Jump to content

სიბერე

From Wikisource
სიბერე
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე


მე მიღალატეს ძველმა რითმებმა
(ძველ მეგობრებსაც ვამჩნევ მე ღალატს),
თუმცა მე მასთან მიყვარდა შებმა -
ეხლა რა ვუყო სპლინს, უხმო ჯალათს!
ეჰა! მე ვამბობ: სად შემიძლია
ვებრძოლო ქალთა წყევლას, სიბერეს?
წვიმები წვიმებს სიცილით ცვლიან
და შლიან შემკრთალ სურათის ფერებს.

რესურსები ინტერნეტში

[edit]