людей.

Лекарь сказал мне: «Грех наказывать невинных. Тамаз признался, что его подговорили товарищи и он стрелял, в тебя. Он просил меня сжалиться над ним и дать тебе такое лекарство, чтобы ты поскорее умер, а то ты убьешь его». Те, которых я велел схватить, рассказали: «Вечером у Тамаза в руках было ружье, и когда мы пришли к себе, то услышали, выстрел и узнали, что стреляли в тебя».

Поэтому я послал к Тамазу людей, они обыскали его дом и нашли у него в соломе ружье. Когда его принесли мне, я устроил очную ставку Тамаза с лекарем и Тамаз уже не смог отрицать своей вины. «Меня подговорили, я стрелял», — сказал он. Я не смог сдержаться от гнева и плохо поступил: велел отрубить ему обе руки. Об этом я стал сожалеть и, сколько мог, назначил ему содержание и всю жизнь жалел об этом.

Я приехал в Картли. В это время Леван Дадиани написал письмо царю Ростому. «Наш везир Паата Цулукидзе умер. Парсадан воспитан вами, он будет нам верен, и мы сможем ему доверять. Мы надеемся, что вы пожалуете его в наши везиры и пришлете сюда к нам».

Вышел приказ царя снабдить меня всем необходимым и отправить в Одиши.

Это меня чрезвычайно огорчило, я пришел к Заалу Эристави и так ему доложил: «Я не могу ехать, может быть вы поможете мне, иначе собственной рукой я лишу себя жизни. Пусть государь не сделает так, чтобы я был потерян для него». Эристави пришел к царю и расстроил мою отправку, а Дадиани написали: «Он находится в Гиляне, и когда вернется, мы пришлем его к вам».

Год пробыл я там, и, когда вернулся в Картли, меня послали моуравом Исфахана, а какие события там произошли и как они случились, все это описано выше. После того я сорок лет служил шаху Аббасу и его сыну шаху Сулейману. И все, кому я делал добро, деньгами ли или оказанием помощи, родственникам или ближним, знакомым или незнакомым, брату или сестре или их семьям, все они, завидуя мне, начали готовить мою гибель, донося на меня.

Четыре года шах не садился на коня. Один из моих братьев был зарабибаши Ирана. Он был упрям и себялюбив. Семь тысяч туманов из шахского имущества он разбазарил, выдав в долг разным темным личностям. По этому делу на него донесли шаху, его арестовали и описали имущество — у него ничего не оказалось. Шаху доложили: «Его имущество находится в Азербайджане у его брата юзбаши Мелик Садат-бега. Того также арестовали через тавризского хана и азербайджанского везира, которые и явились доносчиками. Увидели, что и у него ничего нет, и их ложь может открыться. Поэтому описали мои и сына моего Давида деревни, добро всякое, домашнюю обстановку, мужские и женские золотые и серебряные вещи, украшенные драгоценными каменьями, стада овец, верблюдов, лошадей и мулов и все, что было. Все это составило сумму в три тысячи туманов и все записали на имя юзбаши, а юзбашевских не было и на сто туманов.

Донесение прислали шаху. Шах не садился на коня, и так как они очень боялись, что сказанная ими шаху неправда откроется, то многих невинных людей мучили по ложной причине и наговору, а сами брали взятки и совершали несправедливости, за которые посылались проклятья государю.

Я, Парсадан, два года был болен; у меня были попорчены коленные чашечки и без чужой помощи встать не мог, не мог явиться ко двору. Но обо всех тех несправедливостях и насилиях, какие совершили надо мною, я написал прошение матери шаха, но еще не получил ответа. Посмотрим, что свершит бог. Они же, видя, что никто с них не спрашивает, а шах не садится на коня, кто кого одолевал, того и грабил. Служба и родовитость были ни к чему. Этимадовле был взяточник и всем, кто ему давал что-нибудь, даже недостойным, дарил высокие должности. Взятки он брал открыто.

Глядя на этимадовле, все придворные также стали брать взятки, а к самому этимадовле относились пренебрежительно и нисколько его не боялись. Потому он и молчал, что слишком уж большой был взяточник. В стране наступил раздор, и некому было наводить порядок при государевом дворе.

მინაწერი

[edit]

თვესა მაისს კახი ბატონი მეფის ერეკლეს ძე, მეფე იმამყული-ხან მარტყოფს მობძანდა და მარტყოფიდან დაიწყო სიარული და ქალაქს აბანოში შევიდა და ქართველის ბატონის შვილი ვახტანგ მაშინ ქართლის ჯანიში იყო და ამის ჩასვლა რომ შეიტყო დიაღ ეწყინა და კაცები მოუვიდა ვახტანგს, რომ კახი ბატონი ჩამოვიდა და ქალაქის ტახტზე დაჯდაო. ამათში შეიქნა ერთი ტირილი, მეორე მოსვლა. მაგრამ კახი ბატონი იმ გზიდ არ ჩასულა და არღარა ამის გუნებაში ქართლის დაჭერა სდომებია იმ ხანათ. მაგრამ იმათ ეგონათ. ამათში ცოტა რამ ლაპარაკი მოხდა, კახმა ბატონმან იმამყული-ხან იმ ლაპარაკს ყური არ მიუგდო.

ეს დაიწერა მაისის გასულს, ქორონიკონსა ტჟა [1710], ღმერთო ხელი მოუმართე კახს ბატონს და კახეთი დღეგრძელობასა და გამარჯვებაში ახმარე:


ფარსადან გორგიჯანიძის ისტორიის საწყისი თავები

[edit]

რაც ამბავი ბაგრატონთა რომ სომეხთ ცხოვრებაში სწერია, მათი მოსვლა საქართველოში

[edit]

ვახტანგ გორგასლის გარდაცვალების შემდეგ "დარჩა დარბაზი და პალატნი სახემწიფო უმამაცოთ და დედანი და ქალნი და მხლებლებნი თავ-ცემით მტირალნი, უპატრონონი. მოგროვდნენ კარსა ხელმწიფისასა მეფენი, თავადნი ერისთავნი და ხევისბერნი და თემის უფროსნი ზოგნი ზოგთ მიუვიდნენ, ემსახურებოდნენ, ზოგნი ერთმანერთის ჯავრით არბევდენ და აოხრებდენ თემსა. და მეფის კარით შიში და მორიდება აღარვის აქონდა. და ცხეთის ქალაქსა და სახემწიფოს სახსა და სალაროსა, ქვეყანასა და კარის მოხელეებსა დაეპატრონა კაცი სამღთო საქმის მეცნიერი, ჭკვიანი და წმინდათ გაზდილი და მართლმადიდებელი, სამართლის მოქმედი, მდიდართა და მდაბალთ შეფერებით პატივისმცემელი, გლახათა და ქვრივ-ობოლთა შემბრალებელი-შემნახველი ბატონი კათალიკოზი მანაველ. პატრონობდა სახლსა და ქვეყანას სახელმწიფოსა მეფეთა მაგიერათ."(ფ.2ბ)

"ამან ქნა რჩევა და კრება, მოიხმო მეფენი და ერისთავნი, თავადნი და ქვეყნის უფროსნი და ხევისბერნი აფხაზეთით გილანის ზღვამდისინ, ვინცავინ თავადობდა ჯვარცმის მწამებელნი ქრისტიანნი. შექმნა კრება მცხეთას ქალაქს შიგან. რაც ამან არჩივა, ყველამ მოუსმინა და დაუჯერეს ბრძანება. გამოარჩივეს ქვეყნის თავად და თავიანთზედ უფროსათ გურამ, ნათესავი დავითიანთ, რომელი მოსულიყო ძმასთანა ილევეცითა, რომელმან მასთან ნათელი იღეს არაქიელ დედოფლისაგან, რომელი ზემორე დაიწერა, შვიდნი ძმანი ნათესავნი ჰურიანთა, მოსულნი ფილისტანითა არაქიელს თანა: სამმა იცვალეს სახელები: ერთმან დაირქვა მუშიეღ, მეორემ ბაგრატ, რომ მამა არს ბაგრატონთა, მესამემ დაირქვა აფქარ. ერთი თავისას მიიყვანა ზედსიძეთ, ამადგან ორნი დაამზახლა სომეხთა მეფესა.

და ოთხნი ძმანი წავიდნეს ქართლსა, ვითაც რომ ზემო დაიწერა. გურამ გააჩინეს ერისთავად და კურატპალატად დასვეს. მან დასდვა საფუძველი ჯვარის ეკლესიისა მცხეთისასა.

და სამნივე ძმანი წავიდნენ ნერსესისასა, ბაკურიძისასა, დაემძახლნეს. და უსამან და ვარაზამ და ვარდან კანბეჩოანით წავიდნენ ერზნგეს, ერისთავს ბაჰარ ჩუბინისასა, და ვეზან მოკლეს და დაიჭირეს კანბეჩოანი.

იმ დროს სამოველ კათალიკოზი იჯდა მცხეთასა."(ფ.2ბ)

"ამაზედ თბილის ქალაქის უფროსნი და ქალაქის უხუცესნი და მემკვიდრენი იწყინეს და ნამეტნავად გაჯავრდნეს და იწყინეს მოკვლა ვეზანისა. კაცნი აახლეს სამაველ კთალიკოზსა და აუწყეს სტუმართა და მძახალთაგან სიკვდილი სახლის პატრონისა,კანბეჩოანის პატრონისა. იწყინა ეს ებავი კათალიკოზმან, ვითაც იყდა კარიოტელი, მწვალებელი იესოს ქრისტესი, შვიდ გზით დაჰკრულა და შეაჩვენა მრავლის წყევლითა, და წარმოსთქვა სიტყვანი ძნელი, და ძველნი ზნენი დავითიანთა - მოკვდინება მემშურნობითა თავისის ძმისა ურიასი, მეუღლის შვენებისათვის და სიტურფის დომისათვის მოსაკლავად გაგზავნა,- კათალიკოზმან გაბედა ძნელად სათქმელნი სიტყვანი გაცხადებით, მაღლის ხმით წამოიძახა მიუნდობლობა ნათესავთა დავითისათა და საქმე მათი"(ფ,2ბ-3ა)






გიორგი მეფემ კარგად გაარიგა ქვეყანა საქართველოსი და თავისავე სიცოცხლეში თავის შვილს მისცა დავითს. და ამან ააშენა მრავალნი საღდარნი და მონასთერი და დაირქვა დავით აღმა ამშენებელი. ოცდახუთი წელიწადი იხემწიფა და მიიცვალა და თავისავე აშენებულს ხახულს გელათისას დაიმარხა(ფ.5ბ - 2492)

აქა სიკვდილი მეფის გიორგისა და გახემწიფება მამის ალაგზედ მეფის დემეტრესი(ფ.9ა-2140)

[edit]

მამას უკან გამეფდა დემეტრე და სამართლით არიგებდა თემსა და ქვეყანასა, მერჯულეთ დიდს პატივსა სდებდა, ამის დროში აიშალა ერანი და გარდავიდნენ ხემწიფის კარისკაცნი და უღალატეს ხემწიფესა. და ერთის მარტოს კაცისაგან მოიკლა სულთან მელიქ-შაჰ და ყველგან თავ-თავის თავათ ხემწიფენი გაჩნდეს და შიში აღარვისი ჰქონდათ, და მოძალადენი აოხრებდენ თემსა და ქვეყანასა და, რაც უნდოდათ, იქმოდენ.

დემეტრე მეფეს ორი შვილი ჰყვანდა, უფროსის სახელი გიორგი და უმცროსისა - დავით. გიორგის საუფლისწულოს პატივნი აქონდის, ეს დავითს ეჯავრებოდის, შეუჯდა ეშმაკი და აცდინა, კარის უფროსნი ამოსწყვიტა ზოგნი ღალატითა და ზოგნი საწამლავითა. უწყინა ღმერთმან და მამისავე სიცოცხლეში მოკვდა.

მეფე გიორგიმ თავისი ასული თამარი მეფეთ აკურთხა. აქ თქმულა: ლეკვი ლპმისა სწორია, ძუ იყოს, გინდა ხვადია(ფ.9ა)

[edit]

აქა სიკვდილი თამარ მეფის დედის ბურდუხან დედოფლისა(ფ.10ბ)

[edit]

ამისთანას დროს მეფეთა მეფე გიორგი, მეფის თამარის მამა, მიიცვალა(ფ.11ა)

[edit]

შეიქნა მეორეთ საქართველოში დიდი გლოვა და ტირილი და შემოსვა ტანთა შავისა, გარდახდა ჭამა და აღაპისა და გაცემა გლახათ ზედან. და ყველგან მეორმოცე დაუყენეს, ბერთა და მღრდელთ საწირავნი მიართვეს და გლახანი მქონებელი შექნეს, და ქვრივნი და ობოლნი მიცემით გაახარეს, მშიერნი დააძღეს, შიშველნი შემოსეს და მოვალენი სესხისაგან დაიხსნეს; გლეხთ ბეგარისაგან დაუკლეს, საღდარნი და მონასტერნი აუშენეს და შესაწირავათ სოფლები უყიდეს. ყველგან ებისკოპოსნი და წინამძღვარი, მღრდელნი და დეკანოზნი და კანდელაკნი დააყენეს და კანდელთათვის ზეთი და სანთელთა და კელაპტართათვის თაფლის ცვილი გაუჩინეს, საკმელი და საკმეველი გაუწერეს.

აქა რუსუდან ოსეთის დედოფლისაგან მეორეთ თავისის ძმისწულის თამარის ხემწიფეთ კურთხევა{ფ.11ბ)

[edit]

აქა შეყრა ერთგან ქართველთა და შედება პირსა თამარის ქრმის შერთვისა(ფ.13ა)

[edit]

აქ ანბავი მოუვიდა თამარ მეფეს, რომ ყზლ-ასლანს ლაშქარი გამოუძახნიაო(ფ.15ა)

[edit]

"ამ დროს ანბავი მოუვიდა მეფესა, რომ ყზლ-ასლან ათაბაგსაო შამს აქეთი ლაშქარი გამოუძახებიაო, რომ ქვეყანა გელაქუნუ დაარბიონო." "იქნა ბრძანება თამარ მეფისა, იალღუზა და როსტომ უთავეს ომნაცადთ, ცხენკეთილთ გამორჩეულთ სახასოთა მეფის ყმათა, გაუძახეს მისაშველებლათ."(ფ.15ა) "ამისგან ქება და სიტურფე, სილამაზე და შვენიარობა გაეგონა ყზლ-ასლან სულთნის შვილს, მუთაფარადინს სახელოანს."(ფ.15ბ) "რა მეფეს აცნეს მოსვლა ყზლ-ასლანის შვილის მუვთაფარადინისა, იამა."(ფ.15ბ) მუზაფარადინის პაპა "სადუხ აზადინს და მეფეს დემეტრეს შვა წყობა და მუსეიბობა ყოფილიყო"(ფ.15ბ)

აქა ყზლ-ასლანის შვილის მუდაფარადინის მოსვლა საქართველოში(ფ.16ა)

[edit]

მოახსენეს, რაც ამას ზეით დაბარებულობა სწერია ყზლ-ასლანის შვილის მუდაფარადინისაგან(ფ.16ბ)

აქა თამარ მეფისაგან ლაშა გიორგის შობა ტბახმელს, ქალაქის სიახლეს(ფ.20ა)

[edit]

აქა მოხვდომა თურქთა ლაშქრისა და გუზანის ქვეყნის დარბევა(ფ.20ა)

[edit]

ქართველებმა რომ "სცნეს წასხმა თურქთაგან გუზანის ცოლ-შვილისა და ციხეთა შიგან ლაშქართ შეყენება", თუმცა რიცხობრივად ნაკლებნი იყვნენ მტერზე, "ახსენეს ღთი და გამოიმეტეს თავნი გუზანის შებრალებისათვის". მათ "ძალმიცემით გასაჭირი ომი გარდაიხადეს", დაამარცხეს თურქები, "წაართვეს წასხმულნი ჯალაბნი გუზანისანი და აიღეს ციხე გუზანის

აქა ბუბაქარ ათაბაგისაგან თავის ძმის მირიანისათვის კაცის შეყენება და საწამლავით მოკვდინება განჯასა(ფ.23ბ)

[edit]

აქა თვით მეფემან და დედოფალმან გაილაშქრეს განჯაზედან(ფ.24ა)

[edit]

აქა განჯიდამენ მეფე-დედოფლის მოსვლა გამარჯვებით თბილის ქალაქს და საშემოდგომოთ გარდასვლა იმერსა და მისვლა აფხაზეთს მიჭვითის სალოცავად(ფ.24ბ)

[edit]

რა მეფე-დედოფალნი გარდვიდენ ლეხსა, იმ ქვეყნის მეფენი, ერისთავნი, თავადნი და ებისკოპოსნი ყოვლის ადგილისა წინ მოეგებნენ, და მეფემა და დედოფალმან წყალობის თვალით ინახვინეს და ყველას წესის ზედა თავთავიანთ შესაფერისი პატივნი მიაპრყნეს. და ვისაც საბატონოში მივიდნენ, შეძლების ღონითნუზლი და ძღვენი მოართვეს, ილხინეს და ალხინის და საცა სანადირონი იყო, ინადირეს და შეექცნეს. და ყველგან სამღთოთა და საესავადსაღდარები და მონასტრები აუშენეს. ერთგულთა და სამართლიანთ მრავალი წყალობანი შეუმატეს, და თავგამზიდავნი იავარ ქნეს და მოამშვიდეს. ერთ წელიწადს ქვეყანანი მიერთა დაიარეს და ყველას წესაზედ მრავალი წყალობა დამართა. და მივიდა ხახულსა გელათისასა და თავისი მორთულობა და ქალობისა და მეფობისა და დედოფლობის მოკაზმულობა მრავალი ძვირფასის თვალ-მარგალიტით მიართვა დედათა შიგან ნაქებს მარიამ ყველაწმინდის სახესა და ოქროთ მოჰკაზმა. და ეს ნახსენები თვალნი, გვარნი ძვირფასისანი მასზეს და აჭრელეს და ააყვავა განკითხვის დღის მოსახმარათ, და დღესაც ასხენან. და სხვაც მრავალი სამადლო შენობა ქნეს. და იქით გარდმოვიდნენ ამიერს და მხიარულად ქართლი და კახეთი ჩაიარეს ლხინითა და ნადირობითა. ჩავიდნენ ყანუხს და იქაური მთა და ბარი, ტყე და ჭალები მოინადირეს, და ძღვენი და ბეგარი აიღეს მთაში მსხდომთაგან, და ლხინითა და ნადირობით თბილის ქალაქშიგან შემოვიდნეს.(ფ.24ბ)

აქა ანბავი სულთან რუქნადინ საჩუხიანებისა, დიდის ხემწიფისა(ფ.25ბ)

[edit]

აქა მეფე დავითისა და თამარ მეფისაგან რუქნადინ სულთნის პასუხის მაგივრის შეთვლა(ფ.26ა)

[edit]

აქა სულთნის მოციქული მეორეთ მოვიდა თამარსა და ქართველთ თანა(ფ.26ა)

[edit]

აქა მეფეთა ზედან მეფობელი სოსან დავით, მეფე საქართველოსი, მიიცვალა(ფ.28ბ)

[edit]

აქა ლაშქრობა დიდი ქართველთა არდაველს ზედან, შურისა და ჯავრის ამოსაყრელათ(ფ.29ა)

[edit]

აქა თამარ მეფისაგან ქართველთ ლაშქრის გაძახება არაყს და ხორასანს ზედან(ფ.30ბ)

[edit]

აქა სიკუდილი ათაბაგისა და დასმა ზაქარიასი ამირსპასალარათა, ძისა სარქის ამირსპასალარისა(ფ.31ა)

[edit]

აქა, ვითაც სხვანი ერანის ხემწიფენი, ქართველმან მეფემანც თავისთვის ათაბეგი დააყენა(ფ.31ბ)

[edit]

აქა ვახსენოთ მეფეთ-მეფის თამარის საზამთრო-საზაფხულო სადგომები(ფ.31ბ)

[edit]

სიკვდილი მეფეთა მეფისა და ხემწიფებში ნაქების თამარის ტბახმელიქს(ფ.32ბ)

[edit]

აქა სიკეთით ქებული თამარ მეფის შვილის გიორგის დედას უკან მეფედ აკურთხეს ქართველთა

[edit]

"ღთით გამდიდრებულმან, ქვეყანათა ზედან სიკეთითა და სამართლით სახელგანთქმულმან, მტერთა მძლემან და არვისგან ძლეულმან, დედათა შიგან მეფეთ კურთხეულმან, მრავალჯერ სახელოანათ ომგამარჯვებულმან, მტერთა მძლემან და არვისგან ძლეულმან, მაღალმოქმედობით ქალწულმან ზიარმან, დავით-სოლომონიანთ მეფეთა-მეფემან თამარ" თავის სიცოცხლეშივე მეფედ აკურთხებინა ცამეტი წლის გიორგი და "ასწავლიდა დედა შვილსა კარგად სახემწიფოსა ზნე-საქციელსა"(ფ.33ბ). თამარი რომ გარდაიცვალა, გიორგი თვრამეტი წლისა იყო, "მოუდგნენ ქართველნი და ერთგულათ ემსახურებოდნენ და მორჩილობდენ და ისიც კარგად ეპყრობოდა და არავის არა შეუშალა, არცა მამული და არცა სახელო, და სხვაც მრავალი წყალობა შეუმატა დედის მოცემულს ზედა, დაიპყრა სახემწიფო დედ-მამისა მისისა"(ფ.33ბ). "იყო გიორგი მეფე ტანად ახოვანი, ხელძრიელი და მხნე კეთილათ, კარგ ცხენოსან, კარგ ცეროსან, ნადირობაში ფიცხელი, კარგად მკვლელი, თავდაბალი, ლაღი და მღთისაგან მოშიშარი, სამართლიანი, უხვი და უშურველი, ჭკვიანი და სიტყვამარჯვე, მობეზღართ მძულველი და ყურის არმიმგდები"(33ბ). "ვითაც დედამ დააწყნარა ქვეყანა და მეზობელნი დაიმორჩილა და ხარაჯა და წლის თავს ბეგარა აიღო, შვილმანც ისრე ქმნა. არაზს აქეთი აზრუმამდისინ და ამ ზღვით იმ ზღვამდისინ ზძღვნიდენ და ბეგარას მოსცემდენ"(ფ.33ბ). "ამ დროს განჯის ქალაქს შიგან მყოფთა ურჩობა დაიწყეს და ხარაჯა აღარ მოსცეს. ამაზე გიორგი მეფემ იხმო მხარგრძელი ივანე ათაბაგი და შემოიყარა ლაშქარი იმერისა და ამერისა"(ფ.33ბ). მეფემ მიმართა ივანე ათაბაგს:"ბაგრატოანთ მეფეებს არვის ჰყოლია მამობილიო, რომე თურქნი ათაბაგობით იხმობენო. ვითაც შენ მრავალი ვალდებულობა და სამსახური დასდევო დედასა და მამას ჩვენსაო, რომ არას დროს არ გაგონილაო სხვათა საქართველოს მეფეების ყმათაგანო რომ ძველით აქნობამდისინო, რომ ერანი, არაყი, და ხორასანი დაერბიოსო თქვენის მეტსაო, რომ თქვენ დაარბივეთო და ლაშქარი უზიანოთ გამარჯვებული მოასხიო და მრავალი აქლემების და ჯორების ყათრებითაო ოქრო-ვერცხლი და ძვირფასის თვალ-მარგალიტნი აკიდებულნი მოიტანეთო და ჯერეც ხელუხლებათ აწყვია ჩვენს სალაროშიგანო. ამ სამსახურის სამუქაფოთო მრავალს სიკეთესსა და სიმდიდრეს ღირსნი იყვენითო და, ვითაც ერანის სახემწიფოს შიგან ათაბეგობის უდიდესი სახელო არ იქნებისო, დედამან ჩემმან თამარ მეფემანც ამისთვის მოგცა ათაბაგობაო, რომ ყველას უდიდესი იყვნეთ. და ახლა ნამეტნავად ხართ ათაბადი და მამობის ადგილს მისაჩენელი ჩვენი. და ახლა განჯელთ ხარაჯა არ მოუცია და ათაბაგი ერანისა დიდის ლაშქრითა მოშველებია განჯელთა. და აწე მე მინდა მათზედ გალაშქრება, შურის მოგება სიახლობის ურჩობისათვის, ამისთვის რომე, თუ ამათ არ გარდავახდევინოთ, შორეულნი გაიგონებენ და ისინიც აღარ მოგვცემენო"(ფ.33ბ-34ა). ივანე ათაბაგმა დაუმოწმა მეფეს განჯელთა განდგომის ამბავი და აცნობა,- "იმათი ათაბაგი" თორმეტი ათასი მეომრით მოსულა და ის არ აძლევინებს ხარკს, თორემ განჯელების ბრალი არ არისო. მან მოუწონა გიორგის განჯელთა დასასჯელად ლაშქრობის მოწყობა და დასძინა: "ვითაც ამას წინათ თავი საწამებლათ დამედვა მეფეთა გზაზედანო, ახლა უფრო ნამეტნავად მართებულია თქვენს გზაზედ თავისა და სულის გარდაგებაო"(ფ.34ა).

აქა უწინ გალაშქრება მეფის გიორგისა განჯას ზედა

[edit]

საქართველოს ჯარი თბილისში შეგროვდა, "შემოფიცეს მეფეს გიორგისა და ასრე მოახსენეს: მორჩილნი ვართ ბრძანებისა თქვენისაო და მღთისა შეწევნით ვანანიებთ ურჩსა თქვენსაო"(ფ.34ა-34ბ). "გაუძახეს ლაშქარნი და ბარდა და ქვეყანანი არანისა მოარბივეს, და მოიღეს ტყვენი და ნაშოვარნი მრავალნი". "მეფე იქნა მღთისაგან დაცულ-დაფარული თვით და მასთან მეომარნი თავადნი და აზნაურნი ომნაცადნი; გარდმოხდეს კარვებსა თავისასა, მოისვენეს და საჭმელი მოითხოვეს"(ფ.35ა) "ამ დროს გამოგზავნა განჯის ათაბაგმან კაცი ჭკვიანი, დღითაც უფროსი, და შემოუთვალა მეფესა გიორგის: ანბავი მოგვივიდაო ხვარაზმიდამენო, რომე დაძრულა ჩინეთიდამენო ლაშქარი ჩინგიზ-ხანისაო, ელი და ულუსიო ბევრჯელ ბევრი ათასიო, თათარი და თურქიო და ყალმუხიო. ასი ათასი ხორასანს ზედანო გამოუძახებიაო, ცოლ-შვილით მოდიანო, და ასი ათასი დარუბანდს ზედანო, ამათაც ცოლ-შვილნი თან ახლავთო, და ეს ამისი ნიშანი არისო, რომ სადგომათ მოდიანო. და ჩვენ თქვენი მეძღვნე მეზობელნი ვართო, და სხვიგნით მოჩანს დიდი გაჭირვებაო, ჩვენ გვმართებსო ამას იქით ერთმანერთის მოხმარებაო და ზურგის მობმაო. კმარაო ამდენი რბევა და სიკვდილი და აოხრებაო, რაც ძღვენი და ბეგარა გვდებიაო, ისრევე მოგართმევთო და თქვენს საბატონოზედ წაბრძანდითო. მეფემანც იხმნო ივანე ათაბაგი და სხვანი დიდებულნი და შექმნეს რჩევა, და მოიწონეს ნათქვამნი განჯის მოციქულისადა შეუჯერდენ სიტყვასა მათსა. და მოიღეს ძღვენი მეფისათვის ცალკე და მეფეთა და ერისთვებთა და თავადთათვის ცალკე-ცალკე და აიყარნენ განჯით, გაარჯვებულნი მივიდნენ ქალაქს"(ფ.35ა)

აქა ანბავი, ჩანგიზ-ხანის ლაშქრის გამოძახება ხორაზმელთა ზედან

[edit]










რაც ამბავი ბაგრატონთა რომ სომეხთ ცხოვრებაში სწერია, მათი მოსვლა

[edit]

ამბავი ერანის ხემწიფებისა და ცოტას რასმე სახელებს ზეით ვახსენებთ და გათავებით მათს ანბავსა და სახელებსა თავ თავიანთ ადგილს დავსწერთ

[edit]

დაკარგვა ლორიდამენ შაბდიზის ცხენით შირინისა ტრდათ ხემწიფის შვილის სომეხთ ხემწიფის ხოსროვის ქალისა და გლოვა და ტირილი მამიდისა და ძმების

[edit]

აქ შირინის მისვლა მადაანს და ხოსროვის მოსბლა მუღამს ერთმანერთის საძებნელად

[edit]

აქა ხოსროვ ხემწიფის ცნობა მაჰბანუ დედოფლისაგან და აშიყობა მისი და შირინისა და ერთმანერთის მოძებარნი მუღამში შეიყარნეს

[edit]

აქა ქორწილი ხოსროვ ერ(ან)ის ხემწიფისა სომეხთ ხემწიფის ხოსროვ ტრდადის შვილის ქალს შირინს თანა და მადაინს მიყვანა

[edit]

აქა გაძრიელდა ქვეყანათა ზედან სულთან მელიქ შაჰა ხემწიფე

[edit]

აქა მეფის ბაგრატისაგან თავისის შვილის გიორგისა თბილის ქალაქში მეფედ კურთხევა და თვითან დიდის ჯარითა და მორთულობით სულთან მელიქ შაჰთან წასვლა

[edit]

აქა ბაგრატ მეფისაგან თავისის უფროსის შვილის გიორგის მეფედ კურთხევა

[edit]

მეფე ბაგრატ მიიცვალა და მეფე გიორგი ხემწიფობდა

[edit]

აქა სიკვდილი მეფის გიორგისა და გახ(ე)მწიფება მამის ალაგზედ მეფის დემეტრესი

[edit]

აქა მეფის დავითის მისვლა ხონთქარს თანა

[edit]

აქ არ უნდოდა ლანგ თემურის ანბავი, უფრო ზეით უნდოდა დაწერა, მაგრა ეს სხვა ანბავი აქ ითქვას, არას დაუშლის

[edit]

აქა ამბავი თვალდამწვრიანთა

[edit]

პუბლიკაცია

[edit]

წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს ერთგვარ კომპილაციას ფარსადან გორგიჯანიძის ნაშრომის სხვადასხვა გამოცემებიდან და აგრეთვე მისი გამოუცემელი ხელნაწერის ნაწყვეტებიდან

ჩუბინიშვილის გამოცემა

[edit]

ფარსადან გორგიჯანიძის ნაშრომის ერთი მონაკვეთი პირველად შეტანილ იქნა 1852 წლის ჩუბინიშვილისეული ქართლის ცხოვრების II ტომში

ქართლის ცხოვრება - დასაბამითგან მეათცხრამეტე საუკუნემდის - ნაწილი II - ახალი მოთხრობა, 1469 წლიდგან, ვიდრე 1800 წლამდე - გამოცემული უ. ჩუბინოვისაგან - სპბ - 1854

რესურსები ინტერნეტში:
http://dspace.gela.org.ge/handle/123456789/4940

ჭიჭინაძის გამოცემა

[edit]

1913 წელს ჩუბინიშვილისეული ქართლის ცხოვრება და მასში შეტანილი ფარსადან გორგიჯანიძის ნაშრომის ნაწყვეტი ხელმეორედ გამოსცა ზ. ჭიჭინაძემ

საქართველოს ცხოვრება ახალი მოთხრობა 1469 წლიდგან, ვიდრე 1800 წლამდე ორ წიგნად აღწერილი: 1 სეხნია ჩხეიძის მიერ, 2 - პაპუნა ორბელიანისა, 3 - ომან ხერხეულიძისა, 4 - შედეგი კახეთის ცხოვრებისა და 5 - ფარსადან გორგიჯანიძისა - გამომცემელი ზ. ჭიჭინაძე - თბილისი - 1913.

რესურსები ინტერნეტში:
http://corpora.iliauni.edu.ge/qats/upload/1913.pdf

კაკაბაძის გამოცემა

[edit]

1925 წ. ს.კაკაბაძემ საისტორიო მოამბის II ტომში გამოაქვეყნა ფარსადანის შრომის კიდევ უფრო დიდი ნაწილი და დაურთო გამოკვლევაც.

საისტორიო მოამბე : წიგნი II - თბილისი - 1925.

რესურსები ინტერნეტში:


რუსული თარგმანი

[edit]

1990 წ. რ.კიკნაძემ და ვ.ფუთურიძემ გამოაქვეყნეს ფარსადანის შრომის რუსული თარგმანი გამოკვლევით.

Парсадан Горгиджанидзе - «История Грузии» - Перевод Р.К.Кикнадзе и В.С.Путуридзе, Исследование и указатели Р.К.Кикнадзе - საქართველოს ისტორიის წყაროები 66 - Памятники Грузинской Исторической Литературы VIII - თბილისი - 1990

რესურსები ინტერნეტში:http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/3050