პირველად საჭიროა ითქვას, თუ ვინ არიან თურქები და პირველად ქვეყნის რომელ მხრიდან წამოსულნი, შემდეგში გახდნენ მეზობელნი რომაელებისა. ისინი ცხოვრობდნენ და ფლობდნენ ტანაიდისა და ბოსფორის იქით ჩრდილოეთით მდებარე მხარეს და არც მაინცადამაინც დაშორებული იყვნენ კავკასიის მთებიდან. ეს ხალხი დამოუკიდებელი იყო და დასაბამიდან ხალხმრავალი და მეომარი, რომელიც რძით იკვებებოდა, ჯერ არასოდეს არ ყოფილა დამონებული არცერთი ხალხის მიერ.
ნიკიფორე ვრიენიოსი
Appearance
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ
საქართველოს ისტორიის ბერძნულ-რომაული წყაროები
(1062-1137)
ნიკიფორე ვრიენიოსი (ბერძნ. Νικηφόρος Βρυέννιος) — ბიზანტიელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. მოღვაწეობდა კომნენოსების ეპოქაში. ალექსი I კომნენოსისგან მიიღო კეისრის წოდება. იყო ანა კომნენოსის ქმარი.
ნიკიფორე ვრიენიოსი ავტორია ისტორიული ჩანაწერებისა "მასალები ისტორიისათვის", რომლებიც მოიცავენ 976–1087 წლებს და ამ პერიოდის ბიზანტიის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.
ნიკიფორე ვრიენოსის თხზულების ცნობები საქართველოს შესახებ თარგმნა და 1954 წ. კრებულში 1954 - მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის - ნაკვეთი 31 - გვ.233-247 გამოაქვეყნა თამარ ბრეგაძემ ნაშრომში თამარ ბრეგაძე - ნიკიფორე ვრიენიოსი საქართველოს შესახებ.
ნიკიფორე ვრიენიოსი
მასალები ისტორიისათვის