Jump to content

ოვანესიკ წარეცი

From Wikisource


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის სომხური წყაროები




(1560-1621)

ოვანესიკ წარეცი წარმოშობით ხაჩენის სათავადოს წარის ოლქიდან იყო. მას ხშირად ურევენ მის ბიძაში ოვანეს წარეცში (გარდ.1583 წ.). ოვანესიკი დაკავებული იყო ხელნაწერთა აღდგენითა და გადაწერით. მოგვიანებით ვარადაპეტი გახდა და მონაწილეობას იღებდა სოტკში სურბ ასტვაცაცინის ეკლესიის მშენებლობაში.
ოვანესიკ წარეცის ქრონოგრაფია მოიცავს 1572-1600 წლების პერიოდს. მასში დაცულია ძვირფასი ცნობები 1578-1590 წწ. ოსმალეთ-სპარსეთის ომების, 1579 წ. შიმშილობის შესახებ, ასევე ქართველთა განმათავისუფლებელი ბრძოლის შესახებ 1580-იან და 90-იან წლებში. მისი შრომა შესულია არაქელ თავრიზელის ისტორიაში სათაურით "ვარდაპეტ იოვანეს წარეცის მიერ შედგენილი აღვანკის ქვეყნის ისტორია".
ქვემოთ მოტანილია ოვანესიკ წარეცის ქრონოგრაფიის სრული რუსული ტექსტი და ქართული თარგმანი საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვანი ადგილებისა.


ტექსტი

[edit]







ოვანესიკ წარეცი
აღვანკის ქვეყნის ისტორია, შედგენილი ვარდაპეტ ოვანეს წარეცის მიერ

ჩვენი სომხური წელთაღრიცხვის 1021 (1572) წელს ატროპატაკანის[1] ხელმწიფე იყო ვინმე უცხო ტომის კაცი, სახელად დაჰმანი[2] ყიზილბაშებს შაჰად წოდებული, დიდი მშვიდობისმოყვარე და უანგარო. მოხუცებს უთქვამთ, რომ 15 წელი გადასახადი არ აუკრეფია თავის ქვეყანაში. სავაჭრო გადასახადიც და ბაჟიც, რომელიც გროვდებოდა მის ხაზინაში, გააუქმა თავის საბატონო ქვეყანაში. ურცხვი დედაკაცები, რომლებიც ქალაქებში ცხოვრობდნენ, ბევრ ადამიანს აშკარად რყვნიდნენ და ხელმწიფეს გადასახადს აძლევდნენ და ამის გამო თვალით უნახავი ბიწიერება და სოდომის ავადმყოფობა გავრცელდა სპარსელებში, ყოველივე ეს მტკიცე ბრძანებით აკრძალა. სადაც გამოჩნდებოდა [ასეთი დედაკაცი] ბრძანებდა საშინელი წამებით მოეკლათ იგი. ხსენებული შაჰი გარდაიცვალა ჩვენი წელთაღრიცხვის 1024 (1575) წელს[3]. მან 51 წელი იმეფა[4].

მისი ერთ-ერთი ძე, სახელად ისმაილი[5], რომელიც წინათ მამის მიერ იყო შეპყრობილი და ყალაში[6] იჯდა რაღაც დანაშაულის გამო, ახლა განთავისუფლდა და თავის მამის ნაცვლად გამეფდა. ისმაილმა მახვილს საქმე გაუჩინა და დახოცა თავისი ღვიძლი ძმები, რიცხვით შვიდი. მერე შეუდგა თავისი ჯარის მხედართმთავრების ამოხოცვას, ზოგს აშკარად [კლავდა], ზოგს ფარულად, თითქოს ცდილობდა მოესპო სპარსელთა მთელი მოდგმა. სპარსელი წარჩინებულები მიხვდნენ, რომ დადგა მათი აღსასრულის ჟამი. ვინმე ამირხანმა, თავრიზის მმართველმა და მაჰმედმა, არარატის თემის გამგებელმა, მეტსახელად თოხმახად წოდებულმა და სხვებმა, რომელთა სახელები დარწმუნებით არ ვიცი, შეჰკრეს კავშირი ისმაილის მსახურებთან და ფარულად მოკლეს იგი, ისე რომ მისმა ჯარმა არ იცოდა მისი სიკვდილის ამბავი. მისი სასამართლოში დივანში გამოუცხადებლობა სხვებს იმით აუხსნეს, რომ იგი მალულად წავიდა სხვა ქვეყნების მდგომარეობის სესატყობად და ერთი ელის შემდეგ დაბრუნდებაო. ასეც დაიჯერეს, მაგრამ შემდეგ ყველამ დანამდვილებით შეიტყო მისი სიკვდილის ამბავი მხოლოდ მოგვიანებით შეიტყვეს.

კვლავ შეიკრიბნენ ისინი (სპარსელი დიდებულები), წავიდნენ ხორასანში და მოიყვანეს ხოდაბანდად წოდებული, საქმიანობით შეიხი, ისმაილის ძმა და იმავე შაჰ თაჰმაზის ძე, რომელიც თავისი მამის მიერ ხორასნის გამგებლად იყო დანიშნული. ისმაილის ნაცვლად ის დასვეს ტახტზე. მაგრამ იგი უძლური და სუსტი იყო სახელმწიფო საქმეებში და ორივე თვალში სინათლეც აკლდა[7].

მისი მბრძანებლობის მეორე წელს, ბიზანტიის ხელმწიფემ ტომით ოსმალომ, სახელად მურადმა[8], რომელსაც ხონთქარს უწოდებენ, უბრძანა თავის ჯარს გაელაშქრა ყიზილბაშთა ქვეყანის წინააღმდეგს. ადგა ერთი მხედართმთავარი, ლალად წოდებული[9] და მრავალრიცხოვანი ჯარით მოვიდა და შემოიჭრა არარატის ქვეყანაში, ტყვედ იგდო სომხები და სპარსელები - რიცხვით 60 ათასი სომეხი და წაიყვანა ურუმთა ქვეყანაში. მომდევნო წელს, კვლავ დაიძრა იგი, გაილაშქრა ქართველებზე და მივიდა ქალაქ ფაიტაკარანში, ანუ თბილისში, ააშენა ციხეები და სიმაგრეები და შიგ მრავალი მეომარი ჩააყენა.

ერთ-ერთი ბაგრატიონი, ქართველთა მეფე, სიმონად წოდებული, რომელიც ერთ დროს ურჩობის გამო შეიპყრო ზემოხსენებულმა შაჰ თამაზმა, განუდგა {ქრისტიანთა] რჯულს და მასთან იმყოფებოდა. ისმაილმა გახელმწიფებისთანავე სიმონს მისი წინაპართა სამფლობელო და ქვეყანა უწყალობა და (ნება მისცა) რომ წასულიყო და თითონ ებრძანებლა, მაგრამ რჯულით მაჰმადიანი უნდა დარჩენილიყო მაჰმადიანად. როდესაც [სიმონი] მივიდა თავის ქვეყანაში, თბილისში, იგი შეურაცხჰყვეს მისმა დიდებულებმა და მღვდლებმა, განსაკუთრებით კი მისმა ცოლმა და ოჯახის წევრებმა, რომელნიც მას რჯულის მგმობელს და უზიარებელს უწოდებდნენ და უარს ამბობდნენ მასთან ურთიერთობაზე. ამიტომ შეწუხდა [სიმონი], უარყო მაჰმადიანობა და კვლავ იწამა სათაყვანებელი ჯვარი ქრისტესი და ჯვარცმული ქრისტე ყოველი. ეს ამბავი სპარსელებმაც შეიტყვეს, მაგრამ ისმაილი უკვე გარდაცვლილი იყო,ხოლო სხვები ვერაფერს გააწყობდნენ მასთან. ამიტომ დათანხმდნენ რომ ყოფილიყო იგი ქრისტიანი, ოღონდაც ერთგულება და გულწრფელობა გამოეჩინა შაჰის სახლის მიმართ.

ახლა ლალამ გააქცია ეს სიმონი და მის ქვეყანაში მრავალი ციხე ააშენა, რომელთა აღწერა არ ძალგვიძს, რადგანაც არ გვინახავს ის ადგილები, მაგრამ გავიგეთ, რომ თბილისში, დმანისში, გორში, ლორეში და სხვა ადგილებში ააგო ლალამ ციხეები და მასსი ჯარი ჩააყენა. თვითონ ალანეთში[10]72 გადავიდა, მივიდა რკინის კართან, იქაც ააგო ციხე, რომელსაც დამურღაფი[11] ეწოდება, და შიგ მრავალრიცხოვანი ჯარი ჩააყენა. მხედართმთავრად დანიშნა ვინმე ოსმანი[12] - ძლიერ გამოცდილი და შეუბრალებელი, ხოლო თვითონ ლალა დაბრუნდა თავის ხელმწიფესთან და მოიკლა იმისგან ცილისმწამებელთა დასმენის გამო. უფლის შურისგებამ მოუსპო მას სიცოცხლე უდანაშაულოთა სისხლის დაღვრისათვის[13].

1028 (1579) წელს უეცრად დადგა საშინელი, დიდი და მოულოდნელი სიკვდილიანობა, რომელმაც ყველა ტომიდან უამრავი ხალხი იმსხვერპლა. ბევრი სახლი უპატრონოდ და ბევრი მამა და დედა უძეოდ დარჩა. აღვანთა ქვეყანა ასეთ განსაცდელში და მიცვალებულთა გლოვაში იყო, ცოცხლები კი დავრდომილთათვის და საკუთარი თავისთვის ზრუნავდნენ და დაფიქრებულნი ამბობდნენ: "ნეტავი გადავურჩებით ამ მოულოდნელ სიკვდილიანობას თუ არა?".

სწორედ ამ დროს გამოჩნდა კიდევ ერთი საშინელება - დაწყევლილი ოსმანი, რომელმაც მანამდე გაილაშქრა კაიტაღებზე და თავის გვერდით შეკრიბა დამურ-გაპუში მთელი კავკასიის მთიელები-ლეკები აურაცხელი სისხლისმსმელი მხედრები. მათთან ერთად გადალახა მტკვარი, გააქცია განჯისა და პარტავის (ბარდის) მმართველები, თვითონ კი მოედვნენ არე-მარეს და მთელი დღე ძარცვეს განჯა და პარტავა, ჩარაბერდა და ხაჩენი, ვარანდი და დიზაკი - მთელი არე-მარე მდინარე ჩარექიდან ერასხამდე - მოსახლეობა ტყვედ წაასხეს, ვინც არ მოსწონთათ, ხმლებით კაფავდნენ და ოთხი-ხუთი დღის შემდეგ დაბრუნდნენ თავიანთ ალაგებში.

იმავე წელს ამ ორ გასაჭირს მესამეც დაემატა და ირგვლივ საშინელი და გაუსაძლისი შიმშილობა ჩამოვარდა...

1032 (1583) წელს მურად ხონთქარმა უბრძანა თავის ჯარსა და სარდლებს კვლავ გაელაშქრათ ერევანზე. მართლაც, მოვიდნენ ისინი და გაანადგურეს ქვეყანა, დაანგრიეს ეკლესიები და ქვები ციხე-სიმაგრეების ასაგებად წაიღეს. მათ ასევე უნდოდათ დაენგრიათ დიდი ეკლესია, სახელად ერკუ-ერესი74, მაგრამ არაქელ ვარდაპეტი, რომელიც შემდეგ კათალიკოსი გახდა75, გამოვიდა სარდალ ფახრადის ლაშქართან და არ დაანება ეკლესიის დანგრევა...

1034 (1585) წელს ამპარტავანმა მურადმა დამურ-გაპუდან კონსტანტინოპოლში გამოიძახა ოსმანი და უბოძა მას მთელი აღმოსავლეთის სარდლობა და მმართველობა - ბიზანტიიდან ალანებამდე. ხონთქარმა ჩააბარა მას 600 ათასიანი უზარმაზარი არმია და გაგზავნა შახასტანში - ქალაქ თავრიზზე. მართლაც იგი დაესხა ქალაქს, აიღო, დაანგრია და გაძარცვა ქალაქი და დაიწყო იქ სიმაგრის მშენებლობა, მაგრამ ვერ მოესწრო მშენებლობის დასრულებას, ავად გახდა და მოკვდა ისე, რომ არ დასცალდა თავისი მბრძანებლისაგან ქების სიტყვების მოსმენა. სხვა სარდლებმა და მმართველებმა, ყიზილბაშებთან გამუდმებულ ბრძოლებში დაასრულეს ციხე-სიმაგრე, შეკრიბეს იქ მონების ჯარი78, სარდლად დაუყენეს ერთი საჭურისი, სახელად ჯაფარი, თვითონ კი დაბრუნდნენ თავიანთ ადგილებში და თან წაიღეს ოსმანის ცხედარი.

ეხლა დავუბრუნდეთ ყიზილბაშთა ისტორიას. ამ დროს მათი მეფე იყო ზემოხსენებული ხუდაბენდე. ის ძალზედ ცდილობდა დაემარცხებინა ოსმანის ჯარი, მაგრამ ის ძირითადად უიღბლოდ ომობდა და მრავალდღიანი შებრძოლებებისა და მრავალრიცხოვანი მსხვერპლის მიუხედავად, მაინც ვერ შესძლო თავრიზის ციხე-სიმაგრის აგებისათვის ხელის შეშლა.

იმ დროს მის ხელქვეით კიდევ რჩებოდა ეგრეთწოდებული შავი ბაღი79 და განძაკი, ანუ განჯა და შაჰი, თავის ვაჟ ამირ-ჰამზასთან80 ერთად იქეთ გაემართა, შეკრიბეს იქ ყიზილბაშთა არმია და დაიწყეს ბჭობა, თუ რა ექნათ თავრიზისა და ოსმალების ჯარებისათვის. ყიზილბაშებმა, რომლებიც ვერ იტანდნენ თავიანთ ხელმწიფეს, ხუდაბენდეს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენეს, თუმცა ამით თავიანთ თავსაც ორჯერ მეტი ცუდი გაუკეთეს: მალულად, ხმლით მოკლეს შაჰის ვაჟი, რომელშიც უკვე შეიმჩნეოდა მეფური დიდებულება და ყიზილბაშ სპარსელებს ძალიან ეშინოდათ მისი. როცა ეს მოხდა, სპარსელები აქეთ-იქით გაიფანტნენ გზააბნეულ უმწყემსო ცხვრის ფარასავით, კიდევ იმიტომ, რომ ოტომანთა ხელმწიფე მურადის მრისხანე ბრძანება ბოჭავდა მათ, როგორც კუნძულს გარშემორტყმული ზღვა. მწუხარებით აღსავსე ხუდაბენდე, მგლოვიარე და ნაღველით აღსავსე გაემგზავრა ხორასანში, თავის მეორე შვილ აბასთან, რომელიც თავის ატრპატაკანში წამოსვლისას ხორასნის გამგებლად დატოვა. მასთან ჩასული ხუდაბენდე, რამდენიმე წლის მერე გარდაიცვალა. ის სუსტი მმართველი იყო და თავისი ხალხისათვის მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია.

მის შემდეგ გამეფდა მისი ძე აბასი - ძალზე მამაცი და ბრძოლებში იღბლიანი. გილანი, ანუ ჯურჯანი, რომელიც მამამისს აუჯანყდა, აბასმა მამაცურად დალაშქრა, დაიპყრო და დაიმორჩილა. სანამ შახი არდებილში გაემართა, რათა თავიანთი წინაპრების საფლავებისათვის თაყვანი ეცა, ეგრეთწოდებული უზბეკები დაიძრნენ ბალხისა და ბუხარიდან, დაიპყრეს და დაიმორჩილეს ქალაქი ჰერა81 და სხვა შაჰის ოლქები. როცა კი ეს გაიგი, შაჰი დაბრუნდა, გაილაშქრა უზბეკთა წინააღმდეგ, ზოგი დახოცა, ზოგი გააქცია და თავისი სამფლობელო დაიბრუნა და კიდევ ორჯერ თუ სამჯერ გაგზავნა მათ წინააღმდეგ ჯარები. შემდეგ თვითონვე გაილაშქრა, ბევრი მათგანი გაჟლიტა სასტიკ ბრძოლაში, ხელში ჩაიგდო მათი მეფის შვილი, დაიმორჩილა ისინი და დაბრუნდა ყაზვინში. ამჟაად მისი ძალაუფლება ვრცელდება ხორასანიდან არდებილამდე და მდინარე ერასხამდე.

1037 (1588) წელს მურად ხონთქარმა იმ ფახრადს82, რომელმაც დაიპყრო და ააშენა ერევანი და რომელიც ლალას შემდეგ ოსმანამდე იყო აღმოსავლეთ ოლქების მთავარსარდალი, კვლავ დაუბრუნა თანამდებობა და უბრძანა გაელაშქრა განჯაზე, განედევნა იქ შემორჩენილი ყიზილბაშები და აეშენებინა ციხე-სიმაგრე. მართლაც ფარხადმა დაამარცხა ყიზილბაშები, მისდია მათ მდინარე არასხამდე, ბევრი მათგანი დაატყვევა, დახოცა და უმეტესობა კი მდინარეში ჩაიხრჩო. ამის შემდეგ გამობრუნდა, ააგო განჯის ციხე-სიმაგრე, ჩააყენა შიგ მონებისაგან შემდგარი მეომართა რაზმი და თვით დაბრუნდა თავის კეისართან.

შაჰ-აბასმა, დაინახა რა, თუ რა დაემართა მის ქვეყანას, შეეშინდა, რომ მისი წინაპრების საფლავი - არდებილიც არ დაეპყროთ მტრებს და უფრო წინაც, ქვეყნის შიგნით არ წაწეულიყვნენ და გაუგზავნა ელჩები მურად ხონთქარს დაზავების თხოვნით. ამპარტავანმა ხონთქარმა მძევლები მოსთხოვა მას, შაჰ აბასმა მას თავისი ძმისშვილი გაუგზავნა მძევლად სტამბულში, მისი გამზრდელი დიდი თავადითა და ორასი შეიარაღებული მსახურით და ამის წყალობით მოახერხა მშვიდობის ჩამოგდება83.

1044 (1595) წელს გარდაიცვალა მურად ხონთქარი და გამეფდა მისი ვაჟი - მუჰამედ სულთანი. ამ მუჰამედის მმართველობაში ფრანკები, რომლებსაც მადიარებს ეძახიან, ბევრი ხომალდით ამხედრდნენ მის წინააღმდეგ ზღვაზე და უკვე ხუთი წელიწადია, რაც მათ შორის ომი მიმდინარეობს84. ყოველ წელს გააფთრებული ბრძოლა აქვთ ერთმანეთთან, ისე ხოცავენ ერთმანეთს, თითქოს ტყეს კაფავენო და ანადგურებენ ერთმანეთს ცეცხლითა და მახვილით, ხოლო შემდეგ წელს, მათი მმართველებისაგან დამხმარე ჯარს ღებულობენ და ომი განახლდება ორჯერ მეტი სისასტიკით. ასე რჩება ყველაფერი დღევანდელ 1049 (1600) წლამდე. ხოლო რა მოხდება მომავალში: რომელი მხარე დამარცხდება და რომელი გაიმარჯვებს, ეს მხოლოდ უფალმა ღმერთმა იცის, რამეთუ ნათქვამია: "...რადგან საკუთარი ძალით ვერ მაგრობს კაცი... უფალი შემუსრავს თავის წინააღმდგომთ... და თავის ცხებულს რქას აუმაღლებს..." (მეფეთა პირველი წიგნი 2,9-10)

ეხლა კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ ქართველების მეფე სიმონს85. სიმონმა, გაექცა რა ლალას, მიაშურა თავისი ქვეყნის ერთ-ერთ მიუვალ კუთხეს და ცხოვრობდა იქ უღრან ტყეში თავისი სამშობლოს დაპყრობით დადარდიანებული, ამასთანავე ძალზედ ამაყს გამოსავალი ვერ მოენახა. ღვთის წყალობას მინდობილი, ელჩებს უგზავნიდა მურადს და ხარკის გადახდას აღუთქვავდა, თუმცა შემდეგ ხან უხდიდა და ხანი შეწყვეტდა გადახდას, აუჯანყდებოდა და ყაჩაღებს გზავნიდა ციხეებში და ყველაფერს მურადის წინაშე მეციხოვნეებს აბრალებდა, ისიც პატიობდა დანაშაულს. ხოლო როცა გამეფდა მუჰამედ სულთანი, სიმონმა დაიწყო დაუმორჩილებლობის გამოვლენა შემდეგნაირად: ხარკს ის არ იხდიდა და საკმაოდ გაზარდა ყაჩაღთა რიცხვი; უფრო მეტიც, შეკრიბა ლაშქარი და თავს დაესხა გორის ციხეს, რვა თვის მანძილზე ავიწროებდა მეციხოვნეებს და ბოლოს აიღო ციხე და დაანგრია. ციხის კედლების ქვები ოსმალებს თავისი ზურგით აზიდინა და მტკვარში ჩააყრევინა, შემდეგ კი მამაკაცები ხმლით გაწყვიტა, ხოლო ქალები და ბავშვები თავის ქართულ ლაშქარს დაურიგა86. ამან ძალიან შეურაცჰყო აგარიანები87 და სულთან მუჰამედის სასტიკი რისხვა გამოიწვია. მისი ბრძანებით ფაჰრადის ადგილი და თანამდებობა თავრიზში მყოფ საჭურის ჯაფარს გადაეცა და უბრძანა სიმონზე თავდასხმა და ოსმალთა სისხლისა და შეურაცხყოფაზე შურისძიება უბრძანა88. ხელმწიფისაგან გულმოცემულმა ჯაფარმა მაცნეები გაგზავნა თავისი სამფლობელოს ყველა კუთხეში, თვითონ კი თავრიზიდან გამოვიდა და არარატის ოლქში მოვიდა. აქ შეიკრიბა მრავალრიცხოვანი ლაშქარი, მან კი მალემსრბოლები დაგზავნა შორეულ სოფლებში ჯარისთვის პროვიანტის მოსამარაგებლად და მათ მიერ გასავლელი გზის მოსამზადებლად.

მან აგრეთვე წამოიყვანა თავისი ქვეყნიდან უბრალო ხალხი - სომხები და მუსულმანები, შეიარაღებულები ხელკეტებით, ნიჩბებით, ცულით, ნაჯახით, წერაქვებით და თოხებით - სულ 20 ათასი კაცი. ასევე აკრიფა მოსახლეობისაგან დაწესებულზე მეტი ხარკი და დიდი შიშით გაემართა საქართველოსკენ, იმიტომ რომ ძველითგანვე გამოცდილი ჰქონდათ სიმონის სიმამაცე და საბრძოლო ხრიკები, რის გამოც ბევრჯერ დამარცხებულებს მოუწიათ იქიდან დაბრუნება. ახლაც, როგორც კი მიაღწიეს საქართველოს, შიშით ელოდნენ, რომ იგივე მოუწევდათ. ასე გაჩერდნენ იქ სამი დღე, მაგრამ არა თუ არ შებრძოლებიან, არამედ არც ელჩები და შიკრიკები გაუგზავნიათ ერთმანეთთან.

ქართველებმა მოითათბირეს ერთმანეთში და უთხრეს სიმონს: "ნება მოგვეცი ჩვენ ჩვენი ქონება და ოჯახები მთებში გავხიზნოთ, ამის მერე დავბრუნდებით და მთელი გულით შევებმებით თურქებს და ვიბრძოლებთ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, სანამ არ დავამარცხებთ მათ." მაგრამ, რადგანაც ამ ქრისტიან ხალხს დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდათ ლოცვები, იმდენად , რომ მთელი წლის განმავლობაში არც უბრალო ხალხი და არც დიდებულები ეკლესიის ზღურბლს არ გადასცდებოდა89, ამის გამო ღვთის განგებამ არ მისცა ნება ქართველებს, შეესრულებინათ თავიანთი განზრახვა, რამეთუ უფალი მოციქულის პირით გვამცნობს: "მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს" (ფსალმუნი 7,13), ან ამბობს: "თუ ეყოყოჩება ცული მჩეხელს, თუ ედიდგულება ხერხი მხერხელს?" (ესაია 10,15) და კვლავ ამბობს: "მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ." (მეორე რჯული 32,39), ანდა ამბობს: "როდესაც უფალი ვინმეს დაღუპვას გადაწყვეტს, ჯერ განსჯის უნარს წაართმევს მას". ამიტომაც გონება დაკარგულმა სიმონმა ეხლარამდენიმე კაცთან ერთად ლოთობა დაიწყო.

არაფრით დაეჭვებული თურქები რამდენიმე ჯგუფად გაიყვნენ და საძარცვავად იმ მხარეს გაეშურნენ, საითაც სიმონი იდგა. გზაში მათ შეიპყრეს რომელიღაცა ქართველი და მცირე მანძილზე დაინახეს სიმონის ამალა. გამოკითხეს ტყვეს და გაიგეს, რომ ეს სიმონი იყო. შეშინებულებმა სასწრაფოდ უკან დაიხიეს და მალემსრბოლები გაგზავნეს სარდალ ჯაფართან. გახარებულმა ჯაფარმა შეკრიბა დიდი ოდენობით მამაცი მხედრები და გაგზავნა სიმონის წინააღმდეგ. მათ შეიპყრეს სიმონი და მოიყვანეს ჯაფართან. როცა ის მოიყვანეს, ჯაფარი ადგა და მიესალმა სიმონს და შემდეგ თავის ენაზე ხმამაღლა, ისე რომ მთელ მის ლაშქარს გაეგონა, ღმერთს მადლობა შესწირა, სიმონმა გაიმეორა რა იგივე, თქვა: "კურთხეულია უფალი და მისი მარადიული სამეფო, რამეთუ უფალი აკვდინებს და აცოცხლებს; შავეთში ჩაჰყავს და ამოჰყავს". (მეფეთა პირველი წიგნი 2,6)

ჯაფარმა იქიდან მახარობელი გაუგზავნა ხონთქარს, თვითონ კი თავრიზისკენ გაემართა. ხონთქარმა ბრძანა მოერთოთ ქუჩები მისი სამფლობელოს ყველა ქალაქში და სამი დღე და ღამე ლხინი ბრძანა. ხონთქარმა ჯაფარს მოსთხოვა შეენახა სიმონი თავრიზში ზამთარსა და გაზაფხულზე და ზაფხულსი გაეგზავნათ მასთან ბიზანტიაში. გზაში ქალაქ კარინთან ისინი გაჩერდნენ, რადგან ერთ-ერთი მმართველის მდივანი, მათ ენაზე იაზიჯის90 შეეკრიბა 20 ათასი კაცი აჯანყებოდა თავის მმართველსაც და ხელმწიფესაც და უკვე ორი წლის მანძილზე მოსახლეობიდან სამეფო გადასახადებს თვითონა კრეფდა თავისთვის. მან დაავალა თავის ლაშქარს, ფრთხილად მოეტაცათ სიმონი გამცილებლებისაგან და მიეყვანათ მასთან. ამის გამო სიმონი გააჩერეს ქალაქ ერზერუმში. ხოლო რას ინებებს ღმერთი მომავალში, ეს მხოლოდ მან იცის.


66. Глава 55 — совершенно самостоятельное историческое сочинение, принадлежащее другому автору — Иованнесу Тцареци, — написанное, по словам последнего, в 1600 г. (см. стр. 472 наст. изд.).

67. Атрпатакан — см. прим. 19 к гл. 3.

68. Шах Тахмасп I был посажен на престол десятилетним мальчиком после смерти отца своего, шаха Исмаила I (в 1024 г.), процарствовал до 1576 г. Иованнес явно преувеличивает его заслуги. Он ни в чем себя не проявил ни во внутренней, ни во внешней политике.

69. Шах Исмаил II (1576-1577) был заключен в 1554 (по другим источникам, в 1557) году в крепость Кахках (историческая крепость Анхуш), где содержался 20 лет. Его освободили, посадили на престол, но спустя менее чем два года, в 1578 г., Исмаил II был умерщвлен (см. об этом: «Мелкие хроники», т. I, стр. 195, 199; т. II, стр. 251; М. С. Иванов, Очерк истории Ирана, стр. 63).

70. Речь идет о турецком военачальнике Мустафе Лала-паше.

71. Симон-хава Картлийского, заключенного шахом Тахмаспом I в Аламутскую крепость, шах Исмаил II освободил и направил в Картлию для борьбы с турками.

72. Аланами армянские источники называли осетин.

73. Этот Осман-паша был осажден в Шамахе ширванским беглербегом Арас-ханом Румлу; а когда престолонаследник Хамза-Мирза разбил турецкие войска, Осман-паша был вынужден очистить Ширван и бежать в Дербент. Были разбиты также и крымские татары (1580 г.). Однако уже в 1584 г. османы перешли в наступление: вместе с крымскими татарами они разграбили Карабах и угнали в плен множество людей. Были захвачены Шамаха и Баку. Уход крымских татар временно улучшил положение кызылбашей, но вскоре Осман-паша разбил их, а весной следующего, 1586 г. он занял и укрепил Тавриз.

74. Церковь Ерку-ереси (букв. «Двуликая») — об этой церкви рассказывает Григор Даранахци («Хроника», стр. 56); см. также: Е. Шахазиз, Старый Ереван, стр. 200-204 и [Chardin], Voyages...

75. См. прим. 3 к гл. 1.

76. Речь идет об Иованнесе Тцареци — тезке автора хроники и дяде его отца, у которого последний обучался. Автор хроники — тоже Иованнес Тцареци, однако он больше известен как Иованнисик Тцареци. Подробно об этом говорит В. Акопян в предисловии к хронике этого автора (см.: «Мелкие хроники», т. II, стр. 235-239).

77. Осман-паша занял и укрепил г. Тавриз весной 1585 г. Однако грабежи и притеснения османских воинов вызвали восстание горожан, жестоко подавленное османами.

78. Имеются в виду специальные войсковые соединения в османской армии, состоявшие из так называемые гулов, или гулямов, т. е. рабов.

79. Речь идет о Карабахе.

80. Речь идет о старшем сыне шаха Мухаммеда Худабенде, талантливом Хамза-Мирзе, который был заколот во время зимовки в Кара-Агаче одним из придворных по наущению кызылбашских эмиров, ненавидевших престолонаследника за его централистскую политику.

81. Гери — одно из названий г. Герата. В 1584 г. среднеазиатский правитель Абдулла-хан Бухарский, усилившись, завоевал Бадашхан, затем овладел городами Мервом, Гератом, Мешхедом, а в 1593-1594 гг. покорил Хорезм. Но вскоре началось падение Бухары, и шах Аббас I отнял у узбеков земли, принадлежавшие ранее Ирану.

82. Фахрад-паша (правильнее Ферхад-паша) — турецкий полководец, которому вместе с Синан-пашой и Осман-пашой султан Мурад был обязан многими блестящими победами в войне с Персией и Австрией.

83. Мир между Османской Турцией и Персией был заключен в 1590 г. в Константинополе. Условия этого мира были исключительно тяжелыми для Персии: она вынуждена была уступить Турции все Закавказье и Азербайджан, за исключением областей Ардебиля и Талыша.

84. Имеется в виду начавшаяся в 1592 г. австро-турецкая война. окончившаяся двадцатилетним перемирием, заключенным в Ситвароке в 1606 г.

85. Симон-хан, взятый в плен кызылбашами в 1569 г., после поражения последних в возобновившихся военных действиях был освобожден из крепости шахом Худабенде и послан в Картлию для борьбы против турок (см. прим. 22 к гл. 3).

86. В 1599 г. грузины восстали и отбили у турок Горийскую крепость. Успех восставших ставил под угрозу владычество османов в Грузии, поэтому султан послал в Картлию большое войско, и после тяжелого сражения с превосходящими силами турок грузины вынуждены были отступить. Симон-хан в этой битве попал в плен к османам, которые в 1601 г. отправили его в Константинополь, где он и умер (см. прим. 22 к гл. 3 ).

87. Агаряне — по имени Агари (библ.), наложницы Авраама, родившей ему сына Исмаила, который считается родоначальником арабских племен.

88. Османские и исмаильские полки, т. е. турецкие полки.

89. Автор намекает на то, что после пленения кьгзылбашами Симона христианская религия стала преследоваться, так как правителем на его место был назначен брат Симона, Дауд-хан, принявший мусульманство.

90. У автора хроники: *** т. е. «чиновник особых поручений, секретарь, писарь, писец». Автор имеет в виду Кара-Языджи, т. е. «Черного писаря» (см. прим. 3 к гл. 7 наст. изд.). Об этом см. работу А. С. Тверитиновой «Восстание Кара-Языджи...».

  1. ატროპატაკანი - ძველ ბერძნული ატროპატენა, მიდიის ჩრდილი ნაწილი. შუა საუკუნეების სოხურ წყაროებში - სეფიანთა ირანის აზერბაიჯანი, თანამედროვე სამხრეთ აზერბაიჯანი.
  2. დაჰმანს ოვანეს წარეცი ეზახის სეფიანთა ირანის მმართველს შაჰ-თამაზ I-ს (1524-1576)
  3. სინამდვილეში შაჰ-თამაზი 1576 წელს გარდაიცვალა
  4. სინამდვილეში შაჰ-თამაზმა 52 წელი იმეფა
  5. შაჰ-ისმაილ II (1576-1577). 1554, თუ 1557 წელს იგი დაატუსაღეს. 1576 წელს შაჰად გამოაცხადეს მაგრამ არასრულ ორ წელიწადში მოკლეს.
  6. შაჰ-ისმაილი დატუსაღებული იყო ყაზვინის მახლობლად, ალამუთის ციხეში
  7. შაჰ მოჰამედ-ხოდაბენდე (1577-1587)
  8. მურად III - ოსმალეთის სულთანი (1574-1595).
  9. ლაპარაკია ცნობილ მხედართმთავარ მუსტაფა ლალა ფაშაზე
  10. ოსეთში
  11. დარუბანდი ანუ დერბენდი
  12. ამ ოსმან-ფაშას შამახაში ალყა შემოარტყა შირვანის ბეგლარბეგმა არას-ხან რუმლუმ, ხოლო როცა ტახტის მემკვიდრე ჰამზა-მირზამ გაანადგურა თურქები, ოსმანი იძულებული გახდა შირვანი დაეცალა და დერბენდში გაქცეულიყო. 1580 წელს სპარსელებმა ყირიმელი თათრების გაანადგურეს, მაგრამ უკვე 1584 წელს თურქები შეტევაზე გადავიდნენ, ყირიმელ თათრებთან ერთად გაძარცვეს ყარაბაღი და მრავალი ტყვე წაიყვანეს. დაიპყრეს შამახა და ბაქო. თათრების წასვლამ დროებით გააუმჯობესა ყიზილბაშთა მდგომარეობა, მაგრამ მალე ოსმან-ფაშამ კიდევ ერთხელ დაამარცხა სპარსელები, ხოლო მომდევნო 1586 წლის გაზაფხულზე დაიპყრო თავრიზი და გაამაგრა იგი.
  13. სინამდვილეში ლალა-ფაშა ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა 1580 წელს