Jump to content

სამშობლოს

From Wikisource
სამშობლოს
ავტორი: დუტუ მეგრელი


სამ​შობ​ლოს

მაშ ასე, ჩე​მო სამ​შობ​ლოვ,
უნ​და მოგ​შორ​დე, ეს არი
და სხვა​გან გა​და​ვიხ​ვე​წო,
მა​რა​დის შენ​თვის მკვნე​სა​რი!
მშვი​დო​ბით!.. მაგ​რამ გა​ნა მე
მარ​ტო ხორ​ცით არ გშორ​დე​ბი?
გო​ნე​ბით, გრძნო​ბით და ფიქ​რით
ისევ შენ​თან არ ვიქ​ნე​ბი?
გა​ნა თუნდ ცხრა მთას გა​დაღ​მაც
ვერ ვიგ​რძნობ შენ​სა ტკი​ვილ​სა;
ვერ გა​ვი​გო​ნებ შენს ოხ​ვრას,
ტი​რილს და მოთ​ქმა-ჩი​ვილ​სა?
კი, მაგ​რამ, ჩე​მო ძვირ​ფა​სო,
მე​ყო, რაც სხვა​გან ვი​ყა​ვი;
მე​ნატ​რებ​და აწ მა​ინც
სულ შენ​თან ყო​ფილ​ვი​ყა​ვი,
რომ შენ​თვის შე​მო​მე​წი​რა
მთლად ჩე​მი ღო​ნე და ძა​ლა;
მოყ​ვა​რე მე​ხა​რე​ბია
მტრის​თვის მეს​მია სამ​სა​ლა;
მაგ​რამ, ვაი, რომ უბე​დურს
არ შე​მის​რულ​და სურ​ვი​ლი!..
მშვი​დო​ბით... უნ​და, კვლავ გულ​ში
ჩა​ვიკ​ლა ჩე​მი წყურ​ვი​ლი...