ქ. შენ ღრუბელსა მზგავს ნათლისასა ქუეყანათა ზედა მავრთესა, ტომებით ...ლსა ადამისა დედასა ღუვთისასა ძუელ ოდესმე მაყოლდ მეორედ ხილულსა და შეუწეველად დაცულსა ერონის კუერთხსა აღვეყოლსა, რომელმან გამოიღო ნაყოფად უნაყოფოთა ნაყოფიერ მყოფელი და ყოვლისა სოფლისაგან მანათებელო შენ ცათა მობაძავისა დედაქალაქისა ქუთაისისა ღუთის მშობელო, ადიდე ორთავე შინა ცხორებასა მეფეთა მეფე გიორგი, ძე მათი ალექსანდრე. მე, ცვა ფარვათა თქუენთა მინდობილმან ქუთათელ მთავარეპისკოპოსმან ჩხეტიძემა ბასილი მოვაჭედინეთ ხატი ესე ყოვლად წმიდისა ღმრთის მშობლისა, პირველი მოჭედილი დაძველებულიყო და ჩუენ მმეორედ განვაახლეთ. შეიწირე დედაო ღმრთისაო მცირე ესე მსახურება ჩუენი და მეოხ გუექმენ დღესა მას განკითხვასა. ამინ. შეიქმნა ხატი ესე ხელითა რაფიელ მონაზონისათა ქორონიკონს [ტ].
პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი - ქუთათელი ბასილი ჩხეტიძის შეწირული
შესავალი
[edit]ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ღვთისმშობლის ხატი (საინვ. N 3149), რომელიც ადრე ქუთაისის საკათედრო ტაძარს ეკუთვნოდა.
ხატის აღწერა
[edit]3149. პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი: ღვთისმშობელი ყრმით; ფერწერა; ვერცხლით შეჭედილი; 92,5 x 135 სმ; 123 თვლით და მარგალიტით, ხატს აქვს ორი წყვილი ოქროს საყურე; შემოსულია 1923 წელს ქუთაისის საკათედრო ტაძრიდან.
წარწერა პალიასტომის ღვთისმშობლის ხატზე
[edit]ქვედა აშიაზე მედალიონებს შორის შვიდსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა:
წარწერის ტექსტი
[edit]დათარიღება
[edit]გ. ჩუბინაშვილი ხატს XVI საუკუნით ათარიღებდა და მის წარწერაში მოხსენებულ გიორგი მეფეს იმერეთის მეფე გიორგი II-თან აიგივებდა, თუმცა მ. ნიკოლაიშვილს მიაჩნია, რომ წარწერაში შემონახულია ქორონიკონი ტ, რომელიც ადგილის სიმცირის გამო პირველი სტრიქონის ბოლოში გადაუტანიათ და ამდენად წარწერას 1612 წლით ათარიღებს. ხოლო გიორგი მეფე კი არის იმერეთის მეფე გიორგი III (1605-1639).