Jump to content

რისთვის მარტოებ დაღონებული?

From Wikisource
რისთვის მარტოებ დაღონებული?
ავტორი: სოლომონ რაზმაძე
1834


რისთვის მარტოებ დაღონებული,
ზიხარ და ჰფიქრობ გაოცებული?
გიღელავს გული ურვის სახმილით,
ხედავ ფიალას, სავსეა ღვინით?
შესვი — მოგეცეს ლომისა ძალი,
და დაგიშრიტოს შემწველი ალი!
კმარა, ნუ აფრენ გონებას შორად,
ვახოთ ბაგენი ჯიხვებსა ხშირად!
აჰა, ჩონგური, დაუკარ რამე,
მით მოგეცემა გულის სიამე!
კახური მიჰფენს სიხარულს პირსა,
მივსჭედოთ სევდა ქვევრების ძირსა!