Jump to content

ნიკო დადიანი - "ქართველთ ცხოვრება"

From Wikisource

ნიკო დადიანი - "ქართველთ ცხოვრება"
ავტორი: ნიკო დადიანი





ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







პუბლიკაცია

[edit]

ნიკო დადიანი - "ქართველთ ცხოვრება" - ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა, კომენტარები, საძიებლები და ლექსიკონები დაურთო შ. ბურჯანაძემ - თბილისი - 1962

რესურსები ინტერნეტში:

http://corpora.iliauni.edu.ge/qats/upload/1962.pdf


ტექსტი

[edit]
ქართველთ ცხოვრება
ნიკოლაი გიორგის ძის დადიანოვის პირველისა, პოლკოვნიკის და კავა-

ლერისაგან განახლებით ქმნილი ისტორიაჲ, რომელსა ეწოდების ქართ-
ველთ ცხოვრება, წელსა დასაბამითგან სოფლისა ჴტკზ, ხოლო გან-

ჴორციელებითგან სიტყვისა ღმრთისა ჩყით, თვსა ივლისსა კ.
თვის სამეფოჲსა ქართლისათა

წინასიტყვაობაჲ წინამდებარისა ამის წიგნისა, ქართველთ ცხოვრებად ზეწოდებულისა

[edit]

ვინათგან სჯული ბუნებითი ასწავებს ყოველთა თავისა თვისისა უმჯობესისა აღრჩევასა, ამისთვის მეცა მჯობესად ვრაცხე შრომაჲ ესე. და ვინათგან კმაჲსა მიზეზისა გამო მოკლებულ იყვნენ ერნი ჩვენნი ამავითართა ისტორიათა და არა უწყოდენ ყოფილნი საქმენი მშობელთა მამულთა თვისთანი და ძვილ სადამე იპოებოდა ჩვენსა ქვეყანასა ქართველთ ცხოვრებაჲ და ვინადგან თანამდებ არიან შვილნი მამულთა თვისთანი ნამყოთა ქმნილთა საქმეთა შემეცნებად, რათა მით უმჯობესად მართვიდენ თავთა თვისთა,-ამისთვისცა მივიღევ შრომაჲ სიყვარულისათვის საზოგადოჲსა შვილთა მამულთა ჩუჱნთასა და აღვსწერე ესე ქართლის ცხოვრებაჲ შემოკლებული და შევსთხზენ ახლად მდაბიოჲთა ფრასითა, რომელსა არა აკლს უმეტეს საჭირონი. ხოლო არცა საყვარელნი მოწაფენი ჩემნი დაუტევენ უცნობელ ამისა, რომელნიცა გაბრწყინდნენ მოძღვრებათა ჩემთა ქვეშე სიბრძნის მოყვარებისა და ფილასოფიის სწავლითა, რომელ ამასაცა მიეწერების ნაწილყოფაჲ აზნაურებითისა მიმართ ჴელოვანებისა.

გარნა არა მრცხვენის, რათა განღვიძებულ ვიყო მსახურებისათვის მამულისა, რომელსაცა მზად მიყოფიეს თავი ჩემი სისხლითურთ მსხვერპლად ტრაპეზსა ზედა სიყვარულისასა დასაწველად; რომელმანცა არა ვრიდე შრომასა სიყვარუსისათვის მამულისა, რათა აღმოვჩნდე მსახურად და მათ მიერ მქონდეს ხსოვნაჲ.

მდაბალი მოსამსახურე თქუჱნი

ნიკოლაჲ დადიანოვი პირველი.

წიგნი I

[edit]

თავი 1

[edit]

ქართველთ ისტორია იპყრობს თვის შორის ორსა ცვალებასა: პირველსა მთავრობისასა, ხოლო, მეორესა მეფობისასა. და ესეცა მეფობა განყოფილ იქმნა ოთხად: ფარნავაზიანად, არშაკვნიანთად, ხოსროიანთად და ბაგრატოვანთად.

ხოლო გვარნი ძველთა მთავართა და თავადთანი ესენი იყვნენ: ქობულისძე, დონაური, არელმანელი, ბაღუში, რომელი იყო ლიპარიტიანი, მარუშისძე, კახაბერისძე, აბულელი, მხარგრძელი, ორბელი, ორბელიანი, ქაჩიბაძე, ვარდანისძე, გამრეკელი, მარუშისძე, ძაგანისძე, ასათისძე, კარისჭისძე, გაბულისძე, სამძივარი, ფარჯანიანი, ნერსიანი, ადარნასიანი, ჯვანშერიანი, კავკასისძე, ჯაყელი, ირუფაქისძე, ჩოლაყაშვილი, აბაზაძე, კორინთელი, მახატელი, ნასიძე, შარვაშიძე, ქვენაფლაველი, ჯავახისშვილი, ბურსელი და სხვანი მრავალნი, რომელნი ერისთაობით იწერვიან; კახეთს: ხორნაბუჯის ერისთავი, მაჭის ერისთავი, პანკისის ერისთავი; სამცხეს: გუზანს და არტანუჯის ერისთავი, კალმახის ერისთავი, წუნის ერისთავი; სომხითს - მარკაბერსადუნი, იმერეთს - დადიან-ბედიელი .

ხოლო აწინდელისა ჟამისა თავადნი და მთავარნი ესენი არიან: ბარათაშვილი (ამათ ჩამომავლობას იტყვიან ქაჩიბაძიდგან ), ყაფლანისშვილი (ამათსაცა იტყვიან ბარათიანობასა, და აწ უწოდსთ თავსა თვისსა ორბელიანად ); სომხითის მელიქი, არყუთაშვილი, რომელნი არიან მხარგრძელთაგან; ხოლო იარალისშვილი და სოლაღასშვილი, ზურაბისშვილი იტყვიან ბარათიანობასა; დოლენჯისშვილი, ყარაბუდაღისშვილი, ციცისშვილი, ჯავახისშვილი; და მოურავისშვილი არს სააკაძე; როჭიკაშვილი, რომელ არს შალიკაშვილი.

ხოლო შიდა ქართლს: ამილახორი (ესე არს ზედგინიძე ), აბაშიძე, ფალავანდისშვილი და ამირეჯიბი ; ავალისშვილი, მაჩაბელი (ესე იტყვის ანჩაბაძობასა, აფხაზეთით მოსვლასა; ხერხეულიძე (რომელი იტყვის ოსობასა), ფავლენისშვილი (რომელი იტყვის მხარგრძელობასა), დიასამიძე, შალიკაშვილი და თაქთაქისშვილი (შემდგომად თათრობისა ჩამოვიდენ სამცხიდამე), ჩხეიძე (მოვიდა იმერეთით); ხოლო რამაზისშვილი და დავითისშვილნი არიან ავ-გიორგის ძმის დიმიტრისაგან; არაგვის ერისთავი იტყვის სიდამოვნობასა; მუხრანის ბატონი და გოჩასშვილნი არიან გვარნი ბაგრატიონთანი და აწ თავადნი.

გარნა ჟამისა ამის წარჩინებულნი ესენი არიან: მუხრან-ბატონი, არაგვის ერისთავი, რომელი დაამდაბლა მეფემან მეორემან ირაკლი ბაგრატიონმან, ქსნის ერისთავი, - ესეცა დაამდაბლა კვალად მეორემან ირაკლი და მოუღო მამულნი მათნი, - ამილახორი, ყაფლანისშვილი, ზემო ციცისშვილი (ოდეს გაუყრელი იყო); სომხითს - მელიქი.

კახეთს: ჩოლოყაშვილი, მაყაშვილი, რომელი იტყვის ირუბაქიძობასა, ენდრონიკასშვილი (იტყვიან ანდრონიკეს, რომელი მოვიდა პირველივე კვისართა გვარისა), ჯორჯაძე, ჭავჭავაძე, ვაჩნაძე, ვახახისშვილი, რუსისშვილი, ჯანდიერისშვილი, ავალისშვილი და ჩერქეზი, გურამისშვილი, ტუსისშვილი.

სამცხეს: ჯაყელი, - ესე არს აწ ათაბაგი და ფაშა ახალციხისა, - შალიკასშვილი, თავდგირიძე, დიასამიძე, ქობულისძე, გოგიბაშვილი, ამილახორი, ავალისშვილი, სუმბატისშვილი, გოგორისშვილი, თუხარელი, ღაღანიძე და სხვანი (ესენი არღა იწოდებიან გვარითა, არამედ ფაშად, ბეგად და სანჯახად), და აზნაურნი მრავალნი, გარნა დავიდუმებ.

იმერეთს, არგვეთსა შინა: აბაშიძე, ფხეიძე, წერეთელი და ჩხეიძე (ამავე ჩხეიძის გვარი იყო აწინდელი რაჭის ერისთავი და სპასპეტი რაჭისა, რომელი დაამდაბლა და აღხოცა მეფემან იმერეთისამან პირველმან სოლომონ ალექსანდრეს ძემან ); ოკრიბის თავადი: აგიაშვილი და ფხეიძე ; ლორთქიფანიძე, ნიჟარაძე და ღოღობერიძე-აზნაურნი და სხვანი აზნაურნი მრავალნი. რაჭას: წულუკიძე, იაშვილი, ჯაფარიძე, ინასარიძე და ლაშხისშვილი (არღა არიან); იმერეთს, ვაკესა შინა: ჭილაძე, მიქელაძე და ჩიჯავიძე და აზნაურნი მრავალნი.

ესრეთ თქმულ არს ძველადვე: აზნაური იმერეთისა, თავადი ქართლისა, დარბაისერნი მესხისა და ვაჭარი კახეთისა, - ესენი არიან ქებულნი.

ოდიშს - დადიანი, თვითმფლობელი მთავარი ; თავადნი არიან ესენი: გოშაძე (გარნა დამდაბლებულ არს), ფაღავა, ჯაიანი, ჩიჩუა და სხვანიცა თავადნი და აზნაურნი მრავალნი.

აფხაზეთს: მფლობელი შარვაშიძე და თავადი ანჩაბაძე (გარნა ანჩაბაძე არს სამფლობელოსა დადიანისასა და აფხაზეთსა შინა), თავადნი და აზნაურნი სხვანი მრავალნი.

გურიას: გურიელი, იგიცა მფლობელი მთავარი (და იტყვის ვარდანის ძეობასა) და სხვანი თავადნი: თავდგირიძე და ამილახორი (ჩავიდა სამციხიდამ), შარვაშიძე (მოვიდა აფხაზეთით), რომელი დღეს იწოდება ერისთავად, ბერიძე, კვერღელიზე, ბერეჟიანი, ნაკაშიძე და სხვანი აზნაურნი.

ხოლო ქვეყანა ესე იწოდების სამითა სახელითა: 1. საქართველო. ესე ეწოდა ქართლოსის გამო; 2. ივერია. ამისთვის ეწოდა: ოდეს მე-10 მეფემან ადრეკ მოჰკლა არშაკ მეფე საქართველოჲსა გოლიათობითა თვისითა, მაშინ ადერკმან აღმოუტევა ჴმა სიხარულისა: „იო ვერიეეო“ და ამისთვის უწოდებენ ივერიასა; 3.გიორგიად. გიორგიას ამისთვის უწოდებენ, ვინათაგან ფრიად ესვენ წმინდასა გიორგის და ხშირადცა არს ეკლესია მისი.

ხოლო არს სიგრძე ქვეყანისა ამის 80 ეჯი, ხოლო განი სპერის ზღვისაკენ 60 ეჯი, შუა ადგილი 32 ეჯი, ხოლო ბოლო კერძოი 35 ეჯი. ეჯი, ფარსაღი და აღაჯი ზომით ერთნი არიან. ხოლო ეჯი არს ექვსი ვერსი და ვერსი არს 500 საჟენი, ერთი საჟენი არს 3 ადლი, ერთი ადლი არს 4 ციდა .

ხოლო ქვეყანა ესე მდებარებს კასპიისა და პონტოს ზღვის საშუალ.

თავი 2. დაწყება და დასაბამი ქართველთა

[edit]

ქართლი აღეშენა პირველ ქართლოსის მიერ, რომლისაცა სირასა მოუთხრობენ სემისა და იაფეთისაგან ისტორიანი სომეხთა და ქართველთანი ესრეთ, ვითარმედ: ჰყვა მას მემკვიდრედ ავინან და შემდგომად ავინანისა თარშის და თარშისა შემდგომად თარგამოს. და ესე იყო მამა არმანთა, გრიზთა, მოვაკანთა, ჱერთა, ლეკთა, მეგრელთა და კავკასთა.

და შემდგომად განყოფისა ენათასა, განიყვეს რა ქვეყანაჲ ძეთა ნოესთა, მოვიდა თარგამოს და დაეშენა შთამომავლობითა თვისითა შორის მთათა არარატისა და მასისათა. გარნა განგრძელდა ცხოვრებაჲ მათი 700 წელსა რომელთა სიმრავლისა გამო ვერღა მიიღეს დატევნაი.

ქვეყანაჲ, რომელიცა ხვდათ მათ, საზღვრავს აღმოსავლეთით ზღვა გურგანისა (ესე იგი კასპიისა) დასავალით შავი ზღვა (ესე იგი პონტოჲსა), სამხრეთით მთა არეზისა (ესე იგი არს ქურთისტანისა) და ჩრდილოეთით მთა კავკასიისა.

ხოლო ძეთაგან თარგამოსისთა იყვნენ რომელნიმე ჩინებულ ძლიერებითა, გარნა სახელით: ჰაოს-მამა სომეხთა, რომელისა გამოცა ჰაოსიანად იწოდებიან თვისითა დიალეგტითა; მეორე ქართლოს-მამა ქართველთა, რომლისა გამო ქართველნი ქართველად იწოდებიან; მესამე ბარდოს, მეოთხე მოვაკან, მეხუთე ლეკოს, მეექვსე ჰეროს, მეშვიდე კავკასოს, მერვე ეგროს. ესენი იყვნენ აღსარებულ ძლიერებითა ყოველთა შორის ერთა და უმეტეს ჰაოსა, რომლისა გმირ-ყოფასაცა აღიარებენ.

და ვინათგან სიმრავლისა გამო ვერღა იქმნენ დატევნილ კერძოთა არარატისა და მასისისათა, იქმნა იძულებულ თარგამოსა განყოფად ძეთა თვისთა, რომლისაცა ჰაოს მისცა ნახევარი ერი და ქვეყანაჲ, ხოლო დანაშთი სხვათა განუყო ესრეთ: ქართლოსს - ქვეყანაჲ აღმოსავლეთი, ჱერეთი და მდინარე ბერდუჯისა, ვიდრე დასავალით შავ ზღვამდე; სამხრეთით ზემო ბერდუჯისა მთანი და მდინარენი, რომელნიცა მიწევნილ არს დასავლეთისა მიმართ და წარმომდინარებაჲ აქვსთ ჩრდილოეთისა კერძო, რომელიცა შეედინების მტკვარსა და მთისად ლიხს შორის კლარჯეთისა და ტაოსისა ვიდრე შავ ზღვამდე; და კვალად ჩრდილოეთით ღადოჲ კერძოჲსაგან კავკასიისა მთისა. გარნა ბარდოს მისცა მტკვრიდამ სამხრეთით, ბერდუჯის მდინარიდამ ვიდრე შესაყარ მტკვარამდე და არეზისა, რომელიცა აღაშენა ბარდაჲ და დაეშენა მუნ. ჰეროსს მისცა მუნვე მტკვრიდამ, სადაცა შეერთდება იორი მტკვარსა ვიდრე ტყე-ტბამდე, რომელიცა აწ იწოდების გულგულად. და ამან ჱეროს აღაშენა ქალაქი ამათ მდინარეთა შორის, რომელსაცა უწოდა სახელი თვისი. და ეგრისს მისცა ნაპირის ქვეყანა შავისა ზღვის, და განუსაზღვრა: აღმოსავლეთით მთაჲ ალანისა, დასავლეთით ზღვაჲ და მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადაცა ამაღლდებიან ცხვირნი კავკასიისა მთისანი. ამანცა აღაშენა სახელსა ზედა თვისსა ქალაქი, რომელსაცა აწ ოდიშად უწოდებენ. ლეკოსსაცა მისცა ზღვიდამ დარბანდისა ვიდრე მდინარემდე ლომეკისა (ესე იგი თერგისა), ჩრდილოეთით მდინარემდე დიდისა ხაზარეთისა. გარნა კავკასოსცა არა ჰყო უწილოჲ, რომელიცა მისცა მასცა მდინარიდამ ლომეკისა ვიდრე დასასრულამდე მთისა კავკასიისა დასავლეთისა მიმართ.

ყოველნი ესე ძმანი იყუნენ მორჩილებასა ქვეშე ჰაოსისასა და მფლობელობასაცა ქვეშე ნებროთ მეფისა პირველისასა. მხილველმან ჰაოს ნათესავ-სიმრავლისამან, რომელსაცა იმედოვნებდა შემწედ ნათესავთა თვისთა, განიზრახა თნებითა საზოგადოებისათა უკუნ-ქცევაჲ ნებროთისაგან და არღარა მიცემაჲ ხარკისა. მხილველმან ნებროთ და გამწყრალმან შეიკრიბა მხედრობაჲ და წარმოემართა თარგამოსიანთა ზედა. და იგინიცა, შემწისა მოიმედენი დასავლეთით, დასდგენ იწროთა ადგილთა და ადრაბაგანით წარმოგზავნილთა მხედრობათა ნებროთისათა ეწყუნენ და სძლეს ნებროთისა მხედრობათა და აღწვიდეს მხედრობისაგანნი მხედართმძღვანითურთ. მსმენელი ნებროთ და გამწყრალი წარმოემართა ყოვლითა ძალითა თვისითა ჰაოსსა ზედა. მხილველმან ჰაოს და არ მექონემან მხედრობისამან იწყო მაგრებაჲ იწროთა ადგილთა. და დაბანაკებული ნებროთცა აღიჭურა რა საჭურველითა და აღვიდა ერთსა გორასა ზედა გამოზრახვად ჰაოსისა დამორჩილებისათვის. მაშინ ჰაოს განაწონა ისარი ფარსა, რომელიცა ჰფარვიდა მკერდსა, და განავლო შინაგანა მკერდისა. მხილველთა მხედრობათა ნებროთისთა იწყეს ლტოლვად.

და მუნითგან ეგო ჰაოს მეფედ ძმათა თვისთა ზედა და გარემოთაცა წელსა 1806.

თავი 3

[edit]

ხოლო აწ ხამს საკუთრად მოთხრობა ქართლოსისათვის, რომელიცა მოვიდა და დაეშენა ზემოხსენებულსა კერძოსა. ამან აღაშენა მთასა ზედა ერთსა ციხე სახელსა ზედა თვისსა, რომელიცა ჰყო ქალაქად. და ამის გამო უწოდეს ყოველსა კერძოსა თვისსა ქართლი და ერთაცა ქართველნი. ამანვე აღაშენა ციხეჲ ყიზყალისა და სამშვილდისა. ხოლო შემდგომად აღსრულებისა ამის დაფლეს მთასავე ზედა ქართლისასა.

და შემდგომად სიკვდილისა მისისა განუყო ცოლმან მისმან ხუთთავე ძეთა მისთა, სახელით: პირველი მცხეთოს, მეორე გარდაბანოს, მესამე კახოს, მეოთხე კუხოს, მეხუთე გაჩინოს. გარნა მცხეთოსს, რომელიცა იყო პირმშოჲ ყოველთა ზედა ძმათა თვისთა, მისცა მას მემკიდრეობაჲ და უწოდა მამა სახლისი, რომლისა მიზეზისა ძლით ეწოდებოდა ქართველთა პირველთა მართებელთა მამასახლისი ვიდრე მეფობადმდე სახლსა ზედა ქართლოსისასა. ამანვე აღაშენა ქალაქი სახელსა ზედა თვისსა მცხეთაჲ. და იყვნენ ძენი მცხეთოსისნი ჩინებულ და წარმატებულ ყოველთა ზედა სახლთა თვისთა, ხოლო სახელით: პირველი უფლოს, მეორე ჯავახოს, მესამე ოძარხოს, რომელ მათცა მისცნა ნაწილნი და ადგილნი. მაგრა უფლოს იყო თავი ყოვლისა.

და შემდგომად სიკვდილისა მცხეთოსისა ნათესავნი თარგამოსისნი იყუნენ დიდითარე შეკრულებითა და სიყვარულითა. გარნა იშიშოდენ ნებროთიანთაგან და ჰფიქრობდნენ: „ნუ უმეძიებულ იქმნესო სისხლი მისი“. და ამათ ამაგრებდნენ ციხეთა და ქალაქთა. მაგრა სიკუდილმან მცხეთოსისამან შეუდვა აღრეულებითი განკიდურებაჲ ურთიერთისადა და არღარა უსმინეს უფლოსს, რომელიცა იყო დატევებულ მემკვიდრედ სახლსა ზედა და ტაძარსა ქართლოსისასა, რომელიცა იყო საფლავი ქართლოსისი, დიდათ საფიცარი ქართველთა. და დაუშთომელობამან მფლობელთამან ჰსცა ესევითარი იდიაი და დაიდგინეს ადგილითი-ადგილად მამასახლისნი, რომელიცა ჰყვანთ ნაცვლად მმართებელთა.

ოდესმე დამვიწყებელთა შემოქმედისა თვისისათა იწყეს თაყვანის ცემა მზისა და მთოვარისა და ვარსკულავთა და ნივთიერთა და უსიტყვთა. და შემოერიათ გარეგან წარმართნი : სპარსნი, თურქნი, ასურნი და ბერძენნი. და ოდეს წარსტყვენა ნაბუქოდონოსორ მეფემან იეროსალიმი - დასაბამითგან წელსა ძტჲგ, და მუნით ლტოლვილნი ჰურიანიცა მოვიდენ, დაეშენნენ. და ესევითარითა საქმითა უმეტეს დაივიწყეს დამბადებელი მათი და იქმნენ ყოველთა წარმართთა უწარმართეს. და შერეულ იყვნენ შეყოფითა. და სჭამდენ კაცის ჴორცსა; უკეთუ ვინმე მოკვდის, შესჭამიან და ავასხებენ ურთიერთისა მკუდარსა შესაჭმელად, ვითარცა იტყვიან: „კარსნელთა მართებს კოდმანელთა ხუთი მკუდარი დღემდე“.

ხოლო შემდგომად რაოდენთამე ჟამთა განძლიერდენ ხაზარნი და აღდგენ ბრძოლად ლეკთა ზედა და კავკასთა. გარნა ექუსნივე ესე ტომნი იყუნეს შემწედ მათდა და წინააღმდგომად ხაზართა. წარემართენ მთასა ზედა კავკასიისა და მიიწივნენ საზღვართა მათთა. შემუსრეს საზღვარნი და აღაშენეს ციხენი და ქალაქნი, და თვით უკმოიქცნენ. ხოლო შემდგომად დაიდგინეს რა ხაზართა მეფეჲ და დაიმორჩილეს ვითარმედ ყოველნივე, და წარემართნენ მხედართმძღვანვითა ახლისა მეფისათა და მიიწივნეს ვიდრე ზღვამდე კარისასა, რომელიცა აწ ეწოდების დარუბანდი, რომელიცა აღაშენა არდამ სპარსთა მოადგილემან და უწოდა დარბანდი (ესე იგი არს: კარი დახშული). მხილველთა თარგამოსიანთა სიმრავლისა გამო ვერღა იკადრეს წინააღმდგომობაჲ. შევიდენ და შემუსრეს ყოველი ქალაქი არარატისა და მასისისა. გარნა დაშთა წარუტყვენელად კერძო ქართლოსისა. და მუნით ჟამითგან სცნეს ხაზართა კარი დარუბანდისა, რომლისა კიდე არა იყო სხვა გზაჲ.

შემდგომად ჟამთა რაოდენთა ერთა სპარსეთისათა დანიშნეს რა მეფედ ძმისწული ნებროთისა და დაიმორჩილეს ყოველნივე გარემონი და ჩვენიცა ქვეყანაჲ, და შემდგომად დაპყრობისა სპარსთაგან სირიისა, საბერძნეთისა და ჰრომისა - ქართველნიცა იყუნენ მფლობელობასა ქუჱშე სპარსთასა. გარნა მრავალთა ნათესავთა შეკრებულებისა გამო იზრახებოდა საქართველოსა შინა ესეოდენი ენანი: სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ბერძნული და ებრაული. და იყო აღრეულება და უსჯულოება, და სჭამდენ კაცის ჴორცსა ზემო აღწერისაებრ ვიდრე მოსვლამდე ალექსანდრე მაკედონელისა. ხოლო ესევითარსა აღრეულებასა შინა ეგრისის წყალს იქითნი მიერთუნენ ბერძენთა და არღარა ერჩდენ მცხეთელ მამასახლისთა.

ხოლო შემდგომად გამოჩნდა ალექსანდრე მაკედონელი ბერძენი და დაიპყრა დასავლეთი და ეგვიპტეჲ, სძლია სპარსთა მეფესა და მოვიდა ქართლს დასაბამითგან წელს ძქკგ. და ოდეს იხილა ალექსანდრე შერეულნი ნათესავნი საქართველოსა შინა, მოსწყვიდნა ყოველნი თვინიერ ქართლოსიანთა და ჰურიათა. და დაიპყრა საქართველოჲ და აღხოცა ჭამაჲ კაცთა ჴორცისა, და დაუდვა სჯულად დამბადებელისა ერთისა ღმერთისა თაყვანისცემაჲ და შემდგომად პატივი მზისა და მთოვარისა და ვარსკვლავთა. დაუტევა მუნ მხედარნი ასჯერ ათასი და მათ ზედა მთავრად დაადგინა იაზონ მაკედონელი და თვით წარვიდა.

ხოლო ოდეს მოკვდა ალექსანდრე და განიყვეს მთავართა მისთა ქვეყანანი, ამან იაზონ დაიპყრა საქართველოჲ, დაუტევა ღმერთი დამბადებელი და ქმნა კერპი - გაცი ოქროჲსა და გაიმ ვეცხლისა, და თაყვანი სცა მას. და ჟამსა ამას იწყეს ქართველთა დაკვლად შვილთა და შეწირვად კერპისა, რომელიცა იაზონცა ჰყოფდა ესრეთ.

ხოლო იყო ჟამსა ამას ქალაქსა მცხეთისასა ჭაბუკი, სახელით ფარნავაზ ქართლოსანი. ოდეს მოვიდა ალექსანდრე საქართველოდ, მაშინ მამასახლის იყო საქართველოსა შინა ბიძაჲ ფარნავაზისა. და ალექსანდრესგან მოიკლა ბიძა და მამა ფარნავაზისა. ხოლო ესე ფარნავაზ სამისა წლისა მოეტაცა დედასა თვისსა, რომელი იყო სპარსი ნათესავით და აღეზარდა კავკასიასა შინა. და შემდგომად რამოდენისამე ჟამისა მოვიდა კვალად მცხეთას და სცხოვრებდა მუნ.

ხოლო ესე ფარნავაზ იყო მხნე, ახოვანი და შვენიერი და კისკასი მონადირე. და დღესა ერთსა განვიდა ნადირობად სანახებსა დიღმისასა. და იხილა ირემი ერთი. და მტყორცებელმან ისრისამან დაჰკოდა იგი და, ოდეს დევნა უყო, ესწრა ბინდი და წვიმა მძაფრი. და მძებელმან განსვენებისამან იხილა ქვაბი ერთი და შევიდა შინა და ჰპოვა საუნჯეჲ დიდძალი. და საუნჯითა ამით და გონიერებითა და მხნეობითა აოტა იაზონ, და შემდგომად ბრძლასა შინა მოჰკლა იგი და დაიპყრა სამეფოჲ ქართლისა და იქმნა პირველი მეფე საქართველოჲსა.

თავი 4

[edit]

1. ხოლო დაიპყრა ყოველი საქართველოჲ ფარნავაზ დასაბამიდამ წელსა ძქმზ. და წარავლინა დესპანნი და დაემორჩილა მეფესა ასურეთისასა; მან წარმოუგზავნა გვირგვინი სამეფო და უწოდა ძედ თვისად . მან შეირთო ქალი ცოლად ძურძუკეთით და იმყოფებოდა.

ხოლო განმხილველმან თჳსის მპყრობელობის სფერისამან ქმნა საქართველოჲ ცხრა საერისთვოდ და სამთავროდ: 1. მისცა ქვეყანა რიონის დასავლით ზღვამდე და ეგრისის წყლამდე სვანეთით, ქუჯის, და დაჲ თჳსი ცოლად. ხოლო ეგრისის წყლის იქითთა არა ინებეს განდგომა ბერძენთა და იყუნენ ბერძენთა მფლობელობათა ქვეშე. 2. ერისთავი დასვა არგვეთისა შორაპანს და მისცა მცირე ლიხიდამ ზღვამდე ღადოს მთისამდე რიონს შუათი. 3. დასვა კახეთს, კუხეთს, ჰერეთს. 4. დასვა ხუნანს და მისცა ბერდუჯსა და მტკვარს შუა ტფილისამდე გარდაბანითურთ. 5. დასვა სამშვილდისა. ამას განუჩინა სკვირეთის მდინარიდამ გაჩიანს ზეით ფანავრამდე აბოცითურთ. 6. წუნსა და მისცა აღმოსავლით მტკვრისა ფანავრამდე და თავამდე მტკურისა. 7. ოძრახოს და მისცა ტაშის-კარს ზეითი ზღვამდე პონტოისა. 9. დაადგინა შიდა ქართლსა და სპასპეტად ყოველთა ერისთავთა და სპათა ზედა; და ესევე მოიღებდა ხარკსა ქვეყნისაგან.

ხოლო რომნი იგი მხედარნი ასი ათასნი, რომელნი დაშთენ იაზონს, გაყვნა ადგილთა და ხეობათა და დაასხნა და უწოდა აზნაურნი.

ამან პირველმან მეფემან ქართველთამან ფარნაზავ აღავსნა და განავრცელა საქართველოჲ, მოზღუდნა ქალაქნი და ციხენი განამაგრნა, ქმნა წიგნი ქართული, განავრცელნა ენაჲ ქართული და დასდვა ბრძანება, რათა არავინ ზრახვიდეს თვინიერ ენისა ქართველთასა; ქმნა კერპი დიდი სახელისა თვისისა არმაზ (რამეთუ პირველ „არმაზ“ ეწოდა ფარნავაზს) და აღმართა საფლავსა ზედა ქართლოსისასა გაცი და გაიმ კერპთა შორის.

ხოლო იმეფა წელნი 65 და შემდგომად გარდაიცვალა დასაბამიდგან წელსა ძღიგე და დაფლეს კერპისა თვისისა წინაშე, არმაზისა მთასა ქართლს.

2. ხოლო შემდგომად მისსა დაჯდა მეფედ საურმაგ, ძე ფარნავაზისა. ესე ქართველთა არა სთნდათ მეფედ, რათა არა მონონ მონათესავეთა თვისითა, გარნა მწე ეყვნენ დედეულნი მათნი, ძურძუკნი, და ეგრეთვე რომნი, დატევებულნი იაზონისაგან, და განძლიერდა მეფედ.

ვინათგან არა იტევდა ძურძუკეთი სიმრავლესა კაცთასა, მაშინ ამა საურმაგ აჰყარა ძურძუკნი მრავალნი და დაასხნა სვანეთს და დიდოეთს ვიდრე ეგრისამდე.

ამან აღმართა კერპი ანიან და დანიან გზასა ზედა მცხეთისასა.

არა ესვა საურმაგს ძეჲ. ამისთვის მოიყვანა ცოლის დედის დისწულის შვილი, სახელით მირვან, მისცა ასული თვისი ცოლად და მემკვიდრეობაჲ.

და შემდგომად მოკუდა საურმაგ დასაბამითგან წელს ძღპზ, და იმეფა წელნი 75.

3. ხოლო დაჯდა მის წილ მეფედ მირვან, სიძე საურმაგისა. ესე მირვან იყო ნებროთიანი. ესე მირვან იყო მხნე, ახოვანი და გოლიათი, და უხვი და კეთილის მოყვარე . და შეიყვარეს ქართველთაცა სიკეთისა მისისათვის.

და მეფობდა კეთილად და მიიცვალა დასაბამითგან წელს ძყლზ. და იმეფა წელნი 6.

4. და მეფე იქმნა ძე მისი ფარნაჯომ. ამან მოიძულა კერპი და შეიყვარა სჯული სპარსთა. და ვინათგან დიდათ ესვიდენ ქართველნი კერპთა, ამისთვის მოიძულეს ფარნაჯომ და მოიყვანეს სომეხთ მეფის ძე არშაკ, რომელი იყო სიძე მირვან ნებროთიანისა. ეწყვენ ფარნაჯომს, აოტეს და მოკლეს ფარნაჯომ დასაბამითგან წელს ძღნე . და იმეფა წელნი

5. მოიყვანეს და დასვეს მეფედ ძეჲ სომეხთა მეფისა არშაკ არშაკუნიანი . ხოლო ძეჲ ფარნაჯომისა ერთისა წლისა წარიყვანეს სპარსეთად.

ამან არშაკ იმეფა უშფოთველად და მიიცვალა დასაბამითგან წელს ძღჲჱ. და იმეფა წელნი.

6. შემდგომად მისა დაჯდა ძე, მისი არტაგ მეფედ. და იმეფა. და მოკუდა დასაბამითგან წელსა ძღპგ. და იმეფა წელნი.

7. გამეფდა ბარტომ, ძე მისი, და არა ესვა ძეჲ. ამისთვის მოიყვანა ქუჯი ერისთვის ძის წული ქართამ და მისცა ასული თვისი ცოლად და მემკვიდრეობა მეფობისა. ხოლო რაჟამს აღიზარდა მირვან, ძე ფარნაჯომ მეფისა, სპარსეთს, რომელი იყო გმირი და გოლიათი და სახელოვანი ბრძოლასა შინა, ამან შეიკრიბა სპანი სპარსეთით და წარმოემართა საქართველოდ. მაშინ მცნობმან ბარტომ მეფემან შეიკრიბნა სპანი ქართველთანი და მოირთო სომხითიცა და დაებანაკა ხუნანს. და იქმნა ბრძოლა. და ბრძოლასა შინა მოიკლა მირვანისაგან 12 სახელოვანი ბუნბერაზნი და არავინ გამოჩნდა მბრძოლი მირვანისა, და შემდგომად ყოველთა სპითა თვისითა დილას დაესხა ბარტომ მირვანს და იქმნა ბრძოლა ძლიერი. იძლია ბარტომ. და მოიკლა ბრძოლასა შინა ბარტომ მეფე და შვილებულიცა მისი ქართამ, ძის ძე ქუჯი ერისთვისა, დასაბამიდამ წელს ძშივ. და იმეფა წელნი ბარტომ 31.

8. მაშინ მოვიდა მირვან და დაიპყრო საქართველოჲ, გამოიყვანა ცოლი ბარტომისა და შეირთო ცოლად. ხოლო ცოლი ქართამისა წარიყვანეს სომხითს მიდგომილი და შვა ძეჲ ადერკ.

ხოლო ამან მირვან იმეფა კეთილად და მიიცვალა დასაბამიდამ წელსა ძშკზ . და იმეფა წელნი 10.

9. და გამეფდა ძე მისი არშაკ, რომელი იყო ძლიერი და გოლიათი.

ხოლო ოდეს აღიზარდა ადერკ ძე ქართამისა, სომხითს, ესე იქმნა ძლიერი ბრძოლასა შინა, რომელმან მრავალნი სახელოვანნი გოლიათნი და ბუნბერაზნი მოჰკლნა სპარსთა, არაბთა, ბერძენთა. ამან შეიკრიბნა სპანი სომხითით და მოვიდა თრიალეთს. მცნობი ამისი არშაკ შეიკრიბნა სპანი და მოირთო ძალი სპარსეთით და მოვიდა ესეცა მუნ. მაშინ არშაკმან გამოითხოვა ბრძოლად ადერკ: „რომელმანცა სძლოს, იგი იქმნას მეფედ“. მხიარულქმნილი ადერკ გამოვიდა ბრძოლად და ეკვეთნენ ურთიერთას და იბრძოლეს ძლიერად და დალეწნეს ყოველნი საჭურველნი მათნი. და დღესა მას ვერა რომელმან სძლო.

ხოლო მეორესა დღესა კვალად ეკვეთნეს ძლიერად ურთიერთსა და დაასხეს ისარნი ერთიერთსა. განრისხნა მაშინ ადერკ და ჰკრა ისარი მკერდსა არშაკისასა და განავლო. და გარდამოვარდა ცხენით და მოკვდა არშაკ მეფე.

ხოლო ადერკ აღიძახნა: „იიი ვერიეო!“ და ამა ხმისა და ლექსისა გამო უწოდებენ საქართველოსა ივერიად.

მაშინ მხილველთა ქართველთა მოიღეს გვირგვინი სამეფო არშაკისა და დაადგეს ადერკს და ჰყვეს მეფედ დასაბამითგან წელსა ძშმზ.

და იმეფა არშაკ წელნი 20 .

10. დაიპყრა ყოველი საქართველოჲ ადერკ და შეირთო ასული სომეხთა მეფისა ცოლად.

ხოლო ამის მეფობასა შინა იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ჯვარს ეცვა.

და ამის ჟამშიდ მოიღეს ჰურიათა კვართი უფლისა იესოს ქრისტესი მცხეთას, ელიოს მცხეთელმან და ლონგინოს კარსნელმან.

ხოლო ამის ჟამსა მოვიდნენ მოციქულნი ანდრია და სიმონ კანანელი. ანდრიამ მოაქცივნა მენგრელნი და წარვიდა. ხოლო სიმონ მიიცვალა მენგრელიასა შინა და დაფლეს ნიკოფსიას, სადა დღეს უწოდებენ ანაკოფიას, რომელ არს საზღვარი ოდიშისა და აფხაზეთისა. ამისთვის ადერკ შერისხა მენგრელთა. და დამალნეს ხატნი და ჯვარნი, გარნა იდუმალ იყვნენ ქრისტიანნი.

ხოლო ადერკს ესხნეს ორნი ძენი: ბარტომ და ქართამ. ამათ განუყო სამეფოჲ თვისი: ბარტომს მისცა მცხეთა და ჩრდილოთ კერძი ჰერეთით ვიდრე ეგრისის ზღვამდე, ხოლო ქართამს მისცა არმაზი და სამხრით კერძი ბერდუჯიდამ ვიდრე ზღვამდე პონტოჲსა.

ხოლო ამან ადერკ იმეფა მშვიდობით, და შემდგომად მიიცვალა დასაბამიდამ წელს წჟ, ხოლო ქრისტესით 55. და იმეფა წელნი 57.

11. ხოლო ორთა ამათ ძმათა იმეფეს მშვიდობით და სიყვარულით. და შემდგომად გარდაიცვალნეს წელს ქრისტესით 72. და იმეფეს წელნი 17.

12. შემდგომად ამათსა დასხდენ ძენი მათნი: ბარტომის ძე კაოს - მცხეთას, ხოლო ქართამის ძე ფარსმან - არმაზს.

ხოლო მირვან მეფემან სომეხთამან მიუღო ამათ საზღვარი ქართლისა - წუნაჲ და არტანი მტკვრამდე. გარნა მეფეთა ამათ ვერ უძლეს ძიება მიღებულისა საზღვრისა მათისა. და შემდგომად მწუხარენი გარდაიცვალნეს წელს ქრისტესით 80. და იმეფეს წელნი 16.

13. გამეფდენ - მცხეთას კაოსის ძე არმაზელ, ხოლო არმაზს - ფარსმანის ძე აზორკ. და იყვნენ ესენი მხნე და ახოვანი და შეიზრახნენ, რათა იძიონ საზღვარნი ქართლისანი, რომელი მიუღეს მამათა მათთა. და შეეწივნენ ოსეთისა მეფენი ორნი ძმანი ბაზუკ და ამბაზუკ გოლიათნი და ეგრეთვე ლეკნი. და შევიდეს და მოსტყვენეს სომხითი.

ხოლო მცნობმან სუმბატ ბივრიტიანი ეწია ქართველთა და ბრძოლასა შინა მოჰკლა ორნი ძმანი ოსთა მეფენი გოლიათნი დიდითა სიმხნითა, აოტნა ქართველ-ოსნი და ლეკნი და შემოვიდა ქართლსა და მოსტყვენა საქართველოჲ და წარვიდა სომხითადვე.

ხოლო ოდეს იწყეს სომეხთა ბრძოლა სპარსთა ზედა, მაშინ ჟამისა მხილველმან ქართველთა იწყეს კირთება სომხითისა. და ამისთვის მეფემან სომეხთამან წარმოავლინა მეპირისპირედ ძე თვისი ზარდეჲ სპითა. და ეწყვნეს ქართველთა, და აოტნეს სომეხნი და შეიპყრეს ძე მეფისა სომეხთასა ზარდეჲ და პატიმარ ჰყვეს დარიელის ციხესა შინა.

შემდგომად სამისა წლისა მოიქცენ რა გამარჯვებულნი სპარსეთით სომეხნი, მაშინ წარმოგზავნა მეფემან სომეხთამან ორნი ძენი თვისნი და სუმბათ ბივრიტიანი და მოვიდენ თრიალეთს. და ვერ წინააღმდეგთა ქართველთა იწყეს მაგრებაჲ. გარნა მოციქულებითა დაიზავნეს მშვიდობით და მისცეს ძე მეფისა ზარდე და სომეხთ მისცეს მიღებული მათგან ქართველთა საზღვარნი. და ესრეთ მშვიდობით დაიზავნეს.

და მხიარულ-ქმნილნი ესე ორნი ქართველთ მეფენი არმაზელ და აზორკ გარდაიცვალენ წელს ქრისტესით 103 და იმეფეს წელნი 16.

14. და შემდგომად მეფედ იქმნენ მცხეთას - არმაზელის ძე ამზასპ, ხოლო არმაზს - აზორკის ძე დეროკ.

ხოლო მეფობდენ ესენი უშფოთველად და გარდაიცვალნენ წელს ქრისტესით 113. და იმეფეს წელნი 10.

15. შემდგომად გამეფდენ მცხეთას-ამზასპის ძე მირდატ, ხოლო არმაზს - დეროკის ძე ფარსმან ქველი და გონიერი.

და ვინათგან იყო მირდატ მესისხლე და მედგარი, იწადა ღალატი ფარსმანისა . გარნა ყოვლითურთ კეთილობისა მისისათვის განაფრთხილეს ფარსმან და განარინა თავი თვისი.

და ამისთვის გარდაიხვეწა მირდატ და წარვიდა სპარსეთად. და ქართველნი სრულიად მიერთვნენ ფარსმან ქველსა.

ხოლო მირდატ შეიკრიბნა სპანი სპარსთანი მრავალნი, სახელოვანნი, გოლიათნი და ბუნბერაზნი. და მოვიდენ რკინის-ხევთა და აქათ ფარსმან სპითა ქართლისათა, და შეეწივნენ სომეხნიცა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი. და ბრძოდენ ძლიერად ბუნბერაზნი სპარსთანი. გარნა ფარსმან მოჰკლა 17 ბუნბერაზნი და სპასპეტმან ფარსმანისამან ფარნავაზ - 23 (რომელი იყო ძუძუს მტე ფარსმანისა).

ხოლო იყო სპარსთა შინა ძლიერი ბუნბერაზი, სახელით ჯვანშერ, რომელი ლომს ხელითა ხლეჩდა. და მან გამოითხოვა ფარსმან . განვიდა ფარსმან, ძლიერითა მკლავითა დაამხო და მოჰკლა. და იოტნეს სპანი სპარსთანი. და წარვიდა მირდატ ლტოლვილი.

შემდგომად წელსა მესამესა მოვიდა კვალად მირდატ სპითა უმრავლესითა აქათ ფარსმან, არა მრავლისა სპისა მყოლმან, იწყო ბრძოლად და მოჰკლა 12 ბუნბერაზნი და გოლიათი, და სპასპეტმან მისმან ფარნავაზ - 16. და ივლტოდეს სპანი, ვერა წინააღმდეგნი ფარსმანის მკლავთა ძლიერებისანი და წარვიდა მირდატ კვალად სპარსეთს.

და განითქვა ქველობა და ახოვნება ფარსმანისა ყოველსა ქვეყანასა. და აჭირვებდა და სტყვენვიდა სრულიად სპარსთა. ხოლო სპარსთა, ვერა რომლისა ღონისა მპოებელმან, შეუჩინეს მზარაული, მოსწამლეს. და მოჰკვდა ფარსმან ქველი, გონიერი, ახოვანი, უხვი და კაცი სახსოვარი წელს ქრისტესით 122.

და ცოლნი და შვილნი ფარსმანის წარიტაცა სომხითს ფარნავაზ სპასპეტმან.

და იქმნა მეფედ კვალად მირდატ.

ხოლო ოდეს აღიზარდა ძე ფარსმანისა ადამ, შეიკრიბა სპანი სომეხთა და ბერძენთანი. და აქათ მირდატ შეიკრიბა სპანი საქართველოჲსა და სპარსთანი. და იქმნა ბრძოლა ძლიერი. გაემარჯვა ადამს. მოიკლა ბრძოლასა შინა მირდატ წელს 129.

ხოლო იმეფეს მირდატ და ფარსმან წელნი 16.

16 . ხოლო დაიპყრა ყოველი ივერია ძემან ფარსმანისამან ადამ და იმეფა 3 წელი და მოჰკუდა.

17. დაიტუვა ძეჲ თვისი ფარსმან წლისა 1-ისა. და ნაცვლად ცოლი მისი მეფობდა, სახელით ღადან, და შემდგომად დედისა - ფარსმან. და მოჰკვდა წელსა ქრისტესით 182. და იმეფა წელნი 36.

18. დაჯდა ძე ფარსმანისა ამზასპ. ამის დროს წარმოემართნენ დვალეთით ოვსნი და მოვიდენ ქართლს და ტყვენვიდენ საქართველოსა. მაშინ განვიდა ბრძოლად ამზასპ, ვინადგან იყო ბრძოლასა შინა მხნე, ახოვანი და მსგავსი პაპისა ფარსმან ქველისა. და დღესა ერთსა მოჰკლა ბუნბერაზნი ოვსთა 15. ხოლო მეორესა დღესა ეკვეთნენ ამზასპ და სახელოვანი ფალავანი ოვსთა, სახელით ხუხუ. და დიდითა ურთიერთისა ბრძოლითა მოჰკლა ამზასპ და გააოხრნა, და აღსწყვიტნა სპანი ოვსთანი და მოკლა მეფე ოვსთა და გამარჯვებული შემოვიდა მცხეთას.

ხოლო შემდგომად შურ-აგო, გარდვიდა ამზასპ ოსეთად და მოსწყვიტნა და აღაოხრა ოვსეთი.

ხოლო შემდგომად რაოდენთამე ჟამთა იწყო ამზასპ ძულვება ქართველთა და შეყვარება სპარსთა. ამისთვის მოიძულეს ქართველთა. და უკუდგენ ერისთავი ოძრახისა, კლარჯეთისა და ეგრისისა და მოიყვანეს ძე მეფისა სომეხთასა რევ. და შეკრბენ და ეკვეთნენ ამზასპს და აოტეს. და ლტოლვასა შინა მოჰკლეს მეფე ამზასპ წელს ქრისტესით 186. და იმეფა წელნი 4.

19. მაშინ მოიყვანეს ძეჲ სომეხთა მეფისა რევ, არშაკუნიანი გვარითა, და ქმნეს მეფედ.

ოდეს აღსპო ალექსანდრე ჭამაჲ ჴორცისა კაცისა, მიერიდამ იწყეს, რათა შვილთა დაუკვლიდენ კერპთა ქართველნი. გარნა ამან რევ აღხოცა ესე და ნაცვლად შვილთა ბრძანა დაკვლა ზროხა-ცხოვართა. და ამისთვის უწოდეს რევ მართალი.

და იმეფა ყოველსა ივერიასა მშვიდობით და მოკვდა წელსა ქრისტესით 213. და იმეფა წელნი 25.

20. შემდგომად გამეფდა ძე მისი ვაჩე და იმეფა წელნი 18. და შემდგომად მიიცვალა წელს ქრისტესით 231.

21. და მეფე იქმნა ძე ვაჩესი ბაკურ და იმეფა წელნი 19. და მოჰკვდა წელს ქრისტესით 246.

22. და იქმნა მეფედ ძე ბაკურისა მირდატ და იმეფა წელნი 16. და მოკვდა წელს ქრისტესით 262.

23. გამეფდა ძე მირდატისა ასფაგურ. და მოკვდა წელსა ქრისტესით 265. და იმეფა წელნი 3.

გარნა არა დაშთა ძეჲ, არამედ ერთი ასული, სახელით აბეშურა. მჭმუნვარე ქართველთა შეიზრახნენ და, გამორჩევითა მაიჟან სპასპეტისათა, სთხოვეს ძეჲ სპარსთა მეფესა ქასრეს. და მოიყვანეს და დასვეს მეფედ და უწოდეს სახელად მირიან, რომელი იყო წლისა შვიდისა.

და აქიდამ აღიხოცა მეფობა არშაკუნიანთა და იქმნა მეფობა ხოსროიანთა.

თავი 5

[edit]

24. ხოლო გამეფდა მირიას ხოსროჲანი, რომელსა უწინარეს ეწოდა მირვან.

ხოლო შემდგომად ჟამისა რაოდენისამე მოკვდა აბეშურა დედოფალი და აღიხოცა ნათესაობა თარგამოსიანთა, ნებროთიანთა და არშაკუნიანთა.

და მოიყვანა მირიან ულიოტორის პონტოდამ ქალი, სახელით ნანაჲ, და შეიუღლა.

ხოლო მირიან ბრძოდა ხაზართა, ოვსთა და სხვათა და მარადის სძლევდა.

ხოლო შემდგომად ამისა მოკვდა მამა მირიანისა ქასრე. და იწადა მირიანმა მეფობა სპარსეთისა. გარნა ვინათგან იყო მირიანის მხევლის ნაშობი და ბარტომ პირმშოჲ ძე, ამისთვის კეთილგანმსჯელთა სპარსთა განსჯეს ესრეთ: ბარტომს მისცეს მეფობა სპარსთა, ხოლო მირიანს მეფობა საქართვე- ლოჲსა, და დაუმატეს შამი, ჯაზაორი, ადარბაგანი და ესთა დააზავნეს.

ხოლო იყო დიდი ბრძოლა მირიანისა და სომხითისა მეფისა თრდატისა შორის და ხან მან, ხან მან, და ვერა რომელმან უმეტეს აჯობნის.

ხოლო ჟამსა ამის მეფობისასა მოვიდა წმინდა ნინა, ქართველთ განმა- ნათლებელი, წელს ქრისტესით 314, აგვისტოსა დღესა 5. და ამისგან მოიქცა მართალსა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა მირიან მეფე და ნანა დედოფალი და სრულიად ერნი ქართველთანი, რომელი სრულმან ისტორიამან და მარ- ტირიკამან წმინდისა ნინასამან ვრცელად და სანატრელად მოგითხრასთ ყოველნი, და მუნ განიხილეთ სანატრელნი და საკვირველნი ზესთაბუნებითნი საქმენი მისნი, ვისაცა გესურვისთ.

გაელაშკრა ძმაი მირიანისა სპარსთა მეფე და მირიანიცა საბერძნეთს. ეკვეთნა მეფე დიდი კოსტანტინე და, წინაძღომითა ჯვარისათა, აოტნა ისი- ნი. მოვიდა საქართველოდ, გამოართვა მირიან მეფესა ძე თვისი ბაქარ მძევ- ლად, დააზავნა მირიან და თრდატ სომხითთა მეფე, ამზახლნა ურთიერთსა.

და დაუდვა საზღვრად სომხითსა და საქართველოსა მთა, რომელსა გასდის იმიერ მდინარე და მიერთვის არეზს, იქითი მისცა თრდატს და ამიერ -მრთ ველნი მტკვრისანი მისცა მირიანს. და ესე დაუდვა საზღვრად სომხითს და ქართლს და დააზავნა და წარვიდა კოსტანტინე საბერძნეთადვე.

და შემდგომად, ოდეს მირიან იქმნა ქრისტიან, კოსტანტინემ მოუწერა წიგნი და წარმოიგზავნა ძე თვისი ბაქარ მირიანს, რომელი ჰყვანდა მძევ- ლად, აუწყა: ვინათგან იცან ჭეშმარიტი მაცხოვარი იესო ქრისტე, აწ არ ღარა მინდა მძევალი შენიო. და წარმოუგზავნა შვილი თვისი და მასთანა ფიცარი ფერხისა და სამსჭვალი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

ხოლო ჟამსა ამის მეფობისაა ზე გარდაიცვალა წმინდა ნინა წელს ქრი- სტესით 328 და დაფლეს, თქმისავე მისისაებრ, დაბასა კახეთისასა ბოდას. და ნეტარ არს მიწა იგი, რომელ ღირს იქმნა შეწყნარებასა ყოვლად წმინდისა და სანატრელისა გვამისა მისისა!

და შემდგომად ჟამთა რაოდენთამე მიიცვალა მეფე მირიან, სავსე სარ- წმუნოებითა და მადლითა, რომელმან ნათელ-სცა ყოველსა ივერიასა, რომელი- ცა მის ჟამიდამ ბრწყინავს სჯული ჭეშმარიტი ქრისტესი ივერიასა შინა; და მოკვდა წელს ქრისტესით 342. ხოლო იმეფა წელნი 77.

25. ხოლო დაჯდა მეფედ ძე მირიანისა ბაქარ. ესე იყო მორწმუნე, ვი- თარ მამაჲ მისი, და ქმნა მრავალნი კეთილნი. და მიიცვალა წელს ქრისტესით 364. და იმეფნა წელნი 22.

26. დაჯდა მის წინ ძე მისი მირდატ. ამან იმეფა კეთილად ყოვლითავე დიდსა სარწმუნოებასა შინა ქრისტესსა. და შემდგომად გარდაიცვალა წელს ქრისტესით 390. და იმეფა წელნი 19.

27. გამეფდა ძე მისი ვარზა-ბაქარ. ამას, ანგელოსის ხარებითა, მიეცა ძეჲ, და უწოდა მურვანოს, რომელი იწოდა პეტრედ და იქმნა წმინდა და მაიამოს ეპისკოპოსი, რომლისა ცხოვრებასა მოგვითხრობს მეტაფრასი მისი.

ესე ვარზა-ბაქარ არა იყო მორწმუნე, გარნა ვერ განაცხადებდა შიში- სათვის ქართველთასა, ვინათგან იყვნენ მტკიცენი ქრისტეს სარწმუნოებასა ზედა.

ხოლო ვინათგან იყო ვარზა-ბაქარ გულითა ჯაბან, ამისთვის ვერ წინა აღუდგა. მოვიდა სპარსთა ერისთავი, შემოვიდა ქართლს, აოხრებდა და სტყვენვიდა, და აღაშენა ციხე თბილისს და უწოდა ქალაქი. ხოლო ვარზა ბაქარის შიშნეულებისა მცოდნემან სპარსთა ერისთავმან მოუღო რანი და მო- ვაკანი, დასდვა ხარკი და მიუბრუნა თბილისი და წარვიდა.

მხილველთა ამისთა კლარჯნიცა უკუ უდგენ ვარზა-ბაქარს და მიერთვ- ნენ ბერძენთა.

და შემდგომად მოკვდა ვარზა-ბაქარ წელს ქრისტესით 393. და იმეფა წელნი 14. და დაუტევა მცირე ძენი სამნი: ფარსმან, მირდატ და თირდატ.

28. და ვინათგან მცირე იყვნენ ძენი ვარზა-ბაქარისანი, ამისთვის მოიყვანეს მამის ძმისწული ვარზა-ბაქარისა თირდატ და ქმნეს მეფედ.

და იყო ფრიად მორწმუნე ქრისტეს სარწმუნოებისა და მკობელი ეკლესიისა და ხატთა და ჯვართა. და შემდგომად მიიცვალა წელს ქრისტესით 405. და იმეფა წელნი 12.

შემდგომად ამისა დასვეს ძეჲ ვარზა-ბაქარისა ფარსმან მეფედ. და იყო მოსავი ქრისტესი და მხნე, ახოვანი და მებრძოლი. და ამან, შემწეობითა ბერძენთათა, არღა მისცა ხარკი სპარსთა, რომელი დასდევს მამასა მისსა და აძლევდენ იმ ჟამამდე, ხოლო ამან აღხოცა; აღაშენნა ეკლესიანი და ძველნი განაახლნა და იმეფა კეთილად. და მოკვდა წელს ქრისტესით 408 და იმეფა წელნი 3.

30. და მეფე იქმნა ძმა ფარსმანისა და ძე ვარზა-ბაქარისა მირდატ, რო- მელი იყო ურწმუნო, ლაღი და თავხედი, გარნა იყო მხნე და ძლიერი.

ამის ჟამში მოვიდენ საარსნი ძლიერითა სპითა. ხოლო მირდატ ეწყო მცირითა სპითა. აოტნეს მირდატ და შეიპყრეს. და ტყვეობასა შინა მო- კვდა ბაღდათს.

შემოვიდენ სპარსნი და დაიპყრეს საქართველოჲ და ქმნეს საცეცხლეჲ მცხეთას.

და ძენი მირდატისნი დაშთენ კახეთს წელს ქრისტესით 410. და იმეფა წელნი 2.

31. ხოლო შემდგომად სამისა წლისა მოიყვანეს ძე მირდატისა, სახელით არჩილ, და ქართველთა ყვეს მეფედ. და იყო ფრიად მორწმუნე და მმატე- ბელი ეკლესიათა. ამან შეიუღლა საბერძნეთით ქალი, ივბიმიანოს მე- ფისა ნათესავი, სახელით მარიამ.

ამან მოსწყვიდნა სპარსნი საქართველოსა შინა და განასხნა ცეცხლის მსახურნი და შეამკვნა ეკლესიანი.

ამისთვის მოვიდა სპარსთა ერისთავი სპითა უმრავლესითა. და აქით მინდობილი ჯვარისა არჩილ მივიდა სპითა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი ბერ- დუჯის მდინარესა ზედა. და შემდგომად სასტიკისა ბრძოლისა იოტნა სპარ- სნი. და მოსწყვიტნა უმრავლესნი. მერმე შევიდა რანს და მოსწვა, მოსტყვენა და მოვიდა გამარჯვებული.

ჟამსა ამას აღიზარდა ძე არჩილისა მირდატ, მხნე და ახოვანი. და აოხ- რებდა რანსა და მოვაკანსა. და მოუძლურდა ერისთავი რანისა და მოვაკანი- სა. და ჰყვა ერისთავსა მას რანისა და მოვაკანისასა ასული დიდათ შვენიერი. და მსმენელი მისის კეკლუცობისა მირდატ ეტრფიალა მას და განუზრახვიდა მამასა მისსა ზავის ყოფასა რანის ერითვისასა და მოთხოვასა ქალისა მის ცოლად თვისდა. თუმცა არ სწადოდა, გარნა არჩილ იძულებულ იქმნა შვილი- საგან. ყვეს ზავი და მოიყვანეს ასული რანის ერისთვისა ზითვითა დიდითა და შეაუღლა მირდატს. და შემდგომად იმეფა არჩილ კეთილად და მრავალნი ეკლესიათა წეს- ნი განამრავლა და მოკვდა წლეს ქრისტესით 434. და იმეფა წელნი 24.

32. გამეფდა ძე მისი მირდატ. და ამას, ვედრებითა ღვთისათა, მიეცა ძე ვახტანგ, და მისცეს საზრდელად საურმაგ სპასპეტსა, ვინათგან წესი იყო მეფეთა ძეთა აღზრდაჲ დიდებულთაგან. ხოლო ესვა კვალად ორნი ასულნი : ხვარამზე და მირანდუხთ.

და შემდგომად გარდაიცვალა წელს ქრისტესით 446. და იმეფა წელნი 12.

33. და მეფედ ჰყვეს მირდატის ძე ვახტანგ, ყრმა წლის 7 (ესე იყო პირველი მეფე სახსოვარი ქართველთა).

ვინათგან ყრმა იყო ვახტანგ და მართვიდა სამეფოსა დედამისი სარან- დუხტ და მოუძლურებულ იყვნენ ამისთვის ქართველნი, წარმოგზავნა რანისა ერისთავმან და ქმნა საცეცხლეჲ მცხეთას, და მრავალნი მიდრკენ სჯულსა მათსა.

გარნა დედოფალმანცა სარანდუხტ მოიყვანა მიხაილ, მღვდელი ჭეშმა- რიტი, და დასვა ეპისკოპოსად. და იტყვიან: ესე იქმნა პირველი კათალიკო- სი ქართლისა. ესე მიხაილ იყო მოძღვარი ვახტანგისი საღმრთჲსა წერილი- სა. ხოლო ვახტანგ ისწავებდა ყოველსავე მკვეთრ გონებითა.

ოდეს იქმნა ვახტანგ წლისა 10, გამოვიდენ ოვსნი და მოსტყვენეს სა- ქართველოჲ, შემუსრეს კასპი და გამოიყვანეს დაჲ მეფისა მირანდუხტ, გან- ვლეს რანი და მოვაკანი ტყვენვითა, განვლეს დარუბანდი და შევიდენ ოვსეთად გამარჯვებულნი.

და ეგრეთვე წარუღეს ბერძენთა ეგრისის ციხე ვიდრე გოჯამდე . და მოაკლდა მრავალი სამეფოსა ვახტანგისასა.

ხოლო ოდეს იქმნა ვახტანგ წლისა 15, შეჰკრიბნა დიდებულნი თვისნი და ფრიადითა საქებელითა მჭევრმეთქუჱობითა აღძრა ენაჲ, რათა გულნი მსმენელთანი მოიზიდნა და აღირჩია წასვლა ოვსეთად.

თუმცა დიდებულთა არა სთნდათ წარსვლა ვახტანგისა სიყრმისა გამო, არამედ არა დაემორჩიდა ვახტანგ და მინდობილი ჯვარისა წარვიდა 100.000 მხედრობითა და განვლო დარიელა და დაებანაკა კიდესა არაგვისასა წელსა ქრისტესით 454. და მოერთვნენ მუნ მეფენი კავკასთანი.

ხოლო მცნობთა ოვსთა მოიცეს ძალი ხაზართაგან და შეკრბენ და მოვი- დენ, და დაებანაკენ იმიერ კიდესა არაგვისასა შვიდ დღე. და იყო ბრძოლა ბუნბერაზთა იმიერთა და ამიერთა, და სძლიან ზოგჯერ მათ და ზოგჯერ მათ.

ხოლო იყო მუნით ხაზართა შორის გოლიათი, სახელით თარხან. გამო- ვიდა და ითხოვდა მებრძოლსა ვახტანგისა სპისაგან. ხოლო იყო ვახტანგისა თანა სპარსი, სახელით ფარსმან-ფარუხ, რომელსა მრავალნი გოლიათნი მოე- კლნეს და ლომსა ხელითა ხლეჩდა, და იყო იგი ძლიერებასა შინა ფრიად დი- დებულ. განვიდა ესე და ებრძოდა თარხანს და მრავლისა ბრძოლისა შემ- დგომად ხაზარმან თარხან დაჰკრა ხრმალი თავსა მუზარადიანსა და ორად განჰკვეთა იგი და გარდმოვარდა. ამის მხილველთა ვახტანგისთა შეედვათ დი- დი მწუხარება, ვინათგან არავინ დაშთა მებრძოლი თარხანისა.

ხოლო მეორესა დღესა გამოვიდა თარხან განძლიერებული და მეომარსა ითხოვდა, გარნა ვერვინ იკადრა განსვლა ვახტანგისთა. მიმოიხედა ვახტანგ და ვერავინ იხილა განმავალი ბრძოლად მისა. მაშინ თვით განვი- და; მოვიდენ დიდებულნი და არა უტევებდენ, ვინათგან იყო ყრმა. მაშინ ვახტანგ უბრძანა: არა თუ ძლიერებითა ჩემითა განვალ, არამედ ძლიერებითა ჯვარცმულისათა განვალ, რათა ძალითა მისითა იძლიოს ჩჩვილისაგან მოქა- დული იგი ურწმუნოჲ.

წარვიდა ვახტანგ ჯერეთ ჩჩვილი და გამოუცდელი ომისა, მიმნდობელი ჯვარცმულისა. და ეკვეთნენ ერთმანეთსა ძლიერად. და კვეთებითა მათითა განკვირდენ ორგნით მხილველნი. და შემდგომად მრავლისა ბრძოლისა ჰკრა [....]ხტანგ ოროლი წელსა და განავლო ზურგით. და ჩამოვარდა ხაზარი იგი [...]რხან ძლიერი. გარდახდა ცხენით ვახტანგ, თაყვანისცა პირველ ღმერთსა მერმეთ მოჰკვეთა თავი და მოვიდა თვისსა სპათა შორის.

ხოლო დღესა მეორესა გამოვიდა უძლიერესი თარხანისა ოვსი, სახელით ბაღათარ (ესე იყო ბაღათარ, რომელმან მოაოხრა საქართველოჲ ძლიერებითა თვისითა, წარიყვანა დაჲ ვახტანგისა და შეირთო ცოლად), უყიოდა ვახტანგსა და გამოითხოვდა ბრძოლად. მაშინ ვახტანგ პასუხ-უგო მქუხარედ და განვიდა ბრძოლად. ეკვეთნენ ურთიერთსა და დასხეს ისარნი, გარნა ვახტანგ სიკის- კასითა იცდენდა ისარსა . მაშინ ბაღათარ ჰკრა ისარნი ცხენსა ვახტანგისასა ფერდსა და განავლო იქით. გარნა ვინემდის ცხენი შებრკოლდებოდა, აღმქუსლებელმან მსწრაფლ მიუხდა, ჰკრა ხრმალი მხარსა ბაღათრისასა და ჩაჰკვეთა გულამდე, და მოკვდა ბაღათარ. ხოლო ვახტანგ არა მეჭიმე იქმნა ცხენთა აღვირისა, არამედ დაუტევა დაკოდილი ცხენი თვისი და აღმხედრდა ცხენსა ბაღათარისასა, აღქუსლა და შეუტივა რაზმსა ოვსთასა და აღუზახა შეტევება სპათა მისთა. მაშინ ეკვეთნენ სასტიკად. შეიქმნა ბრძოლა ძლიერი და აღხოცნეს ოვსნი და ხაზარნი და განემარჯვნესთ ძლიერად. შემდგომად მოვიდა ვახტანგ ოვსეთად, შემუსრა ციხე და ქალაქი. კვალად მოსტყვენა პაჭანიგნი და ჯიქეთი. მაშინ დისა მისისათვის მისცა ტყვენნი შოებულნი ოსთანი 30000 და მრავალნი სხვანი ოვსთა ტყვენი, და დაჲ თვისი მირან- დუხტ წარმოგზავნა ქართლს. და დაეზავა დაშთომილთა ოვსთა. და წარმო- ვიდა, გარდმოვლო კავკასი და მოვიდა აფხაზეთს და წარუღო ბერძენთა აფხაზეთი და ეგრისის ციხე მიხშულნი გოჯამდე. და შემდგომად მოვიდა მცხეთას გამარჯვებული ქრისტესით 438 . ხოლო წარსცა არმაღნად სპარ- სთა მეფისად ათი ათასი ტყვეჲ ოვსთა, ათი ათასი ცხენი სახედარი, ათი ათასი ცხენი ხრდალი და სთხოვა ასული სპარსთა მეფესა ცოლად თვისად. ხოლო სპარსთა მეფემან მოსცა ასული თვისი სიხარულით ვახტანგს ცოლად და სომხითნი და კავკასთა მეფენი ზითვად.

შემდგომად ამისა შემოკრიბნა სპანი თვისნი 200000 ვახტანგ და მოუწოდა დედის ძმასა თვისსა ვარზა-ბაკურს, რომელსა ჰყვა სპაჲ 200000, და გაელაშკრა საბერძნეთს. მაშინ იყო ვახტანგ წლის 20, რომელი ირემსა ქვეითი შეიპყრობდა და შეჭურვილი შეჭურვილსა ცხენსა აღიყვანდის მხრითა თვისითა მცხეთიდამ არმაზს.

წარვიდა ვახტანგ საბერძნეთს წელს ქრისტესით 460 და მოადგა კარნუ ქალაქს, გარნა ვერ აღიღის. დაუტევა მუნ ორნი ერისთავნი 48000 კა- ცითა გარ-მოდგომად . და თვით წარვიდა და მოადგა პონტოს ქალაქსა. და მუნ იხილა ჩვენებანი საკვირველნი ვახტანგ, რომელი ვრცელსა ისტორიასა შინა იხილე უვრცევლეს.

ხოლო მიზეზითა მის ჩვენებისათა მშვიდობა ჰყო ვახტანგ და წარავლი- ნა დესპანი კეისრისა, რათა ყოს მშვიდობა. გარნა, ვინემდის მოიწეოდენ დესპანნი, უწინარეს წამოსრული სპანი კეისრისანი ბრძოლად ვახტანგისა მოიწივნეს წინაძღომითა პოლიკარპოს სპასპეტისათა. და რა მოვიდნენ, არა სწადდა ვახტანგს ბრძოლა მათი, ვინათგან სწადოდა მშვიდობა და ყვანდა მშვიდობისათვის წარვლენილნი დესპანნი. მაშინ მხილველმან ერისთავმან რა- ნისამან იწყო ბრძოლად და ყვედრებად ვახტანგისა, თუ რასათვის არა ებრძვის ბერძენთა, და აგინებდა ჯვარცმულისა. მაშინ მიუგო მეფემან: „აჰა შენდა ბერძენნი, და იხილო ძალი ჯვარცმულისა!“ მაშინ შეუტია სპითა თვისითა რანისა ერისთავმან და იქმნა ბრძოლა ძლიერი. გარნა იძლივნეს სპარსნი ბერძენთაგან. და თვით ერისთავი რანისა მოიკლა თვით ხელითა პო- ლიკარპოსისათა. და მოსწყვიტნა სპანი მისნი. ხოლო არცა რიდა მეფესა პო- ლიკარპოს და მოვიდა მას ზედა. გარნა ვახტანგ ეთაყვანა ჯვარსა და მერმეთ აღმხედრდა და შეუტია ბერძენთა. ხოლო პოლიკარპოს იგინებოდა და მოვი- დოდა საშინელად მხილველთა. და არავინ იპოვა სპათა ვახტანგისათა მე- პირისპირე მისი. მაშინ ვახტანგ შეახო მახვილი თვისი ჯვარსა და განვიდა და ეკვეთნენ ურთიერთსა. პოლიკარპოს ჰსცა ოროლი ფარსა მეფისასა და განავლო იქით წყრთა ერთი. მიუხდა ვახტანგ, უხეთქა თავსა ხლმითა და განუპო ორად. და ნახევარი თავისა მოიღო წინაშე ჯვარისა. და იძლივნეს ბერძენნი. და მოსწყვიდნეს მრავალნი. და სხვა განერა ნავითა ზღვასა.

ხოლო ვახტანგ წარავლინა ნესრე ერისთავი კეისრისა და წარუვლინა ტყვენი ბერძენნი 780000 და სთხოვა, რათა იხილონ ერთმანერთი და იქმნას ზავი. მაშინ მოვიდა კეისარი პონტოს ზღვით ნავებითა და იხილნეს ურთიერთნი, ჰყვეს ზავი. და მისცა კეისარმან ასული თვისი ლეონა ვახ- ტანგს ცოლად (რამეთუ მომკვდარიყო ცოლი ვახტანგისი, ასული სპარსთა მეფისა, შობასა ზედა დაჩისასა). ხოლო ზავსა ამას შინა გამოართვა კეი- სარმან ეგრისის წყლის იქითი ბერძენთ საზღვრობის გამო და აღუთქვა კვალად მოცემა მზითვად. და ესევითარისა ზავ-ყოფითა წარვიდენ თვის-თვისად.

ხოლო ჟამთა ამათ წარმოემართნენ სპარსნი ვახტანგსა ზედა სამასი ათა- სითა მხედრებითა და დაიბანაკეს ცხენის-ტერფს დაღმა. ხოლო აქიდამ გან- ვიდა ვახტანგ ასი ათასითა მხედრითა და ასი ათასითა მკვირცხლითა და დაიბანაკეს დიღვამს ვიდრე ქართლის კარამდე. და იბრძოდენ იმიერ და ამიერ ფალავანნი და ბუნბერაზნი ძლიერად. და ზოგჯერ მათ და ზოგჯერ მათ სძლიის.

ხოლო ვახტანგს შეექმნა წინა მუზარადისა ლომი და უკანით მგელი. და სადაცა მოუხდის ბრძოლასა შინა ვახტანგ, დაფრიწის რაზმი და სძლის ძლიერად. და შეშინებულნი სპარსნი უყიოდენ ურთიერთას : „მირიდეთ გორ- გასლანს!“ (ესე იგი თათრულად: „მგელ-ლომს“ ). და იმიერიდამ ეწოდა ვახტანგს გორგასლან.

ხოლო მრავლისა ბრძოლისა შემდგომად დაეზავნენ ერთმანერთსა სპარს- თა მეფე და ვახტანგ, და ყვეს მშვიდობა. და სთხოვა სპარსთა მეფემან დაჲ თვისი ცოლად. ესე შეუძნდა, გარნა იძულებულ ქმნილმან თვისთა დიდებულ- თა მიერ აღუთქვა მიცემაჲ. და ეგრეთვე სთხოვა სპარსთა მეფემან შე- წევნა ინდოეთსა ზედა. და ესეცა აღუთქვა ვახტანგ.

მაშინ ვახტანგ დასვა ძეჲ თვისი 5 წლისა დაჩი მეფედ და თვით წარ- მოვიდა სპარსეთს და წარიყვანა დაჲ თვისი მირანდუხტ. დაუტევა დაჩის ერის- თავნი 7: ქართლისა, ხუნანისა, სამშვილდისა, ჰერეთისა, კახეთისა, არაგვე- თისა და ეგრისისა.და თვისთანა წარიყვანა 3 ერისთავნი: კლარჯეთისა, ოძრა- ხოსი და წუნისა. მოვიდა ბაღდათს და ქმნა სპარსთა მეფემან ქორწილი დიდი და შეირთო დაჲ ვახტანგისი მირანდუხტ ცოლად.

და შემდგომად წარვიდენ ინდოეთს . და შესვლასა შინა იქმნა ბრძოლა ძლიერ . და ბრძოლასა შინა მოჰკლა ვახტანგ 15 სახელოვანი ბუნბერაზნი. და მოსწევს, მოსტყვენეს ჰინდოეთნი სამ წელს და გამარჯვებულნი მოვიდნენ სინდეთს.

ხოლო იყო სინდთა მეფე ძლიერი, გოლიათი და მხნე, და განამაგრა ცი- ხე-ქალაქნი. და იბრძოდა სინდთა მეფე ძლიერად, სადა მოჰკლა ვახტანგისა სპასალარი საურმაგ სახელოვანი, და აგინებდა და ემუქრებოდა და გამოით- ხოვდა ვახტანგს ბრძოლად და ექადებოდა: „შენცა წარგავლენ სპასპეტისა შენისა საურმაგისთანაო“. ხოლო ვახტანგ მიუგებდა ლმობიერად და გონი- ერად.

დღესა მეორესა გამოვიდა სინდთა მეფე ქადილითა დიდითა და გამო- ითხოვდა ვახტანგს და ექადდა სიკვდილსა. მსწრაფლად განვიდა ვახ- ტანგ, მსასოებელი ჯვარისა. და ეკვეთნენ ძლიერად ურთიერთთა და ურბენდენ ურთიერთსა. მაშინ მოუხდა მსწრაფლ ვახტანგ, ჰსცა ოროლი მარცხენესა მხარსა და განავლო იქით, და ჩამოვარდა. შეიწყალა ვახტანგ და არა მოჰკლა, არამედ ფერხითა მიათრივა წინაშე სპარსთა მეფისა. და შეასხმი- დენ ყოველნი ქებასა ვახტანგს. მაშინ მისცა მკურნალი და განჰკურნეს სინდთა მეფე. და განზრახვითა ვახტანგისათა გამოართვეს მძევალი და განუტევეს სინდთა მეფე უვნებელი და მისცეს სამეფოჲ მისი.

ამისთვის და ესევითარისა კეთილობისათვის, რომელ: პირველ, ბრძო- ლასა არა მოჰკლა, მეორე, განზრახვითა ვახტანგისათა განუტევეს სინდთა მეფე. ამისთვის უძღვნა მრავალი ვახტანგს სინდთა მეფემან.

მუნით გამარჯვებულმან ვახტანგ და მოსრულმან სახლსა თვისსა განუ- ტევნა დესპანნი საბერძნეთს მოყვანებად ცოლისა თვისისა, კეისრის ასული- სა. და მოიყვანეს წელს ქრისტესით 473. მიეგება მეფე, მოიყვანეს მცხეთას და ქმნეს ქორწილი თვისი შემსგავსებული, რომელი მზითვად მოეცა კეისარსა აღთქმული თვისი - ეგრისის წყალს იქეთი ქვეყანა.

ამან მეფემან მოაყვანინა საბერძნეთით კათალიკოზ-ეპისკოპოსნი და განა- ჩინა კათალიკოზი და სხვანი: 1. დასვა კლარჯეთს. 2. ერუშეთს, 3. წუნას, 4. მანგლისს, 5. ბოლნისს, 6. რუსთავს, 7. ნინა-წმინდას, 8. ჭერემს, 9. ჩელეთს, 10. ხორნაბუჯს, 11. აგარაკს, 12. ნიქოზს.

ხოლო ჟამსა ამას მოკვდა სპარსთა მეფე, დაჯდა მის წინ ძე მისი ხოს- რო მეფედ. ესე ხოსრო წარემგზავრა ბრძოლად ბერძენთა. მსმენელმან ვახტანგ მიუმცნო ხოსროს: „პირველად განემზადე ბრძოლად ჩემდა და მერმეთღა შე- ვედ საბერძნეთს“. მოვიდა სპარსნი 740000 მხედრებითა და დაიბანაკეს იორ- სა ზედა. და იყო სამ დღე მარადის ბრძოლა, და დაეცემოდიან ორკერძოვე ურიცხვნი. მაშინ ვახტანგ განყო: 20000 ქვეითი, მიავლინა მთით კერძო, მეორე მხრით წარავლინა სპასალარი 20000 მხედრითა და თვით სპითა 100000 დაესხა განთიად. შევლო ვახტანგ და შეუხდა ხოსრო მეფესა, ხოლო ხოსროჲ ივლტოდა, და მოკლა ძე ხოსროსი.

არამედ მუნ ბრძოლასა სპარსმან ვინმემ სცა ისარი ვახტანგს მკერდსა. გარნა იყო ბრძოლაჲ განთიადიდამ შუადღემდე. და იძლივნეს სპარსნი. და მოკვდა მათგანი დღესა მას რიცხვით 130000 და ვახტანგისანი 28000, და წარმოიღეს ნატყვენავი ურიცხვი.

მაშინ უკ-მოქცეული ვახტანგ დამძიმდა ფრიად დაკოდილობითა, ვინათ- გან ისრის პირი შეწეულ იყო ფირტვამდე. და მცნობელმან სიკვდილისამან მისცა მეფობა ძესა თვისსა დაჩის და ელენა კეისრის ნაშობისაგან მისცა ტა- შისკარიდამ ზეითი ზღვამდე საერისთოდ.

შემდგომად გარდაიცვალა მხნე და მოწამეობის ღირსი ვახტანგ გორ- გასლან წელს ქრისტესით 499. და იმეფა წელნი 53.

34. და იქმნა მეფედ ძე ვახტანგისა დაჩი. ამან იმეფა კეთილად და მიიცვალა წელს ქრისტესით 528. და იმეფნა წელნი 14.

35. მეფე იქმნა ძე მისი ბაკურ. ამას დღეთა მისთა არავინ გამოუჩნდა მტერი, იმეფა მშვიდობით და მოკვდა წელს ქრისტესით 541. იმეფა წელნი 13.

36. გამეფდა ძე მისი ფარსმან და შემდგომად მოკვდა წელს ქრისტე- სით 555. და იმეფა წელნი 14.

ამის ჟამშიდ განიყვნენ სომეხნი ქართველთა სარწმუნოებითა და შეიქმ- ნენ მწვალებელნი.

37. შემდგომად მისა დაჯდა ძმისწული ფარსმანისა ფარსმანვე . ესე იყო მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა.

ამის ჟამამდე მოიყვანდენ საბერძნეთით კათალიკოს-ეპისკოპოსთა და დასმიდენ საქართველოსა შინა. ამან დაუტევა, და ჰყოფენ კათალიკოს-ეპი- სკოპოსად საქართველიჲსასა.

ამის მეფობაშიდ მოვიდნენ 13 წმინდანი მამანი შუამდინარით.

ხოლო შემდგომად ამისა გარდაიცვალა მეფე ფარსმან წელს ქრისტესით 557. და იმეფა წელნი 16 . 38. მეფე იქმნა მის წინ ძე მისი ბაკურ. ესე იყო ფრიად მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა.

ხოლო იყო ჟამსა ამისასა სომხითს მთავარი ვასქენ. ესე წარვიდა სპარს- თა მეფისა წინაშე, დაუტევა ქრისტეჲ და იქმნა ცეცხლის მსახურ. და მეფე- მან სპარსთამან პატივსცა დიდათ და მისცა ერისთაობა რანისა. ამან ვასქენ აიძულა ცოლი თვისი დატევებად ქრისტესა, გარნა არა დამორჩილდა და ეწამა ქრისტესთვის ცოლი ვასქენისი შუშანიკ.

მსმენელმან ამისმან ბაკურ მეფემან შეიკრიბნა სპანი თვისნი, დაესხა ვასქენს, შეიპყრა დაკოდილი და ძელსა დამოჰკიდა, ხოლო გვამი შუშანიკისა წარმოასვენა და დასდვა ცორტავს.

ხოლო შემდგომად ამისა გარსაიცვალა ბაკურ მეფე წელს ქრისტესით 570. და იმეფა წელნი 13.

ხოლო ძენი ბაკურ მეფისანი ვერ იპყრობდენ მეფობასა სიმცირისა გამო, და დაშთენ კახეთს. და სამეფონი საქართველოჲსანი აძლევდენ ხარკსა სპარსთა მეფისა ძესა ქასრეს, რომელი ერისთაობდა რანსა და მოვაკანსა.

მაშინ შეკრბენ ყოველნი ივერიისა ერისთავნი და სთხოვეს ბერძენთა კეისარსა მეფედ თვისდა ნათესავი თვისთა მეფეთა. ხოლო კეისარმან მოსცა გურამ, ასულის წულისაგან ვახტანგ გორგასლანისა, ელენას, კეისრის ქალის ნაშობისაგან, გვარად ბაგრატოვანი. და კეისარმან მოსცა გურამს კურატპა- ლატობა და პატივსცა.

და შემოკრბენ ქართლისა კათოლიკოს - ეპისკოპოსნი და ეირსთავ-დი- დებულნი და აკურთხეს გურამ მეფედ ივერიისა დასაბამითგან წელს წფკდ, ქრისტესით 575, ინდიკტიონსა 8.

თავი 6. დაწყება ბაგრატიონთ მეფობისა

[edit]

39. ესე გურამ იყო ფრიად მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა . ხო ლო შვილთა ბაკურ მეფისათა დაიპყრეს კახეთი და ჰერეთი და ერის- თაობდენ მუნ მორჩილებასა შინა გურამ მეფისა კურატპალატისასა. ესე გუ- რამ შემწეობითა საბერძნეთის კეისრისათა ეკირთებოდა დიდად სპარსეთსა და აოხრებდა. და შემდგომად იმეფა კეთილად და მიიცვალა წელს ქრისტე- სით 600. და იმეფნა წელნი 25. 40. დაჯდა ძე გურამისა სტეფანოს, გარნა შიშისათვის ბერძენთა და სპარსთასა ვერ იწოდა მეფედ, არამედ უწოდდენ მთავარსა. იყო ესე სტეფანოს ურწმუნო და უშიში ღვთისა. ხოლო მეფემან სპარს- თამან ქასრე (რომელ არს ხოსრო) ოდეს მოსტყვენა და მოაოხრა საბერძნეთი და იერუსალიმიდამ წარმოიღო ძელი ცხოვრებისა, ამის მეძიებელი მეფე ბერძენთა ირაკლი ოდეს წარმოემართა მოოხრეებად სპარსეთისა უმრავლესითა მხედრობითა და მოვიდა ქართლს, და არა მიერთო სტეფანოს ბერძენთა, არა მედ ეგო სპარსთა ერთგულებასა ზედა, და ბრძოლასა შინა მოჰკლეს ბერძენ- თა სტეფანოს წელს ქრისტესით 619. და აღიღეს ციხენი და მიიღესს ბერძენ- თა მათთვის კლარჯეთის ბოლო ზღვის პირის და ეგრისის წყალს იქით. და დანაშთომი საქართველოჲ მოსცა ძესა ბაკურ მეფისასა ადარნასეს. და შვილნი სტეფანოს მთავრისანი დაშთენ 3 კლარჯეთს. 41. ხოლო მთავარობდა ადარნასე ივერიასა ზედა. ხოლო კეისარმან მოსტყვენა სპარსეთი. მოჰკლა ქასრე, მეფე სპარსთა, და წარმოიღო ჯვარი პატიოსანი და მოვიდა კვალად ქართლს და მოს- წყვიდნა ივერიასა შინა ყოველნი უსჯულონი და განწმიდნა საქართველო უსჯულოთაგან, წარიღო მანგლისიდამ ფეხის ფიცარი უფლისა და ერუშეთი- დამ სამსჭვალი და წარვიდა საბერძნეთს. და შემდგომად ჟამ-რაოდენსამე მოკვდა ადარნასე მთავარი წელს ქრისტესით 639. და იმთავრნა წელნი 20. 42. დაჯდა ძე მისი სტეფანოს მთავრად. ესე იყო მორწმუნე და მაშე- ნებელი ეკლესიათა და განმწმენდელი სჯულისა. ამას სტეფანოსს ესხნეს ორნი ძენი: მირ და არჩილ. და ჟამსა ამას განძლიერდენ თურქნი და შიში- სათვის მისისა სტეფანოს და მირ წარვიდენ ეგრისს და არჩილ დაშთა 1-41 სტრ., 85 ქართლს. არჩილმა ყოველნი საგანძურნი მეფისანი და ეკლესიათანი დამარ- ხნა და შეინახა და შემდგომად იგიცა წარვიდა ეგრისს . და სტეფანოს მოკვდა ეგრისს წელს ქრისტესით 663. და იმთავრა წელნი 24. 43. გამეფდა ძე სტეფანოსისა მირ. ამის მეფობის მეოთხეს წელს მოვი- და მურვან ყრუჲ, დისწული მახმადისა, რომელმან შემუსრა სომხითი, ქართ- ლი, რანი, მოვაკანი და ყოველივე კავკასია, რომელსა ვერვინ წინა აღუდგა; ჩამოვიდა იმერეთს და აწამნა ქრისტესთვის არგვეთის მთავარნი დავით და კოსტანტინე ქუთაისს. მაშინ მირ მეფე და არჩილ იყვნენ ანაკოფიას ციხესა შინა სადაცა არს ხატი ხელით-უქმნელი დედისა ღვთისა, მივიდა მურვან ყრუჲ და მოადგა გარს. გარნა იქმნა სასწაული და ესმა ხმა ზეგარდამო მეფეთა მათ, ციხეთა შინა მყოფთა: „განვედით ბრძოლად!“ განვიდენ ხმასა ამას ზედა და მოსწყვიდნეს ურიცხვნი მცირედთა, არამედ მოიწყალა მირ. და სარკინოზნი უკუნ-იქცენ მეოტნი, განვლეს გზაჲ გურიისა და წარვიდენ. მცნობმან ამისმან კეისარმან კოსტანტინემ წარმოუგზავნა მეფეთა გვირ- გვინი და შესხმა დიდი უკუნქცევისათვის სარკინოზთა. ხოლო მას ჟამსა ერისთაობდა აფხაზთა ბერძენი ლეონ კეისართაგან. და ამა მეფეთა მსახურებისათვის მკვიდრათ მოსცა აფხაზთა ერისთაობა კეი- სარმან ლეონს. შემდგომად ამისა დამძიმდა წყლულება მეფისა და აუწყა ყოველნი საგანძურნი არჩილს, ძმასა თვისსა. და გარდაიცვალა მირ წელს ქრისტესით 669. და იმეფა წელნი 5. 44. გამეფდა ძმა მისი არჩილ. ამან მისცნა ასულნი მირ მეფისანი ერის- თავთა საქართველოჲსათა, და ერთი ასული მირისა ლეონ ერისთავსა აფხა- ზეთისასა ანდერძისამებრ მირ მეფისა. მოვიდა და განაგნა ეგრისი, ვინათგან არა დაშთა შენებულება ივერიასა შინა. ხოლო არჩილმან მოიყვანა მეუღლედ ასული ძეთა გურამ კურაპალატისათა, რამეთუ იყო შვილთა ასულთაგან ვახტანგ გორგასლისათა; ხოლო ესვა არჩილს ორნი ძენი: იოანე და ჯვან- შერ. მაშინ მოვიდა ნათესავი მახმადისა ჭუმჭუმ-ასიმ . ვერ წინა აღუდგა მე- ფე, ვინათგან დაცემულ იყო გიორგიაჲ ყრუსაგან. და მოაოხრა ქარ- თლი. და ამისგან იყო შიში დიდი. ხოლო არჩილ დასდვა სული თვისი სა- ზოგადოებისათვის და მოვიდა ჭუმჭუმისა თანა. მოეგება ჭუმჭუმ-ასიმ და პირველ პატივსცა და შემდგომად აიძულა დატევებად ქრისტესა. არამედ აღი- რჩია არჩილ სუფევა საუკუნო წარმავალისაგან და იწამა ტანჯვითა მრავლი- თა ; შემდგომად თავი წარეკვეთა და იხარებს წინაშე ქრისტესსა წელს ქრის- ტესით 718. და იმეფა წელნი 50. 45. შემდგომად მისა ძენი არჩილისანი გამთავრდენ: იოანე წარვიდა ეგრისს და წარიყვანა დედა და დაჲ, და ჯვანშერ დარჩა ქვეყანასა ქართლ- კახეთისასა. 1-41 სტრ., 86 ხოლო ჯვანშერს ჰყვა დაჲ შვენიერებითა მდიდარი, სახელით შუშანიკ და სთხოვა ხაზართა მეფემან ცოლად. გარნა არა მისცა ჯვანშერ ურწმუნოე- ბისათვის. და ამისთვის წარმოავლინა ხაზართა მეფემან სპასპეტი თვისი ბლუ- ჩან, შემუსრეს ტფილისი საფუძვლითურთ და გამოიყვანეს ჯვანშერ და დაჲ თვისი შუშანიკ, და ორნივე წარიყვანა სპასპეტმან ხაზართამან. ხოლო ოდეს იხილა შიშანიკ, რათა შეიბღალვის ურწმუნოთაგან ჰქონდა ბეჭედსა შინა სამსალაჲ, მოსწოა იგი და მოკვდა. და ამისთვის ხაზართა მე- ფემან სპასალარი თვისი ბლუჩან დაგლიჯა ცხენის ძუასა ზედა გამობმული, თუ რასათვის არა გაუფრთხილდა შუშანიკს. და ჯვანშერ კვალად განუტევა ნი- ჭითა დიდითა. ჟამსა ამას მოვიდა ამირ აგარიან, რომელი მთავრობდა სომხით- ქართლსა და ჰერეთს, და ამან აღაშენა დაქცეული თბილისი ხაზართაგან. ხოლო ჟამსა ამას ლეონ ერისთავმან აფხაზთამან იწოდა სახელი აფხაზთა მეფობისა, ვინათგან მომკვდარიყო იოანე, ძმა ჯვანშერისა. და აქაცა მოკვდა ჯვანშერ წელს ქრისტესით 787, და იმთავრა წელნი 69. და ამ ჟამშიდ განდგა გრიგორ მთავარი და დაიპყრა კახეთი. 46. ხოლო კვალად ამა ჟამთავე განადიდა უფალმან მეფობა აშოტ კურატპალატისა ბაგრატიონისა. გარნა ძლიერებდენ ჟამსა მას სარკინოზნი და მრავალნი ბრძოლანი და მოწყვედანი ჰყო აშოტ სარკინოზთა ზედა. გარ- ნა შემდგომად მოჰკლეს ლტოლვილ აშოტ სარკინოზთა საკურთხეველსა შინა წელს ქრისტესით 826. და იმეფა წელნი 39. ხოლო ძენი აშოტისნი იზრდებოდენ შავშეთსა და კლარჯეთს და ციხესა არტანუჯისასა. და შემდგომად მრავლითა ტანჯვითა და სისხლის ღვრითა დაიპყრა ნაქონები მამისა ბაგრატ, ძემან აშოტისამან. 47. გამეფდა ბაგრატ, ძე აშოტ კურატპალატისა. გარნა ფლობდენ სომ- ხითს და ქართლს სპარსნი. იყვნენ სპარსნი მრავალნი საქართველოსა შინა მხედართ მთავრითა მათითა და ბრძოდენ სარკონოზთა. ხოლო ჟამსა ამას გარდაიცვალა მეფე ბაგრატ წელს ქრისტესით 876. და იმეფა წელნი 36. 48. გამეფდა ძე ბაგრატისა დავით. ჟამსა ამას გამოვიდა მეფე აფხაზთა და დაიპყრა ქართლი. და ოდეს გარდაიცვალა გიორგი აფხაზთა მეფე, იქმნა იოანე მეფედ აფხაზთა, და შემდგომად იოანესა -ადარნასე. გარნა მეფესა ქართველთასა დავითს აღუდგა მტერად ნარსე, ძე გურამ მამფალისა, რამეთუ ნარსე და გურამ იყვნენ აფხაზთა კერძოსანი. დღესა ერთსა მოიტყუა ნარსემ მეფე დავით და მოჰკლა იგი ღალატითა წელს ქრის- ტესით 881. და იმეფა წელნი 5. 49. გამეფდა ძე დავითისა ადარნასე. ამან ადარნასემ გარდააგდო მამისა მკვლელი ნარსე. და წარვიდა კოსტანტინეპოლს, წარმოვიდა მუნით და მოიცა ძალი ოვსთა თუ აფხაზთაგან . და მოვიდა და შეიბნენ მეფე ადარნასე და ნარსე. იოტნეს სპანი ნარსესნი და შიპყრეს ნარსე და მოჰკლეს ხევსა შინა ასპინძისასა. და აღიხოცა თესლი მისი. 1-42 სტრ., 88 ხოლო ჟამსა ამას გამოვიდა კოსტანტინე აფხაზთ მეფე და დაიპყრა ქართლი. ჟამსა ამას გამოვიდა ამირ-არაბი და მოაოხრა ყოველი ივერია და აღი- ღო ციხეები. ამან მოჰკლა სუმბატ მეფე სომეხთა და აწამა წმინდა მოწამე გობრონ. მოკვდა კოსტანტინე მეფე აფხაზთა და დაუტევნა ძენი გიორგი და ბაგრატ. და გიორგიმ დაიპყრა მეფობა აფხაზთა. და ქართველთა ზედა მეფობდა ადარნასე. და შემდგომად გარდაიცვალა ადარნასე წელს ქრისტესით 923. და იმეფა წელნი 42. 50. მეფე იქმნა სუმბატ, ძე ადარნასესი, ჟამსა ამას გარდამოვიდა გიორ- გი აფხაზთა მეფე და მისცა ქართლი კოსტანტინეს, ძესა თვისსა. ხოლო ესე ქართველთა მეფენი ბაგრატოვანნი დასხდიან ქართლს მეფედ. და ოდეს მტერთა მიერ იძლეოდიან, ეპყრათ სამცხე, რომელ არს ზე- მო ქართლი, ტაო, ჯავახეთი, თრიალეთი და სამშვილდე და მიმდგომნი მისნი. 51. ხოლო ოდეს იქმნა მეფედ კოსტანტინე აფხაზთა მეფის ძე, შემდგო- მად სამისა წლისა იწყო მტერობად მამისა თვისისა. ოდეს სცნა ესე გიორგი- აფხაზთა მეფემან, წარმოემართა მხედობითა და მოვიდა ქართლს. და შვი- ლი თვისი კოსტანტინე ვერ წინა აღუდგა, შეიპყრა იგი მამამან და გამოასა- ჭურისა. და შემდგომად მოკვდა კოსტანტინე. ხოლო ამან გიორგი დაიპყრა სრულიად საქართველოჲ, შევიდა კახეთს და აღიღო ციხენი ძლიერნი, შეიპყრა კახთ ბატონი და დაიპყრა კახეთი. და მორჩილებასა შინა თვისსა განუტევა კვალად კახ-ბატონი და ჰყო მონად მის- სა. და დაიპყრა ესე სამეფონი და წარვიდა აფხაზეთს. და მიიცვალა შემდგო- მად. და იქმნა ძე მისი მეფედ ლეონ. ლეონცა გარდაიცვალა . და იქმნა ძმა მისი დიმიტრი მეფედ აფხაზთა. ამასვე ჟამსა მოკვდა სუმბატ მეფე წელს ქრისტესით 958. და იმეფა წელნი 35. 52. დაჯდა მეფედ ქართლისა დავით, ძე სუმბატისა. ესე იყო დავით ყოველთა სიკეთითა სრული, სამღრთო-სამხედროთი. ხოლო დავითს არა ესვა ძე და ზრდიდა ძეთ თვისად ბაგრატს, რომე- ლი იყო ბაგრატ რეგვენისა ძის ძე და ასულის წული გიორგი აფხაზთა მე- ფისა. 53. ხოლო დავითმან ინება და დასვა მეფედ ძედ-აღზრდილი თვისი ბაგრატ. და თვით იმყოფებოდა ტაოს. გარნა საქართველოსა ზედა მე- ფობდა ბაგრატ რეგვენი, პაპა ბაგრატისა. მაშინ აფხაზეთს მეფობდა თეო- დოსი მწუხარე და განირყვნა ყოველი წესი აფხაზთა. ხოლო მაშინ ერისთაობდა ქართლს მარუშის-ძე იოანე, ამან იოანემ მა- რუშის-ძემან და ყოველთა დიდებულთა ქართლისათა და აფხაზეთისათა მოი- თხოვეს დავითისაგან მეფედ აფხაზეთისად ბაგრატ, და მოსცათ. და აკურთხეს ბაგრატ მეფედ ქართლისა და აფხაზეთისად. ამან იწყო განგება სამეფოჲსა თვისისა მსგავსად პაპისა თვისისა, გიორგი აფხაზთა მეფისა, ანუ აღმზრდელისა თვისისა დავითისა. 1-43 სტრ., 88 ხოლო გარდაიცვალა ბაგრატ რეგვენი, პაპა ბაგრატ აფხაზთა მეფისა, წელს ქრისტესით 994. 54. იქმნა მეფედ გურგენ ქართლს, ძე ბაგრატ რეგვენისა. და აფხაზეთს იყო მეფედ ძე მისი ბაგრატ ზემოდ-ხსენებული. ხოლო ამა გურგენს ეწოდა მეფედ-მეფე, ვინაგან ძე მისი ბაგრატ იყო მეფედ აფხაზთა. ხოლო ჟამსა ამას გარდაიცვალა დავით მეფე კურაპალატი, წელს ქრის- ტესით 1001. ხოლო ჟამსა ამას გამოვიდა ვასილი კეისარი და დაიპყრა ციხენი, დავითის კავებულნი. და მივიდა ვასილთანა მეფეთ -მეფე გურგენ ქართლისა და აფხაზეთისა, ბაგრატ ძევე გურგენისა. და იძმაცვა ვასილი კეისარმან მამა-ძეთა შორის. და მისცა გურგენის ძესა, აფხაზთ მეფესა ბაგრატს კურაპალატობა, და მამასა ბაგრატისასა გურგენს, საქართველოს მეფესა, მაგისტროსობაჲ. გარნა ვინათგან გურგენ იყო კაცი ჭეშმარიტი, ვერ უძლო ურთი- ერთისა სიძულილი. და ვასილი კეისარი მიიქცა საბერძნეთადვე. და შემდგომად გარდაიცვალა გურგენ მეფედ-მეფე წელს ქრისტესით 1008. და იმეფა წელნი 14. 55. ხოლო შემდგომად მამისა თვისისა დაიპყრა ბაგრატ აფხაზთა მე- ფემან. ნაქონები მამისა თვისისა და მამობილისა თვისისა დავითისა. და დაი- პყრა ხლმითა ჰერეთი და კახეთი და ყოველნი კავკასნი ჯიქითიდამ გურგენის ზღვამდე; ადრაბაგანი და შირვანი მოხარკე ჰყო; სპარსთა მეფე ერთგულად მომსმენელი ჰყვანდა და ბერძენთა მეფესაცა შიში აქუნდა. ესე ბაგრატ იყო ღვთის მსახურ ყოველითა სათნოებითა. ხოლო ამან ბაგრატ დაიპყრა ყოველი ივერია სიბრძნე-ძლიერებითა თვისითა და მოვლო ყოველი სამფლობელოჲ თვისი. და გარდაიცვალა მაისის 7, დღესა პარასკევ- სა, წელს ქრისტესით 1014. და იმეფა წელნი 34. 56. დაჯდა ძე მისი გიორგი მეფედ წლისა 18. ამან დაიპყრა სამეფოჲ მამისა თვისისა: აფხაზეთი, ქართლი, ჰერ-კახნი, ტაო, სამცხე-კლარჯეთი. შემ- დგომად განდგენ კახნი გიორგისაგან და დაისვეს პირველი პატრონი მათნი. შემდგომად ამისა მოვიდა მხედრობითა ურიცხვითა ვასილი კეისარი გიორგის ზედა. გარნა გიორგიმ უპირისპირა მას და იქმნა ბრძოლა საკვირ- ველი მრავალჯერ. გარნა სიმრავლისა გამო სძლია კეისარმან და მოაოხრა ქართლი. გარნა ვერ დასდგა ქართლს, არამედ დაიზამთრა მახლობელ ტრა- პიზონისა. და ოდეს მოვიდა გაზაფხული. კვალად წარმოემართა ვასილი საქართველოსა ზედა. მაშინ წარავლინა გიორგი მეფემან ზვიადა ერისთავი და თვით წარდგა მხედრობითა და შეუთვალა: „უკეთუ გნებავს, უმჯობეს არს მშვიდობა, უკეთუ არა და - ბრძოლა განმზადებულ არს“. გარნა არა იქმნა მშვიდობა და იქმნა ბრძოლა. და სძლეს კეისარსა. მაშინ კეისარმან მოიღო ჯვარი პატიოსანი და დასდვა ხელ-მანდილსა და რქვა: „არღარა თაყვანისგცე, უკეთუ მიმცე ხელთა მტერთასა დღეს“. მაშინ აღუზახა სპათა თვისთა და იქმნა სასტიკი ბრძოლა. თუმცა გიორგი მხნედ და საკვირველად იბრძოდა, გარნა აოტნეს მხედრობანი გიორგისანი. და განემარჯვა კეისარსა. 1-42 სტრ., 89 ხოლო შემდგომად იქმნა ზავი. და მისცა გიორგიმ ძე თვისი ბაგრატ მძევლად კეისარსა, და წარვიდა. და შემდგომად სამისა წლისა განუტევა ბაგრატ. და მოვიდა მამისა თვისისა. და შემდგომად გარდაიცვალა გიორგი მეფე ყოველთა სიკეთითა და ახოვნებითა აღმატებული წელს ქრისტესით 1027, აგვისტოსა 16, თრიალეთს. და იმეფნა წელნი 13 57. შემდგომად მისი წლისა 9 გამეფდა ძე გიორგისა ბაგრატ. შემდგო- მად სამისა წლისა წარვიდა დედაჲ ბაგრატისა, დედოფალი ელენა, ასუ- ლი არშაკუნიანთა, წინაშე რომანოზ კეისრისა ბერძენთასა მზახლობისათვის და კურაპალატობისათვის. ხოლო კეისარმან აღუსრულა სათხოველი: მოსცა ასული თვისი ელენა ცოლად ბაგრატს, სამსჭვალი უფლისა და ხატი ოქონისა და საუნჯე მრავალი ზითვად. ხოლო მოიწია რა დედოფალი ტაოს, მიეგება ბაგრატ მეფე, მოიყვანა და ქმნა ქორწილი შემსგავსებული. შემდგომად რაოდენისამე ჟამისა მოკვდა დედოფალი ელენა, ცოლი ბაგ- რატისა, ქუთაისს . ხოლო მეფემან შეირთო ასული ოვსთა მეფისა ბორენა. ყვანდა ამა მეფესა, გამორჩენილნი ყმანი და მთავარნი ესენი, რომელი ბაგ- რატისა ნაცვლად ესენი ებრძოდენ მტერსა : ლიპარიტ, კვირიკე კახთა მეფე, ჰერთა და სომეხთა მეფე დავით, დადიანი იოანე, ამირ თბილისელი, იოანე აბაზაძე. ხოლო მეფე ესე ბაგრატ იყო ყოველსა ჟამსა მისსა განუსვენებელ; ებრძო- დენ ნიადაგ ბერძენნი და სპარსნი; და თვით სამეფოსაცა მისსა აღუდგენ წი- ნააღმდეგნი: ძმა მისი დიმიტრი, და უორგულა ლიპარიტმან; და ებრძოდენ მეფესა ესენი. და მრავალჯერ თავს დასხმითა თუ რომელითა სხვათა განუსვე- ნებლობითა გარდააგდეს კოსტანტინეპოლს, გარნა კვალად მოეგო თვისსავე სამეფოსა. მრავალჯერ სძლევდა სპარსთა და ბერძენთა. და ძმაჲ თვისი დიმიტრი გარდაიცვალა, ხოლო ლიპარიტ წარვიდა კოსტანტინეპოლს და მოკვდა მუნ, რომელმანცა მრავალი ძვირი შეამთხვია მეფესა თვისსა ბაგრატს ლიპარიტმან. და წარმოიღეს ლიპარიტ ერთგულთა მისთა კოსტანტინეპოლით და დაფლეს სამარხოთა მამათა თვისთასა კა- ხეთს. ამა ლიპარიტს ეპყრა არტანუჯი და სხვანი გარეგანი მისნი, რომელი დიდათ აწუხებდა მეფესა თვისსა. და მრავალნი დიდნი საქმენი ქმნა. ხოლო ამან მეფემან ბაგრატ დაჲ თვისი მარიამ მოსცა ცოლად მეფესა ბერძენთასა და დისწული თვისი მისცა სპარსთა მეფესა ცოლად. ხოლო ჟამსა მას დასნეულდა ბაგრატ მეფე და გარდაიცვალა წელს ქრი- სტესით 1072 . ხოლო ესე ბაგრატ იყო პირველად კურატპალატი, შემდგომად ნოველი- მოსი, მერმე სევასტოსი და უშვენიერესი ყოველთა კაცთა, სიბრძნით ფილა- სოფოსი, უმდიდრესი ყოველთა მეფეთა საქართველო-აფხაზეთისათა, მოწყალე, უხვი. გარნა ჟამთა ამისთა ქვეყანასა არა აქვნდა დაწყნარებაჲ. ხოლო იმეფა წელნი 55. 1-41 სტრ., 90 58.შემდგომად მისსა გამეფდა ძე მისი გიორგი. და შემდგომად შვიდისა თვისა განდგენ მთავარნი: იოანე ლიპარიტის ძემან გარდიბირნა კახნი, ნიანიამ წარიღო ქუთათისი, ვარდან განადგინნა სვანნი და ასწყვიტა საეგრო. გარნა სიმხნითა და ახოვნებითა კვალად დაი- მორჩილა გიორგიმ ყოველი და არა მიაგო ბოროტისა წილ არარაჲ, თვინიერ კეთილისა. გარნა იოანე ლიპარიტის ძე ეგო ორგულებასა ზედა, ვითარცა მამამისი. თუმცა მრავალჯერ დაიმორჩილა მეფემან, გაირიგა და აფიცა, გარნა ოდეს იხილვებოდა ჟამსა, ყოველთვის იყო ჩვეულება მისი ორგულება. ამან გიორგიმ მრავალჯერ სძლო თურქთა და სხვათა მებრძოლთა: ამან წარუღო ბერძენთა ანაკოფაჲ, კლარჯეთი, შავშეთი, ჯავახეთი და არტანუჯი და აოტანა თურქნი შეწევნითა ღვთისათა. ჟამთა ამას განძლიერდენ თურქნი საბერძნეთსა შინა და მოვიდენ ქარ- თლსაცა მხედრობა თურქთა მხედართმძღვანვითა იასისათა და მოაოხრეს ყოველი გიორგია წელს ქრისტესით 1080, ივნისსა 24. ამასვე დღესა დასწვეს ქუთათისი, არტანი, კლარჯეთი, უდაბნონი, ჭყონდიდი და ქართლი.და დაჰ- ყვეს ზამთარიცა. და მეფე იყო აფხაზეთს. მოსწყვიტეს, ქვეყანანი მოსჭამეს და წარვიდენ.ხოლო რომელნი მუნ დაშთენ კლდეთა და ქვაბთა შინა, ისინი- ცა მოსწყდენ ზამთარისაგან.და უკაცობითა ტყედ იქმნა ქვეყანა და არღარა იყო მუშაკობაჲ,რამეთუ წმინდანი ეკლესიანიცა სახლად უსიტყვთა იყო და არსადა იყო ღონისძიებაჲ.და კვალად ზაფხულ გამოვიდოდენ თურქნი და მოვლიდენ ქვეყანათა და ეძიებდენ, უკეთუ დაშთა ვინმე. ხოლო სხვისა ვერ ღონისმძიებელმან მეფე გიორგი, ვინათგან არა ქონ- და ძალი მეფესა ბერძენთასა, წარვიდა სულტანისა წინაშე და ვინათგან სულ- ტანი იყო კაცი სიკეთითა სრული და არა აქვნდა სული ბოროტის მოქმედი, ამისთვის დიდათ პატივსცა მეფესა და მოსცა კვალად ქვეყანანი მისნი და სხვა დიდება მრავალი და მოვიდა მეფე ქართლს. ხოლო რისხვა ღვთისა კვალად არა დასცხრა ცოდვათა ჩვენთათვის.და დღესა აღდგომისასა იქმნა ძრვა საშინელი, სადა დაირღვენ კლდენი, ქალაქნი და ციხენი და ნაშენებნი.და მრავალნი მოსყდენ წელს ქრისტესით 1088.და იყო ესევითარი ძვრა ერთს წელ. შემდგომად მიიცვალა მეფე გიორგი წელს ქრისტესით 1089. და იმეფა წელნი17. 59. დაჯდა ძე გიორგისა მეფედ დავით, ზედწოდებით აღმაშენებელნი,/ / წლისა თექვსმეტისა, რომელი იყო მეორე სახსოვარი მეფე ქართველთა. არამედ იყო გიორგია ოხერ, თვინიერ ციხე-კლდეთა და მთათა არა იყო კაცი. ხოლო სადგური იყო მეფისა წაღულის თავი. ხოლო გარდახდა წელნი ოთხნი. კვალად იწყო ლიპარიტ კვალთა მამა- პაპურთა სლვაჲ და ორგულება.ამისთვის შეიპყრა მეფემან და წარგზავნა კოსტანტინეპოლს და მოკვდა მუნ. ხოლო ჟამსა ამას გარყვნილ იყო ქვეყანა. და სახლნი ღვთისანი შეიქმ- ნა ქვაბ ავაზაკთა, მწყემს არა მწყემსნი, არამედ მგელნი. ამისთვის ქმნა მეფე- 1-42 სტრ., 91 მან წმინდა და დიდი კრება და დაამტკიცა მართლმადიდებელი ქრისტეა- ნობა. ჟამსა ამას შეკრბა ათაბეგ და სხვანი თავადნი ივერიისანი და შეიწივნეს სპანი სპარსთანი და ეწყვენ მეფესა.ხოლო მეფე დავით მიუხდა მცირეთა მხედრობითა და იქმნა ბრძოლა სასტიკი, სადა მეფესა დავით მო- უკლეს თვით სამი ცხენი და მეოთხითა ჰსძლო მათ და მოსწყვიდნა მრავალ- ნი სიმხნითა თვისითა, რომელ ოდეს აღიხადა აბჯარნი, ეგოდენ შეყინებულ- ნი სისხლნი გამოხდენ წიაღთა მისთა, მისის ხმლის ცემისაგან ჩაწვეთნი სხვისანი, რომელსა ჰგონებდენ მისმიერობასა. ხოლო ჟამსა ამას თბილისი, რუსთავი, სომხითი, სამშვილდე ეპყრათ თურქთა. ხოლო ჟამსა ამას ჭყონდიდელმან გიორგი და იოანე ორბეთიელმან აღიღეს თურქთაგან სამშვილდე და რუსთავი. ხოლო მეფემან ამან შერთო ასული თვისი კატა ბერძენთა მეფესა და მეორე ასული თვისი თამარ შერთო შარვანა. და თვით ჰყვანდა მეუღლედ ყივჩაყთა მეფეთა ასული გურანდუხტ (ყივჩაყი არს ხაზარნი ვიდრე კას- პიის ზღვამდე). ხოლო ჟამსა ამას გარდაიცვალა ჭყონდიდელი გიორგი, გამომზრდელი მეფისა. და იგლოვეს მეფემან და სრულიად ივერიამან ვიდრე შობადმდე ვახტანგისა; და მით დაიხსნა გლოვაჲ. ხოლო ესე დავით იყო საკვირვოჲ მხედარი და მებრძოლი და ყოვლად უშიში გულითა. ამას ყოველს ჟამს უდგა მხედარი სამოცი ათასი კარსა მისსა ზედა განმზადებული მეომრად. წარვიდა მეფე ანისისა ქალაქსა და სიმხნე-ძლიერებითა თვისითა აღი- ღო იგი. ხოლო იყო ქალაქსა მას შინა ეკლესია, რომელი, აღეშენა ბერძენთა მეფისა ასულსა, დედოფალსა კატრონიკას,სადაცა დაფლულ იყო. და იგი ეკლესია ექმნათ ურწმუნოთა მიზგიდათ.მაშინ მეფემან შემოკრიბნა დიდე- ბულნი და კათალიკოს-ეპისკოპოსნი და განაახლა იგი კურთხევითა.მაშინ მე- ფემან ხმა -უყო კატრონიკას საფლავსა: „გიხაროდენ, დედოფალო, რამეთუ ღმერთმან იხსნა ეკლესია შენი აგარიანთაგან!“ ხოლო საფლავით ხმა-უყო მან: „მადლობა ღმერთს და მშვიდობა შენდა, მეფეო!“. ხოლო ამან მეფემან აღიღო შამახია, შირვანი და დაიპყრა თვისდა და მოაოხრა სპარსეთი. და შირვანსა და შამახიას დასტოვა მცველად ჰერ-კახნი და უჩინა ზედამხედველად მწიგნობართუხუცესი ჭყონდიდელი სიმონ. ხოლო მეფემან დაამშვიდნა ქურთნი,ლეკნი, თათარნი და მოვიდა ქართლს. ხოლო მეფესა ამას ამისათის ეწოდა აღმაშენებელი, რამეთუ ოდეს იქმნა მეფედ, იყო სრულიად ქვეყანა ესე ოხერ; ამან განავსნა და აღაშენა, რამეთუ არღა ეტყოდა კაცნი. ესე იყო მოშიში და მოყვარე ღვთისა, გლახაკთა, ქვრივთა და ობოლ- თა მოწყალე, სნეულთა თვითმსახური, ეკლესიათა მაშენებელი, სამღვდე- ლოთა პატივისცემელი, წერილთა საღმრთოთა მოყვარე (რამეთუ ზიდ- 1-42 სტრ., 92 ვიდა მისთანა ჯორ-აქლემთა ყათარნი) და მკითხველი მარადის ნადირობა- ლაშკრობასა შინა. აქა ვსთქვათ ერთიღა ამბავი დავითისი აღმაშენებლისა. დავით, მყოფი მხედრობითა ავჭალას, დღესა ერთსა წარვიდა თორმეტითა მხედრითა მოხილ- ვად თბილისისა, რომელი ეპყრათ თურქთა. დაჯდა გორასა ერთსა და განი- ხილვიდა თბილისსა და იკითხვიდა შესაქცეველად წიგნისა ღვთისმეტყველები- სასა და წარავლინა კაცნი, რათა მოიტანონ მროწლე თბილისით. ხოლო მისრულთა კაცთა დავითისათა წარმოიღეს მროწლენი, ხოლო მსმენელთა თბილისელთა უკან დევნა უყვეს ყმათა დავითისათა, დაეწივნენ და თორმეტსავე მოუკლეს ცხენი. და იბრძოდნენ ქვეითნი. ესმა ხმა დავითს ბრძოლისა, წარ- მოემართა ბრძოლად, მოსვლასავე მოჰკლა თორმეტი და აღსვა თორმეტნი ყმანი მისნი ცხენისა მკუდართასა. და შემდგომად ეწივნეს დასთაგანი შეე- ხვეწნეს ციხეთა ოცდა ხუთნი. ხოლო მაშინ ჴრმალმან დავითისმან სი- ღვლარჭნით უარყო ქარქაში თვისი.აჰა სიმხნე დავითისი, ხოლო ნიჭი ღვთისა მას ზედა იხილე დასდებელსა მისსა სადღესასწაულოსა შინა,თქმულ- სა ანტონი კათოლოკოსისა! განადიდა ღმერთმან დავით ესრეთ, სულტანი შიშით ძღვენსა სძღვნობ- და, კეისარი მეგობრად უწოდდა, არაბნი აოტნა, ისმაიტელნი ია ვარ-ჰყო, სპარსნი-მტვერად, ხელმწიფენი მონად ჰყვეს, განავსნა ქვეყანა, ეკლესიანი განმდიდრნა არათუ მხოლოდ თვისნი, არამედ საბერძნეთისაცა. ხოლო ესე მეფე მრავალჯერ ბრძოდა სპარსთა, ლეკთა, ქურთთა, ყივ- ჩაყთა და უმეტეს თურქთა და სტყვენვიდა ყოველ ჟამ სპარსეთსა. გარნა სხვა- თა შორის ბრძოლათა ჰქმნა საშინელნი და სასტიკნი ომნი, სადა სამაგა- ლითოდ სათქმელ არს და სცნობ საქმესა მისსა ცხოვრებასა მისსა სავსედ. და ყოველთა შორის ამან სძლო სახელოვნად: განსწმინდა ურწმუნოთა- გან სამფლობელონი ყოველნი თვისნი, დაიპყრა საზღვარიდამ საზღვრამდე სრულიად ივერია. და შემდგომად გარდაიცვალა წელს ქრისტესით 1130, იანვარსა24, დღესა შაბათსა, ინდიკტიონსა 8. და იმეფა წელნი 41. და აწ იხარებს წინაშე ღვთისა მოსაყდრე მოციქულთა. 60. მეფე იქმნა მის წილ ძე მისი დიმიტრი. ამან იმეფა მსგავსად მა- მისა თვისისა და შემდგომად დასვა მეფედ ძე მისი დავით და თვით მო- ნაზონ იქმნა. და შემდგომად მიიცვალა წელს ქრსიტესით 1150 და იმეფა წელნი20. 61. ხოლო ამან მეფემან დავით, ძემან დიმიტრისამან, იმეფა თვენი ექვსნი და მიიცვალა წელს ქრისტესით 1150. 62. გამეფდა ძმაჲ დავითისა და ძე დიმიტრისა გიორგი.ხოლო საქმენი და ქებანი ამისნი შემოკლებით წარვსწეროთ. ესე გიორგი იყო ღვთის მოყვარე, ეკლესიათა მაშენებელი, გლახაკთა და ქვრივ-ობოლთა გამომზრდელი, მშვი- დი და უხვი, ხოლო მხნე და ახოვანი და მებრძოლი თვით ხელთა თვისითა საკვირვოჲ, რომელმან სძლო ყოველთა მებრძოლთა თვისთა. და ჰქონდა მსგავსება ყოვლითურთ პაპის თვისისა დავით აღმაშენებელისა. 1-41 სტრ., 93 ამას ჰყვა მეუღლედ ოვსთა მეფისა ასული ბურდუხან, კეკლუც-შვენიე- რებითა აღმატებული. ამან სიმხნითა თვისითა, მოაოხა ქალაქი კათირევანი და ამორანი და ქალაქნი არარატისანი სრულიად და მოვიდა გამარჯვებული და ალაფისა დაუთვლელნი, რომელ ტყვე ერთი თბილისს ერთ დრამად ისყიდებოდა. ხოლო ამან მეფემან მიუღო ბრძოლითა შანშე დადიანსა ქალაქი ანისი და დაპიყრა თვისდად. აქა მოგითხრათ მცირეჲ მხნეობაჲ გიორგისა.ოდეს მიუღო ქალაქი ანი- სისა შანშე დადიანსა, ამისთვის აღძრა შანშე დადიანმან აგარიანნი, ისმაი- ლიტნი და შარიერად სულტანად წოდებული იასი. ესე მაწვეველ ექმნა შამსა,დიარბექირისა თურთა, გარმიანელთა და დიდთა ფაშა-ფაშთა სპარსეთისათა, და ამათ ყოველთა დიდ-შემძლეთა შეკრებულებათა მომართეს გიორგის მეფესა. ესმა ესე გიორგი მეფესა ნაჭარმაგევს მყოფსა, წარმოემართა და მოვიდა მეპირდაპირედ ამათსა შიკრიკად. ხოლო თურქეთა სიმრავლისა მხილველნი დი- დებულნი აყენებდენ მეფესა ბრძოლისაგან. გარნა არა დამრწმუნელმან მე- ფემ პირველ ევედრა ღმერთსა და შემდგომად განყვნა სპანი თვისნი სამად. ერთ გუნდი მისცა სუმბათ ამილახორისა, მეორე გუნდი მისცა ბეშკენ სურ- მელსა და ნაშთნი თვით დაიჭირა და რქვა მათ; „ჩვენ სამთაგანმან,რომელ- მანცა პირველ გარდმოვაგდოთ შუაგულ მყოფი მედროშე, რომელი ჩანს, იგი ვჯობთ“. მყის ამხედრდენ და ეკვეთნენ სასტიკად. მაშინ მეფემა შევლო სიმ- ხნითა და მებრძოლისა მკლავითა განაპნა რაზმნი, მომართა დანიშნულსა მას მედროშესა, უხეთქა თავსა და გარდმოაგდო.მხილველნი თურქნი დროშისა დაცემისანი მსწრაფლ ივლტოდენ, და აღწყვიდნეს იგინი და გაემარჯვა მე- ფესა გიორგის.ხოლო შოებულთა ალაფთა ოქროთა და ვერცხლთა და სხვა ნივთთა ანგარიშისათვის სიმრავლისა გამო დავიდუმებ. და გამარჯვებული მეფე და მმადლობელი ღვთისა მოვიდა სახლადვე თვისა. ხოლო შემდგომად ამისა შუამდგომლობითა დისა მისისა რუსუდანისათა კვალად მისცა ქალაქი ანისისა შანშე დადიანისა და მშვიდობა ჰყვეს. ამან გიორგიმ სძლო თურქთა, სპარსთა, არაბთა, ლეკთა, ყივჩაყთა და ვერა რომელმან განუსწორა ბრძოლაჲ .ტყვენვიდა სპარსთა და მხედრო- ბანი გიორგისანი მაოხრებელნი მიიწეოდენ ნახჭევანამდე,კარ-მასისამდე, ღაღვამდე, ბარდა-ბალყუნამდე და შემოიქციან გამარჯვებულნი. ხოლო უსაკვირველესი კაცთაგან ესე, რომელ ამან მოაოხრა ბასიანიცა. ხოლო უწესოდ ქცევისათვის და წინააღმდგომობისა მისისათვის ძესა მისსა დიმიტრის დასწვა თვალნი და მეფედ დასვა ასული თვისი თამარ, წელს ქრისტესით 1171. ხოლო მეფე ესე გიორგი ჟამთა მისთა მეფობდა ძლიერად, რომელ მე- ფეთა რომისა და ბერძენთასა ეშინოდა ამისი .ესე იყო ყოველითურთ ღვთის სათნო, რომელ ისტორიკოსნი ანუ საქართველოჲსა მემატიანენი წმინდასა 1-41 სტრ., 94 გიორგის შეამსგავსებენ და იტყვიან ესრეთ: „უკეთუ მან ერთი ვეშაპი მო- ჰკლა, ხოლო ამან რავდენი ვეშაპთა უბოროტესნი წარმართნი მოსრნა!“ ხოლო გარდაიცვალა მეფე ესე წელს ქრისტესით 1174. და იმეფა წელ- ნი 24. 63.დაჯდა მეფედ ასული გიორგისა თამარ. ესე იყო მესამე სახსოვარი მეფე ქართველთა. ხოლო გარდახდა რა ჟამი გლოვისა, შემოიკრიბნა ნიკოფსიდამ დარუ- ბანდსა საშუალნი სამღვდელონი და საერონი და ეკურთხა მეფედ და გა- ნისვენა ბოძებითა ერნი, გლახაკნი და ობოლნი, სამღვდელონი და ეკლესიანი ამან პირველსავე მეფობასა მისსა შეჰკრიბა წმინდა კრება და განა- გნა ყოველნი წესნი საღმრთონი და ეკლესიათანი. ხოლო ხელისუფალნი თამარისნი ესენი იყვნენ: სპასალარი სარგის მხარ- გრძელი, მანდატურთ უხუცესი ჭიაბერი, მეჭურჭლეთუხუცესი კახაბერი ვარდა- ნის ძე, მსახურთუხუცესი ვარდან დიდი, ჩუნჩერახი მარუშის-ძე, ამილა- ხორი ფორელი გამრეკელი. ხოლო ერისთავნი ესენი იყვნენ თამარისანი : ვარდანისძე სვანთა, კახა- ბერი კახაბერის ძე რაჭისა, დაღანო შარვაშიძე აფხაზთა, ბედიელ-დადია- ნი ოდიშისა ლიხთ-იმერ-ამერთა ანაკოფიამდე, რატი სურამელი, ბაკურ ძაგანისძე კახეთისა, გრიგორ ასათისძე ჰერეთისა, ბოცო ჯაყელი სამცხე- საათაბაკოსა. ხოლო დიდებულნი შეიჭირვებდენ თამარის უმეუღლობასა და აიძულებ- დენ თამარსა ქორწინებისათვის, ხოლო თამარ, არა მწადნელი აიძულეს და ენებათ ქორწინება, გარნა შესამსგავსი ვერსად იპოვეს, ვინაითგან თამარ შვენებითა იყო ზესთა შვენოვანთა და კეკლუცთა და საღმრთოჲთა ზნეობითა წარმატებული, რამეთუ ლოცვა მხურვალითა ცრემლითა და მოწ- ყალება დაუცადებელ იყო მისგან. ხოლო თამარ სიზმარ სახლი შვენიერი იხილა და საყდარი აღმკული მას შინა.წარვლო, რათა დასჯდეს საყდარსა და ხარისხსა სამეფოსა, არამედ აყენებდენ მსახურნი დაჯდომად მას ზედა.და ეტყოდა თამარ: „ ვარ მეფა, უკეთუ ჩემდა არა ჯერ-არს დაჯდომად მას ზედა, ვისი არს საჯდომი ესე“ .ეტყოდენ მსახურნი: „ესე აღმკული სამეუფო საჯდომი არს მოჯალა- ბისა დედათაგანისა შენისა, რომელმან მღვდელთა შესამოსნი წირვისანი თითითა თვისითა შესთულნი მატყლთაგან უქსოვნა“. განიფრთხო თამარ და მოუწოდა მოჯალაბესა დედაკაცსა და ჰკითხა.და მან აღიარა ჭეშმარი- ტად ყოფაი ამისი. მაშინ თამარცა იწყო სთვად და აღასრულნა ეგრეთვე და შემოსნა მღვდელნი ღვთისანი. და მის მიერ იცნობების თამარ მეფისა სათ- ნოებანი. ხოლო თამარ, არა მწადნელი ქორწინებისა, არამედ დამცველი ქალწუ- ლებისა, აიძულეს დიდებულთა და ეპისკოპოსთა და ეგრეთვე გამზრდელმან მისმან მამიდამან რუსუდან და მიიყვანეს რუსთა მეფეთა ძეჲ და დააქორწი- ნეს თამარ წელს ქრისტესით 1177. 1-42 სტრ., 95 გარნა რუსმან ამან შემდგომად სამისა წლისა იწყო საძაგელნი და უწე- სონი ქცევანი, მომთვრალეობა და სიღოდანობა ვიდრე საძაგელ სადომურა- მდე.მხილველი ამისი თამარ, მჭმუნვარე ქმნილი,მხილებითა დიდებულთა და სამღვდელოთა მიერ ჰკურნებდა და არა განიკურნა.ამისთვის,სამღვდელოთა და დიდებულთა თანხმობითა, განუტევა რუსი მეუღლეობისაგან, მისცა ოქროჲ მრავალი და განაძეს და წარვიდა რუსი კონსტანტინეპოლად. ხოლო ვინათგან დაშთა თამარ მეფაჲ უმეუღლოდ, ამისთვის ეტრფო- დენ ყოველთა შორიელთა და მახლობელთა მეფეთა და მთავარღა ძენი: ოვსთა მეფეთა ძენი, რომელი ერთი მათგანი სურვილითაცა მოკვდა; ევმანუილ კეი- სრის ძეჲ; ეგრეთვე ასურასტანისა, შუა-მდინარისა, ანტიოხიისა მეფეთა ძენი; ამათთან სულტან ყიზია არსლანის ძეჲ, რომელმან დაუტევა სჯული თამარის ტრფიალებისათვის ;ეგრეთვე სალდუხის ძის ძეჲ მუტაფარადინ, რომელმან თამარის ტრფიალებისათვის ამანაცა დაუტევა სჯული თვისი მახმადიანობაი; კვალად შარვან აღსართან და ამანცა ინება დატევება სჯულისა თამარი- სათვის, თუმცა მიხვდებოდა საწადელსა მისსა. გარნა ესე ზემოხსენებულ- ნი მეფეთა და მპყრობელთა ძენი არცა ერთი ინება თამარ მეუღლედ და იქმნა წადილი და შრომანი მათნი უნაყოფოდ და მიიქცენ სახლად მათდა ისრითა ტრფიალებისათა თამარისგან გულდაკოდილნი. ხოლო ჟამსა ამას პოვეს კაცი ოვსეთით, სახელით დავით,ზედწოდებით სოსლან და გვარით ეფრემისძე.და ამისას იტყვიან შთამომავლობას ბაგ- რატოვანთაგან ესრეთ: ესე დავით სოსლან იყო მეფე გიორგის ძის დიმიტრისაგან, რომელი წინარე ვახსენეთ. რამეთუ დიმიტრის აფხაზეთს ანა- კოფიას დაშთა ძეჲ და იგი დიმიტრის ძეჲ ივლტოდა ოვსეთს. მუნ ოვსეთს იქორწინა ოვსთა მეფის ასულსა ზედა.მან შვა დავით. ძეჲ დავითისა ათონ, ძე ათონისა ჯადრონ, ძე ჯადრონისა სოსლან დავით ესე ამას დავითს ზრდიდა რუსუდან, მამიდა თამარისი. და ინებეს ესე ყოველთა დიდებულთა, რათა შეაუღლონ თამარს. ინე- ბა თამარმან და იქორწინეს დიდითა დიდებითა წელს ქრისტესით 1181. გარნა ესე სოსლან დავით ნათესავი იყო თამარისა: რამეთუ დედა თა- მარისა: ოვსთა მეფისა ქალი იყო; რამეთუ დედით მესამე ნათესავი იყო თა- მარ და ქმარი მისი სოსლან დავით, ხოლო დიმიტრით-მეხუთე. ხოლო ესე დავით სოსლან იყო წარჩინებული შვენიერებითა და ახოვნე- ბითა და საღმრთო-სამხედროთი სრული. შემდგომად მოვიდა რუსი იგი დიდძალითა მხედრობითა.და მიერთო კლარჯთა ერისათვის და მესხნი და ეგრეთვე დადიან-ბედიელი თვისითა დიდძალთა სპითა, ვინათგან იგი ფლობდა ლიხიდამ ვიდრე ანაკოფიადმდე. და მოიყვანეს და დასვეს ქუთაისს. და დაიპყრა რუსმა ამერნი და წარვი- დენ და მოაოხეს ქართლი.და შემდგომად დიდითა ბრძოლითა ეკვეთნენ სპანი თამარისნი და აოტნეს რუსნი. და კვლად წარვიდა.და თამარ დაი- პყრა თვისივე. ამას ჟამსა მოკუდა ამირსპასალარი გამრეკელი და უბოძეს ამირ- სპასალარობა ზაქარია მხარგრძელსა, რომელი იყო სჯული სომეხი, ხოლო 1-41 სტრ., 96 მხნეობითა ქებული, რომელიცა საქმენი მისნი და მხნეობანი სრულმან ისტო- რიამან მოგითხრას. ხოლო ჟამსა ამას მიუდგა თამარ და შვა ძეჲ გიორგი ლაშა წელს ქრის- ტეით 1183, შემდგომად წლისა ერთისა კვალად შვა თამარ ასული რუსუდან. მაშინ სვესა ზედა ლაშასა გაილაშკრეს ბარდავსა ზედა და აღიღეს ბარ- დაჲ, მოსწყვიტეს რანი და აღიფსენ ტყვითა და საუნჯითა და განუტევეს სა- მადლობელად და აღსაზრდელად ლაშასა ტყვენი შოებულნი ოცდაათი ათასი. შემდგომად ამისა გაილაშკრეს სპათა თამარისათა კარნუ ქალაქს, სადა ჰქმნეს ძლიერნი და სახელოვანნი ბრძოლანი, და მოიქცენ დიდითა ალაფითა ნაშოვარნი. კვალად გაილაშკრა სპამან თამარისამან სპარსეთად და მოაოხრეს საპარსე- თი ვიდრე ბალყუნამდე და მოიქცენ დიდითა ალაფია გამარჯვებულნი. ხოლო ჟამსა ამას შეკრებენ კნინღა და ყოველნი სარაკიანნი სპარსე- თისანი ინდოეთიდამ დარუბანდამდე, იწინამძღვრეს როშა ხალიფასი და მო- ვიდენ დასამხობელად თამარისა სამფლობელოჲსა მცნობმან თამარ უბრძანა მწიგნობართუხუცესსა ჭყონდიდელსა მოწვევად ლაშკრისა. და შეკრბენ. და უწინამძღვრა მათ, სპათა მისთა, დავით სოსლან და ამირსპასალარი ზაქა- რაია და სხვანი ერისთავნი და მთავარნი, რომელი ზემორე ვახსენეთ, წარუ- ძღვანა ჯვარი პატიოსანი და ანტონი ჭყონდიდელი, რომელი იყო კაცი ღირს- სახსოვარი და სანეტარო. და ანტონი ჭყონდიდელი, რომელი იყო კაცი ღირს- სახსოვარი და სანეტარო. და თვით თამარ მივიდა ფერხშიშველი მეტეხის ეკლესიასა შინა სალოცველად. ხოლო წარსრულნი სპანი თამარისნი მიიწივნენ რა, ეკვეთნენ ამა სი- დიდითა საცვიფროსა მხედრობასა, მოსრნეს, მოსწყვიდნეს და აოტნეს და მოვიდენ აღვსებულნი ალაფითა და მოართვეს დროშა ხალიფასი თამარს. და იტყვიან ძლევასა ამას თამარის ლოცვისა და ვედრებისგან, რამეთუ თქმულ არს: მეტეხს წირვასა ზედა სთქვა რა მღვდელმან,,შიშითა ღვთისა- თა”. ეტყოდა მღდელი თამარს: ”გიხაროდენ, მეფეო, რამეთუ მისცა ღმერ- თმან ძლევაჲ სპათა შენთა!” და შემდგომად ამისა მოვიდა მახარებელი და შემდგომად გამარჯვებული სპაჲ და თავმომწონეჲ წინაშე თამარისა დავით სოსლან. და უძღვნეს მრავა- ლი და მასთანა დროშა ხალიფასი და ათაბაგისა. და ამანცა მიუბოძა ნაცვა- ლი შემსგავსებული. ხოლო დროშაჲ და მანიაკი ხალიფასი ხახულისა ღვთის-მშობელს მიართ- ვა და ესე ხუთნი იამბნი მას ზედა წარსწერა: ცასა ცათასა დამწყები ღმერთმთავრობა, ძე საუკუნობს პირველივე და კვლადცა; სულამ ღვთისმან სრულ ჰყო აროდეს ჰქმნადი. სამებით, სრულმან, ერთითა ღვთაებითა, მიწით პირველის, პირმშოჲსა კაცისა 1-36 სტრ., 98 შენ მიერ მისთვის დრკუისა მის განმგები, როს დრკუჲ მიდრკა, უვნები ვნებისადმი ივნო და ვნება პირველი უვნებელ ჰყო შენგან შობილმან: ჩვენ ღირს გვყნა აღმოშობად ბნელით ნათელსა, ნათლითა მხედველობად, შენგან, ქალწულო, რომელსა შენთვის დავით როკვიდა ძისა ღვთისა ძედ შენდა ყოფად. მე, თამარ, მიწა ესე შენი და მიერივე ცხებულებასა ღირს მყავ და თვისობასა ედემს ღადირად, სამხრით უკვე და ჩრდილოთ, შუა მდლობელი იავარ შენდა ერთმელობ. ხალიფას დროშასთანავე მანიკსა შევრთე ცრუ-რჯულთა მოძღვრისა ღაზოდ მძღვანი; დავით ეფრემის, ძეებრმან მოისარმან მოირთხნა, მოსრნა სულტნითა ათაბაგი; ირანის ებრძოლნეს ჩვენი მიერ სპათა მისთა ჩვენნი მხედარნი, მოსავმოი შემმო. სძალო! მოსწყლეს, მოსწყვიდნეს აგარის ნათესავნი. მუნით მოხმულთა ნიჭთაგან ერთსა ამას შენდა შევსწირავ, მიოხე ძეებრ, ღმერთო! ხოლო სასწაულ-ქმნითა იოანე კათალიკოსისათა მოიქცა მართალსა სარ- წმინოებასა ზედა ამირსპასალარისა ზაქარიას მხარგრძელისა ძმაჲ იოანე, რო- მელი უწინარეს იყო სომეხი. და ესე, თუ ვითარ, უვრცელეს იხილო ვრცელ- სა ისტორიასა ქართველთასა. ამას იოანეს მიუბოძა თამარ მეფემან ათაბაგობაჲ. ხოლო ჟამსა ამას წარმოგზავნა დიდმან ხალიფამ დესპანი და სთხოვა არა აოხრებად მამულნი თვისნი და მისცეს ყოველი წლიური ხარკი თამარს. უსმინა თამარმან და დასდვა ხარკი ხალიფას. ხოლო ესმა ესე სულტანსა ნუქარდინ ყარსლანის, ძესა, რომელსა ეპყრა ეგვიპტიდამ პონტომდე, რომელ თამარ დასდვა ხარკი სარაკიანთა, ამისთვის განხსნა საუნჯენი მამა-პაპათანი და შეკრიბა სპანი 40000 და წარ- მოემართა თამარსა ზედა. ხოლო მოიწია რა მოხლობელ სულტანი, წარმოუვ- ლინა თამარს დესპანი და შემოუთვალა: ”ეს არს, რა მოვედ მსგავსი ღვთისა? და უკეთუ უარყო ქრისტეჲ და შემუსრო ხატნი და ჯვარნი, გაღირსო ხარ- ჭობა ჩემი, და უკეთუ არა და- მოვაოხრო ყოველი ქვეყანა შენი და შენ აღმოგხადო სული”. 1-40 სტრ., 98 მოვიდა დესპანი და ყოველივე მოუთხარა მეფესა. მაშინ მუნ მჯდო- მარე ამირსპასალარი ზაქარია წამოხლტა კისკასად და ესეთი სცა პირსა დესპანისასა, უსულო იქმნა მუნ, ხოლო ოდეს იქმნა სულიერ დესპანი და მოეგო გონებასა, მაშინ რქვა ზაქარია:,,ჯერ იყო სიკვდილი შენი, გარნა დესპანთა არა ხამს; წარვედ! აცნობე სულტანსა: მოგეგებების სპანი თამა- რისნი და ვსცნათ, ვისი არს ღმერთი ძლიერი”. მსწრაფლად შეკრბენ სპანი თამარისნი და წარუძღვანა დავით სოსლან და მუხლმოდრეკით და ცრემლით შევედრა სპანი თვისნი ღმერთსა და გა- ნუტევნა. და თვით თამარ დასდგა ოძრახეს კათალიკოს-ეპისკოპოსით, მავე- დრებელი ღვთისა. მაშინ მისრულმან ბასიანს დავით იხილა სიმრავლე თურქთა, შეუძნდა დიდად, გარნა მიენდო ღმერთსა. და განყო მხედრობა: ერთ კერძ აჩინა ზაქარია მხარგრძელი, შალვა და იოანე ახალციხელი და თორელნი; ხოლო ერთ კერძს დადიან-ბედიელი, იმერნი და აფხაზნი ; ერთ კერძს ჰამერნი და ჰერ-კახნი. და მიმართეს ცხენ-ჩქარად. იქმნა ბრძოლაჲ საშინელი და სა- მაგალითო. და სძლეს თამარისთა და აოტნეს იგინი, და შეიპყრობდიან ასსა ერთნი და აღხოცნეს ურიცხვნი წელს ქრისტესით 1196. და ალაფთა და ბარგთა მათთა ნაშოვართა სიმრავლისათვის დავიდუმებ. ხოლო ოქრო-ვერცხ- ლნი და თვალ-გოვარნი წარმოზიდეს მრავლითა სახედრებითა და მოვიდენ ესრეთი გამარჯვებულნი თამარისა თანა. ხოლო შოვებულნი დიდებულნი სულტანისანი განყიდეს ცხენისა ნალსა ზედა ბრძანებითა თამარისათა დიდებად სახლისა თვისისა . კვლად ჟამსა ამას წარავლინა თამარ . იმერნი და წარუღო კეისარსა ალექსის ტრაპიზონი და მიმდგომნი მისნი, და მისცა ალექსის ანდრონიკეს ძესა კომონიანოსს, რომელი იყო წინაშე თამარისა. ხოლო განძლიერდა თამარ დიდათ და დაიპურა ვრცელნი საზღვარნი ივერიისანი და უმეტესნიცა სათნოებითა ღვისათა, რამეთუ დროსა მეფო- ბისა მისისასა არავინ დასაჯა არცა სიკვდილითა, არცა ასოთა მოკლებითა, თვინიერ გუზანისა, რომელი მეკობრობდა მთასა კოლისასა; და იგიცა უცნაურად თამარისა ჰქმნა დავით სოსლან და დასწვა თვალნი სისხლთა- თვის ქრისტესთა. და ესრეთ რა იხარებდა თამარ, მოკვდა დავით სოსლან, ქმარი თამა- რისა, წელს ქრისტესით 1199. ხოლო ჟამსა ამას მოვიდა არდავის სულთანი, მოუხდა დღესა აღდგო- მისასა ანისის ქალაქსა და მოსრნა მრავალნი ქრისტეანენი, რამეთუ სხვათა შორის თორმეტი ათასნი ეკლესიასა შინა მოსწყიდნეს. და წარვიდა სულ- ტანი ნაცვლად ამისა სპასალარმან ზაქარია შეიკრიბნა ჰერ-კახნი და სომ- ხითარნი და ანაზდად ცისკარსა რა ხმა ყო ბილწმან მუყრმან აზანი, რომელი გათენდებოდა აიდი, მათი აღვსება, მაშინ დაეცა არდაველს და 1-40 სტრ., 99 თუმცა გამაგრდა ქალაქი, გარნა სიმხნითა და მამაცობითა აღიღეს და მოს- წყვიდნენ უამრავი, და მიზგიდსა მათსა მოსწყვიდნეს თორმეტნი ათას- ნი, და სულტანი ცოლ-შვილითაცა მოსწყვიდნეს და მოქალაქენი არცა ერთი დაუტევეს ცოცხალნი, და დიდითა ალაფითა მოვიდნენ თამარისა თანა გამარ- ჯვენულნი. შემდგომად ამისა წარგზავნა ზაქარია ამირსპასალარი და სხვანი სპანი ივერიისანი თამარ ხვარასანსა ზედა. აღიღეს ყო- ველნი ქალაქნი და ციხენი და დაიპყრა თავრიზიცა. მუნით წასრულთა მო- სწვეს, მოსტყვენეს ხვარასანი, ვიდრე გურდანამდე, და ალაფითა სავსე შემო- იქცენ კვალად. ხოლო შემდგომად ამისა მოკვდა ზაქარია მხარგრძელი ამირსპასალარი და მისცა ამირსპასალარობა ძმასა თვისსა, იოანეს, რომელი იყო ათაბაგად. ხოლო, თამარ მეფემ იმეფა ძლიერად და სათნოდ ღვთისად ერთგულთ გამამდიდრებელად და ორგულთ შემაშინებელად; ამან განსდევნა საზღვრით მისით თურქნი, სპარსნი და არაბნი, განსწმინდა სამფლობელო თვისი და დაიპყრა საზღვარი საზღვრამდე ნებისაებრ მისისა; ესე ბრძოდა გარემოთა მეფეთა და მთავართა და ქმნა სხვათა შორის ბრძოლათა სპამან თამარისმან ბრძანებითა თამარისათა 26 საკვირვონი ბრძოლანი, და ყოველთვის სახელ- ოვნად გაემარჯვათ სპათა და მხედრობათა თამარისთა, და დაიპყრა საზღ- ვარს გარეთნიცა სამეფონი. და შემდგომად დასნეულდა ნაჭარმაგევს მყო- ფი, მიიყვანეს თბილისს და გარდაიცვალა და მივიდა წინაშე ქრისტე- სა წელს ქრისტესით 1201. ხოლო სანატრელსა თამარს თვისითა ხელითა დაედგა გვირგვინი სამე- ფო ძისა თვისისა გიორგისთვის. და იმეფა თამარ წელნი 27 და დაფლეს და დააწერეს საფლავისა ქვასა ზედა ოთხნი ტაეპნი ესე შაირად გაწყობილნი : როს ნაჭარმაგევს მეფენი შვიდნივე პურად დამესხნეს, თურქნი, სპარსნი და არაბნი საზღვარს გარეთა გამესხნეს, თევზნი ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთა შთამესხნეს. და აწა ამისსა მოქმედსა ხელნი გულზედა დამესხნეს. ქმნილი არს ლექსი ესე შემდგომი თამარ მეფეჲსათვის ანტონის მიერ კათალიკოსისა დავითიან-ბაგრატოვანისა: ამისა ბრძოლსა ნათელსა აყიყი შუა რეოდა, ლალსა ნათალსა, ნაწებსა ბაგე შვენებით რეოდა, მისნი სიტურფე კეკლუცნი მნათობთა გარდარეოდა, და ვარდი, ზამბახი წალკოტსა მის მიერ მისა რეოდა. 64. ხოლო დაჯდა შემდგომად დედისა მეფედ ლაშა გიორგი, ძე თამა- რისა, თვრამეტისა წლისა. ესე იყო ტანითა ძლიერი, მხნე, ახოვანი. ამან დაიპყრა სამეფონი დედისა თვისისანი და გარემონი ყოველნი. და მოარ- თმიდენ ხარკსა. 1-42 სტრ., 100 ჟამსა ამას გადგენ (განძელნი და არღარა მოსცეს ხარკი. ამისთვის შემოიკრიბა მეფემ სპანი და წარვიდა და მოადგა გარს; ერთ კერძ მეფე და მასთანა ქართველნი და ჰერ-კახნი და სომხითარნი და თორელნი მოადგენ, ხოლო მეორეს კერძ ბედიელ-დადიანი ლიხთ-იქეთით. და ძლევითა და მა- მაცობითა აღიღეს ციხე და ქალაქნი განძისანი და მოვიდენ გამარჯვებულნი. ხოლო ვინათგან ვინათგან დამორჩილებულ იყვნენ ყოველნი გარემონი თამარ მე- ფისაგან და მოსცემდნენ ხარკსა ხალადნი და ძღვენსა სძღვნობდიან ბერ- ძენნი და არასადა იყო მტერი, ამისთვის იშვებოდა და იხარებდა. და მიდრკა მეფე სიბოროტედ და განიშორნა ვეზირნი დეისანი და შეიყვარა თანამოასაკენი, აღზრდილნი თვისთა თანა და საქმენი ყრმებრივნი, მღერანი, როკვანი, მეანკანაკობანი, დედათა თანა აღრევანი და სხვა მსგავსნი ამისნი. ხოლო არა ისვა მეუღლეჲ, არამედ ხარჭანი, და შვა მასთანა დავით მხილველნი დიდებულნი კათოლიკოს-ეპისკოპოსნი მოახსენებდენ ამავითარ- სა უწესოსა ქცევისა დატევებასა, გარნა არა ინება. ხოლო ჟამსა ამას ჩინგიზ ყაენმან წარმოავლინა მხედრობა საქართვე- ლოსა ზედა 12000. მცნობმან ამისმან მეფემან გიორგიმ შემოიკრიბა სპანი თვისნი 400000 და მივიდა ბერდუჯის მდინარესა ზედა, სადა იყვნენ თა- თარნი. იქმნა მუნ ბრძოლა ძლიერი. და აოტნეს მეფე და წარიქცივნეს სა- ხელოვანი დროშა დავითისა, ამა ჟამამდე უძლეველი, იძლია და ივლტო- დენ ქართველნი მეფითურთ. და მოვიდნენ თბილისს დიდნი მწუხარენი, რომელიცა მრავლის ჟამიდამ არა იყვენ დაჩვეულ ქართველნი უკუნ-ქცევა- სა, არამედ ყოველთვის მებრძოლთა ზედა გამარჯვებასა; გარნა ცოდვათა- თვის სძლეს ქართველთა თურქთა მათ, რომელთა არა აქვნდათ საჭურველი, თვინიერ მშვილდ-ისრისა და ცხენითა უჭედელითა. ხოლო ჟამსა შემდგომად რაოდენსამე დასნეულდა ლაშა გიორგი და, რა სცნა სიკვდილი, მისცა მეფობა დასა თვისსა რუსუდანს, რომელი უყვარდა ფრიად, და მიათვალა ძეჲ თვისი დავით, რომელ, ოდეს იქმნას ჰასაკო- ვან, მაშინ მეფედ ჰყოს რუსუდან დავით, რომელი-ესე ფიცით აღუთქვა რუ- სუდანმა. და შემდგომად გარდაიცვალა მეფე გიორგი ლაშა წელს ქრისტე- სით 1211, იანვარსა 18, დღესა ოთხშაბათსა, და დაფლეს გელათს. და იმე- ფა წელნი 10. 65. შემდგომად შემოკრბენ ყოველნი დიდებულნი ნიკოფსიით დარუბან- დამდე და აკურთხეს რუსუდან მეფედ ტფილისს და დასვეს მეფედ ივე- რიისად. ხოლო იყო რუსუდან ესე შვენიერებითა მსგავსი დედისა, გარნა სათ- ნოებითა შორს; და იწყო მსგავსება უფრორე ძმისა თვისისა სიმღერითა, როკვითა და ესევითარითა ყოფა-ქცევითა. ხოლო წინახსენებული იგი თათარი ჩინგიზ მრე იყო ყოველთა მებრძოლთა თვისთა და სძლოცა ჯალალდინ, სულტანსა ხვარასნისასა. ხოლო ძლეული იგი ჯალალდინ წარმობიდა დედა-წულითა და სპითა ას- ორმოცდაათი ათასითა, რა დასდგეს საქართველოსა შინა, და მოიწია ადრა- ბაგანს და აოხრებდა სომხითსა და გაგს. 1-41 სტრ., 101 მცნობმან რუსუდან შეკრიბნა სპანი და უწინამძღვრა იოანე ათაბაგი, ძმაი ზაქარია მხარგრძელისა, და წარავლინა ჯალალდინს ზედა, სადა იყვნენ მეწინავედ შალვა და იოანე ახალციხელნი. და იქმნა ბრძოლა გარნისს მეწინა- ვეთაგან შალვა და იოანესაგან, გარნა არა მისცა იოანე ათაბაგმა სპითა თვისითა შეწევნაჲ. და მრავლისა ბრძოლისა შემდგომად იოტნეს და იოანე მოჰკლეს, ხოლო შალვა შეიპყრეს და შემდგომად აწამეს ქრისტიანობისათვის, და იქმნა წმინდათა შორის მოდასე. და მოვიდენ ლტოლვილნი რუსუდანისა წი- ნაშე. ჟამსა ამას იქორწინა რუსუდან ტუღრულის ძესა ზედა სიმშვენიერე- ჰაეროვნებისათვის, რომელი ყვანდა მძევლად. მიუდგა და შვა ასული თამარ და შემდგომად ძე დავით. ხოლო რუსუდან მქმნელმან ბოროტისამან დაუტევა აღთქმა და ფიცი ძმისა თვისისა და, რა იქმნა ძე თვისი დავითი წლისა ექვსისა, ქმნა იგი მეფედ და შემოკრებითა დიდებულთათა აკურთხა იგი, ხოლო ასული თვისი თამარ მისცა ყიაზდინ სულტანსა ცოლად და აწყვერი მზითვად, გარნა აღუთქვა არა დატევებად ქრისტეს სარწმუნოებისა. ხოლო ბოროტსა ზედა ბოროტისა დამართველმან რუსუდან შეიპყრა ძმისწული თვისი დავით, ძე გიორგისა და წარუვნილა სიძესა თვისსა სულ- ტანსა ყიაზდინს, რათა მოჰკლას იგი. გარნა სულტანმან არა ინება, არამედ უყოფდა მრავალსა კეთილსა და ჰყვანდა მისთანა პატივითა. ხოლო ჟამსა ამას ცოდვათათვის ჩვენთა მოვიდა სულტანი ჯალალდინ და მოაოხრა სომხითი, შემოვიდა ქართლს, ვერ წინ აღუდგა რუსუდან და წარვიდა ქუთაისს. ხოლო ჯალალდინ მოაგა თბილისის ციხესა და ქა- ლაქსა და მრავლითა ბრძოლითა აღიღო იგი. და მოარღვია სიონსა გუმბათი, დაიდგა მას ზედა ტახტი, დაჯდა და იქიდამა ბრძანებითა სრვიდა ქრისტიანეთა, სადა სდიოდა მდინარენი სისხლთანი, ხოლო ხატი სიონისა ყოვლად წმინდისა დაასვენა ხიდსა ზედა, და რომელნი მიმავალ-მომავალნი არა ნერწყვიდა მას,თავს მოჰკვეთდენ, რომლისთვის მრავალთა მიიღეს მოწამეობისა გვირგვინი, და ტფილისსა შინა მოსწყვიდნეს წამებითა ქრის- ტესათვის 100000 და აღიწივნენ წინაშე ღვთისა. შემდგომად სულტანი აოხ- რებდა ყოველთა ივერიათა და სტყვენვიდა. ხოლო განძლიერდა ოხრობა ესე ხუთსა წელსა. გარნა რუსუდანმან, ამა- ვითარსა ოხრებასა შინა მყოფნამ, არა მოიგონა ღმერთი და არცა შეი- შინა მისგან; და რა სცნა, რომელ არა მოუკლავს სიძესა თვისსა ყიაზდინ სულტანსა დავით, რომელი წარუგზავნა მან, ამისთვის მოიგონა ზრახვა ბო- როტი და მიუწერა სიძესა თვისსა ყიაზდინს, ,,რომელი წარმოგივლინე და- ვით მოსაკვლელად და შენ არა მოგიკლავს, ვსცან ჭეშმარიტებით, რომელ იგი ისიძავს ცოლისა შენისა თანა და ასულისა ჩემისა თანა და თანა ეყო- ფის მას.“ ამისა მსმენელი სულტანი მრისხანე ქმნილი შევიდა თამარისა და ჰგვემა მრავალი, შემუსრნა ხატნი და ჯვარნი წმინდანი და იძულებითა დაა- ტევებინა ქრისტეჲ, ხოლო დავით შეიპყრა და შთააგდო ზღვასა მოსაშთობად. 1-41 სტრ., 102 გარნა განერა ზღვასა მოწყალებითა ღვთისათა, და იხილა ვაჭარმან ერთმან და მოიყვანა სახლად თვისად. ოდეს სცნა ესე სულტანმან, კვალად წარგვარა ვაჭარსა მას და შთააგდო მღვიმესა შინა, სადა იყვნენ გველნი და ასპიტნი წყვდეულნი შესაჭმელად კაცთა, გარნა არცა მათ ავნეს რამე, არამედ დაი- ცვნეს ისი უვნებელად.და იყო მას შინა შვიდსა წელსა.და ჰქონდა ხატი ყოვლად წმინდისა დედისა ღვთისა ყელსა ზედა კიდული, ევედრებოდა მას და ჰფარვიდა იგი. ხოლო მონა ერთი მისი მიუღებდა იდუმალ დღიურსა პურსა და შთაუგდებდა მღვიმედ. ხოლო ჟამსა ამას მოიწივნენ ზემოხსენებულნი თათარნი და აოტნეს ჯალალდინ სულტანი და დაიპყრეს საქართველოჲ თურქთა.და ჯალალდინ ლტოლვილი და მძინარე ველსა ზედა მარტოდ მოკლა. მეცხვრემან ვინმემ. და მოვიდა თათართა, თანა ნოინთა ოთხთა,რომელთა დაიპყრეს საქართველოჲ, და მოართვა ნიშანი ჯალალდინ სულტანის სიკვდილისა მეცხვრემან მან.და ამისთვის მოკლეს ნოინთა მეცხვრეჲ იგი,თუ რასათვის მოჰკლა სულტანი. ხოლო ჩინგიზისა წარმოვლენილთა ოთხთა ნოინთა დაიპყრეს სრუ- ლიად სპარსეთი და საქართველოჲ, თვინიერ იმერეთისა. და მიენდვნენ ყოველნი დიდებულნი განზრახვითა რუსუდანისათა და უფრორე ამისთვის, ვინათგან მათ არა მოაცთუნიან კაცნი და არცა სიცრუე აღმოვიდოდა პირით მათით. ხოლო ოთხთა ამათ ნოინთა განიყვეს ქვეყანანი ესე და აღიღებდენ ხარკსა. და შემდგომად წარვიდნენ ყიაზდინ სულტანსა ზედა და წარიტანეს ქართველთ სპანიცა.სძლეს სულტანსა და დაიმორჩილეს მათ და სადა ქარ- თველთ აჩვენეს დიდი სიმხნე.და უყვარდათ ქართველნი ნოინთა, და მოიქცენ დიდითა არაფითა სავსენი საქართველოდვე. მაშინ მომკვდარ იყო ჩინგიზ და ძე მისი ოქროფა,ძე ოქროფასი ქუქ- ხოლო აწ იჯდა მანგუ. ჟამსა ამას მოვიდა რუსუდან,ზავ-ყო ნოინთა თანა და წარავლინა დავით, ძეჲ თვისი, ნოინთა თანა,რომელსა ახლდენ ყოველნი დიდებულნი ამერ-იმერნი. და მათ შეიწყნარეს იგი დიდითა დიდებითა და პატივითა და უწოდეს ნარინ დავით (ნარინ ესე იგი მოსრული).გარნა ნოინთა მათ ვერ დაუმტკიცეს მეფობაჲ და წარავლინეს ბითუ ყაენისა წინაშე.მუნ ჰპოვა ავაგ ათაბაგი, რომელი უწინარეს დავითისა წარსულ იყო.ხოლო ბითუ ყაენმა პატივით შეიწყნარა და შემდგომად ორისა წლისა წარგზავნეს ყარაყურ უმს მანგუ ყაენსა და მანცა პატივით შეიწყნარა. ამისი მსმენელი რუსუდან ძისა თვისისა შორს ყოფისათვის განილეო- და, დასნეულდა და მოკვდა თფილისს წელს ქრისტესით 1237. და იმეფა წელნი 27. ხოლო ვინათგან არავინ დაშთა ნათესავი მეფეთა და იყვნენ ორნი ძმანი, დავით, ერთი ყარაყურუმს მანგუ ყაენთან, ხოლო მეორე ყიაზდინ სულტან- თან, ამისთვის განიყვეს ივერიაჲ ოთხთა ნოინთა და მიათვალეს ამათ: ეგრა- სლან ბაკურციხელსა მიათვალეს ლაშკარნი ჰერ-კახთა თბილისიდამ შამახიის 1-41 სტრ., 103 მთამდე; შანშეს მამული თვისი და ავაგ ათაბაგისა, ვინათგან ავაგ ათაბაგი იყო ყაენსა წინაშე; ვარამ გაგელს ყოველი სომხითი; გრიგოლ სურამელს ქართლი; თორელს გამრეკელს ჯავახეთი, სამცხე კარნუ ქალაქამდე; ცოტნე დადიანსა ყოველი ლიხთ-იმერეთი, ვიდრე ნიკოფსამდე ; რაჭის ერისთავსა რაჭა და მიმდგომნი მისნი. ხოლო ჟამსა ამას შეკრბენ ყოველნი დიდებულნი ივერიისანი და სცნეს,რომელ დავით ძე ლაშასი ცოცხალ არს მღვიმესა შინა გველთა თანა ამისთვის მივიდენ ყოველნი ნოინთა თანა და გამოითხოვეს მეფედ დავით ლაშას ძე და რუსუდანის ძე არა განუტეონ, და აღუთქვეს მორჩილებაჲ და მსახურებანი. მცნობთა ამისთა ნოინთა წარგზავნეს ანგურგ და წარატანესთ სარგის თმოგველი და სთხოვეს დავით ლაშას ძე სულტანსა. მსმენელი ამისი სულტანი განკვირდა სიცოცხლესა მისსა და არა დაირწმუნა. გარნა მოიყვანეს მონა დავითისი სოსნა, რომელი მიუტანდა პურსა, და მან სთქვა სიცოცხლე დავითისი. მაშინ ნება სცა სულტანმან. და აღმოიყვანეს დავით გველთა თანა მყოფი ხუთსა წელსა. ხოლო, აღმოიყვანეს რა, განბანეს და შემოსეს სამოსი სამეფო. და უძღვნა სულტანმაცა მრავალი და სთხოვა არა მოხსენებად ძვირის შემთხვევისა მის. მაშინ წარმოემართენ და მიიწივნენ საზღვართა საქართველოჲსათა, მოეგებნენ ყოველნი დიდებულნი ქართლისანი და მოიყვა- ნეს ნოინთა თანა.ხოლო ნოინთა მათ პატივსცეს დიდათ, გარნა მეფობა ვერცა მას დაუმტკიცეს და წარგზავნეს ესეცა ბითუსა. და წარყვენ წარჩინე- ბულნი თვისნი. ხოლო ბითუმ პატივითა წარგზავნა მანგუ ყაენსა თანა, სადა იყო დავით ძე რუსუდანისა. და ყეინმან თუმცა დიდითა პატივითა შეიწყნარა და იყვნენ ორნივე დავით წინაშე მანგუ ყაენისა. ჟამსა ამას მოკვდა მანგუ ყაენი და იქმნა ძე მისი ყუბულ ყაენად. ხოლო იქმნა ცილებაჲ ორთა დავითთა შორის. ლაშას ძისანი იტყო- დენ: „ჯერ არს მეფობა ძისა მეფისა და მემკვიდრისა“. ხოლო ნარინ და- ვითისანი იტყოდენ: „თუმცა იყო დედაკაცი,გარნა იყო მეფე, და ჯერ არს მეფობა ამისი“. მაშინ გამსჯელმან ყუბულ ყაენმან უბოძა ორთავე მეფობა და წარმოაგზავნა ქართლს. და მოეგებნენ დიდებულნი საქართველოჲსანი. შე- მოვიდენ თბილისს და დასხდენ სამეფოთა ტახტთა ზედა ორნივე წელს ქრისტესით 1244 და იკურთხნეს ორნივე მეფედ. 66. ხოლო მეფობდენ ესე ორნი დავითნი სრულსა სიყვარულსა ზედა, და ოდეს გასცემდიან სიგელსა ანუ წყალობასა ანუ უქაზ-როარტაგსა, ორნივ ხელსა მოაწერდენ. გარნა უპირველესობდა ძე ლაშასი და ჟამითაცა იყო უხუ- ცეს. ხოლო ლაშას ძე იყო ტანად დიდი მხნე, ახოვანი და მოისარი მაგ- რითა მშვილდითა და უმანკო და წრფელი, ხოლო ძე რუსუდანისა-ტანად ზომიერი, ენატკბილი, უხვი, მდაბალი და ფერხითა მსწრაფლი, ხოლო ესე ორნი დავით მარადის იყვიან წინაშე ულუ ყაენისა.და უყვარდა ყაენს ლაშას ძე და არა ძე რუსუდანისა. ამისთვის შეიპყრა ძე რუსუდანისა ყაენმან და წარგზავნა ბარდავს. გარნა გზასა ზედა გაიქცა იგი და წარვიდა აფხაზეთს. მიიწია რა ნარინ დავით ქვეყანასა ავაგ ათაბაგისასა, მუნით დიდის პატი- 1-40 სტრ., 104 ვით წარავლინა სუმბათ ორბელიანმან აფხაზეთად. და მივიდა ლიპარიტ თორელისა თანა და ლიპარიტ წარმოიყვანა და მოვიდენ ქუთათისს, სადა მოეგებნენ ყოველნი იმერნი და აკურთხეს მეფედ. ამიერთაგან იქმნა გიორგიაჲ ანუ ივერიაჲ ორ სამეფოდ, ვინათგან იმერნი დაშთენ ლაშას ძესა, ხოლო ამერნი ძესა რუსუდანისასა, ნარინ დავითს, და იწოდა მეფედ იმერთა წელს ქრიტესით 1246. ამათ ჟამთა ყაენმან ბითუ, რომელსა ეპყრა ხატაეთი დარუბანდამდე და რუსეთი ვიდრე სერბიამდე, მიუწოდა ლაშას ძეს დავითს, და წარვიდა და ვით ყაინთანა, ხოლო მისრულსა დავით უბოძა მეფემან სურგუჯი (ესე იგი ქოლგა,რომელსა ვერვინ იქონებდა ყეინთა მეტი) და ყოველთა ნოინთა უპირველესად წარმოავლინა საქართველოდვე დიდითა პატივითა. და მოვიდა დავით თბილისადვე. შემდგომად ამისა წარვიდა დავით ულუ ყაენისა თანა დიდითა ძღვნითა, ხოლო მან შეიწყნარა დიდისა პატივითა და დაადგინა ზემოდ ყოველთა ნო- ინთა. ჟამსა ამას აღმხედრდა ულუ ყაენი და წარვიდა აღებად ბაბილოვნისა. მისრულთა ვერ წინააღდმდეგმან ხალიფამან განამაგრა ციხე და ქალაქი ბაბი- ლოვნისა. მაშინ მოადგენ გარს ერთის მხრით ყაენი, ერთის მხრით ენგინ ნოინი და ერთის მხრით დავით მეფე ქართველთ მხედრობითა. მაშინ ბრძანებითა დავითისათა შესთხარეს ზღუდე ქალაქისა და აღიღეს ციხეჲ და ქალაქი მოსრნეს, მოსწყვიდნეს ხალიფაცა ძეებით. და დაიპყრა ულუ ყაენმან ბაბილოვანი. ხოლო დავით მეფე მოვიდა დიდისა ალაფითა გამარჯვებული ტფილისს. ამასვე წელსა წარმოავლინა ბითუ ყაენმან აღმწერელი ქვეყნისა სახე- ლით არღუნ.და ოდეს აღწერა ყოველი საბრძანებელი ყაენისა და რა მოიწია საქართველოდ, აღწერა რა ყოველი სამფლობელო დავითისა, მაშინ გამოვიდა დავითის სამფლობელოდამ: ათსა კვამლსა ზედა ერთი მოლაშქრე რომ გამოვიდოდა, ოთხასი ათასი მოლაშქრე კაცი იქნებოდა. მაშინ დასდვა ხარკი საქართველოსა არღუნ, გარნა სამღვდელოთა ზედა არარაჲ დასდვა ხარკი და არცა სხვათა სჯულისთავთა ზედა. შემდგომად ამისა წარვიდა ულუ ყაენი მისრეთს და წარიტანა დავით, სადა იყო მეწინავეთ მხედართმძღვანი თვისითა გიორგიელთ სპითა. მაშინ მოეგება სულტანი ეგიპტისა მდინარესა ზედა ეფრატსა. და იქმნა მეწინავე- თაგან ბრძოლა ძლიერი და სძლეს ეგიპტელთა სპათა წინამავალმან დავითი- სამან დავითის სარდლობითა. მერმეთ წარვიდა ყაენი შამს და შუამდინარეს და აღიღო ყოველი, ხოლო დავით, ნებითა ყაენისათა, უკმოიქცა თბილისად- ვე დიდი გამარჯვებული დიდითა ალაფითა. გარნა მქუხარე იყვენ ყოველნი დიდებულნი დავითისანი, ვინათგან ცოლმან დავითისამან ჯიგრა-ხათუნ არა უშვა ძე დავითს. ამისთვის მეფე- მან მოიყვანა ოვსთ მეფის ქალი და აღსთქვა, ოდეს უშვას ძეჲ, შემგომად 1-42 სტრ., 105 განუტეოს. და შემდგომად ქორწილისა ალთუნ, ოვსთ მეფის ასულმან უშვა დავითს ძე გიორგი, და აღიყვანა შვილად თვისად ჯიგრა-ხათუნ. კვალად უშვა ალთუნ მეფესა ასული თამარ. და შემდგომად აღთქმისაებრ განუტევა მეფემან ალთუნ. და შემდგომად მოკუდა დედოფალი ჯიგრა-ხათუნ. და შეირ- თო ნაცოლარი ავაგ ათაბაგისა გვანცა. მიუდგა მეფე გვანცას და შვა ძე დიმიტრი. ჟამსა ამას დიდი მწუხარება იყო საქართველოსა შინა ყეინთაგან ხარკის აღებითა და მრავალითა ლაშქრობითა, რამეთუ არღუნს აღმწერელსა დაედ- გინა ხარკისა ამღებელად ხოჯა აზიზ, რომელი სამზარეულოსაცა ზედა მეფი- სასა აღიღებდის ხარკსა. ამისათვის განსდგა მეფე ყაინის მორჩილებისაგან. და მრავალნი ქართველნი დაადგრენ ერთგულებასა ზედა ყაენისასა. მცნობმან ყა- ინმან წარმოავლინა მეფესა ზედა ზემოხსენებული არღუნ 20 ათასითა მხედ- რებითა და მასთანა ერთგულნი ქართველნი ყაენისანი. მაშინ მეფემან შეი- კრიბნა მესხნი და რაოდენნი ქართველნი, დაუწყო ბრძოლა არღუნს, გარნა სიმცირის გამო სპისათა ვერ წინა აღუდგინა მეფე და ივლტოდა, ხო- ლო არღუნ იწყო ტყვენვაჲ მესხთა, გარნა უსწრო ამბავმან ყაენისამან და უკუნიქცა. ხოლო განუზრახა სარგის ჯაყელმან მეფესა, და წარვიდა იმერეთს ნა- რინ დავითისა თანა. მაშინ ნარინ დავითმან მიიღო დავით მეფეჲ დიდი- თა პატივითა. მაშინ განიყვენ წარჩინებულნი იმერეთისანი, და ენება რომელ- სამე ნარინ დავით მეფედ და რომელსამე ლაშას ძეჲ დავით. და იყო შლი- ლობა ჟამრაოდენიმე. გარნა დადიან ბედიელი, რომელი იყო კაცი კეთი- ლი, დაადგრა ნარინ დავითის ერთგულებასა ზედა და ამისთვის ვერ მიუ- ღეს ნარინ დავითს მეფობაჲ. ამისთვის განიყვეს მეფეთა ქვეყანანი და ქალაქნი ქუთაისი და ტფილისი ორად, საჭურჭლე ორად; არამედ ხომლის ქვაბსა შინა რაცა იყო, მცირედი განიყვეს და სხვა დაუტევეს მუნვე; ხოლო ჯაჭვი სალამაზო და თვალი იგი პატიოსანი და მარგარიტი უსასყიდლო დარჩა ნარინ დავითს და იმერეთი და შემდგომნი მისნი, ხოლო საქართვე- ლო და შემდგომნი მისნი-ლაშას ძეს დავითს. და იქმნა სამეფო ესე ივერიისა ორ სამეფოდ წელს ქრისტესით ათას ორას ორმოცდა ცხრამედს ხოლო მეფე დავით ლაშას ძე იმყოფებოდა იმერეთს შიშისათვის ყაენი- სა, და დედოფალი გვანცა და ძე მისი ტყვედ ყავდა ყაენსა. და არა იყო მეფე საქართველოსა შინა, არამედ ნოინნი განაგებდენ საქმესა საქართველოჲ- სასა. მაშინ უბრძანა ყაენმან ნოინთა, რათა ყონ ზავი მეფისა დავითისადმი. წარმოაგზავნეს დესპანი მშვიდობისათვის წინაშე დავით მეფისა. ხოლო დავით პასუხებდა:,,მე დაუტევე საქართველოჲ ხოჯა აზიზისა მიზეზითა. აწ მომცეს ყეინმან ცოლი ჩემი გვანცა და ძე ჩემი დიმიტრი და ხოჯა აზიზ და ვიქმნე- ბი მორჩილ ყეინობისა მისისა”. ხოლო სიტყვასა ამისთვის, ხოჯა აზიზისა მიცემისათვის მრისხანებდა დიდათ ყაენი და ლამოდა სიკვდილსა ძისა მეფისა- სა. მაშინ შევიდა ყაენისა თანა ენუქარქუნ, რომელი იყო კავი კეთილი და ქრისტიანე, და მასთანა ტუნღულხათუნ, რომელი იყო ასული კეისრი- 1-40 სტრ., 106 სა, 169 და მოახსენეს ყეინსა:,,რაჲ არს, დიდო ყეინო, არა უწყია, რამეთუ წინასწარმეტყველთა, რომელთა ღმერთი ეტყოდა, მისნი ნათესავნი არიან ბაგრატოვანნი? და აწ სიკვდილი გიბრძანებიეს ამისთვის, სცოდავ ღვთისადმი! და კვალად უწყოდე, რამეთუ დიდის ბათოს დესპანნი მეფისა დავითის წინაშე არიან და სთხოვეს გზასა დარიელისასა შენ ზედა.“ ამავითა- რითა საუბრითა დამშვიდებულმან ყაენმან წარუგზავნა ძენი თვისნი და ხოჯა აზიზ ენუქარქუნის ხელითა მეფესა. და მოართვეს ქვიშხეთის ბოლო- სა. და ხოჯა აზიზს მოჰკვეთა მეფემან თავი და წარგზავნა ტფილისს სამხილებლად სხვათა. და თვით წარვიდა ყეინისა თანა წინაძღომითა ენუქარქუნისათა; ესმა რაჲ წასვლა მეფისა სარგის ჯაყელსა, იგიცა წარმოვიდა მეფისა თანა მთქმელი:,,მევნოს-მისთანა, და არა მევნოს-მისთანა”. მხილველსა მეფესა სარგის ჯაყელისა იამა დიდათ და მიუბოძა ქვაბლოვანი და ტბეთის ეკლესია. და წარვიდენ ზოგად ყაენისა თანა. და რა მივიდა მეფე ყაენისა თანა, შეი- წყნარა პატივით და კითხევდა განდგომისათივის ყეინი. გარნა ვინათგან იყო მეფე ენა-ბრგვნილ, ნაცვლად მისა მიუგებდა სარგის უშიშრად. ჟამსა ამას გამოვიდა ბერქა ყაენი დიდითა სპითა დარუბანდით. ხოლო ულუ ყაენი წარვიდა მეპიდაპირედ მისსა. და იყო წინამავალთა სპათა თანა სარდლა დავით მეფე, და სარგის თვით მასთანა დააყენა ყეინმან თვის- თა რაზმთა შინა. ხოლო მიმავალთა სპათა შორის წარხლტა ყურდგელი, უსწრო ყოველთა და მოკლა სარგის; წარხლტა მელი და მოკლა სარგის; წარხლტა შველი, უსწრო ყოველთა და მოკლა სარგის. ამავითართა სიკის- კასისა მხილველმან ყეინმან შეიყვარა დიდათ სარგის. ხოლო ეახლენ რა რაზმი ურთიერთას, გამოვიდა მუნიდამ კაცი საშინელი დიდი, რომლისაგან შეშინ- დენ ყოველნი მხილველნი. მაშინ განიყენა მეფემან ცხენი, სტყორცნა ისარი კაცსა მას, დასცდა კაცსა, ეცა ცხენსა მკერდსა და დაეცა. მაშინ ერთ- ხმობით შეუტივეს ქართველთა და სხვათაცა. და იქმნა საშინელი ბრძოლა, სადა იბრძოდა სარგის ძლიერად წინაშე ყაენისა. შემდგომად ივლტოდენ ბერქასნი და სდევდენ უკანა და ხოცდენ ულუ ყაენისანი. მაშინ დევნასა შინა დაშთა მარტო ყაენი ულუ, მოუხდენ ოთხნი შეჭურვილნი კაცნი ბერქასნი და ლამოდენ სიკვდილსა ულუ ყაენისასა. მხილველმან ამისმან სარგის მოუხ- და მათ შვიდთა, ოთხნი მოჰკლნა და სამნი გარდაეხვეწნენ და იხსნა ყაენი სიკვდილისაგან, მოიქცენ გამარჯვებულნი და ესევითარისა სახელოვანისა მამაცობისათვის მეფეთა და სპათა მისთა მიანიჭნა ყაენმან მრავალნი დი- დებანი, და სარგისს უბოძა კარნუ ქალაქი თვისით გარემოთი. გარნა შეიშურვა მეფემან, და სათნოებისათვის მეფისა არღა მისცა ყეინმან სარგისს კარნუ ქალაქი. და ამისათვის გულკლებულ იქმნა სარგის მე- ფესა ზედა. უკმოიქცა მეფე ნებითა ყაენისათა ნიჭებული დიდათ და მოვიდა საქარ- თველოდ. 1-39 სტრ., 107 ჟამსა ამას მოკვდა გვანცა დედოფალი თათართა შინა, რომელი მო- წამლა ასულმან თვისმან ხვაშაქ. და მეფემან იქორწინა დიდის ნოინის ჭორ- მაღის ასულსა ესუქანსა თანა ტფილისს დიდებითა დიდითა. ხოლო ჟამსა ამას განდიდდა ჭყონდიდელი ვასილი და დაიწყო სა- ურავი ვითარცა მეფემან, და თანა-ეყო ესუქან დედოფალსა. ამისთვის მოჰ- კლა იგი მეფემან. მოკვდა ჟამსა ამას ულუ ყაენი და იქმნა ყაენად ძე მისი აბაღა, რომე- ლი იყო კაცი მჭევრმეთქვი და სხვითაცა საქმითა კეთილ. ხოლო ჟამსა ამას მოუწოდა სარგის ჯაყელსა მეფემან ტფილისს და, არღარა მომხსენებელმან მსახურებისა მისისამან, შეიპყრა იგი და პატიმარ ჰყო. და ოდეს სცნა ყაენმან აბაღა, განატევებინა სარგის მეფესა. და მიერით- გან იქმნა განადგომილებაჲ მესხთა ვიდრე ბრწყინვალე გიორგი მეფისადმე. იტყვიან დავითისათვის, რომ სიბერისა ჟამსა მიდრკაო, ვითარცა სო- ლომონისათვის სწერენ. რამეთუ ხელ-ყო შლად ეკლესიათა, მამულთა და შე- წირულებითა. ამისთვის სამხილებელად ღვთისა მიერ დასნეულდა ძე მისი გიორგი და მოკვდა. ხოლო ოდეს აღდგა თენგუთარ, და აბაღა ყაენისა, რათა მიუღოს ყაენობა აბაღას და გამოილაშქრა და დადგა მთასა სამცხისასა. მაშინ წა- რავლინა თორმეტი ათასი მხედარი, რათა შემუსრონ მოაოხრონ მონას- ტერი იოანე ნათლიცმცემელისა, რამეთუ ჰგონობდენ მას შინა საუნჯესა მრა- ვალსა. მაშინ მოაწია მათ ზედა წინამორბედმან სიხშო ბნელისა და კვალად სეტყვა და წვიმა მძაფრი, რათა აღივსო ხევი იგი წყლითა და წარი ტაცა მხედარნი იგი სრულიად და შეერთო ზღვასა, და მცნობად განერა მხოლოდ ერთი კაცი, რათა აუწყა თენგუთარს, რამეთუ ადგილი იგი ღვთისა არს და არავის ძალუცს ვნებად მისა. ხოლო თენგუთარ აოტა ძმამან მისმან აბაღა ყაენმან და ლტოლვილ- მან გარდავლო მთაჲ აჭარისა, განვლო ჭოროხი და მივიდა სამეფოსა ნარინ დავითისასა. მოეგება ნარინ დავით, ისტუმრა კეთილად და ნადიმსა ზედა დაუდვა 500 ზროხა და ლაშქართა მისცა საზრდელად 600 ცხენი, 150 ზროხა, 1000 ცხოვარი, 1000 ღორი, ხოლო ღვინო - ჭურითა და ურმებითა, რომლისა სიმრავლისათვის განკვირდენ თათარნი. ხოლო ცოლმან დავითის- მან, რომელსა ესვა ასული მიხაილ პალეოლოღოსისა, კეისრისა, ცოლსა თენგუთარისასა განუსვენა. შემდგომად ამისა მოვიდა ბარახა ყაენი ხვარასანს. წარვიდა აბაღა მას ზედა და წარიტანა ლაშას ძე. და იყო ლაშას ძე კვალად ჩვეულები სამებრ მეწინავეთ სარდალი. და იქმნა ბრძოლა ძლიერი და აოტეს ბარახა და მოსწყვიდნეს სპანი მისნი. ჟამსა ამას გარმოვიდა თენგუთარ და მოვიდა ლომისას თავს ღადოსა ზედა. მსმენელი აბაღა ყაენი წარმოემართა და მისცა მრავალნი 1-40 სტრ., 108 ნარინ დავითს, რათა ლტოლვილი თენგუთარ არა მიუშვას მისთანა. და მიიზიდა ნარინ დავით მისდა აბაღამ და შემდგომად აოტნა სპანი თენგუ- თარისანი. და შეიპყრა თენგუთარ, გარნა არა ავნო და განუტევა თენგუთარ აბაღა ყაენმან. ჟამსა ამას დასნეულდა და მოკვდა დავით მეფე, ძე ლაშასი, წელს ქრის- ტესით 1269 და იმეფნა წელნი 26. და იტყვიან მეუღლისა მისისა ესუქან დედოფლისაგან მოწამლვასა შურისათვის ვასილი ჭყონდიდელისა. ხოლო ჟამსა ამას განდგა ნარინ დავითისაგან რაჭისა ერისთავი სა- დუნი კახაბერი და მივიდა ყაენისა თანა. ორჯელ მოსცა სპანი მრავალნი ყაენმან სადუნსა. და ნარინ დავითს ორჯელ დაესხა ქუთათისს მყოფსა უგრძნეულად, გარნა წყალობითა ღვთისათა ორჯელვე განერა ნარინ და- ვით. და თათართ მოაოხრეს ეკლესიანი და ქვეყანანი და წარვიდენ. გარნა განდიდდა დიდათ კახაბერი სადუნი ყეინისაგან და მეფეთაგან- ცა და წარიყვანა დიმიტრი, ძე დავითისა, ყეინთა თანა. და ყეინმან უბოძა მეფობაჲ დიმიტრის სომხითარ-ქართველთა, ჰერ-კახთა, ჯავახთა, ტაოელთა, თვინიერ სარგის ჯაყელისა, და აკურთხეს მეფედ დიმიტრი, ძე დავითისა. ხოლო განდიდნა სადუნი და უბოძა მეფემან ათაბაკობა, რომელსა ყვან- და ცოლად ასული ავაგ ათაბაკისა ხვაშაგ. ესე სადუნი კახაბერი იყო ძლიე- რი, მხნე, ახოვანი, რომელმან ჰკადრა ყეინსა :,,უკეთუ საბრძანებელსა შინა იპოვების კაცი ესეთი, რომელ მერკინოს, ანუ მედგინოს, ანუ ისარი განა- სროს ჩემისა ოდენი! ”. და არავინ გამოჩნდა მდარი მისი. 67. და იყო ესე დიმიტრი მეფე, რომელსა უწოდებდნენ თავდადებულს, მხნე, ახოვანი, შვენიერი, სამხედროთი სრული, ღვთის მსახური, მოწყალე, მლოცავი, რამეთუ რამე თვითმლველი ხელითა თვისითა მისცემდა გლა- ხაკსა საკმაოსა. ხოლო ჟამსა ამას წარვიდა აბაღა ყაენი ეგვიპტეს, სადა ახლდენ ქარ- თველნი, და ბრძოლასა შინა მიიღეს დიდი სახელოვნება ქართველთა. ჟამსა ამას მისცეს აწყვერი სარგისს და ძესა მისსა ბექას. და განდიდ- და დიდათ სარგის ჯაყელი, სამცხის სპასალარი, და დაიპყრა მან და ძემან მისმან ტაშის -კარიდამ კარნუ-ქალაქამდე. და იყო სარგის ღვთის მსახური ყოვლითავე და მსახურებდა ყაენსა და მორჩილებდა დიმიტრი მეფესა. ხოლო დიმიტრი მეფე იყო ხელთა შინა სადუნი კახაბერისასა, რომელსა მიუბოძა დმანისი, და იგი განაგებდა ყოველსა საქმესა სამეფოსა. მოიყვანა მეფემან ტრაპიზონის მეფის ასული ცოლად და შვა მისთანა ძენი დავით და ვახტანგ. ამათ ჟამთა ნარინ დავით მეფემან იმერეთისამან მრავლისა ორგულე- ბისათვის შეიპყრა რაჭის ერისთავი კახაბერი და დასწვა თვალნი და ძენი მისნი წარგზავნა კონსტანტინეპოლად და აღხოცა ნათესავი მისი. ამათ ჟამთა შემოვიდა მრავალი უჯეროება და წინააღმდგომობა, სჯულ- თა საღმრთოთა შვება, განცხრომა და შლა ეკლესიათა განწესებისა; 1-40 სტრ., 109 მეფემან მოიყვანნა სამნი ცოლნი და ეგრეთვე სადუნმანცა . ამისთვის ამხი- ლებდა კათალიკოსი ნიკოლაოზ და აწყვერელი, გარნა არავინ უსმენდა. და ამისთვის მოიწია რისხვა ღვთისა და იქმნა საშინელი ძვრა, რომელი და- იქცა ეკლესიანი ღვთისანი, ციხე-ქალაქნი და ნაშენებნი ყოველნი, რომელ აღმოხდებოდა კუპრი მიწით. და ესეთი ძვრა იქმნა თვით დღესა აღდგო- მისასა ქრისტეს ღვთისა ჩვენისასა. ჟამსა ამას მოკვდა სარგის ჯაყელი. და დაიპყრა ძემან მისმან ბექა სამცხე. ხოლო აბაღა ყაენმან წარგზავნა სპანი თვისნი დასაპყრობელად ეგვიპ- ტისა და წარატანა მეფე დიმიტრი და ბექა სპითი მათითა; და იყო მეფე ქართველი მეწინავეთ მხედრობისა ურიცხვისა. ხოლო მისრულთა რუ ბაკს მოეგება მეფე ეგვიპტისა ნასრ სპითა ძლიერითა და იქმნა ბრძოლა საშინელი და სასტიკი, სადა ბრძოდენ ქართველნი საკვირველად და მეფე; და მეფესა ბრძოლასა შინა მოუკლეს ცხენი. და შესვა აბაშმან მეფე ცხენსა ზედა. და კვალად ეკვეთნენ და მოსრნეს ქართველთა მხედართმთავარნი ეგიპ- ტელთანი და აოტნეს. გარნა თათარნი და მანგუ-დემურ, მხედართმძღვანნი სპარსთა ვერა დაუდგენ ესევითარსა ძლიერსა ბრძოლასა და ივლტოდენ. და ოდეს იხილეს ესე ქართველთ, ესენიცა გამოჰყვენ უკანით და მივიდნენ აბაღა ყაენისა. ხოლო შემდგომად რამოდენისამე ჟამისა მოვიდა მოლექსე ერთი და იტყოდა შაირითა ბრძოლასა მას ეგიპტელთა და სპარსთასა და აქებდა დი- დათ მეფესა დიმიტრის. ამისთვის მისცა ყეინმან მეფესა მრავალი და გამოი- სტუმრა თბილისიდანვე. ჟამსა ამას მოკვდა აბაღა ყაენი და იქმნა ყაენად ძე მისი ახმად. და წარვიდა მეფე მისალოცავად მისა ყეინობისა და დიდითა პატივითა კვალად მოვიდა თბილისს. და მისცა ასული თვისი რუსუდან მეფემან შვილის- შვილსა დიდისა ბუღასასა, რომლისათვის განრისხნა კათოლიკოსი ნი- კოლაოს და ესევითარისა არა კეთილ ქცევისათვის მეფისა, რომელი მიდრკა ყოვლითურთ ქცევად საწარმართოდ, ამისთვის ნიკოლაოზ დაუტევა ეკლესია და აკურთხა კატალიკოზად ჯვარის მტვირთველი თვისი აბრაამ და თვით წარვიდა უდაბნოდ, სადა მიიცვალა სანეტაროჲ. ხოლო მეფესა ამას ამხილებდა უსჯულოებასა და სამთა ცოლთა სხმასა კაცნი კეთილნი და ღვთის მოყვარენი და ეგრეთვე პიმენ სალოსიცა გარეჯე- ლი, გარნა მეფე არა უსმენდა მათ. ხოლო დიმიტრი მეფესა ესხნეს ძენი ტრაპიზონის მეფის ასულისა თანა დავით და ვახტანგ და მანუილ და ასული რუსუდან, ხოლო თათრის ასულისა თანა ბაადურ და იედიგარ და ასული ჯიგდა, ბექას ასულისა თანა გიორგი მხოლოდ, ვითარცა მარტო რქა, რომლისაცა აღმატებულება ქვემორე ითქმის. 1-41 სტრ., 110 ხოლო ოდეს განუდგა არღუნ ყაენსა დარუბანდელი, მაშინ მეფეცა მიიწოდა მუნ. დაადგენ ციხესა მრავალ ჟამ და ვერა აღიღეს, უბრძანა ყა- ენმან მეფესა აღება მისი. მსწრაფლ მეფემან აღიჭურვა, მიუტანა შტურმაჲ სპითა ქართლისათა, რომლისა ყოველთა უწინარეს აღვიდა კიბისა თავსა რა- ტი ბექას ძე სურამელი და აღიღეს ციხე იგი სიმარჯვითა ქართველთა. ხოლო ჟამსა ამას იწყო ყაენმან არღუნ სიკვდილი ნოინთა და დიდთა კაცთა და აღხოცნა ყოველნი ნოინნი. და იხმო ურდოსა ზედა მეფე დიმიტრი რამეთუ იცოდა მეფემან მისვლასა თანა მოჰკლავს მას. მაშინ შეჰკრიბნა დიდებულნი თვისნი, კათალიკოს-ეპისკოპოსნი და დასჯდა დალიჭსა ზედა. და დასხდნენ დიდებულნი წესისაებრ მათისა. მაშინ იწყო მეფემან, ღვთისა სახე- ლითა, სიტყვასა სათნოსა და მჭევრმეთქვესა და სთქვა:,,მიწოდს ყაენი, ვი- ცი: უკეთუ მივიდე, მომკლავს, და უკეთუ არ მივიდე, მოსტყვენავს ქვეყანასა ჩვენსა, დაამხობს ეკლესიასა წმინდასა და მოაკლებს სჯულსა საღმრთოსა. და მე აღვირჩევ, რათა წარვიდე და მოვკვდე, ერისათვის და ქვეყანა და სჯული იქმნას მშვიდობით”. გარნა სიტყვასა ამას ზედა არ თან[ა]ხმა იქმნენ დიდებულნი და აწვევდენ, რათა განარინოს თავი თვისი. ხოლო მეფემან სთქვა :,,მე განვერე და ესეოდენი მოისრენ! მაშინ დავისჯები მე. და უმჯობეს არს წარუვალი სუფევა, ვიდრე წარმავალისა. აწ უკვე წარვალ. უკეთუ დავრჩე, კეთილ, უკეთუ არა-დავსდვა სული ჩემი ერისათვის, ვითარ- ცა დასდვა ქრისტემან ჩემთვის”. მაშინ ერთხმობით ჰრქვეს კრებულთა სამ- ღვდელოთა:,,ჩვენ თავდებ გექმნებით ქრისტესთანა, რათა მან შეგინდვნეს ყოველნი ცოდვანი შენნი და გყოს შვილ სასუფეველისა”. მსმენელი ამისი მე- ფე მხიარულ იქმნა და დახიზნა ძენი თვისნი და თვით წარვიდა და წარი- ტანა აბრაჰამ კათოლიკოსი . და რა მივიდა, არარაჲსა გამომძიებელმან ყეინმან შეიპყრა იგი და პატიმარ ჰყო. და განმსჯელმან რომლისამე საქმისასა არა სწადდა სიკვდილი მეფისა, გარნა ავთ განმზრახთაგან იძულებულ იქმნა ყაენი და უფრო ხუტლუ ბუღასგან. სტანჯეს მეფე, რომელი იგი ითმენდა ქრისტესთის და ერისთავის და შემდგომად ეზიარა უხრწნელსა საიდუმლო- სა ხელითა აბრაჰამ კათოლიოკოზისათა და წარკვეთეს თავი წელს ქრისტე- სით 1289, თვესა მარტსა 12, დღესა შაბათსა მარხვისასა. და ამისთვის ეწო- და თავდადებული. ეჰა საკვირველი, რამეთუ მეათე ჟამიდგან დაბნელდა მზე, ვიდრე დას- ვლამდე, რათა სცნან ურწმუნოთა მათ, რამეთუ პატიოსან არს წინაშე ღვთისა ცხებული უფლისა! მაშინ იყო მამასა თანა ძეჲ მეფისა დავით და სწადოდათ სიკვდილი ცა მისი ბილწთა მათ. გარნა ითხოვა ყაენისაგან პატივი დავითისი ტაჩარ ნოინმან და მიმადლა მას ყეინმან. და ზრდიდა თვისთათა ტაჩარ ნოინი დავითს, ძესა დიმიტრი მეფისასა. ხოლო გვამი მეფისა მოიპარეს კათალიკოსმან და მოსე მღვდელმან და ჰპოვეს მეთევზური ბრძანებითა განგებისათა და მას შთაუდვეს ურემსა და წარმოგზავნეს ტფილისს. 1-40 სტრ., 111 ხოლო ჟამსა ამას წარმოავლინა ყეინმან ხუტლუ ბუღა, მტერი მეფისა დიმიტრისა, რათა გამოართვას შვილი ნარინ დავითს, მეფესა იმერეთისა- სა, და ქმნას მეფედ ქართლს. ხოლო მოვიდა რა ხუტლუ-ბუღა ქართლს, ამც- ნო ნარინ დავითს. და მოვიდა ნარინ დავით ქვიშხეთს, აქედან მიეგებნენ ნოინნი და ხუტლუ-ბუღა. და მოსცა ძე თვისი ვახტანგ. წარმოიყვანა ხუტლუ- ბუღამ და მიგვარა ყეინსა. და ყეინმან მშვენიერებისა თვისისათვის შეიყვა- რა ვახტანგ დიდათ და მოსცა დაჲ თვისი ცოლად ოლჯათ და საქართვ- ელოჲ სამეფოდ. და მოვიდა ვახტანგ თბილისს და აკურთხეს მეფედ. და იმეფა დიმიტრიმ თავდადებულმან წელნი. 68. ამან ვახტანგ დაიპყრა კარნიფორიდამ დარუბანდამდე, თვინიერ ბექა ჯაყელისა. იყო ვახტანგ ესე კაცი კეთილი და მხნე. ხოლო დავით დი- მიტრის ძე, რომელი იზრდებოდა სპარსეთს, მოიწადინა ყაენმან მეფობა მისი, გარნა არა ინებეს ქართველთა ერთგულებისათვის ვახტანგისა, და მისცეს სხვა და სხვანი მამულნი საქართველოსა შინა და იყო ქართლს. და შემდგომად სამისა წლისა მეფობისა თვისისა მოკვდა ვახტანგ. და რა ესმა სიკვდილი ძისა თვისისა მეფესა იმერეთისასა ნარინ დავითს, დამძიმდა მისთვის და მოკვდა წელს ქრისტესით 1293. და მიიღო მეფობა იმერეთისა ძემან ნარინ დავითისმან, უხუცესმან კონსტანტინე. ხოლო დავით, დიმიტრი თავდადებულის ძე იყო მხნე საქმესა შინა და დიდისა მსახურებისა და ვაჟკაცობისა და მხნეობისათვის, რომელი წარმო- აჩინა ბრძოლასა შინა წინაშე ყაენისა. ამისთვის უბოძა მეფობა საქართველოჲ- სა და სრულიად ქართლი. მოვიდა, ეკურთხა მეფედ ტფილისს. ხოლო ვახტანგ, ძემან ნარინ დავითისამან, იმეფა საქართველოსა ზედა წელნი სამნი. 69. ხოლო ამან დავით, დიმიტრი თავდადებულის ძემან დაიპყრა ყოვე- ლი ნაქონები მამისა თვისისა, თვინიერ ბექა ჯაყელისა. ამან დავითმან შეირთო კვალად ყაენისა დაჲ ოლჯათ, რომელი ჰყვანდა ვახტანგ მეფესა, ძესა ნარინ დავითისასა. ხოლო ჟამდა ამას იყო კაცი ერთი ყაინთაგან დიდათ პატივცემული, სახელით ნავროზ, რომელი დიდათ სდევნიდა ეკლესიათა და სჯულთა ქრის- ტეანეთასა . ამან ნავროზ წარმოავლინა მხედრობა საქართველოს, რათა ეკლესია ვარძიისა შემუსრონ და მას შინა დებულნი ნივთნი მიუტანონ ნავროზს. გარნა შურ-აგო მას ვარძიისა ღვთისმშობელმან და, რა მო- ვიდოდენ ნავროზისაგან წარმოვლენილნი, ეცათ მათ მეხი და განგალნა ისინი და დანაშთნი უკუნ-იქცნენ კვალად ნავროზისა თანა. გარნა ჟამსა ამას განგებითა ზენაჲთა, შერისხა ყაენმან უსამართლოე- ბისა მისისათვის და მოსწყვიდა ნავროზ შვილით თვისით. იყო მის ჟამისა ყაენი ყაზან მეძიებელი სამართლისა და ჰქონდა მას სა- ბელი ერთი და მას ზედა სხმული მრავალნი ეჟვანნი. ხოლო წვერი საბლისა 1-42 სტრ., 112 მის ერთი გატანილი იყო გარეთ სახლისა და მეორე მობმულ იყო მახლობელ ყაენისა სამყოფსა. და რომელნი მწუხარენი მას თოკის თავსა გაანძრევდნენ, მსმენელი ყაენი გამოვიდოდა და მსწრაფლ გამომეძიებელი მისისა მწუხარები- სა განთავისუფლებდა. ხოლო ყაენმან ამან ორგულებისა თვისისათვის გარდააგდო მეფობი- დამ დავით, ძე დიმიტრი თავდადებულისა. და ბექას ჯაყელსა ჰყვანდა ძე დიმიტრი თავდადებულისა გიორგი. და ბექას გამოართვა ყაენმან და ქმნა იგი მეფედ ქართველთა წელს ქრისტესით 1299. ხოლო ჟამსა ამას განდიდებულ იყო ბექა ჯაყელი, რამეთუ ეპყრა ტა- შის-კარიდამ სპერის ზღვამდე; რომელსა მიხაილ კომნინა კეისარმან მოსცა ტრაპიზონამდე, რამეთუ ასული ბექასი ცოლად ესვა მას. ხოლო მხედრობა სპარსთა წარმოვლენილი ყაზან ყაენისაგან, შემ- წენი გიორგი მეფისანი, მხედართ მძღვანებლობითა ხუტლუ-ბუღასითა სდევ- დენ დავითს და აოხრებდენ საქართველოსა. გარნა დავით შევიდა სტეფან- წმინდას და მუნით ბრძოდა დიდათ ხუტლუ-ბუღას. და დაამარცხა მრავალ- ჯერ მხედრობა სპარსთა, სადა უჩვენეს დიდი ერთგულება მეფესა დავითს აბაზაძემ ჭილამ და ახმად სურამელმან და სხვათა აზნაურათა ქართლისათა. ხოლო შემდგომად ამისა რამოდენნიმე მოაოხრნა ქართველნი და წარვი- და ხუტლუ-ბუღა სპითა თვისითა სპარსეთს. და კვალად დაიპყრა ქართლი კვალადვე დავითმან. ხოლო ჰყვა მეფესა ძმა ვახტანგ, რომელსა არა დია უყოფდა მეფე პა- ტივსა. ამისათვის წარვიდა ვახტანგ და მივიდა ყაენისა თანა. ხოლო ყაენმან პატივით შეიწყნარა და წარმოატანა ხუტლუ-ბუღა და სპანი სპარსთანი, რათა მისცეს მეფობა ვახტანგს. და წარმოვიდნენ და მოვიდნენ ტფილისს . სცნა რა ესე მეფემან, წარავლინდა ზავისათვის მეფემან დავით ცოლი თვისი ოლჯათ და მასთანა ბურსელი იოანე. მოეგება ხუტლუ-ბუღა ოლჯათს და პატივსცა ვითარცა ყაენსა. მსმენელმან ზავისასა ხუტლუ-ბუღა მისცა ფიცი და ხელმან- დილი ყაენისა, რომელიცა წესად აქვნდათ მინდობისა და უვნებელობისა- თვის: უკეთუ წარვიდეს ყაენისა თანა, მისცეს მეფობა და არა ავნოს. და ამა- ვითარის პირით წარმოავლინა მოციქულნი და ოლჯათ დედოფალი არღა წარმოაგზავნა. და მეფემან მიზეზ-ყო ოლჯათის მიუსვლელობა და პა- სუხ-უგო:,,უკეთუ მოვიდეს ოლჯათ ჩემთანა, მე წარვალ ყაენთა თანა”. ამას- ზედა განრისხნა ხუტლუ-ზედა და სცნა, რომელ ცბიერობს მეფე დავით და არა წარვალს ყაენისა თანა. ამისთვის მოჰკვეთა თავი ბურსელსა და ოლ- ჯათ წარიყვანეს თათართა, ხოლო ვახტანგს დაუმტკიცეს მეფობა. და და- ვით მეფე იმყოფებოდა გველეთს . და თათართა დიდათ ავნებდენ მთიულნი ქართველნი. და რა ეწიათ ყინვა და ზამთარი, უმეტეს ავნებდენ თათართა ქართველნი და მრავალნი მოსწყვეტდენ. და წარვიდენ დანაშთნი და მივიდენ სპარსეთს და მიგვარეს ყაენსა დედოფალი ოლჯათ. გარნა ესეოდენთა შლილობათა არა იყო საქართველოთა შინა თესვა და მკა. და უმეტესნი მოსწყებოდენ გლეხნი შიმშილითა და უმეტესნი წარვიდო- დენ სამცხეს და გამოზრდიდა მათ ბექა და მეუღლე ვახახი. 1-41 სტრ., 113 70. ხოლო დაჯდა მეფედ ვახტანგ, ძე დიმიტრისა. ამას მოსცეს ყოველი საქართველოჲ . არამედ წინა არა აღუდგებოდა ამასა თვისსა, დავითს მეფესა, რამეთუ იყო ღვთის მოშიში და არავისა მოშურნე და ყოველითურთ კეთილი. და ოდეს იხილა მეფემან დავით, რომელ არღა მოსცემედ ცოლსა მისსა ოლჯათს თათარნი, ამისთვის მოიყვანა მეუღლეთ ახმადის ასული და იქორწინა მას ზედა. ამას ჟამსა გამოჩდნენ თურქნი, რომლისა მთავარი იყო აზატ-მოსე. ესე- ნი სდგიან ზაფხულ მთათა პარხალისთა და ზამთარ პონტოს, და აოხრებდა ყოველსა ივერიასა. და შემდგომად მოვიდა ტაოს და მოაოხრნა და აღწყვი- ტნა ყოველნი ვიდრე ძუძუს მწოვრადმდე, ვინაიდგან ჩვეულებად აქუნდა. მსმენელმან ამისმან ბექა ჯაყელმან, სამცხის სპასალარმან, რომელი ჟამ- სა ამას დიდად განდიდებულ იყო, შეიკრიბა სპანი თვისნი და მიმართა აზატ- მოსეს და ეტყოდა სპათა თვისთა ესრეთ:,,ერთსჯულნო და ერთ პირნო, ის- მინეთ, რამეთუ სკიპტრის მპყრობელმან მეფემან დავით, ზედწოდებით აღმა- შენებელმან, ოდიდგან განასხნა თურქნი საზღვართაგან საქართველოჲსა- თა, არღარავის გვიხილავს ამ ჟამისამდე. ხოლო აწ ცოდვათა ჩვენთათვის გამოჩნდნენ და მოსწყვიტეს ტაო, რამეთუ ვინათგან არღარავინ არს მეფე ჩვენი მძლავრებისაგან თათართასა, რომელიცა გვიძღოდა ჩვენ და დავრჩომილ- ვართ მარტოდ, არამედ მთავარნიცა საქართველოჲსანი და ქვეყანა განდგო- მილ არიან თვის-თვისად. აწ ამისთვის მნებავს შევკრბეთ და შევიწიოთ ღმერ- თი და შურ-ვაგოთ მტერთა ქრისტიანეთასა ძალითა ჯვარისათა”. მაშინ ყო- ველთა განიხარეს და აღუთქვეს მზა ყოფა. და განყო ბექამ სპანი ორად: ერთი არწმუნა შვილსა თვისსა სარგისს და მეორეს თვით უძღოდა. და მი- მართეს ურიცხვთა თათართა ვაშლოვანს მყოფთა მცირითა, ხოლო პირველად მოუხთა სარგისს, და ხუთასთა მხნეთა სარგისისთა ჩამოაგდეს ხუთასნი. და შეიქმნა სასტიკი ბრძოლა, სადა ძველთა მამაპაპურებ ბრძოდა ძლიერად სარ- გის და მეორე მხრით ბექა. და იქით-აქეთ მრავალთა მოწყვედისა შემდგო- მად აოტნეს თურქნი და მოსწყვინდეს ძლიერებითა ჯვარისათა და აოტნეს. და მრავალთა და ურიცხვთა ალაფთა აღმღებელნი მოვიდნენ გამარჯვებულნი კვალადვე სამცეს ბექა და სპანი მისნი. და ადიდებდენ ყოვლის კეთილის მოქმედსა ღმერთსა. და ამიერიდამ ვერღარა იკადრებდნენ თურქნი მოსვ- ლასა. ჟამსა ამას მოკვდა ყაზან-ყაენი და იქმნა ყაენად ხარბად-ყაენი, ძე მი- სი. ამან ყაენმან ინება შესვლა გილანს და შეკრიბნა სპანი და მიუწოდა მე- ფესა ვახტანგს და სამცხის სპასალარსა ბექას. ხოლო ბექა არა წარვიდა, სპა- ნი თავისნი წარუგზავნა. და მეფე ვახტანგ წარვიდა სპითა საქართველოჲსა- თა. და რა შეკრბენ, მაშინ განჰყო ოთხად ნაწილად სპანი: ერთ კერძ წარავლი- ნა დიდი სარდალი თვისი ხუტლუ-ბუღა და სპანი ბექასნი, და მეორეს კერძ- ჩოფან-ნოინი და რომელნიმე სპანი ვახტანგ მეფისანი, და მესამე კერძო- უსენ-ნოინი და ოვსნი და მეოთხე კერძო თვით ყაენი და მასთან მეფე ვახ- ტანგ. და მათ გილანელთაცა იწყეს მაგრებაჲ და მიეტევნენ. და იქმნა ბრძო- 1-42 სტრ., 114 ლა საშინელი და საკვირველი, სადა საკვირნოდ მამაცობდა ვახტანგ მეფე, რომელ მამაცობისა მისისათვის განკვირდა ყაენი. და შემდგომად დაჰკოდეს ბარკალსა ვახტანგ მეფე. მეორეს მხრით მოჰკლეს უპირველესი სარდალი ხუტლუ- ბუღა და აოტნეს ყაენი და უკუიქცნენ. დაეწივნენ გილანელნი და დიდი ვნება მისცეს სპათა ყაენისათა. და უმეტეს ქართველნი და მესხნი დაი- ხოცნენ, ვინათგან დიდათ მამაცობდნენ და უკუბრუნდებოდნენ და სვრიდენ მტერთა; ამისათვის დიდი ვნება მიეცათ ქართველთ, მესხთა. და უკუქცეულნი ყაენი და სპანი მისმი მოვიდნენ უჟანს. ხოლო ყაენმან დიდათ პატივისა ვახტანგის და სპათა მისთა უბოძა მრა- ვალნი ნიჭნი და მამაცობისა მისისთვის ღირსნი ჯილდოჲ და განუტევა ქარ- თლად. და წარმოვიდა ვახტანგ ნიჭითა დიდითა საქართველოდ. ხოლო შემდგომად ვახტანგისა წარმოსვლისა მოვიდენ წინააღმდგომნი ქრისტესნი და ეტყოდენ მეფესა თუ: ” რასათვის განუტევე ვახტანგ? უკეთუ არა დაატევებინო მას სარწმუნოება ქრისტესი და არა შემუსრო ეკლესიანი საქართველოჲსანი, არარაჲ წარგემართების და არცა იქმნების მპყრობელობა შენი.” ამისათვის წარმოავლინა ყაენმან ერთნი ნოინი და სპანი მრავალნი, რათა ქართველთა დაატევებინოს სჯული და შემუსროს წმინდანი ეკლესიანი. წარმოსული იგი ნოინი მოეწია გზასა ზედა ნახეჭევანს მეფესა ვახტანგს და აცნობა ესე ყოველნი ნოინმან. მსმენელი ამისი მხნე ვახტანგ არა შეშინდა და არცა განდრკა, არამედ განამხვნა მასთანა მყოფნი, რათა წარ- ვიდენ და კვალად უკუნ-იქცენ და თვით ყაენისა თანა აღიარონ ქრისტე და მიიღონ გვირგვინი მოწამეობისა. უსმინეს სპათა მისთა და უკუნიქცენ. და მივიდა ყაენისა თანა. განკვირდა ყანი უკმოქცევისა მისსა და უშიშროე- ბასა, აღიარა ქრისტეჲ და ქადაგა მართალი სარწმუნოება.და შემგდომად მრავლითა ტანჯვითა აწამეს ქრისტესთვის და მიიღო გვირგვინი მოწამეობისა . და იმეფა წელნი სამნი. ხოლო შემდგომად რისხვით ღვთისათა სამხილებელ ექმნა სენი ბორო- ტი ხარბად-ყაენსა, რომელი აიძულებდა ქრისტიანეთა. და მითვე სენითა მოკვდა ხარბად-ყაენი; და დაიცვა ღმერთმან ეკლესიანი აღძვრისაგან ბორო- ტისა. მოვიდა ნოინი საქართველოდამ და განუტევეს ქართველნი მეფისა ვახ- ტანგისა თანაყოფილნი. ხოლო იქმნა ყაენად ულჯათ-სულტანი. და ამა ულჯათ- სულტანმა წარ- მოავლინა ჩოფან ნოინი, რათა დასვას საქართველოსა შინა მეფეჲ. და ჰყვა ბექას ძე დიმიტრი თავდადებულისა მეფისა გიორგი, რომელი უწინარესცა მეფედ ჰყვეს. და წარმოაგზავნა გიორგი ყაენისა თანა, გარნა ყაენ- იმან არა მისცა მეფობა, ვინათგან დავით იყო უკუმდგარ. და სთხოვა ყაენმან დავითს ძე თვისი. და წარმოგზავნა მცირე ყრმა გიორგი. და მოი- ყვანეს ყაენისა თანა. და იყვნენ ბიძა-ძმისწულნი, ორნი გიორგნი ყაენთა თანა. 71. ხოლო მოსცა ყაენმან მეფობა მცირე გიორგის, დავითის ძესა და უჩინა მზარეულად და მოურნედ გიორგი მეორე, ძე დიმიტრი მეფისა თვ- დადებულისა. და მოვიდენ ტფილისს. 1-42 სტრ., 115 ამასვე წელსა მოკვდა მთვარი სამცხისა ბექა და მეუღლე მისი ვახახი, რომელნიცა იყვნენ ორნივე მეუღლენი საღმრთო-საერთოთი სათნოებითა და მოწყალებითა აღმატებულნი და სავსენი ყოვლითა კეთილითა.და დაუტევეს სამნი ძენი: სარგის, ყვარყვარე და შალვა. ხოლო შემდგომად ამისა მესამესა წელსა მოკვდა დავით მეფე წელსა ქრისტესით 1310 და დაუტევა ძე თვისი გიორგი ორის წლისა მეფედ ქმნილი. ხოლო შემდგომად მოკვდა ხარბად ყაენი და იქმნა ძე მისი მუსაით ყაენად. ამასთანა წარვიდა გიორგი, ძე მეფისა დიმიტრი თავდადებულისა, რომელი დიდის პატივით შეიწყნარა ყაენმან და მოსცა ყოველი საქართველოჲ და ყოველნი მთავარნი საქართველოჲსანი და ძენი დავით მეფისანი და ძენი ბექასნი: წარმოგზავნა ტფილისს, სადა შეკრბენ ყოველნი დიდნი და მცირენი ივერიელნი და აკურთხეს მეფედ წელს ქრისტესით1318. ხოლო გიორგიმ,დავითის ძემან იმეფა წელნი 10. 72. დაჯდა მეფედ გიორგი,ძე დიმიტრი მეფისა თავდადებულისა.და იწყო მთიებმან აღმობრწყინებად და ივერიისა განათლებად, რამეთუ იქმნა ესე კაცი საკვირველი და ღირსი ქებისა და შესამსგავსი უწინდელთა სახსო- ვართა მეფეთა ქართველთათა, რომელსა ეწოდებოდა ბრწყინვალე გიორგი. ამან ბრწყინვალემან გიორგი დაიპყრა ყოველი ივერიაჲ:სომხითი,ჱერ- კახეთი, ქართლი, მესხი, ტაო, შავ-კლარჯნი და ვიდრე სფერამდე ზღვამდე. დროსა ამისა ეკირთებოდნენ ოვსნი საქართველოსა და დაეპყრათ მრა- ვალნი სიმაგრენი. გარნა ამან ბრწყინვალემან სიმხნითა თვისითა განდევნა ისინი და მიუღო სიმაგრენი და შევიდა შინა ოვსეთსა და მოაოხრა იგინი, და მოიქცა გამარჯვებული და დაამშვიდა ოვსთაგან საქართველო. ჟამსა ამას იქმნა აღრეულობა საყეინოსა შინა, და მპოვნელმან ჟამისამან გიორგი ბრწყინვალემან განასხნა თურქნი საზღვრით თვისით რომელნიმე გო- ნიერთა, რომელნიმე ბრძოლითა და ძლიერებითა, და მოსპნა თურქნი სამფლობელოთ თვისით. ხოლო შემდგომად ამისა შემოიკრიბნა ყოველნი ერისთავნი რე- ცა დარბაზობად და ურჩნი ბრძანებისა თვისისანი მოსრნა და დაადგინნა მორ- ჩილნი თვისნი და ამით უმეტეს დაიმორჩილა ქვეყანანი, მაშინ მიუბოძა სარ- გის ჯაყელსა ათაბაგობა და ამირ-სპასალარობა. და შემოიკრიბნა სპანი თვისნი და წარვიდა და დაიმორჩილა რანი, შირვანი ვიდრე დარუბანდამდე, ქურთი ლეკითურთ, და მოხარკე ყუნა და მოიქცა ტფილისს გამარჯვებული. ხოლო იმერეთს, ვითაცა აღვსწერეთ, შემდგომად ნარინ დავითისა მეფისა იყო შლილობა ძმათა შორის მრავალთა წელთა. და ამის გამო გან- დიდნენ მთავარნი და განმკვიდრნენ ერისთავნი ქვეყანისანი. და ამის მი- ზეზთა გამო ვერ მეფობდენ მეფენი იმერეთსა შინა. ამისმა მხილველმან მეფემან გიორგი ბრწყინვალემან ინება და ეზრახა იმერთა. და მათ პირის მიცემითა წარმოვიდა მეფე სპითა და გარდმოვლო მთაჲ ლიხისა და მოვიდა იმერეთს და დაიპყრა ყოველნი იმერნი წელს ქრის- ტესით 1330 და დასხნა ერისთავნი თვისნი. ხოლო ბაგრატ იმერეთის მეფედ- ყოფილსა მისცა საერისთო შორაპანისა და მუნ დაადგინდა ერისთავად. 1-42 სტრ., 116 ამისი მხილველნი - დადიანი მამია და გურიელი და სვანთა ერისთავი და აფხაზეთისა შარვაშიძე- მოერთვნენ ნიჭითა დიდითა და მოულოცეს მე- ფობა იმერეთისა და ყოველსა გიორგიისა. მერმე შთავიდა ოდიშას მუნიდამ აფხაზეთს, და მუნებურნი საქმენი განაგნა და მისცა ცხომისა ერისთაობა ბედიელ-დადიანსა, ვინათგან პირ- ველიცა მისი იყო. უკმოიქცა, შემოევლო გურია და მოვიდა სამცხეს. ხოლო სამცხეს ყოფა- სა მოკვდა ათაბაგი სარგის, ხოლო მეფემან მიუბოძა ძესავე მისსა ყვარ- ყვარეს ათაბაგობა, დასხნა ერისთვნი თვისნი სამცხეს და განაგნა საქმენი მუნებურნი, ვითარცა კეთილმან ხუროთმოძღვარმან და შემოიქცა თბილისს მშვიდობით. მერმე კვალად განიხილნა მთიულთა, კავკასთა შინა მყოფთა უწესობაჲ და საქმენი უჯერონი. ამისთვის შევიდა მუნ და დაიმორჩილნა კავკასსა შინა მყოფნი და დაუდვა სჯულნი და სამართალნი, რომელი მისცა წიგნით აღწე- რილი, რომელიც დღესაც იპოების ქვეყანასა ჩვენსა აღწერილი წიგნი სამართლისა მისგან, რომელი დაუდვა მათ მთიულთა. და ესრეთ მოიქცა მშვიდობით. ამათ ჟამთა აღდგა ყაენი, მპყრობელი ადრაბაგანისა, დაიწყო პყრობად სომხითისა, რანისა და მოვაკანისა და მოვიდა განჯას, რათა დაიმორჩილოს გიორგი მეფეჲ. მცნობი ამისი მიეგება სპითა, ეწყო ძლიერად და აოტნა და განაბნია იგი სიმხნით თვისითა. და მოიქცა ალაფითა მრავლითა, რომელი შესწირვიდა ღვთისადმი მადლობასა მოწიწებითსა. ეგრეთვე კვალად საბერძნეთისა სულტანმა ორხან ინება, რათა დაიპყ- რას კლარჯეთი. მცნობი ამისნი მეფე გიორგი ეწყო სპითა, მისცა ძლევა ღმერ- თმან და მოსხრნა ურიცხვნი თურქნი. და ივლტოდა სულტანი, ხოლო მეფე, მადლობელი ღმერთისა და მხიარული, უკუ მოიქცა ტფილისს. ამან დაიმორჩილა ყოველი გიორგია ნიკოფსიდამ ვიდრე დარუბანდამდე და მასთნა კავკასნი, რანნი, მოვაკანი და სომხითნი, შარვან-შაჰ. და არავინ იყო წინააღმდგომ მისა და არცა სადამე იპოებოდა თათარნი. ხოლო ამა მეფემან შემოჰკრინბა კათალიკოს-ეპისკოპოსნი და წმინდანი ღვთისა, სათნონი მამანი, და განაწესნა ყოვენლი კეთილ- წესდებულება სასუ- ლიერონი, და განმართნა მრუდნი და მართალსა შეეწია და ესრეთ კეთილად განაგნა წესნი საეკლესიოთანი. ხოლო ამას ჟამსა შინა მოკვდა დადიანი მამია და მიუბოძა მეფემან და- დიანობა ძესა მისსა გიორგის. ხოლო მეფესა ამას გიორგის ამისთვის ეწოდება ბრწყინვალე, ვინათგან იყო გვამითა ფრიად მშვენიერ და მამაცობითა უებრო; მეორედ ამისთვის, ვი- ნათგან იყო ივერია დაფანტული და სამეფოდ და სამთავროდ დაყოფილი. და ამან სიბრძნე-გონიერებით და მამაცობითა თვისითა კვალად შემო- ჰკრიბა და დაიმონნა, განავსნა და აღაშენნა ქვეყანანი, სჯული და წესნი სა- მოქალაქო განაბრწყინვა, ეკლესიანი დარღვეულნი აღაშენნა და ყოვლითურთ ქვეყანა ივერიისა განაშვენნა და განაბრწყინვა. 1-42 სტრ., 117 და მეფობდა კეთილითა მეფობითა ივერიასა ზედა 28 წელი და შემოდგო- მად გარდაიცვალა ტფილისს წელს ქრისტესით 1346. 73. შემდგომად ამისა დაჯდა ძე მისი მეფედ. და შემოკრბენ კათალიკოს-ეპისკოპოსნი და დიდებულნი ნიკოფსით, სპერით დარუბანდამდე, აკურთხეს მეფედ. ამან დავითმა დაიპყრა ყოველი საბრძანებელი მამისა მისისანი და ჰმატა შენებათა ეკლესიისათა და ციხე-სიმაგრეთა. ამის მეფობის ჟამშიდ დაბნელდა მზე წელს ქრისტესით 1357. ხოლო ამან დავით მეფემან იმედა კეთილად დღეთა თვისთა მშვიდობით და ღვთის მსახურებით, და მიიცვალა გეგუთს და დაფლეს გელათს. და იმეფა წელნი 14. 74. გამეფდა შემდგომად დავითისა ძე მისი ბაგრატ და შეკრბენ კათა- ლიკოს-ეპისკოპოსნი და დიდებულნი და აკურთხეს მეფეთ ქუთაისს . ამან დაიპყრა ყოველი ივერია. ესე იყო მხნე, ახოვანი, ტანითა ძლიერი, შვენებითა ჰაეროვანი, მოისარობასა შინა განთქმული ფრიად, საღმრთოთა კაცთა პატივის მცემელი, მშვიდი და მოწყალე. ამის მეფობაშიდ დაბნელდა მზე. ამას უკუ უდგენ სვანნი, გადმოვიდენ და მოსტყვენეს ქუთათისი და მოსწვეს. ჰსცნა რა ესე ბაგრატ მეფემან, მოვიდა ქუთაისს, მუნ შემოიკრი- ბა სრულიად სპანი ივერიისანი, ჰერ-კახთა (წარუძღვანა რაჭველნი და უბრძა- ნა მისლვა რაჭიდამ), დადიანი, გურიელი და აფხაზნნი და მათთანა სომხი- თარნი, და უბრძანა მისლვა ოდიშიდამ ეცერსა ზედა; ხოლო თვით იწი- ნამძღვრა ლეჩხუმელნი და მასთანა იახლო მესხნი, კლარჯნი და იმერ-ამერნი. და შევიდნენ ესრეთ. მხილველნი ამა ძალისა სვიანნი ვერ წინა აღუდგენ და სრულიად მოსწვა, მოსტყვენა სვანეთი და აღიღო ყოველი სიმაგრე და დაიმორჩილნა ყოველნი ნებასა თვისსა ზედა. იტყვიან, ვითარმედ მაშინ იყო სვანთა ერისთავად ვარდანისძე. შეიპყრა იგი მეფემან და პატიმარ ჰყო. შემოდგომად რაოდენისამე ჟამისა შეიწყნარა იგი და მისცა გურია საერისთაოდ. და სვანთა ერისთავად დასვა გელოვანი. და ესრეთ გამარჯვებული მოვიდა კვალად ქუთაისს. ამავე ჟამსა მიერთვა ამბავი მეფესა, რათა თურქთა მოარბიეს სამცხეჲ. მსწრაფლ ამხედრდა მეფეჲ თორმეტი ათასისა რჩეულითა მხედრებითა და უკანა შეუდგა მას, გარდავლო მთაჲ ფერსათისა და მესამესა დღესა მიეწია მათ რახსს იქით. ეკვეთნეს ძლიერად და იქმნა ბრძოლა ძლიერი. და მოსწყვიდნეს თურქნი ესრეთ, კნინღა ამბისა მიმთხრობელნი. და ესრეთ დიდითა ალაფითა გამარჯვებული უკმოიქცა სამცხეს. ვინათგან იქმნა ესე კაცი ყოველსა შინა ძლიერი, ამისთვის იქმნა დიდი მშვიდობა ქვეყანასა მისსა და შენდებოდა ქვეყანანი. გარნა მშვიდობასა ამას შინა მოიწია მომსრველნი სენი, ესე იგი ჟამი, და მოსრნა ურიცხვნი სულ - ნი და მათ შორის დედოფალიცა ელენა, მეუღლე ბაგრატ მეფისა წელს ქრის- ტესით 1366. 1-42 სტრ., 118 კვალად დაბნელდა მზე ქრისტესით წელს 1372. არამედ ესოდენი დაბ- ნელება მაუწყებელ იყო ქვემო თქმულთა ბოროტთა საქართველოსა ზედა. წელსა ქრისტესით 1375 გამოჩნდა კაცი სახელით ლანგ-თემურ, რო- მელმან დაიპყრა ყოველი თურქეთი, ინდოეთი და სპარსეთი. და რა მოისმა ძლიერება მისი, იწყო მეფე მან მაგრება ყოვლით სახით ქვეყნისა თვისისა. ამას ჟამსა მოკვდა დადიანი გიორგი და იქმნა დადიანად ვამეყ. ხოლო ოდეს დაიპყრა ყოველი სპარსეთი თემურმან და წარმოვიდა ბაგ- რატსა ზედა, შემოვიდა სომხითს და მოსრნა, მოსწყვიდნა . და უკუუდგა მეფესა ათაბაგი ბექა და მივიდა თემურისა თანა. ხოლო მეფემან ვერღა იკა- დრა პირისპირ ბრძოლა და შევიდა თბილისს და განამაგრა იგი სიმრავლითა სპისათა და სხვათა საჭიროთა მიერ. მოვიდა ლენ-თემურ და მოადგა თბილისს, მეფესა, გარს და შემოზღუდა გარემო. ხოლო მეფე თვით სპანი მისნი ყოველდღივ გამოვიდოდენ სიმა- გრით და ძლიერად ებრძოდენ გარემოდგომილთა სპათა თემურისთა; სადა მოსწყვედდენ მრავალთა და მოიქცეოდენ გამარჯვებულნი, სადა ფრიად გა- მოჩნდა სიმამაცე ბაგრატ მეფისა და სიმტკიცე მკლავისა მისისა, რომელ ესე- ვითარი ბრძოლა განგრძელდა ვიდრე ექვს თვემდე. გარნა ვერ წინა დაუდგა სიმცირე სიდიდესა და აღიღეს ქალაქი თბილისისა და შემდგომად ციხე და გამოიყვანეს ტყვედ ბაგრატ და დედოფალი ანნაჲ. და მოსწყდენ მრა- ვალნი სულნი. და წარვიდა ლანგ-თემურ ესრეთ ძლეული, და წარიყვანა ტყვედ მეფე, და დედოფალი ტყვედ ჰყო ციხესა შინა თბილისს და დაუდგინა მცველნი. ხოლო მეფეს აიძულებდა, რათა დაუტეოს ქრისტე და მიიღოს ნიჭი დი- დი და უკეთი არა, - ფრიადითა სატანჯველითა მოჰკლას იგი. გარნა მეფე ეგო მტკიცედ, ვითა შვენის კაცთა უშიშართა. ამას ჟამსა მოკვდა ათაბაგი ბექა და ნებითა ბაგრატ მეფის ძის გიორ- გისათა იქმნა ათაბაგად ძე ბექასი იოანე. ხოლო მამამან იმერთა ერისთვის ალექსანდრემან გიორგიმ მოინდო- მა, რათა იქმნეს მეფედ იმერთა. გარნა ერთგულებისათვის ბაგრატ მეფისა, არა თანახმა ექმნა დადიანი. ამისთვის წარვიდა გიორგი სპითა დიდი- თა და მიუხთა დადიანსა . გარნა ეწყო დადიანი ოდიშართ-აფხაზითა, იქმნა ბრძოლა დიდი და მოკლეს მეგრელთა მეფე გიორგი, და ივლტოდენ სპანი მისნი. და მოიყვანა დადიანმა ძე ბაგრატ მეფისა გიორგი და მისცა სრულიად იმერეთი. ხოლო ბაგრატ მეფე ჰყვა თემურს და მარადღე აიძულებდა მაჰმადიან- ყოფად. ხოლო ბაგრატ, ვერარაჲსა ღონისა მპოვნელმან, აღუთქვა მაჰმადიან- ყოფა, რათა მით იხსნას თავიცა თვის და სხვაცა ტყვენი ქრისტეანენი. ამისთვის განიხარა თემურ დიდათ და მისცა პატივი დიდი და ადგილი შვი- ლობისა თვისისა. და იქმნა ბაგრატ მაჰმადიან და თემურისა განმზრახ. ხოლო დღეთა რაოდენთამე შემდგომად რქვა ბაგრატ თემურს:,,ვიცან სჯული ბრწყინვალედ და არს იგი კეთილ, და ამისთვის მწადს, რათა 1-42 სტრ., 119 ვყო ყოველნი სამეფონი ჩემნი მაჰმედიან. და ამისთვის მომეც ძალი, რათა აღვასრულო.“ მხიარულ-ქმნილმან თემურ მისცა სპანი 12 ათასნი და მასთანა ნიჭნი დიდნი და გამოისტუმრა თემურმან ბაგრატ საქართველოდ და ყოველ- ნი ტყვენი საქართველოსანი. ხოლო ბაგრატ მოვიდა რა მდინარესა არეზსა, აცნობა ძესა თვისსა გიორგის, რათა:,,შეიკრიბე სპანი და მზირ-გვექმენ, რათა მოვსწყვიტოთ ესე- ნი, რომელი მოგვყავს სპანი თემურისანი.“ მაშინ იმერეთს მყოფს გიორგის ესმა რა ესე, შემოკრიბნა სპანი იმერთ-ამერთა. ხოლო ბაგრატ მოვიდა და დადგა ხუნანის პირისპირ აღმო- სავლეთით კიდესა ბერდუჯისასა, და რიჟრაჟს მოერტყა გიორგი სპითა საქარ- თველოჲსათა და დაიწყო ბრძოლა. ხოლო შინაგან ბრძოდა ბაგრატ, ვითარ- ცა მძვინვარე ლომი. და მოსრნეს სრულიად, რამეთუ ვერ განერა მიმთხრო- ბელი ამბავისა. და მოვიდა გამარჯვებული ქართლს, მოადგა ციხესა და ქალაქ- სა თბილისს და აღიღო იგი მცირესა ხანსა და გამოიყვანნა მეციხოვანენი თემურისანი. ხოლო ვინათგან უწყოდა ბაგრატმან, რომელ თემურ არა დაუტევებს ამა სირცხვილსა თვისსა, ამისთვის იწყო მაგრებად ქვეყნისა და დახიზვ- ნად საგანძურთა და დედა-წულითა; ხოლო მან შეკრიბნა ყოველნი სპანი თვი- სნი და დადგა მარტყოფიდამ ავჭალამდე. მოვიდა თემურ პირისპირ ბაგრა- ტისა, და ბაგრატ გავიდა ყოვლითა ძალითა თვისითა . და იქმნა ბრძოლა სასტიკი; და დილიდამ მზის დასვლამდე იყო საშინელი ბრძოლაჲ, სადა სიმ- ხნეჲ ბაგრატმან და სპამან მისმან გამოაჩინეს და მრავალნი ჩინებული თემუ- რისანი მოსწყვიდეს და კნინღადა მიზდრიკეს თემურ. გარნა სიმრავლისა გამო სძლიეს ბაგრატს, და ივლტოდენ ივერიელნი. გარნა ცოცხალნი ვერვინ დაინარჩუნეს თემურისთა. მაშინ თემურ შემუსრნა მცხეთა და სხვანი ეკლესიანი და ციხენი ქართლისანი და სომხითისანი და მოსწვნა მრავალნი, რომელიც დღესაც მჩენარებს ქვაბთახევს ეკლესიისა იატაკნი. უკუნიქცა თემურ და მივიდა დაღესტანსა შინა და დაიმორჩილა ისინი, და მიერ-დღითგან არიან დაღისტნელნი მაჰმადიანს სჯულსა ზედა. და მიერ წარვიდა თემურ სპასეთადვე. ხოლო ბაგრატ იწყო კვალად შენებად ქართლს- სომხითისა, თემურისაგან მოოხრებულთა. და შემდგომად გარდაიცვალა დიდი ბაგრატ მეფე წელს ქრისტესით 1395. ამისთვის ეწოდება ამას დიდი ბაგრატ მეფე, რომელ იყო (ძლიერი, მხნე, ახოვანი. ყოველთა მეპირისპირეთა მაბრძოლთა თვისთა სძლო, თვინიერ ლანგ- თემურისა, და იგიცა სიმრავლის გამო; ხოლო მეორე ესე, რომელ არა დამორჩილდა მძლავრსა; მესამედ, იყვნენ სხვანიც ბაგრატ მეფენი, გარნა არა მსგავსნი ამისნი. და იმეფა წელნი 35 75. შემდგომად ბაგრატისა იქმნა ძე მისი გიორგი მეფედ. შემოკრბენ კათალიკოს-ეპისკოპოსნი და აკურთხეს მეფედ. 1-42 სტრ., 120 ამან გიორგიმ დაიპყრა ყოველი საბრძანებელი მამისა მისისანი. ამის მეფობის მეორეს წელს მოკვდა დადიანი ვამეყ და იქმნა დადიანათ მამია. ამან მეფემან გიორგიმ უბოძა საერისთაო ცხომისა მამია დადიანსა ერთგულებისათვის მისისა. ამის შემდგომად გარდაიცვალა კათალიკო- ზი ელიოზ და ამან მეფემან დასვა მიხაილ, ვინაითგან ძველითგანვე ჩვეულება იყო, რომელ კათალიკოსნი აღრჩევითა და ნებითა და ბრძანებითა მეფისათა მიიღებდენ კურთხევასა და ტახტსა. მსმენელი გიორგის გამეფებისა, თვინიერ ბრძანებისა მისისა, დიდათ წყინებულ იქმნა ლანგ-თემურ და წარმოვიდა თვისითა სპითა და მოვიდა რანს, რომელსა აწ უწოდებენ ყარაბაღსა. მუნით მიუვლინა მოციქული თემურ გიორგის: „მე დავიპყარ აღმოსავლეთი და მეფენი მისნი და შენცა მორჩილ მექმენ და მოვედ წინაშე ჩემსა“. ხოლო გიორგი ვერ მივიდა მასთანა და აღუ- თქვა ხარკი. გარნა ვინათგან არა მივიდა გიორგი თემურისა თანა, ამისთვის განრისხდა და მოვიდა ქართლს. აქათ ეწყო გიორგი მეფე სპითა თვისითა და ყვანდაცა შემწედ ოვსნი და კავკასნი. და იქმნა ბრძოლა სასტიკი და სამაგა- ლითოჲ. დაგანძლიერდენ ქართველნი და მოსრნეს თემურისნი მხნენი და ძლიერნი.და იყო ბრძოლა განთიადიდამ მიმწუხრამდე. და მისდრიკნეს ქარ- თველთა თემურისნი. იხილა რა თემურ ესრეთ უკუნქცეულნი სპანი თვის- ნი, აღუზახა მისთანა მყოფთა მხედრობათა: „აჰა დღე სიკვდილისა ჩემისა!“ და მოვიდა ვითარცა გრიგალი.და უკუნიქცენ ქართველნი და ივლტო- დენ. მიიქცა თემურ, აღიღო თბილისი და შეაყენა ნაცვლად ხვარასნელნი. და მიერთვნენ თემურს მრავალნი ქართველნი შემძლენი კაცნი. სწადოდა თემურს შეპყრობა გიორგისი, გარნა ვერ შეეძლო. და მიიქცა თემურ სპარსეთადვე. ხოლო იხილა დროი კონსტანტინე, ძემან ბაგრატისამან,და დაიპყრა იმე- რეთი თვისდად და იწოდა მეფედ. გარნა გიორგიმ არა მიხედნა ამას, არა- მედ შეკრიბნა და გამოიყვანნა კავკასით ოვსნი და ძურძუკნი და სპანი თვისნი და მიუხდა თავრიზს ალინჯას ციხესა და შემუსრა იგი და მოსწვა, მოსტყვენა მახლობელ მისა და აღიღო ალაფი დიდძალი, და მოვიდა გამარჯვებული შინადვე. ხოლო მეფემ განიზრახა დიდებულთა თვისთა თანა ზავი თემურისა და წარავლინა დესპანი, რათა ზავ-ყოს და მისცეს მეფემან გიორგიმ ხარკი თე- მურს. გარნა თემურ უპასუხებდა: „უკეთუ მოხვალ ჩემთანა და იქმნები მაჰ- მადიან და დაუტევებ სჯულსა შენსა, შენცა მოგანიჭო მრავალი და ქვეყანა შენი მშვიდობით დავიცვა და შემუსრვა ალინჯა ციხისა, რომელი სწყლავს გულსა ჩემსა, მოგიტეო; და უკეთუ არა, მოვაოხრო ქვეყანა შენი და არცა ხარკითა და არცა სხვითა რაჲმეთა მორჩილებითა ვყო შენთანა ზავი“. არა ერჩოდა ამას ზედა მეფე გიორგი. ამისთვის განვინა თემურ და სამგზის უკუნიქცა თემურ სპარსეთად და სამგზისვე მოიქცა და მოვიდა საქართველოდ, მოაოხრა ყოველი საქარ- თველო და სამცხე, მოსწვა, მოსტყვენა; და ეკლესიები რომელიმე დაამხვა და რომელიმე დასწვნა, და ხატი და ჯვარნი წარიღო; და ციხე-სიმაგრენი აღიღო, და რომელნიმე შემუსრნა და რომელთა შინა თვით მცველნი მისნი 1-41 სტრ., 121 დაადგინა; ეგრეთვე კავკასიის კალთანი, მთიულეთნი და სხვანი, არაგვის ხეო- ბანი მოაოხრა და ყოველითურთ იავარ-ჰყო სრულიად საქართველო, სამცხე და მხარენი მისნი: ეგრეთვე წარგზავნა სპანი თვისნი ოსეთად და მოაოხრა ოვსეთი. და იტყვიან:,,მიერ დღიდან იწოდა ჩერქეზი და არიან მახმედიან ჩერქეზნი. ესე ლანგ-თემურ დიდათ განძლიერდა და დაიპყრა ყოველი აღმოსა- ვლეთი. და ეშინოდა მისი კოსტანტინეპოლის კეისარსა და სძღნობდა, და წარმოუგზავნა ძე თვისი. ამან თემურ შეიპყრა ბრძოლასა შინა სულტან ბა- იეზით და შეაყენა რკინის გალიასა და სადაცა წარვიდის, თვის თანა ჰყვან- და. ამის ბაიეზითის შთამომავლობა არიან აწინდელი ხვანთქარნი. ხოლო რაჟამას დაიპყრა ყოველი აღმოსავლეთი თემურ, წარვიდა. რათა დაიპყრას ჩინეთი. და რა, მივიდა სამარყანდს, მოკვდა მუნ. ხოლო მეფემან გიორგიმ კვალად დაიპყრა ყოველი საქართველოჲ სომეხ- ჱერ კახითა და იწყო ქცეულთა და მოოხრებულთა კვალად შენებად. ამას ჟამსა მოჰკლეს კოსტანიტე მეფე იმერეთს. და შთავიდა მეფე გიორგი იმერეთს და მოერთო დადიანი მამია, გურიელი და შარვაშიძე და დაიპყრა ყოველი იმერეთი. მუნით წარმოემართა და გარდამოვლო მთაჲ ლომისაი და მოვიდა სამცხე, და განაგნა მუნებურნი საქმენი და უბრძანა ათაბაკსა მოოხრებულთა ეკლესიებთა შენება; ეგრეთვე კლარჯნიცა დაიმორ- ჩილა და განაგნა საქმენი სამცხე-კლარჯეთისა, ვითარცა ბრწყინვალემან გიორგიმ და მოიქცა კვალად საქართველოდ და მოადგა თბილისს, გამაგრე- ბულსა თემურისაგან, და აღიღო იგი და სხვა ციხენი ქართლისანი. და განა- სხნა თათარნი საზღვრით მისით და მოსრნა. სადა პოვნა. ესრეთ კეთილად დაამშვიდა ყოველი ივერიაჲ. ხოლო იწყო მეფემან გიორგი მოსვრა, მოწყვედა თათართა: სადა ჰპო ებდა საზღვარს გარეთ თვისით, ვიდრე რახსის კიდემდე, არა დაუტევა, მოსრნა, მოსწყვიდნა. და ვინათგან იყო ესევითარი ჭირი დიდი თათართა ზედა მეფის გიორგისაგან და ესვათ ყაენი თათართა, ამისთვის შეკრბენ ყოველნი თურქობაჲ ვითა რესპუპლიკა, ბილწისა მათი- სათვის და მოვიდნენ ქართლს. და ოდეს მოესმა მეფესა მოსლვა მათი, აღარა იკადრა მოცდად სხვათა სპათა მისთა და, რაოდენი ჰყვა მისთანა, მიეგება მცირითა სპითა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი და სასტიკი, რამეთუ მოსრნეს თურქნი უმრავლესნი. არამედ ძლიერისა ბრძოლისა შემდგომად მოიკლა თურქთაგან მეფე გიორგი წელს ქრისტესით 1407 . და ვინათგან იხილეს სპათა მისთა მოკლული მეფე თვისი, არღავინ წარვიდა ლტოლვად, და დიდათა ფიცხელითა ბრძოლითა მოსწყ- ვიდნეს იგინიცა. მოიქცენ თურქნი და მოარბიეს საქართველოჲ მარბიელითა და წარვიდენ. ხოლო იმეფა ამან გიორგიმ წელნი 12. 76. შემდგომად გიორგი მეფისა დაჯდა მეფედ ძმა მისი კოსტანტინე და დაიპყრა ყოველი გიორგია. ამან მიიღო გვამი გიორგი მეფისა და დაფლა 1-41 სტრ., 122 მცხეთას. ამან უმეტეს გიორგისა იწყო ოხრება და კირთება მაჰმედიანთა, და მრავალთა მათთა შეკრებულთა დიდ-დიდთა ლაშკართა სძლო. ამისთვის, სჯუ- ლთა მათთა შემწეობისათვის, სულტანმან მუსა, ზემოხსენებულის ბაიაზეთის ძის ძემან, წარმოგზავნა ლაშკარნი კოსტანტინეს მეფესა ზედა. და მიეგება სპითა თვისითა და შეიქმნა საშინელნი ბრძოლანი, სადა მოსწყვიდნეს ორგნი- თვე უმრავლესნი და უმეტეს თურქნი. მაშინ მეფე სიფიცხითა გულისათა შე- ვიდა შინაგან რაზმსა და მოსწყვედდა სიმრავლესა უშიშრად . გარნა მოიკლა მეფე ბრძოლასა მას შინა წელს ქრისტესით 1414. და უკუნიქცენ სპანი კოს- ტანტინესანი. და შემდგომად ვერ უძლეს დგომად თურქთა საქართველოსა შინა და წარვიდენ. 77. შემდგომად კონსტანტინესა დაჯდა ძმისწული მისი და ძე გიორგი მე- ფისა ალექსანდრე. ამან მოიღო გვამი კოსტანტინესი და დაფლეს ვარძიას. ამას ჟამსა აღილაშკრა მამია დადიანმა და წარვიდა აფხაზეთს, რათა დაიპყრას აფხაზეთი თვისდად. გარნა ეწყო დადიანსა შარვაშიძე და სპანი აფხაზთანი. მოკლეს დადიანი მამია და ივლტოდენ სპანი მისნი. ესე არა სათნოდ აღუძნდა მეფესა ალექსანდრეს, რათა დადიანი დაიპ- ყრობს თვისდად აფხაზეთსა. ამისთვის წარმოემართა ოდიშად დადიანსა ზედა, გარნა მოეგება წინა ძე მამია დადიანისა ლიპარიტ და ამისთვის მიუტევა მას შეცოდება მამისა თვისისა და ლიპარიტ კვალად აღიყვანა პატივსა მამისა თვისასა. მერმეთ წარვიდა მეფე აფხაზეთს და წარიტანა დადიანი ლიპარიტ და დაიმორჩილნა აფხაზნი, ვითარცა სხვამან მეფემან. მუნით მოქცეული მოვიდა ქუთაისს და ეკურთხა მეფედ. გარნა არა მოვიდა ათაბაკი, ვინათგან მიზეზობდა თათართა. ამისთვის მეფემან დასვა იმერეთს ერისთავი და დაამ- შვიდა ამით. და თვით წარვიდა სპითა იმერეთისათა, სადა შეიკრიბნა სპანი საქართველო-ჱერ-კახისა და სომხითარნი და წარვიდა ათაბაკსა ზედა. მცნობ- მან ათაბაკმან და არა მწადნელმან მორჩილებისამან შეიკრიბნა სპანი თვისნი და გარემონი მისნი და ეწყო მეფეს კოხტის თავს. და შემდგომად ძლიერისა ბრძოლისა გაემარჯვა მეფეს. და შეიპყრეს თვით ათაბაკი იოანე და მოართვეს მეფეს. ხოლო მეფემან პატიმარ-ჰყო და შემდგომად რამოდენისამე ჟამისა მიუტევა შეცოდება თვისი, დააფიცა ერთგულებასა ზედა, განუტევა და კვა- ლად აღიყვანა ათაბაგობისა პატივსა ზედა, ვინათგან იყო მოწყალე დიდი და შემცოდეთა მიმტევებელი. განაგნა იქაურნი საქმენი და მოვიდა ტბილისს. ხოლო ვინათგან დაამშვიდნა ყოველნი თვისნი ქვეყანანი, მაშინ შე- მოჰკრიბნა კათალიკოზ-ეპისკოპოსნი და მთავარნი და დიდებულნი და განი- ზრახა მათ შორის, რათა აღაშენოს კათოლიკე ეკლესია და სხვანიცა. მა- შინ მხიარულ-ქმნილნი დაემოწმენ ყოველნი და განაწესეს ყოველსა საბრძანე- ბელსა მისსა ზედა თითოსა გლეხსა ერთსა კომლსა ზედა სამი კირმანეული, რომელ არს ექვსი შაური აწინდელი და მოჰკრდებიან ამას წლითი- წლად. და იწყო ამით შენება მცხეთისა, რუსისა და სხვათა. და მოეცა ღვთისაგან წელსა მშვიდობა და შეასრულნა ესენი. 1-43 სტრ., 123 ამას მოსცემდა ხარკსა განძელ-შარვანელნი. და იმედეულნი სპარსთაგან განუდგენ განძელნი და არღა მოსცეს ხარკი. და ამისთვის წარვიდა და დაი- მორჩილნა იგინი. და შეშინებულთა დარუბანდელთაცა მოართვეს მრავალკეცი ძღვენნი. და ესრეთ გამარჯვებული უკუმოიქცა ტფილისადვე. ესე მეფე იყო მხნე, ახოვანი და ამასთანა მოწყალე დიდი ქვრივთა და ობოლთა და მიმტევებელი შემეცოდეთა. და ჰქონდა სხვანიცა მრავალნი კე- თილნი სათნოებანი. და ამისთვის წარუმართა ღმერთმან დღეთა თვისთა. ესე მეფე ალექსანდრე მოვლიდა ყოველსა სამეფოსა თვისსა ესრეთ: ზამ- თარ იყოფებოდა იმერეთს, ზაფხულ-სამცხეს, კლარჯეთს და თრიალეთს, შემოდგომა-გაზაფხულს-სომხითს, ქართლს და ჱერ-კახეთს; და იყო შვება-ნა- დირობა-ნადიმობასა შინა და უმეტეს განგებასა ქვეყნისასა. არამედ ამისა შემდგომად მოკვდა მეფე ალექსანდრე წელს ქრისტესით 1442. და იმეფა წელნი 28. 78. და შემდგომა ალექსანდრესა მეფე იქმნა ძე მისი ვახტანგ. ესე ეკურთხა ჩვეულებრისაებრ მცხეთას. ესე იყო ძლიერი ტანითა და ახოვანი ხოლო შემმართებელი საქმისა, მრისხანე და მოწყალეცა, და ამასთანა ჰქონდა შვენიერება საკმაო. ამას ჟამსა გამოჩნდა სპარსეთს კაცი სახელით ჯაან-შაჰ და განძლიერ- და ფრიად და სწადოდა დაპყრობა ყაინობისა. ესე წარმოემართა სპითა ურიცხვითა და მოვიდა ახალციხეს და მოაოხრა, და ციხესა ებრძოდა ძლიე- რად. ამისმა მსმენელმან მეფემან ვახტან შეიკრიბნა მხნენი სპანი იმერეთ- ამერთა, ჰერ-კახთა და სომხითართა და მოვიდა ახალციხეს, სადა შემოერთ- დენ მესხნი. და ეწყო ჯაან-შაჰს . და იქმნა ბრძოლა საშინელი დილით ვიდრე ღამემდე . და მოსწყდენ მრავალნი ორთავ კერძოთ, და ვერა რომელმან სძლეს. და გაყარნეს სიღამემან. გარნა მას ღამესა უგრძნულად წარვიდა ჯაან-შაჰ ღამით და გაიპარა. მცნობმან მეფემ იწადა უკანა დევნა, გარნა დიდებულნი აყენებდენ მეფესა. და ესრეთ მმადლობელი ღვთისა მოიქცა გამარჯვებული. გარდაიცვალა მეფე ესე ვახტანგ წელს ქრისტესით 1445 და დაფლეს ბანას. და არა დაშთა არცა ძე და არცა ასული. და იმეფა ამან წელნი 3. 79. იქმნა მეფედ ძმა ვახტანგისა და ძე ალექსანდრე მეფისა გიორგი. შემოიკრბენ სამღვდელო-საერონი და აკურთხეს მეფედ. ესე იყო სიკეთითა სრული, ხოლო მსახურა უბედობამან და ამის დროს განსქდა სამეფო ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, სამ სამეფოდ და ხუთ სამთავროდ. ამის ჟამშიდ გამოვიდენ შავის ზღვით კატარღანი 50, სავსენი სპითა სულ- თან მურადისა, და მოაოხრეს საერისთო ცხომისა და აფხაზეთი, და დააქციეს ცხომი და წარვიდენ. ამის ჟამშიდ გარდაიცვალა ათაბაგი აღბუღა, რომელი იყო კაცი ღირს- სახსოვარი, რომელმან დაუდვა სამართლის წიგნი მესხთა, რომელიც დღეს არის და უწოდებენ აღბუღას სამართლის წიგნსა. ხოლო მიიღო ნებითა მე- ფისათა ათაბაგობა ყვარყვარემ. ხოლო ჟამსა ამას ქრისტეანეთ ცოდვათათვის განრისხნა ღმერთი და სულტანმან აღიღო კონსტანტინეპოლი ქრისტესით 1453. 1-41 სტრ., 124 წელსა ქრისტესით 1462 ძემან დიმიტრი იმერთა ერისთვისამან თვით იმერთა ერისთავმან ბაგრატ იწყო მეფედ ყოფნა იმერთა ზედა. ესმა ესე გი- ორგი მეფესა და შესწუხდა და შეიკრიბნა სპანი ქართლ-სომხითისა და ჰერ- კახეთისა და მოვიდა იმერეთს. გარნა ათაბაკი, დადიანი, გურიელი, შარვა- შიძე და სვანთ ერისთავი არცა რომელსა მწე ექმნენ, ვინათგან საქმითა ამით მოელოდენ განთავისუფლებასა. ხოლო გიორგი მეფე და ბაგრატ ეწყვნენ ურთიერთას ჩიხორს და დი- დითა ბრძოლითა მოსწყდენ იმერ-ამერნი. და შემდგომად იძლია მეფე გიორგი და ივლტოდა ქართლს. მაშინ ბაგრატ დაიპყრა ყოველი იმერეთი და იკურთხა მეფედ. ხოლო მთავარნი ზემოხსენებულნი განთავისუფლდენ და იპყრობდენ თვისთა სამთავროთა თავისუფლად. წარმოემართა მეფე გიორგი სპითა, რათა დაიპყრას საათაბაკო და განაძოს ყვარყვარე, და დადგა ფანავარს . მაშინ შემოუჩინეს მოღალატენი. მეფესა გიორგის, რათა მოჰკლან იგი.გარნა არა დაირწმუნა მეფემან საქმე ესე. მაშინ იოთამ ზედგინიძესა, მხურვალებისა ერთგულებისა გამო, ჰრქვა მე- ფესა:,, შენ თავსა ნუ მოიკლავ, ხოლო მე დავწვები საგებელსა შინა შენსა. და უკეთუ ნაცვლად შენსა მომკლან, მაშინ განმართლდების თქმული ესე და გა- ნმკაცრე თავი შენი, ხოლო ძეთა ჩემთა ნუ დაივიწყებ”. ესე ყოველი ესრეთ ყვეს და მოჰკლეს იოთამ. გარნა მეფემან შეიპყრა ყოველნი იგი განმზრახნი მკლელობისა თვისისანი და მოსწყვიტნა ყოველნი. გარნა შფოთსა და ძიებასა ამას შინა დაესხა ყვარყვარე ათაბაგი თავს მეფესა და აოტნა სპანი მეფისანი, შეიპყრა თვით მეფე გიორგი და წარი- ყვანა სამცხეს და მუნ ჰყო პატიმრად პატივითა დიდითა. ამისა შემდგომად მოკვდა ათაბაგი ყვარყვარე და იქმნა ათაბაგად ძე მისი ბაადურ. ხოლო იხილა რა ბაგრატ იმერთა მეფემან ცალიერი ქართლი, გარდვიდა, დაიპყრა. და დავითმან, დაიპყრა ჰერ-კახეთი და იწოდა კახთა მეფედ. ამისმან მხილველმან ბაადურ ათაბაგმან იგულისხმა და ეზრახა პყრო- ბილს მეფეს გიორგის, უკეთუ არა მოიხსენების ძვირსა, შემთხვეულსა მამისა თვისისაგან, განუტევებს. ამას ზედა არწმუნა მეფემან, და განუტევა, და თვი- თცა სპითა თვისითა თანა ჰყვებოდა ბაადურ. და გიორგიმ დაიპყრა ყო- ველი სომხითი და ქართლი (და ბაგრატ წარვიდა იმერეთს), ეგრეთვე დაიპყრა ჰერ-კახნი. და დავით წარვიდა დიდოეთს. და ესრეთ რა შეეწია მეფესა და დაიპყრა გიორგი მეფემან სომხითი და საქართველო და ჰერ-კახნი, ბაადურ წარვიდა სამცხეს. ხოლო გიორგი მეფე მწუხარებდა დიდათ განხეთქისათვის სამეფოჲსა თვისისა და ეძებდა ჟამსა მარჯვესა, რათა კვალად შეართოს. გარნა ვერ მპოვნელმან ჟამისამან ამა მწუხარებასა შინა მიიცვალა წელს ქრისტესით 1469 და დაფლეს მცხეთას. და იმეფა წელნი 24. 1-6 სტრ., 125 ხოლო არცა ესე დაუტევა იოთამ ზედგინიძესა: ესევითარისა სახსო ვარისა ერთგულებისათვის მიუბოძა მეფემან ძეთა მისთა ციხენი და მამულნი და სპასპეტობაჲ ქართლისა, მოურაობაჲ გორისა და სასაფლაოთ სამთავისი და კარისა თვისისა ამილახორობაჲ და ჰყო თავადათ. და მის ჟამითაგან არიან თავადათ და უწოდებენ ამილახორსა, ვინათგან უწინარეს იყვნენ ზედგინიძენი. 1-28 სტრ., 126 წიგნი II

წინასიტყვაობა

ხოლო ამათ შემდგომთა მეფეთა ქმნულებასა ვიწყებ განკერძოებით აღ- წერასა, ვინათგან იქმნა განხეთქილებანი და სამეფოთა კერძოობანი. არიან ამას შინა რომელნიმე ქორონიკონები მეფეთა გამეფებისა თუ სიკვდილისა წინა-უკმო და აღრეულ, გარნა მიზეზნი ამისნი იხილეთ მკითხ- ველთა სრულსა ქართველთ ცხოვრებასა შინა. და უკეთუ წინა-უკმო არს და- წერილ ქორონიკონები, გარნა რიცხვნი არა შემცთარ არიან და ნამდვილ ჭეშმარიტებენ. ნიკოლაჲ დადიანოვი პირველი თ ა ვ ი 7

აღწერა საქართველოჲსა შემოკლებულად ჩემ მიერ

მტკვარი გამოდის კოლას, ყალნუ-მთას; სამცხეს, ქართლს, ჰერეთს, რანს განვლის, შორის მოვაკანს მიერთვის რახს, ჯავათს, და სალიანს ქვეით ერთვის კასპიის ზღვას. ბერდუჯის მდინარე არს საზღვარი ქართლისა, გამოსდის მთასა აბოცი- სასა და სდის აღმოსავალით ჭოჭკანამდე, მერმე მოიქცევის და სდის ჩრდილოთ კერძო და მიერთვის ქცია მდინარესა. ახპატი და სანაინი არს აღშენებული ქართველთ მეფისაგან, გუნბათიანი, დიდშვენი ეკლესიანი, ხოლო სომეხნი იტყვიან სომეხთ მეფეთაგან აღშენებასა. ამის ზემოთ არს ეკლესია ქობერისა. ესენი უპყრიესთ აწმყოს ჟამსა სომეხთა. ბერდუჯის მდინარესა ზედა არს ზემოთ, მაღალსა კლდესა ზედა, ქვაბნი მრავალნი, და არიან ძველითა წიგნებითა სავსენი, გარნა მიუახლებელი არს კაცთაგან სიმაღლისა გამო კლდისაგან. დასავლით ამისა არს ციხე ლორისა.

აღწერა სომეხითისა

ახპატს ქვეით არს ხეობა ჭოჭკანისა და ამის ქვემოთ არს ჩრდილოთ ეკლესია აგარაკისა. ამას შინა დასვა გორგასლან ეპისკოპოსი, შემდგომად იქმნა მიტროპოლიტი; ამისი სამწყსო იყო ხუნანი, გარდაბანი და ბერდუ- 1-36 სტრ., 127 ჯის მდინარე. აწ ეწოდების ეკლესიასა ამას ახტალა. ახტალის აღმოსავლით არს ბერდუჯის მთასა შინა ორი მონასტერი: ერთი ხელსა ჭკუიან-ყოფს, ხო- ლო მეორესა შინა გამოსდის წყარო, რომელი მიიღებს ბრაზიან-ცოფიან-კბე- ნილი, მსწრაფლ განკურნებს. ხოჟორნიის ხეობაზედ არს ეკლესია გუნბათიანი, ხოლო წოფას - ციხე მცირე. ხოლო შულავერის ხეობა არს ლელვარის მთის წაკვრით იმიერ და ამიერ. შულავერის სამხრით კერძო არს გორულას ხევი, რომელი ეყრების შულავერს. და ამას ზეით არის მცირე ციხე ოფრეთი. ტალავერის ხევზედ არის ჭაპალა - ციხე. ამ ჭაპალას ჩრდილოთ კერძო ქციის კბოდეზედ არს არქევანი, სადა არიან დიდნი ნაშენებნი. ამას ეწოდა გაჩიანი. სარკინეთის ხევს ითხრების მეტალი რკინისა და სპილენძისა და იპოების მცირე ლაჟვარ- დისა. ფოლადაურის მდინარესა ზედა არს ეკლესია ბოლნისისა უგუმბათო, რომელი აღაშენა 29 მეფემან ფარსმან და გორგასლან დასვა ეპისკოპოზი. წუღრუღაშენს არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილ-ნაშენი ფრიად. ამას ზეით - ციხე ბერდიკისა. ფოლადაურის ხევს ზეით არს მონასტერი ჰუჯაბისა გუმბათიანი. არამედ ამ ადგილთა - დებედიდამ ბოლნისის დასავლით მცირე მთა- მდე და ქციის მდინარიდამ ლელვარ -ლოქის მთამდე-უწოდებენ აწ სომ- ხითისა, ხოლო ძველად არს საერისთო ხუნანისა.

აღწერა ტაშირისა

აქაც მცხოვრებნი არიან სარწმუნოებით სომეხნი, ხოლო ქართვე- ლნი მცირედ. ლორეს ზეით და ლოქის სამხრით ვიდრე დებედამდე და არ- ჯანის მთამდე ეწოდების ტაშირი. არა არს ტყე და არცა ხე. აქა მისხანას ითხრების მეტალი სპილენძისა და ქვა წითელი.

აღწერა აბოცისა ანუ ყაიყულისა

აქა ითხრების თეთრი ქვა, მსგავსი მარმარილოსა. პალაკაციოს და აბოცს შორის არს მთა აღბაბასი და იგი მთა არს საზღვარი ქართლისა და ყარსისა ვიდრე თეთრ-ციხემდე და ტბამდე ტაშაღანისა. ხოლო აბოცი აოხრებული აღაშენა 90 მეფემან ვახტანგ, სჯულითა იყვნენ სომეხნი და ტყვე-ჰყო შაჰ-ნადირ.

აღწერა დმანისის ხევისა

მაშავერის მდინარე გამოდის კეჩუთის მთასა და მიდის აღმოსავლეთით და ჩასდის დმანისის ხეობას, შეერთვის ქციას ნახიდურის ბოლოს. კეჩუთის მთასა შინა არს უდაბნო კლდესა შინა გამოკვეთილი და ეკლესია -სენაკნი 1-37 სტრ., 128 დავით გარესჯელისაგან ქმნილი. აქა დაასხნა ბუღა თურქმან ოვსნი. და ესე წარუხვნა ოსმალთა მეფემან 83 სიმონ. აქა არს ეკლესია დიდი, გუმბათიანი, ზის მწყემსი ტაშირისა და დმანისისა. აქა არს წყარო, რომელი დაამ- სხვრევს ქვასა შირიმისასა, რომელი სვამს მას. აქა შეაშენეს ყაფლანიან- თა ციხე სიმაგრისათვის. აბულმუგს ითხრების მეტალი რკინა-სპილენძი- სა და ლაჟვარდისა. ქვეშის ციხე არს მაღალსა კლდესა ზედა მდგომი. ყო- რანთას არს ეკლესია, სასვენი ატოცის წმინდის გიორგისა. ლუკუნს არს ეკლესია ლუკა მახარებელისა, წითლის ქვით ნაშენი და მთასა ამას ამის გამო ეწოდა ლუკუნისა. ჯანდირს არს მონასტერი ეგრეთვე.

აღწერა ზურტაკეტისა

ზურტაკეტის მდინარე გამოდის გამბიანის მთიდამ და მიერთვის ქციის მდინარეს. არყნალსა და შამბიანს შუა არის წყარო შვენიერი, მარმარილოთა აღშენებული, რომელი აღაშენა 94 მეფემან ვახტანგ. კვირიკეთის მთისა თხემსა ზედა არს ეკლესია, აღშენებული წმინდისა კვირიკესი . აქა არს დაბა ერთი, სახელი ყარაბულახი. ამას შთაუდის იმიერ და ამიერ წყალნი, ერთი შავი და მეორე სპეტაკი, და სხენან კალმახნი. შავისა წყლისა კალმახი შთასვა თეთრ- სა - გათეთრდების, ხოლო თეთრისა წყლისა შთასვა წყალსა, გა- შავდების.

აღწერა თრიალეთისა

ქციის მდინარე სდის საშუალ თრიალეთისა, გამოდის შავრაშეთის მთას, გამოვლის ნარიანს, თრიალეთს, ქციის ხრამს და მიერთვის ხუნანს მტკვარსა და მარადის სდის აღმოსავლეთად. ამა ქციის კიდეზედ არს ეკლესია გუმბათიანი წალკას, დიდ-კეთილ ნაშენი, ჰზის ეპისკოპოსი, მწყემსი თრიალეთისა. არწივანს, თეზის ხრამსა შინა, არს მონასტერი კლდესა ზედა წმინდისა აბიბოს ნეკრესელისაგან ქმნილი. კარწახის ხევის შესართავს ქუჱით არს ციხე მოდამნახისა, კვირიკეთის მთის ძირშიდ.

აღწერა ქციის ხრამისა

მოდამნახისა ქვეით არს ვარდის-უბანს მონასტერი უგუმბათო. ქციის პირზედ არს ლიპარიტის-უბანს მონასტერი მცირე, კეთილნაშენი. ქციის სოფელს არს მონასტერი კეთილი. ქვემორე ამისა არს მონასტერი ფიტარეთს, შვენიერი ნაშენი და ზის წინამძღვარი. ფოცხვერიანის ხევს ქვემოთ არს ქციის პირზედ ციხე ხულუტი- სა. მის ქვეით სამხრით არს ციხე ბერიქალისა, დიდსა და შეუვალსა სიმა- გრესა ზედა მდგარი. გვიანას არს მონასტერი მცირე. ქციის ხრამსა შინა არს მონასტერი პირღებულს, კლდე გამოკვეთილი დიდითა შენობითა, თამარ მეფაჲსაგან აღშენებული. 1-37 სტრ., 129 ამას ქვემოთ არს ციხე ორბეთისა, აწ წოდებული სამშვილდედ, რო-/მელი აღაშენა ქართლოს, და პირველმან მეფემან ფარნავაზ ჰყო საერისთაოდ. და არს ციხესა ამას შინა ეკლესია გუმბათიანი, რომელი აღაშენა 32 მეფე- მან მირდატ. ამის ძირს, ქციის პირს არს მონასტერი მცირე. ჭივჭივის წყლის გამოსადინს არს ნადარბაზევი, თამარ მეფისა სასახლე. ხოლო ნაჯბადინს ქვეით არს ხუნანი, რომელი აღაშენა, ციხე და ქა- ლაქი, ქართლოს; პირველმან მეფემან ფარნავაზ ყო საერისთაოდ და მოო- ხრდა მურვან ყრუსაგან, აქა აღაშენა 89 მეფემან როსტომ ხიდი ქვიტკირისა დიდშვენი.

აღწერა ალგეთის მდინარისა

ალგეთის მდინარე გამოსდის კლდეკარს და შეერთვის ჩრდილოთ კერძო ხუნანისა მტკვარს. კლდეკარის ციხე აღაშენა ლიპარიტ ბაღვაშმან. მჟავის ხევის ქვემოთ არს მანგლისის ეკლესია გუმბათიანი, რომელი აღაშენა დიდ- მან კოსტანტინე კეისარმან მირიან მეფის დროს და დაასვენა ფერხის ფიცარი უფლისა. აქა დასვა გორგასალმან ეპისკოპოსი, მწყემსი ალგეთისა. სამხრით ეკლესიასა ამას შინა გუმბათსა არს დახატული მახმად ლომსა ზე- და მჯდომარე ამისთვის, რათა არა შემუსრონ მახმედიანთა და არცა არა- ოდეს შემუსრვილ არს. პატივანს ქუჱვით ვაკესა არს ლოდი მდებარე და უკეთუ გვალვასა გადააბრუნო, იქმნების უწვიმრობა. გუდარეხს არს მონასტერი უგუმბათო, ზის წინამძღვარი. ტბისის უკან ჩრდილოთ კერძო არს ციხე ბირთვისი. ჩხიკუთის სამხრით არს ეკლესია სამება, წმინდის გიორგის. ზრბითის ხევზედ, მაღალ კლდეზე არს ეკლესია ორბეთი. ხოლო სადა ერთვის ალგეთს ხევი ესე, მუნ არს ციხე ფარცხისი. კიკეთს ქუჱვით ხევსა შინა არს მონასტერი კაბენისა გუმბათიანი, თამარ მეფაისაგან აღშენებული, რომელი ყოფილა დედათ მონასტერად. სამხრით ამისა არს ციხე აზეულასი . ამ ციხის სამხრით არს სასახლე მეფისა კოჟორი, რომელი აღაშენა 89 მეფემან როსტომ ზაფხულისათვის, ხოლო უმეტეს განა- შვენა 91 მეფემან გიორგიმ და 94 მეფემან ვახტანგ. ესე კოჟორი არს სომხი- თისაკენ. კუმისს არს დაბა დიდი. კუმისის აღმოსავლით მტკვ- რისა არს ეკლესია წმინდისა გიორგისა სასწაულთმოქმედი. აქა მტკვრის კიდეზედ არს ჭალა ყურყუთა, აწ სონღალუღად წოდებული.

აღწერა სკვირეთის მდინარისა

სკვირეთის მდინარე, რომელსა აწ ეწოდების ვერე, გამოდის დიდგორის მთას, მოსდის აღმოსავლეთად და შეერთვის მტკვარს თბილისს. ლასტის ცი- ხეს ქვეით არს სამხრით მონასტერი ყოვლად წმინდისა, გუმბათიანი, ბეთანია, მაგარსა ადგილსა თამარ მეფაისაგან აღშენებული. ახალდაბისა და უძოს ხეობაშიდ არს წყარო შვენიერი, და ციებითა გაყვითლებულმან მით დაიბანოს პირი და სვას, მყისვე განკურნებს. 1-36 სტრ., 130

გარდაბანის და გაჩიანის საერისთოს აღწერა

ამას გარდაბანი ამისთვის ეწოდების, ვინათგან ქართლოსის ძესა გარდა- ბანოსს მისცა წილად დედამან მისმან. ხოლო საზღვარი გარდაბანისა და გაჩიანისა არს ესე: აღმოსავლეთით მტკვარი და ხუნანის გამართებით აღმო- სავლეთით ბერდუჯის მცირე მთა; სამხრით შულავერისა, ჭაპალისა და ბოლნისისა გორები; ჩრდილოთ მტკვრიდამ ტფილისის გორები ტაგნაგეთა- მდე; დასავლეთით ხევი ასურეთისა წინწყაროს გამომართებით ნახიდურამდე და ბოლნისის მცირე მთამდე.

აღწერა ბოსტან-ქალაქისა

იალღუჯის აღმოსავლით და მტკვრის გაღმართ არს ბოსტან-ქალაქი, რო- მელი არს რუსთავი. ესე აღაშენა ცოლმან ქართლოსისმან ციხე-ქალაქი. შემ- დგომად ოცდა მერვემან მეფემან თრდატ აღაშენა ეკლესია კეთილი და გორგასალმან დასვა აქა ეპისკოპოსი. და იყო სამოცდა მეოთხე მეფის დავი- თისამდე, არამედ გამოსვლასა ბექა ყაენისასა მოოხრდა და აწცა ოხერ არს.

აღწერა ტფილისისა

ტფილისი იყო პირველ დაბა და ოცდა მეშვიდის მეფის ვარზა -ბაკუ- რის დროსა შინა აღაშენა შურისციხე მცხეთისათვის ერისთავმან სპარს- თამან. შემდგომად გორგასლანმან დასდვა საფუძველი. დაჩიმ, ოცდა მე- თოთხმეტემან მეფემან, ქმნა ქალაქად და ტახტად მეფეთა. და მურვან ყრუს შემდგომად შემუსრეს ხაზართა და აღაშენა ამირ აგარიანმან. სიონსა და ანჩისხატს შუა მტკვრისა გარდაკიდებით სასახლე აღაშენა ოთხმოცდა მეცხრემან მეფემან როსტომ და ოთხმოცდა მეთოთხმეტემან მეფ- ემან ვახტანგ უმეტეს განაშვენა ყიზილბაშთა პლანსა ზედა, სადა დღეს სდგას საღუბერნატორო სახლი, რუსულსა პლანსა ზედა გამართული. არს კალას ეკლესია გუმბათიანი, რომელსა დღეს უწოდებენ სიონად. ამას დაუდვა საფუძველი 39 მეფემან გურამ, შემდგომად შეასრულა ქვრივმან ვინმე მოქალაქემან და 41 მთავარმან ადარნასე; გარნა კვალად დარღვეული აღაშენა ძირიდამ გუმბათითურთ 94 მეფემან ვახტანგ. ანჩისხატი აღაშენა კათალიკოსმან დომენტი, ძემან ქაიხოსროსმან. ქრისტეს შობის ეკლესია აღაშენა კათოლიკოსმან ანტონი, ძემან იესე მეფისამან, და შეამკო ფრიად და ქმნა კარის საყდრად თვისად. არს კვალად ეკლესია ნათლისმცემლისა გუმბათიანი, რომელი განაახლა 94 მე- ფემან ვახტანგ. კარის საყდარი აღაშენა 89 დედოფალმან მარიამ, ასულმან დადიანისამან. კვალად აღაშენა კარის საყდარი 96 მეფემან ირაკლი მეორე- მან. 1-38 სტრ., 131 მეტეხის ეკლესია აღაშენა 66 მეფემან დიმიტრი. ხოლო აქა, თბი- ლისს, ხიდის ყურის სამხრით არს საფლავი წმინდის აბოსი, რომელი იწამა სპარსთაგან ტფილისს. ქაშოეთის ეკლესია წმინდისა გიორგისა აღაშენა თა- ვადმა გივი ამილახორმა. ტფილისის ჩრდილოთ არს ლურჯ-მონასტერი, ეკლესია წმინდისა გიორგისა, უგუმბათო, დიდი, სასაფლაო გაბაშვილებისა. დევის-ნამუხლს და მუხად -გვერდის ზეით არს ციხე, ქართლოსი- საგან შენებული, და უწოდა ციხესა მას სახელი თვისი. და ამის ძლით ეწო- და ყოველსა ივერიასა ქართლი. ესე არაოდეს შემუსრვილა მტერთაგან და იდგაცა ყრუს მოსვლასაცა აღუღებელად. აქა პირველმან მეფემან ფარნავაზ აღმართა კერპი-არმაზი სახელისა თვისისა. და აქა დამარხულ არს ქართლოს პირველად და ფარნავაზცა წინაშე კერპისა თვისისა. ესე ქალაქი არმაზი შეი- მუსრა მოსვლასა ყრუსასა. კავთის ხევი გამოდის დიდგორს, სდის ჩრდილოით და ერთვის მტკვარს. ქვაბთახევს არს მონასტერი ყოვლად წმინდისა, გუმბათიანი. ამას შინა შეჰ- ყარა ლანგ-თემურ მოწესენი დედანი და შეაბნა ეჟვანნი, რომელნი იტყო- დენ: „ვაჲ ჩვენს დედაბრობასაო, რაღა გვერაჟღუნებაო!“ და გამოსწვნა იგინი ეკლესიასა შინა. და სჩანს დღესაც იატაკსა ზედა ჴელნი, ფერხნი, თავ- ნი და გვამნი მათნი. არავინ შევალს ფერხცმულნი სიწმინდისათვის.

თეძმისათვის

კავთის დასავლით დის მდინარე თეძამისა, გამოსდის ჭუარებსა და თორის საშუალ მთასა და დედა-ციხემდის სდის აღმოსავლით, მერმეთ სდის ჩრდილოთკენ და მიერთვის მტკვარსა სამხრიდამ. აქა, მტკვრის კიდესა, არს მონასტერი ყოვლად წმინდისა, დიდი, გუმბათიანი, მეტეხი, ვახტანგ გურგასლისაგან აღშენებული.

აღწერა მცხეთისა

მესამე სასპასპეტო არს, რომელი იწყების მცხეთიდამ, და არს მუხრა- ნი, ორი არაგვი და ქსნის ხევი და მამული -მესამე სასპასპეტო არს. მცხეთა აღაშენა ძემან ქართლოსისამან მცხეთოს და იქმნა შემდგომად ქალაქი დიდი. მერმეთ მოზღუდა არდამ ერისთავმან სპარსთამან და მანვე აღაშენა ხიდსა ზედა ციხეჲ. და ამისგან ისწავლეს ქართველთა შენება ქვით- კირისა. აქა მირიან აღაშენა ეკლესია მოციქულთა ხისა, სამოთხესა შინა. კვალად ამანვე აღაშენა ეკლესია მაცხოვრისა ქვითკირისა გუმბათიანი და დაეფლა მას შინა მირიან და 43 მეფე მირ. ამას შინა დასვა ეპისკოპოზი ვახტანგ გორ- გასალმან . ვახტანგ გორგასალმან აღაშენა მცხეთის ეკლესია ქვითკირი- თა და შემდგომად ძვრით დარღვეული აღაშენა 71 მეფემან გიორგიმ, მერ- მეთ შემუსრა ლანგ-თემურ და აღაშენა 76 მეფემან ალექსანდრე, შემდგო- მად შთამოვარდა გუმბათი და მოაშენა 89 მეფემან როსტომ. 1-36 სტრ., 132 აქა დაფლულ არიან მეფენი: ვახტანგ გურგასლან, დავით ლაშას ძე, დიმიტრი თავდადებული, დიდი ლუარსაბ, სიმონ და გიორგი, ერეკლე მეორე და გიორგი.

აქავ აღაშენა სტეფანწმინდის ეკლესია 31 მეფემან არჩილ.

აღწერა მუხრანისა

სარკინეთი არს მცხეთის დასავლით და ამის მახლობელ არს მონასტე- რი დიდი, გუმბათიანი და მღვიმე მას შინა, რომელსა შინა ჰსცხოვრებდა წმინდა შიო, 13 მამათაგანი, და არს საფლავი მისი მღვიმესა მას შინა. ხოლო მდინარე არაგვი გაჰყოფს ქართლსა და კახეთსა, რომელი გამოს- დის მაღრან -დვალეთის ქნოღოს კავკასის მთიდამ და ციკარიდამ სდის აღმოსავლეთ - სამხრეთს შუა, ვიდრე გუმადაყრის ხევამდე, და მუნიდამ სდის სამხრით მტკვრამდე. ხოლო მცხეთის ჩრდილოთ არს ციხე ბელტისა, რომელი აღაშენა არდამ ერისთავმან სპარსთამან. მისაქციელის მთის ძირს არს ეკლესია წილკანისა, რომელი აღაშენა 25 მეფემან ბაქარ. ამას შინა დაფლულ არს წმინდა ისე წილკნელი . ციხის-ძირის სამხრით არს ციხე მტკვრისა სარკინეთის მთასავე ზედა, რომელი აღაშენა 79 მეფემან კოსტანტინეს ძემან ბაგრატ. ხოლო კსანი ერთვის ციხის ქუჱვით ჩრდილოთ, და ციხის-ძირს დასავ- ლით კსანს იქით ატყდების მთაჲ თხოთისა, რომელსა ზედა მოიქცა მეფე მირიან ქრისტეანედ: აწცა არს ნიში ჯვარისა, რომელი აღმართა წმი- ნდამან ნინა სვეტისაგან გამოკვეთილი.

აღწერა არაგვის პირისა

არაგვის პირსა არს ოხერ-ხიდა, სადა აღაშენა ვარზა-ბაქარ ციხეჲ და უკუჯდა ხევსა კახეთისასა. ანანური არს არაგვის პირზედ, ეკლესია გუმბა- თიანი, რომელი აღაშენა გიორგი ერისთავმან წელს ქრისტესით 1704. არაგვსა ერთვის გუდამაყრის ხევი.

აღწერა მთიულეთისა

მთიულეთს და კსნის ხევს გაყოფს ცხრაზმასა და ხანდოს ლომისის მთაჲ. ლომეკის მდინარე (რომელ-ა თერგი) გამოსდის ქურთაულისა, ზახისა, მაღრან - დვალეთისა შუათას აღმოსავლეთიდამ, კავკასის მხრიდამ, სდის აღმოსავლეთად ჩასვლამდე. ხოლო ჩასავლის ქუჱით არს, ჩრდილოთ კერძო, არაგვის დასავლით ციხე არშისა, თვინიერ ხელთა კაცთასა ქმნილი, საკვი- რვოჲ, მაგარი. გველეთს ქუჱით ერთვის არაგვსავე ხევი სამხრით, და ამ ხევს ქუჱვით დაიწროვდების ხევი ესე კლდითა და აქა არს ციხე დავითისა, არაგვის აღმო- 1-33 სტრ., 133 სავლით, კლდესა ზედა აღმაშენებლისაგან აღშენებული. ამის ქუჱმო არს ციხე დარიელასი, რომელი აღაშენა მესამემან მეფემან მირვან. ამას უწოდე- ბენ ევროპიელნი კავკასიის კარად.

აღწერა ქსნის ხევისა

კსნის მდინარე გამოსდის ოძის ზეით ბაზალეთის და ალევის მთიდამ დასავლით, სდის ქნოღოს ჟმურის საშვალ კავკასს, ქარჩოხამდის სდის აღმოსავლეთად, ქარჩოხს ქუჱით, სამხრით, განვლის მუხრანს და მიერთ- ვის მტკვარს.

აღწერა მეორისა სასპასპეტოსა მემარჯვენისა

შიდა ქართლისა ნაკვეთისა (რომელ არს ზემო ქართლი) აქ შემცირე- ბით, ხოლო სრულად იხილე დიდსა ქართლის ცხოვრებასა. მეჯვდა გამოსდის ჟამურის მთას, სდის სამხრით დაბის მეჯვდამდე. კასპის ხევზედ კასპის აღაშენა პირველად უფლოს, მცხეთოსის ძემან, და იყო ქალაქი ყრუდმდე, ხოლო აწ არს დაბაჲ დიდი. კასპს ზევით არს, წლევის მთაშიდ მონასტერი სტეფან-წმინდისა, თათესგან, 13 მამათაგანისა ქმნილი, და დაფლულია წმინდა თათე მუნ. ამ მონასტერს ზევით არს ციხე, სადიდამ გამოიყვანეს ვახტანგ გურგასლანის დაჲ ოსმან ბაღათარ, რომელი მოიკლა ბაღათარ ამ გურგასლანისაგან. სამთავისის ეკლესია სდგას რეხულას პირსა ზედა, რომელი არს აღშენებული მეცამეტე მამათაგანისა ისიდორესაგან და დაფლულ არს მუნ. აშურიანს ზეით არს უფლისციხე, რომელი აღაშენა პირველად უფლოს, ძემან ქართლოსისამან, და იყო ქალაქი ჩინგისამდე.

აღწერა გორისა

ამის დასავლით არს ქალაქი გორი; არა უწყით ვისგან არს აღშენებუ- ლი, არამედ ცხოვრებასა წერილ არს: „ირაკლი კეისარმან უწოდა ტონთიო (ესე იგი ოქროს მთაჲ) დასაფლავებად საგანძურთა“. ესე ციხე წარუხვნა 83 მეფემან სიმონ ოსმალთა და შემუსრა ციხეჲ. და 89 მეფისა როსტომისა ზე აღაშენა შაჰ სეფიმ კვალად ციხე.

აღწერა დიდისა ლიახვისა და პატარა ლიახვისა მოკლედ

გორიდამ ლიახვის მდინარის სიგრძე არს მაღრან -დვალეთამდე და სდის მაღრან -დვალეთიდამ აღმოსავლით დასავლეთად მუგუთამდე და მუგუთიდამ სდის სამხრით გორამდე და გორს ქვემოთ მიერთვის მტკვარს ჩრდილოდამ. 1-38 სტრ., 134 დასავალით მეღვრეკისისა ლიახვს გაღმა არს ნიქოზს ეკლესია ღვთაებისა, დიდი, გუმბათიანი, რომელი აღაშენა გურგასლან და დასდვ მას შინა გვამი წმინდისა რაჟდენისა. ურბნისის ეკლესია შემუსრვილი განა ახლა 94 მეფემან ვახტანგ. რუისის ეკლესია აღაშენა მეორედ 76 მეფემან ალექსანდრე. ბრეთის მონასტერი აღაშენა პიროს, 13 მამათაგანმან, და დაფლულ არს იგი მუნ. ჭერათხევის ხევს ზეით არს მონასტერი უგუმბათო ულუმბას მიხაილ, 13 მამათაგანისა ქმნილი, და დაფლულ არს მუნვე. სად- გერის ეკლესია აღაშენა მეორედ 94 მეფემან ვახტანგ. ხოლო აღწერასა შინა საქართველოჲსა მდებარეობისასა ხსენებულ არიან სხვათა უპატიოსნეს ესე შემდგომ აღწერილში მდინარენი, სოფელნი, მამულ- ნი, დაბანი და სასპასპეტონი: მტკვარი, ბერდუჯი, სომხითი, ტაშირი, აბო- ცი გინა ყაიყული, დმანისი, ზურტაკეტი, თრიალეთი, ქცია, ალგეთი, საკვირე- თი, ბოსტან-ქალაქი, გარეჯის მთა, თბილისი, მცხეთა, ნიჩბისი, კავთის ხევი, თეძამი, საციციანო, თორი, მცხეთა, მუხრანი, არაგვი, გუდამაყარი, მთიუ- ლეთი, ხევი, კსანი, ქოლოთ ქვითკირი, ისროლი, გვერდის-ძირი, პატარა ლიახ- ვი, მაღრან -დვალეთი, გორი, დიდი ლიახვი, პატარა ლიახვი ვანათამდე და სრულიად ზემო ქართლი ვიდრე საათაბაკომდე ხეობიანათ. ესენი აქა აღწერილი არიან შემოკლებულად, ხოლო ვრცლად - მათის საზღვრით, მთით, მდინარეებით და ადგილთა მათთა შინა შენებულებით და ამათ შინა მდგომნი დაბნებით - დიდსა ქართლის ცხოვრებასა შინა იხილე. ბოლოსიტყვაობა! თუმცაღა დავით გიორგის ლაშას ძის მეფისა და ნარინ -დავით რუსუ- დანისა ძის დროს იქმნა მეფობისა განწილვა სამად-საქართველოჲსა, იმერეთისა და კახეთისად, - გარნა მაშინცა მრავალჯერ და უმეტეს იყო კვალად შეერთება ივერიელთა მეფობის სკიპტრისა, ვითარცა ბრწყინვალისა გიორგისა ზე. ხოლო მეფისა გიორგი ალექსანდრეს ძის შემდგომად იქმნა სრულიად ივერიის სა- მეფოს განკერძოება და იქმნა სამ სამეფოდ: საქართველო, იმერეთი და კახე- თი. და იქმნენ სრულიად მეფენი საქართველოჲსანი პირველის მეფის ფარ- ნაოსითგან ვიდრე განყოფილებადმდე სამოცდა ცხრამეტი 79. ნიკოლაჲ დადიანოვი პირველი.

თ ა ვ ი 8

ოდეს განიყო ივერიისა სამეფოს ყოვლადობა და იქმნა განკერძოება სამად-საქართველოჲსად, იმერეთისად და კახეთისად, - შემდგომად იქმნენ ესენი მეფედ, რომელთაცა სახსოვართა მეფეთა და მთავართა სახელებსა და ქორონიკონთა ამის შემდგომად აღვსწერ და რომელთამე სრულიად დაუტევებ. ხოლო იქმნა დაწყება საქართველოსა შინა მეფობისა შემდგომად განყო- ფისა წელს ქრისტესით 1469. 1-42 სტრ., 135 იქმნა მეფედ საქართველოსა შინა კოსტანტინე გიორგის ძე. ამის ხელ- შიდ განსდგენ და შეიქმნენ თავისუფლად მთავარნი (ესე იგი: ათაბაგი, და- დიანი, გურიელი, შარვაშიძე და სვანი). ამ ჟამსა იყო იმერეთს მეფედ ბაგრატ. და ამის მეფობაშიდ მოკვდა ლიპარიტ დადიანი და იქმნა დადიანად ვამეყ, რომელმან დაუწყო იმერეთს დიდი კირთება და ბრძოლა. ამის ჟამშიდ მოკვდა დადიანი ვამეყ და დაჯდა დადიანათ ძე მისი ლიპარიტ. კოსტანტინე მეფე ესე ქართლისა შეება ათაბაკსა ყვარყვარეს, და გაი- მარჯვა ყვარყვარემ წელს ქრისტესით 1483. მოკვდა მეფე იმერეთისა ბაგრატ და იქმნა იმერეთს მეფედ ალექსანდრე, ძე კოსტანტინე ქართველთ მეფისა. ხოლო შემდგომად რამოდენისამე ჟა- მისა დადიანმა ლიპარიტ წაართვა ყოველი იმერეთი ალექსანდრე მეფისა და მისცა მეფესა ზემოხსენებულსა კოსტანტნეს. ქართველთ მეფესა წელს ქრის- ტესით 1487. ამის მეფობაშიდ მოკვდა კახთ მეფე გიორგი და იქმნა მეფეთ ალექსანდრე. ჟამსა ამას ათაბაკმა ყვარყვარე მოაოხრა ქართლი და კახეთი. ესე მეფე ქართველთა კოსტანტინე გარდაიცვალა წელს ქრისტესით 1503 და იქმნა ძე მისი დავით მეფედ. ამის მეფობაში მოკლა მამაჲ თვისი კახ-ბატონი ალექსანდრე ძემან მის- მან გიორგიმ წელს ქრისტესით 1511. მეფესა ამას საქართველოჲსასა დავითს შეება გურიელი მამია მოხისს შემწეობითა ათაბაგისათა და გაიმარჯვა გურიელმან. ესე დავით მეფე იქმნა მონაზონ და მიიცვალა წელს ქრისტესით 1525. ამის წილ იქმნა მეფედ ძმა მისი გიორგი. ამის მეფობაშიდ წარმოგზავნა სულთან სელიმ დესპანი და შემოუთვალა საქართველოს, იმერეთის და კახთა მეფეთა: „საფლავი ღმერთთა თქვენთა იეროსალიმი დაიპყრეს ურწმუნოთა და მოეშველენითო“. წარვიდა მეფე გიორგი ქართლისა, ბაგრატ იმერთა და ლეონ კახთა, მივიდენ იეროსალიმს, გაიმარჯვეს, მოსრნეს ურწმუნონი და დაუტე- ვეს იერუსალემი მშვიდობით. და მიანიჭნა ხვანთქარმან მრავალნი, და წარ- მოვიდნენ გამარჯვებულნი. ამან გიორგი მეფემან დაუტევა მეფობა და მისცა ძმისწულსა თვისსა ლუარსაბს და იგი იქმნა მონაზონ. იქმნა მეფედ ლუარსაბ კეთილი. ესე მოიკლა სპარსთა ბრძოლასა შინა წელს ქრისტესით 1558 და დაფლეს მცხეთას. შემდგომად ამისა იქმნა მეფედ ძე ლუარსაბისა სიმონ. ამან მეფე მან მისცა ასული თვისი ათაბაგსა მანუჩარს. ამის ჟამსა შინა დადიანმა შეიპყრა იმერთ მეფე და ტყვე-ჰყო, და იმერთა მეფობა მისცა როსტომს. შემდგომად დროთა რომელთამე ამან სიმონ დაიპყრა იმერეთი და სწა- დოდა დაპყრობა ოდიშისაცა, გარნა შეება დადიანი, რომელსა სახელი არა უწყით, და სძლია მეფესა სიმონს და სრულიად სპათა იმერთა და საქარ- თველოჲსათა წელს ქრისტესით 1590. 1-43 სტრ., 136 მეფესა ამას სიმონს მრავალნი განსაცდელნი და მრავალი მხიარულებანი ეწივნეს. შემდგომად შეიპყრეს ოსმალთა და წარიყვანეს ტყვედ სტამბოლს და მიიცვალა მუნ, გარნა წარმოიღო ძემან მისმან გიორგი და დაფლეს მცხეთას. იქმნა მეფედ ძის ძე სიმონ მეფისა ლუარსაბ. ესე მცბიერებით შეი- პყრა შაჰაბაზ და ეტყოდა ქრისტეს დატევებასა, გარნა მან არა ინება, და აწამეს ქრისტესთვის და მოჰკლეს წელს ქრისტესით 1622. ჟამსა ამას გამოჩნდა კაცი სახელოვანი, მოურავად წოდებული გიორგი სააკაძე და მრავალნი სიმხნენი ჰქმნა. და შემდგომად მოიკლა წინაშე ხონთქ- რისა შურითა აზამ ვეზირისათა. სიმონ მეფე მოჰკლა ღალატით ერისთავმან ზურაბ წელს ქრისტესით 1629. და ამისთვის მოჰკლა ზურაბ ერისთავი მეფემან თეიმურაზ. იქმნა მეფედ საქართველოჲსად როსტომ, ყეინთაგან დიდათ პატივ- ცემით აღზრდილი. ესე იყო ოთხმოცდა მეცხრე მეფე საქართველოჲსა. ამის მეფობის დროს შერიგდენ მურად ხონთქარი და შაჰ სეფი ყეინი. და მაშინ დარჩა ხონთქრისკენ საათაბაკო, იმერეთი და ოდიში და ნახევარი ქურთისტანი. ამან მეფემან როსტომ შეირთო დაჲ ლეონ დადიანისა მარიამ. ამან როსტომ ორგულებისათვის კათოლიკოსი ევდემოს შეიპყრა და კოშკიდამ გარდმოაგდო. ამან დაიპყრა კახეთიცა და საქართველო. გარდაიცვალა ესე მეფე წელს ქრისტესით 1658, რომელ იყო სჯულითა მაჰმადიან. შემდგომად ამისა არავინ დაშთა მემკვიდრედ ქართლისა. და იყო სპარ- სეთსა შინა აღზრდილი მუხრან -ბატონის შვილი, კვალადვე ბაგრატიონი, სახელით ვახტანგ და ესე ყვეს მეფედ, რომელსა უწოდდენ შაჰნაოზ, ვი- ნათგან იყო სჯულითა მაჰმედიან . ამან შეირთო ცოლად დადიანის ასული მარიამ, ცოლი როსტომ მეფისა, ვინათგან იყო დადიანი დიდ -შემძლე კაცი და შეეწეოდა მეფობისა მისისა დაპყრობასა. ამას დროს შინა განიყვეს იმერეთი მეფემან ვახტანგ და დადიანმან ვა- მეყ: და ბუჯის წყლის აღმოსავლეთი დარჩა ვახტანგს და დასავლეთის კერძი დადიანს წელს ქრისტესით 1660. და ეპყრა ვახტანგს იმერეთი, ქართლი და კახეთი. ამან მეფემან ვახტანგ ითხოვა ქალი დადიანისა, და დაუპირდა, გარნა მერმეთ დადიანმა არღა მისცა. და ამისთვის მეფე საქართველოჲსა და კახთა სპითა მოვიდა ალის სოფელს. ამის მცნობი დადიანი მოვიდა ჯა- რით საჩხერეს. გარნა დადიანსა მოადგენ წინათ მეფე ვახტანგ და ქართლ- კახნი, უკანით იმერეთი და რაჭა. და მცნობმან ვერ წინააღმდგომობისამან დადიანმან, უვნებელად უკუმოიქცა ოდიშადვე. ხოლო მოადგა მეფე და გარდააგდო დადიანი, და წარვიდა სვანეთს. ხოლო ბრძანებითა მეფისათა ლაშხისშვილმან ხოსია შეუჩინა კაცი, და მო- ჰკლეს დადიანი. და იქმნა შემდგომ ამისა ლეონ დადიანად. და მისცა მეფემან ამან ვახტანგ ცოლად ლეონ დადიანსა ძმისწული თვისი თამარ. 1-44 სტრ., 137 მეფემან ამან ვახტანგ შეაუღლა ძესა თვისსა ლეონს გურიელის ქაიხოს- როს ასული. ხოლო შემდგომად ესე ვახტანგ იქმნა ყოვლითა საქმითა კეთილ და იქმნა დიდ-ქრისტიან და მიიცვალა წელს ქრისტესით 1675. იქმნა მეფედ ძე ამისი გიორგი. ამის ჟამშიდ წარვიდა არჩილ ბაგრა- ტიონი რუსეთად და წარიღო ქრისტეს სამსჭვალი, სუდარი და ბაწარი. და მოაკლდა საქართველო ესევითარსა საღმრთოსა დიდსა საუნჯესა. ხოლო ამათ ჟამთა ჯდა იმერეთს მეფედ გურიელი გიორგი. და სძლო ალექსანდრე მეფემან გურიელს როკითს, მიუღო იმერეთი და იქმნა მე- ფედ იმერთა, რომელი უწინარესცა იგივე მეფობდა. შემდგომ რაოდენისამე ჟამისა საზოგადოებამან იმერეთისამან შეიპყრეს ალექსანდრე და მისცეს გიორგის, ზემოხსენებულსა ქართველთ მეფესა, და მოაშთვეს რუისს. ესე მეფე გიორგი გარდაადგინა მეფობისაგან ყაენმან და მისცა მეფობა ირაკლის. და გიორგი წარიყვანეს სპარსეთად. გარნა ამა მეფემან გიორგი და მის თანამხლემან რაოდენმანმე ქართ- ველთა წარმოაჩინეს საკვირვონი მხნეობა და მამაცობანი. და დაამდაბლა ყო- ველნი წინააღმდგომნი ყაენისანი. და ამა ესევითარისა მამაცობისა ჯილდოდ კვალად მიუბოძა ქართლი, გარნა არა განუტევა საქართველოდ, ვინათგან იყო დიდი შემძლე მხნეობასა და მამაცობასა შინა; და მისცეს სპასალარობა ერა- ნისა. ხოლო ამან გიორგიმ, ნაცვლად მისა, საქართველოს განმგებელად და- ადგინა ძმისწული თვისი ვახტანგ. ხოლო ამან გიორგი მეფემან დიდი მხნეობა და მამაცობა გამოაჩინა წინაშე ყაენისა და ყოვლისა სპარსეთისა. ესე ვახტანგ, რომელი ნაცვლად გიორგისა განაგებდა საქართველოსა, იყო ყოვლითურთ კეთილი და პატიოსანი. ამან შემოიღო პირველად საქარ- თველოსა შინა სტამბითა ბეჭდვაჲ წიგნთა; ამან წარსწერა სამართლის წიგნი, რომელიცა დღესაც იგი მოქმედებს ქვეყანასა შინა ჩვენსა. ხოლო ჟამსა ამას იგი ხსენებული მეფე გიორგი საკვირველი, მხნე, ახოვანი მოჰკლეს ღალატით სპარსეთს უბრძანებლად ყაენისა წელს ქრისტესით 1709. ხოლო შემდგომად გიორგისა განაგებდა საქართველოსა ძმისწული თვისი ზემოხსენებული ვახტანგ ლეონის ძე. ხოლო ესე ვახტანგ წარვიდა წინაშე ყაე- ნისა, ვინათგან მეფენი საქართველოჲსანი ნებითა ყაენისათა მიიღებდენ მე- ფობასა შემდგომად განყოფისა. გარნა დიდითა იძულებითა და ტანჯვითა და ბორკილებითა მახმედიან ჰყვეს ვახტანგ და მისცეს მეფობა საქართველოჲსა და სპასალარობა ხვარასნისა და იმყოფებოდა წინაშე ყაენისა. და მეფობა ქართლისა მისცა ძესა თვისსა ბაქარს. ხოლო რაოდენისამე ჟამისა შემდგომად განუტევა ყაენმან ვახტანგ, მოვიდა ქართლს და მეფობდა. ამა ჟამთა იწყესთ ლეკთა კირთებაჲ და მოოხრებაჲ საქართველოჲსა. ამის მეფობის ჟამშიდ აღიღეს თბილისი ოსმალთა და დაიპყრეს სრუ- ლიად ქართლი წინაძღომითა იესე ვახტანგის ძმის ბაგრატიონისათა, რო- მელი იქმნა მახმედიან. 1-40 სტრ., 138 ხოლო ვახტანგ მეფე წარვიდა რუსეთად პეტრე ალექსის ძის იმპერა- ტორთან, გარნა მისვლამდე ვახტანგისა გარდაიცვალა პეტრე, ხელმწიფე დიდი. ამა ჟამთა გამოჩნდა კაცი მხნე სპარსთა შორის, სახელით თამაზ-ხან და დაიპყრა სპარსთა სამეფო, მერმეთ საქართველოდამ განყარნა ოსმალნი და მოაოხრა ქართლი უწყალოდ. ხოლო ჟამთა ამათ მეფე ვახტანგ გარდაიცვალა აშტარხანს წელს ქრი- სტესით 1737 და დაფლეს მუნ პატივითა, რომელი შემდგომად მართლმორ- წმუნე იყო დიდი. ხოლო შვილნი ვახტანგისანი ბაქარ და სხვანი და ცოლნი ვახტანგისა დარჩენ რუსეთს. ამა ჟამსა შინა იყო დიდი მწუხარება საქართველოსა შინა, ვინათგან ეპყრა საქართველო ურწმუნოთა სპარსთა და არბევდენ ლეკნიცა უწყალოდ. ხოლო ჟამთა ამათ მეფე თეიმურაზ კახთა და ძე მისი ერეკლე ერთგუ- ლებდა თამაზ-ხანსა, რომელი ფლობდა სრულიად სპარსთა. და დიდისა ერთ- გულებისათვის თეიმურაზს მისცა ქართველთა მეფობა, ხოლო ძესა მისსა, ერეკლეს კახთა მეფობა. და დაიპყრა თეიმურაზმა ქართლი წელს ქრისტესით 1744. შემდგომად რამოდენისამე ჟამისა გარდაიცვალა თეიმურაზ და მეფე იქმნა ერეკლე, ძე თეიმურაზისა, რომელმან შეაერთა მეფობა ქართლისა და კახეთისა წელს ქრისტესით 1762 . და მეფობდა ორთავეზედა კაცი სახელო- ვანი და მხნე ყოველსა შინა. ამან მოხარკე ჰყო თვისდად ერევანი, განჯა, შუშა და სხვანნი ხანნი ყიზილბაშთანი. ამან ჰსძლო მრავალჯერ მრავალთა დიდძალთა ყიზილბაშთა და ოსმალთა და ლეკთა სახელოვნად და სამაგალითოდ. ამან მოიყვანა მეუღლედ დადიანის კაციას ბიძაშვილი დარეჯან, დედათა შორის ღირსსახსოვარი. ხოლო ორთავე მეუღლეთა იმეფეს უღრმეს მო- ხუცებულებადმდე. და მიიცვალა წელს ქრისტესით 1798. შემდგომად ამისა იქმნა მეფედ გიორგი, ძე ირაკლისა. ამის მეფობის ჟამშიდ თვით ნებითა და თხოვნითა გიორგი მეფისათა წარმოგზავნა რუსე- თის იმპერატორმან პავლე პეტროვიჩმან მხედრობაჲ თვისი, რათა დაიცვას საქართველოჲ აგარიანთაგან. და ამას ჟამსა გარდაიცვალა მეფე გიორგი. და იწყეს ცილება სამეფოსა ზედა ძმებთა და ძეთა გიორგისათა. ამისთვის დაიპყრა საქართველო რუსე- თისა იმპერატორმან ალექსანდრე პავლეს ძემან. და წარიყვანეს მეფეთა ძენი რუსეთად. და ერთი ძე ერეკლე მეფისა და ძმა გიორგი მეფისა ალექსანდრე წარ- ვიდა სპარსთა მეფისა თანა, რომელმან მრავალნი ბრძოლანი აჩვენა რუსთა. და ამა ჟამსა აღიხოცა მეფობა საქართველოჲსა. ხოლო ივერიის მეფობის განკერძოების შემდგომად იქმნენ მეფენი სა- ქართველოსა შინა ვიდრე აღხოცამდე ცხრამეტი - 19. 1-37 სტრ., 139

თავი 9

აღწერა შემოკლებულად კახეთისა საჩინოთა სოფლებთა, მდინარეთა და შენებულებათა კახეთს არს მდინარე ალაზანი, გამოსდის თუშ-ფშავისა და ძურძუკთ შორის კავკასსა და სდის ჩრდილოთ-დასავლეთიდგან აღმოსავლეთს- სამხრეთს შუა და მიერთვის განჯის ბოლოს მტკვარსა. მდინარე იორი გამოსდის ფშავსა და თიანეთს შორის მთას და სდის ჩრდილოდამ სამხრით უჯარმამდე, მერმეთ ჩრდილოთ-დასავლეთიდამ აღმო- სავალს-სამხრით შუა, გარნა უფროს აღმოსავლით. ნინო წმიდა აღაშენა მეფემან ვახტანგ გურგასალმან. გარეჯის მთას შინა, ნათლის- მცემლისა და დავით გარეჯისა შუა არს დოდო, რომელი ჰქმნა მა- მამან წმიდამან დოდო და დაფლულ არს მუნ. იორს ზეით არს უჯარმა, ორთა მთათა შორის კახეთისა და კუხეთისა- ციხე, რომელი აღაშენა ოცდა მესამემან მეფემან საურმაგ. უჯარმას ზეით და იორის აღმოსავლით არს ბოჭორმა ციხე, რომელი აღაშენა ცოლმან ქართლოსისამან და უწოდა დედაციხე. ჟალეთს აღაშენა ეკლესია დიდი გუმბათიანი მეფემან ვახტანფ გორგასალმან და დასვა ეპისკოპოსი, მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავ-ხევსურისა და ხერკისა. ხოლო ჟალეთს ზეით იორს მოერთვის თიანეთის წყალი, რომელი გამოს- დის თვალივს ქვეით ხერკის მთას და აწ თიანეთისასა და მოსდის აღმოსა- ლეთს-სამხრეთს შუა და მიერთვის იორს დასავლით. ხოლო კვალად ხარჭაშოს, საშიშს, დასავლით სდის თეთრის არა- გვის მდინარე. ესე გამოსდის ძურძუკეთს, ფშავს, შორის კავკასსა, და მოსდის ჩრდილოდამ სამხრით და მოერთვის ჟინვანს შავს არაგვის აღმოსავლიდამ. ამ ჟინვანს ზეით და ხარჭაშოს ზეით მოერთვის თეთრს არაგვს ხევსურეთის წყალი. გამოსდის და ძურძუკსა და მის შორის მთას კავკასსა და მოსდის ჩრდილოთ სამხრით. ხოლო ხევსურეთისა აღმოსავლით მთას იქით არს ფშავი, შუა უდის თეთრი არაგვი. ამა ფშავსა შინა [არს] ეკლესია მეფისა ლაშასაგან აღშენე- ბული, რომელი აღაშენა 44 მეფემან არჩილ, რომელი ეწამა უსჯუ- ლოთაგან და გვამი მისი წმინდა დაფლა ცოლმან მისმან მუნ. იალონად წოდებულს მთასა ზედა აღშენებულ არს ციხე, რომელი აღაშე- ნა მეფემან ფარნაჯომ. ჯვარის მონასტერი აღაშენა გურამ კურატპალატმა 39 მეფემან, სადა დაასვენა წმიდამან ნინა ჯვარი. გიშის წყალი გამოსდის კავკასს, კულმუხსა და ჰერეთსა შორის, და მოსდის გიშამდე ჩრდილოდამ სამხრით, მერმეთ აღმოსავლიდამ დასავლით. ხორანთას ზეით ალაზანს ერთვის წყალი ფიფინეთისა; გამოსდის იმავ კავკასსა, მოსდის ფიფინეთამდე ჩრდილოდამ სამხრით, მერმე აღმოსავლეთით 1-41 სტრ., 140 დასავლეთად, მერმე ჩრდილოდამ სამხრით. ხოლო მთის ძირს არს ფი- ფინეთი, სადა დასხნა 5 მეფემან ლეონ, ლეკნი, რომელსა აწ უწოდებენ ჭარსა. ბოეთანს ერთვის ალაზანს ბელექანის წყალი. ბელექნის წყალი გამო- დის სუნზახს და ამას შორის კავკასს, მოსდის დასავლეთად აღმოსავლეთი- დამ. აქა, მთის კალთას, არს ციხე მაკაბელი და სასახლე მეფეთა, რომელსა ეწოდა პირველ ნოხპატო. აქა აღაშენა ორმოცდა მეოთხემან მეფემან არჩილ ციხე და ეკლესია შვენიერი, უგუმბათო. ბოდბის ეკლესიასა შინა არს დამარხული წმინდა ნინა. ხოლო საფლავი ამისა აღაშენა და შეამკო 25 მეფემან ბაქარ. ხირსის მონასტერი ჰყო 13 მამათაგანმან სტეფანე, და დაფლულ არს მუნ. მაჭის წყლის ჩრდილოთ არს ველსა ზედა ციხე ლაკვათისა, რომელი აღაშენა 44 მეფემან არჩილ, და აწ ლაგოეთად წოდებული. ამან მეფემან აღაშენა საძმორის ციხე და ეკლესია. ნეინის წყალი გამოსდის ლეკეთით და მოერთვის ალაზანს საძმორის ციხეს ზეით. ბედიყრის წყალს ზევით არს სტეფან-წმინდა, მამა ეფთვიმისა- გან აღშენებული. ალაზანს ერთვის ბედიყრის წყლის შესართავს ზევით გავაზის წყალი და გამოდის დიდოეთს შორის კავკასსა. ყვარელის წყალს ზევით არს მთასა შინა ნეკრესი, 4 მეფისა ფარნაჯო- მისაგან აღშენებული ქალაქად, და შემდგომად მეფემან თრდატ აღაშენა ეკლესია გუმბათიანი, და აქა დაფლულ არს წმინდა აბიბოს. ჭე- რემს აღაშენა ეკლესია გუმბათიანი გორგასალმან. გრემს არს ეკლესია გუმბათიანი მთავარ-ანგელოსისა, და არს 5 მეფე ლეონ დაფლული მას შინა. ამ გრემის წყლის შესართავს პირისპირ მოერთვის ალაზანს დასავლე- თიდამ აკურის ხევი, რომელი გამოდის გომბორის მთას. გულგულა, რომელსა ეწოდა ტყეტბა, ესე ხევი არს საზღვარი ჰერეთისა და კახეთისა. ამ ხევის თავზედ არს მთაშიდ შუამთას მონასტერი კეთილი, გუმბათიანი, რომელი აღაშენა 5 მეფის ლეონის ცოლმან, გურიელის ასულ- მან თინათინ და დაეფლა მუნ. თელავი აღაშენა სასახლედ კვირიკე პირველმან, გამეფებულმან კახეთს და ჰერეთს. იყალთო არს მონასტერი გუმბათიანი, აღშენებული 13 მამათაგანისა წმინდის ზენონისი, და დაფლულ არს მუნ. შტორის ხევი მოერთვის ალაზანს, რომელი გამოსდის თუშეთს. თორ- ღის ციხის მახლობელ არს ლალისყურის ციხე, რომელსა უწოდებენ ნახჭე- ვანს. ალავერდი აღაშენა გუმბათიანი 13 მამათაგანმან წმინდამან იოსებ, და დაფლულ არს მუნვე. დაიქცა ძვირითა და როსტომ იწყო და არჩილ შეა- სრულა. 1-42 სტრ., 141 ალავერდის ზეით ერთვის ალაზანს ახმეტის ხევი, რომელი გამოსდის კახეთის მთას.

თ ა ვ ი 10

შემდგომად განყრილებისა საქართველოს სამეფოჲსა იქმნენ კახეთსა ში- ნა მეფედ და მთავრად, რომელთა ღირსხსოვნისასა სახელებთა აღვსწერ აქა თვისითა ქორონიკონებითა და რომელთამე დაუტევებთ არა საჭიროებისა- თვის, და ვრცლად იხილეთ დიდსა ქართველთ ცხოვრებასა შინა. პირველად იქმნა კახეთს მთავრად გრიგორი. შემდგომად იქმნა ვაჩე ქო- ბულის ძე. ამის შემდგომად - სამოელ დონაური, და ესრეთ ისხდენ მთავარნი სხვა და სხვანი 9, ვიდრე დაწესებამდე კახეთს მეფობისა. პირველად გამეფდა კახთა ზედა კვირიკე, კაცი ფრიად საქებელი, შთა- მამავლობა-გვარად არელმანელი, რომელსა იტყვიან ამის შთამომავლობას კახთა მპყრობელთაგან. ხოლო კაცი ესე სახელოვანი მოიკლა ერთის ოვსისაგან ღალატით წელს ქრისტესით 1300. დაჯდა კახეთს მეათე მეფე გიორგი, რომელმან მოჰკლა მამაჲ თვისი ალექსანდრე, ყოვლითურთ სათნო კაცი, და აღმოხდა ძმათა თვისსა დიმი- ტრის თვალნი. ხოლო ესე გიორგი მოკვდა არა კეთილად, რომელსა უწოდ- დენ ჰავ-გიორგის. და ამის წილ გამეფდა ძე ამისი ლეონ, რომელმან შეირთო ცოლად მამიას გურიელის ასული თინათინ. და მოკვდა ლეონ წელს ქრისტესით 1574, სავსე სიბერითა. ესე ლეონ იყო კაცი სახელოვანი და შემმატებელი კახეთისა. დაჯდა მეფედ ძე ამისი ალექსანდრე, კაცი ესე არცა სრულიად საქებელი და არცა სრულიად საგიობელი. ასული ამა მეფისა ნესტარ-დარეჯან ჰყვანდა მეუღლედ მანუჩარ დადიან- სა. ხოლო შობასა ზედა ლეონ დადიანისასა მოკვდა ნესტან-დარეჯან, და ლეონ ყრმა, ობლად დაშთომილი დედისაგან, წარმოიყვანა პაპამან მისმან და ზრდიდა თვით. და შემდგომად აღზრდისა წარიყვანა მამამან მისმან მანუჩარ ლეონ, შვილი თვისი. ხოლო ესე ალექსანდრე, მეფე კახეთისა, და შვილი თვისი გიორგი, ორნივე, მამა და ძმა მოჰკლა კოსტანტინემ გამახმადიანებულმან შააბაზ ყაე- ნის მცბიერებითა. ხოლო ალექსანდრეს ძესა დავითს ჰყვანდა ცოლად ასული აშოთანისა ქეთევან. ხოლო ესე აშოთან იყო სანდო და თანგანმზრახი მეფისა ქართველ- თასა. ხოლო ქმარი ქეთევანისი მომკვდარ იყო უწინარეს მამისა თვისისა ალექსანდრესა. და ოდეს კოსტანტინემ მოკლა მამაჲ თვისი, მაშინ ესე რძა- ლი თვისი ქეთევან მოინდომა ცოლად. გარნა არა ჯერმჩინებელმან ამის განზრახვისმან ქეთევან შემოიკრიბა რამოდენიმე კახნი. და ოდეს სცნა ესე კოსტანტინემ, წარვიდა სპითა, რათა ძალით შეიუღლოს ქეთევან. და ოდეს მოვიდა კოსტანტინე, ეწყვენ სპანი ქეთევანისანი და მოკლეს კოსტან- ტინე. 1-43 სტრ., 142 ამის შემდგომად ქეთევანმან დასვა მეფედ ძე თვისი თეიმურაზ, ძე და- ვითისა და ძის ძე ალექსანდრესი. ამან შეირთო ცოლად ასული გურიელისა მამიასი ანნა. ესე თეიმურაზ იყო მხნე ბრძოლასა შინა. ესე გარდააგდო მე- ფობიდგან შაჰაბაზ. და წარვიდა სტამბოლს ხვანთქართან, გარნა ვერ მწე ეყო ხვანთქარი. ოდეს უსამართლობდა შაჰაბაზ თეიმურაზსა ზედა, მაშინ წარვიდა დე- დოფალი ქეთევან მოსამშვიდებელად შაჰაბაზისა და წარიტანა ორნი ძის ძენი თვისნი. გარნა მან უწყალომან მხეცმან ორნი ძენი თეიმურაზისანი გა- მოასაჭურისნა და დედოფალი ქეთევან აწვია დატევებად ქრისტესა, გარნა ქეთევან არა ინება, და აწამეს ქრისტესთვის, ვითარ მოგვითხრობს მარტი- რიკა მისი წელს ქრისტესით 1624. ხოლო თეიმურაზ შაჰაბაზისაგან განძებული მოვიდა ლეონ დადიანისა თანა ზუგდიდს და მან უმასპინძლა სამაგალითოდ და ღირსსახსოვრად. და შემდგომად წარვიდა რუსეთად ალექსი ხელმწიფესა თანა, სადა დიდის პატი- ვით შეიწყალა, გარნა შეწევნისა პირი ვერ აღუთქვა . და წარმოვიდა. მერმეთ წარვიდა შაჰაბაზ ყაენისა თანა. და შაჰაბაზ აიძულებდა დატევე- ბასა ქრისტესსა. და თეიმურაზ არა უსმინა. და შეიპყრა და პატიმარ ჰყო ასტარაბადს. და მუნ მიიცვალა წელს ქრისტესით 1664. და წარმოიღეს გვამი და დაფლეს ალავერდს. შემდგომად ამისა იქმნა დიდი აღრეულება და იპყრობდენ კახეთსა ხან მეფენი კახთანი და ხან ყიზილბაშნი, და იქმნებოდენ მეფისა ნაცვლად ხანნი. დაჯდა კახთა ზედა მეფედ დავით, და იყო მახმედიან, რომელსა ეწოდა იმამყული-ხან, რომელიცა დიდმორწმუნე იყო და მოყვარული მაჰმადიანობისა. ამის ჟამშიდ დიდათ არბევდენ ლეკნი კახთა. ესე იმამყული-ხან წარვიდა სპარსეთად და კახეთს დაუტევა გამგებელად ძმა თვისი თეიმურაზ, რომელსა მოუყვანა ცოლად ქართველთ მეფისა ვახტანგის ასული თამარ თეიმურაზს. ხოლო კვალად მოვიდა იმამყული-ხან (ესე იგი დავით) და მეფობდა კახ- თა ზედა ლეკთაგან კირთებით დიდათ შეწუხებული. და მოკვდა წელს ქრის- ტესით 1722. წარიღეს და დაფლეს ყუმს. შემდგომად ამისა გამეფდა ნებითა ყაენისათა მაჰმადყული-ხან, ძე ერეკლე მეფისა, ნებითა ყაენისათა. და იყო ესეც მაჰხმედიან და მოყვარული მაჰმედ- იანობისა. ამის ჟამშიდ მიიღო ერევანი ყაენმან და ქმნა სპარსთ მეფისა სამ- ფლობელოდ, რომელიცა იყო სამფლობელო ქართველთ მეფისა. ამის მეფობის ჟამშიდ დაიპყრეს ლეკთ კახეთი და ყვეს სრულიად მაჰმედიან და დაუდგინეს მოლებნი. ხოლო მეფე მაჰმადყული-ხანი იყო ხიზნათ ქსანსა შინა, და შემდგომად კვალად დაიპყრა კახეთი. ხოლო ჟამსა ამას ჩამოვიდა უსუფ-ფაშა ოსმალისა და მოჰკლა ღალატით მაჰმადყულ-ხან წელს ქრისტესით 1729. ხოლო მეფედ იქმნა კახთა ზედა თეიმურაზ, ძმა იმამყულ-ხანისა. ესე თეიმურაზ შეიპყრა ხანმან სპარსეთისამან, თბილისს მყოფმან, და წარუგზავ- ნა ყაენსა. ხოლო ყაენმან მოაყვანინა ძე თვისი ერეკლე და ასული თამარ. ერეკლე დაიყენა მასთან მსახურ-ყულად და თამარ მისცა ძმისწულსა თვისსა ცოლად და თეიმურაზ განუტევა კახეთად. 1-37 სტრ., 143 ხოლო თეიმურაზს და ძესა მისსა ერეკლეს ერთგულებისათვის მისცა შაჰნადირ ქართლისა მეფობა თეიმურაზს და კახეთისა ძესა მისსა ერეკლეს წელს ქრისტესით 1744. ხოლო შემდგომად სიკვდილისა თეიმურაზისა იქმნა მეფედ ერეკლე ქარ- თველთა და კახთა ზედა, რომელიცა აღვწერეთ საქართველოჲსა მეფობისა აღწერასა შინა ყოველნივე საქმენი მისნი; და იქმნა ესთა, ვითა მუნ აღწე- რილ არს. ხოლო ერთმთავრობისა განყრილებიდამ იქმნენ მთავარნი და მეფენი კახეთსა შინა 29. ხოლო ესეცა აღწერა ხამს. ვინათგან განიყო მეფობა საქართველოჲსა სამად: ქართლისად, იმერეთისა და კახეთისად - მეფენი ქართლისა და კახე- თისანი იქმნებოდენ მეფედ ნებითა და ბრძანებითა სპარსთა ჴელმწი- ფისათა (ესე იგი ყეინისათა).

თ ა ვ ი 11

აღწერა ოვსეთისა შემოკლებულად: საჩინოთა მდინარეთა, სოფლებთა და შენებულებათა. ოვსეთის საჩინოთა ადგილთა ეწოდების ესენი: ჩიმი, თაგაური, ქურ- თაული, ვალაგირი, ფაიქომი, დიგორი და ბასიანი. ხოლო ოვსეთსა შინა წარჩინებულნი გვარნი ესენი არიან: ბასიანი, ბა- დელიძე, ჩერქესის ძე, თაგაური, ქურთაული, სიდამონი, ჭახილის ძე. წყალნი არიან ესენი: ხევის ბოლოს არს ლაზური; მას ქვევით არს -ჯარიეხს არაგვს მიერთვის ქისტ -ძურძუკის წყალი; მას ქვევით არს ხეთა- ძე; თაგაურის მდინარე სდის კავკასიდამ, სიგრძით არს ხოხიდამ ჩერქეზამდე და შეერთვის არაგვსა; თაგაურს ერთვის ჩიმითის წყალი; თაგაურს მოერ- თვის კიდევ ყაბანს სხვა ხევი; ქურთაულის წყალი გამოსდის ხოხის მთას და გამოსჭრის ჩერქეზის მთას და შეერთვის ლომეკს (ესე იგი თერგს); ვა- ლაგირის წყალი გამოსდის ხოხის კავკასსა (ამას ზედა სახლობს ხსენე- ბული ბაღათარ ჭახილონი ); ჟღელის წყალი გამოსდის კედლის კავკასს ; კასრის ქვემო არს ზრამაგა და ჟღელის წყლების შესართავს შუა ციხე დიდი, თამარ მეფაისაგან აღშენებული; ნარის ხეობის წყალი გამოსდის ხოხის კავკასსა; ზახის ხეობის წყალი გამოსდის თრუსოს და ზახის შორის კავკასსა და მიერთვის ზრამაგის წყალსა; რიონი გამოსდის ღებისა, გლოლისა და დიგორის შორის კავკასსა და ჩასდის ჩერქესსა და მიერთვის ლომეკსა. ამავე კავკასს გამოსდის აქეთ ესე რიონი და იქით რიონი იმერეთისა.

ბოლოსიტყვაობა

ხოლო ესე ოვსეთი, რომელი აღვსწერეთ, ამათ შინა არს მრავალნი შე- ნებულებანი, ციხენი და ეკლესიანი, რომელი თვით მეცა მიხილავს, გარნა 1-38 სტრ., 144 არა უწყი სახელნი აღმშენებელთანი და ამისთვის არცა ისინი აღვსწერეთ ადგილობით, სადა არიან აღშენებულ. ნიკოლაჲ დადიანოვი პირველი .

თ ა ვ ი 12
აღწერა შემოკლებული სამცხე-საათაბაკოსი

საჩინოთა ადგილებთა, მდინარეთა და შენებულებათა და საზღვრისა.

ხოლო სიგრძე ქვეყანისა ამის არს ქართლის საზღვრიდამ ქართ- ლის ყელამდე, ბაიბურდისა, ჭანეთის საზღვრამდე; განი დევაბოინისა და ირიჯლუს და ყალნუს მთებიდამ ღადოსა და გურიის მთამდე და ზღვამდე.

და მზღვრის ქვეყანასა ამას: აღმოსავლით საზღვარი ქართლისა, რომელი აღვსწერეთ, და მთა ყარსისა არტან-კოლასა და ყარსს შორისი; სამხრით მთაჲ წინ ხსენებული, სომხით-ქართლის საზღვარი, რომელი დღეს ისახელების ირი- ჯლუსა და დევაბოინის მთად; ჩრდილოთ მზღვრის მთაჲ ღადო, ანუ ფერ- სათი, და მთა აჭარა-გურიის შორისი და ზღვაჲ პონტოსი; დასავლით მთაჲ აზრუმისა, ეზინგისა და საქართველოს ყელს შუა წავლილი ანუ რკინისა პა- ლოსი და მისრული ზღვამდე. ესე სამცხე-საათაბაკო შეიქმნენ მაჰმედიანად წელს ქრისტესით 1626. ამა ქვეყანასა შინა არიან მდინარენი უდიდესნი მტკვარი და ჭოროხი. მტკვარს მიერთვის ყოველნი მდინარენი სამცხისა. ჯავახეთისა, კოლა-არტანი- სანი. ჭოროხს მიერთვის სრულიად კლარჯეთის მდინარენი, თვინიერ ჭანეთი- სა. მტკვარი გამოსდის კოლას ზეით არსიანის მთას და აწ წოდებულსა ყალ- ნუს და ყარსის მთასა და მისდის ვითა საქართველოს აღწერასა შინა იხი- ლავთ. ქვაბის ხევი გამოდის ფერსათის მთიდამ. და ამ ხევის დასავლით მტკვრის კიდეზედ არს ციხე დემოთისა, რომელი აღაშენა სუმბატ ბივრი- ტიანმან . თიხრევის ხევი გამოდის კოდიანს . თიხრევის ხევს ზეით, მტკვრის კიდეზედ, სამხრით არს აწყვერის ციხე-ქალაქი და ეკლესია დიდი, გუმბათია- ნი, ღვთისმშობლისა. ხოლო კვანჯღას ზევით განიყოფება ახალციხის წყალი ოთხ მდინარედ და ეწოდების თვის-თვისნი სახელნი. ამ ახალციხის წყალს მოერთვის ოლდამის ხევი, ამ ხევს ზეით ერთვის ჰურიებთან ბორჯომის ხევი. და აქ არს ახალციხე და ქალაქი, რომელსა პირველ ეწოდა ლომსია. ოცხის წყალი გამოსდის ფერსათს ახალციხის წყალს კვანჯღას. პანტოვა- ნის ხევს ზევით, მთის ძირშიდ არს ოძრახეს ციხე, რომელი აღაშენა ოძრა- ხოს. ბოცოს წყალი გამოსდის გურიისა და აჭარის მთას. ბოცოს წყალს ზეით არს დიდშენი სასახლე თამარ მეფაისა და აწ ოხერ არს. ფოცხოვის ხევი გამოსდის ერუშეთსა და მის შორის მთასა. ღრელის ხევზედ არს ეკლესია საფარა, დიდშენი, სადა იყო სასაფლაო ათაბაკთა მაჰმადიანობადმდე. ქარზამეთის ზეით არს მონასტერი ვარძიისა, კლდესა 1-35 სტრ., 145 შინა გამოკვეთილსა, აღშენებული 63 გიორგი მეფისაგან და შესრულებუ- ლი თამარ მეფაჲსაგან. და დაფლულ არიან აქა 61 მეფე გიორგი, 75 მეფე კონსტანტინე და სხვანიცა.

ბოლისიტყვაობა

ხოლო რომელი აქამომდე აღვსწერეთ, ეწოდების სამცხე. ხოლო ამას შინა მრავალნი არიან შენებულებანი ციხე ქალაქთა და ეკლესიათანი, რომე- ლიცა თვით მიხილავს, გარნა ვინათგან არა ჩნდა აღმაშენებელთა სახელნი, არღა აღვსწერეთ.

აწ ვიწყოთ ჯავახეთის აღწერას, რომელი ესეც საათაბაკო არს. 

ჯავახეთს გამოსდის მტკვარი და მიერთვის ხსენებულს დიდს მტკვარს- და არს ამა მტკვარისა საშუალ ხერთვისი. და ესე ჯავახეთის მტკვარი გამოსდის ფანავრის ტბას. კარწახის ტბას მოერთვის წყალი ფოსოსი, რომელი გამოსდის ყარსის მთას. ამა წყალზედ არს შვენიერი ეკკლესია გუმბათიანი, რომელი აღაშენა მეფემან მირდატ გორგასლის ძემან. გოკიის წყლის შესართავს ზეით ჯავახეთის მტკვარზედ, სამ- ხრეთისაკენ კიდეზედ არს წუნა, ციხე-ქალაქი, რომელი აღაშენა ჯავახოს, მცხეთოსის ძემან და მერმეთ სომეხთ უწოდეს ქაჯთა ციხე. ამის ზეით, ხრამის თავს, მინდორზედ სამხრეთისაკენ არს კუმურდოს ეკლესია გუმბათიანი, რომელი კონსტანტინე კეისარმან მირიან მეფისა ზე აღაშენა. ახალქალაქის წყალი გამოსდის აბოცის დაბის მცირე ტბას და შემოერთვის მუნვე მცირე ხავეთის ტბას. ხოლო ახალქალაქი დარღვეული, აღაშენა მეორედ შავშეთის ბეგამან.

აწ აღწერა ერუშეთისა-ესეცა საათაბაკო არს

ერუშეთის მდინარე გამოდის ერუშეთს და ფორჩხის ხევს შორის მთას. ამ წყალზედ არს სამღერეთი, სადა აღაშენა ეკლესია გუმბათიანი დი- დმან კონსტანტინე კეისარმან. ხოლო სამღერეთისა და ერუშეთის წყლის შესართავს ზეით არს არტანის ქალაქი მცირე, რომელი აღაშენა ჯავახოს ძემან მცხეთოსისამან. ხოლო არტანისა და კოლის საზღვარს ზეით არს, მტკვრის კიდის დასავლით მცირე ქალაქი კოლა. ბოლოსიტყვაობა ამას შინა არიან მრავალნი შენებულებანი, გარნა არა ჩნდა სახელი აღმშენებელთა და ამისთვის დაუტევე.

აღწერა კლარჯეთისა, რომელი ესეცა საათაბაკო არს.

კლარჯეთს გამოსდის მდინარე ჭოროხი, რომელი გამოსდის ირიჯლუს მთასა და მიერთვის ბათომს ქვეით შავსა ზღვასა. ამა ჭოროხს მოერთვი 1-39 სტრ., 146 აჭარის წყალი, კიდევ მოერთვის ჭოროხს ფორჩხის ხევი და ამა ფორჩხის ხევს მოერთვის ჭანეთისა და ისპირის მთიდამ ხევნი. კვალად ჭოროხს მოერ- თვის ანაკერტის ხეობა, კიდევ ჭოროხს მოერთვის შავშეთის მდინარე. ამ შავშეთის წყლისა და ანაკერტის შორის, ჭოროხის აღმოსავლით აჭარის მთის კალთასავე არს მონასტერი ნათლის-მცემელისა, სადა ესვენა ჴორხი ნათლის-მცემელისა . და იყვნენ ამა მონასტრის შემდეგნი თორმეტნი სხვანი მონასტერნი, რომელნიცა ქებულ არს შენებისა ხელოვნებითა, რომელი აღა- შენა მეორედ გურგენ აშოტ დიდის კურატპალატის ძემან და დაეფლა თვით მას შინა. ხოლო სახელი მონასტრისა მის - ოპიზა. ხოლო ჭილოვნის ხევის სამხრით სახლობს აწინდელი შავშეთის ბეგი. ტბეთს არს ეკლესია გუმბა თიანი. ესე აღაშენა აშოტ კუხმან ბაგრატოვანმან. ამის პირდაპირ არს ციხე თუხარისი, რომელი აღაშენა პირველ ოძრახოს, ძემან მცხეთოსისამან . არა- მედ 26 მეფემან მირდატ ეკლესია ციხესა შინა. არტანუჯის წყალი მოერთვის ჭოროხს, რომელი გამოდის ქვაყრილის მთასა. და ამა წყალზედ არს არტანუჯის ქალაქი, რომელი აღაშენა გორგა- სალ, დააქცია ყრუმ და განაახლა აშოტ კურაპალატმან და აღაშენა მუნ ეკლესია პეტრე-პავლესი, მოკლეს მუნ და დაფლეს მას შინა. კვალად აქა აღაშენა გორგასლან სამნი მონასტერნი: მერისა, შინდობისა და ახიზისა. ბანას, რომელსა უწოდებენ ფანაქსს, აქ არს ეკლესია გუმბათიანი, რომელი აღაშენა მეფემან ადარნასე, და დაფლულ არს მეფენი. ოლთისი არს ჭოროხის აღმოსავლით კიდეზედ ქალაქი; ესე არს მეორე სამყოფი ათაბაგისა. თორთომის მდინარე გამოსდის დევაბოინის მთას და მიერთვის ისპი- რის მდინარესა. შიფაქლუს მთის კალთას არს ეკლესია ხახულისა ღვთის მშობლისა, დიდი, გუმბათიანი. ესე აღაშენა დავით კურაპალატმან, ბაგრატ მეფის მა- მობილმან. კვალად აქ არს ეკლესია ფრიად შვენიერი, რომელი აღაშენა 48 მეფემან დავით. ამათი ხატნი არიან გელათს, რომელი შეამკო დავით აღმაშენებელმან და მერმეთ თამარ მეფემან. გურჯი-ბოღაზის ხეობა ანუ საქართველოს ყელის: ოდეს ოსმალთ დაი- პყრეს აზრუმი, მაშინ უწოდეს გურჯი-ბოღაზი . და გამოსდის დევაბოინის მთას და ესე არს საზღვარი ბაიბურდის მთამდე საქართველოჲსა და ბერ- ძენთა. ბაიბურდის ქვეყანას გასდის მდინარე ისპირის და ამ წყალზედ არს ქალაქი ბაიბურდი. ხოლო ჭანეთის მთიდამ ჩამოვარდების ერთი მცირე მთა კნინღა ზღვამდე და ესე არს საზღვარი საქართველოჲსა და საბერძნეთისა და აქა არს რკინის- პალო. აქა აღაშენა მეფემან არჩილ მოწამემან ციხე შემდგომად ყრუს მოსვლისა (ვეჭუ რიზა იყოს ციხე იგი). 1-41 სტრ., 147 [ბოლოსიტყვაობა] ეს არის აღწერა საჩინოებთა ადგილთა მდინარეთა და შენებულებათა სამცხე-საათაბაკოსი. ხოლო ამა სამცხე-საათაბაკოსა შინა არიან მრავალნი შენებულებანი ეკლესია -ციხეებთა, გარნა არა უწყოდით სახელი აღმაშენე- ბელთა და ამისთვის არცა ისინი აღვსწერეთ. თ ა ვ ი 13

ცხოვრება სამცხე -კლარჯეთისა შემოკლებულად აღწერილი

პირველად იქმნა მპყრობელი სამცხე-საათაბაკოსი სარგის ჯაყელი და მანამდის ეპყრნესთ ბაგრატიონთა. მოკვდა სარგის ჯაყელი წელს ქრისტესით 1285. და შემდგომად დაიპყრა ძემან მისმან ბექა სამცხე-საათაბაკო და გან- დიდნა ფრიად, რამეთუ ასული ბექასი შეირთო ცოლად იმპერატორმან სა- ბერძნეთისამან. ხოლო ბექა ყოვლითა სიკეთითა აღმატებული გარდაიცვალა წელს ქრისტესით 1306. და დასვეს მეფისა ბრწყინვალისა გიორგის შემწეო- ბითა შვილისშვილი ბექასი ყვარყვარე. ხოლო ვიდრემდის იყვნენ ყმობასა შინა ქართველთ მეფეთასა ათაბაკნი, სარგის ჯაყელიდამ გამოიცვალნენ ათაბაკნი 8, და ოდეს იქმნენ თავისუფალ და მიუღეს თავნი მათნი მეფეთა ქართველთასა, ამის შემდგომნი აქა აღწერილ არიან სახსოვართა ათაბაკთა ცხოვრებანი. ხოლო ამან ზემოხსენებულმან ყვარყვარე გამოახვა თავი თვისი საქარ- თველოჲსა მეფისა ყმობისაგან და იქმნა თავისუფალ მთავრად. ხოლო ამან ყვარყვარემ თავს დასხმითა შეიპყრა მეფე გიორგი. გარდაიცვალა ყვარ- ყვარე წელს ქრისტესით 1466. დაჯდა ათაბაგად ძე ყვარყვარესი მანუჩარ. ამის ხელშიდ აღიღო ყაენმან ახალქალაქი, ახალციხე და აწყვერი და წარიღო აწყვერისა ღვთის მშობელი. ხოლო დაიხსნა მანუჩარმა ხატი დიდ ვერცხლად და დაასვენა კვალად აწყვერ- სავე. და შემდგომად გარდაიცვალა მანუჩარ წელს ქრისტესით 1487. დაჯდა ათაბაკად ყვარყვარე, ძე მზეჭაბუკისა. ამას მოუხდა მეფე ბაგრატ იმერეთისა შემწეობითა დადიან-გურიელისათა და შეიბნენ მეფე და ათაბაკი და სძლია ათაბაკსა და შეიპყრეს. და პატიმარ ჰყო მეფემან ათაბაკი ყვარ- ყვარე. ხოლო შემწეობისათვის მისცა მეფემან გურიელსა აჭარა და ჭანეთი. და საათაბაგო დაიპყრა მეფემან იმერეთისამან ბაგრატ. ხოლო შემდგომად მიუღეს საათაბაკო მეფესა ბაგრატს ოსმალთა და ჰყვეს ათაბაგად ძე ყვარყვარესი შეყპრობილისა ქაიხოსრო. ხოლო ჟამსა ამას შეიპყრა მეფემან ბაგრატ ლეონ დადიანი და პატიმარ ჰყო. ხოლო ამან ქაიხოსრო ათაბაგმან შეუჩინა ხოფილანდრე ჩხეიძე და გა- მოაპარა ლეონ დადიანი და წარიყვანა გურიით და გურიელიცა მწე ეყო და დასვეს კვალად დადიანად ლეონ. ხოლო ლეონ დადიანმა ამა ქაიხოსრო ათა- ბაკის ძესა ყვარყვარეს მისცა ცოლად ასული თვისი მარეხ და მეორესა ძესა მისსა მოუყვანა გიორგი გურიელის ასული როდამ. გარდაიცვალა ქაიხოსრო ათაბაგი წელს ქრისტესით 1573. ხოლო ამა ყვარყვარეს დარჩა სამნი ძენი: ყვარყვარე, მანუჩარ და ბექა. 1-43 სტრ., 148 და დაჯდა ყვარყვარე ათაბაკად, გარნა მრავლისა ჭირისათვის, რომელი უყვეს ოსმალთა, ყიზილბაშთა და ქართველთა, ამისთვის წარვიდა წინაშე ხვანთქრისა და ხვანთქარმან შეარკინა დიდსა და სახელოვანსა ფალავანსა და დასცა იგი. და ამისთვის მიებოძა ათაბაკობა და არცაღა აწვია მახმედია- ნობად, ვინათგან უწინარესნი ათაბაკნი გამახმადიანებულნი მოიღებდენ ათა- ბაკობასა მის ჟამიდამ, ოდეს შეიქმნენ ყმანი ოსმალთ იმპერატორისანი. მოვიდა ყვარყვარე და დაიპყრა ყოველი საათაბაკო. მოკვდა ყვარყვარე და იქმნა ძმა მისი მანუჩარ ათაბაგად და შეირთო ცოლად საქართველოს მე- ფის სიმონის ასული ელენე. ათაბაკობდა მანუჩარ ჟამ-რაოდენმე და მოკვდა. ხოლო ძმა ყვარყვარესი და მანუჩარისი ზემოხსენებული ბექა იყო ოს- მალთა შინა და ცხოვრობდა. ხოლო შემდგომად სიკვდილისა მანუჩარისა მოიყვანეს ძე მისი, მანუჩარ- ვე სახელი მისი, რომელი იზრდებოდა ყეინთა თანა, და დასვეს ათაბაკად ბრძანებითა ხვანთქრისათა, და ხვანთქარმან მიუბოძა ათაბაკობა. ხოლო მო- მავალსა გზასა ზედა დახვთა ბიძამისი, ზემოხსენებული ბექა, და აწვია და დიდათ პატივსცა, გარნა საჭმელსა შინა შეურთო სამსალაჲ და მოჰკლა განზრახვითა ოსმალთათა. და ბექა წარვიდა წინაშე ხვანთქრისა სტამბოლს და იქმნა მაჰმადიან, და უბოძეს ათაბაკობა და ორთუღიანი ფაშობა და წარმოავლინეს საათაბა- კოსა შინა. და ამ ჟამიდამ იქმნა მაჰმადიანობა ათაბაკთა წელს ქრისტესით 1625. და უწოდეს ბექას საფარ ფაშა წელს ქრისტესით 1635. იქმნა ძე ამისი უსუფ ფაშა და მოკვდა. ხოლო შემდგომად ამისა იქმნა ძე ამის როსტომ ფაშა და დაიპყრა საათაბაკო და მოკვდა. იქმნა ფაშად ასლან, როსტომის ძე, ნებითა ხვანთქრისათა. ხოლო ესე აწუხებდა და ლაშკვრიდა იმერეთსა. ხოლო ამას მოჰკვეთეს თავი ნებითა ხვანთქრისათა კვაცხუთს, ჯარათ მყოფს, თუ რასთვის აღიღო ქრთამი მე- ფეთა იმერთაგან, და ამისთვის მოჰკვეთეს თავი. იქმნა ფაშად უსუფ, ძე ასლანისა. ამან მოჰკვეთა თავი გურიელსა ქაი- ხოსროს და დასვა ძმა მისი მამია გურიელად. ამის ჟამშიდ გამრავლდა მაჰ- მადიანობა, შეიწრდა ქრისტიანობა და ესევითარსა ჟამსა მოკვდა უსუფ ფა- შა. ხოლო იქმნა ფაშად ძმა უსუფ ფაშისა და შვილი ასლან ფაშისა ფაშად და მოკვდა. იქმნა ფაშად ძე უსუფ ფაშისა ისაყ ფაშად. და იყო ამა ფაშებთაგან დიდი კირთება და ოხრება. შთავიდა ესე ისაყ ფაშა იმერეთსა და გააკეთა ციხე ბაღდადს და დააყენა იენგიჩარნი და წარვიდა ახალციხეს, მოე- წინენ იმერნი და მოსწყვიდნეს მრავალნი და თვით ისაყ ფაშა დაკოდეს, კოლის ფაშა მოჰკლეს, და გარდარჩენილნი წარვიდენ სირცხვილეულნი. ხოლო ამა ისაყ ფაშასა ეპყრა ძალითა და ბრძანებითა ხვანთქრისათა რაოდენსამე ჟამს ქართლი, კახეთი და იმერეთი, და გამოჩენისა ჟამსა თამაზ ხანისასა მიუღეს, და ისაყ ფაშა მართვიდა საათაბაკოსა და იმყოფებოდა მუნ. ხოლო შემდგომი არღა უწყოდი, რათა აღმეწერა, ვინათგან არცა მახ- სოვდა, თუ დედანშიდ აღმომეკითხოს და მე უსმენელ ვიყავ და ამისთვის დავიდუმე. 1-39 სტრ., 149 ხოლო ოდეს განთავისუფლდენ მეფეთა ყმობისაგან ათაბაკნი და შეიქმ- ნენ თავისუფალ მთავრად, თვინიერ ხვანთქრის ყმობისა, მის ჟამიდამ მახმე- დიანობადმდე ისხდენ ათაბაკნი 10 და მახმედიანობითგან ისხდენ ვიდრე ისაყ ფაშამდე 11, ხოლო სარგის ჯაყელიდამ ვიდრე ისაყ ფაშამდე სრულიად ათაბაკნი ისხდენ 29. და ესრეთ შემოკლებით დავასრულე ცხოვრება სამცხე-საათაბაკოსი. თ ა ვ ი 14 ა

აღწერა იმერეთისა საჩინოთა ადგილთა, 

მდინარეთა და შენებულებათა შემოკლებულად

იმერეთი ეწოდება ცხენის წყლიდამ ვიდრე ლიხის მთამდე. აქა იმერეთსა შინა არს მდინარე სხვათა უპირატესი რიონი და ამას მიერთვიან ყოველნი მდინარენი იმერეთისანი. ესე გამოსდის სვანთა, დიგორისა, ბასია- ნისა, რაჭისა შორის კავკასსა და მიერთვის მეორესა რიონსა. ცხენის წყალი გამოსდის ლეჩხუმისა და სვანეთისა შორის კავკასსა და მიერთვის რიონს საჭილაოს, ილორს, და უწინარეს მიერთოდა ტყვირს. ხანის წყლის აღმოსავლეთით და ყვირილას მდინარის სამხრით ფერსა- თის კალთას არს დიმი, სადა პირველმან მეფემან ფარნავაზ აღაშენა ციხე მტკიცე. ყვირილა გამოსდის ერწოს ტბას. და მოერთვის ყვირილას ცუცხვათის ხევი, სადა არს ციხე ცუცხვათისა, რომელი შეთხრით აღიღეს ოსმალთა წელს ქრისტესით 1721. გაენათის ეკლესია აღაშენა მეფემან დავით ზედწოდებით აღმაშენებელ- მან. აქ არს ხატი ხახულისა ღვთის მშობელი. აქ არს ვარძიის ჯვარი. აქ არს რკინის კარი ზღუდისა, რომელი მოიტანა დავით აღმაშენებელმან დარუ- ბანდით. აქა ჰკიდავს ეკლესიისა ბჭესა კარი ერთის ვაზისაგან გამოთლილი. აქ არიან მეფენი დაფლულნი: დავით აღმაშენებელი, გიორგი, თამარ, ლაშა, რუსუდან, დავით და სხვანი. პირველად იყო გელათი მონასტრად და ბაგრატ ჰყო საეპისკოპოსოდ. ჩხარს იყო დიდი ქალაქი, გარნა მოოხრდა ლეონ მანუჩარის ძის დადია- ნისაგან. აქ არს ეკლესია წმინდისა გიორგისა. აქ ასვენია ჯვარი, რომელსა შინა მდებარებს ბეჭი მთავარ-მოწამისა გიორგისა, მარადის სასწაულ-მოქმედი. ესე ჯვარი პირველ იყო ყორანთას, შემდგომად სამცხეს, მერმე ატოცს და აწ აქა. შორაპანი აღაშენა პირველმან მეფემან ფარნავაზ, ქალაქი და ციხე. ხოლო შემუსრვილი აღაშენა გიორგი აბაშიძემ, გარნა მასვე შეამუსრვინეს ოსმალთა, და მერმეთ მისცა ზურაბ აბაშიძემ ოსმალთა, და იდგენ მას შინა იენგიჩარნი. და შემდგომად მოიყვანნა მეფემან იმერეთისამან სოლომონ პირველმან ალექსანდრეს ძემან რუსნი, აღიღეს და შემუსრეს, რომელი დღესაც შემუსრვილ არს. 1-39 სტრ., 150 მღვიმე არს აღშენებული კახაბერისა რაჭის ერისთავისაგან. ხოლო ამ მონასტრის დასავლით არს, ყვირილას გაღმა-გამოღმა კლდესა შინა, ქვაბნი სახიზრად ნაკვეთნი, რომელი ვერ აღიღეს ყრუს მოსვლის დროს; და დადგა ქვაბნი ესე და ციხე სვერისა, რომელ ვერ აღიღო ყრუმან მომსრველმან. გეგუთს ციხე-დარბაზი აღაშენეს თურქთა 57 მეფის გიორგის დროს. ქუთათისი აღაშენა პირველმან აფხაზთა მეფემან ლეონ და ჰყო ტახტად. ხოლო ციხე ქუთათისისა მისცა ოსმალთა სეხნია ჩხეიძემ წელს ქრისტესით 1666, და ეპყრათ მრავალ ჟამ. და შემდგომად იმერთა მეფემან სოლომონ ალექსანდრეს ძემან პირველმან ევედრა რუსეთის მპყრობელს იმპერატრიცა ეკატერინას, და წარმოუვლინა მხედრობა, და აღიღეს ციხე ქუთათისისა და შემუსრეს, რომელიცა დღესაც შემუსრვილ არს. აქა აღაშენა ეკლესია დიდი გუმბათიანი 56 მეფემან ბაგრატ და დასვა მწყემსი იმერეთისა და გურიისა. და დაფლულ არს აქა იგი აღმაშენებელი ბაგრატ მეფე 56 და 57 გიორგი. ხოლო შემუსრეს ოსმალთა ეკლესია ესე და წარიღეს სვეტნი მისნი სამცხეს და მარმარილონი წელს ქრისტესით 1692. რაჭას, ბარის წყალს ზეით, არს მთაშიდ მრავალძალს ეკლესია წმინდის გიორგისა და ჯვარი დიდი ოქროჲსა სასწაულმოქმედი. მას ეკლესიასა შეს- წირა შაბააზ ყეინმა ხრმალი ოქროდ მოჭედილი და შუბი, აწცა სძეს მუნ, არა თუ სარწმუნოებისათვის, არამედ ჰსცნან, რამეთუ ხრმალი მისი ჰკიდავნ მუნ. წესს ეკლესია ბარაკონად წოდებული აღაშენა რაჭის ერისთავმან რო- სტომ შოშიტას ძემან. უწერას ეკლესიასა შინა მკიდარებს კამარასა შინა ერთი ნაწნავი თმა, იტყვიან თამარ მეფაისასა . ბოლოსიტყვაობა ხოლო უმეტეს ამისა არღარა აღვსწერე აღწერასა შინა იმერეთისასა წყალთა, შენებულებათა და სხვათა, ვინათგან უწყით ჩვენ ყოველთა მას შინა მყოფმან.

აღწერა ოდიშისა შემოკლებული

ოდიშს მენგრელი ეწოდება ეგრისის გამო. საზღვარი ოდიშისა არს ცხენის წყალი, მერმეთ თაკვერსა და ოდიშს შორისი მთაჲ, კავკასიდამ ჩამოსრული სამხრით და კვალად თაკვერიდამვე წასრული კავკასი ჩრდილოდ, ვიდრე ეგრისის სათავედმდე ოდიშისა და სვანეთისა შორისი; სამხრით მდი- ნარე რიონი გურია-ოდიშს შორისი და კვალად ეგურის მდინარის შესარ- თავს დასავლეთი შავი ზღვა; დასავლეთით ზღვა შავივე და კვალად ანაკო- ფიის მთა კავკასიდამ ჩამოსრული სამხრით ზღვამდე; ჩრდილოთ კავკასის მთა. ეკლესია მარტვირისა (ესე იგი ჭყონდიდისა) აღაშენა 8 მეფემან აფხაზთა- მან გიორგი. იქ დაფლულ არს მეფე ბაგრატ. სენაკის ეკლესია აღაშენა ლეონ დადიანმა მანუჩარის ძემან. 1-40 სტრ., 151 ნაქალაქევი, ციხე-გოჯად წოდებული, აღაშენა პირველის მეფის ფარ- ნავაზის ჟამშიდ ქუჯი ერისთავმან, ქალაქი და ციხე, რომელი შემუსრა ყრუმ. ხოფის ეკლესია აღაშენა გიორგი დადიანმან, პაპამან ზემოხსენებულის ლეონისამან. ცაიშის ეკლესია აღაშენა, დაქცეული ძვრისაგან, კათალიკოსმან მალაქია გურიელის ძემან, ხოლო ჟამთა ვითარებისაგან განრყვნილი და საე- როდ ქმნილი კვალად აგო საეპისკოპოსოდ შრომითა თვისითა დადიანმა კაციამ, ოტიას ძემ, და დასვა მას ზედა ეპისკოპოსად კაცი ღირსახსო- ვარი გრიგორი ჩიქოანი, და ყოვლად დაცემული ეკლესია ცაიშისა მან ყოვ- ლითურთ შენებითა და საეკლესიოს სახმარებელითა განაახლა და კვალად ახლად წარმოაჩინა. წალენჯიხის ეკლესია არს აღშენებული ლეონ დადიანის მანუჩარის ძისაგან. ანაკლიას ციხე აღაშენეს ოსმალთა წელს ქრისტესით 1703. რუხის ციხე აღაშენა ლეონ დადიანმა მანუჩარის ძემ წელს ქრისტესით 1647, შემდგომად შემუსრეს ოსმალთა წელს ქრისტესით 1725. რუხს ზეით არს ეკლესია გუმბათიანი, კოცხერს, ღვთის მშობლისა, კვა- ლად ლეონ დადიანის მანუჩარის ძისაგან აღშენებელი. ილორს არს ეკლესია (წმინდის გიორგისა), ოდეს მოსწვეს თათართა წელს ქრისტესით 1733. ბედია აღაშენა 54 მეფემან ბაგრატ. ხოლო პირველ აქა მოვიდა ეგრი, ძე თარგამოსისა, და აღაშენა ქალაქი, და უწოდეს ეგრისი ეგრის გამო, და მერმეთ უწოდეს ბედია. ხოლო აქა დაფლულ არს ბაგრატ მეფე. მოქვი აღაშენა 9 მეფემან აფხაზთამან ლეონ. ანაკოფია აღაშენეს პირველ ბერძენთა; ესე არს საზღვარი ოდიშისა და აფხაზეთისა. აქა, ანაკოფიას აღმოსავლით, ზღვიდამ მთამდე, შეავლო ზღუდე დიდი ლეონ დადიანმან მანუჩარის ძემან, პირველ მრავალს ადგილს ხსენე- ბულმან, აფხაზთ გამოუსვლელობისათვის. ხოლო სიგრძე ოდიშისა არს კავკასიას თხემიდამ ზღვამდე და ცხენის წყლიდამ ანაკოფიამდე და განი მისი ზღვიდამ კავკასიის თხემამდე. ბოლოსიტყვაობა ხოლო უმეტეს ამისა არღა საჭიროდ ვრაცხე აღწერა, ვინათგან ვიცით და ვართ მას შინა და ვიქცევით.

აღწერა აფხაზეთისა

ხოლო საზღვარი აფხაზეთისა არს: აღმოსავლით ანაკოფიის დასავლით მცირე მთაჲ კავკასიდამ ჩამოსრული ზღვამდე; დასავლით ზღვა და კაპეტის მდინარე, არამედ სხვანი მზღვრიან ჯიქეთის დასავლეთის ზღვამდე; ჩრდი- ლოთ მზღვრის მთაჲ კავკასი, სამხრით - ზღვა შავი. სიგრძე ამისი არის ანაკო- ფიიდამ კაპპეტის მდინარემდე ანუ ზღვამდე, განი ზღვიდამ კავკასის თხემამდე. 1-38 სტრ., 152 აქაურის მთავრის სასახლე არს ზუფუს. ზუფუს დასავლით არს მუწის წყალი ; გამოსდის კავკასითგან და შეერთვის ზღვას. ამ მუწის წყლის დასავ- ლით არს ბიჭვინტას ეკლესია ; ესე აღაშენა იუსტინიანე კეისარმან ბერძენ- თამან. ამის ქვემო სდის კაპპეტის წყალი, გამოსდის ესე რაჭის მთას კავკასსა, გამოვლის სვანეთს, ალანსა და მას ქვეით კავკას შორისთა და მოერთვის აქა ჩრდილოდამ ზღვას.

ჯიქეთისათვის

ჯიქეთის საზღვარი არს აღმოსავლით კაპპეტის წყალი, დასავლით შავი ზღვა, სამხრით იგივე ზღვა, ჩრდილოთ კავკასი.

სვანეთისათვის

სვანეთს მზღვრის აღმოსავლეთით სვანეთსა და ბასიანს შორისი კავკა- სი, სამხრით სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმს შორისი კავკასი, დასავლეთით სვანეთ- სა და ოდიშს შორისი კავკასი და ალანის საზღვარი. სიგრძით არს რაჭის კავკასის თხემიდან ოდიშის კავკასის თხემამდე და ალანამდე, განით რაჭა- ლეჩხუმის კავკასის თხემიდამ ჩერქეზის კავკასიის თხემამდე. ეცერს არს ეკლესია სვეტიად წოდებული, სახიზარი სვეტის ცხოველის სამკაულ- საუნჯისა, რომელსა შინა იტყვიან სვეტის ცხოველის კანკელის ყოფნასა, რომელი მოიღო გურგასლან ინდოეთიდამ, ქმნილი წითლის იაგუნ- დითა. ოდეს ძურძუკეთი ვერღა იტევდა კაცთა მას შინა მცხოვრებთა, აჰყარა მეორემან მეფემან საურმაგ და დაასხნა აქა სვანეთს, და ოდეს იხილეს ძურ- ძუკთა განსვენება თავისა მათისა სვანეთს, ამისთვის უწოდეს სავანეთი . და ამის გამო ეწოდა სვანეთი.

ალანეთისათვის

ალანეთისა საზღვარი არს აღმოსავლით კავკასი და საზღვარი სვანთა, სამხრით კავკასი ბედია - ოდიშს შორის, დასავლით კავკასი, ჩრდი- ლოთცა კავკასი. უდის შუაშიდ სვანეთის მდინარე. ალანნი იყვნენ პირველ ქრისტიანნი და ახლა რომელნიმე არიან მაჰმე- დიანნი. და ესენი იყვნენ კავკასოსნი წილნი.

გურიისათვის

გურია იყო წილი ქართლოსისა და არა ეგროსისა, გარნა ოდეს გამეფდა ლეონ აფხაზთა მეფე, მაშინ განსდგენ და მისცეს თავი ლეონ აფხაზთა მეფესა. გურიისა საზღვარი არს ესე: აღმოსავლეთით მთა ფერსათი და სამცხე- გურიის შორისი და საჯავახოს შორისი; სამხრით ჭოროხის მდინარე და მთაჲ მცირე ფერსათიდამ წამოსრული დასავლით აჭარა-გურიის შორისი; ჩრდილოთ რიონი ოდიშ-გურიას შორისი და დასავლით შავი ზღვა. 1-39 სტრ., 153 რიონის თვალზედ სამხრეთით კიდესა ზედა არს ფოთის ციხე, რომელი აღაშენეს ოსმალთა წელს ქრისტესით 1725. ეკლესია შემოქმედისა, რომელ გურიას იყო პირველ საარხიმანდრიტო და დღეს არს საეპისკოპოსო. გურია იყო სრულიად სამწყსო ქუთათლისა, გარნა შემდგომად განყოფი- სა დაიდგინენ სხვანი მწყემს მთავარნი. გონია ქალაქად და ციხედ აღაშენესთ ოსმალთა წელს ქრისტე- სით 1547. ხოლო სიგრძე გურიისა არს სამცხის მთის თხემიდამ ზღვამდე და განი ჭოროხიდამ რიონამდე. ხოლო ოდესმე გურიელს ეპყრა აჭარა და ჭანეთიცა, გარნა არს ესე ორნი აჭარა და ჭანეთი სამცხისანი, და იქა დაიწერა. ბოლოსიტყვაობა და სხვანი შენებულებანი ანუ სოფლებ-დაბნები, ვინათგან გარჩევით არ იყვნენ აღწერილ აღმშენებელნი ანუ სხვანი, ამისთვის დავიდუმე. თ ა ვ ი 14 ბ დაწყება იმერთა და ოდიშ-აფხაზთა მეფობისა და მთავრობისა, რომელსა უწინარესნი მემატიანენი ანუ ისტორიკოსნი უწოდებენ ეგრისად. ოდეს მოჰკლა პირველმან მეფემან საქართველოჲსამან ფარნავაზ იაზონ ერისთავი და დაიპყრა საქართველო, მაშინ ეგრისის მდინარეს დასავლეთისა- ნი არა მორჩილებდენ ფარნავაზს, არამედ მეფესა ბერძენთასა. ხოლო ეგრი- სის მდინარის აღმოსავლეთისანი დაშთენ ფარნავაზის მორჩილებასა შინა. ხოლო ფარნავაზ განჰყო ეგრისი, თვისა მორჩილებასა შინა მყო- ფი, ორ საერისთაოდ: დასვა ქუჯი ერისთავი ეგრისს, რომელი აღაშენა ეგროს. ხოლო ამას უწოდეს ბედია, ვინათგან ქუჯიმ ჰპოვა ბედი მუნ, და ამის გამო უწოდეს ბედია. და მისცა ქუჯის საერისთაოდ რიონის დასავლეთი და ჩრდილოეთი ზღვამდე და ეგრისის მდინარემდე, სრულიად სვანეთი. და მეორე დასვა შორაპანს და მისცა საერისთოდ ნაშთი ეგრისისა, რომელ არს რიონის აღმოსავლეთით და სამხრეთი ზღვამდე და ლიხის მთამდე. ხოლო შემდგომად ამისა დაიპყრა ნაშთი ეგრისისა ვახტანგ გურგასლან, და კეისარმანცა მოსცა ზითვად ცოლსა ვახტანგისასა. გარნა შემდგომად მიუ- ღო ერეკლე კეისარმან და დასვა თვისი ერისთავი ანაკოფიას, და უწოდდენ აფხაზთა ერისთავსა. და ეპყრა ეგრისის მდინარის იქითი კეისარს (ხოლო ეგრისის მდინარე ეწოდების ღალიძგას). ხოლო იყო რა აფხაზთა ერისთავად ლეონ და იხილა უძლურება ბერ- ძენთა, მაშინ თვით დაიპყრა სრულიად ეგრისის ქვეყანანი ლიხის მთიდამ ვიდრე ზღვამდე და ხაზარეთამდე და იწოდა მეფედ აფხაზთა წელს ქრისტე- სით 786. ამათგან მეფენი მეფობდენ ვიდრე ბაგრატიონამდე 11. 1-42 სტრ., 154 ხოლო იქმნა რა მეფედ ესე ლეონ, არღა უწოდა ეგრისი, არამედ აფხა- ზეთი. ხოლო ამან განჰყო რვა საერისთაოდ ეგრისი, რომელსა უწოდა აფ- ხაზეთი: 1.დასვა აფხაზთა და მისცა აფხაზეთი და ჯიქეთი ვიდრე ზღვა- მდე და ხაზართა მდინარემდე; 2. დასვა ცხომს და მისცა ეგრისის მდინარეს იქითი ანაკოფია-ალანითურთ; 3. დასვა ბედიას ეგრისის აღმოსავლიდამ ცხე- ნის წყლამდე; 4. დასვა გურიას, და გურიაცა ამან უწოდა, და უწინარეს ადგილსა გურიისასა სხვასა უწოდებდენ ; 5. დასვა რაჭა-ლეჩხუმს; 6. და- სვა სვანეთს; 7. დასვა შორაპანს რიონისა და ხანის წყლის აღმოსავლეთისა ლიხადმდე, სრულიად არგვეთისა; 8. დასვა ქუთათისს ვაკის, ოკრიბისა. ამან მეფემან აღაშენა პირველ ტახტად ანაკოფია, ხოლო მეორედ ქუთა- ისი და აღაშენა ქალაქი და ციხე. ხოლო მეფე ესე მიიცვალა წელს ქრისტესით 806. ხოლო იქმნა მეფედ ძე ამისი გიორგი, და დაიპყრა საქართველოცა და მოკვდა წელს ქრისტესით 877. ხოლო შემდგომად ამისა გარდაიცვალენ მრავალნი მეფენი აფხაზეთისანი ღირს-სახსოვარნი, რომელთა ეპყრათ აფხაზეთი და საქართველო. გარნა შემდგომად ამა გიორგი მეფისა არღარავინ დაშთა მემკვიდრეთ აფხაზთ მეფისა და უღონო-ქმნილთა აფხაზთა ითხოვეს დავით მეფისა კურატ- პალატისაგან მეფედ აფხაზთა ბაგრატ, ძე გურგენისა, ასულის წული გიორგი აფხაზთ მეფისა. ინება და მოსცა. და მოიყვანეს აფხაზეთს და აკურთხეს ქუ- თათისს მეფეთ წელს ქრისტესით 985. და ამ ბაგრატიდამ იქმნა აფხაზთა მეფობა ბაგრატიონთა. ხოლო მეფობდენ აფხაზთა ზედა მეფენი იგი აფხაზთანი წელს 199. ხოლო ამ ბაგრატის პირველის მეფობიდამ ვიდრე ლაშას ძის დავითის მეფისა და რუსუდანის ძის ნარინ დავითისა მეფისამდე იყო ერთმეფობისა ქვეშე სრულიად აფხაზეთი მეფობასა ბაგრატოვანთასა. ხოლო ამა ორთა და- ვითთა სამეფოსა განყოფადმდე გარდახდენ წელნი 274. ხოლო იქმნა ამისა შემდგომად მეფედ ნარინ დავით ძე რუსუდანისა იმერეთს წელს ქრისტესით 1259. ამიერიდამ იწოდა დავით და ამას ქვემონი მეფენი მეფედ იმერეთისა და არღარა აფხაზთა. ხოლო ნარინ დავით მე- ფობდა, ვითარ ზემო აღიწერა და უმეტეს სცნობთ დიდსა ქართველთ ცხო- ვრებასა შინა. და გარდაიცვალა ნარინ დავით მეფე წელს ქრისტესით 1293. ამის შემდგომად მეფე იქმნა ძე მისი კოსტანტინე. და ამას აღუდგა ძმა თვისი მიხაილ და იქმნა სამეფოსა შინა იმერეთისასა დიდი უთანხმოება. და ჟამსა ამას გიორგი დადიანმა დაიპყრა საერისთო ცხომისა და სრულიად ოდიში ანაკოფიადმდე, ეგრეთვე შარვაშიძემან აფხაზეთი, გურიელმან გურია, სვანთ ერისთავმან სვანეთი, და არღარა მორჩილებდენ მეფესა საქართველოჲსა და იმერეთისასა. შემდგომად გარდაიცვალა გიორგი დადიანი წელს ქრისტესით 1323 და დაჯდა ძე მისი მამია დადიანად. და ამან უმეტეს განიმტკიცა ოდიში ვიდრე ანაკოფიამდე. 1-43 სტრ., 155 ხოლო ამის შემდგომად იქმნენ მრავალნი მეფენი შთამონასირნი ურთიერთისანი. და იქმნა მეფედ გიორგი და ამან განიზრახა კვალად და- პყრობა მთავართა. და წარვიდა პირველად ვამეყ დადიანსა ზედა გამზრახი ესრეთ: „უკეთუ ესე დავიმორჩილე, სხვანიცა დამორჩილებულ მექმნებიან“. შემოიკრიბნა სპანი იმერეთისანი და შთავიდა ოდიშს, ეწყვენ ურთიერთას მეფე და დადიანი. და იძლივნენ სპანი გიორგი მეფისანი. მოჰკლეს მენგრელთ მეფე გიორგი ბრძოლასა შინა. და გაემარჯვა ვამეყ დადიანსა წელს ქრისტე- სით 1392. ხოლო განზრახვითა ვამეყ დადიანისათა ჩამოვიდა მეფე ქართველ- თა გიორგი, ძე ბაგრატ დიდისა და დაიპყრა იმერეთი. მოკვდა ვამეყ დადიანი და იქმნა დადიანად ძე მისი მამია. მოჰკლეს ესე მამია დადიანი აფხაზთა ბრძოლასა შინა და იქმნა დადიანად ძე მისი ლიპარიტ წელს ქრისტესით 1414. ხოლო შემდგომად დაიპყრა ბაგრატ მეფემან იმერეთი და თავისუფლე- ბასა ზედა მთავართა მათ დადიანსა, გურიელსა და შარვაშიძესა ხელი მოუწერა. ხოლო ჟამსა ამას მიიცვალა ლიპარიტ დადიანი და იქმნა დადიანად ძე მისი შამანდავლე. მოკვდა შამანდავლე წელს ქრისტესით 1474 და იქმნა და- დიანად ბიძა შამანდავლესი ვამეყ. ჟამსა ამას განძლიერდა ბაგრატ მეფე და დაიპყრა საქართველოჲ. ხოლო ოდეს იხილა ვამეყ დადიანმა განძლიერება ბაგრატ მეფისა, არღა სწადოდა უმეტეს განძლიერება ბაგრატისა. ამისთვის შემოიკრიბა ვამეყ დადიანმა შარვაშიძე და გურიელი და დაუწყო რბევა და ოხრება იმერეთსა და დაპყრო- ბა. და ოდეს მიესმა ესე ბაგრატ მეფესა, ქართლს მყოფს, წარმოვიდა მუნით და შეიკრიბა სპანი ქართლისა და იმერეთისანი და ეწყო დადიანსა ოდიშს და იქმნა ძლიერი ომი, სადა მოსწყდენ ორგნითვე მრავალნი. და იძლია დადიანი წელს ქრისტესით 1477. მაშინ შევიდა მეფე ბაგრატ ოდიშსა შინა და მოა- ოხრა, გარნა კვალად შეიმტკიცა დადიანი და ქმნეს მშვიდობა. და შემდგო- მად მოკვდა მეფე ბაგრატ წელს ქრისტესით 1478 და დაფლეს გელათს. შემდგომად მეფე იქმნა ძე მისი ალექსანდრე. ჟამსა ამას მოვიდა კოს- ტანტინე მეფე ქართველთა და დაიპყრა იმერეთი შემწეობითა ვამეყ დადიანი- სათა. ჟამსა ამას მოკვდა დადიანი ვამეყ და იქმნა დადიანად ძმა შამანდა- ვლესი ლიპარიტ. მოკვდა გურიელი კახაბერ და დაჯდა გურიელად ძმა მისი. ხოლო განგდებულმან მეფემან ალექსანდრე კვალად დაიპყრა იმერეთი. გარნა დადიანსა ლიპარიტს არა უნდოდა მეფობა მისი და აწვია კვალად კოსტანტინე მეფე. და მოვიდა სპითა ქართველთათა, და აქედამა - დადიანი. და დაიპყრეს იმერეთი. და ოდეს წარვიდა მეფე კოსტანტინე საქართველოდვე, მაშინ მეფემან ალექსანდრემ ზავ ჰყო დადიანისა თანა და დაიპყრა სრულიად იმერეთი შეწევნითა დადიანისა ლიპარიტისათა. ხოლო ამან ალექსანდრემან იმეფა მშვიდობით და მიიცვალა ესეცა და ცოლიცა ამისი თამარ დედოფალი ქორონიკონსა, ერთსა წელს, ქრისტე- სით 1510, და დაფლეს ორნივე გელათს. 1-42 სტრ., 156 მეფე იქმნა ძე ალექსანდრესი ბაგრატ. ამის ჟამშიდ მოვიდენ ოსმალნი წინამძღვრებითა მზეჭაბუკ ათაბაკისათა და მოსწვეს ქუთათისი და გელათი თურქთა. ამან მეფემან ჰყო გელათი საეპისკოპოსოთ თანა-თნებითა სამღვდელო- თათა და დასვა გენათლად საყვარელიძე მელქისედეკ წელს ქრისტესით 1519. ჟამსა ამას წარვიდა მამია გურიელი ქართლს, რათა ჰყოს დავით ქარ- თველთ მეფისა და კახთ ბატონისა ლეონისა შორის ზავი. გარნა ეწყო მეფე დავით გურიელისა და იძლია მეფე და შემდგომად ზავ ჰყო მათ შორის გუ- რიელმან და შემდგომად მოვიდა გურიას. ხოლო ჟამსა ამას შეიკრიბენ დადიანი მამია და გურიელი მამია და წარ- ვიდენ ჯიქეთს სპითა მრავლითა, რათა ჯიქნი აწუხებდენ მიხდომითა გურიასა და ოდიშს. ზღვით ნავებითა მისრულთა ჯიქეთს ეწყვნენ ჯიქნი სიმაგრით- გამო, ჰყვეს ბრძოლა ძლიერი და აოტნეს სპანი დადიან-გურიელისანი და მო- ჰკლეს დადიანი მამია და შეიპყრეს გურიელი მამია და აღიღეს ალაფი და იავარი მათი წელს ქრისტესით 1532. ხოლო შემდგომად დასვა დადიანად ლეონ და გურიელი მამია დაიხსნა ძემან მისმან როსტომ. ხოლო მეფემან ბაგრატ დასვა რაჭას ერისთავად ჩხეიძე შოშიტა და მისცა რომელიმე სახასოდ დაბანი და ციხე მინდა, ვინათგან რაჭა იყო უწი- ნარეს სამეფოდ. ხოლო ბაგრატ მეფემან შემოიკრიბა დადიან-გურიელი და წარვიდა შუ- რის საგებელად მზეჭაბუკ ათაბაგისა. ხოლო ათაბაკმან შემოიკრიბა სპანი და ეწყო მეფესა, და იქმნა ომი ფიცხელი. იძლია ათაბაგი და შეიპყრა ათაბა- კი ისაკ ართუმელაძემ, მეღვინემან გურიელისამან, და მოართვა როსტომ გუ- რიელსა და გურიელმა მიართვა ბაგრატ მეფესა. ხოლო მეფემან უბოძა გუ- რიელსა ჯილდოდ ამისა აჭარა და ჭანეთი. და მეფემან პატიმარ ჰყო ათაბაკი და თვით დაიპყრა სამცხე-საათაბაკო. ხოლო ძე ათაბაკისა წარვიდა წინაშე ხონთქრისა და ითხოვა შეწევნა ხონთქრისაგან, და შეეწია დიდძალითა სპითა. შეიწია ბაგრატ მეფემან მეფე ქართლისა, ხოლო დადიან-გურიელნი არა მწე ექმნენ. და ეწყვნენ ოსმალთა სპანი საქართველო-იმერეთისანი . გარნა სძლიეს ოსმალთა, მოჰკლეს ძე გუ- რიელისა ქაიხოსრო. და დაიპყრა კვალად სამცხე ათაბაკმან. ხოლო მიზეზითა ამით მეფემან ბაგრატ მოუწოდა ქუთათისსა შინა ლეონს დადიანს და შეიპყრა მცბიერებითა და პატიმარ ჰყო. ხოლო მეფემან მიუმცნო გურიელსა, რათა: „წარვიდეთ ერთად და დავიპყრათ ოდიში და განვიყოთ წილად და ჩვენდა იყო ოდიში“. სწადოდა მეფესა, რათა მცბიე- რებით შეეპყრა გურიელიცა . გარნა სცნა გურიელმან მეფისა მცბიერებისა დადიანისა, გარნა გურიელისა და ოდიშთა მოზიდვისათვის არღა აღა- სრულა და დადიანი პატიმარ ჰყო გელათს სამრეკლოსა შინა. გარნა გან- ზრახვითა ათაბაგისათა ჩხეიძემ ხოფილანდრემ გამოაპარა დადიანი ლეონ და მიგვარა ათაბაგსა ახალციხეს. ხოლო შემდგომად სთხოვა გზაჲ გურიელსა და ნება სცა გურიელმან გზისა და წარმოიყვანა ათაბაკმან დადიანი ლეონ, მოი- ყვანა ოდიშს. და დაიპყრა ლეონ სამფლობელი თვისნი. 1-41 სტრ., 157 ჟამსა ამას მიუღეს გურიელსა ოსმალთა აჭარა და ჭანეთი და აღაშენესთ ციხე ოსმალთა გონიას და ბათომს. ხოლო შემდგომად ამისა მიიცვალა ბაგრატ მეფე წელს ქრისტესით 1548 და დაფლეს გელათს. შემდგომად ბაგრატისა მეფე იქმნა ძე მისი გიორგი. ამან დაიზავა და- დიან-გურიელი და მეფობდა მშვიდობით. ამან მოიყვანა მეუღლეთ ჩერქეზ-ბა- ტონის ასული რუსუდან. ჟამსა ამას მოკვდა გურიელი როსტომ და დასვა მეფემან გიორგი ძე როსტომისა გიორგი გურიელად. ამა გიორგი გურიელსა ჰყვანდა მეუღლეთ ლეონ დადიანისა ასული და იგი განუტევა და შეირთო მეფის გიორგის დაჲ მუსადია . ეგრეთვე ლეონ დადიანის ძემან გიორგიმ განუტევა ცოლი თვისი, დაჲ გიორგი გურიელისა და წარგვარა ბიძასა თვისსა ბათულიას მეუღლე სიკეკლუცისათვის და მან შეიუღლა. და ამა ვითარის საქმით იქმნა მტე- რობა შორის დადიანისა და გურიელისა. ვერღა დაუდგა დადიანი ორთავე მეფესა და გურიელსა, და წარვიდა კოსტანტინეპოლად წინაშე სულტანისა, ხოლო სულტანმან შეიწყნარა რა პატივით და მისცა დიდძალი მხედროვა და წარმოვიდა და დაებარგა დადიანი სატყეპელას. მხილველი ამისი შეშინდა გურიელი და ევედრა დადიანსა, ხოლო დადიანმა სთხოვა თვისისა ასულისა განტევებისათვის განსატევებელი (ესე იგი სისხლის გარდახდა). და უღონო ქმნილმან გურიელმან მოსცა ათი ათასი დრაჰკანი . და ზამ ჰყვეს. და წარ- მოვიდა დადიანი და დაიპყრა სამფლობელო თვისი სრულიად. ხოლო მეფემან ამან გიორგი მოკლა ჯავახ ჭილაძე მეგობრობისათვის დადიანისა და დაიპყრა მეფემან მამული ჭილაძისა. გარნა არა მისცეს მეფესა ჭილაძისა მამული დადიანმა და გურიელმა და მოადგენ მეფესა და მამული ჭილაძისა ნახევარი დაიპყრა დადიანმა და ნახევარი გურიელმან. ხოლო შემდგომად ამისა მოკვდა დადიანი ლეონ წელს ქრისტესით 1572: რამეთუ ნადირობასა შინა ცხენმან უბრკმა და მოსტყდა კისერი და მოკვდა. და იქმნა დადიანად ძე მისი გიორგი. ხოლო გიორგი მეფემან ძესა თვისსა ბაგრატს მოუყვანა ცოლად დაჲ დადიანისა გიორგისა. ესე შეერთება დადიანისა და მეფისა შეუძნდა გურიელ- სა და იშურა, და გარდაიბირა ძმაჲ დადიანსა მამია. და შეირთო გურიელმან დაჲ თვისი მამიას და შემოიკრიბნა სპანი თვისნი, მოუხდა დადიანსა ზუგდიდს და იქმნა ბრძოლა, გარნა იძლია დადიანი გიორგი და წარვიდა აფხაზეთს . და იქმნა დადიანათ ძმა მისი მამია. ხოლო ჟამსა ამას მოკვდა დაჲ დადიანისა გიორგისა და სძალი მეფისა გიორგისა. და განაახლეს კვალად მოყვრობა მეფემან და დადიანმა, და მისცა მეფემან ცოლის დაჲ თვისი გიორგი დადიანსა. და ესევითარითა საქმითა კვა- ლად იქმნა გიორგი დადიანად. და მამიასა, ძმასა გიორგი დადიანისასა, მისცეს ჭილაძისა ნაქონები მამულნი და იქმნა მშვიდობა. ხოლო ჟამსა ამას მოიგონა ბათულიამ, ბიძამან გიორგი დადიანისამან, ოდეს წარგვარა ცოლი, შურის გება მის წილ და უნდოდა, რათა მოეკლა 1-42 სტრ., 158 დადიანი გიორგი. და ამა ბათულიას ეპყრა საჯავახო, მიცემული წილად და- დიანისაგან. ხოლო მახლობელობისათვის შეიზრახენ, გურიელთან მეფე გიორგი და დადიანი გიორგი, რათა მოჰკლას ბათულია, და საჯავახო მისცენ გურიელსა. ამავითარითა ბირებითა დაიჭირა გურიელმა ბათულია და არა მოჰკლა და ტყე ჰყო ლეხოურს და საჯავახო დაიპყრა გურიელმან. და შემ- დგომად ბათულია მოკვდა ლეხოურს. შემდგომად ჟამისა ამის მოკვდა დადიანი გიორგი და მამიამ, ძმამან მისმან, მოიპარა მცირე ყრმა, ძე გიორგი დადიანისა ლეონ, და შეამწყვდია ციხესა შინა შხეფს. ხოლო ყრმა უთმინოებითა გარდმოვარდა კედლით და მოკვდა. ესე საქმე დადიანმა მამიამ მიზეზ-ყო გურიელსა ზედა. აღილაშკრა და წარვიდა სპითა გურიელსა ზედა. ხოლო მისრულსა გურიას დადიანსა ეწყო გურიელი და იქმნა ბრძოლა ძლიერი. იძლია გურიელი და წარვიდა კოსტან- ტინეპოლს . და გურიელ ჰყო დადიანმა ტომი გურიელისა ვახტანგ. ხოლო ჟამსა ამას მიიცვალა მეფე გიორგი წელს ქრისტესით 1583. გამეფდა ძე გიორგისა ლეონ წლისა თორმეტისა. ამან შეირთო დაჲ დადიანისა მამიასი მარეხ. ჟამსა ამას მოვიდა გურიელი და დაიპყრა სამფლო- ბელო თვისი, რომელი გარდააგდო გიორგი დადიანმა სტამბოლს. ხოლო რომ- ლისამე მიზეზითა დიდნი მტერნი იქმნენ ესე მოყვარენი მეფე ლეონ და დადიანი მამია. ამისთვის შეიკრიბა სპანი მამია დადიანმა და მოვიდა ქუთათისს . ამას ეკვეთა მეფე ლეონ სპითა იმერეთისათა და იქმნა ბრძოლა სასტიკი, იძლია მეფე ლეონ და შეიპყრეს თვით მეფე წელს ქრისტესით 1590 და წარიყვანეს ოდიშს და პატიმარ-ყო ციხესა შინა შხეფს და მოკვდა მუნ პყრობილებასა შინა მეფე ლეონ. შეიზრახენ იმერელნი და ჰქმნეს მეფედ ბიძის ძე ლეონისა, ძე კოსტან- ტინესი როსტომ. ჟამსა ამას გარდაიცვალა დადიანი მამია და იქმნა დადიანად ძე მისი მანუჩარ. ესე მანუჩარ დაესიძა ალექსანდრე კახ-ბატონს და მოიყვანა ასული მისი მეუღლედ ნესტან-დარეჯან და იქორწინა. ხოლო მეფესა როსტომს წაართვა მეფობა ბაგრატ თეიმურაზის ძემან შეწევნითა გიორგი გურიელისათა. ამავე ქორონიკონსა მოვიდა მეფე ქართველთა სიმონ და მიუღო იმერთ- მეფობა ბაგრატს, და პყრობილი წამოიყვანა ქართლად. ხოლო როსტომ წარ- ვიდა მანუჩარ დადიანისა თანა. შეეწია დადიანი მანუჩარ, შეიკრიბა სპანი თვისნი, მოვიდა, აღიღო ციხე ქუთათისასა და ჰყო მეფედ კვალად როსტომ. მსმენელი ამისი მეფე საქართველოჲსა სიმონ წარმოვიდა მრავალითა სპი- თა და დიდროანების ზარბაზნებითა და არტილერიის განწყობილებითა, მო- ვიდა იმერეთს და განაძო როსტომ მეფე და გაიქცა კვალად მანუჩარ დადიანისა თანა. და სიმონ მეფემან დაიპყრა სრულიად იმერეთი და აღიღო ციხეები რაჭა-იმერეთისანი. ხოლო გამარჯვებული წარმოვიდა ოდიშის და- სამხობელად. მცნობმან მანუჩარ დადიანმან შეიკრიბა სპანი მენგრელთანი, მიმდობმან ღმერთისამან არა რიდა სიმრავლესა სიმონისასა, დაესხა ოფიშ- 1-41 სტრ., 159 კვითს და აოტა და მოსრნა და აღიღო ყოველნი სიმდიდრენი სიმონ მეფისა- ნი და ზარბაზანნი დიდროანნი და ყოველი განწყოფილება არტილერიისა და წარმოგზავნა ოდიშს და როსტომ კვალად მეფედ ჰყო იმერეთს და აღიღო ყოველნი ციხენი რაჭა-იმერეთისანი და მისცა როსტომს. ამას ქორონიკონსა უშვა ძეჲ ლეონ მანუჩარ დადიანსა ნესტან -და- რეჯან, და შობასა მოკვდა ნესტან-დარეჯან. ხოლო ლეონ ყრმა წარიყვანა ბიძამან მისმან კახ-ბატონმან და აღზარდა ვიდრე სრულ ჰასაკამდე. ხოლო შემდგომად გლოვისა მოიყვანა მეუღლედ მანუჩარ დადიანმა ქვრივი ვახტანგ გურიელისა და ასული ათაბაგისა. ჟამსა ამას მოკვდა გურიელი გიორგი და იქმნა გურიელად ძე მისი მამია. და იყვნენ დიდსა მშვიდობასა შინა მეფე იმერეთისა როსტომ, დადიანი მანუჩარ და გურიელი მამია. ხოლო ჟამსა ამას მოაყვანინა მანუჩარ დადიანმა კახეთით ძე თვისი ლეონ, რომელი იყო მაშინ წლისა ათსამმეტისა. ხოლო ჟამსა ამას მოკვდა მეფე როსტომ წელსა ქრისტესით 1605. ვინათგან არღავინ იყო მემკვიდრე და ტომი მეფეთა, ამისთვის მოიყვანეს ძმა როსტომისა, ნაშობი მხევლისაგან (ესე იგი ბუში) გიორგი და დასვეს მეფედ. ხოლო ჟამსა ამას გურიელი მამია შევიდა აჭარას, მოსწყვიდნა, აღი- ღო სიმაგრენი და დაიპყრა მისთვის აჭარა. ხოლო ჟამსა ამას ხრომან და გუნდმან განმრავლებულმან ირმისამან სანადიროს მყოფი მანუჩარ დადიანი წარიტაცეს და მოკლეს იგი წელს ქრისტესით 1611. და დასვეს დადიანად ძე მისი ლეონ, ნაშობი კახთ ბატო- ნის ასულისა. ამა ჟამსა მეფემან გიორგი მოუღო მამულნი თვისნი პაატა წულუკიძესა, რომელსა უწოდდენ წუწკსა. წარვიდა ესე პაატა წუწკი და მივიდა ლეონ და- დიანისა თანა. და მან პატივით შეიწყნასა (ესე პაატა იყო კუტი ფეხებითა). ესე პაატა მარადის აწვევდა და განუზრახევდა ლეონ დადიანსა მტერობასა იმერთ მეფისასა. ჟამთა ამათ მეფემან გიორგი მოუყვანა შვილსა თვისსა ალექსანდრეს მეუღლედ ასული გურიელისა. ხოლო ამა ალექსანდრეს უშვა გურიელის ასულ- მან ძე ბაგრატ, გარნა ორისა წლისა შემდგომად შესწამა ცოლსა თვისსა, გურიელის ასულსა სიძვაჲ ერთსა ქუთაისელ ვაჭართა თანა და ამისთვის გა- ნუტევა ცოლი თვისი და წარგზავნა თვისის ძითურთ მამისა თვისისა გურიე- ლისა თანა. ხოლო ჟამსა ამას წარვიდა გიორგი მეფე სპითა თვისითა დამორჩილებად დადიანისა . გარნა ოდეს ცნა დადიანმა, ამხედრდა სპითა თვისითა და მიეგება თვით, და შეიბნენ გოჭიაურზედ. და იქმნა ომი სასტიკი და სძლო დადიანმა და შეიპყრეს მრავალნი დიდებულნი იმერეთისანი და გამდიდრე- ბულნი ალაფითა წარმოვიდა ოდიშადვე წელს ქრისტესით 1623. 1-42 სტრ., 160 ხოლო ჟამსა ამას მოკლა მამაჲ თვისი გურიელი მამია ძემან მისმან სვიმონ. ხოლო ამა სიმონს ჰყვანდა დაჲ ლეონ დადიანისა, ნაშობი ათაბაგის ასულისა; და რა სცნა ლეონ დადიანმა სვიმონ გურიელისა ესევითარი უსჯუ- ლოება, მოკვლაჲ მამისა, წარვიდა სპითა თვისითა გურიელსა ზედა და დაე- ბარგა ლანჩხუთს და წარგზავნა დესპანი სიმონისად: „ვინათგან ჰქმენ ესევი- თარი ბოროტება, მე, არღარა მწადნელი სიძობისა შენისა, მომეც დაჲ ჩემი მარიამ. მსმენელი სვიმონ, გურიელი არღა დაემორჩილა. და ვინათგან იყო მამაცობასა შინა მხნე სვიმონ, ამისთვის შეიკრიბა სპანი და ებრძოდა დადი- ანსა ძლიერად. გარნა იძლია სიმონ გურიელი და შეიპყრეს სიმონ ბრძო- ლასა შინა, და მამის მკვლელობისათვის აღმოხადნა ორნივე თვალნი, დასვა გურიელათ ქაიხოსრო და წარმოიყვანა დაჲ თვისი მარიამ და მოვიდა გამარ- ჯვებული სამფლობელოსა შინა თვისსა ოდიშს. ხოლო ამან დადიანმა ლეონ იწყო მტერობა იმერეთისა და ხთომა,რო- მელ ვერღა წინააღუდგენ იმერელნი ვერცა იდუმალ და ვერცა ცხადად და ესრეთ მრე ექმნა: კნინღა დაიპყრა იმერეთი სრულიად. ხოლო ჟამსა ამას მეფემან საქართველოჲსამან როსტომ სთხოვა დაჲ თვი- სი მარიამ, ქვრივი სიმონ გურიელისა მეუღლეთ. და მისცა, გარნა აქუნდა შიში გზასა ზედა გიორგი მეფისა. ამისთვის შეითქუნენ: და მოვიდა მეფე როსტომ ფერსათს და დადიანმა შეიკრიბა სპანი თვისნი, წარმოიყვანა დაჲ თვისი მარიამ, გამოვლო სამიქელაო და განვიდა რიონს, შევლო და მივიდა კაკას ხიდსა ზედა. მუნ დახვდა როსტომ მეფე ქართლისა, მისცა დაჲ თვისი დიდებითა. და წარვიდა როსტომ. გარნა გიორგი მეფემან იმერეთისამან ჰგო- ნა ჟამი მარჯვე, შემოიკრიბა სპანი, რათა ეწყოს დადიანსა; წარვიდა მცი- რითა კაცითა განმსტრობად სპათა დადიანისათა და მერმეთ მოქცეულმან აღასრულოს წადილი თვისი. აგრძნა ესე დადიანმა, წარმოავლინა სპანი ფარულად, მოერტყნენ გარს გიორგი მეფესა, შეიპყრეს და მიგვარეს დადიანსა. იგი მსწრაფლ აღმხედრდა და წარვიდა ოდიშს და პატიმარ ჰყო მეფე. და შემდგომად ძემან მისმან ალექსანდრე დაიხსნა მამა თვისი გიორგი მეფე: წარუგზავნა დადიანსა ვაჭარნი ჩიხორსა და ჩხარისანი სრულიად და დაიხსნა მამა თვისი. მოიყვანეს ქუთაისს . და მცირე ხანისა შემდგომად გარდაიცვალა წელს ქრისტესით 1639. და დაუტევა ძენი სამანი: ალექსანდრე, მამუკა და ბერი. შემდგომად მამისა თვისას იქმნა მეფედ ალექსანდრე. ხოლო ამა ალექ- სანდრესა უმეტეს მრე ექმნა ლეონ დადიანი. და უღონო ქმნილმან მეფემან ალექსანდრე შემოავსლო ზღუდე დიდი ქუთათისის სასახლესა და მოიყვანა ყოველთსა წარჩინებულთა ცოლ-შვილნი და დაადგინა მას შინა და თვითცა იმყოფებოდა მუნ; რათა არა მიერთდენ დადიანსა, ჰყო ესე მისთვის. ხოლო დადიანმა ლეონმა, სიმდიდრითა აღმატებულმან, აღაშენა თვისდად განბრწყინვებულნი სასახლენი 12 ოდიშსა შინა და აფხაზეთსა ყოვ- ლითა თვისითა განწყობილებითა, რამეთუ არა წარიღის ერთიდამ მეორესა შინა არარაჲმე სახმარებელნი და არცა ცხენნი და არცა სხვანი საჭირონი სახმარნი ნივთნი, არც ცხოველთა და არცა უცხოველოთანი და გარემოს წყა- 1-43 სტრ., 161 როთა უახლოესთა დადგა ფიალნი ოქროსანი და უშორესთა ვერცხლისანი, დაბმული ძეწკვებითა. და მოგზაურნი მიიღებდენ წყალსა მით, ვინათგან ვერვინ იკადრებდა ქურდობასა ანუ პრავა-ავაზაკობასა ქვეყანასა შინა მისსა. ხოლო ამათ ჟამთა მოიწიფა ძმა მეფისა ალექსანდრესი მამუკა. და ამან დაუწყო რამოდენიმე ბრძოლა და წინააღმდეგობა დადიანსა ლეონს, ვინათ- გან შეიქმნა მამუკა ფრიად საქებელი, კისკასი და მარჯვედ მქცევი მხედრო- ბასა შინა, და მრავალჯელცა დაამარცხა მრავალნი გუნდნი მენგრელთანი. ჟამსა ერთსა მოვიდა დადიანი მოსარბევად იმერეთისა. ხოლო მეფე უღონო ქმნილი ვერღა განვიდა ქუთათისსა გარე. მაშინ განვიდა მამუკა ბრძოლად დადიანისა. შეხვდა რამოდენსამე მენგრელთა და სცა ერთსა მენგრელთაგანსა შუბი და დასცა ცხენითურთ. მაშინ უბრკმა ცხენსა მამუკასასა და დაეცა. მხილველნი მამუკას დაცემისანი ლტოლვილნი მენგრელნი მოიქცენ და შეი- პყრეს მამუკა და მიგვარეს დადიანსა. მხიარულ იქმნა დადიანი წინააღმდეგისა შეპყრობისათვის და წარიყვანა მამუკა ოდიშს. ხოლო ჟამსა ამას მოვიდა კახთ ბატონი თეიმურაზ მეფისა ალექსან- დრესა თანა და ალექსანდრემ წარმოაგზავნა ლეონ დადიანისა თანა, რათა პატივსცეს და განუტეოს მამუკა, ვინათგან იყო თეიმურაზ კახ-ბატონი ბიძა- შვილი ლეონ დადიანისა. თუმცაღა სწადოდა განტევება მამუკასი პატივისათ- ვის ბიძის ძისა თვისისა თეიმურაზისა, გარნა ზემოხსენებულმან წუწკმან პაატა წულუკიძემან რომლითამე ცბიერებითა არა აუფლა დადიანი ქმნად ამი- სა. და წარმოვიდა თეიმურაზ ბატონი კახთა ცალიერი. და შემდგომად დასწვეს ორნივ თვალნი მამუკას, ყმასა უებროსა, რო- მელ ესე ჰქმნა ლეონ დადიანმა საწყინელი ყოველთაგან და უჯერო და არა შესაშვენ გონიერთა, გარნა იქმნა მის წუწკისაგან ესეთუ ყოველთა საწყინელი საქმე. და შემდგომად ჟამ-რაოდენისამე გარდაიცვალა მამუკა ოდიშს წელს ქრისტესით 1654. უღონო ქმნილმან ყოველითურთ და შეიწრებულმან ალექსანდრე მეფემან წარავლინა დესპანი რუსეთის ჴელმწიფის ალექსისა თანა, რათა მწე ეყოს და იხსნას დადიანისა კირთებისაგან, ხოლო რუსეთით მოუვიდა დესპანი და ნიჭ- ნი დიდნი, გარნა შეწევნა არარაჲ. ხოლო ჟამსა ამას ლეონ დადიანსა, კაცისა ყოვლად სახსოვარსა, მისცა სოფელმან ნიჭი თვისი და მიიცვალა წელს ქრისტესით 1657. და ვინათგან არა დაშთა ლეონს შვილი, ამისთვის ოდიშართ დასვეს დადიანად ლიპარიტ, ძმა მისივე ლეონისა, ნაშობი ათაბაგის ასულისა. ამის მსმენელი მეფე ალექსანდრე შემოიკრიბა სპანი, წარვიდა ოდიშს, მოსწყვიდნა, მოსწყვიდნა, მოსტყვენა და მოაოხრა, აღიღო ციხენი, გამოიღო საგანძურნი და ქონებანი ლეონ დადიანისანი, შეიპყრა წარჩინებულნი სრულიად ოდიში- სანი და დაახსნევინა ყოველთა თავი ვერცხლითა, გამოართვნა მათვე ძენი მძევლად და დასვა დადიანად ვამეყ, ზე მამია დადიანისა და მოვიდა გამარჯვებული იმერეთს. აქა იხილეთ, თუ ერთი კეთილი გვამი ვითარ მოაკლდების ქვეყანასა. ხოლო ლიპარიტ წარვიდა ახალციხეს და ევედრა როსტომ ფაშას და როსტომ-საქართველოს მეფესა. მათ მოსცეს სპანი, მოეწყო გურიელი ქაიხოსროს- 1-43 სტრ., 162 როცა და ჭილაძე, მიქელაძე, და გამოვიდენ რიონს. ამის მცნობი მეფე ალექსანდრე სპითა თვისითა განვიდა ცხენის წყალს. და იქმნა ბრძოლა ძლი- ერი და სასტიკი ბანძას. და მოისრნენ ორგნითვე მრავალნი, და გაემარჯვა მეფეს. და ლიპარიტ დადიანი და გურიელი ქაიხოსრო ლტოლვილნი წარვი- დენ სტამბოლს. ხოლო ლიპარიტ მოკვდა სტამბოლს. და ქაიხოსრო გურიელი მოვიდა და ბრძანებითა ხვანთქრისათა კვალად დაიპყრა გურია. გარნა შეუჩი- ნა მეფემან მაჭუტაძე. და მოკლა მაჭუტაძემ გურიელი ქაიხოსრო ღალატით, და გურიელმან იქმნა კვალად დიმიტრი. ჟამსა ამას გარდაიცვალა მეფე ალექსანდრე წელს ქრისტესით 1660. ხოლო იქმნა მეფედ ძე მისი ბაგრატ, ნაშობი გურიელის ქალისა, რომე- ლი პირველ განაძო მამამან მისმან ალექსანდრე. ხოლო ამა ბაგრატს მისცა ცოლად დედის-ნაცვალმან თვისმან დარეჟან ძმისწული თვილი და ისიძა გერი თვისი. ხოლო ექვსისა თვისა შემდგომად დარეჯან დედოფალმან შეიპყრა ბაგ- რატ, გერი თვისი და აღმოხადნა თვალები, მოიყვანა ვინმე მეფეთა მონათე- სავე, რომელსა ჭუჭუნიას-შვილობით უხმობდენ, შეირთო ქრმად იგი და დაი- პყრა თვით იმერეთი და ვახტანგს უწოდა მეფედ. ამისთვის კერძონი ბაგრატისანი იმერნი ევედრენ ასლან ფაშასა. ჩამოვიდა ასლან ფაშა სპითა, მიეგებნენ დადიან-გურიელი, შეიპყრეს ვახტანგ და დარეჯან დედოფალი, ხოლო იმერეთს დასვა მეფედ ბაგრატ უთვალო. და ისინი წარიყვანა ფაშამ ტყვედ და პატიმარ ჰყო ოლთისს. ჟამსა ამას დადიანმა ვამეყ დაიპყრა იმერეთი, ბუჯის წყლის დასავლე- თის კერძონი და აღმოსავლეთის კერძონი დაუტევა მეფესა საქართველოჲსასა. ხოლო ჟამსა ამას იმზახდენ მეფე ქართლისა ვახტანგ და ვამეყ დადიანი. გარ- ნა ქალი, თხოვილი ვახტანგისა ძისა არჩილისი, დადიანმა ვამეყ მისცა ღოღა- ბერიძეს ბეჟანს. ამისთვის მეფე ვახტანგ ეზრახა აბაშიძე პაატას და მოჰკლეს ბეჟან ღოღაბერიძე. ხოლო ჟამსა ამას წარმოემართა სპითა ვახტანგ მეფე და გარდმოვლო ლიხის მთა. აქათ ვამეყ დადიანი წარმოემართა სპითა და მო- ვიდა საჩხერეს. გარნა მეფესა ვახტანგს შეერთდა გურიელი და იმერნი სრუ- ლებით და ლაშხისშვილი ხოსია, თავი ლეჩხუმისა. მხილველი ვამეყ დადიანი ამავითართ ძლიერთ შეკრებულთა ვერ წინააღუდგა ბრძოლად და წარვიდა ოდიშს. ხოლო ვახტანგ მეფემან აღიღო ციხეები იმერეთისა. მოადგა ქუთა- თისს და გამოიყვანა ბაგრატ მეფე იმერეთისა. მაშინ შეიკრიბა იმერნი და იმერელ-საქართველოჲს სპითა მოვიდა ოდიშს. ვერ წინააღუდგა და- დიანი ვამეყ და წარვიდა სვანეთს. ხოლო ვახტანგმა მოსპნა ურჩნი ოდიშისა- ნი, მოადგა ჭაქვიჯის ციხესა, აღიღო გამოიყვანნა ცოლ-შვილნი ვამეყ დადიანისანი და საგანძურნი ყოველნი და მივიდა ზუგდიდს. ხოლო შემდგო- მად დასვა დადიანად ლეონ და მისცა ძმისწული თვისი მეუღლედ თამარ. ხოლო შეჩენითა ხოსია ლაშხისშვილისათა მოკლეს ვამეყ დადიანი სვანეთს ვახტანგ მეფის საქმითა. ვახტანგ მეფემან მოიყვანა ძე თვისი არჩილ და დასვა იმერეთს მეფედ წლისა 14 და აკურთხა ქუთათისს წელს ქრისტესით 1661. შემდგომად წარვიდა ქართლს და წარიყვანა მეფე ბაგრატ ტყვედ. გარნა სთხოვეს იმერ- თა საზოგადოებამან კვალადვე ბაგრატ. და წარიყვანა ძე თვისი არჩილ და 1-41 სტრ., 163 ისმინა თხოვა საზოგადო იმერთა და მოსცა ბაგრატ. და ქმნეს იმერთა კვალად მეფედ იმერეთს ბაგრატ. გარნა დადიანმა ლეონ არა ინება მეფობა ბაგრატისა და ამისთვის აღ- მხედრდა სპითა ბაგრატსა ზედა ლეონ დადიანი, მოეგება მეფე ბაგრატ,იქმნა ბრძოლა ძლიერი და შეიპყრეს ლეონ დადიანი და მოართვეს ბაგრატს.ხოლო შეაჭირვა დადიანი ტყვეობითა და მოაყვანინა ცოლი თვისი თამარ და შეირ- თო მეფემან ბაგრატ და დადიანსა ლეონს მისცა და თვისი, გოშაძის ნაცოლარი, უქმნა ქორწილი და განუტევა კვალად ოდიშს დადიანად. ხოლო ამავითართა ჟამთა განდიდნა სეხნია ჩხეიძე და მისცა ოსმალთ ციხე ქუთათისისა გარნა რაოდენისამე ჟამისა შემდგომად შეტყუებითა აღიღო ციხე ქუთათისისა ბეჟან ლორთქიფანიძემ, მოურავმან,და მოსრნა ოსმალნი და მისცა ციხე მეფესა ბაგრატს. ხოლო ამათ ჟამთა საათაბაგოს ტყვედ მყოფმან დარეჯან მისცა ათა- სი მორჩილი ქრთამად ფაშასა,და ამა ჟამსა ესმა ფაშასა მოსრვა ოსმალთა ქუთათისს. ამა ორთა მიზეზთა გამო წარმოვიდა საითა ფაშა, გარდააგდო ბაგრატ საქართველოდ და მეფედ ჰყო დარეჯან და ქმარი მისი,ზემოხსენე- ბული ვახტანგ ხოლო ამა ორთა მეუღლეთა ქმნეს სამეფოსა მათსა პირველ- გამგებელად ლაშხისშვილი ხოსია, თავი ლეჩხუმისა,და მეფობდნენ ესრეთ. შემდგომად შეიზრახენ იმერნი და გარდმოიბირეს სეხნია ჩხეიძე და შეუჩინეს დარეჯან დედოფალსა. და დილასა, ჩვეულებრ ოდეს იმკობდა თავსა თვისსა,მაშინ შევიდა სეხნია იდუმალ,დასცა შუბი დედოფალს დარეჯანს და მოჰკლა ციხესა შინა ქუთათისისა .ხოლო იმერთა ასპარეზსა შინა მიმომთხ- ველი ვახტანგცა, მეუღლე დარეჯანისა მოჰკლეს, მოიყვანეს გურიელი დიმი- ტრი და ქმნეს მეფედ წელს ქრისტესით 1668. გარნა შემდგომად მცირედისა ჟამისა შეიყარეს იმერთა და აღმოხადეს თვალი დიმიტრი გურიელსა.ხოლო იმერთა სთხოვეს საქართველოჲსა მეფესა შანაოზს ბაგრატვე და მან მოსცა და დასდვეს მეფედ იმერეთს. ხოლო სეხნია ჩხეიძემ არა ინება მეფობა ბაგრატსა და აღიღო ციხე ქუთათისისა და მისცა ოსმალთა,რომელიცა ეპყრათ ოსმალთა ვიდრე მეფობამდე პირველის სოლომონისა, რომელიცა ნებითა და წინამძღვრე- ბითა მისვე მეფის სოლომონისათა აღიღეს რუსთა. ხოლო ლეონ დადიანმა იძია შური ცოლისა წაგვრისათვის და მოუხთა მეფეს ქუთათისს და განდევნა მუნით, და წარვიდა რაჭას.და დადიანი დაებანაკა გეგუთს. ხოლო მეფემან შემოიკრიბნა რამოდენიმე სპანი და შეე- ბა დადიანსა, და იძლია დადიანი და შეიპყრესცა, გარნა განუტევა კვალად დადიანი, ვინათგან იყო სიძე მეფისა ბაგრატისა. ხოლო ჟამსა ამას იყო გურიელად გიორგი, რომელი ეტრფიალა ცოლ- სა ბაგრატს მეფისასა, ზემოხსენებულს თამარს, რომელი წარგვარა დადიანსა ლეონს. ამისთვის გურიელმა მისცა ქრთამი ბევრი ფაშას, რათა წაართვას მეფესა ბაგრატს და მისცეს მას. ხოლო ფაშა წარმოემართა სპითა მრავლითა მეფესა ზედა. მცნობმან ამისმან ბაგრატ ცოლი თვისი თამარ წარგზავნა ცი- 1-42 სტრ., 164 ხესა შინა კვარას და თვით ეწყო ბრძოლად ფაშასა, გარნა იძლია იმერნი და მეფე ბაგრატ უთვალობისა გამო ვერღა ივლტოდა და შეიპყრეს. და ვინათ- გან სცნა ფაშამან, ვერ აღიღებს კვარის ციხესა, ამისთვის ბაგრატს გამოართ- ვა მრავალი ქრთამი და მისცა კვალად მეფობა და წარიყვანა მძევლად ძე მე- ფისა ალექსანდრე (რამეთუ ესე ალექსანდრე იყო შობილი ლეჩხუმელის კოჩი- ლას ცოლისაგან, რომელსა ბაგრატ მეფე თან-ეყოფოდა სიძვად. და ვინათაგან არა ესვა სხვა ძე ბაგრატს, ესე მოიყვანა, უწოდა ალექსანდრე და ზრდიდა ძედ თვისად პირმშოდ) და წარვიდა ფაშა. ჟამსა ამას აღიღო ქუთათისი მეფემან ბაგრატ და განსდევნა ოსმალნი. და რა სცნა ესე, წარმოავლინა ასლან ფაშამ დესპანი და სთხოვა მეფესა ციხე ქუთათისისა და მისცეს ძეჲ თვისი ალექსანდრე. მაშინ მეფემან განზრახვითა იმერთათა მისცა ციხე ქუთათისისა ოსმალთა, და მოსცეს ძეჲ მისი ალექსანდრე. ხოლო ბაგრატ მეფესა უშვა თამარ ცოლმან მისმან, რომელი წაგვარა ლეონ დადიანსა, ძეჲ გიორგი, რომელმაც განიხარა ფრიად. ჟამსა ამას ჭყონდიდელი ჩიქოანი განდიდდა ფრიად და იქმნა დიდი მისანდო ლეონ დადიანისა. და ჰყვანდა ამა ჭყონდიდელსა ძმაჲ კაცია ჩიქო- ანი. და თავის ძმისა ჭყონდიდელისა გამო ესეცა განდიდდა და პატივსცემ- და მეფე ფრიად, და ამის გამო უსმენდაცა ლეჩხუმელნი კაციას. ხოლო მოი- ყვანა ძმაჲ თვისი კაცია ჭყონდიდელმან დადიანისა ლეონისა თანა, და მისცა დადიანმა სრულიად სალიპარტიანო კაცია ჩიქოანს, და იქმნა დიდი მისანდო დადიანისა. იყო ესე კაცია მხნე და შემმართებელი საქმისა. ხოლო ჟამსა ამას მოვიდა არჩილ ბაგრატოვანი, და მიუდგა დადიანი და გარდააგდეს ბაგრატ უთვალო, და იქმნა მეფედ იმერთა არჩილ. წარგვარა არჩილ თამარ დედოფალი ბაგრატსა და მისცა კვალად ლეონ დადიანსა. ხოლო ბაგრატ უთვალო ევედრა ხვანთქარსა. და მისცა შეწევნა სპითა უამრავითა, გარდააგდეს არჩილ და მისცეს მეფობა ბაგრატსავე. მაშინ შეი- კრიბნა იმერნი და წარვიდა დადიანსა ზედა, და დადიანი ეწყო ბრძოლად, გარნა იძლია დადიანი და კვალად წაართვა ცოლი თვისი თამარ, წარ- მოიყვანა და მოვიდა ქუთათისს. შემდგომად მცირედისა ხანისა მოკვდა დადიანი ლეონ წელს ქრისტესით 1681. ამა ლეონ დადიანის ძე მანუჩარ ჰყვანდა გიორგი გურიელსა მძევ- ლად რომლისამე საქმისათვის. და ოდეს მიიცვალა ლეონ, სთხოვეს ოდიშართა მემკვიდრე მათი მანუჩარ დადიანად. გარნა ვინათგან არა იყო მემკვიდრე და- დიანისა თვინიერ მანუჩარისა, მაშინ განიზრახა თვითვე დაპყრობა გურიელმა ოდიშისა. ამისთვის მოჰკლა ყრმა მანუჩარ, ძეჲ ლეონ დადიანისა, და თვით წარმოემართა ოდიშსა ზედა. გარნა მცნობმან ოდიშართა განამაგრეს ციხეე- ბი და არა შეუშვეს ოდიშს გურიელი, და უკუნიქცა სირცხვილეული. ხოლო ამა ჟამებთა შინა არჩილ მეფე წარვიდა რუსეთად და ბაგრატ მეფე უთვალო მოკვდა იმერეთს წელს ქრისტესით 1681, და დაფლეს გელათს. და ვითარ არღარავინ იყო ტომი მეფეთა, მოიყვანეს გურიელი გიორ- გი იმერთა და ჰყვეს მეფედ. 1-43 სტრ., 165 არამედ ოდიში იყო უპატრონოდ და კაცია ჩიქოანი იყო თავი და გამ- გე მათი. ხოლო ჟამსა ამას დიდათ ეკირთებოდენ აფხაზნი ოდიშართ და სტყვენ- ვიდენ ხმელით თუ ზღვით, და დაიპყრეს აფხაზთა ვიდრე ეგრისამდე მდინა- რისა, და თვით დაეშენებოდენ აფხაზნი, და არღარა იყო ეპისკოპოსნი დრან- დასა და მოქვს. შემდგომად ამისა მოკვდა კაცია ჩიქოანი და დაიპყრა ლიპარტიანობა ძემან მისმან გიორგი უმეტეს მამისა თვისისა. ხოლო გიორგი გურიელი, რომელი ყვეს მეფედ იმერთა, იყო იგი სიძე ზემოხსენებულისა ბაგრატ მეფისა უთვალოსა, რომელსა ჰყვა ასული ბაგრატისი დარეჯან, ნაშობი თამარისაგან, რომელი წარგვარა ლეონ და- დიანსა ბაგრატ, რომელი ზემოთ ვახსენეთ. და ოდეს იქმნა იმერთა ზედა მე- ფედ გიორგი გურიელი, განირისხა ღმერთი და განუტევა ცოლი თვისი, ზე- მოხსენებული დარეჯან, ასული ბაგრატისა, და შეირთო სიდედრი თვისი, თამარ დედოფალი, ვინათგან იყო იგი შვენიერებითა მდიდარ ფრიად (თქმულ არს ამა თამარისათვის; ოდეს იქმნა მიდგომილ ამა გიორგი გურიელისა თა- ვის სიძისაგან, შვა ცეცხლი და მოკვდა.) ჟამსა ამას ვინათგან იყო ოდიში უპატრონოდ, მაშინ გიორგი ლიპარ- ტიანმა ძეჲ ლეონ დადიანისა, ნაშობი მხეველისაგან, სახელად ლევანვე, დასვა დადიანად სათნოებისათვის მენგრელთა და წინააღმდეგად გურიელისა. ვინათაგან დაშთა იმერეთი უმემკვიდროდ და იქმნა მეფედ გიორგი გუ- რიელი, ესე შეუძნდა გიორგი მეფესა საქართველოჲსასა, და ჰყვანდა მას თა- ნა ძეჲ ბაგრატ უთვალოსა ალექსანდრე, ნაშობი ხარჭისაგან, რომელიცა ზემო ვახსენეთ; ამისთვის სთხოვა უსუფ ფაშისა, რათა ჰყოს იმერთა ზედა მეფედ ალექსანდრე. ხოლო ფაშამან ესე ყოველივე აცნობა ხონთქარსა და ნებითა ხვანთქრისათა შთამოვიდა იმერეთად ფაშა და ჰყო მეფედ ალექსან- დრე წელს ქრისტესით 1682. და გიორგი გურიელი წარვიდა გურიადვე. ხო- ლო შემდგომად სიკვდილისა თამარ დედოფლისა შეირთო გურიადვე. ხო- ლო შემდგომად სიკვდილისა თამარ დედოფლისა შეირთო გურიელმან ნაცო- ლარი კაცია ჩიქოანისა, დედისნაცვალი გიორგი ლიპარტიანისა. ხოლო ოდეს იქმნა მეფეს ალექსანდრე, ძე ბაგრატ უთვალოსა, არა ინება მეფობა მისი გიორგი ლიპარტიანმა და შოშიტა რაჭის ერისთავმა და ბეჟან ლორთქიფანიძემ. შეკრბენ ესენი და მიერთდენ გურიელსა. არამედ გურიელმან, საბრძოლველად წარმოსულმან . განძარცვა ხატი ვლაქერან ღვთის მშობლისა და ჰყო სამკაულად თვისად. მოვიდა გურიელი საჩი- ნოს და შემოიერთა გიორგი ლიპარტიანი, რაჭის ერისთავი შოშიტა და ლორთქიფანიძე და ჩიჯავაძენი. ხოლო ალექსანდრეს დაშთა აბაშიძენი და ზემო მხარენი, რომელიცა მაშინ განდიდებულ იყო პაატა აბაშიზე და გიორგი მიქელაძე. იქმნა ბრძოლა ძლიერი როკითს წელს ქრისტესით 1684. გაემარ- ჯვა ალექსანდრე მეფესა, და მოჰკლეს გურიელი გიორგი (ამისთვის იტყვიან: უცნაურითა კვეთებითა მოკვდაო ), მოკლეს კვალად რაჭის ერისთავი შო- შიტა, ხოლო ალექსანდრესი მოკლეს აბაშიძე ლევან და პაატა დაჰკოდეს. და. მოიქცა ალექსანდრე გამარჯვებული და დაიპყრა იმერეთი. 1-42 სტრ., 166 ხოლო გურიას დასვეს გურიელად მალაქია, ძმა გიორგისა. ჟამსა ამას მოკვდა აბაშიძე პაატა და იქმნა სააბაშიოს პატრონად ძმა მისი ნაბერალი მალაქია, რომელმან იწოდა გიორგია და განდიდდაცა ფრიად. ამან შეირთო ნაცოლარი გიორგი გურიელისა და დედისნაცვალი გიორგი ლიპარიტიანისა, რომელი ზემოთაც ვახსენეთ. შემდგომად რამოდენისამე ჟამისა გურიელად ჰყვეს მამია გიორ- გის ძე თნებითა გურიელთათა, და მალაქია მონაზონ იქმნდა და მისცეს შე- მოქმედი. ხოლო ჟამთა ამათ ლეონ დადიანმა მიიყვანა მეუღლედ დაჲ ალექსანდრე მეფისა თინათინ ნებითა გიორგი ლიპარტიანისათა, ვინათგან იგი თაობდა ოდიშ-ლეჩხუმსა ზედა და მისითა ნებითა იყო ლეონ დადიანად, სახელით ოდენ, ხოლო საქმით ყოველივე იყო გიორგი ლიპარტიანისა. გარნა ჟამსა ამას იყო დიდი ჭირი აფხაზთაგან ავაზაკობითა და ტაცებითა ოდიშართა ზედა. ხოლო ჟამსა ამას მოვიდა არჩილ მეფე ბაგრატოვანი რუსეთიდამ და მოიყვანა ორნი ძენი თვისნი ალექსანდრე და მამუკა და ძენი თვისნი წარავ- ლინა დვალეთს და თვით მოვიდა რაჭას. ხოლო ეზრახნენ იმერთა, რათა ჰყონ არჩილ მეფედ და იმერთა მისცეს პირი არჩილს. მოვიდა არჩილ და რაჭის ერისთავი გველისთავს და მიერთო მას გიორგი ლიპარტიანი, ჭილა- ძე და მიქელაძე და ლორთქიფანიძენი. ამის გამხილველმან ალექსანდრე მეფემან დაუწყო ზრახვა ლიპარტიანს, დაუმტკიცა ლეჩხუმი, და კვალად მიერთო ალექსანდრეს. ამისთვის ვერ წინააღუდგა ალექსანდრეს არჩილ (ვისიცა იქმნებოდა ლიპარტიანი, მპყრობელი ოდიშა- ლეჩხუმისა, -ძლევაცა მისი იქნებოდა.) და წარვიდა არჩილ ოდიშს, ხოლო ოდიშიდამ - აფხა- ზეთს, და სწადოდა წარსვლა ყირიმის ხანთან, სადა ყვანდა ელჩნი წარვლი- ნებულნი. ხოლო არჩილ რა მივიდა აფხაზეთს, მოეგება შარვაშიძე, ისტუმრა პატივითა ვითარცა მეფე, და იყოფებოდა ზუფუს ჟამ-რაოდენმე, არამედ ვერღარა მშოვნელი გზისა უკმოიქცა და მოვიდა ოდიშს, გარნა ვინათგან ლიპარტიანი იყო მეფისა ალექსანდრესი, ვერღარა დადგა ოდიშს, წარვიდა და მივიდა საჭილაო-სამიქელაოს, და მუნით წარვიდა რუსეთად და წარიყვანა ძმისწულნი თვისნი, ძენი ლევანისანი: ქაიხოსრო, ვახტანგ და დომენტი, და იყოფებოდა დიგორს. ხოლო ჟამთა ამათ ისაქმა არჩილ ხვანთქარსა თანა, ბრძანა ხვანთ- ქარმან და წარმოავლინა აზრუმის ფაშა, განაძეს ალექსანდრე, რომელი წარვიდა ერეკლე მეფისა თანა ქართლს, და იმერეთი მისცეს არჩილს და, ქმნდეს მეფედ. და დაემორჩილენ ყოველნი იმერნი არჩილს, თვინიერ გიორგი აბაშიძისა, და ოსმანლნი წარვიდა ახალციხედვე. ხოლო ჟამისა რაოდენისამე შემდგომად შემოიკრიბნა არჩილ სპანი იმე- რეთისანი და სთხოვა ლიპარიტიანსა შეწევნა, მოადგა ქუთათისის ციხესა, რომელიცა დიდათ შეაწირა, რომელ მეციხოანენი სჭამდენ ჯღანთა, რომელთა არარაჲ აქვნდათ . ხოლო ამა ჟამსა რომლისამე საქმისათვის გულკლებულ იქმნა ლიპარტიანი არჩილ მეფესა ზედა, და ლიპარტიანი შემოდგომილ იყო ერთი მხრით ციხესა ქუთათისისასა ძლიერად და გულკლებისათვის 1-42 სტრ., 167 არჩილისა გამოიყვანა იდუმალ ოსმალნი და მისცა მრავალი საზრდო და გა- ნამაგრა ციხე და თვით წარვიდა ოდიშს. მხილველი ამისი არჩილ მეფე დი- დათ შესწუხნა და შემოეცალა ციხესა, ვინათგან ეშინოდა ლიპარტია- ნისაგან და შემოიფიცნა განხლებით კვალად იმერნი. გარნა იქმნა ქრისტეანეთათვის საგლოველ -საბავთებელი, რამეთუ გამოვიდენ ციხიდამ ოსმალნი და შემუსრეს ქუთათისის ეკლესია ყოვლად წმინდისა დიდ-შვენიერად გებულნი, რომლისა საფუძველნი დღესაც გვაჩვე- ნებს დიდ- შვენიერებასა მისსა (ამისთვის ქმნეს ოსმალთა ესე, ვინათგან ციხე- სა მას ავნებდენ მუნით ძლიერად, წელს ქრისტესით 1691. ხოლო ალექსანდრე მეფე წარვიდა ახალციხეს, და მწე ეყო ფაშა ახალ- ციხისა და წარმოყვა იმერეთს სპითა და მისცა იმერეთი. და არჩილ მეფე წარვიდა რაჭას და რაჭიდამ რუსეთს, გარნა გზასა ზედა უღალატეს ჩერქეზთა და არჩილს ყოვლად საქებელითა სიმხნითა თვისითა და მამაცობითა ვერა ავნეს, და რუსეთად ვერღა წარვიდა, და უკუნქცეულმან ბრძოლითა გამოვლო ჩერქეზი და მოვიდა საქართველოდვე. ხოლო ალექსანდრე მეფობდა იმერეთს და განუტევა ცოლი თვისი, დი- დებულის ქალი, რომელსა თანა ჰყვანდა ორნი ძენი, სვიმონ და გიორგი უქორწინებელად, და შეირთო სჯულიერითა ქორწინებითა გიორგი აბაშიძის ასული თამარ, რომელი იყო მას ჟამსა 10 წლისა. ჟამთა ამათ განძლიერდა ლიპარტიანი გიორგი და არღარა ინება და- დიანისა ლეონისა დადიანობა, განაძო იგი და წარვიდა სტამბოლს და მუნ გარდაიცვალა. ხოლო გიორგი ლიპარტიანმა დაიპყრა ოდიში და ლეჩხუმი, გარნა არა იწოდებოდა დადიანად, არამედ ლიპარტიანადვე. ხოლო ესე მეფე ალექსანდრე თუმცა იყო მხნე, ახოვანი და აღნაგითა შვენიერ, გარნა იყო ცუნდრუკ და წინააღმდეგად მქცევი სჯულისა. ამისთ- ვის სძულობდენ იმერნი და ცოლიცა თვისი, თამარ დედოფალი, აბაშიძის ასული, და სწადოდა განტევენა. ამისთვის ეზრახა მამასა თვისსა, რათა წარ- გვაროს და მისცეს მეფესა გიორგის. ხოლო აბაშიძემან გიორგიმ სიყვარული- სათვის ასულისა არღარა მიხედა უჯერობასა და ეზრახა იმერთა და, ვინათ- გან სძულობდენ იმერნი ალექსანდრესა, შეკრბენ კათოლიკოს -ეპისკოპოსნი, ერისთავი პაპუნა და სხვანი წარჩინებულნი იმერეთისანი და მოადგენ სკან- დეს მყოფსა ალექსანდრეს და შეიპყრეს და წარუგზავნეს გიორგი მეფესა (ვინათგან მტერ იყვნენ გიორგი მეფე და ალექსანდრე), მოიყვანეს რუისს, მოაშთვეს და დაფლეს მუნ წელს ქრისტესით 1695. შთამოიყვანეს არჩილ და დასვეს მეფედ. ხოლო თამარ დედოფალი ეზრახა გიორგი მეფესა, რათა შეირთოს, გარ- ნა არა ინება მეფემან გიორგი. მერმე აბაშიძე ეზრახა არჩილს, რათა შეირ- თოს თამარ, ასული თვისი, ნაცოლარი ალექსანდრესი, რათა უმეტეს დაიმ- კვიდროს იმერეთი, გარნა არცა მან ინება, ვინათგან იყო საწინააღმდეგო სარწმუნოებისა. ხოლო გიორგი აბაშიძე ეზრახა გიორგი ლიპარტიანსა ნებითა ასული- სა თვისისა თამარისათა და მოიპოვეს მონათესავე მეფეთა ვინმე ოდიშს, 1-43 სტრ., 168 სახელით გიორგი, მოიყვანეს, შერთეს იგი თამარს და უწოდეს მეფედ წელს ქრისტესით 1696. ხოლო არჩილ წარვიდა დვალეთს და იმყოფებოდა მუნ. ხოლო ესე გიორგი იყო ყოვლითურთ უმსგავსო და შეუგვანებელი მეფო- ბისა (რომელსა კითხვით უწოდებდენ გოჩიასა), გარნა ყოველსა საქმესა მისსა მართვიდა აბაშიძე და თაობდა ყოველსა იმერეთსა იგი აბაშიძე გიორგი. ხო ლო უწესოდ ქცევისათვის შეიძულა მეფე ესე დედოფალმან თამარ და სწადო- და განტევება. ამისთვის აბაშიძე ეზრახა არჩილს, ერწოს მყოფს,რათა შეირ- თოს თამარ, ასული თვისი, ცოლი გიორგი მეფისა და იქმნას იმერთა ზედა მეფედ. გარნა არჩილ არა ინება და წარვიდა დვალეთს. მაშინ შეკრბენ ყო- ველნი იმერნი და რაჭის ერისთავი აბაშიძესა თანა და განაძეს გიორგი მეფე და მოუწოდეს არჩილს. გარნა არჩილ არა ინება მეფობა იმერეთისა, ვინათ- გან ჟამსა მას იყვნენ იმერნი განრყვნილნი, ფიცის მტეხელნი, ტყვის მყიდ- ველნი, მხდომნი და უკეთურნი არათუ წარჩინებულნი მხოლოდ, არამედ მდაბიონიცა .გარნა იძულებულთა თვისთაგანვე წარმოვიდა არჩილ და მოვიდა იმერეთს და დაიპყრა იმერეთი. ხოლო მცნობმან ამისმან ახალციხის ფაშამ არ ითნო მეფობა არჩილი- სა,წარგზავნა კაცი,მოიყვანა სვიმონ ალექსანდრეს ძე, რომელსა ზრდიდა ერეკლე, მეფე საქართველოჲსა, და შთამოყვა სპითა დიდითა იმერეთს, მისცა იმერეთი სიმონს და იქმნა სიმონ მეფედ იმერთა ზედა. ხოლო არჩილ წარვი- და რუსეთს. იქმნა იმერთა ზედა მეფედ სიმონ. ამას ეზრახა აბაშიძე გიორგი და მისცა ასული თვისი ანიკა ცოლად,და იქორწინა მეფემან ანიკასა ზედა. გარნა იყო პირველ-გამგებელად იმერთა ზედა აბაშიძე გიორგი,და თამარ, ასული აბაშიძისა, ნაცოლარი მეფისა გიორგისა, დედოფლობდა,და მსახურებ- დენ ყოველნი იმერნი. ესე შეუძნდა მეფესა სიმონს, შეშინდა და დაუტევა იმერეთი და წარვიდა ქართლს ერეკლე მეფისა თანა. ხოლო დედოფალმან თამარ, ასულმან აბაშიძისამან ინება შერთვა გიორ- გი ლიპარტიანისა და ინება ლიპარტიანმაცა, და ამისთვის წარვიდა თამარ ოდიშს,შეიუღლა თამარ ლიპარტიანმან და განუტევა ცოლი თვისი, მიქელა- ძის ასული, რომელსა თანა ჰყვა შვილნი, ძენი მოწიფულნი და მიერიდამ უხმობდენ თამარს იმერთ-ოდიშართ დედოფლად. შემდგომად ამისა განსდგენ რაჭველნი აბაშიძისაგან, გარნა აბაშიძე შე- უხდა რაჭას, მოსწვა, მოსტყვენა და დაიმორჩილა და მოვიდა იმერეთსავე. ამათ ჟამთა განიზრახა მამია გურიელმა მეფობა სიმონისა და მოიყვანა სიმონ, განატევებინა ასული აბაშიძისა ანიკა და მისცა გურიელმან დაჲ თვისი და შეაუღლა. ესე შეუძნდა აბაშიძესა, მოუწოდა გიორგი ლიპარტიანსა და შეკრბენ საჭილაოსა და ეზრახენ გურიელსა, რათა მოჰკლას სიმონ მეფე და თვით გურიელი ჰყონ მეფედ. ესე არა ინება გურიელმან და ნება სცა მათ. მაშინ წარავლინეს მათ კაცნი და ცოლისა თვისისა თანამწოლი სიმონ, ოდეს განვიდა ბუნებითსა საჭიროსა ადგილსა,ჰკრეს თოფი და მოჰკლეს სი- მონ წელსა ქრისტესით 1701. მაშინ მოიყვანეს მამია გურიელი და დასვეს მეფედ იმერთა. გარნა თუმცა იყო მეფედ გურიელი, გარნა სამეფო ყოველნი დაბანი, აგარაკნი და 1-42 სტრ., 169 შემოსავალნი ეპყრა აბაშიძესა და ასულსა მისსა თამარს, ცოლსა ლიპარტია- ნისასა და ახლად ყოველნი იმერეთისა წარჩინებულთა და აზნაურთა ძენი. და ამა ვითარებისა მხილველი გურიელი წარვიდა გურიასავე. ხოლო მთავრობდა აბაშიძე და განიგებოდა ყოველი იმერეთი მის მიერ. ჟამსა ამას აწუხებდენ დიდათ აფხაზნი ოდიშსა ტყვის ყიდვითა და კაცის კლვითა. ამისთვის სთხოვა აბაშიძეს შეწევნა ლიპარტიანმა, წარვიდენ ორნივე აფხაზეთს, ვერ წინააღუდგა შარვაშიძე და მოსწვეს, მოსტყვენეს აფხაზეთი და დაიპყრა ლიპარტიანმა ოდიშის საზღვრის აფხაზეთი, გაირიგა შარვაშიძე და მოიქცა ორნივე აბაშიძე და ლიპარტიანი გამარჯვებულნი. ხოლო შემდგომად სიკვდილისა სიმონ მეფისა ძმაჲ მისი გიორგი წარ- ვიდა ახალციხის ფაშასთანა და იზრდებოდა მუნ. ხოლო განდიდდა რაჲ აბაშიძე, არღარა მორჩილებდა ფაშასა. ამისთვის შეასმინა ფაშამან ხვანთ- ქარსა. ხოლო ხვანთქარმან წარმოავლინა აზრუმის ფაშას. რათა დაჰყოს იმერეთსა შინა 7 წელი. წარმოემართა ფაშა შავი ზღვით, გურიით და ქაია თვისი წარმოავლინა ახალციხით. ფაშასა შეეერთა გურიელი, აღმო- ვიდა ოდიშს და აღიღო რუხის ციხე და აღაშენა ანაკლიას ციხე. ხოლო ქაია და ფაშა ახალციხისა შთამოვიდა იმერეთს და მოსტყვენეს იმერე- თი და აღიღეს ჭალატყის კოშკები. ჟამსა ამას მოკვდა ხვანთქარი სულთან მუსტაფა და დაჯდა სულტან ახმეტ და ამისთვის იქმნა ამბოხება ოსმალთა შინა და გაბრუნდენ და წარ- ვიდენ ოდიშ-იმერეთით ოსმალნი. გარნა უკუბრუნებისა ჟამსა ქეჰამ იჩემა ნა- თესაობა აბაშიძისა და ეგრეთვე ქეჰასი აბაშიძემ და ამის გამო შეიყარნენ და ნახეს ერთმანერთი, და ქეჰამ იშვილა გიორგი ალექსანდრეს ძე და აბა- შიძე ჰყო მეურნედ მისა. და ესევითარად წარვიდა ქეჰა. გარნა აბაშიძემან არა დაიცვა ქეჰასადმი პირი მიცემული, უბრძანა იმერთა და შეჰკრეს ფერსა- თი და დაუწყეს სროლა, კოლის ფაშა მოჰკლეს, ისაყ ახალციხის ფაშა დაჰ- კოდეს და მრავანლი დახოცეს და გარდაჩენილნი მივიდენ ახალციხეს. და ეგრეთვე ოდიშს მყოფმა ფაშამ განვლო გურია და წარვიდა. ხოლო აბაშიძემან დაიპყრა კვალად მთავრობა იმერეთისა წელ ქრის- ტესით 1703. ხოლო გიორგი, ძე ალექსანდრე მეფისა, რომელი დაუტევა ქა- იამ მეფედ, შეშინდა აბაშიძისაგან და შევიდა ქუთათისის ციხესა, და გი- ორგი მიქელაძე ერთგულებდა მას. ხოლო ქუთათისს მყოფობისა და მწირო- ბისა გიორგი მეფისასა შეეწეოდა ვახტანგ გამგებელი ქართლისა და წარმო- უგზავნიდა მრავალსა საფასესა. ამათ ჟამთა დიდათ განდიდდა აბაშიძე, და დადიანი და გურიელი მოწოდებითა მისითა იყვნენ მარადის მასთანა. ხოლო მტერ იყვნენ ლიპარტიანი და გიორგი მიქელაძე, ვინათგან და იყო გიორგი მიქელაძისა, რომელი განუტევა ლიპარტიანმა ცოლი თვისი და ნება-ყოფითა აბაშიძისათა გამოაძო ლიპარტიანმა გიორგი მიქელაძე მამუ- ლით თვისით და წარვიდა მიქელაძე და ლიპარტიანმა დაიპყრა საჭილაო-სამიქელაო. შემდგომად ამისა განუდგა ძმაჲ თვისი ლიპარტიანსა იესე და მივიდა ქუთათისს გიორგი მეფისა თანა. ამა იესეს ეპყრა ლეჩხუმი ნებითა ლიპარ- 1-42 სტრ., 170 ტიანისათა. მსმენელი ამისა წარვიდა ლიპარტიანი და უმეტეს თავისდად მოი- მტკიცა ლეჩხუმი და მისცა გასამგებლოდ ძესა თვისსა ბეჟანს და დადიანობა მისცა პირმშოსა ძესა თვისსა კაციას და თვით იწოდებდა ლიპარტიანად, გარნა ძენი მისნი იყვნენ ბრძანებასა ქვეშე მისსა. ხოლო უმრწემესსა ძესა თვისსა მონაზონსა გაბრიელს უბოძა ჭყონდიდლობაჲ. ამათ ჟამთა მთავრებით დასაამებელად შანაოზ მეფემან მისცა და ხელ- მოწერით დაუმტკიცა პაატა აბაშიძეს სვერი, ლიპარტიანს სამიქელაო და საჭილაო, გურიელს საჯავახო და ჩიჯავაძენი. ხოლო აბაშიძემ გიორგიმ მთავრობასა შინა მისსა დიდათ დაამშვიდა იმერეთი, სადა არასადა იყო პარვა, ავაზაკობა, ტყვის ყიდვა და არცა კაცის კვლა. ხოლო ჟამსა ამას მწე ექმნა მეფე ვახტანგ ქართლისა გიორგის ქუთა- თისს შემწყვდეულსა და ეზრახა იმერთა მეფობისა მისისათვის. ეთანხმენ იმერნი, კათალიკოს-მიტროპოლიტნი და რაჭის ერისთავი შოშიტა და გამოიყვანეს ქუთათისიდამ გიორგი და უწოდეს მეფედ წელს ქრისტესით 1707. იქმნა მეფედ გიორგი, ძე ალექსანდრესი. მაშინ იმერნი ყოველნი განი- ვლტოდენ აბაშიძისაგან და მიმართეს გიორგი მეფესა. მხილველმან ამისმან აბაშიძემან სთხოვა ლაპარტიანს შეწევნა. და ლიპარტიანი წარმოემართა სპი- თა და დადგა ვაკესა შინა. ხოლო მეფე იყო ქუთათისს რაჭის ერისთავით და იმერეთით. ხოლო ჟამსა ამას მოკვდა ცოლი ლიპარტიანისა თამარ დედოფალი ზე- მოხსენებული, ასული გიორგი აბაშიძისა. მოიხსენეს შური ძეთა ლიპარტიანი- სათა მამისა თვისისა, ვინათგან განუტევა დედა მათი მიქელაძის ასული; ამისთვის დაუტევეს მამაჲ და მიერთდენ გიორგი მეფესა. ეგრეთვე ვახტანგ მეფემან ქართლისამან მისცა ასული თვისი ანუკა ცოლად ვახუშტი აბაშიძესა და ამითი უკუბირა ბიძასა მათსა, და შემოერთო მეფესა ზურაბ, სიმონ და ვახუშტი, და ესევითარითა საქმითა განძლიერდა მეფე გიორგი. ხოლო უკუუდგა ერისთავი მეფესა და მივიდა ლიპარტიანთა თანა ამისმა მცნობმან მეფემან, დაესხა თავსა ლიპარტიანს და ერისთავს და აოტნა იგინი, და განემარჯვა მეფესა წელს ქრისტესით 1709. ამათ ჟამთა სთხოვეს მეფესა ლიპარტიანთ ძეთა, რათა შეეწიოს მამასა მათსა ზედა. უსმინა მეფემან, წარვიდა სპითა, ლიპარტიანი ვერ წინააღუდგა და წარვიდა აფხაზეთს შარვაშიძისა თანა, და ოდიშს კაცია, ძე ლიპარტიანი- სა ყვესა დადიანად და ლეჩხუმი მისცეს უმცირესსა ძმასა მისსა ბეჟანს და მეფე უკმოიქცა იმერთადვე. ხოლო ჟამსა ამას არა მწე ეყოფოდა მეფესა გურიელი, ვინათგან ერჩი- ვა აბაშიძესა. ამისთვის წარვიდა მეფე სპითა გურიას და გურიელი ვერ წინა- აღუდგა, მოსწვა, მოსტყვენა გურია და მოვიდა იმერთს. გარდიცვალა დადიანი კაცია, ძე ლიპარტიანისა ხუნიგასა ჭირითა. ჟამ- სა ამას გამგონე ამისი ლიპარტიანი მოვიდა აფხაზეთით და დაიპყრო ოდიში ეზრახა გურიელსა და შეირთო ცოლად ასული გურიელსა თამარ. ხოლო აბაშიძე წარვიდა ვახტანგ მეფისა თანა ქართლს და შეიწყნარა მან პატივი- 1-42 სტრ., 171 თა, ვინათგან იყო ძმისწული მისი ვახუშტი სიძე მეფისა ვახტანგისა, რომელი უწინარეს მოვიხსენეთ. ხოლო ვინათგან იყო მეფე გიორგი ცუნდრუკი და ანგარი, ამისთვის შეზრახნენ ლიპარტიანი, რაჭის ერისთავი, ბეჟან ლეჩხუმის ბატონი და ამას- თან იყო ზურაბ აბაშიძე; შეითქუნენ ესენი, მოიყვანეს გურიელი და ჰყვეს მეფედ. და გიორგი წარვიდა ქართლს ვახტანგ მეფისა თანა, და ისტუმრა დიდი პატივით გორს. და აბაშიძეცა იყო მისთანა, და ვახტანგ მეფემან ქარ- თლისამან ზავ-ყო მათ შორის აბაშიზე განუტევა იმერეთს და მოვიდა გუ- რიელისა თანა, რომელი დროსა მას მეფობდა იმერთა ზედა. ხოლო გური- ელმან დაიპყრა იმერეთი და გურიას გურიელთა ჰყო ძე თვისი გიორგი. შემდგომად ამისა გიორგი მეფე წარვიდა სამცხეს, სადა შეიწყნარა ისაყ ფაშამან დიდის პატივით და აღუთქვა შემწეობა. ახლდა მუნ მეფეს აბაშიძე ზურაბ, განგდებული გურიელისაგან და ბიძისა მისისაგან. ხოლო ახალციხით ეზარახა მეფე ბეჟან ლეჩხუმის ბატონსა, ლიპარტიანის ძესა, წარმოვიდა ახალციხით ღამით, ახლდა თან ზურაბ აბაშიძე, გამოვლეს იმერეთი და მოვიდენ ლეჩხუმს. შეიკრიბა ლეჩხუმის ჯარი ბეჟან და მოვიდა მეფით არგვეთს. აქედამ წარვიდა იმერეთის სპით გურიელი, რომელი მე- ფობდა მას ჟამსა, ახლდა აბაშიძე, ერისთავი და იქმნა ბრძოლა ძლიერი და კნინღა და განდრკენ მეფისანი. მაშინ მხილვევლი ამის ბეჟან ლეჩხუმელი მოუხთა მარჯვენით კერძო მამაცად და სცემდა ძლიერად, სადა მოჰკლეს წულუკიძე, და განსდრიკა მხარე იგი და შეუხთა შუაგულ რა- ზმთა ა და აოტნა იმერთა სპანი, და ივლტოდა გურიელი და წარმვიდა რა- ჭას. ხოლო გიორგი მეფემან დაიპყრა იმერეთი, და აბაშიძე წარვიდა საქარ- თველოდვე. ხოლო აქა ნაშთსა არჩილისასა ვიტყოდეთ. ოდეს წარვიდა რუსეთად, მისრულსა აშტარხანს, მოეგება ძე ვისი ალექსანდრე, რომელი წარეყვანა ხელმწიფესა დიდსა პეტრეს საფრანგეთს და ესწავლნა ხელოვნება ზაბაზან- ყურბარისა და ცეცხლ-სასროლისა. მივიდა არჩილ მეფე მოსკოვს და პატი- ვით შეიწყნარა ჴელმწიფემან რუსეთისმან, მერმეთ მისცა მამული დიდი და ძესა მისსა ალექსანდრეს ფელცეხ -მეისტრობა (რომელ არს არტილერიათა პირველი გამგებლობა). შემდგომად ალექსანდე ბრძოლასა შინა შეიპყრეს შვეთელთა და წარიყვანეს პატიმრად სთოკოლმას. და იყო მუნ ალექ- სანდე, ხოლო არჩილ მოსკოვს. შემდგომად განუტევეს ალექსანდრე დროთი, რათა იხილოს მამაჲ და ცოლი თვისი, არამედ მოსული რიგას გარდიცვალა ალექსანდრე შირიმის სენითა წელს ქრისტესით 1710 და მოსწყდა უძეოდ. ხოლო გვამი მისი მოიტანეს მოსკოვს, მისცა ხელმწიფემ დონის მონასტერი სასაფლაოდ და დაფლეს მუნ. ხოლო შემდგომად დიდითა მწუხარებითა მო- კვდა არჩილ მეფე წელს ქრისტესით 1710 და დაფლეს იგიცა დონს დიდითა პატივითა. ხოლო მამული მისი დარჩა ცოლსა მისსა, დედოფლისა ქეთევანს, და ასულსა მისსა დარეჯანს, რომელთა ეპყრათ აღსასრულამდე. ხოლო იმერეთ შეიზრახენ გურიელი, დადიანი, ერისთავი, აბაშიძე და ბეჟან ლეჩხუმის ბატონი. და შეკრბენ ესენი და მოვიდენ ოკრიბას. აქეთ მეფე 1-42 სტრ., 172 იდგა ქუთაისს სპითა იმერთათა, და ახლდა აბაშიძე ზურაბ და სიმონ. იქმნა ბრძოლა ძლიერი და აოტნეს მეფე გიორგი.და წარვიდა ქართლს და იქიდამ წარვიდა ახალციხეს ისაყ ფაშისა თანა. არამედ ჟამსა ამას მოკვდა გურიელი მამია წელსა ქრისტესით 1714, იანვარს 5. წარიღეს გურიას და დაფლეს შემოქმედს, სასადლაოსა მამათა მათთასა, და იქმნა გურიელად ძე მისი გიორგი. მცნობი ამისი მეფე გიორგი ჩამოვიდა ახალციხით და დაიპყრა იმერეთი. მაშინ განუტევა მეფემან გიორგი ცოლი თვისი როდამ, გიორგი მეფისა ასული, და შეირთო დაჲ ერისთვი- სა, მამი გურიელის ნაცოლარი. ჩამოვიდა მეფე ერსთვით და მოიმტკიცა დადიან-გურიელი. ხოლო ბეჟან ლეჩხუმის ბატონი და ზურაბ აბაშიძე უკუდგენ და ეკირ- თებოდენ ქვეყანათა, და ბეჟანისა გამო გამდგარ იყო პაატა მხეიძეცა. მერმე სთხოვა ბეჟან ლეჩხუმელმან მეფესა და მისცა 4000 მარჩილი, რათა განაძოს მამამისი, ლიპარტიანი, და ჰყოს იგი დადიანად. თანახმა ექმნა მეფე და წარგზავნა ერისთავი და აბაშიძე შემწედ მისა. და შეეერთა ბეჟან და მასთანა ზურაბ აბაშიძე და წარვიდენ ოდიშს. ვერ წინააღუდგა ლიპარტიანი. და იქმნა დადიანად ბეჟან წელს ქრისტესით 1715. არამედ ციხენი ეპყრნეს კვალად ლიპარტიანსავე. მცირისა ხანისა შემოდგომად ეცრუა მეფე ბეჟან და- დაინსა და შემწე ექმნა ლიპარტიანსა, და იქმნა კვალად ლიპარტიანი დადია- ნად. და ბეჯან და ზურაბ აბაშიძე წარვიდა ლეჩხუმს, ვინათგან ბეჟან ლეჩ- ხუმის ბატონი და ზურაბ აბაშიძე ერთი იყვნენ ყოველსა საქმესა შინა. შემ- დგომად ამისა მოიყვანა თვისთა თანა მეფემან ლიპარტიანი და განაზრახა, რათა დალაშქროს ბეჟან ლეჩხუმს. მცნობმან ამისმან ბეჟან, ვინათგან არა დასცხრების შფოთება თვისისა მამისა და მის შორის, ამისთვის მოაცთუნა და შეიპყრა მამამისი, მოიყვანა მისთანა, მოჰპარა ძილად მწოლარეს საჭურველნი თვისი და შეიპყრა მამა თვისი ლიპარტიანი, თვისის ყმით, და პატიმარ ჰყო ციხესა შინა. მოიყვანა დედა თვისი, მიქელაძის ასული, რომელი განუტევა ლიპარ- ტიანმან და მოუდგინა ქმარსა თვისსა. და იყვნენ ზოგად ვიდრე აღსასრულად- მდე მათდა; ხოლო შთამოვიდა ოდიშს, მოსრნა მიმდგომნი მამისა თვი- სისანი და დაიპყრა ოდიში და იწოდა დადიანად. ხოლო გიორგი მეფე ზამთარსა ამას მიუხთა ზურაბ აბაშიძესა და მო- სტყვენა მამულნი მისნი ბეჟანის სიყვარულისა გამო. ამისთვის ევედრა ბეჟან დადიანი და ზურაბ აბაშიძე ასლან. ახალციხის ფაშასა და აღუთქვეს ქრთამი დიდი, რათა მწე ეყოს მეფესა ზედა და ჰყოს მეფედ გურიელი. უსმინა ასლან ფაშამ და წამოვიდა სპითა. აქათ მეფემან შეიკრიბა სპანი. ხოლო ფაშას მიეგებნენ ბეჟან დადიანი და ზურაბ აბაშიძე. იქმნა ბრძოლა სვიმონეთს და ივლტოდა მეფე და წარვიდა ქართლს წელს ქრისტესით 1715. მოიყვანეს გურიელი და ქმნეს მეფედ. მაშინ ერსათვი იყო ერთგულ მეფისათვის, ეზრახენ ერისთავსა, მისცა ერისთავმან ასული თვისი გულქან ცოლად ბე- ჟან დადიანის ძესა, ოტიას, და ამით იქმნა მშვიდობა მათ შორის. და ფაშა წარვიდა ახალციხეს. ხოლო გურილი, ვინათგან არღა მეფობდა ნებასა ზედა თვისსა, ამისთვის წარვიდა გურიადვე. 1-43 სტრ., 173 მაშინ სამთა ამათ მთავართა განიყვეს იმერეთი სამ ნაწილად და დაი- პყრეს თვის-თვისი მხარე. ხოლო გურიელსა გიორგის აღუშურდა დედა თვისი ელენა, მოიყვანა მონაზონ-ყოფილი ძე თვისი, განატევებინა ბერობა, უწოდა ქაიხოსრო და ქმნა გურიელად, მოიყვანა ქრთამითა დადიანი ბეჟან და მის- თანა ერისთავი და ზურაბ აბაშიძე სპითა მათითა და განაძო გიორგი. ამათ მოარბიეს გურია, მიიღეს ქრთამი და წარვიდენ. მისრული ახალციხეს გიორგი გურიელი და მუნ მყოფი მეფე გიორგი ემზახლენ ურთიერთსა, რამეთუ შემდგომად შეპყრობისა ლიპარტიანისა ცოლი ლიპარტიანისა თამარ, გურიელის ასული, წარვიდა გურიას და ესე შეირთო მეფემან გიორგიმ. ხოლო ახალციხეს ვერ მშოველთა შემწეობისათა წარვიდენ მეფე და გუ- რიელი სტამბოლს. და რა მივიდენ აზრუმს, აზრუმის ფაშამან მოსცა სპანი გურიელს, წარმოვიდა და მოვიდა გურიას, განაძო დედა და ძმაჲ და დაი- პყრა გურია. ხოლო მეფე წარვიდა სტამბოლს. კვალად გურიელობა გიორგი- სა შეუძნდა გურიის ერისთავსა და ნაკაშიძეს, ვინათგან იყვნენ მიმდგომნი დედისა და ძმისა მისისანი; ამათ მოუწოდეს ბეჟან დადიანსა, რამეთუ ასული დადიანისა მეუღლეთ ჰყვა ბეჟან ნაკაშიძის შვილსა გიორგის; მოსრულსა სპითა გურიას, დადიანს ვერ წანაღუდგა გურიელი და წარვიდა ბათომს. ხოლო კვალად დაიპყრა გურია გურიელმან გიორგი. ხოლო ამათ ჟამთა დიდი მეგობარი მოყვარული ერთმანერთისანი ბეჟან დადიანი და ზურაბ აბაშიძე რომელითამე მიზეზითა დაუტევეს მეგობრო- ბა და შემოუვიდათ განხეთქილება. წარვიდა ბეჟან დადიანი, მიუხთა ზურაბ აბაშიძესა, ვერ წინააღუდგა ზურაბ და შევიდა სერის ციხესა, და ბეჟანმან მოსტყვენა მამულნი ზურაბისანი და მოვიდა ოდიშადვე. ამათ ჟამთა განმარტება შეუჩინა ბეჟან დადიანმა ყმანი მოყვრისა თვისისა ერისთვისანი და დაიჭირა ძმა თვისი მანუჩარ და პატიმარ ჰყო ციხესა შინა დეხვიისასა. ამათ ჟამთა ეზრახა გურიელი დადიანსა, რათა მისცეს ასული თვისი მას მეუღლედ, რომელი ჰყვა ცოლად ნაკაშიძეს გიორგი, მისცა ნება ბეჟან დადიანმან ქმნად ამისა. მაშინ გურიელმან განაგდო თვისით მამულით ერისთთვის მისი და მერმეთ მოადგა ციხესა შინა მყოფს ნაკაშიძეს, აღიღო ციხე, გამოიყვანა ცოლი ნაკაშიძისა, ქალი ბეჟან დადიანისა, განუტევა გუ- რიელმან ცოლი თვისი, შარვაშიძის ასული, და შეირთო ნაკაშაძის ნაცოლა- რი და მოიმტკიცა გურია დადიანის გამო. ხოლო სტამბოლს შთასრული გიორგი მეფე მოვიდა ახალციხეს და ბრძანებითა ხვანთქრისათა შემწე ექმნა ახალციხისა ფაშა სპითა, და მოვიდა იმერეთს. თუმცა არა სწადოდათ მთავართა მათ ზემოხსენებულთა, რომელთა ეპყრათ იმერეთი, მეფობა გიორგისა, გარნა ძლიერებასა მისსა ვერ წინააღუ- დგენ, და დაიპყრა იმერეთი. ხოლო გაზაფხულსა მას შეიზრახნენ სამნი ესე დიდ-შემძლენი კაცნი: დადიანი, აბაშიძე და ერისთავი. და შეუჩინეს სიმონ აბაშიძე მეფესა გიორგის, რათა მოჰკლას იგი. ხოლო სიმონ თხმელის ციხე- სა შინა მყოფი მეფე ისტუმრა, და ნადიმსა ზედა მოჰკლეს თევდორობის შა- ბათს წელს ქრისტესით 1720. 1-43 სტრ., 174 და კვალად განიყვეს მათ იმერეთი სამთა მათ სამად და დაიპყრეს. იყო საქართველოს მეფისა თანა შვილი გიორგი მეფისა ალექსანდრე აღსაზრ- დელად, და რა მოჰკლეს მამამისი, მოითხოვა ისაყ ფაშამან ალექსანდრე მეფედ ყოფად იმერეთსა ზედა. და მეფემან საქართველოჲსამან ვახტანგ წარავლინა ნიჭითა დიდითა, და ხვანთქარსაცა ებრძანა მეფობა ალექსანდრესი. მაშინ შემოიკრიბნა ფაშამ სპანი და ჩამოვიდა იმერეთს. ხოლო ბაჟან დადიანმა და მასთანა ზურაბ აბაშიძემან არა ინებეს მეფობა ალექსანდრესი. მაშინ მოად- გენ ცუცხვათის ციხესა ზურაბისასა და აღიღეს ოსმალთა შეთხრით და დააყენეს მას შინა იენგიჩარნი, ხოლო ცუცხვათიდამ წარვიდენ ლეჩხუმს ბე- ჟან დადიანსა ზედა და შევიდენ ლეჩხუმს და მოსწვეს, მოსტყვენეს და, რაჲც ძალ-ედვა, ებრძოდა ბეჟან მხნე-ახოვანად. შემოდგომად უკმოიქცენ ოსმალნი. გამოვლეს რაჭა და მოვიდენ ქუთათისს. მაშინ ეზრახა ბეჟან დადიანი ფაშასა და მისცა ქრთამად 12 ქესა, რათა მოჰკვეთოს თავი ოტია ჩხეიძესა, ვინათ- გან იყვნენ მტერნი დადიანი და ოტია ჩხეიძე. მიიღო ფაშამ ქრთამი და მოჰ- კვეთა თავი ოტია ჩხეიძეს. განუტევა ფაშამ ერისთავი, ვინათგან მტერ იყვნენ დადიანი ბეჟან და ერისთავი. მოიყვანა ბეჟან დადიანი, ჰყო ალექსანდრე მე- ფედ იმერთა წელს ქრისტესით 1721, მოუდგინა ბეჟან დადიანი მოურნედ და თვით წარვიდა ახალციხეს. ხოლო ალექსანდრემან დაიპყრა იმერეთი, თვინიერ რაჭის ერისთავისა, მერმეთ ემზახლა ბეჟან დადიანსა და მისცა დადიანმა ასული თვისი მარიამ ცოლად. არამედ თუმცა იყო ალექსანდრე მეფედ, გარნა ბეჟან დადიანი იყო მოქმედი და მმართებელი ყოვლისა საქმისა. ამას ჟამსა წარვიდა აბაშიძე გიორგი ქართლს ვახტანგ მეფისა თანა და მოკვდა ტფილისს წელს ქრისტესით 1722 და გვამი წარმოიღეს და დაფლეს კაცხს. ამათ ჟამთა მეფე ალექსანდრე და ბეჟან დადიანი შემოადგენ ჯვარის ციხეს ოკრიბას, რომელი ეპყრა ერისთვის ძმას გედევანს გენათელსა, შეუთხა- რეს და აღიღეს. ჟამსა ამას ერისთავი შოშიტა მოუხთა მეფესა, სკანდას მყოფსა, ხოლო მეფე შევიდა ციხესა შინა სკანდას და განერა, და ერისთავმან მოსწვა, მოსტყვენა, რაოდენიცა ჰპოვა, და წარვიდა რაჭას. წელს ქრისტესით 1725 გამოვიდენ ოსმალონი ფოთს, აღაშენეს ციხე და დასვეს ფაშა. ხოლო შემწეობითა ბეჟან დადიანისათა შეუხთა რაჭას და მოაოხრა რაჭა მეფემან ალექსანდრე ნაცვლად სკანდას მოხდომისა. ეგრეთვე მეფე ალექსან- დრე და დადიანი ბეჟან მოადგენ შორაპანის ციხესა, რომელი ეპყრა ლეონ აბაშიძესა, გიორგის ძესა, და აღიღეს. და მას შინა დებული ქონება სრულიად წარიღო დადიანმა, ხოლო ციხე მისცეს ზურაბ აბაშიძესა. ჟამსა ამას მიიცვალა გურიელი და დაჯდა გურიელად ძე მისი მამაი, ნაშობი შარვაშიძის ასულისა. ჟამსა ამას გარდაიცვალა ერისთვის ცო- ლი მარიამ, მეფის ქალი, და ჰყვეს ზავი დადიანმა, ერისთავმან. და მისცა ერისთავს დადიანმა ასული თვისი, ნაცოლარი გიორგი გურიელისა, ერისთავს ცოლად. ესე არა სასიამოვნოდ აღუჩნდა ზურაბ აბაშიძესა და შეასმინა 1-44 სტრ., 175 დადიანი ისაყ ფაშასა. ხოლო ფაშამ წარმოავლინა ძე თვისი, უსუფ ფაშა და ჩამოვიდა იმერეთს, მიეგება მეფე და დასდგენ გეგუთს, ხოლო მიიწვია დადი ანი ბეჟან უსუფ ფაშამან და მივიდა ურიდლად. და ოდეს შევიდა კარავსა ფაშისასა, მაშინ დამალულმან დასცა ხანჯალი ბეჭსა მაჰმად-ბეგ მესაჭურჭლე- მან ფაშისამან და მოჰკლა დადიანი ბეჟან, და თავი მისი წარგზავნეს წინაშე ხვანთქრისა წელს ქრისტესით 1728. და წარვიდა ფაშა ქართლს. და ბეჯანის წილ იქმნა დადიანად ძე მისი ოტია. ხოლო ჟამსა ამას შეიშურვენ ოტია დადიანი და ძმა მისი კაცო, შეიპყრა ოტიამ კაცო და მიაბარა ერისთვის და მან პატიმარ ჰყო კვირას ცი- ხესა შინა. ამათ ჟამთა მოადგა ერისთავი სადმელს, ციხესა იაშვილისასა. მა- შინ მეფემან წარუგზავნა ლეონ აბაშიძე ერისთავსა თანა, ვინათგან ლეონ იყო დედით ძმა ერისთავისა, რათა მოეცვალოს ერისთავი ციხესა იაშვილისასა. გარნა ერისთავმან შეიპყრა ღალატით ლეონ აბაშიძე და წარუგზავნა დადი- ანსა, გარნა დადიანმა პატივით განუტევა ლეონ. და შემდგომად მოვიდა ლეონ აბაშიძე მეფისა თანა. ამათ ჯამთა მოკვდა ერისთავი შოშიტა და იქმნა ერისთავად ძე მისი გრიგოლ. ხოლო ჟამსა ამას გაიპარა ძმაჲ დადიანისა კაცო კვარიდამ და მი- ვიდა მეფისა თანა. ამათამ ჟამთა მოკვდა ცოლი მეფისა, ასული დადიანისა ბეჟანისა, და შემოდგომად მეფემან შეირთო ასული ლეონ აბაშიძისა ცოლად და იქორწინა წელს ქრისტესით 1732. ხოლო მეფემან ასული თვისი, ნაშობი დადიანის ქალისა, მისცა ცოლად გურიელსა მამიას. იხილეს, ესე და ამისთვის დადიანმა გარდაბირა მეფესა ძმა თვისი მამუკა და მიიყვანა დადიანმა და შერთო დაჲ თვისი ცოლად. შეიკრიბა დადიანმა ოდიშ-ლეჩხუმი და აფხაზნი, და შეეწია ერისთავი და ზურაბ აბაშიძე, და მივიდა დადიანი იმერეთს და დასდგა გეგუთს და აოხრებდა იმერეთს. ხოლო ალექსანდრე ვერ წინააღუ- დგა და შევიდა ქუთათისს ლეონ აბაშიძით, და მოადგა დადიანი ქუთათისს, გარნა ვერ აღიღო და მოეცალა. ამათ ჟამსა მოვიდა ფაშა ფოთს, რათა უმეტესად დაიპყრას კიდურნი შავის ზღვისანი ხოლო სცნა მეფემან ალექსანდრემ, მოვიდა ფაშისა თანა და ერთად წარვიდენ ოდიშს. გარნა არა მივიდა დადიანი და დახიზ- ნულიყო ყოველი ოდიში. მუნით წარვიდენ მდა მოსწვეს ეკლესია წმინდისა გიორგისა ილორს და აღძარცვეს კრამინტი ბრპენისა. და მუნით შევიდენ აფხაზეთს, და შეურიგდა შარვაშიძე, მპყრობელი ზუფუსი, და მაჰმადიანი ჰყვეს იგი და ყოველნი მისთანა მყოფნი და განვიდენ კოდორად. ხოლო ახლად ყო- ველთა ამათ საქმეთა შინა მეფე ალექსანდრე ფაშასა, რათა შემდგომად უკ- მობრუნებისა დაუმორჩილოს დადიანი ოტია. მაშინ განემზადა ფაშა წასა- სვლელად ჯიქეთს და აწვია მეფეცა, გარნა მძიმედ აღუჩნდა ესე მეფესა და ღამესა მას გამოიპარა მეფე სპითა თვისითა და დილასა დევნა უყვეს ოსმალ- თა და მოეწივნენ პირსა ზედა ეგუროსასა . ხოლო იმერთა განამაგრეს კიდუ- რი მდინარისა და რამოდენითა მით კაცითა განერა მეფე და მოვიდა ციხესა შინა კაცო დიდიანის ძისასა. და დანაშთენი იმერნი აიალაფეს ოსმალთა და აფხაზთა. ოდეს სცნა დადიანმა მოსლვა მეფისა ციხესა შინა კაცოსასა, მოადგა გარს რაოდენ დღემდე, გარნა შემდგომად ზავ-ყვეს: მოსცა მეფემან მძევა- ლი და წარვიდა იმერეთს წელს ქრისტესით 1733. 1-44 სტრ., 176 შემდგომად ამისა უკუდგენ ფაშას აფხაზნი და დაუწყეს პარვა, სროლა და კვლა, და წარმოვიდა ფაშა ოდიშადვე. გარნა შეკრიბენ აფხაზნი, დაესხენ ოსმალთა, და ფაშა ივლტოდა ზღვით.და ყოველნი სპანი მისნი აიალაფეს აფხაზთა და სძლეს ყოველთურთ, და მრავალნი მოიშთვნენ ზღვასაცა. და შემდგომად აფხაზთა დაუტევეს მაჰმადიანობა დაიპყრეს თვისივე სჯუ- ლი ( არამედ ძლევასა ამას იტყვიან სასწაულად წმინდისა გიორგისა ილო- რისასა, რამეთუ ღამესა ამას ეტყოდა აფხაზთაგან სულასა და განაძლიერებ- და მათ ბრძოლად). ხოლო შემდგომად ამათსა უკუბირეს კვალად მამუკა მეფესა დადიანმა, ერისთავმან და ზურაბ აბაშიძემან, შეკრბენ სპითა მრავლითა და მოვიდენ ალექსანდრესა ზედა -ანუ მოჰკლან, ანუ განაძონ. მაშინ ალექსანდრემან, ჩი- ხორს მდგომმან, შემოიკრიბა გურიელი მამაი, ლევან აბაშიძე, დადიანის ძმა კაცო და სხვანი იმერნი და შეიბნენ ჩიხორს. და მოისროდენ ორგნითვე უმრავნი, და სძლო ალექსანდრემ. ხოლო დადიანმა ოტია ბრძოლასა ამას ში- ნა განადიდა სიმხნე თვისი და სამაგალითოთა მამაცობითა ადიდა სახელი თვისი, რათა შუა რაზმთა შინა შესლვითა მოსრნა მრავალნი, გარნა შემდგო- მად ჰკრეს მას შვიდი თოფი და სამსა ადგილსა დაჰკოდეს ლეკურითა, და შემდგომად ესევითარი დაკოდილი დაირჩინეს; დაჰკოდეს ზურაბ აბაში- ძის ძე დავით.ალექსანდრეს კერძოთ მოჰკლეს კაცო, ძმა დადიანისა,და გა- მარჯვება დაშთა ალექსანდრეს კერძოთ წელს ქრისტესით 1734. ხოლო დადიანი ოტია წარმოიყვანა მეფემან და დაადგინნა მკურნალნი და განკურნა და სთხოვა ლეჩხუმსა მეფე, გარნა არა ნება სცა დადიანმა. ეზრახა ზურაბ აბაშიძის გამო დადიანი ისაყ ფაშასა და მისცა ქრთამი დიდი, რათა მწე ეყოს. მან წარმოავლინა მახმად-ბეგ და გივი ამილახორი სპითა ოსმალ-ქართველისათა და მოვიდენ საჩხერეს.ამის მხილველმან ალექსანდრემ გამოართვა დადიანსა ოტიას საჭილაო-სამიქელაო და განუტევა დადი- ანი. მოვიდა მეფე საჩხერეს, მისცა დაჲ თვისი მახმად -ბეგს და წარვიდა ოსმალნი. დაზავდენ დადიანი, ერისთავი და ზურაბ აბაშიძე მეფისა თანა და დაიპყრო იმერეთი ალექსანდრემან. ამას ჟამსა მოიყვანა მეფემან დავით აბაშიძე, ძე ზურაბისა, რომელი იყო სიძე მეფისა ალესანდრესი, და პაპუნა წერეთელი, და ორთავეს თავი მოჰ- კვეთა ღალატითა და წარვიდა მსწრაფლად, რათა დაიპყრას მოდამნახის ციხე. გარნა ცოლმან და ძემან პაპუანასამან განამაგრეს ციხე, და ვერ იშოვა მეფემ ციხე იგი. იხილეს რაჲ ესევითარი მოქმედება წარჩინებულთა, რამეთუ ნებავს ყოველთა მოწყვეტა, ამისთვის შეკრბენ დადიანი, ერისთავი გრიგოლ და ზურაბ აბაშიძე. და სცნა ესე ალექსანდრემან, მოთხოვა ლეკნი შანშე ქსნის ერისთავისაგან. და წარმოუგზავნა 500 ლეკნი. წარმოუძღვა ალექსანდრე და მოვიდა ოდიშს და ვერ წინააღუდგა დადიანი, და ალექსან- დრემან მოსწვა, მოსტყვენა ოდიში და უკმოიქცა იმერეთადვე. ხოლო ჟამსა რაოდენისამე შემდგომად შეიკრიბა დადიანმა ოტიამ აფ- ხაზნი და ოდიშარნი, და მოერთვენ დადიანსა ერისთავი და ზურაბ აბაშიძე და ვერ წინააღუდა ალექსანდრე. გამოუშვა დადიანმა მარბიელნი და მო- სწვეს სასახლე მეფისა ვარციხე წელს ქრისტესით 1740, მოსწვეს,მოსტყვე- ნეს იმერეთი და უკუნვე იქცა ოდიშადვე დადიანი ოტია. 1-43 სტრ., 177 ამათ ჟამთა წარავლინა ალექსანდრე მეფემან ძმაჲ თვისი გიორგი და ლევან აბაშიძე ქართლს ვახუშტი აბაშიძესა ზედა, რათა შეიპყრან იგი.და უცნობელად დაესხენ ტეძერს მყოფს,და ვახუშტი გამაგრდა სახლსა შინა და დაიწყო თოფთა ცემა.მაშინ ამათ შეუდვეს ცეცხლი სახლსა მას. იხილა ვახუშტიმ ცეცხლი, გამოვარდა და მიენდო ბიძის ძესა თვისსა ლეონს. მათ მოგვარეს მეფესა და პატიმარ-ყვეს ციხესა შინა ნავარძეთს. სთხოვდა მეფე 500 ქესა თეთრსა და ციხესა ვახანს, და ესე არა ინება ვახუშტიმ მიცე- მად. მერმეთ მოვიდა კათალიკოსი დომენტი განტევებისათვის ვახუშტისა, გარნა არა პატივსცა ალექსანდრე. კვალად წარმოევლინა ისაყ ფაშასა ცხენი აღკაზმული და ქურქი და ოცი ქესა თეთრი, რათა განუტეოს ვახუშტი, და არა ინება მეფემან. გარნა ისაყ ფაშამან აღუსრულა თხოვნა ანუკა ვახტანგ მეფის ქალსა, ცოლსა ვახუშტი აბაშიძისასა და გაზაფხულს წარმოავლინა ფი- რიაღის-შვილი, სიძე თვისი, სპითა. ამას, ჩამოსრულს იმერეთს, შეერთდა დადიანი და სხვანი იმერეთა თავადნი.იხილა რა მეფემან,დახიზნა ხიზანი თვისი ხარაგეულს და თვით წარვიდა ქართლს წელს ქრისტესით 1741. წარყვენ მეფესა მამუკა,ძმა თვისი, და ლეონ აბაშიძე, და ვახუშტი წარიყვა- ნეს პყრობილი. მაშინ მოიყვანეს გიორგი, ძმა ალექსანდრესი, ნაშობი გურიე- ლის ასულისა, და ქმნეს მეფედ. და წარვიდენ ოსმალნი. ხოლო ალექსანდრე, მისრულმან ქართლს, განუტევა ვახუშტი და თვით მივიდა ხანისა თანა, რო- მელი იყო შაჰ ნადირისაგან დადგენილი საქართველოსა შინა. ხანმან ამან პირველად პატივსცა ალექსანდრეს და მერმეთ შეიპყრა. ამის მხილველი მამუკა და ლეონ, და სხვანი იმერნი ივლტოდენ და მივიდენ იმერეთსა. ხოლო მეფემან ალექსანდრე წარავლინა ელჩნი ვედრებად შაჰ ნადირისა დარუბანდს. შაჰ ნადირმან ელჩთა მიანიჭა პატივი და წარმოუვლინა კაცი რაყმით ისაყ ფაშასა, რათა ალექსანდრე ყოს იმერეთს მეფედ; უსმინა ისაყ ფაშამან და ალექსანდრე შთამოიყვანეს იმერეთს და ყო მეფედ: და შეამტკიცა დადიანი, მისცა იმერეთი. და მერმეთ წარვიდენ ოსმალნი. ხოლო გიორგი, ძმა მეფისა წარვიდა ოდიშს. კვალად მცირედისა ჟამსა იქმნა მეფესა და დადიანს შუა შური. ესე ალექსანდრე მეფემან აბრალა დედის ნაცვალსა თვისსა თამარ გურიელის ასულსა ( რომელსა უწოდდენ კოჭიბროლად) შეიპყრა და მოჰკვეთა თავი. ხოლო დადიანი წარმოემართა სპითა და მოვიდა გეგუთს და შეეერთა ერის- თავი გრიგოლ. ხოლო მეფე შევიდა ქუთაისს და არა ეძლო ბრძოლა პირის- პირ .გარნა რომელისამე მიზეზისათვის უკ მოიქცა დადიანი და მომავალსა ეწივნენ იმერნი და დაუწყესთ თოფთა ცემა, მოჰკლეს ერისთავი გრიგოლ და ივლტოდენ ოდიშარნი წელს ქრისტესით 1743. და ნაცვლად გრიგოლისა ერისთავად ჰყვეს ძმა მისი ვახტანგ. შემდგომად შერიგდენ მეფე და დადიანი, იქმნა მშვიდობა და მეფობდა ალექსანდრე იმერეთს. ხოლო რაოდენისა ჟამსა შემდგომად ამა მეფემან განძარცვა ხატი ყოველად წმინდისა ღმრთის მშობელისა ( რომელსა უწოდებენ ხახულისა ღმრთის მშობელსა) და ამის ძალით წარმოსცვინდენ ორივე თვალნი, და მოკვდა თვისა მარტსა, წელს ქრისტესით 1749. და იქმნა მის წილ მეფედ ძე მისი სოლომონ. 1-43 სტრ., 178

[სოლომონ პირველის მეფობა].

ესე პირველი სოლომონ იქმნა მეფედ იმერთა კაცი მხნე, ახოვანი და მამაცობასა შინა ქებული. ამან შეირთო მეუღლედ აფხაზეთის თავადის ზუ- ფუს მცხოვრების ინალისშვილის ასული. გარნა ვინათგან იხილა თვი- ნიერ დადიანისა მეფობა მისი შეუძლებელ არს, ამისთვის განუტევა ინალის- შვილის ასული და შერთო ოტია დადიანის ასული მარიამ, რომელი იყო დედათა შორის ყოველად კეთილ -სახსოვარ. გარნა ჟამსა ამას მძლავრებდენ იმერეთს ოსმალნი და ეპყრათ იმერეთსა შინა ოსმალთა სიმაგრენი, ციხე ქუთათისისა, შორაპანისა, ცუცხვათისა და ბაღდადისა და მძლავრობდენ დიდათ. გარნა მხნე-ახოვანებითა თვისითა დი- დათ წინააღმდეგობდა სოლომონ ოსმალთა, მრავალთა სრვიდა, მრავალთა ხოცდა და მრავალთა ატყვევებდა, და ოსმალნიცა მრავალჯერ გარდააგდებ- დენ მეფობიდამ, გარნა კვალად მეფედ მოიქცეოდა შეწევნითა დადიანისათა და თვისითა მხნე-ახოვანებითა, და მრავალნი ძლიერნი სერესკალნი ოსმალთანი შეწევნითა დადიანისათა დაამარცხნა, დაარცხვინა და უკუნაქცია. და ესრეთ მეფობდა მეფე სოლომონ. ამან წინააღმდეგობისათვის თვისისა დაამდაბლა სახლი თავადთა აბაში- ძეთა; თუმცა იყო სახლისშვილი აბაშიძისა მეფე ესე, გარნა არა რიდა და წარვიდა პაპა მეფისა ამის ლეონ აბაშიძე ახალციხეს და მოიცა ძალი ოსმალთაგან, და მოვიდა აბაშიძე იმერეთს დიდითა სერესკლებითა. მცნობ- მან ამისმან მეფემან სთხოვა შეწევნა სიმავრსა დადიანსა ოტიას. და ვი- ნათგან კაცი მამაცი დადიანი ოტია მოუძლურებულ იყო მოხუცებულობისა გამო, ამისთვის წარმოუვლინა ძე თვისი კაცია შესაწევნელად სიძესა თვისსა მეფესა.და წარმოვიდა კაცია სპითა ოდიშ-ლეჩხუმ-აფხაზთა, და აქათ მეფე- მან შეიკრიბნა რამოდენიმე იმერნი, გარნა უმეტესი მიბირებულ იყო აბაში- ძის ლეონისა მიმართა, და შეერთებულნი მეფე და კაცია დადიანის ძე მიუხ- თენ ხრესილს მყოფს ოსმალთა განდიდებულთა მხედრობათა და შეიქმნა ბრძოლა სასტიკი, სადა მამაცად ბრძოდენ მენგრელნი და ლეჩხუმელნი და განსდრიკნეს თათარნი. მიეწინენ მენგრელნი და მოკლეს აბაშიძე ლეონ, პაპა მეფისა, შეიპყრეს აბაშიძე გედევან და მოჰგვარეს მეფესა და შემდგომად დასწვა თვალნი მეფემან. კვალად მენგრელთ შეიპყრეს გოლა ფაშა და სპასპე- ტი მხედრობისა ამის ბაშ-აღა და მოჰკვეთეს ორთავეს თავი. და გაემარ- ჯვათ დიდათ და სახელოვნად მეფესა და დადიანსა წელს ქრისტესით 1756 : რომელ კაცსა ერთსა მოჰყავდა ათი ოსმალი შოებული და აღიღეს ალაფ- ბარგნი უმრავლესნი და თუმცა სადმე გარნა რაოდენიმე ოსმალნი, ივლტო- დენ ახალციხეს. ხოლო მეფე და დადიანი მოიქცენ გამარჯვებულნი სა- ხლადვე თვისად. გარნა ძე დადიანისა მწუხარე იყო, ვინათდან მხლე მისი შარვაშიძე ხუტუნია მოჰკლეს ბრძოლასა ამას შინა, რომელმანცა სამაგალი- თოდ წარმოაჩინა მამაცობა და სიმხნე მისი, სადა სხვათა სახელოვანთა ბრძოლათა შორის ხრმლითა განჰკვეთა თექვსმეტი ოსმალნი და შემდგომად ოსმალთ რაზმთა შუაგულობასა მყოფი მოჰკლეს შარვაშიძე ხუტუნია. ამა ჟამთა გარდაიცვალა დადიანი ოტია და იქმნა დადიანად კაცია. ამა წელს დაბნელდა მზე წელს ქრისტესით 1758. 1-42 სტრ., 179 შემდგომად რამოდენისამე ჟამისა კაცია დადიანმა განუტევა ცოლი ინალიშვილის ასული და მიიყვანა მეუღლეთ დიდითა და სახელოვნითა მზით- ვითა საქართველოჲსა და კახთა ცხებულის მეფის თეიმურაზის ასული, დაჲ სახელოვნის მეფის ირაკლისი ელისაბედ, რომლისა ქებანი წარიწერებო- დენ ამა სამეფოთა და სამთავროთა კიდით-კიდემდე. ხოლო შემდგომად ორისა წლისა შობასა ზედა ყრმისასა მოკვდა სანეტარო ესე დედოფალი ელისაბედ სამწუხაროდ და საგლოველად ყოველთა სამეფოთა საქართველოჲ- სა და სამთავროთა სამენგრელოჲსათა, და დაფლეს ცაგერს, ვინათგან გარდა- იცვალა სამთავროსა სასახლესა მურს წელს ქრისტესით 1770. და შემდგო- მად მძიმისა გლოვისა შეირთო ცოლად დადიანმა კაციამ ასული პაატა წუ- ლუკიძისა ანნა. მეფემან ამან სოლომონ ოდეს იხილა, რომელ ვერ განთავისუფლდების ოსმალო მონებისაგან, ამისთვის ევედრა როსიისა იმპერატრიცას ეკატი- რინა მეორესა. ამან წარმოუვლინა მხედრობა და აღიღეს ციხე ქუთათისისა, შორაპანისა, ცუცხვათისა და ბაღდადისა და მრავალნი მოსრნეს, მოსწყვიდ- ნეს ოსმალნი და სხვა დაშთომილნი განდევნეს. და იქმნა თავისუფალ მეფედ სოლომონ. ხოლო შემდგომად წარმოვიდენ, იწინამძღვრეს დადიანი და შე- მოადგენ ფოთის ციხესა, გარნა ვერ აღიღეს, და შემდგომად განვლეს იმერე- თი და წარვიდენ საქართველოთი რუსეთადვე წელს ქრისტესით 1770. შემდ- გომად მეორესა წელსა მოვიდნენ კვალად რუსნი და შემოადგნენ კვალად წინამძღვრებითა დადიანისათა ფოთს, გარნა ვერცა მაშინ აღიღეს და დასწა- მეს გამაგრება ფოთისა თავადსა სამენგრელოსასა ხახუს ჩიჩუას, შიპყრეს რუსთა, წარვიდენ და თანა წარიყვანეს ჩიჩუაცა, და მიიწივნენ რა მოსდოქს, მოკვდა მუნ ჩიჩუა და დაფლეს. ამან მეფემან აღხოცა ერისთაობა რაჭისა, შეიპყრა ერისთავი რაჭისა როსტომ და ძე მისი გიორგი და სხვანი მცირეწლოვანი შვილნი მისნი და დასწვნა ამათ ყოველთა თვალნი, ვინათგან სწამობდა ორგულობასა და მა- მულნი მისნი რომელნიმე მისცნა თავადთ წერეთელთ პაპუნასა და ძმასა მისსა ზურაბს და რომელნიმე თვით დაიპყრა სამეფოდ თვისდად. ხოლო იყვნენ მოყვარენი ესე ორნი მეფე სოლომონ და დადიანი კაცია დიდსა და სრულსა სიყვარულსა შინა ყოვლითურთ, გარნა რომელისამე მიზე- ზითა და ავთა კაცთა მოქმედებისაგან სიყვარულისა წილ შეექმნათ შუ- რი დიდი ურთიერთთა შორის. და არბევდა მეფე ოდიშს მრავალჯერ და ეკირთებოდა, გარნა არცა დადიანი აყენებდა და მრავალჯელ ესეცა არბევდა იმერეთ-რაჭასა და ესრეთ განვლო ჟამმან საკმაომან. ჟამსა ამას გარდაიცვალა ღირსსახსოვარი დედოფალი იმერეთისა, მე- უღლე სოლომონ მეფისა მარიამ, დაჲ კაცია დადიანისა. შემდგომად გლო- ვისა მეფემან ამან შეირთო წულუკიძის ასული გულქან, ნაცოლარი მიქე- ლაძის აზნაურის ქაჯაიასი. შემდგომად რაოდენისამე ჟამისა მოკვდა ძე სოლომონ მეფისა ალექსან- დრე და დაშთა მეფე უძეოდ და დაფლეს გელათს. ვინათგან ალექსანდრე იყო დისწული კაცია დადიანისა, ამისთვის წარვიდა დადიანი შესაფერითა 1-42 სტრ., 180 დიდებითა და მივიდა გელათს და იტირა დისწული თვისი ალექსანდრე; თუმ- ცა დიდი შური იყო მეფესა დადადიანს შუა, მაგრამ სიყვარულისათვის დის- წულისა არა რიდა მისვლა იმერეთსა შინა და მშვიდობითცა მოიქცა. ჟამსა ამას ჰფლობდენ აფხაზეთსა შარვაშიძენი ზურაბ, ქელაიშ-აჰმედ-ბეგ და ბექირ-ბეგ . ამათ შეკრიბნეს ჯიქნი, ალანნი,ზუხუა და მაზუმაჲ და ამას- თან აფხაზეთი და წარმოემართენ დადიანსა ზედა. განუდგენ დადიანსა სამ- ხსენებულთა შარვაშიძეთა. მცნობამან ამისმან დადიანმა შეიკრიბა სპანი თვის- ნი ოდიშ-ლეჩხუმისა და სვანეთისა და დაებანაკა რუხს კიდესა ზედა ეგურისასა. გარნა რა სცნო სიმრავლე და ძალი შარვაშიძეთა, მაშინ თუმცა იყვნენ მტერად მეფე სოლომონ და დადიანი, გარნა მაშინცა მიუწერა ავთ- რათი მეფესა და შეუთვალა: „მოვიდენ აგარიანნი დასამხობელად ჩემდა და სამფლობელოჲსა ჩემისა და შებღალვად ქრისტიანობისა და ნუ მოიხსენებ ჩვენ ორთა ურთიერთსა წყენებასა და მოვედ შემწედ ჩემდა სახელოვანთა გულთა და აჰა ჟამი მოიხსენო მსახურება ჩემი ხრესილის ბრძოლისა“. მოვი- და რა წერილი დადიანისა მეფისა თანა და წარმკითხველმან წერილისამან მსწრაფლ ბრძანა შეკრება იმერეთ სპისა და წარმოემართა სახელოვნად და მოვიდა დადიანისა თანა. მხილველი და მოხარული დადიანი მეფისა მიეგება და უამბორეს ურთიერთსა დამვიწყებელი ყოველთურთ შურისა ურთიერ- თისა,და დაებანაკნენ მახლობელ ერთმანერთისა.შემდომად რაოდენისამე ჟამისა მოვიდენ აფხაზნი და მიურიდებელად გამოვიდენ ენგურს და დასდგენ პირისპირ მათსა.მეორე დღესა ამხედრდენ აფხაზნი და წარმოემართენ ზარ- ბაზან-არტილერიითა და დიდძალითა მხედრებითა მეფესა და დადიანსა ზედა. აქათ მიეგებნენ სპანი მეფისა და დადიანისანი,და შექმნა საშინელი ბრძო- ლანი.მაშინ მეფე ამხედრდა ჩვეულითა კისკასითა გულითა და წარუძღვა რა- მოდენიმე გუნდსა მხედრობასა იმერეთ- ოდიშართასა და მიუხთა მარ- ჯვენით კერძო მამაცად და მრავლისა ურთიერთისა ბრძოლისა განგლიჯა რაზმი, და შევიდენ სპანი მეფისა და დადიანისანი რაზმსა შუა.და მხილველი ამისი აფხაზნი ვერ წინააღუდგენ,და ივლტოდენ აფხაზნი,და განემარჯვათ სახელოვანად მეფესა და დადიანსა; სადა მოიკლნენ აფხაზნი მრავალნი და შეპყრობილიცა წარმოიყვანეს მრავალნი ტყვედ, და გამარჯვებული და მხია- რულ-ქმნილნი უმოიქცენ სახლადვე. და გარდაიხადა მეფემან თანამდები ხრესილისა. და მის ჟამიდამ იქმნა მშვიდობა ამა ორთა მეფეთა და დადიანთა შორის და სიყვარული შესაფერი წელს ქრისტესით 1780. შემდგომად რამოდენისამე ხანისა სიყვარულისა დასამტკიცებელად მო- ვიდა მეფე სალხინოს დადიანისა თანა, მონათლა ასული დადიანისა მარიამ, და შემდგომად მრავლისა ლხინისა და მრავლის საჩუქრისა მოვიდა მეფე კვალად ქუთათისს. დროსა ამას შეიშურვენ ურთიერთისადმი შარვაშიძე ზურაბ, რომელი ფლობდა ზუფუს, და ძმისწული მისი ქელაიშ-აჰმედ-ბეგ, რომელი ფლობდა აყუს და მიმდგომსა მისსა. ამისთვის წარმოვიდა ზურაბ შერვაშიძე და მოვი- და კაცია დადიანისა თანა და სთხოვა შეწევნა.უსმინა დადიანმა, შეიკრი- ბა სპანი თვისნი, აჩინა მეხდართ- მძღვანვად ძმა თვისი გიორგი და წარგზა- 1-29 სტრ., 181 ვნა აფხაზეთად. მივიდენ რა აფხაზეთს, ურჩნი ზურაბისანი მოსწვეს, მოს- წყვიდეს და შემდგომად მოადგენ ცხომის ციხეს, სადა მამაცად ბრძოდენ ციხით გამო მეციხოანენი ქელაიშ-აჰმედ-ბეგისანი. გარნა სიმხნე-მამაცობითა საქებელითა აღიღო ციხე იგი გიორგი დადიანის ძემან და მოიქცა გამარჯვე- ბული კვალად ოდიშადვე. შემდგომად ემზახლენ, ერთმანეთს კაცია დადიანი და ზურაბ შარვა- შიძე, და ასული ზურაბ შარვაშიძისა რუსუდან მოუყვანა დადიანმა მეუღლედ ძესა თვისსა მანუჩარს. შემდგომად ჟამისა რაოდენისამე იწადა მეფემან, რათა მიუხთეს ჩაქვს ოსმალთა და შემუსროს იგი; შეიკრიბნა სპანი იმერელთანი და მიუხთა ჩაქვს, გარნა უკმობრუნვებულს ეწივნენ რამოდენნიმე ჩაქველნი, დაუწყეს თოფთა ცემა,დაკოდეს სარდალნი, წულუკიძე ბერი და აგიაშვილი ქაიხოსრო, მო- ჰკლეს მრავალნი წარჩინებულნი თავად -აზნაურნი და ცოცხალნიცა დაიმორ- ჩილნეს .და მოიქცა მეფე იმერეთს დიდათ დამარცხებული. შემდგომად ამისა ამავე წელს, თვესა აპრილს კგ,დღესასწაულსა წმინ- დისა გიორგისასა ჩვეულებათ აქვსთ შეკრება ხონს დღესასწაულობად. მაშინ მეფემან მოიწადა ქუთაისით მუნ წამოსლვა შექცევად, და დილას რა აღემ- ზადა, მოგვარეს ცხენი შესაჯდომად.მაშინ ანაზდად მოულოდებელითა სი- კვდილითა გარდაიცვალა წელს ქრისტესით 1784 და დაფლეს გელათს, და გარდავიდა უძეოდ და იქმნა უმემკვიდროდ იმერეთი. ხოლო იყო ჟამსა ორნი ბაგრატოანთა ძენი: ერთი ბიძის ძე, მეფისა დავით გიორგის ძე, ხოლო მეორე ძმისწული მეფისა დავითვე არჩილის ძე. ხოლო იწადეს იმერთა რომელმანმე იგი და რომელმანმე ესე მეფედ .გარნა დავით გიორგის ძე იყო მამიდასშვილი დადიანისა, და იყო სიძე მისი პაპუნა წერეთელი, რომელი მას ჟამსა იმერეთსა შინა წარჩინებულ იყვენ წულუკიძე ბერი და იგი ხსენებული წერეთელი პაპუნა, და ამა ორთა მოიწადინეს და შემწეობითა დადიანისატა იქმნა იმერთა ზედა მეფედ დავით გიორგის ძე. ხოლო არჩილის ძე წარვიდა საქართვველოდ მეფისა ირაკლისა თანა, ვინათგან იყო შვილისშვილი მისი დედით და იყო მუნ. 1-32 სტრ., 182

წიგნი III
წინასიტყვაობა

თუმცაღა განმეორებით ახლად შევსთხზენ ესე ქართველთ ცხოვ- რებაჲ დაბიოთა фრასითა და ლექსნი განვაშვენენ და წინაუკმო დავსდევ და უმჯობეს სასმენელად და საგულისხმოდ განვჰკარგენ, გარნა ძალნი საქმეთანი და მოთხრობანი არცაღა დამიმცირებიეს და არცა დამიმატებიეს მის უწინ- დელთა ქართველთ მეისტორიეთაგან და ნანდვილნი იგი დამიდვიეს, ვითარ ვიხილე მას შინა. ხოლო პირველის სოლომონ მეფიდამ წყებული ვიდრე აქამომდე და ესე შემდგომნი ამისა წარწერილნი ისტორიანი ანუ მოთხრობანი ქართველთა და შემდგომთა მისთანი ჯერეთ არღა აღწერილ არიან არცა ძველსა და არცაღა ახალსა ქართველთ ისტორიასა შინა, ვინათგან არა იყო ჯერეთ საქმენი ესე ნამყო-სრულად. ამისთვის მე თანამდებად შევრაცხე თავი ჩემი, ვითარცა შვი- ლმან მამულისამან, და ესე შემდგომნი მოთხრობანი ანუ ისტორიანი, რომელ- ნიმე სმენილნი და რომელნიმე თვით ჩემგან ხილულნი, აღვსწერე სახსოვრად და სასარგებლოდ ყოველთა მოყვარეთა მეისტორიეთასა. და მე ვალად დავსდებ ყოველთა შვილთა მოყვარეთა მამულისა ჩვენი- სათა: ოდეს მე არღა ვიქმნები სოფელსა ამას, მაშინ ნუ დაუტევებთ შემდგო- მთა ქმნილთა სახსოვართა საქმეთა, რომელ არა აღწეროთ, რათა ჩვენსაცა ქვეყანასა ჰქონდეს ხსოვნაჲ სხვათა ქვეყანათა თანა და იცოდენ განათლებულ- თა შვილთა ნამყონი საქმენი მამულთა თვისთანი, რათა მით უმჯობეს მარ- თონ თავი თვისი, და ჩვენცა გვქონდეს ხსოვნაჲ. აწ მოვიქცევი თქვენდამი და უმორჩილესად გთხოვთ და გემო- ქენებით და თხოვასა და მოქენეობასა თანა გაფიცებთ მას, ურომელოსა ღვთა- ებასა, უკეთუ სათნო გექმნასთ და ინებოთ ვინმემ გარდაწერა ამა ჩემ-მიერ ქმნილისა ანუ თხზულისა წიგნისა, და ნუცა ჩემგან აღწერილსა წინასიტყვაობასა წინამდებარისა ამის წიგნისასა და ნურცა ამას, რომელი აქ აღწერილი არიან, ნუ დაუტევებთ, რომელ არა აღწეროთ სახსოვრად ჩემისა ვინაობისა, და მქო- ნდეს ხსოვნაჲ შენდობითა, რათა თქვენცა მოგმადლოს ღმერთ-მამაკაცმან ყოველნი თხოვანი თქვენნი. უმორჩილესი მოსამსახურე თქვენი, თავადი ნიკოლაჲ დადიანოვი პირველი. 1-35 სტრ., 183 იქმნა მეფედ იმერთა ზედა დავით გიორგის ძე. ამან დაიდგინა გან- მზრახად და პირველ კაცად ქსნის ერისთავის ძე ელისბარ, რომელი იყო სიძე გარდაცვალებულისა მეფისა სოლომონისა. ესე შეიშურვეს იმერთა. და გან- დგენ მეფისაგან წულუკიძე ბერი და პაპუნა წერეთელი, და სწადოდათ მეფო- ბა დავით არჩილის ძისა, გარნა შეეწია დადიანი კაცია და წარგზავნა სპანი ოდიშისანი და წარუძღვანა სპათა ძმა თვისი გიორგი. განვიდენ ოდიშარ- ნი და მოსწვეს, მოსტყვენეს ქარჩხაბს სასახლე ბერი წულუკიძისა და ეგრე- თვე სრულსა იმერეთსა შინა, სადა ჰპოვეს ორგულნი დავით მეფისანი, გა- მოვლეს იმერეთი და დამძევლეს და გარდაყარნეს წულუკიძე და წერეთელნი, წარმოვიდენ ოდიშარნი, გარდმოვლეს საწალიკე, ჩამოვიდენ რაჭას და იგიცა დაიმორჩილნეს, აღიღეს ხიდის-კარი რაჭას, რიონს მდგომარე, და წარ- ვიდა ძმა დადიანისა გიორგი და სპანი ოდიშისა გამარჯვებულნი ლეჩხუმით ოდიშად და მეფე დასტოვეს მშვიდობით იმერეთს. წასრულთა წულუკიძეთ და წერეთელთა იმეცადინეს და იშოვნეს ჯარნი ლეკისანი რამოდენიმე და მოვიდენ რაჭას, და მიიბირნეს რამოდენიმე იმერ- რაჭველნი. მცნობმან მეფემან სთხოვა შეწევნა დადიანსა კაციას. ხოლო და- დიანმა წარმოგზავნა სპანი თვისნი ოდიშ-ლეჩხუმი და მოვიდენ რაჭას, სადა იყვნენ დაბანაკებულნი ლეკისა და თათრის ჯარნი. და იყო მუნ წულუკიძე ბერი და წერეთელი პაპუნა, და ჰყვანდათ სამეფოდ დავით არჩილის-ძე, და მივიდენ მათთანა მრავალნი იმერნი. ხოლო მი-რა-ვიდენ სპანი დადიანისანი და რა დილა გათენდა, ეწყვენ ურთიერთარს, და იქმნა ბრძოლა ძლიერ, და იოტნეს ოდიშ-ლეჩხუმთა ლეკნი და თათარნი, დასჭრეს პაპუნა წერეთელი და მრავალნი დახოცნეს. და დავით არჩილის ძე და ბერი წულუკიძე და დაჭრი- ლი პაპუნა წერეთელი შევიდენ კვარას ციხესა შინა. და დაშთომილნი ლეკნი და თათარნი დამაგრდენ სხვევას სახლსა ბეღელსა და საბზელსა შინა, და იყო მუნით ბრძოლა ლეკთაგან საკმაო. მოადგენ გარს ოდიშ-ლეჩხუმნი. და თუმცა მამაცად და სახელოვნად იბრძოდენ ლეკნი და მოჰკლეს სიმაგრითგამო მრა- ვალნი სახელოვანნი მამაცნი ოდიშარ-ლეჩხუმელნი, გარნა ლეკნი გამოსწვეს სახლსა შინა, მოჰკლეს, მოსწყვიდეს, ერთიცა ცოცხალნი არა წარსრულ არიან, და გაემარჯვათ სახელოვნად ოდიშარ-ლეჩხუმელთა, სადა წარმოაჩინეს სრული მხნეობა და მოიქცენ გამარჯვებულნი სახლადვე თვისად დიდითა ალაფითა შოებულნი. იყო მშვიდობა და სიყვარული შორის ამა მეფისა და დადიანისა. ჟამსა ამას იყო გურიელად მამია. და ფლობდენ აფხაზეთს დადიანის საზღვარს იქით შარვაშიძე ზურაბ, ზუფუს და აყუს ციხესა შინა იყო ქელაიშ-აჰმედ ბეგი 1-43 სტრ., 184 და ეპყრა მახლობელნი მისნი. და ფლობდა შვა-სოფელად წოდებულს აყუს საზღვრიდამ ვიდრე ღალიძგამდე ძმისწული ზურაბისა ბაქირ-ბეგ. ხოლო გური- ელი მამია დაუძლურდა მოხუცებულებისა გამო, დაუტევა გურიელობა და იქმნა მონაზონ. და იქმნა ძმა მისი გიორგი გურიელად. მოჰკვდა გურიელი გიორგი და იქმნა ძე მისი სიმონ გურიელად. შემდგომად ამისა რაოდენისამე ჟამისა დასნეულდა დადიანი კაცია, და ოდეს სცნა განსლვა თავისა თვისისა ამიერ სოფლით და ხედვიდა ძეთა თვისთა მცირეწლოვანთა, ამისთვის მოიყვანა მეფე დავით, და ძენი თვისნი ხელთა მისთა მიაბარა და სთხოვა, რათა მოიხსენოს მსახურება მისი და ღვაწლნი, რომელნი უჩვენებიეს მას წინაშე მისა სპითა თვისითა, და შეეწიოს ძეთა მის- თა და იქმნეს ნაცვლად მისა მამად ძეთა დადიანისათა მცირეწლოვანთა ყრმა- თა. მაშინ მეფემან აღუთქვა ფიცითა შემწეობა და ნაცვლად მისა მამობა შვილთა დადიანისათა, და წარვიდა იმერეთს. და შემდგომად სამისა დღისა გარდაიცვალა დადიანი კაცია, მთავართა შორის ღირსსახსოვარი, და დაფლეს მარტვილს სამარხოსა მამათასა წელს ქრისტესით 1788 და ქმნეს მთავრად სამენგრელოჲსად დადიანად ძე კაციასი გრიგოლ თვრამეტისა წლისა. ხოლო მეფემან დავით დაივიწყა კეთილობა კაცია დადიანისა და ანდერ- ძიცა მისი და განიზრახა : ვინათგან არვინ არს შემძლე ძეთაგან კაცია დადიანისათა დაპყრობად მთავრობისა სიყრმისა გამო, მე დავიპყრობ სამთა- ვროსა სამენგრელოჲსასო. და შემდგომად ორის თვისა კაცია დადიანის გარ- დაცვალებისა შეიკრიბნა სპანი იმერეთისანი დავით მეფემან და მოუხდა ოდიშს და მოსწვა, მოსტყვენა ოდიში და გარდიბირნა მრავალნი ოდიშარნი და ძმა გრიგოლ დადიანისა მანუჩარ და სხვანი თავადნი და მრავლითა ტყვი- თა შოებული წარვიდა კვალად იმერეთს. ხოლო დადიანი გრიგოლ სიყრმისა გამო ვერ წინააღმდეგ ექმნა და წარ- ვიდა ლეჩხუმს. შემდგომად შეკრბენ სამენგრელოს სამთავროს დიდებულნი: ძმა დადიანისა კაციასი გიორგი, ბიძაშვილი დადიანის კაციასი კვალად გიორგი კაცოს ძე და ძმისწული დადიანის კაციასი კვალად გიორგი ნიკოლოზის ძე, და ამათთან გელოვანი ქაიხოსრო, სამენგრელოს სამთავროს სახლთუხუცესი გიორგი ჩიქოანი, და ვინათგან სცნეს, რომელ მეფე დავით ნაცვლად კეთილო- ბისა მეცადინობს ბოროტის შემთხვევასა გრიგოლ კაციას ძის დადიანისასა, ამისთვის განიზრახეს და წარგზავნეს კაცი და მოიყვანეს საქართველოდამ დავით არჩილის ძე ბაგრატიონი, ძმისწული პირველის სოლომონ მე- ფისა, რომელი ზემო ვახსენეთ, გარნა ესეცა ყრმა და მოიყვანეს ლეჩხუმს, სასახლესა მურს და მისცეს მეუღლედ ასული დადიანისა კაციასი და დაჲ გრიგოლისი მარიამ და უკურთხეს გვირგვინი და ქმნეს ქორწილი. და შემდგომად ქორწილისა შეიკრიბნეს სპანი ლეჩხუმისანი და წარმოე- მართნენ ესე ორნი ყრმანი, მიმდობელნი ღმერთისანი, და მოვიდენ ოდიშად ხუნწს და მუნ მიერთუნენ ოდიშისა სპანი ყოველნი, თვინიერ მიბირებულისა მეფისა, და დაიბანაკეს ხუნწს. ოდეს სცნა ესე მეფემან დავით, შეიკრიბა სპანი იმერეთისანი და მასთანა იშოვნა ჯარიცა ლეკისა და დიდითა მოქადულებითა წარმოემართა ამა ორთა ყრმათა, დავითსა და გრიგოლსა ზედა, რომელი არა- რად რაცხვიდა და მოქადული იტყოდა: მრცხვენის ყრმათა მათ ბრძოლა, 1-41 სტრ., 185 გარნა შევიპყრობ ყოველსა მენგრელთ დიდთა კაცთა და ამით დავიპყრობ სამენგრელოსაო. და მოვიდა და დაებანაკა გაღმით ცხენის წყლისა ხონის მახლობლად . შემდგომად რაოდენისამე დღისა წარმოემართა მეფე დავით სპითა დადიანსა და დავითს ზედა. აქათ თუმცა იშიშვოდენ მეფის სპის სი- მრავლისაგან ოდიშარნი, გარნა ამამაცეს გულნი და ვინათგან ცხენის წყალი განდიდებულ იყო და ვერა გავიდოდა ქვეითნი, ამისთვის სპანი მენგრელთ ქვეითისანი წარგზავნეს ბუნბუას ხიდზედ გასასვლელად და წარუძღვანეს ქვეითს სარდლათ სამენგრელოს სამთავროს სახლთუხუცესი გიორგი ჩიქოანი, რომელმანცა მამაცობა თვისი მას ჟამსა წარმოაჩინა: განვიდა ხიდსა ზედა და დაებარგა გაღმით ხუნწისა მათხოჯის ქვეშე. და რა იხილეს ესე მენ- გრელთა სპამან ცხენოსნისამან, განვიდენ წყალსა პირისპირ ხუნწისა. და გა- სვლასა თანა ეკვეთნენ ურთიერთას და შეიქმნა ბრძოლაჲ და შემდგომად დიდისა ბრძოლისა უკუნ აქციეს მოქადულობა მეფისა და გაიქცენ სპანი იმერ- ლეკისანი, და გაემარჯვა დადიანსა გრიგოლს და დავითს სამეფოსა კაცსა, სადა მენგრელთ დიდი მხნეობა წარმოაჩინეს წელს ქრისტესით 1789. ხოლო მენგრელთა შეიპყრეს და მოჰკლეს მრავალნი იმერნი და უმეტეს- ნი თავად-აზნაურნი ცოცხალნი დაინარჩუნეს და მოართვეს დადიანსა. და აქითცა მოჰკლეს მრავალნი მენგრელნი და მათ შორის ძე ქაიხოსრო გე- ლოანისა მანუჩარ. მიჰყვენ უკანით გაქცეულსა მეფეს დავითს და მივიდენ ქუთათისს, აღიღეს ყოველნი ციხე-სიმაგრენი იმერეთისანი, მოიყვანეს ყოველ- ნი იმერთა დიდებულნი და მიათვალეს დავითს, და დასვეს მეფედ ქუთათისს და უწოდეს სახელად სოლომონ. და მოიქცა გრიგოლ დადიანი დიდი გამარ- ჯვებული სპითა თვისითა სახლად თვისად, ხოლო დავით წარვიდა ლტოლვი- ლი ახალციხედ. იქმნა მეფედ იმერთა ზედა სოლომონ, ძე არჩილისა, და დაიპყრა ყოვე- ლი იმერეთი და იქმნა დიდი სიყვარული შორის მეფისა და დადიანისა. ხო- ლო ჟამსა მას მთავრობდა გურიასა შინა სიმონ, გიორგი გურიელის ძე, და აფხაზთა შორის ქელაი-აჰმედ-ბეგ შარვაშიძე. ჟამსა ამას მოიყვანა მეუღ- ლედ გრიგორი დადიანმა საქართველოსა და კახთა მეფის ერეკლეს შვილის- შვილი ნინა, და ამის შემდგომად წარიყვანა მეუღლე თვისი მეფემან სოლომონ მარიამ, გრიგოლ დადიანის დაჲ. და იყო მშვიდობა და მხიარულება ამათ შორის. გარდავარდნილი მეფე დავით იყო თათართა შორის ახალციხეს და მო- იცა მუნით ძალი და ჩამოიყვანა რამოდენიმე ლეკთა და თათართა მხედრობა და მოვიდა იმერეთად და დასდგა ზორეთს. მცნობმან ამისმან ახალმან მე- ფემან სოლომონ შეიკრიბა სპანი იმერელთანი და მიმართა მათ, და ვინათგან იყვნენ მცირე მხედრობა დავითისა, ამისთვის შემოივლეს სანგალნი და დად- გენ მას შინა. და ვინათგან იხილეს სოლომონისთა სიმცირე მათი, არ დარი- დეს სიმაგრესა სანგრისასა და შეუტივეს იმერთა. მაშინ გამოვიდა სანგრით- გან სიმონ აბაშიძე, ნიკოლაოსის ძე, რომელი ახლდა დავით მეფესა, ვი- ნათგან იყო სიძე მისი და დაუდგა შეტევებულსა სიმაგრესა. მაშინ მიმართა 1-41 სტრ., 186 რა მებაირახემან მეფისა სოლომონისამან, გარდმოაგდო მებაირახე და წა- რიღო ბაირახი მეფისა და დასცა თავსა სანგრისა მათისასა. და ოდეს იხი- ლეს ესე იმერთა, უკუნიქცენ და ივლტოდენ იმერნი, და სდევდენ თათარნი და ლეკნი, და რომელნიმე შეიპყრეს და რომელნიმე მოჰკლეს, და გაემარჯვა დავითს მეფესა. წარმოვიდა მეფე დავით და მოვიდა ლომსიათ-ხევს და რო- მელნიმე იმერნი შეიკრიბნა. ხოლო სოლომონ წარვიდა საჩხერეს სასახლესა წერეთლისასა, რომელ წერეთელი პაპუნა და ზურაბ დიდათ ერთგულებდა სოლომონს. ჟამსა ამას მოკვდა წერეთელი პაპუნა. მაშინ მუნ მყოფმან სო- ლომონ მეფემან სთხოვა შეწევნა საქართველოჲს მეფესა ირაკლის, პაპასა თვისსა, და ცოლისძმასა თვისსა გრიგორი დადიანსა. და წარმოავლინა ირა- კლი მეფემან შვილისშვილი თვისი იოანე სპითა შესაწევნელად სოლო- მონისა, ხოლო გრიგორი დადიანი - აქეთ სპითა თვისითა. მოვიდა რა სა- ზღვარსა იმერეთისასა მეფის ძე იოანე, მიეგება სოლომონ მეფე და მოუხდენ დავითს და ქმნეს ბრძოლა და იოტეს დავით. და აქით მოვიდა გრიგოლი დადიანი დიდისა სპითა და აღიღო ქუთათისი, გამაგრებული დავით მეფისა- გან. მაშინ შეკრბენ სპანი საქართველოჲსა მეფისანი და დადიანისანი და დაიპყრეს ყოველი იმერეთი და მიათვალეს კვალად მეფესა სოლომონს. და წარვიდენ მეფის ძე იოანე და გრიგოლ დადიანი სახლად მათდად გამარ- ჯვებულნი. ხოლო ლტოლვილმან დავითმან ვერღა იშოვნა ვისგანმე შეწევნა და მოვიდა კვალად იმერეთად, მორჩილ ექმნა სოლომონს და ქმნეს მშვიდო- ბა; და მისცა მეფემან სოლომონ საბატონისშვილო და სცხოვრებდა მუნ, და ეგნენ მშვიდობით რამოდენსამე ჟამსა და სცხოვრებდენ სიხარულისა კმაყო- ფილნი. გარნა ბოროტ-მოჰაზრეთა კაცთა, რომელნი უთანხმოებისა გამო ჰანგა- რებითა სარგებლობდენ, კვალად ქმნეს აღრეულება შორის მეფისა და დადი- ანისა, და იქმნა განხეთქილება. ჟამსა ამას იყო დიდ-შემძლე კაცი ყმა დადია- ნისა გელოანი ქაიხოსრო, რომელი მოურაობდა ლეჩხუმს და მძლავრებდა ოდიშსაცა. ესე მიდრკა გრიგოლ დადიანის ერთგულებისაგან და მიიბირა ძმა გრიგორი დადიანისა მანუჩარ, მოიყვანა მეფე სოლომონ წერეთლისა გამო, ამისთვის რომელ ზურაბ წერეთლისა ძმისწული ყავდა ცოლად ქაიხოსროს გელოანის ძესა. და ზურაბ წერეთელი ჟამსა მას პირველობდა სრულსა იმე- რეთსა ზედა. და ესევითარითა შეთქმულებითა გარდააგდეს დადიანი გრი- გოლ და ქმნეს დადიანად მანუჩარ. და გრიგოლ წარვიდა სამურზა- ყანო-აფხაზთ შორის და იყო მუნ. ჟამსა ამას მყოფმან იმერეთსა შინა მეფედ ყოფილმან დავით იმოქმედა ახალციხეს და შთამოიყვანა ლეკნი და მიერთდა მათდა და მოვიდენ მახლო- ბლად ქუთაისისა. აქათ მეფემან სოლომონ, შეიკრიბნა სპანი იმერეთისანი და განმაგრდა ქუთათისს და მოიწვია შესაწევნელად დადიანი მანუჩარ და მოვიდა ქუთაისს ოდიშ-ლეჩხუმითა სპითა, სადა პირველობდა ქაიხოსრო გელოვანი ოდიშ-ლეჩხუმთა შორის. ჟამსა ამას შეკრბენ სამურზაყანო-აფხაზნი შესაწევნელად გრიგოლ დადიანისა, ვინათგან იხილეს მფლობელი მათი გან- 1-42 სტრ., 187 ძებული უსამართლოდ, წარმოემართნენ და დაიბანაკეს მარსილს, მახლო- ბელად ბანძისა. მსმენელი ამისი მეფე სოლომონ და დადიანი მანუჩარ უღო- ნო იქმნენ: აქით ლეკის სპითა დავით, ხოლო აქათ აფხაზითა გრიგორი და- დიანი. გარნა უღონო-ქმნილთა მოიპოვეს ესე წარსამართებელი საქმე: წავიდა ლეჩხუმის ჯარითა ქაიხოსრო გელოანი და წარმოიტანა მოყვარე თვისი ქაიხოსრო წერეთელი, ძმისწული ზურაბ წერეთლისა რამოდენიმე იმერელისა სპითა და დაესხა ღამით მარსილს აფხაზთა, და გაიქცენ აფხაზნი დიდითა ალაფითა სავსე. ვიდრემდის სცნობდა დავით მეფე, დაბანაკებული მახლობე- ლად ქუთათისისა, მუნემდის მივიდა გელოანი უკმოქცეული ქუთათისს . ხო- ლო დადიანი გრიგოლ კვალად წარვიდა აფხაზეთს. მსმენელი ამა საქმისა და- ვით მოკლებულ იქმნა ძალისა. ვერღა ებრძოდა ქუთათისს სოლომონს და მანუჩარს გამაგრებულთა, წარმოვიდა მუნით, გამოვლო იმერეთი და მივიდა მათხოჯს და დაიბანაკა მუნ. ხოლო ერთი ბელადი ლეკისა, სახელით დურმამა, თვისისა საბელადოთი დასდგა ზემოთ დარღვეულსა ნასაყდრსა ზედა. მაშინ მიესმა ჰანბავი სოლომონს, რომელ საქართველოჲსა მეფესა ერე- კლეს წარმოუგზავნია შვილი თვისი ალექსანდრე სპითა და არტილერიითა შესაწევნელად სოლომონისა, ვინათგან ეთხოვნა ამას შეწევნა პაპისა თვისისა თვის. მსმენელი ამისი მეფე სოლომონ მხიარულ იქმნა, მიეგება ბიძასა თვისსა - ალექსანდრეს ერეკლეს ძესა, და შეერთდენ სპანი საქართველო-იმერეთისა, ოდიშ-ლეჩხუმისა და მივიდეს მახლობელად მათხოჯისა და დაიბანაკეს მუნ. ხოლო დავითმან სიმცირისა გამო შემოივლო სანგარი და განმაგრდა მას შინა. მოვიდა დავითთანა გრიგორი დადიანი აფხაზეთიდამ. შეიზრახენ დავით და გრიგორი დადიანი, და გრიგორ წარვიდა აფხაზეთს ქელაიშ-აჰმედ-ბეგისა თანა, რათა მუნით მოიცეს ძალი. და დავით იყო მათხოჯს გამაგრებული. ხო- ლო სოლომონ მეფე და დადიანი მანუჩარ და ალექსანდრე საქართველოს მეფის ძე იდგნენ ნახახულევს რაოდენსამე ჟამსა. ხოლო დადიანი გრიგოლ მისრული ქელაიშ-აჰმედ-ბეგისა თანა მთხოველსა მისცა ქელაიშ-აჰმედ-ბეგმან შეწევნა და წარმოყვა აფხაზთ სპითა და მოვიდენ ხიბულას და დასდგენ მუნ. გარნა აქათ მისცეს თეთრი რამოდენიმე ზემოთ ხსენებულს დურმამა ბელადს და განუდგა დავითს. და დანაშთომთა ლეკთა შემოადგენ ზემოხსენებულითა სპითა მეფე სოლომონ და დადიანი მანუჩარ. და ლეკნი სანგრიდგამო იბრძოდენ ძლიერად. და სიმონ აბაშიძე ყოველს ჟამს ქებული მამაცობასა შინა იბრძო- და გარეთ სანგრისა მხილველთა გასაცვიფრებლად და მასთანა ლეკი ერთი სახელოვანი, სახელად ამირხან. გარნა ვერ დაუდგა სიმცირე სიმრავლე- სა და ივლტოდენ დავით და მხლენი მისნი ლეკნი და წარვიდენ ოდიშით და მოვიდენ ხიბულას, სადა იყვნენ დაბანაკებულნი ქელეშ-ბეგი და გრიგორი დადიანი. მხილველი ამისი ქელაიშ-აჰმედ-ბეგ შეშინდა და უკუნიქცა კვალად აფხაზეთად . და დავით და გრიგოლ დადიანი წარვიდენ ფოთს. გრიგორი თვისის მეუღლით დასდგა ფოთს. ხოლო დავით წარვიდა თვისის მხლე ლე- კითა ახალციხეს. და მცირის ხანისა შემდგომად დავით გარდაიცვალა ახალ- ციხეს ყვავილის სენითა. ხოლო გრიგორი დადიანი რაოდენისამე ჟამისა შემდგომად ვერღა დასდგა ფოთს და მეუღლე თვისი წარმოგზავნა ოდიშად 1-44 სტრ., 188 და მიაბარა ძმასა თვისსა ჭყონდიდელ მიტროპოლიტს ბესარიონს და თვით წარვიდა ახალციხეს. ხოლო ოდიშს იყო ციხე ჭაქვითისა, გამაგრებული მხეიძის პეტრე ბეჟანის ძისაგან, და ლეჩხუმს - მური გასვიანი ხოსიასაგან, და ერთგულებდა ბიძა თვისი გიორგი გრიგოლ დადიანსა, ვინათგან ზრდიდა შვილსა მისსა ლეონს ბიძა თვისი გიორგი. და ამათ გარდა დაიპყრა ყოველი სამენგრელო სამთავრო მანუჩარ დადიანმა და მთავრობდა. ჟამსა ამას გარდაიცვალა გურიელი სიმონ და იქმნა გურიელათ ძე მისი მცირეწლოვანი მამია. გარნა მოურნეობდა დედამისი, დაჲ ზემოთ ხსენებული- სა ზურაბ წერეთლისა მარინა, და ბიძა თვისი ქაიხოსროს გურიელის ძე. მაშინ შეიშურა ბიძამან მისმან ვახტანგ გურიელის ძემან და მიბირებითა მეფისათა მიუღო მამიას გურიელობა. და ესრეთ მეფისა გამო ხან იგი მიუღებდა გუ- რიელობას და ხან იგი. გარნა შედგომად დაშთა მამიას და მთავრობს აწმყოსა ჟამსაცა. გარნა ჟამსა ამას დიდათ ეკირთებოდენ თათარნი გურიასა და აწუხებ- დენ მოხდომითა, კაცის კლვითა და წარყვანითა ტყვეთათა, კნინღა და ყოვე- ლი გურია აღიხოცა: რომელნიმე თათართა მიყავდა და რომელნიმე განიბნი ნენ იმერეთად თუ ოდიშად. თუმცა გურულნი მამაცად და მხნედ ბრძოდენ, მრავალსა ხოცდენ და შეიპყრობდენ და ამარცხებდენ, გარნა სიმრავლისა გა- მო თათართა ვერ ეკმავენ გურულნი. ხოლო ახალციხეს მყოფმან გრიგოლ დადიანმა ვერარაჲმე ჰპოვა შე- წევნა და მუნით წარვიდა საქართველოდ ერეკლე მეფისა თანა და სიმამრისა თვისისა მეფის ძის გიორგისა თანა, გარნა ვერ მიიღო ვერცა მუნით თვისის საწადისა კმაყოფა. და წარმოატანა მეფემან ერეკლემ შვილი თვისი ალექსან- დრე და შვილიშვილი თვისი იოანე, რათა იზრუნოს მეფემან იმერეთისამან სოლომონ თხოვისათვის პაპისა და ქმნას მშვიდობა გრიგორისა და მანუჩა- რისა შორის. და მოვიდენ ქუთაისს . გარნა ვერარაჲსა საქმისა გარდა- მწყვეტელნი მეფის ძენი წარვიდენ ქართლს. და გრიგოლ დადიანი ცოლ-შვილითა თვისითა იყო მეფისა თანა იმე- რეთს და იზრდებოდა. და არა სწადოდა მეფესა მთავრობა გრიგოლისა, არა- მედ მანუჩარისი. და მრავლისა თხოვნისა და ხვეწნისა შემდგომად სცნა რა ჭეშმარიტი გრიგორიმ, რომელ მეფე სოლომან არა მართლიად ზრახავს მას და უმეტეს მეცადინობს დაბრკოლებასა, ამისთვის ეზრახა ბიძასა თვისსა გიორგი დადიანის ძესა, რათა მან გარდმოიბიროს გრიგოლის ერთგუ- ლებისადმი ქაიხოსრო გელოვანი . ამისთვის იმეცადინა გიორგიმ დადიანის ძემ და მიიბირა გელოანი ქაიხოსრო და მოუწოდა გრიგოლს თვისსა სასა- ხლესა შინა ნოჯიხევს. წარმოვიდა ღამით მალვით გრიგორი ქუთათისით და მოვიდა ნოჯიხევს ბიძისა თვისისა გიორგისა თანა, წარმოუძღვა ბიძა თვისი და მოვიდენ ციხესა ზედა გიორგი დადიანის ძისასა ნოღას და იმყოფებოდენ მუნ. ხოლო მეუღლე გრიგოლ დადიანისა, საქართველოს მეფის ასული ნინა. წარიყვანეს ღამით მალვით და მიიყვანეს ლეჩხუმს, მოეგება ქაიხოსრო გელო- ანი და ყოველნი ლეჩხუმნი და მისცეს პირი ერთგულებისა ქმრისა თვისი- სა გრიგოლ დადიანისა. ხოლო გრიგოლ დადიანმა, ბიძისა თვისისა გიორგის ციხეს ნოღას მყოფმან, შემოიკრიბა რომელნიმე ოდიშარნი და იდგა მუნ. 1-41 სტრ., 189 სცნა რა ესევითარი მოქმედება მეფემან სოლომონ გრიგოლისაგან, შერაცხა განბასრვად თვისად და შემოიკრიბა სპანი იმერეთისანი, მიეგება მანუჩარ, გრიგოლ დადიანის ძმა, სპითა ოდიშისათა, წარმოემგზავრენ და მოვიდენ ნოღას და დაებარგენ ლეგერცამეს, გაღმით ციხისა. და სწადო- და მეფესა დამხობა ნოღის ციხისა, მაგრამ რადგანაც გრიგოლ დადიანი და გიორგი ბიძამისი იდგენ მამაცად და მხნედ და დაამარცხეს წასრულნი ჯარ- ნი მეფისანი იქით-აქათ გრიგოლის და გიორგისთა, - ამისთვის ვეღარ შემარ- თა მეფემან და მოიგონა ესე არამსგავსიერი საქმე, იწყო ლაპარაკი გრი- გოლისთანა და ბიძისა მისისა თანა: „მოდით ჩემთანა ქუთაისს და იქ შევკრათ პირობა: შენ ჩემთვის, ხოლო მე შენთვის, და მიითვალე და- დიანობა“. ამა აზრსა ზედა ნება სცა გრიგოლიმ დადიანმა. და განიზრახა მეფემან: „ოდეს მოვალს ქუთაისს ჩემთანა გრიგოლ, მოვკლავ, და ბიძასა მისსა და ანუ შევიპყრობ“. და ამა ჰაზრითა წარვიდა მეფე ქუთაისს . თუმ- ცაღა იცოდენ გრიგოლმან და ბიძამან მისმან, რომელ ცბიერებს მეფე და მიყავს ღალატისათვის, გარნა იმამაცეს გული და შემდგომად რამოდენისამე დღისა წარვიდენ ესენიცა და მივიდენ ბანძას, მუნითგან წარგზავნეს კაცი და ითხოვეს მომგებებელად მიტრაპალიტნი ორნი: ქუთათელი დოსითეოს წე- რეთელი, გენათელი ეფთვიმი გურიის ერისთავის ძე, ამასთან სახლთუხუცესი წერეთელი ზურაბ და წულუკიძე გიორგი. მოვიდენ ესენი ბანძას, წარუძღვენ დადიანსა და მივიდენ ქუთათისს სასახლესა შინა ქუთათლისასა. და ვინათ- გან გრძნობილ იყო მათგან ღალატი მეფისა, გრიგოლ დადიანი აღარ შთავი- და სასახლესა მეფისასა და ბიძამისი გიორგი შთავიდა მეფისა თანა სასაუბ- როთ და სცნა ჭეშმარიტებით, რომელ გამზადებულ არს მეფე ღალატად და ნახა დამდგარნი კაცნი, მაშინ წარმოვიდა და მოვიდა გრიგოლისა თანა, უთხრა ცხადათ მეფისაგან ღალატი. მაშინ მსწრაფლ აღმხედრდა და წარმოვიდენ და წარმოჰყვენ ზემოთქმულნი მიტროპოლიტები და თავადნი იმერელთანი. და მეფემან ვერღა შემართა ღალატსა და დაუტევეს განბასრებული. და დადიანი მოვიდა ხუნწს, და იმერთა მღვდელ -მთავარნი და თავადნი განუტევნა დიდითა მადლობითა და წარვიდენ. შემდგომად ამისა წარვიდა გრიგოლი დადიანი ლეჩხუმად, მუნ მისვლასა თანა მოეგება ლეჩხუმის მოურავი გელოანი ქაიხოსრო და სრულიად ლეჩხუმი, მისცეს ფიცი დადიანსა ერთგულებისა და ციხენი ყოველნი, და დაიპყრა დადიანმა სრულიად ლეჩხუმი. მცნობი მეფე, ვერარაჲსა თვისის განზრახვისა აღმსრულებელმან წარმოვიდა და მოვიდა ოჯოლას და იწყო საუბარი დადიანისადმი მშვიდო- ბისა. აქიდამ წარვიდა ბიძა დადიანისა გიორგი და გელოვანი ქაიხოსრო და ქმნეს დადიანისა და მეფისა შორის მშვიდობა. და წარვიდა მეფე კვალად ქუთათისს . ხოლო დადიანის ძე გიორგი, ბიძა დადიანისა, შეიქმნა ავათ ჟამსა ამას დღნორისასა, მოიყვანეს გიორგი ზოგიშს და გარდაიცვალა მუნ წელს ქრისტე- სით 1799, დეკემბერსა 15. მცნობი ამისი დადიანი გრიგოლ დიდათ მწუხარე 1-42 სტრ., 190 იქმნა, ვინათგან მოუკვდა საქმისა თვისისა გამგებელი ბიძა, წარმოიღო დი- დის პატივით და მოასვენა სამარხოსა მამა-პაპათა თვისთასა და დამარხა მარტვილს შესაფერითა პატივითა. ხოლო დადიანმა მოიმტკიცა ყოველი ოდიშარი და იქმნა დადიანად, და ძმასა მისსა მანუჩარს უბოძა სალიპარტიანო და მუნ იზრდებოდა, გარნა ერთმანერთთანა არა მივიდოდენ და არცა იხილვიდენ ურთიერთთა, ვინათ- გან იყო შური დიდი შორის მათსა, მეფისა მიერ დათესილი. ჟამ რაოდენმე ფლობდა გრიგორი სამთავროსა თვისსა ნებასა თვისსა ზედა. გარნა მძლავ- რებდა ყოველსა ოდიშ-ლეჩხუმსა კვალად გელოანი ქაიხოსრო. ამისთვის ვე- რა მომთმენელმან გელოანის ქაიხოსროს საქციელისამან გრიგორი დადიანმან ეზრახა მეფესა სოლომონს საიდუმლოთ და ურთიერთის პირის შეთქმითა მოჰკლა გრიგორი დადიანმა გელოანი ქაიხოსროს გორდს და უმე- ტესად შემოიმტკიცა გრიგორი დადიანმა ოდიშ-ლეჩხუმი, და ყოველი მიმდგო- მი ქაიხოსრო გელოანისა დაამდაბლა. იყვნენ ჟამ რაოდენმე სიყვარულსა ზედა მეფე სოლომონ და დადიანი გრიგორი. გარნა მეფემან არა დაუტევა თვისი განზრახვა და სწადოდა თვი- სად დაპყრობა ოდიშ-ლეჩხუმისა, ამისთვის კვალად მიიბირა ძმა გრიგოლ დადიანისა მანუჩარ და წარმოემართა გრიგორსა ზედა სპითა მრავლითა იმე- რელ-ლეკთა და გარდააგდო გრიგორი და ქმნა დადიანად მანუჩარ. გარნა გრიგორი არ განეშორა ოდიშსა და იმყოფებოდა ხან ხორგას, ხან ხეთას, ხან ჭაქვიჯს, ხან ნოღას, ვინათგან მოურავნი თუ ბატონნი ამა სოფელ- თანი ერთგულებდენ გრიგორის. და ოდეს წარვიდოდა მეფე სპითა თვისითა იმერეთად, კვალად დაიპყრობდა გრიგორი დადიანობასა. და ოდეს მოვიდოდა მეფე სპითა თვისითა ოდიშად, მისცემდა მანუჩარს დადიანობასა. და ვინათ- გან გრიგორი ვერ განსდევნა მეფემან სამფლობელოთ თვისით და ვერ აღა- სრულა საწადო თვისი, ამისთვის განძვინდა და აქცევდა ოდიშსა ყოველ წელ და აოხრებდა სპითა იმერელ-ლეკითა და სტყვენვიდა მრავალსა ქრისტიან- თა ტყვეთა, სწვიდა და აოხრებდა ოდიშსა. და მისცა ოდიში დიდსა მწუხა- რებასა, სადა ურწმუნოთა ლეკთა მრავალნი ეკლესიანი შებღალნეს და მრავალნი გლახაკნი საცინელად და საბასრობელად მართმადიდებლობისა სჯულისათვის მოჰკლეს. განაგრძო ესევითარი მოქმედება მეფემან სოლომონ, შეიკრიბა სპანი თვისნი, იწინამძღვრა მანუჩარ დადიანის ძე და მოადგა ლეჩხუმს ჭყვიშით. მიდრკენ მრავალნი მანუჩარისკენ ლეჩხუმელნი. ვერღა დაუდგა წინ გრიგო- ლი, ვინათგან ლეჩხუმელთ მრავალთ უღალატეს და უფრორე ბააკა ჩიქოანმა, რომელი იყო ჟამსა მას ლეჩხუმსა შინა შემძლე კაცი. და შემოვიდა მეფე ლეჩხუმს და აოხრებდა. ხოლო გრიგორი იდგა მურს, იწყო ზრახვად მეფი- სადმი გრიგორიმ: „უკეთუ მანუჩარს დაუტევებ და წარხვალ თქვენ უკუნ- ვე, რაჲსაცა მეტყვი, მოგცე შენ“, სთხოვა მეფემან: „უკეთუ მომცემ ციხესა ჭყვიშისასა და შემდგომსა მისსა, მე დაუტევებ მანუჩარს ყოვლად შეუწევნე- ლად“. აღუთქვა გრიგორიმ თხოვილი თვისი მეფისა. და ვინათგან დიდი სურვილი იყო მეფისა დაპყრობა ლეჩხუმისა და ჭყვიშის შოვნისათვის, არა 1-40 სტრ., 191 მიხედა ფიცის უარის ყოფასა და არცა სირცხვილსა, დაუტევა მანუჩარ დეხ- ვირს და თვით წარვიდა და დაებარგა საყოფიანოსა შინა რაჭას. იხილა რა მანუჩარმან თავი თვისი უარყოფილი მეფისაგან, ვერას ღონისა მპოებელი ივლტოდა და შევიდა ციხესა შინა ორბელს, ვინათგან ციხე იგი იყო სამო- ურავო ბააკა ჩიქოანისა. ხოლო გრიგორი გამოვიდა მურიდამ და დაიპყრა ყოველი ლეჩხუმი. იცნა რა მანუჩარმა, ვითარმედ მეფესა არა სწადს არა რომლისამე ძეთა დადიანისათა კეთილი, ამისთვის მოვიდა გრიგოლისა თანა, ძმისა თვისისა და შეურდა და სთხოვა მიტევება თვისის უწინდელის წინააღმდეგობისა . ხოლო გრიგოლიმ სულგრძელებითა და სიხარულითა მიუტევა მას და ქმნეს იმათა შორის დიდი შეკრულება. და ვინათგან ძმანი ესე შეერთდენ, არღა მისცა გრიგორიმ მეფესა ჭყვიში და დაპირება არღა აღუსრულა. ამისთვის უკ-მოიქცა მეფე და მოადგა გარს ჭყვიშის ციხესა და რაო- დენისამე ჟამისა შემდგომად სუსტთა და უსირცხვილოთა მეციხოანეთა მის- ცეს ჭყვიში მეფესა და აღიღეს ჭყვიში. და შემდგომად წარმოემართა მეფე დასაპყრობელად სრულიად ლეჩხუმისა და დაებანაკა ლაილაშს. აქეთ გრი- გორიმ შეიკრიბნა ლეჩხუმნი მხოლოდ და დასდგა უსახელოს. დღისა რაო- დენისამე შემდგომად იქმნა ბრძოლა უსახელოსი. თუმცა სახელოვნად ბრძოდენ ლეჩხუმელნი, გარნა სძლო სიმრავლემან სიმცირესა და ივლტოდენ გრიგოლი- სნი, და გაემარჯვა მეფესა, მოადგა ციხესა დეხვირისასა, სადა მეციხოანემან დეხვირისამან, ბეჟან ყრუაშვილმან სახელოვნად და საქებელად განამაგრა ციხე დეხვირისა, იბრძოდა მამაცად და მოჰკლნა მრავალნი იმერელნი და ლეკნი გარემოდგომილნი. და შემდგომად შესთხარეს ციხე და ნახევარი ციხისა გარდმოიქცა. და რა სცნა ბეჟან ყრუაშვილმა, არღა შესაძლებელ არს ციხე- სა ამას შინა ყოფნა, ამისთვის იმამაცა გული და გამოვიდა ღამით თვი- სის ხელქვეშეთის კაცით, გამოვლო გარეშემომდგარნი იმერნი და ლეკნი და მშვიდობით მოვიდა მურს გრიგოლ დადიანთან. მცნობი ამისი ვერღა დასდგა გრიგოლი ლეჩხუმს და წარვიდა ოდიშად. და დაიპყრა მეფემ ლეჩხუმი და დაადგინა ლეჩხუმის მოურავად ბერი ქაიხოსროს ძე გელოანი და თვით წარვიდა იმერეთად. ჟამსა ამას შეიშურვენ ურთიერთისა შორის ახალციხის ფაშანი: შერიფ ფაშა და ზაბუთ ფაშა. და გარდმოაგდო ზაბუთ ფაშა შერიფ ფაშამ და ვერა სადა ღონის მპოებელი მოვიდა იმერეთის მეფის სოლომონისა თანა, ვინათ- გან იყო გვარით ძველი ათაბაკისა შთამომავლობა . ამისთვის მოვიდა ბაგ- რატიონისა თანა და იმყოფებოდა მეფისაგან იმედეულ. მაშინ შერიფ ფა- შამან დაიწყო ზრახვა მეფის ვაზირებთა თანა და აღუთქვა მრავალი თეთრი, უკეთუ მოჰკლან ზაბით ფაშა. ვეზირნი მეფისანი ბირებულნი თეთრისაგან შე- კრბენ მეფისა წინაშე და სხვადასხვა საქმის მჩვენებელთ შეაცთუნეს მეფე და მოაკვლევინეს ზაბით ფაშა: მოსჭრეს თავი და წარუგზავნეს შერიფ ფაშას. შემდგომად რაოდენისამე ხანისა წარგზავნეს მეფის ვაზირთ კაცი და 1-41 სტრ., 192 სთხოვეს შერიფ ფაშასა დანაპირები თეთრი მეფისადმი და მათდაცა, გარ- ნა მან არცა ერთი ფული წარმოგზავნა. და მოაცთუნა შერიფ ფაშამ მეფე და ვაზირნი მისნი და დაშთენ განბასრებულნი შერიფ ფაშისაგან. აწ კვალად გრიგოლისას ვიტყოდეთ. გრიგოლი რა შთავიდა ოდიშს, სთხოვა შეწევნა ქალაიშ-აჰმედ-ბეგსა შარვაშიძესა, რომელსა ეპყრა ყოველი აფხაზეთი ვიდრე ღალიძგამდე და მძლავრებდაცა დადიანის სამფლობე- ლო სამურზაყანო-აფხაზეთსა. ხოლო მან სთხოვა უპირმშოესი შვილი თვისი ლეონ მძევლად, უკეთუ შეეწიოდ მეფესა ზედა, მისცეს მან მრავალი თეთრი. და წარუგზავნა დადიანმან ძე თვისი ლეონ მძევლად. მაშინ შეიკრიბა ქელაიშ- აჰმედ-ბეგმან ყოველი აფხაზეთი და წარმოვიდა, მოვიდა და დაებანაკა აბე- დათსა . იქით მოვიდა მეფე სპითა იმერთა და ლეკთათა და დაებანაკა ივან- დიდს. და იწყეს ზრახვად მეფემან და ქელაიშ-აჰმედ-ბეგმან და ვერა შემარ- თა ქელაიშ-აჰმედ-ბეგმან ბრძოლად მეფისა და სთხოვა, რათა არა ავნოს და- დიანსა. აღუთქვა მეფემან ფიცით არა ვნებად დადიანისა. და წარვიდა ქე- ლაიშ-აჰმედ-ბეგ კვალად აფხაზეთად. გარნა მეფემან არა დაიცვა აღთქმული ქელაიშ-აჰმედ -ბეგისადმი და შემდგომად წარსვლისა მისისა გამოვიდა ოდიშს და მრავალნი ადგილებ- ნი მოაოხრა და მოადგა ციხესა თამაკონისასა და აღიღო იგი. და შემდგომად მოადგა გორდის ციხესა, გარნა იგი ვერ აღიღო, ვინადგან მამაცად ბრძო- დენ მას შინა მყოფნი მეციხოვანენი სამნი ძმანი სახლთუხუცის ძენი: და- ვით, მიქელ და ოტია ჩიქოანნი . და წარვიდა მეფე იმერეთად. თუმცა მრავალგზის ევედრა გრიგოლი დადიანი მეფესა, რათა დააცხროს მას ზედა ესევითარი მოქმედება და მოიხსენოს უწინდელი მსახურება მისი და რაჲცა სთხოოს, აღუსრულოს მას, - გარნა არა ისმინა მეფემან და უმეტეს შესძინა დევნა გრიგორისა, ვინათგან თან-განმზრახნი მეფისანი და ვაზირნი მისნი: ქაიხოსრო პაპუნას ძე წერეთელი, ორნი ძმანი წულუკიძენი: ოტია და სეხნია და როსტომ ნიჟარაძე, ესრეთ ურჩევდენ მეფესა და ეტყოდენ გრიგოლის არ-შეწყნარებასა; ხოლო მეფე თქმულთა მათთა ვერ წინააღუდგებოდა. გარნა გრიგოლი ვერ განდევნეს სამფლობელოთ მი- სით. მაშინ გრიგოლიმ ვერარაჲსა საქმისა მპოვნელმან განიზრახა, რათა მისცეს თავი თვისი როსიის იმპერატორსა და დაიფაროს მტერთაგან. მაშინ იყო საქართველოსა შინა მთავარმართებლად ალექსანდრე პირველის როსიის იმპერატორისაგან დადგენილად თავადი პავლე დიმიტრივიჩი ციციანოვი ღე- ნერალ-ონტ-ინფანტერი . და ვინათგან იმერეთით ვერ იშოვნა გზა დადიანმა, რათა წარგზავნოს კაცი საქართველოდ, მაშინ ნოღას ციხიდამ განმზადა კა- რის თვისისა მღვდელი სიმონ ასათიანი და აზნაური გიორგი გუგუშვილი და წარგზავნა ასხის მთით და ჩავიდენ ლენტეხს და ლენტეხიდამ ჩოლულს და ჩოლულიდამ წარუძღვა გარდაფხაძე გიგო, რომელი დიდათ ერთგულებდა გრიგოლ დადიანსა, გარდავლეს კავკასი და ოსეთი და შთავიდენ მოსდოქს, ხოლო მუნით მოქცეულნი მოვიდეს ტფილისს კნიაზ ციციანოვთან. 1-41 სტრ., 193 სთხოვა გრიგორი დადიანმა, რათა შუამდეგობითა მისითა განუღოს კარი მოწყალებისა და მიიღოს საფარველსა შინა თვისსა დიდმან როსიის იმპერატორმან და დაიფაროს მტერთაგან. შეიწყნარა თავადმან ციციანოვმან ელჩნიცა და თხოვაცა გრიგორი დადიანისა და მიიღო ჴელმწიფე იმ- პერატორმა საფარველსა შინა თვისსა და წარმოუგზავნა კავალერი წმინდი- სა ალექსანდრე ნევსკისა ხელითა პოლკოვნიკის მაიანოვისათა ახალციხით, ვინათგან იმერეთით მეფე არა მისცემდა გზასა. მოვიდა პოლკოვნიკი მაინო- ვი ჭალადიდს ფოთით და მოუტანა კავალერი და ამისთვის დიდათ მხიარულ ქმნილმან დადიანმან დიდის საჩუქრით კვალად განუტევა პოლკოვნიკი მაი- ნოვი. ამით განძლიერებულმან დადიანმან იწყო საქმედ ლეჩხუმის მოურავს ბერი გელოანთან, რათა ქმნას ერთგულება მისი და დაუტეოს ერთგულება მეფისა. მიიღო ბრძანება დადიანისა გრიგოლისა ბერმან გელოვანმან, დაუ- ტევა ერთგულება მეფისა და იქმნა ერთგულ დადიანისა გრიგოლისა, ვინათ- გან მემკვიდრეობით იყო ყმა დადიანისა გრიგოლისა, და სახელი გელოვანთა ამაღლებულ იყო კაცია დადიანისაგან; ამისთვის მიუწოდა დადიანს ლეჩხუმს. წარვიდა დადიანი ნოღიდამ და მივიდა თამაკონს და მოსცა თამაკონი ჯო- ღორია დგებუაძემ. წარვიდა მუნით და შევიდა ლეჩხუმს, და მოეგება ბერი გელოანი და სრულიად ლეჩხუმი და დაიპყრა გრიგოლიმ სრულიად ლეჩ- ხუმი, გარდა ჭყვიშისა და ჭყვიში დაშთა ხელთა შინა მეფისათა; ლეჩხუმით წარმოვიდა და შემოიმტკიცა სრულიად ოდიში და დაიპყრა ყოველი სამთავრო მენგრელისა მშვიდობით. ჟამსა ამას წარმოავლინა თავადმა ციციანოვმა უფალი სტა- ცკი სოვეტნიკი პეტრე მაქსიმოვიჩი ლითვინოვი და მათთანა მაიორი იზოთ და როტა ერთი მხედრობა და აუწყა გრიგოლი დადიანსა, რომელ მოვალს ყირიმით მხედრობა დამცველი შენი და უჩვენე ამათ ლიმენა, გამოსასვლელი მათ მხედრობათა შავი ზღვის პირსა. და მოვიდნენ რა დადიანისა თანა, თვით წარუძღვა დადიანი და შთაიყვანა მხედრობა ყულევს და უჩვენა ლიმენა ხო- ბის წყლისა პირსა და მუნ დააბანაკა რუსნი. და ვინათგან ჯერეთ ხელშეუ- წეველნი იყვნენ რუსნი, ამისთვის მისცა ზარბაზანნი და სხვადასხვა საჭი- რონი სახმარნი, სასმელ-საჭმელნი, შამოავლო ირგვლის სიმაგრე და ესრეთ დაუტევა მუნ და თვით წარმოვიდა. გამოვლო ოდიში და შევიდა ლეჩხუმს, სასახლესა შინა თვისსა მურს. გარნა აღმოყვა ზღვის პირიდამ ცივებ-ცხელება და შეიქმნა ავათ. და შემდგომად მოჯობინებისა და უკეთ ყოფნისა კვალად შეიქმნა უძლურათ და გარდაიცვალა წელს ქრისტესით 1804 ოკდომ- ბრის 23. და დაფლეს ცაგერს (იტყვიან გრიგოლისათვის სამსალითა სიკვ- დილსა). მაშინ დაშთა სამთავრო სამენგრელო უმემკვიდროდ, ვინათაგან ძე გრი- გოლისა, პირმშო ლეონ ჰყვანდა ქელაიშ-ახმედ-ბეგსა. და ამისთვის იწყეს ძმათა დადიანისათა განზრახვად დაპყრობად მთავრობისა, გარნა ერთგულ- თა გრიგოლისთა არა ინებეს და უჩვენეს ერთგულება მეუღლესა მისსა, 1-42 სტრ., 194 საქართველოს მეფის ასულს დედოფალს ნინას. და ამით ვერღა ეუფლენ ნებასა მათსა ძმანი დადიანისანი. მაშინ მოვიდნენ ზღვით მხედრობა რუსთა ყულევს, რომლისა მხე- დართმძღვანათ იყო ღენერალ-მაიორი და კავალერი იონ იონვიჩი რიკხოფი. და რა ესმათ ერთგულთა გრიგოლისთა: ძმასა გრიგოლისასა ჭყონდიდელ მი- ტროპოლიტს ბესარიონს, თავადს მხეიძეს პეტრეს და თავადს ჯაიანს ქაი- ხოსროს, თავადს სახლთუხუცეს ჩიქოანს გიორგის (და მეცა მათთანა ვიყავ) მივეგებენით სიხარულით და აღმოუტანეთ ყოველნი ტვირთნი მათნი და წარ- მოუძეხვით მხედრობასა. და პოლკოვნიკი ტარასოვი და რამოდენიმე მხედრობა დავაბანაკეთ ხუნწს, ხოლო იარანალი და სრული მხედრობა დასდგენ ხონს. მაშინ შეიზრახენ დედოფალი ნინა და ერთგულნი მისნი და მათთანა ღენერალ-მაიორი რიკხოფ, დესტვიტელნი სტაცკი სოვეტნიკი ლიტვინოვი, რათა წარგზავნონ დეპუტატნი მისის იმპერატორების დიდებულების როსიის ხელმწიფის წინაშე, და ვინათგან არ დასცალდა გრიგოლ დადიანს, ნაცვლად მისა მოახსენეს მეუღლემან და ქვეყანამანცა მადლობა საფარველის დადე- ბისათვის, და აწცა ითხოვონ, რაჲცა საჭირო არს მათთვის. მაშინ ღენერალი- სათა და დესტვიტელნის სტაცკის სოვეტნიკის ლიტვონოვისა თანხმობითა აღმოარჩიეს დეპუტატათ პირველად თვით მე, შემდგომად ჩემსა ბეჟან მანუ- ჩარის ძე დადიანოვი და კარიმ დეკანოზი იოვანე სიმეონის ძე იოსელიანი. თუმცაღა მაშინ შესაშინებელ იყო რუსეთად წასვლა, ვინათგან უწინარეს ჩემსა არავინ ყოფილიყო ჩვენისა სამთავროჲსა კაცი რუსეთად, გარნა უმხურვალესისა ერთგულებისა გამო არა ვრიდეთ თავსა ჩვენსა და არცამი- ვხედეთ ცრემლთა მახლობელისა ჩვენისათა და წარვედით. ხოლო შემდგომად წარსვლისა ჩვენისა წინა დედოფალმან და შეკრე- ბულთა ერთგულთა წარგზავნეს კაცი ქელაიშ-აჰმედ-ბეგთა თანა და სთხოვეს ლეონ ძე გრიგოლისა, გარნა მან, თეთრის ანგარების მოყვარემან, ითხოვა მრავალი თეთრი და არა წარმოგზავნა ლეონ. მცნობელმან ამისმან თავადმან კნიაზ ციციანოვმან განრისხებულმან უბრძანა ღენერალს რიქობს, რათა წარ- ვიდეს თვისითა რწმუნებულითა მხედრობითა აყუს და შემუსროს, რათა არა დაშთეს ქვა ქვასა ზედა, რომელ არა დაირღვეს, და გამოიყვანოს ლეონ და ქმნას თვისსა სამკვიდროსა ზედა მთავრად. წარვიდა რიკხოფ თვისითა მხე- დრებითა და მისთანა სპანი ოდიშ- ლეჩხუმისანი და მივიდა ანაკლიას ციხესა ზედა, რომელი მას ჟამსა შინა მძლავრებით ქელაიშ- აჰმედ ბეგსა და იყო გამაგრებულ დიდითა მომზადებულებითა. და რა მივიდენ, მეორეს დღეს შეუტიეს მხედრობათა და ეგრეთვე ჩვენთაცა, და სამსა საათსა ზედა აღიღეს იგი. ამის სმენითა შიშით შეპყრობილმან ქელაშ-აჰმედ-ბეგმან მსწრაფლ წარმოავლინა ლეონ გრიგოლის ძე და მოიყვანეს ანაკლიას, და მუნით წარმოიყვანეს და მოვიდენ მხედრობაცა და სხვანიცა ზუგდიდს. მიუ- ლოცეს მთავრობა ლეონს და მიათვალეს ყოველი სამთავრო მენგრელიისა საზღვრითი საზღვრამდე. და შემდგომად ღენერალი რიკხობი თვისის მხედრობითა კვალად წარვიდა ბანაკსა თვისსა ხონს. და შემდგომად მცირისა ხანისა მივიდა ქუთათისს და მუნ დაებანაკა. 1-41 სტრ., 195 გარნა მეფე იმერეთისა არა მივიდოდა ქუთათისს და არცა ნახევდა მხედრობასა და იმყოფებოდა ზამთარ ვარციხეს, ხოლო ზაფხულ ოკრიბას და გოგს. აწ ჩვენის წასვლისას ვიტყოდეთ. ჩვენ რა წაველთ და მივედით ქუ- თაისს, მუნ იყო პეტრე მაქსიმოვიჩი ლიტვინოვი და მან გაგვისტუმრა თა- ვადთან ციციანოვთან, გარნა დიდათ იშიშოდა მეფისაგან და ელოდა სიკვ- დილსა ჩვენსა გზასა ზედა და ჩვენცა ესრეთ მოველოდით. გარნა მინდობილ- ნი ღმერთისა წარვედით და მივედით ტფილისს თავადს ციციანოვთან მხი- ლველი ჩვენი დიდათ მხიარულ იქმნა, და მიგვიღო სამაგალითოს პატივის ცე- მითა. და შემდგომად თორმეტისა დღისა გაგვისტუმრა რუსეთად დიდის მომ- ზადებულებითა და დიდის პატივითა ყოვლის საჭიროებითა კმაყოფილნი. ნუ განვაგრძელებთ . მივედით რა სამეუფოსა ქალაქსა სანკტ-პეტერბურღს, შე- გვიწყნარეს და მიგვიღეს სამაგალითოთა პატივითა, რომლისა წარწერა დიდ- სადამე განგრძელდების. და შემდგომად რამოდენისამე ხანისა ინება და ღირს ვიქმენით ხილვად და თაყვანისცემად მისის იმპერატორებითის დიდებულებისა მოწყალისა და დიდისა ჴელმწიფისა ალექსანდრეს პავლეს ძისა და ყოველთა მისთა ფამილიათა. და შემდგომად ხილვისა წარუგზავნეთ იოანეს დეკა- ნოზის ხელით რომელიცა გვქონდა ძღვნად წარღებული ჩვენის მთავრინას ნინა დედოფლისაგან ხატი ვლაქერნის ღმრთის მშობლისა, და მიართვა რა, მიიღო შესაბამითა პატივითა და დაასვენა თვისის სასახლის ეკლესიასა შინა დიდის ცერემონიითა. ჩვენ ვიყავით სანკტ-პეტერბურღსა შინა გამოუთქმელითა ცხოვრებითა ერთსა წელსა. და შემდგომად გამოგვისტუმრეს დიდის პატივითა ყოვლითურთ კმაყოფილნი. ყოველივე თხოვა მთავრისა ჩვენისა ინება მიცემა იმპერატო- რებითის დიდებულებმა და ბრძანა აღსრულება, წარმოგზავნა წყალობათ ესენი: შეამკო უძვირფასესად ხატი ვლაქერნის ღმრთის მშობლისა და წარ- მოგზავნა კვალად სახლსა შინა დადიანისასა, რათა მუნ განისვენოს წინდად ჩემის საფარველის დადებისა და თქვენის ჩემდამი ერთგულებისა. მას თან- აწარმოატანა ყოვლითურთ დაუკლებელი ერთი ხელი შესამოსელი სამღვდე- ლო და სამთავრო, შესაბამი მისის ბოძებისა. ბრძანა აღშენება ეკკლესიისა სახელსა ზედა ვლაქერნის ღმრთის მშობლისასა სამენგრელოსა შინა ხარჯი- თა მისის იმპერატორებითის დიდებულებისათა, და იქმნეს მუნ ქალაქი, და ეწოდებოდეს სახელად ქალაქსა მას გრიგოლიპოლი სახსოვრად განსვენებული- სა გრიგორი დადიანისა. მოებოძა მთავარსა ჩვენსა ლეონ გრიგოლის ძეს დადიანსა გრამოტა დასამტკიცებლად მთავრობისა, დროშა უძვირფასესად შემკობილი და ხმალი ძვირფასიტა თვლებითა მოოჭვილი, ჩინი ღენერალ- მაიორობისა და ორდენი ბრიალენტითა წმინდის ანნისა პირველისა კლასისა და ერთი ბეჭედი დიაღ მდიდარი და ძვირფასი . დედასა მთავრისასა, მთავრინასა ჩვენსა, საქართველოს მეფის ასულს ნინას- ორდენი პირველისა კლასისა წმინდის ეკატერინასი . და ბრძანა : ვინათგან სამენგრელოს მთავა- რი ლეონ გრიგოლის ძე არს ჯერეთ თორმეტისა წლისა და არ ძალუძს მას 1-43 სტრ., 196 მართვა მთავრობის, ამისთვის ლეონის ოცისა წლისა მიწევნამდე ნინა მთა- ვრინა მართებდეს სამთავროსა სამენგრელოსაო, ჩვენ მოგვებოძა უმოწყალე- სად: მე მიბოძეს პირდაპირ პოლკოვნიკობა და ორდენი წმინდისა ანნის პირველისა კლასისა და ამასთან უძვირფასესი ბეჭედი და უძვირფასესი თვლე- ბით მოოჭვილი ბურნაოთის კოლოფი და სხვა თეთრი მრავალი; ბეჟანს - პოთპოლკოვნიკობა და ორდენი წმინდის ანნის მეორის კლასის, ძვირფასი ბეჭედი და თეთრი მრავალი; დეკანოზს იოანეს- ოქროს ჯვარი, კამილავკა და სიკვდილამდი პენცია და თეთრი მრავალი. და მხლენი ჩვენი აღავსეს წყა- ლობითა . და ესრეთ ღირსყოფილნი წარმოვედით სამენგრელოდან და გამოვლეთ მალაროსია და ყირიმი და შთავსხედით ქეფას ხოლმანდსა შინა, და წარ- მოვლეთ და მოვედით ყულევს და იქიდამ ბანძას, სადა იყვნენ შეკრებულნი მთავარი ჩვენი და მთავრინა, და შეიქმნა სიხარული გამოუთქმელი და სხვა და სხვა შექცევანი. და ესრეთ იქმნა სვლა ჩვენი ძალითა ღმრთისათა. ხოლო ყოფნასა ჩემსა როსიად ანუ სხვათა ადგილებთან მიმოვლასა ჩემ- სა, თუ რაჲ იგი მიხილავენ საკვირვონი, ანუ დიდებანი, ანუ საქებელნი, ანუ სხვა და სხვანი სახილავნი, - იგი აქა დამეწერა, უხამსად შეიქმნებოდა სიგრძე წერილისა ამის, და ამისთვის აქა ესრეთ მოკლედ აღვსწერე, და ვისა- ცა აქვს სურვილი ამის შეტყობისა და სმენისა, იხილოს ჩემ მიერ აღწერილ- სა მიმოვლასა შინა (რომელსა ეწოდების : ,,მიმოვლა ნიკოლაი დადიანოვისა”). მეფესა იმერეთისასა სოლომონს საქართველოსა უპირატეს მართებელი თავადი ციციანოვი აწვევდა და ეტყოდა, რათა იგიცა გრიგოლისამებრ შევი- დეს მფარველობასა და ერთგულებასა შინა რუსეთის იმპერატორისასა, გარნა მეფე არა თანახმა იყო ამა განზრახვისა, არამედ უმეტეს ერთგულებდა პორტი ათამანსა და იქეთ ჰქონდა ჰაზრი თვისი. ჟამთა ამათ აღმხედრდა და გაილაშქრა თავადმან ცაციანოვმან სპარ- სეთსა ზედა, მოადგა განჯის ციხესა და დიდის ბრძოლის შემდგომად აღიღო იგი და მოჰკლა მას შინა მყოფი ხანი და იავარ ჰყო საქონელნი და ცხოვ- რებანი ჯავათ ხანისანი და გამარჯვებული მოიქცა ტფილისადვე . ხოლო გან- ჯას უწოდეს სახელად ელისაბედპოლი სახელსა ზედა იმპერატრიცა ელისა- ბედისასა. კვალად რამოდენისამე ჟამისა შემდგომად გაილაშქრა თავადნა ციცია- ნოვმან სპარსეთსა ზედა და მოადგა ერევნის ციხესა. და მოდგომისა შემდგო- მად წამოეხმარა ბაბა-ხან ყეინი ორასი ათასითა მხედრითა ციხესა ერევ- ნისასა და მოადგა გარს ციციანოვს. უღონო იქმნა თავადი ციციანოვი, რა იხილა ესეოდენი სიმრავლე მტერთა და უფრორე ამისთვის, რომელ სამი ათა- სისა მეტი არა ჰყვანდა მხედრობა, რათა ციხესაცა მოადგეს და ყეინ- საცა ებრძოლოს . მაშინ დაუტევა ციხე, დაუპირისპირდა ყეინსა და ებრძოლა სასტიკად, და წარმოვიდა მშვიდობით და მოვიდა კვალად ტფილისადვე. შემდგომად რამოდენისამე ხანისა წარვიდა კვალად სპარსეთად და რა მივიდა ბაქოს, იწყო ბაქოს ხანთანა ზრახვად: ,,უკეთუ არა მორჩილ მექ- მნები, შეგმუსრავ შენ და ციხესა შენსა, ვითარცა განჯასა ”. მაშინ ცბიერე- ბითა ემორჩილა ბაქოს ხანი და მიუწოდა მხოლოდ ციციანოვს რამოდენითა- მე კაცითა. დაუტევა მხედრობა და თვით წარვიდა ორითა ცხენოსნის ყა- 1-40 სტრ., 197 ზახითა და წარიტანა პოლკოვნიკი ელისბარ ერისთვისშვილი, რომელსა უწო- დდენ აღაბაბასშვილსა, და რა მოვიდა მახლობლად ციხის კარისა გა- მოეგება ციხის გარეთ ხანი და დასხდნენ სასაუბროთ. მაშინ განზრახულთა კაცთა დაუნიშნეს დამბაჩები და მოკლეს კნიაზი ციციანოვი, კაცი ღირსსა- ხსოვარი ყოველსა შინა საქმესა და მასთან ელისბარ ერისთვისშვილი. უღონო იქმნენ მხედრობა კნიაზ ციციანოვისა და ვერღა მპოვნელთა საქარ- თველოჲსა გზისათა შთასხდენ კასპიის ზღვასა შინა ხოლმანდთა და გა- მოვიდენ აშტარხანსა, ამისთვის განრისხდა როსიის იმპერატორი ალექ- სანდრე პავლეს ძე პირველი და წარმოგზავნა დიდძალი მხედრობა დასამხო- ბელად ბაქოსა. და მოვიდენ და მოადგენ გარს ბაქოს . გარნა ხანი ვერღა დადგა შიშითა ციხესა მას შინა და უკანით გარდიპარა და წავიდა . და ციხე აღიღეს რუსთა და ეგრეთვე დარბანდი, შამახია და ამათი მიმდგომნი ყოველ- ნი და დაიპყრეს რუსთა, რომელნი დღესაცა უმეტესად უპყრიეს. ხოლო მთავარმმართებლად საქართველოჲსად ნაცვლად ციციანოვისა წარმოგზავნეს ღენერალ ონტინფანტერი გრაფი ივან ვასილივიჩი ღუდოვიჩი. ამანცა მრავალჯელ აწვია იმერეთისა მეფე სოლომონ, რათა შევიდეს ერთ- გულებასა შინა როსიის იმპერატორისასა და განაგდოს ერთგულება პორტის ათამანისა და მისდამი საიდუმლოდ ზრახვა, გარნა არა ინება და არცა ჰსურ- და მფარველობა როსიის იმპოერატორისა და მეცადინეობდა, თუ რომლის ღონისძიებით განეროს რუსეთის ყმობისაგან. ამათ დროებთა შინა განირისხა ღმერთი, დაივიწყდა მამა-ძეებრი მოწლე- ობა და ასლან-ბეგ შარვაშიძემ უღალატა მამასა თვისსა ქელაიშ-აჰმედ-ბეგსა და მოჰკლა აყუს ციხესა შინა და თვით დაიპყრა აყუ და ქალაქი მისი და ყოველი ქონება მამისა თვისისა, ვინადგან იყო ქელაიშ-აჰმედ -ბეგ მდიდარ ფრიად. ამისთვის უპირმშოესი შვილი ქელაიშ-აჰმედ-ბეგისა საფარ-ბეგ სიძე დადიანისა, რომელსა ჰყვანდა დაჲ გრიგოლისი და სცხოვრებდა ზუფუს ბრძანებითა მამისათა, წარმოვიდა და მოვიდა ლეონ გრიგოლის ძის დადი- ანისა თანა და სთხოვა შეწევნა, რათა ესევითარისა ბოროტმოქმედებისათვის შურ აგოს ძმასა თვისსა ასლან-ბეგსა . მაშინ წარვიდა ლეონ დადიანი სპითა სამენგრელოსათა, დ ამივედით აყუს და დავებანაკეთ ბესილას პირზედ და ვერა მოვადეგით ციხესა გარს, ვინადგან არა გვქონდა მომზადებულება არტილერიათა და არცა სხვათა ციხის მოსადგომთა იარაღთა. ამის- თვის გამოვართვით მეუღლე ქელაიშ-აჰმედ-ბეგისა მარშანიას ასული, რებია ჰანუმ და შვილი მისი ბათალ-ბეგ შარვაშიძე, რომელ ესენი ტყვედ ყავდა ბო- როტსა მად ასლან-ბეგს, და განვათავისუფლეთ და შემდგომად დავმძევლეთ ყოველი აფხაზეთი ჯიქეთის საზღვრიდამ ვიდრე ღალიძგა -დადიანის საზღვრამდე და მივათვალეთ საფარ-ბეგს და ესრეთ მშვიდობით წარმოვედით ოდიშადვე. გარნა ბოროტი იგი მამის მკვლელი ასლან-ბეგ კვალად იმყოფებოდა აყუს ციხესა შინა, გარნა არა აყენებდა ძმასა თვისსა საფარ-ბეგს და იბირებ- და ყმასა მისსა და აწუხებდა. ამისთვის კვალად მოვიდა ლეონ დადიანთანა 1-41 სტრ., 198 და სთხოვა, რათა შეეწიოს და მიიღოს საფარველსა შინა რუსეთს იმპერა- ტორმა და ჰყოს ყმად მისა, ვითარცა მთავარი დადიანი. მაშინ სთხოვა უქვე- შეშევრდომილებით ლეონ დადიანმა რუსეთს იმპერატორს ალექსანდრე პავ- ლეს ძეს პირველს, რათა მიიღოს საფარველსა და ყმობასა შინა თვისსა საფარ-ბეგ შარვაშიძე, ვით თვით იგი არს. ისმინა თხოვა დადიანსა მისმა იმპერატორებითის დიდებულებამ და მიიღო ყმობასა და საფარველსა შინა თვისსა საფარ-ალი-ბეგ. და ვინათგან დადიანმან სთხოვა იმპერატორსა, ამისთვის პატივ-სცა თხოვასა დადიანისასა და მიიღო მფარველობასა შინა რიცხვთა შორის მთავრებთასა და მოანიჭა წყალობაცა : კავალერი წმინდისა ანნის პირველისა ჴარისხისა და დროშა სამთავრო და სიკვდილამდის დიდძალი პენცია და აღუთქვა მცირედისა ხანისა შემდგომად აღება აყუს ცი- ხისა და განძება მამის მკვლელის ასლან-ბეგისა. შემდგომად ამისა დაიხსნა რა მშვიდობა ჩვენის ჴელმწიფისა და პორტის ათამანისა შორის, ამისთვის ბრძანებითა საქართველოს უპირატეს მთავრის გრაფი ღუდოვოჩისათა აღილაშკრა ღენერალმა რიკხოფ მოსადგომად ფოთის ციხისა. და გამოვიდა მხედრობითა ქუთაისიდამ და აქიდამ სპანი დადიანი- სანი, და მივედით და დავებარგეთ მახლობლად ფოთის ციხისა. და იყო მუნ მიტროპოლიტი ჭყონდიდისა ბესარიონ, მიტროპოლიტი ცაიშისა გრიგორი და სხვანი და სხვანი ყოველნი სამენგრელოს თავად-აზნაურნი. და რა დაღამდა, მი- ბრძანა ღენერალმა რიკხოფმა მე და ტარასოვს პოლკოვნიკს, რათა ხვალ დი- ლით მივიდეთ და აღვიღოთ საფარი შემოვლებული ქალაქისა და ქალაქიცა. დავემზადეთ და რა გათენდა, წავედით რამოდენითამე მხედრებითა და ეგრე- თვე რამოდენითამე ჩვენებურის კაცითა და რა მოვედით თავსა ქალაქისასა, იყო დიდის სიმაგრით ნაშენი სანგალი, და მუნ იდგენ რამოდენიმე მხედრობა ოსმალთა. და შევქმენით ბრძოლა და რამოდენისამე ბრძოლისა შემდგომად ვსცანით, რომელ ესევითარის ბრძოლით ვერ გავდენით ჩვენ. მაშინ პოლკოვ- ნიკმა და მეცა მიუტანეთ ერთხმათ შტურმა (ესე იგი ერიში), და გარდვიდენ მხედრობა სანგალსა ზედა, აღვიღეთ სიმაგრე და შეველთ ქალაქსა შინა და აღვიღეთ ქალაქი და მოვადექით ციხის მახლობლად. მაშინ ვაცნო- ბეთ ღენერალსა რიქობს, და მოვიდა სრულის მხედრობითა და არტილერიითა და მასთანა ზემოხსენებულნი სამღვდელონი და სხვანიცა. და შემოვჰკარით ირგულივ ციხე და მოველოდით აღებასა მისა მცხირესა ხანსა, გარნა შემდგომად ერთისა კვირისა მოვიდა ბრძანება გრაფის ღუდოვიჩისაგან და შემოვეცალეთ და წარმოვედით ისევ სამენგრელოთ ჩვენ ჩვენსა ადგილსა კა- ცად-კაცადნი. მას ჟამსა მოვიდა სერესკალი ოსმალთა უსუფ-ფაშა დიდითა მხედრები- თა საბრძოლველად საქართველოსა ზედა. აქათ მოეგება გრაფი ღუდოვიჩი და შეექმნათ ბრძოლა მახლობლად ყარსისა, და აოტნეს სერესკალნი, და გაიმარჯვა სახელოვნად გრაფ ღუდოვიჩმა, და ამისთვის მიუბოძა ჯილდოდ ჴელმწიფე იმპერატორმა გრაფ ღუდოვიჩს ღენერალ ფელდმარშლობა და სხვანიცა ხელქვეშეთნი მისნი აღავსნა წყალობითა. 1-42 სტრ., 199 შემდგომად ამისა წარვიდა გრაფი ღუდოვიჩი და მოადგა გარს ერევნის ციხესა და მრავლის ბრძოლისა შემდგომად ვერ აღიღო იგი, და კვალად მო- იქცა საქართველოდ. და ამათ ჟამთა ღენერატ-ფედმარშალს ღრაფ ღუ- დოვიჩს მიუბოძეს მოსკოვისა მთავარმართებლობა, ხოლო საქართველოდ წარმოგზავნეს ღენერალ ოთ-კავალერი ალექსანდრე პეტროვიჩი ტორმასო- ვი მთავარმართებელად. ამათ ჟამთა გარდაიცვალა ღენერალ-მაიორი რიკხოფი ყულევს და მოადგილეთ მისა წარმოგზავნეს სამენგრელოსა შინა ღენერალ-მაიორი თავადი დიმიტრი ზახარივიჩი ორბელიანი. დროსა ამას განურისხდა დადიანი ლეონ შარვაშიძეს ბეჟანს და შეიპ- ყრა და პატიმარ ჰყო ციხესა შინა ჭაქვიჯისასა და თხოვითა თავადის დიმი- ტრის ზახარივიჩის ორბელიანისათა განუტევა იგი, ხოლო ყოველი სამურძა- ყანო- აფხაზეთი მიათვალა და მიაბარა საუფროსოთ და საგამგებლოდ სიძესა თვისსა მანუჩარ სოლომონის ძე შარვაშიძესა. არა თუ სიძობისათვის პატივ- სცა ესრეთ, არამედ ვინათგან იყო იგი კაცი სახელოვანი და საქმესა შინა მარჯვე. უპირატეს მმართებელი საქართველოჲსა ტორმასოვი სხვათა და სხვათა კეთილ წინადადებითა უჩვენებდა მეფესა იმერეთისასა. რათა მორჩილ ექმნას რუსეთის იმპერატორსა და ერთგულებდეს მას, თორემ შეინანებ მოქმედება- სა შენსაო. გარნა არა რომლითამე კეთილ ჩვენებითა არა იწადა დამორჩი- ლება ამისი. ამათ ჟამთა შორის მოუვიდა ბრძანება ტორმასოვისა თავადს ორბე- ლიანს, რათა მოადგეს ციხესა ფოთისასა. მაშინ მყოფმან ყულევს ორბე- ლიანმან შემოჰკრიბა მხედრობა იმერეთსა და სამენგრელოსა შინა მყოფი, მხე- დრობა დადიანისა, და წარვიდა თვით, მასთანა მთავარი ლეონ დადიანი, და დავებარგეთ მახლობელად ფოთისა. და იყო ციხესა მას შინა ბათომის ბეგი ქუჩუ-ბეგ შარვაშიძე და ჰყვანდა მეციხოვანედ ექვსასი კაცი ოსმა- ლისა და იყო მომზადებულ მას შინა. დილა რაჲ გათენდა, მიბრძანეს მე მთავართაცა ჩვენმან და ღენერალმაცა, რათა აღვიღოთ ქალაქი ფოთისა. წარ- ვედით სამენგრელოს რაოდენითამე მხედრობითა და ჩემთანა შარვაშიძე მანუ- ჩარ, და შევედით რა ქალაქად, შეგვექმნა ჩხუბი სასტიკი, რომელ ოსმალთ განემაგრებინათ სახლნი და ქუჩანი. გარნა შემდგომად ბრძოლისა განვსდევ- ნეთ იგინი და შევყარეთ ციხესა შინა და ჩვენ დავიპყარით ქალაქი და მიუ- ტანეთ საფარი მახლობელად ციხისა კარისა და დავსდექით, მაშინ მოვახსენეთ რა მთავარსა ცვენსა და ღენერალს, მოვიდენ სრულის მხედრობითა, და შე- მოვზღუდეთ ირგულივ ციხე. მთავარი და ღენერალი საკმაოთა მხედრობითა დასდგენ ზემოთ ციხისა და შემოზღუდეს. მარწმუნეს მე სრული სამენგრელოს მხედრობა და როტა ერთი რუსთა მხედრობა თვისის ანტილერიითა და დავსდეგ უკანით ციხისა და შემოვზღუდე ბოღოზიდამ ვიდე ციხეს გა- რემომდე და დავსდრგით ესრეთ. მაშინ ეზრახა მეფე სერასკალსა შეფერ ფაშასა, რათა მოვიდეს მხე- დრობით ოსმალთათა, და აქით თვით მეფე შთავიდეს ფოთს, და იქით-აქათ 1-43 სტრ., 200 მოდგომილთა დაამხონ დადიანიცა და რუსთა მხედრობაცა. მაშინ შეიკრიბა სპანი ოსმალთანი სერესკელმა შერიფ ფაშამ და მოვიდა ბათომს და დასდგა მუნ, წარმოავლინა ცხრა ათასი კაცი და მხედართმძღვანად ტუსჩი- ოღლი. წარმოვიდენ და მისცა გზა ზღვით და ხმელით გურიელმან მამიამ, ვინათგან ჟამსა მას ერთგულებდა გურიელი მამია იმერეთისა მეფეს სოლო- მონს ამისთვის, რომელ მარიამ დედოფალმან, მეუღლემან მეფისამან, დადია- ნის ასულმან მისცა დედით ბიძაშვილი თვისი გიორგი წულუკიძის ასული მამიას ცოლად და ესევითარითა დამოკიდებულებითა ერთგულებდა მას ჟამსა მეფესა. მოვიდენ ოსმალნი და დაებანაკნენ გრიგოლეთსა და მალთაყვას სა- შუალ. მაშინ მიბრძანეს მე და მომაცალეს უკანით ციხისა, წარმიყვანეს და მალთაყვას საპირისპიროთ დამაყენეს სერასკლისა და მომცეს ერთი როტა რუსთა და ორი ზარბაზანი და ჩემნი საკუთარნი ყმანი, და ჩემთანა დავით გურიელის ძე ოცდა ათითა თვისის ყმითა, რომელიც იყო გარდმოვარდნილი თვისის სამკვიდროსაგან და იყო მთხოველად რუსთა თანა. და დავსდექ ამა მცირითა მხედრობითა მეპირდაპირედ სერასკლისა, ვინათგან მხედრობა მცირე იყო რუსთაცა და სამენგრელოჲსაცა ჰაერის სნეულებისა გამო. შემდ- გომად სამისა დღისა მოვიდნენ მალთაყვას გაღმით, გააკეთეს დიდი საფარი, მოიტანეს ზარბაზანი და დავიწყეთ სასტიკი ბრძოლა, რომელ თოფთა და ზარბაზანთა ხმა ვერღა გაირჩეოდა სიმრავლისა გამო, და ესრეთ დაუცადებე- ლად ვიბრძოლეთ თორმეტი დღე და ღამე. და რა ვსცანით, რომელ არ ძა- ლუცს არც ამათ აქეთ ძალით გამოსვლა და არცა ჩვენ და სხვა ღო- ნის ძიება არარაი არს- ამისთვის ვიწყეთ საუბარი გურიელისადმი; რომელ ქმნას ერთგულება ჴელმწიფე იმპერატორისად და უკანით დაესხას ოსმალთ მხედრობასა. ამისთვის იწყო კნიაზ ორბელიანმა არხიერის ჯუმათლისადმი საუბარი არხიმანდრიტის დონდოლაძის პირით, რათა შეასმინოს გურიელსა, ხოლო მე- ვახტანგ როსტომის ძის ერისთავთა თანა, რომელი იყო ცოლისძმა ჩემი და მას ჟამსა პირველობდა სრულსა გურიასა ზედა. და ესევითარის მოქმედებით გარდამოვიბირეთ გურიელი მამია; და შეუდგა თხოვილსა ჩვენ- სა: უბრძანა ვახტანგ როსტომის ძესა ერისთავსა, შეიკრიბნა სპანი გურიელ- თანი და დაესხა გრიგოლეთს დაბანაკებულთა ოსმალთა და შეიქმნა სასტიკი ბრძოლა, სადა მამაცად ბრძოდენ გურულნი. აქათ ჩვენ გავედით სპითა მენგრელთათა და რამოდენთა მხედრობათა რუსთათა, მიუხედით აქათგან ჩვენ, ხალხო მუნით გურულნი, და გავსწყვიდეთ, მრავალნი ცოცხალნი დავირ- ჩინეთ და რომელნი გარდარჩენ, გაიქცენ ზღვით ჭურჭლებით, და ჩვენ ალაფი- თა სავსენი კვალად ფოთს მოვედით. მხილველმან ამისმან ქუჩუ-ბეგმან მყოფმან ციხესა შინა და უღონო ქმნილმან იწყო საუბარი და მოგვცა ციხე. და იგი და მხლენი მისნი მეციხო- ვანენი გაუშვით მშვიდობით. და რა მოვადეგით ციხესა, მუნითგან წყებული მესამეს თვეს აღვიღეთ ციხე და შევედით მას შინა დიდითა ცერემონიითა და მხიარულებითა. დაუტევეთ მას შინა მცველი მხედრობა და ჩვენ წარმოვედით ესრეთ გამარჯვებულნი სახლად ჩვენსა. ხოლო მეფემან იმერეთისამან ვერ სრულ ჰყო განზრახვა თავისი და და- შთა ესრეთ. 1-41 სტრ., 201 შემდგომად რამოდენისამე ჟამისა წარმგზავნა მე კნიაზმა ორბელიანმა მამია გურიელისადმი,, და მოსცა გურიელმა ყმად თავი როსიისა ჴელმწიფე იმპერატორისა . და წარმოუგზავნა ტრახტატნი, თუ ვითარ ჯერ-არს ყმობა- სა შინა შესვლა .რომელი თვით მე აღვწერე . და მიიღო ჴელმწიფე იმპე- რატორმა საფარველსა და ყმობასა შინა თვისსა და მოუბოძა ჩინი ღენერალ - მაიორობისა, ორდენი წმინდის ანნის პირველისა კლასისა და დროშა სამ- თავრო და გრამოტა, და იქმნა ერთგულ ყრმად ვიდრე დღემდე. ხოლო ფოთის აღებისა და სერესკლის დამარცხებისთვის ჯილდოდ ჩვენისა შრომისა ჴელმწიფე იმპერატორმა აღგვავსო წყალობითა მთავარი ჩვენი და ჩვენ ყოველნივე და ეგრეთვე ღენერალი თავადი ორბელიანი და მხლენი მისნი მხედრობანი . შემდგომად ამისა საქართველოს უპირატეს მმართებელმან ღენერალმან ტორსამოვამან მოუწოდა თავადს ორბელიანს საქართველოდვე და იმერეთს წარმოაგზავნა ღენერალ-მაიორი ფედორ ფილიპვიჩ სიმნოვი. ხოლო რა სცნეს რუსთმა ჭეშმარიტებით, რომელ მეფე იმერეთისა არა მოდრკების ერთგულებასა ზედა ჴელმწიფე იმპერატორისასა და არა განაგ- დებს ერთგულებასა პორტის ათამანისასა და არც დააცხრობს წინააღმდეგსა საქციელსა, ამისთვის უბრძანეს მთავრსა სამენგრელოისასა ლეონს გრილოგის ძეს, რათა შეერთდეს იმერეთის მართებელის სვიმონოვიჩთან და განდევდონ მეფე იმერეთით და დაიპყრას იმერეთი ხელმწიფე იმპერატორმა . შეიკრიბა სპანი მენგრელთანი ლეონ დადიანმა, გავედით ცხენის წყალსა და დავბანაკდით ჯიხაიშს . გავიდა იქ ღენარლ სვიმონიჩი მხედრობითა და შევერთდით . ხოლო მეფე იდგა იმერელ სპითა ვარდციხეს .ხოლო ჴელმწიფე იმპერატორისა უერთგულეს იმერელთა ამა : ყოვლად საღვდელომ გენათელ მიტროპოლიტმა ეფთვიმი, თავადმა სახლთუხუცესმა ზურაბ ქაიხოსროს ძემ წერეთელმა, თავადმა ოტიამ და სეხნიამ წულუკიძემ, და ესენი იყვნენ ჩვენ- თან და სხვათა იმერელთა მოუკლებელი იდგა მეფე ვარდციხეს . აღვმხედრ- დით და წარველთ მეფეზედ, რათა მოვადგეთ გარს . და რა სცნა მეფემან მისვლა ჩვენი, ვერღა იკადრა პირისპირობა, წარვიდა ახალციხის მთის კალ- თსა შინა ხანს . და ჩვენ მივედით ვარდიციხეს, ვსცანით რაწასვლა მეფისა ხანს, შეუდეგით უკანა მისა და მივედით ბაღდათს და დასდექით . მცნობი ამისი მეფე იმერეთისა ვერღასად წარვიდა და მოვიდა სვიმოვისა და ჩვენთანა და გამოუცხადა სვიმონოვმან, რათა წარვიდეს საქართველოს მთავარმართებელს ტორმასოვისა თანა. დამორჩილდა მეფე და შემდგომად ერთისა კვირისა წარვიდა მეფე რამოდენითა თავისითა თავად-აზნაურითა და მივიდა ტფილისს ტორმასოვისა თანა . მან გამოუცხადა, რათა წარვიდეს რუ- სეთად და დააყენეს ყარაულნი, რათა არა ივლტოდეს სადამე . და რუსთა დაიპყრეს იმერეთი, ვითარცა საქართველოჲ, წელს ქრისტესით 1810. თავი 15

და იყო მეფე ტფილისსა შინა . მაშინ ღამით გაიპარა თვისი მხლე თა- ვად - აზნაურთა და შევიდა ახალციხეს, იშოვა რამოდენიმე ლეკთა და 1-42 სტრ., 202 ოსმალთა ჯარი და შთამოვიდა იმრეთს და მივიდა მისა ყოველი იმერეთი თვინიერ გენათლისა, ზურაბ წერეთლისა და ოტია და სეხნია წულუკიძისა, და ესენი ერთგულებდა რუსთა. მაშინ იმერეთისა მმართებელმან ფედორ ფილიპვიჩმან სიმონოვმან მიიწვია თვისის სპითა დადიანი. და წარვედით და განვედით იმერეთად. და შემოგვიერთა ჩვენ რუსთა მხედრობა, და რომელი არა მოვიდოდა ერთგულებასა ზედა ხემწიფე იმპერატორისას, ვსწვიდით და ვაოხრებდით . გარნა მრავალი მოვიდენ დამორჩილებად. ამათ ჟამთა შინა მოიხსენა ჴემწიფე იმპერატორმა აღქმული თვისი შარვაშიძის საფარ-ბეგისადმი, წარმოავლინა ზღვით მხედრობა და მოადგენ სოხუმის ციხესა და თვრამეტსა საათსა შინა აღიღეს იგი. და ივლტოდა მა- მის მკვლელი ასლან-ბეგ და რომელიცა გარდარჩნენ მხლენი მისნი. ხოლო ციხე და ქალაქი ყოვლის დიდებითა სავსე დარჩათ რუსთა, დასდგნენ მას შინა, და ასლან-ბეგი სირცხვილეული წარვიდა ჯიქეთს. ხოლო რა განგრძელდა ლაშკრობა ჩვენი და ვერა გავდევნეთ მეფე იმერეთით და დაიარებოდა, აქათ-იქით, მაშინ საქართველოს უპირატეს მარ- თებელმა წარმოავლინა შემწედ ჩვენდა რამოდენიმე მხედრობა და მხედართ- მძღვანად თავადი დიმიტრი ორბელიანი. და რა სცნა მეფემან, შეუკრა საფრითა გზაი ჭიშურისა და დააყენა მას ზედა სპანი იმერელთანი საკმაო და თავადი სიმონ აგიაშვილი, და მოვიდა მუნ თავადი ორბელიანი, დახვდენ იმერნი და ქმნეს ბრძოლა, გარნა ვერ დაუდგენ იმერნი, ივლტოდენ, და მო- ვიდა კნიაზი ორბელიანი ქუთაისს თვისას რწმუნებულის მხედრობითა. მცნობი ამისი მეფე უღონო იქმნა, სცნა რა, ვერღა ძალუცს ბრძოლა ჩვენი, წარვიდა კვალად ახალციხეს და მეუღლე მისი მარიამ დედოფალი წარმოგზავნა დადიანისა და ლერონისა თანა. ვინაითგან იყო მამის დაი მისი, გარნა მოითხოვეს იგი რუსთა, რათა წარგზავნოს რუსეთად. თუმცა ამისთვის დიდათ სწუხდა მთავარი დადიანი ლეონ და დედამისი, საქართველოს მეფის ასული დედოფალი ნინო, გარნა ვერ წინააღუდგა ბრძანებასა იმპერატორისასა და მწყალობელის თვისის ჴელმწიფისასა, და წარიყვანეს რუსეთად დედოფალი იმერეთისა მარიამ. შემდგომად რაოდენისამე ჟამისა, საქართველოს უპირატეს მართებელ- მან ალექსანდრე პეტროვიჩმან ტორმასოვმან გაილაშქრა ახალციხედ, და აწვია ლეონ დადიანიცა. და შეიკრიბა სამთავრიო მისით სპანი ოდიშ-აფ- ხაზნი და ლეჩხუმელნი. და წარვედით და მივედით ახალციხეს, ვნახეთ მუნ ტორმასოვი დიდითა მხედრობითა. და შემოვკარით სრულიად ციხე და ქა- ლაქი და ოდეს სწადოდათ, რათა შევსრულ-ვიყოთ ქალაქსა შინა, მაშინ გა- ჩნდა ჯარსა შინა მომსვრელი, სენი (ესე იგი ჟამი) და შიშითა მისითა და- ვიფანტენით, აღვემზადეთ და წარვედით, გარნა ალაფი დიდძალი წარმოვი- ღეთ, ვინაითგან მარბიელთა ჩვენთა მოათარეშეს მრავალნი მრავალნი სოფელნი და დაბანი. და ესრეთ წარმოვედით სურამამდე ერთათ მთავარმმართებელიცა და მთავარიცა ჩვენი. და შემდგომად ჩვენ წამროვედით კორტოხით ოდიშად და მთავარმმართებელი თბილისად. და დაშთა ახალციხისა ციხე და ქალაქი უვნებელი. 1-41 სტრ., 203 ამათ ჟამთა შორის მთავარი ჩვენი ლეონ გრიგოლის ძე შეიქმნა ოცისა წლისა და ვინათგან ესრეთ იყო ბრძანება ხელმწიფე იმპერატორისაგან, აქამომდე სამ)თავროსა სამენგრელოჲსასა მართებდა დედამისი, დედოფალი ნინა, და რა მოვიდა დანიშნული ჟამი, მიათვალა ძესა თვისსა ლეონს სამთავრო სამენგრელოსი და სთხოვა ხელმწიფე იმპერატორსა და წარვიდა როსიად თაყვანის საცემელად მისისია ხელმწიფე იმპერატორისასა, ფამილიათა მისთა. და წარიყვანა ძე თვისი გიორგი და აფხაზეის მთავარის საფარ-ალი- ბეგის ძე, ყრმა დიმიტრი, ვინათგან სიყრმითგან იგი ზრდიდა შვილად თვი- სად. და რა მივიდა სანკტ-პეტერბურღად, ყოველთა სამაგალითოდ მიიღო იგი ხელმწიფე იმპერატორმა და აღავსო ყოპვლითა წყალობითა და ნიჭითა, და სცხოვრებს მუნ. შემდგომად წარსვლინა დედისა თვუისსიაა მთავარმან ჩვენმან ლოეონ და- დიანმან მოიყვანა მეუღლედ ზურაბ წერეთლის ასაული მართა და ჰქმნა დიდი და სახელოვანი ქორწილი ჭაქვიჯს. წელსა ამას 1811, გაჩნდა იმერეთსა შინა, ოდიშსა და გურიასა საშინე- ლი მომსვრელი სენი (ესე იგი ჟამი) და ამასთან საშინელი და საკვირველი სიყმილი, რომელ უთვალავნი მოისრნენ და მრავალნი განიბნენ, კნინღა და შუა გაიყო ყოველნი ქვეყანანი ესე ზემოხსენებულნი, და მრავალნი წარვიდენ აფხაზეთად, ვინაითგან აფხაზეთსა შინა არა იყო წელსა მას სიყმილი და არცა იგი მომსვრელი სენი. და განგრძელდა ესევითარი რისხვა ღვთისა ორსა წელსა და შემდგომად გარდავიდა, გარნა ქვეყანანი მრავალნი და სოფელნი დაშთენ ოხრად. მაშინ კაცნი მუნითგან განბნეულნი მრავალნი იპოებოდეს დადიანის სამთავრო სამურძაყანო აფხაზეთსა შინა უფრორე იმერეთსა კაცნი. ამი- სთვის წარგზავნა ბოქაულნი მთავარმან ჩვენმან და შეიკრიბნა და წარგზავნა მრავალნი სულნი. იმერეთად. გარნა კვალად დაშთა მრავალნი . განიზრახა მთავარმან ჩვენმან, რათა მსახუროს ჴემწიფე იმპერტორსა და მიეხოს მადლსაცა და განბნეულნი იმერელნი შემოჰკრიბოს შესაძენელად ჴელმწი- ფე იმპერატოპრისა და სასარგებლოდ სულისა. ამისთვის თვით წარვიდა . და ეგრეთვე აღუკრძალოს ტყვის ყიდვა და უსჯულოება სამურძაყანოელთა მათ და ეგონ ქრისტიანად. ამისთვის თანა წარიტანა ბიძა თვისი ჭყონდიდელ მიტროპოლიტი ბესარიონ და ცაიშელ მიტროპოლიტი გრიგოლ, და მეცა ვახლდი. და ახლდა თან სიძე მისი მანუჩარ სოლომონის ძე შავაშიძე, რომე- ლი იყო მის ჟამისა სამურძაყანოს გამნგებელი, თვით ლეონ დადიანისაგან დადგენილი. და მივედით რა ბედიას, დავაბანაკეთ სოფლად ხახუბიასას და დავსდექით მუნ . ხოლო ციხე ბედიისა მას ჟამად ეპყრა ლეონ ხუტუნიას ძეს შარვაშიძეს, და იყო მას შინა თვისას ცოლ-შვილითა. ხოლო ძე ლეონ შარვა- შიძისა ხუტუნია და სიძე დადიანისა მანუჩარ სოლომონის ძე შურობდეს ერთ- ნმანერთში და იყვნენ ერთნმანერთისა ბიძაშვილნი . და ღამესა მას ყოფ- ნასა ჩვენსა ბედიას შემოუჩინა ხუტუნიამ კაცი მანუჩარ შარვაშიძესა და მძი- ნარესა სახლსა შინა შეეპარნენ და დასცეს ხანჯალი მძინარეს და მოჰკლეს 1-42 სტრ., 204 კაცი ღირსსახსოვარი და საქებელი, იმპერატორის პოლკოვნიკი და კავალერი. მსმენელი ამისი მთავარი დადიანი და მხლენი მათნი დიდსა მწუხარებასა მი- ვეცით, გარნა არა იყო ღონე: ლეონ შარვაშიძე და ძე მისი ხუტუნია ციხესა შინა იყვნენ და ჩვენ არა გვახლდა ჯარი, რათა ნაცვალი რაჲმე გვე- მოქმედებია. წარმოვიღეთ მკვდარი და მოვედით სასახლესა მისსა ბარბარას და ვიყავით მუნ თუთხმეტ დღემდე, და იყო დიდი და გამოჩენილი ჩვეულე- ბისამებრ აფხაზთა ტირილი და ვაება. და შემდგომად მოვასვენეთ ეკლესია- სა ცაიშს და დავმარხეთ მუნ შესაფერისა პატივითა. ამისთვის იწადა მთავარმან ჩვენმან, რათა ლეონ შარვაშიძესა და ძესა მისსა ხუტუნიას ესევითარის ბოროტმოქმედებისათვის გარდაახდევი- ნოს . და ვინათგან ციხე ბედიისა მაგარი იყო და ქებული და არავის აუღია იგი ძალისა შემოდგომითა და ლევანცა იდგა მომზადებით მას შინა, ვინათგან სამურძაყანოსა შინა იყო მის ჟამისა დიდ-შემძლე კაცი ლევან შარვაშიძე,-ამისთვის დადიანმაცა მძიმეთ იპყრა თავდარიგი თვისი და სთხოვა შეწევნა რუსთა და წარმოუგზავნა ორი როტა მხედრობა და მასთანა არტილერია და მხედრობა იმერთა რამოდენიმე და სარდლათ იმერთა მხედრობისა გრიგოლი ზურაბის ძე წერეთელი და სეხნია წულუკიძე. აგრეთვე სთხოვა შეწევნა მთავარს მამიას გურიელს, და მანცა წარმოგზავნა გურული მხედრობა და სარდლათ მათდა ბიძა გურიელისა დავით და ვახტანგ როსტო- მის ძე ერისთავი. და ესრეთ შეკრებულნი წარმოვემართენით და მოვედით ბედიას და დავებანაკეთ გაღმით ციხისა, შევიზრახეთ ურთიერთთა შორის და ორათ გავყავთ მხედრობანი: რუსის მხედრობა და ოდიშარნი და სამურძ- აყანო. აფხაზნი ერთად და ამათდა მხედართმძღვანათ და თვით სარდლათ მთა- ვარი ჩვენი ლეონ გრიგოლის ძე დადიანი, და მოადგა ზემოთ ციხისა, ხოლო მეორედ იმერელნი და ლეჩხუმელნი და გურულნი და მარწმუნეს მე; და ამათ მხედართმძღვანათ და სარდლათ მაჩინეს მე . და მოვადექით ქვემოთ ციხი- სა. და რა შეუტიეთ, დაგვიწყეს ციხის გარემოდამ სროლა, გარნა მსწრაფლ გავაქციეთ და შევიდენ ციხეშიდ, და ჩვენ მახლობლად ციხისა დავსდექით და ვემზადებოდით სასროლსა ზარბაზნისასა და საფართა, რათა მახლობლად შემოვზღუდოთ ციხე. მაშინ რა სცნა ხუტუნია ლეონ შარვაშიძის ძემ, ციხესა შინამ მყოფმან, რომელ მოდგომა ციხისა ამის ფიცხელად არს და არ შეუძლიან გამაგრება ციხისა ამის, შეშინებული გაიპარა ღამით და წარვიდა წებელად. და რა სცნა ლევან შარვაშიძემ, რომელ არ ძალუძს წინააღმდე- გობა, დაგვიწყო მოციქულება, ითხოვა ჩემი იმედი უსიკვდილობისა, და გამო- ვიდა და მოგვცა ციხე ბედიისა. და ვინათგან იყო ლეონ შარვაშიძე მოხუცე- ბული და მეუღლე მისი, ინალისშვილის ასული, და ამისდა პატივად მიუჩინა გამოსაზრდელად სოფელი ფახულანისა და მუნ წარვგზავნეთ. და ესრეთ გა- მარჯვებული მთავარი ჩვენი წარვიდა სახლად თვისად, ხოლო მე დამტოვა ლეჩხუმის რამოდენიმე ჯარით. და განახლებით განვამაგრე ციხე ბედიისა და ვიყავ რაოდენსამე ხანსა. და შემდგომად დავტოვე მუნ მეციხოვანედ თავადი გიორგი პეტრეს ძე მხეიძე თვისის სახელოს კაცით და წარმოვედი მშვი- დობით. 1-43 სტრ., 205 ამათ ჟამთა მიუწოდეს მთავარმმართებელსა საქართველოჲსასა ტორმა- სოვს, და არწმუნეს საქართველოჲსა მთავარმმართებლობა ღენერალ-ონტ-ინ- ფანტერსა ნიკოლაი ფეოდორიჩს რტიჩევს, რომელი იყო კაცი სათნო ღვთისა და ერისა; და ამან ჰქმნა მშვიდობა შორის ჴელმწიფე იმპერატორისა და სპარსეთისა. ესე მოვიდა იმერეთად, განიხილა ყოველი იმერეთი, მიუ- წოდა ქუთათისს მთავართა, დადიანსა და გურიელსა, უალერსა მათ შესაბამად და მუნით მივიდა მარანზედ საჭილაოს, მიწვეული ლევან დადიანისა, და უქმნა შესაფერი მეჯლიში დადიანმა და შემდგომად წარვიდა კვალად საქარ- თველოდ. ხოლო ჟამსა ამას იყო იმერეთის მმართებელად პოლკოვნიკი სტა- ნისლავ დამიანვიჩი მერლინი. ხოლო მეფე იმერეთისა სოლომონ, ოსმალთა შინა მყოფი, წარვიდა აზ- რუმს და მუნით ევედრა ოსმალთ იმპერატორსა პორტი ათამანსა, და ეგრეთვე შთავიდა ერევანს და მუნით ევედრა სპარსეთისა ყეინსა, გარნა ვერა რომლითამე მხრითა იშოვნა შეწევნა. და მრავლისა ხვეწნისა და მრავლისა თხოვისა შემდგომად მოვიდა ტრაპიზონს, დასნეულდა მუნ და მოკვდა წელს 1815, და დაფლეს მუნ დიდისა პატივითა. ხოლო თავად-აზნაურნი, მხლენი მისნი, არა განუტევეს ოსმალთა და ეტყოდენ: ოდეს ჩვენდა დავიპყრობთ იმე- რეთსა, მაშინ განგიტევებთო. და იცოდენ მათ ოსმალთ მოტყუებისა ამბავი. და იმეცადინეს და გამოიპარენ ერთიანათ იმერელნი, მუნ მხლენი მეფისანი, და მოვიდენ იმერეთად და შეიწყნარეს რუსთა და მისცეს თვის-თვის სახლსა შინა მშვიდობით ცხოვრებაჲ. ამათ ჟამთა იყო, რომელ ნაპოლეონ მონაპარტე შემოვიდა რუსეთად და მოაოხრა რუსეთი, და ამისთვის ჴელმწიფე იმპერატორმა და პორტი ათა- მანმა ქმნა მშვიდობა შორის მათსა. და ამისთვის მისცეს რუსთა კვალად ფო- თი ოსმალთა. ხოლო მონაპარტი ძლიერებითა განსაკვირვოჲთა განსდევ- ნეს რუსეთიდამ და უკანით შეუდგა თვისის უძლეველის მხედრობითა ჴელმწი- ფე იმპერატორი ალექსანდრე პირველი. მიჰყვა პარისამდე, აღიღო პარისი და თვით მონაპარტე შეიპყრა და ესრეთ საუკუნოდ სახსოვრად და სამაგალითოდ გაიმარჯვა და სძლია მტერთა ძლიერებით საკვირველსა. ხოლო ჯიქეთს მყოფი ასლან -ბეგ შარვაშიძე, მამის მკვლელი, წარვიდა სტანბოლს და მუნით მოვიდა ფოთს, სადა იყო სერესკალი სულეიმან ფაშა ხაზინადარ -ოღლი, რომელსა ჰქონდა რწმუნებული, რათა დაიპყრას იმერეთი და სამენგრელო და განდევნოს რუსი, რომელმანცა არა თუ შეასრულა ესე ბრძანება, ვერცაღა-თუ განცხადებაცა იკადრა პირით მისით და ესრეთ კვალად უკუნიქცა. და სერასკალის ფოთს ყოფნასა შინა მოიცა ასლან-ბეგმა ძალი, წარმოიტანა რამოდენიმე ოსმალთა ჯარი ზღვით და მოვიდა გუდავას, და გუდავადამ მოვიდა ტამუშს და მუნ დასდგა, სწადოდა დაპყრობა აფხაზეთისა. გარნა მოვიდა საფარ-ალი-ბეგ და სთხოვა შეწევნა რუსთა. მაშინ მიბრძანეს მე და წარმგზავნეს და მომცეს ბრძანებასა ჩემსა ქვეშე ბატალიონი თვისის არტილერიითა და მიბრძანეს, რათა დავესხა მათ თავს. და რა წარ- ველ და მიველ ილორს, მაშინ სცნეს მისლვა ჩემი და ივლტოდენ ოსმალნი და დაუტევეს ასლან-ბეგ. და ასლან-ბეგ წარვიდა კვალად ჯიქეთად. ხოლო აფხაზეთი კვალად დაშთა საფარ-ბეგს. 1-40 სტრ., 206 ხოლო წებელს მყოფი ხუტუნია ლევანის ძე შარვაშიძე წარმოვიდა მალვით წებელიდამ და უნდოდა, რათა მისულიყო და შევედრებოდა ზურაბ ქაიხოს- როს ძეს წერეთელს, რათა ეპატივებია დადიანის რისხვისაგან. და რა მოვი- დოდა ხონს, ნახა იგი დავით ქაქუჩას ძემ წულუკიძემ და შეიპყრა იგი და მოჰგვარა ლეონს დადიანს, და მან ტყვედ ჰყო მურის ციხესა შინა წელსა ერთ- სა,ხოლო შემდგომად ევედრა ზურაბ წერეთელი სიძესა თვისსა ლეონს და- დიანს,რათა აპატივოს ხუტუნია შარვაშიძე. პატივ–სცა თხოვასა სიმამრისასა და მიმადლა და გამოუშვა ციხიდამ და მისცა წერეთელს, ხოლო მან სახლსა შინა თვისსა გამოზარდა იგი ორსა წელსა. და მერმეთ კვალად სთხოვა პატივი მისი. და შეიწყალა დადიანმა და მიუტევა ყოვლად უგვანი საქციელი მისი და მისცა მას და ძმათა მისთა ნახევარი ბედია. და ნახევარი ბედიისა მისცა ზუ- რაბ ბოლიხუხუს ძესა შარვაშიძესა და ფახულანი მისცა დასა მისსა, ქვრივად მყოფსა, მეუღლესა მანუჩარ შარვაშიძისასა, და იმყოფებიან ესრეთ აწმყოსა ჟამსა. ამათ ჟამთა მიუწოდეს რუსეთად საქართველოს უპირატეს მმარ- თებელს ღენერალ ოტ- ინფანტერის რტიშჩევს და მოადგილედ მისა წარმო- გზავნეს ღენერალ–ლეიტენანტი ალექსეი პეტროვიჩი იერმოლოვი და მცი- რედისა ხანისა შემდგომად მოუბოძეს ოტ –ინфანტერობისა ღენერალობა. ამან დაიპყრა ყოველი დაღისტანი საჭურველის ძალითა, და ჩაჩანიცა შეაიწ- როეს და შეხშო კავკასსა შინა. მიუბოძეს იმერეთის მმართებელს პოლკოვნიკს მერლინს ღენერალ–მაიორობა და წარვიდა რუსეთად,ხოლო იმერეთის მმარ- თებელად წარმოგზავნეს ღენერალი ხათუნცოვი და შემდგომად მცირედისა ხანისა – ღენერალ - მაიორი ივან დანილოვიჩი კურნატოვსკი. დროთა ამათ შორის ბრძანა ხელმწიფე იმპერატორმა, რათა იმერე- თისა, სამენგრელოჲსა და გურიისა მღვდელ მთავართა საქმენი და სასული- ეროთა განკარგულებათანი და წესდებანი საეკლესიოთა მამულთანი იქმნენ მსგავსად, ვითარცა არს რუსეთსა შინა. ამისთვის მოვიდა იმერეთსა შინა საქართველოს მიტროპოლიტი და ექსარხოსი თეოფილაკტე და რა იწყო იმერეთსა შინა დაწყობაჲ მსგავსად რუსეთისა სასულიეროთა საქმეთა, დიდად ეუცხოათ იმერთა, ვინათგან ჯერეთ არა იყვნენ ჩვეულნი ესევითართა და- წყობილებათა და განკარგვათა. და არა ინებეს და ქმნეს ამისთვის ბუნტი და აღრეულობა და განდგენ იმერნი რუსთაგან. მაშინ რა იხილა თავი თვისი ექსარხოსმა თეოფილაკტემ შეურაცხქმნილი იმერთაგან და არცა უსმენენ მის მიერ მოძღვრებასა, კვალად წარვიდა საქართველოდ. ამისთვის ინება ჴელმწიფე იმპერატორმა და გარდაადგინეს იმერეთის მმართბელი კურნატოვსკი და არწმუნეს იმერეთის მმართებელობა პოლკოვნიკს ივან ონოფრივიჩს პუზირევსკის . და უბრძანეს პუზირევსკის და წარიყვანეს რუსეთად ქუთათელ მატროპოლიტი დოსითეოს წერეთელი, გენათელ მიტროპოლიტი ეფთვიმი, გურიის ერისთავი ძე, და ამმათთან პოლ- კოვნიკი თავადი სეხნია წულუკიძე და თავადი დავით მიქელაძე, რომელნი 1-41 სტრ., 207 იყვნენ მსაჯულნი იმერეთისანი. ხოლო გზასა ზედა გარდაიცვალა ქუთათელ მიტროპოლიტი, და დაფლეს ანანურს, და სხვანი წარიყვანეს რუსეთად. და ამისთვის აბაშიძე იოანე ქაიხოსროს ძე, შვილისშვილი დედით პირ- ველი მეფის სოლომონისა, გაიქცა და წარვიდა გურიას და მივიდა ქაიხოსრო გიორგი გურიელის ძესთან, ვინათგან სწამობდენ ბუნტის თაობას, რუს- ნი. მაშინ წარვიდა იმერეთის მმართებელი პოლკოვნიკი პუზირევსკი რამოდე- ნითამე მხედრობითა გურიას, რათა სთხოვოს ქაიხოსრო გურიელის ძეს იოანე აბაშიძე. და უკეთუ არა მოსცენ მას, მაშინ მოიხმაროს ძალი მათზედ. და რა მივიდა მახლობელად შემოქმედის ციხისა, დასტოვა მხედრობა და თვით ხუთითა თუ ექვსითა ცხენოსნითა წარვიდა შემოქმედის ციხესა ზედა სასაუბროდ ქაიხოსროსა. და რა მივიდა ციხესა ზედა, ვერ ნახა მუნ ქაიხოს- რო გურიელის ძე, ვინათგან იგი წასულიყო სხვასა ადგილსა. და რა და- ბრუნდა პუზირევსკი კვალად თვისთა მხედრობათა თანა, გარდმოეგებნენ მეციხოანენი, და მომავალი გზასა ზედა მოჰკლეს პოლკოვნიკი პუზირევსკი. და რა ესმათ სიკვდილი პუზირევსკისა გურულთა, არა იცოდნენ, თუ ვითარ იყო შეხდომა ესე. და ამისთვის ჰქმნეს ბუნტი და დაუწყეს ცემა თოფთა ფიცხელი მხედრობათა. და ეგრეთვე მოადგენ ჩოხატეულს დაბანაკებულ- თა რუსთა, ვინათგან იქ დიდი ხნით იყო კვარტირა. და შემოზღუდეს და დაუწყეს იქაცა ფიცხელი სროლა, ხოლო რა ესმა ესე მთავარსა მამიას სიმე- ონის ძესა გურიელს, შესწუხნა ფრიად და წარგზავნა ყოველგნით კაცნი და დაითხოვა ესევითარს საქციელს გურულნი,წარმოიყვანა მხედრობა, რო- მელი ახლდა პუზირევსკის და დაადგინა სასახლესა თვისსა ოზურგეთს და მისცა გამოსაზრდელი და დაიფარა ყოვლითურთ. გარნა იმერეთს იქმნა დიდი ბუნტი და აღრეულობა და მიდრკენ და კნინღა და ყოველნი იმერნი რუსთაგან. გარნა რუსთა ერთგულებდა წერეთელი ზუ- რაბ და ძმისწული მისი ქაიხოსრო პაპუნას ძე და სხვანიცა წერეთელნი და რომელნიმე წულუკიძენი და სამი ძმა აგიაშვილნი და ჩხეიძენი. ამისთვის სა- ქართველოს უპირატეს მმართებელმა იერმოლოვმა წარმოავლინა მხედრობითა ღენერალ–მაიორი ალექსეი ალექსანდრევიჩი ველიამინოვი დასამშვიდებლად იმერეთისა, და რა მოვიდა ქუთაისს, ნახა, რომელ პრავიანტი არა არს საკ- მაო ქუთაისს მხედრობისათვის. ამისთვის სთხოვა მთავარსა ჩვენსა ლეონ გრიგოლის ძეს დადიანს, ვინათგან გურულნი ორგულებენ რუსთა და აქვს დავით გურიელის ძეს რიონის პირი შეკრული, რათა არა მისცეს ნაბადადამ პრავიანტი რუსთა, ამისთვის ჰქმენით შეწევნა და ნაბადადამ მოიტანეთ პრა- ვიანტი მარანს საჭილაომდისი. უსმინა მთავარმან ჩვენმან, ვინათგან სიყრმით- გან თანშობილად ქონდა ერთგულება რუსეთის იმპერატორისა და ჟამსაცა ამას დაიცვა სამფლობელო თვისი შერყევისაგან და ეგო მიუდრეკელ ერთგუ- ლად ჴელმწიფე იმპერატორისა. ამისთვის მიბრძანა მე წარსვლა და შესრულება ღენერალის ველიამინოვის თხოვილისა. და წარმატანა მე მდი- ვანბეგი თავადი როსტომ სახლთუხუცის ძე ჩიქოანი და რამოდენიმე სამენგრე- ლოს მხედრობა. წარვედით და მივედით საჭილაოს რუსთან, მარწმუნეს 1-42 სტრ., 208 მე ბატალიონი ერთი და წარველ და მიველთ რა ნაბადას, შევკრიბე მრავალ- ნი ნავები საჭილაოდამ და შთავიდევით პრავიანტი თვისის საომარებითა და წარმოველთ და განვედით ჩვენ გაღმით რიონისა და წარმოვედით,რა- თა დავიფაროთ მტერთაგან წყლით მიმავალი პრავიანტი. და რა წარმოვიღეთ მცირედი ნაბადადამ, დაგვხვდა დავით გურიელის ძე გურულთ შეკრებულე- ბითა და შეგვექმნა ბრძოლა; დაუწყეთ ერთმანერთს საკმაოდ სროლა და შემდგომად სამის საათის ბრძოლისა განვდევნეთ ისინი და გავაქციეთ და ჩვენ წარმოვიღეთ პრავიანტი და მოვიტანეთ მარანზედ უვნებლად. ამისთვის და ესევითარისა მსახურებისათვის ჴელმწიფე იმპერატორმან მე მომიბოძა ჯილდოდ ამისა სიკვდილამდინ პენცია, ხოლო როსტომ მდი- ვანბეგს ჩიქოანს პოტპორუჩიკობა, რომელმანცა ბრძოლასა მას შინა მამაცუ- რი სიმხნე წარმოაჩინა წინაშე ჩემსა. კვლად სთხოვა ღენერალმა ვილიამინოვმა მთავარსა ჩვენსა ამოტანა პრავიანტისა . მაშინ თვით წარვიდა ნაბადას, რადგანაც ისმოდა დიდი მზა- დება გურულთაგან დახდომისა და წამოიღო მრავალი პრავიანტი და ვერ- ღა შებედეს დახდომა გურულებმან და მოიტანა პრავიანტი მარანზედ. ოდეს ნახა ღენერალმა ველიამინოვმა საკმაო პრავიანტი, ამით განძლი- ერებულმან იწყო საქმედ და წარგზავნა პოლკოვნიკი თავადი გარჩაკოვი მხედრობითა დასამშვიდებლად რაჭას. და მივიდა და ყოველნი ურჩნი მოსწვა და მოაოხრა, შეიპყრო წულუკიძე გიორგი და მერაბ და სხვანიცა მრავალნი თავად–აზნაურშვილნი. და ერთგულთა მისცეს წყალობანი. და ესრეთ დაამშვიდა რაჭა და შთამოვიდა კვალად ქუთაისს . მერმეთ შეუდგენ დამშვიდებასა იმერეთისასა: მრავალნი მოჰკლეს, მრავალნი შეიპყრეს და ძელ- სა ზედა დამოჰკიდეს, დაესხენ თავს და მოჰკლეს დავით ბაგრატიონი, დიდის მეფე სოლომონის ძმისწული, ბაგრატის შვილი გარდაყარეს ვახ- ტანგ ბაგრატოვანი, დავით მეფის არ-კანონიერის შვილისშვილი, და მას- თანა იოანე აბაშიძე და სხვანი მრავალნი თავად-აზნაურნი, და წარვიდენ ოსმალთა თანა ახალციხეს, ხოლო ერთგულნი აღავსეს წყალობითა, ესრე- თის მოქმედებით დაამშვიდეს იმერეთი. შემდგომად იწყო მომზადება: და შემდგომად მომზადებისა წარვიდა ღე- ნარალი ველიამინოვი გურიად დიდძალითა მხედრობითა, მოადგა ციხესა შე- მოქმედისასა, რომელი ეპყრა ქაიხოსრო გურიელის ძეს და აღიღო იგი სა- ჭურველის ძალითა და დაარღვია. და ქაიხოსრო ლტოლვილი წავიდა ოსმალ- თა შინა და მამულნი მისცნა თვით მთავარსა გურიელს, გარდააგდო გურიელის ძე დავით, ძმა ქაიხოსროსი, და მამული მისი დაიპყრა ყოველი ჴელმწიფე იმპერატორისათვის; გარდააგდო გურიის ერისთავი დავით ოსმალ- თა შორის, რომელი შემდგომად მცირედისა ხანისა მოკვდა, და მამულნი მისნი დაიპყრა ჴელმწიფე იმპერატორისათვის, და ესრეთ ურჩნი მოსრნა გუ- რიასა შინა და ერთგულნი აღავსნა წყალობითა. და ესრეთ დაამშვიდა გურია და მოვიდა იმერეთს, და იმერეთს დაადგინა გამგებლად პოლკოვნიკი თავადი პეტრე დიმიტრევიჩი გარჩაკოვი, რომელსაცა მცირედისა ხანისა შემდგომად მოუბოძეს გენერალ–მაიორობა. 1-41 სტრ., 209 და ღენერალი ველიამინოვი ესრეთ გამარჯვებული წარვიდა საქართვე- ლოდვე. ხოლო მთავართა, დადიანსა და გურიელსა, ამა ჟამისა ერთგულებისა- თვის დადიანსა მოუბოძა ხელმწიფე იმპერატორმა ჩინი ღენერალ–ლეიტე- ნანტობისა, რომელმანცა დაიცვა სამფლობელო თვისი შეურყევლად, და გუ- რიელსა ორდენი მეორისა ხარისხისა თავადისა ვლადიმერისა. და სხვათა მრა- ვალთა იმერეთსა და სამენგრელოსა და გურიასა შინა ერთგულთა ებოძა მო- წყალება ამა ჟამთა ერთგულების ჯილდოდ. დროთა ამათ შემდგომად გარდაიცვალა შინაგანის აფხაზეთის მთავარი საფარ–ბეგ შარვაშიძე წელს ქრისტესით 1821, თებერვლის 6 და შემ- დგომად ამისა ამავე წელს, მარტის ექვსს, ჰასან - ბეგ ქელაეშ -ბეგის ძე, ძმა საფარ–ბეგისა, შეიპყრეს რუსთა და წარიყვანეს რუსეთად. მცნობი ამისი ასლან–ბეგ შარვაშიძე, მამის მკვლელი, რომელი იყო თათართა შორის, მოვიდა აფხაზეთად, და ვინათგან არღარავინ იყო მემკვიდრე, თვინიერ მცირ- წლოვანთა ძეთა საფარ–ბეგისათა, ამისთვის მიმართა ყოველმან აფხაზეთმან და მოვიდენ ასლან–ბეგისა და მისცეს ყოველთა ერთგულებისა პირი. მაშინ ჴელმწიფე იმპერატორმან რა სცნა გარდაცვალება საფარ–ბეგისა, მიუბოძა აფხაზეთის მთავრობა ძესა თვისსა დიმიტრის, რომელი იზრდებო- და სანკტ–პეტერბურღსა შინა, რომელი წარიყვანა საქართველოს მეფის ასულ-მან, სამეგრელოს დედოფალმან ნინა, რომელი პირველ აღვწერეთ . ესე გა- მოიყვანეს სასწავლებელისაგან, მიუბოძა ჩინი პოლკობნიკობისა და სხვა მრავალნი წყალობანი, და გამოისტუმრა აფხაზეთს მთავრად, და რა მოვიდა საქართველოს უპირატეს მმართებელთან, ერმოლოვთან, და მან წარმოუგ- ზავნა იმერეთის მმართებელს თავადს გარჩაკოვს და უბრძანა, რათა თვით წარყვეს მხედრობითა და განდევნოს ასლან–ბეგ, და დიმიტრი ჰქმნას მთავრად აფხაზთა. მაშინ ბრძანებისამებრ აღემზადა თავადი გარჩაკოვი და სთხოვა მხედ- რობა რამოდენიმე სამენგრელოჲსა მთავარსა ჩვენსა და სახელდობრ გამოს- თხოვა თავი ჩემი მხედართმძღვანად. წარვიდა თავადი გარჩაკოვი ორითა ბატალიონითა და თვისის არტილერიითა, თვით მთავარი ჩვენი ლეონ დადიანი მიჰყვა თავის საზღვრამდე ღალიძგამდე და იქიდამ მე გამატანა და ჩემთანა ლეჩხუმისა მხედრობა ექვსასი კაცი. და წარვედით, და ოდეს მივედით ჩვენ ღალიძგას იქით, ასლან–ბეგ მოვიდა დაუკლებელის აფხაზ–სპით და დას- დგა მოქვს, და უნდოდა ვითამ პირდაპირობა ჩვენი. გარნა სიძე ჩემი ალი–ბეგ შარვაშიძე, რომელი იყო შთამომავლობითა მაჰმადიან, უწინარეს ამისა ოთხი- თა წლითა მოვიყვანე მართალსა სარწმუნოებასა ქრისტეს ღ~თისა ჩვენისა სა, ნათელ–ვეც და უწოდე ალექსანდრე და მივეც ცოლად ასული ჩემი კესა- რია. ესე იყო მფლობელი ნახევარისა სრულისა აფხაზეთისა, რომელსა უწოდე- ბენ შვა სოფელს. ესე მყოფი ასლან–ბეგთან ვეზრახე და გარდამოვიბირე ჩვენ კერძო. აგრეთვე ცოლისძმა ჩემი,სალარუფუ მარშანია, რომელსა უსმენდენ სრული წებელნი და სხვანიცა. და იყო მას ჟამსა აფხაზთა შორის შემძლე კაცი. ესენი გარდმოვიბირე და მოვიყვანე ჩვენთანა, ამისთვის ვერ- 1-42 სტრ., 210 ღა დასდგა ასლან - ბეგ მოქვს და წარვიდა. წარვედით ჩვენცა, და რა მივედით წყაბას და დავებანაკეთ, მოვიდა იქ სალარუფუ მარშანია და გვაც- ნობა, რომელ გზასა ზედა ჩვენსა ზღვის პირად, სადა ეწოდების აშიღვარა, მუნ შუკრავს ოთხსა და ხუთსა ადგილსა საფარი ასლან–ბეგს, სადა არა არს გზა, თვინიერ მისა, და მუნ სდგას აფხაზითა და ოსმალთ რამოდენიმე სპითა. მცნობი ამისი მეორესა დღესა განვემზადეთ და წარვედით. და რა მივე- დით მუნ დანიშნულსა ადგილსა, ვნახეთ თქმისაებრ სალარუფუს ოთხსა და ხუთსა ადგილსა ძლიერ მაგარი და საბრძოლველად გაწყობილი საფრები, სა- და არა ჰქონდა გზა არსით შემოსავლელი, და რა ვსცანით თვინიერ ამისა არა იქმნების რა, დავიწყეთ ბრძოლა. და შეიქმნ სასტიკი ომი,სადა არა გამოირ- ჩეოდა ზარბაზანთა და თოფთა ცემა. და მოიკლოდენ საკმაოდ კაცნი. და ვიბრძოლეთ რა სამ საათს და ვსცანით, რომელ ზარბაზნითა და ესევითარი- სა ბრძოლითა ვერ განვდევნით მათ, მაშინ ერთიანად ვსთქვით და მიუტანეთ ერიში, და ორგზის მიუტანეთ ერიში, მაგრამ ვერ ავიღეთ. ხოლო მესამე გზის სარდალთა და მხედართა განურჩევლად ერთიანად მიუტანეთ ერიში და აღვიღეთ უპირველესი საფარი და განვდევნეთ. გარნა კვალად დასდგენ მეორესა, უკანა საფარასა მაგრათ. მაშინ რა ნახა თავადმან გარჩაკოვმა, რომელ განძნელდა საქმე, მედროშესა ჩემსა გამოართვა დროშა ჩემი და თვით მიუძღვა მხედრობასა, და რამოდენისამე განვლისა შემდგომად მე მომცა დროშა და მე უძღოდი მხედრობასა და ესევითარითა საქციელითა აღვიღე საფარანი და განვდევნეთ და სრულიად გავაქციეთ, სადა გვქონდა ბრძოლა განუწყვედელი თექვსმეტსა საათსა. და ესრეთ იბრძოლეს დღესა მას აფხაზთა, რომელ არას დროს მოთხრობილა ბრძოლა ესევითარი აფხაზთაგან . და მოგვისწრო ღამემან და დავსდექით მას ღამესა მდინარის მაჭარას პირსა ზედა. ხოლო დილა რა გათენდა, წარმოვედით და კვალად მოგვინდო- მეს დახთომა . და რა ვნახეთ და იყო ცხენთა შეტევებისა ადგილი, მაშინ ჩვენთა ლეჩხუმელთა შეუტიეს და მცირედისა სროლითა გააქციეს და მრავა- ლი დევნა უყვეს და განიბნინენ . და მივედით თუბუნს ( ესე იგი ცხომს) და ქალაქი და გარემო მისა სოფელნი და ეგრეთვე სასახლე შარვაშიძეთა სრუ- ლათ დავსწვით და აღვაოხრეთ. და მუნით მივედით აყუს ციხესა შინა, მუნ განვისვენეთ ოთხსა თუ ხუთსა დღესა შინა ბრძოლითა საკმაოდ დამაშვრალ- თა, და განუსვენეთ მუნ დაკოდილთა და ჩვენ წარვედით ზუფუს. და რა მივედით სასახლესა შინა შარვაშიძეთა, დავებანაკეთ. და მოვიდენ ყოველნი ზუფუელნი, გარნა ნარჩოუ და გიორგი ინალისშვილები არ მოვიდენ ჩვენ- თანა, ვინათგან ერთგულებდენ ასლან–ბეგსა. ამისთვის განრისხდა თავადი გარჩაკოვი და წარგვავლინა საინალისშვილოშიდ დასაოხრებლად მე და პოთ– პოლკოვნიკი ივან ნიკოლაევიჩი თავადი აფხაზოვი. და რა წაველთ, გზასა ზე- და შევირიგეთ გიორგი ინალიშვილი და მივუტევეთ დანაშაულობა მისი. და ნარჩოუ არ მოვიდა, წარვედით და კაპეტის წყალისა პირსა ზედა დავებანა- კეთ სასახლესა შინა ნარჩოუსასა და მუნით წარვგზავნეთ თარეშნი ჩვენნი ლეჩხუმელნი. და მოათარეშეს მრავალნი ადგილნი და მოსდენეს მრავალნი პი- რუტყვნი და სხვა ალაფი და მოვიდენ. და შემდგომად დავსწვით სასახლე 1-41 სტრ., 211 ნარჩოუ ინანიშვილისა და გარემო სოფელი ყოველი და ძელსა ზე- და დავმოკიდეთ მუნ ორნი შესაშინებლად აფხაზთა. და თუმცა გვიყვეს მცირედი სროლა იქა, მაგრამ გავაქციეთ მსწრაფლ და ესევითარის წარმატებით მოველთ კვალად ლეჩხუნს, სასახლესა შინა თავადს გარჩაკოვ- სთან. ხოლო შემდგომად სამისა დღისა შევაფიცეთ დიმიტრის ყოველი აფხა- ზეთი, მიულოცეთ ცერემონიით მთავრობა, დაუტევეთ მცველი მხედრობა და მაიორი რაკოცა, და ესრეთის მოქმედებით წარმოვედით და მოვედით კვა- ლად აყუს (რომელ არს:სოხუმს). და აყუდამ თავადი გარჩაკოვი წამოვიდა ზღვით, და მე და თავადი აფხაზოვი და ყოველი მხედრობა ხმლით, გზასა ზედა. და თავისის უგვანი და არა მართლიადის საქციელისათვის ოქუმის წყლის პირზედ დავიჭირეთ ბეჟან მარღანია, რომელი ჟამსა მას დადიანის სამფლობელო სამურზაყანოსა შინა იყო შემძლე კაცი, და ესრეთ მშვიდობით წარმართებელნი მოვედით სახლადვე ჩვენსა. ესევითარისა სამსახურია ჯილდოთ გვიბოძეს მოწყალება: თავადს ღე- ნერალ– მაიორს გარჩაკოვს ბურნაოთის კოლოფი ბრილიანტით მოოჭვილი, თავადს აფხაზოვს ჩინი პოლკოვნიკობისა, მაიორს რაკოცას და მაიორს შუ- ლკაჩოვს მეოთხეს ხარისხისა ორდენი წმინდის ვლადიმერისა და სხვათა აფიცართ მათ-მათი შესაბამი. მე მიბოძეს ჩინი ღენერალ -მაიორობისა, ჩემს ხელთ ქვეშეთა ძესა ჩემსა გიორგის პოთპორუჩიკობა, რომელმანცა ჟამსა მას წარმოაჩინა სახელოვანი მამცური ქცევა, რომელიცა იყო ჯერეთ ყრმა, თა- ვადს ლევან გელოვანს ორდენი ვლადიმირისა მეოთხისა ხარისხისა, რომელმანცა ვაჟკაცობითა ჟამსა მას განასხვავა თავი თვისი, ვახტანგ ზაალის ძეს ასათიანს პრაპორშიკობა, რომელიცა მცირედ დაიკოდა ხელზედ, სამურ- ძაყანოველთ, რომელიც მე მახლდენ: თავადს თემურყვა ანჩაბაძეს პორუთჩი- კობა და პენცია სიკვდილამდის, რომელიც გვემსახურა პერეოჩიკობითა და სხვათა და სხვათა საქციელითა, თავადს შარვაშიძეს ორთა ძმათ, ხუხულობასა და ზურაბს, და თავადს დათა ანჩაბაძეს პრაპორშიკობა და ეგრეთვე ალი-ბეგ შარვაშიძეს პორუთჩიკობა და სალარუფუ მარშანიას კაპიტნობა და სიკვდი- ლამდის პენცია. და ესრეთ ღირს–ვიქმენით მონარხისა მოწყალებისა. ხოლო განცებული და გაქცეული ასლან–ბეგ მივიდა ჯიქეთს და იშოვნა საკმაო ჯარი ჯიქისა, მოვიდა და მოადგა ჩვენთა დატევებულთა მხედრობათა ლუხუნს და მაიორს რაკოცას. თუმცა მამაცად იყვნენ ჯიქნი და შემოკრეს საფრითა, სადა იყვნენ ჩვენნი მხედრობანი, და მივიდენ მამაცად, მაგრამ რუს- თა თვისის ჩვეულების უძლეველის მოქმედებით დაუწყეს ბრძოლა და გააქ- ციეს ჯიქნი და მრავალნი მოჰკლეს და მრავალი ალაფი დააყრევინეს. და ესრეთ განემარჯვათ მცირედთა მხედრობათა ჩვენთა და სირცხვილეული წარ- ვიდა ასლან–ბეგ და მისი ჯიქნიცა. ხოლო შემდგომად მთავრობისა მისისა ერთისა წლისა შესრულებამდის დასნეულდა მთავარი დიმიტრი საფარ–ბეგის ძე შარვაშიძე და საუბედუროთ აფხაზთა გარდაიცვალა იგი წელს ქრისტესით 1822 და დაფლეს რუსთა დიდის პატივით ლუხუნისა სასახლისა ეკლესიასა შინა. 1-31 სტრ., 212 ხოლო მოუწოდა საქართველოს უპირატეს მმართებელმან იეროლოვმან უმცირესსა ძმასა დიმიტრისასა მიხაილს და მისცეს მთავრობა შინაგა- ნის აფხაზეთისა და ჩინი მაიორობისა, ვინათგან ჯერეთ მცირეწლოვანი იყო. ხოლო ვახტანგ ბაგრატოვანი, რომელი უწინარეს ვახსენეთ, იყო გარ- დავარდნილი ახალციხეს ოსმალთა შინა, და იყო მასთან იოანე ქაიხოსროს ძე აბაშიძე, რომელი ესეცა უწინარეს ვახსენეთ. ესე წარვიდა სტამბოლს ოსმალთ იმპერატორთა თანა (ესე იგი ხვანთქართან) და მიიღო პატივი; და რა მო- ვიდა მუნით, შეეშურვა რომელსამე მიზეზისათვის ვახტანგ ბაგრატოვანი, შე- უჩინა კაცნი და მოჰკლეს ახალციხეს იოანე აბაშიძე. წელსა ამას 1822, დეკემბერსა 12 გარდაიცვალა გიორგი ნიკოლაოსის ძე დადიანოვი საგლოველად და საბავთოდ საზოგადოდ სახლთა სამთავრო- თა დადიანთა, ვინათგან იყო კაცი ღირსსახსოვარი და საყვარელი. ეგრეთვე წელს ქრისტესით 1823, იანვრის 28 გარდაიცვალა ღენერალ- მაიორი და კავალერი, იმერეთის სახლთუხუცესი, თავადი ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთელი, სიმამრი დადიანისა ლეონისა, რომელი იყო სრულიად იმერე- თსა შინა ჭკუითა და კარგკაცობითა წარმოჩენილი და სახლთა შინა დიდე- ბული. ამათ ჟამთა მთავარმან ჩვენმან ლეონ დადიანმა მოიყვანა როსტომ-ბეგ ქელაიშ-აჰმედ-ბეგის ძე შარვაშიძე და შთამომავლობითა მაჰმადიანი, ნათელ- სცა სახელსა ზედა ქრისტესა და ქრისტიან ჰყო და მისცა დაჲ თვისი ქეთე- ვან, ნაცოლარი მანუჩარ შარვაშიძისა, ცოლად. თუმცა არა კეთილ ქცეულე- ბისა მისისათვის უწყრებოდა როსტომ-ბეგს მმართებელობა რუსთა, გარ- ნა მთავრის დადიანის პატივისათვის მიუტევეს მას. ხოლო ჟამსა ამას სამეფოსა საქართველო-იმერეთისასა უსაშუალოდ ჰფლობს დიდი ჴელმწიფე ჩვენი ალექსანდრე პავლეს ძე პირველი, მპყრობელი სრულიად რუსეთისა, სამთავროსა სამენგრელოსასა სრულიად ფლობს მთავა- რი ლეონ გრიგოლის ძე დადიანი, გურიისა სამთავროსა ფლობს მთავარი მამია სიმეონის ძე გურიელი, აფხაზეთისა სამთავროსა ჰფლობს მთავარი მი- ხაილ საფარ-ბეგის ძე შარვაშიძე. ხოლო ამათ მთავრებთა ჰფლობს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე პავლეს ძე პირველი და არს მშვიდობა გამოუთქმე- ლი, რომელიცა უმეტესად დაამტკიცოს მომცემელმან კეთილისამან ღმერთმან

ს. კაკაბაძის პუბლიკაცია

[edit]

1914 წელს ს.კაკაბაძემ თავის კრებულში სარგის კაკაბაძე - წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის - წიგნი I - ტფილისი - 1914 გამოაქვეყნა ნაწყვეტი ნიკო დადიანის ნაშრომიდან სათაურით: ნიკო დადიანი - იმერეთის მეფის დიდ სოლომონ I-ის მატიანე.