ნამწყემსარის მოგონებანი
ნამწყემსარის მოგონებანი ავტორი: ალექსანდრე ყაზბეგი |
ნამწყემსარის მოგონებანი
I
18... წელს გარდავწყვიტე მეცხვარეობა დამეწყო და ამ ხელობის შემწეობით მომევლო მთა და ბარი, გამეცნო ხალხი და გამომეცადა ის შიშით და სიამოვნებით სავსე ცხოერბა, რომელიც მწყემსს განუშორებლივ თანა სდევს. მე თითონ, როგორც მთის კაცს, მყვანდა რაოდენიმე ცხვარი, ცოტაოდენი კიდევ ზოგიერთს მიწებში გაცვლე მოვაგროვე მივუმატე ჩემს ფარას, ავიღე ჯოხი და თოფი და ამგვარად შევიქენ მეცხვარე. რასაკვირველია, პირველი ჩემი ნაბიჯი ყველამ, განურჩეელად ყველამ მასხარად აიგდო, რადგანაც ბბობდნერ რომ მებატონეა და მასთან სახელიანი კაცის შვილს უბრალო მეცხვარეობა არ ეკადრებაო, მაგრამ მე ჩემი მიზანი მქონდა, ჩემი სურვილი და ეს იქამდის ძლიერი იყო, რომ არავითარს რჩევას ყური ვუგდე მე მინდოდა მენახა ხალხი, მსურდა გამეგო იმათი სურვილი. მეცხოვრა იმათი ცხოვრებით, ჩემ თავზედ გამომეცადა ის მიზივნილება და გაჭირვება, რომელიც უკან სდევს მუშა ხალხს, და რაღა დამაყენებდა შინ! მივაღწიე ჩემს მიზანს, დავუახლოვდი, გავიცან ისინი, ვისიც გაცნობა და დაახლოება ისე გულით მსურდა (თუ როგორ - ჩემის ნაწერების მკითხველებზედ მივაგდებ). აქ კი მინდა გიამბოთ ზოგიერთი ეპიზოდი ჩემის მეცხვარობიდგან და მგონია რომ ეს რაოდენსამე ინტერესს მოკლებული არ იქნება. ჯერ კიდევ ზაფხული იყო. ცხვარი არ გაგვეშრო და დედალს ცხვარს მივსდგომოდი მოსაწველდ. გზაში შემომვდა ორი მოხევე, რომლებიც სრულიად არ მიცნობდნენ და ჩაცმულობაზედ კი ვერ გამარჩევდნენ, უბრალო მწყემსი ვიყავ, თუ მთაში სახელიანი კაცის შვილი. -- ბარაქა შენს ცხორსა - წამომძახეს იმათ, რაწამს გამისწორდნენ. - უფალმა გილხინასთს! ვუპასუხე მე. - ვისია ეგ ცხორი? - მკითხეს. მე დავუსახელე ჩემი გვარი. - ბეჩაო ჩემო თაო, მართლა იმათ სერია1 ... დამღაც იმათ მეტს არავისა აქვს, --- წარმოსთქვა ერთმა და დაუმატა: - შენ ვიღას ბალღი ხარ? - მე არახვეთელი გახლავარ, შენი კვნესამე, - მოვუქციე მთიულურად, - ბურდულიან იაკობასი. - მოჯამაგირედა ხარ, თუ ცხორი გყავს დაზიარებული? - კიდევა მკითხეს. - ცხორი, შენი კვნესამე, - მივეც პასუხად. ჩემი თანამგზავრები მომიდგნენ გვერდს და მშველოდნენ ცხვრის გამორეკას. - ბალღო, რაი გქვიან? - მამუკა, შენი კვნესამე. -- მართლა, შენი აღა თავად დადის ცხორში? - დადის, ლომისის მადლმა!- ვუპასუხე მე. - თავად დადის!? - გაიკვირეეს იმათ. - ჰო. -- საკვირველია, ღვთის მადლმა!
1 ÓÄÒÉ – ÚÖÒÉÓ ßÅÄÒÆÄà ÍÉÛÀÍÉ. ÚÅÄËÀ ÝáÅÒÉÓ ÐÀÔÒÏÍÓ ÈÀÅÉÓÉ ÍÉÛÀÍÉ ÀØÅÓ. -- რაისთვის? -- ვკითხე მე და გულის ძგერით დავუწყე ყურის გდება. -- აბა, როგორ საკვირევლი არაა, ხელმწიფის სწორის კაცის შვილია და ცხორს ასდევნებია!.. აჰუ!---ჩაიქნია ხელი უცნობმა. --- მერე მანდ ცუდი რა არის?.. ცხორი ჰყავს და თითონ დასდევს. - ცუდი?.. ხევის ბატონის შვილი და უბრალო მეცხორე ---გაიკამათა იმანვე. - მაგის მამა-პაპასაც ჰყოლია ცხორი, მაგრამ თითონ არ უვლიათ, არა, ღვთის მადლმა, - დაუმატა მეორემ. - აბა, ძალიან იკადრებდნენ მეცხორობას!... სულ ჩინებით სავსე ჰქონიათ ყელ- გული. - მაშინ ცხო დრო იყო და ეხლა სხვა, - ვცადე თავის მართლება. - ცხო დრო კი არა, უხეირო ყოფილა, თორემ ქვეშეს პრისტავად იქმნებოდა. მეტად გული მატკინა ამ სიტყვებმა, რომ კიდევ ლაპარაკი გამეგრძელებინა: წამოვუარე ცხორს და შეეფინე მთაზედ, სადაც კიდევ რამოდენიმე ხანი მინდოდა მეძოებინა, რადგანაც მოსაწველად მირეკა ჯერ ადრე იყო. ჩემი უცნობები გამომეთხოვნენ და მე კი დავრჩი იმათ სჯით დაღონებული და ფიქრებმა გამიტაცეს. წამოვიდა ნისლი და დაიწყო ჟონა: მეც წამოვისხი ყისინა, ბაშლუყა წამოვიგდე თავზედ და ცხვარს დავუდეგ წინ, რათა წინები დემეყენებინა და გაუმაძღრად სირბილის გამო მადიანს ძოვნას არ მოჰკლებოდნენ. არ გაიარა რამდენმამე ხანმა, როდესაც შევამცნიე, რომ ორი ვიღაცა კაცი წვერიანები და შტაცკურს ტანისამოსში მოდიოდნენ ჩემკენ. მე გაკვირვებით დავუწყე იმათ ცქერა, რადგანაც თუ მგზავრები იყვნენ, მაშინ იმათი გზა გაღმაზედ უნდა ყოფილიყო და იმ მხარეს ვერ მოხვდებოდნენ, საითკენაც მე ვიყავი. ისინი მოვიდნენ ახლოს და მოიმარჯვჯს ჯოხები, რადგანაც ჩემი ბასარა ყეფით გაექანა იმათკენ, მაგრამ, რა მე დავუძახე ძაღლს. და ისიც კუდის ქნევით მოვიდა ჩემთან. უცნობებმა დიმილი დაიწყეს და დამტვრეულის რუსულის ენით ლაპარაკი დამიწყეს: - ჟоხჭк, соხჭк... ნет кусჭй... - ნет кусჭй, - ვუპასუხე მეც ამგვარადვე. - ბჭрჭн, ხჭрჭн... - დაიწყო ერთმა, ვეღარ გაათავა, რადგანაც რუსული არ იცოდა და მიუბრუნდა ამხანაგს ფრანცუზულად: --- როგორ უნდა ვკითხო, მატყლს სადა ჰყიდიან? - მეც არ ვიცი, - ფრანცუზულათვე უპასუხა მეორემ. ბოლოს იმათ გააბეს ლაპარაკი მატყლის სიკეთეზედ და უკვირდათ იმოდენა ფარას მთაში როგორ ვათავსებდით. ბოლოს კიდევ მოიწადინეს შეტყოა: - სადა ვყიდით მატყლს და რამდენი ფუთის მოგროვება შეიძლება მთაში. მე ვლაპარაკობდი ფრანცუზულს, გულმა ვეღარ გამიძლო და ამისთვის ვუპასუხე: - მთაში ძალიან ბევრია ცხვარი, ხალხი თითქმის ამითი სცხოვრობს, მატყლს კი აქვე ყიდულობენ სომეხი ვაჭრები. წარმოიდგინეთ იმათი გაშტერება. როდესაც რაღაცა უცნაურს და ველურს მთებს შორის, სადაც იმათის შეხედულებით ბარბაროსები სცხოვრობენ, რომელთაც ათზე მეტი თვლაც კი არც იციან, ერთაშად უბრალო მეცხვარე, უბრალო მთის კაცი ფრანცუზულად ელაპარაკება! - როგორ თქვენ ლაპარაკობთ ფრანცუზულად?! - გაშტერებით წამოიძახეს ორთავემ ერთად. - დიახ, ცოტაოდენს. . - რას ამბობთ, სად გისწავლიათ?.. არა, ეგ შეუძლებელია! მე მომწადდა მათთან ხუმრობა და ამისთვის ვუპასუხე: - ჩვენში მწყემსები თითქმის ყველანი ლაპარაკობენ ფრანცუზულად.. მე სხვა ადგილებში ვიყავ მოჯამაგირედ და კიდევ გადამავიწყდა, თორემ სხვებს ვერც კი გამოარჩევთ ფრანცუზებისაგან. --- რას ამბობთ?!. აი გასაშტერებელი საქმე! - ეუბნებოდნენ ერთმანეთს: - ჩვენ კი ველურ ხალხად მიგვაჩნია ეს ხალხი! კარგა ლაპარაკის შემდეგ, როდესაც ისინი მოიღალნენ და მეც თავი მომაწყინეს ყბედობით, იმათ მთხოვეს საღამოზედ ყაზბეგის სტანციაში, სადაც ღამის გატარებას აპირებდნენ, მივსულიყავ და მეამბნა ჩვენი ხალხის ცხოვრება, ჩვეულება და ხასიათი. ბოლოს მკითხეს: - შენ იცი ინგლისი ან საფრანგეთი? - ვიცი, - თავის დაქნევით ვუპასუხე. - აი ეს ფრანცუზელია, მე ინგლისელი, - მიჩვენა ერთმა და დაუმატა: - რასაც შენ გვიამბობ, ჩვენ ქვეყანაში წიგნებში ჩავწერთ და ყველანი წაიკითხვენ... მოდი უთუოდ, - - დაუმატეს იმათ,- ფულებსაც გაჩუქებთ. - მადლობელი ვარ, გეახლებით, - ვუპასუხე. ფრანცუზმა გაივლო ჯიბეს ხელი, ამოიღო მანეთიანი და გამომიშვირა: - აჰა ეს ბეითა გქონდეს საღამომდინ და საღამოზედ კიდევ გაჩუქებთ. - გმადლობთ, - ვუთხარ დარცხვენით და გავწითლდი. - საღამოზედ გეახლებით და მაშინ მიბოძეთ. - გამოართვი, ნუ გრცხვენიან. - საღამოზედ, ბატონო. - მაშ კარგი, საღამოზედ იყოს. -- მიპასუხა იმან და ორნივ გა- მომესალმნენ, მეც გავიბრუნე ცხვარი ჩვენი სოფლისკენ და წყნარწყნარად გავრეკე. საღამოზედ ჩემი ამხანაგი მწყემსი "ჩამომიდგა", რადგანა" ის დაბრუნებულიყო მთიდგან, სადაც "მშრალს ცხვარს"2 მარილი წაუღო, იმას მოსდევდა მეორე ბიჭი, რომელიც ყოველღამ საყარაულოდ ჩამოგვეშველებოდა ხოლმე. - მოხვედით მშვიდობით, - მივესალმე მოსულებს. - მშვიდობა მოგცეს უფალმა. - ცხორი როგორ არის?!- ვკითხე მთიდგან ჩამოსულს. - აბა რაი უჭირს?!.. ბატკანი ყოველ დღე ყირვანზედ გაჰყავთ მწყემსებსა და ეგრე თამაშობენ, რომ რაღა გითხრა... ძალუმ დაკეთებულა... - ბალახი როგორიღაა? - უჰ! --- მოწონების ნიშნად წამოიძახა იმან:---ბალახს რაიღა კითხვა უნდა, ცხორი კიტრსავით დაურგვალებია... მართლა, ქალბატონმა შემოგითვალა: ერთს წუთს აქ ამოდიო. სტუმრები მოგვივიდაო.---დაუმატა იმან. --- ვინ სტუმრებია? -- ვკითხე მე. --- აბა რაი ვიცი, ქალაქიდან მოვიდნენ, აფიცრებია რაიმე. -- ქალებიც არიან? ---არიან. -- აბა, მაშ მე წავალ და როგორც თქვენი იმედი მქონდეს, კარგა ყური უგდეთ, ცხორი არ დაგისხლტესთ. - ფიქრი ნუ გაქვს, ცხორს არას გავუჭირებთ.
2 ÌÛÒÀËÉ – ÝáÅÀÒÉ, ÒÏÌÄËÉÝ ÀÒ ÉßÅÄËÄÁÀ. მე გამოვესალმე, გადუსვი ხელი ჩემს ერთგულს ძაღლს, რომელიც ცხვარს ისე შესჩვეოდა, რომ მოშორება ვერ მოეხერხებინა, და გავწიე შინისაკენ. რადგანაც საღამო ჩინებული იყო და მთვარიანი, ყეელანი პატარა ბაღჩაში გამოსულიყვნენ და ჩაის მიირთმევდნგნ. მხიარულს სიცილზედ და ლაპარაკზედ მევატყვე, რომ ისინი სასიამოვნო სტუმრები უნდა ყოფილიყვნენ და რამდენიმე ფეხის გადადგმის შემდეგ გავარჩიე, რომ ერთი ჩემი ახლო ნათესავი მრია იმათში. მე ავჩქარდი იმათ ნახვას, რადგანაც დიდი ხანი იყო, რაც არ მენახა, და მოხუცი ნათესავი კი მამი-ჩემის მეგობარი გახლდათ. მინდოდა ტანისამოსი გამომეცვალა და ისე მივსულიყავ სტუმრებთან, მაგრამ იმათ თვალი მომკრეს და დამიწყეს ძახილი მე ბოდიში მოვიხადე და მივედ: მართლაც რა მოსარიდი იყო ტანისამოსი ნათესავებთან? მაგრამ წარნოიდგინეთ ჩემა დგომარეობა, როდესაც ასვლის უმალ, ჩემი მოხუცი ნათესავი დამხვდა შემდეგის სიტყვებით: - იფ, იფ!.. დამიხედეთ მთის მებატონის შვილს! მე გაშვერილი ხელი. ისე დამრჩა და მოხუცს გაშტერებით დავუწყე ყურება. ჩემი ყმაწვილი ნათესაობაც იქვე ახლოს მიკუნჭულიყვნენ და ჩუმად იცინოდნენ. - არა გრცხვენიან? ნამუსი აღარ გაქვს?.. --- მეუბნებოდა გაც- ხარებული მოხუც.. --- რადა მლანძღავთ, ბატონო! რა დამიშავებია? --- ძლივს მოვახერხე სიტყვა. --- კიდეც რომ კითხულობს?.. ბიჭო! მამაშენი მეცხვარედა გზრდიდა? მაგისთვის დახარა შენი წონა ფული?.. თუ მეცხვარეობა გინდოდა, შე ჩემო ცოდვით სავსე, ან რუსეთს რაღად მიდიოდი, ან ფულს რაღად ხარჯავდი?.. მიებარებოდი ჩემს სარქალს და ასეთს მეცხვარეობას გასწავლიდა, რომ უკეთესი აღარ იქნება!.. - მამაჩემი სცხოვრობდა ისე, როგორც თითონ ესიამოვნებოდა და მეც ჩემს სიამოვნებაზედ მინდა ვიცხოვრო. - წყენით ვუპასუხე და შევატყვე ჩემს თავს, რომ მთლად ავენთე. - ხალხში გავიდა, იმათ დაახლოება უნდა, კნიაზო! - წამოტყვრა ერთი ყმაწვილი აფიცერი და გაიღიმა. -- ხალხში მინდა გარევა და დაახლოვება, თუ არა, ეგ თქვენს ჭკუას არ ეკითხება, -- ვუპასუხე მე და დავუმატე: - მაგრამ იმას კი გეტყვით, სიტყვების რახარუხს მე მეცხვარეობა მირჩევნიან, საქმე მაინც არის. მე გავბრუნდი შინისკენ და, სანამ ოთახში შევიდოდი, მომდიოდა გაშმაგებული მოხუცის ყვირილი და ყმაწვილი ხალხის სიცილი: მოხუცი ყვიროდა: - რის ხალხის დაახლოვება, რის ხალხში გასვლა! თქვენ ისა ბრძანეთ, რომ ეხლანდელი ხალხი გამოუდეგარნი არიან, არაფრისათვის ვარგიან, ვერაფრისთანას ვერ გააკეთებენ. აფიცერი კი ჭიჭინებდა: --- მაგას რად ბრძანებთ? მარტო ერთის მაგალითით რად ადგენთ სხვებზედაც აზრს?.. ჩვენმა ნათესავმა მხოლოდ იმიტომ დაიწყო მეცხვარეობა, რომ თავის გამოჩენა უნდა: სხვებიც ხომ აგრე არ არიან? --- დიდი თავის გამოსაჩენია მეცხვარეობა, სწორედ მოგახსენოთ... --- უკანასკნელად გავიგონე მოხუცის სიტყვები და შევიხურე კარი. ერთის მხრით ლანძღვა იმიტომ, რომ იმათ გაკვეთილს ბილიკზედ არ მივდიოდი და მიზნად არ გამეხადა "ჩინი და პატივინ: მეორე მხრით ლანძღვა იმისათვის, რომ განუწყვეტლივი ჭრიჭინის მაგივრად ძნელი საქმისთვის მომეკიდნა ხელი, და მესამე მხრიდგანაც უნდობლობა, რადგანაც იმ ხალხს, ვისაც გულით ველტოდი, ვერ წარმოედგინა კაცი, რომელსაც იმათი ცარცვა შეეძლო და ცარცვის მაგივრად იმათთან ერთად მუშაობას და ძმობას აპირებდა: ასე დაიწყო ჩემი მეცხვარეობის დებიუტი, რა ხელობაშიაც შვიდი წელიწადი გახლდით და რაც ვნახე, გავიგონე და ვიგრძენ, შემდეგიდგან დაინახავთ.
II
მოვიდა შემოდგომა. მწყემსებმა და დანარჩენმა ხალხმა ნახეს, რომ მთელი ზაფხული მთაში ცხვართან გავატარე, ნახეს, რომ არც სახლი, არც კარი მქონია იქ და, როგორც უმეტესობა მოელოდდა, არც შაქარსავით დავმდნარვარ, არც მომწყენია და არც ავად გავმხდარვარ, თუმცა კი ბევრი შხაპუნა წვიმა დამდენია თავზედ. ყველანი წყნარ-წყნარად დარწმუნდნენ. რომ გულით გამოვეკიდე ამ საქმეს და ადვილად თავს არ დავანებებდი. ამ ხნის განმავლობაში მე დავუმეგობრდი რამდენსამე მეცხვარეს და ყველაზედ მომეტებულად ერთს სტეფანწმინდის მცხოვრებს სვიმონა გიგაურს, რომელიც პირველსავე შეხვედრის შემდეგ მაკვირვებდა თავის მოსაზრებით და ჭკუის გამჭრიახობით. სვიმონა სწორედ წარმომადგენელი იყო ნამდვილი მთის მეცსვარეებისა. მარდი, გონიერი, სამართლიანი, რომელიც უბრალო ჭიასაც არ აწყენინებდა, მაგრამ, თუ უსამართლობას ნახავდა, იმის გული აიმღვრეოდა ჯავრით და ყოველს ღონისძიებას ხმარობდა, გადასახდელად საშუალება ეპოვნა. ლამაზი, ტანადი, სამართლიანი და ყმაწვილი სვიმონა ყველასაგან საყვარელი იყო, ყველას ჰსურდა იმისი "ნამგალაობა"3 და, რასაკვირველია, ასეთი კაცი ჩემთვის სხვაზედ მეტად ფასობდა: იმის გამოცდილება და ცხვრის ხელის შეწყობა ხომ ხევში სამაგალითოდ იყო გამხდარი. როგორც ზევითა ვთქვი, მოვიდა შემოდგომა, მაგრამ მე ნამგალა ვერ ავიჩინე და ვერ ავიჩინე სწორედ უნდობლობა იყო მიზეზი და გადავწყვიტე, მარტოდ ჩემის მწყემსებით წავსულიყავ ჩეჩენში, სადაც ზამთრობით მთის ცხვარი იკვებება: და რამდენად ძნელია იმ აუარებელი რიცხვის ყაზახის სტანიცების გავლა მარტო ერთის ფარისათვის და ხუთიოდ-ექვსის კაცისთვის - იმას თითონ ჩვენის მოგზაურობიდგან შეიტყობთ. ერთს საღამოს, ის იყო ცხვარი საძოვრიდგან მოვრეკეთ ბინაში4 - და ანთებულ ცეცხლს გარშემო ვუსხედით, როდესაც ძაღლი წამოვარდა და ყეფით გაექანა ბეგისკენ; ყმაწვილი ბიჭი, რომელიც იქვე იჯდა, გამოეკიდა ძაღლს, რათა მოეშორებინა ჩვენკენ მომავლის კაცისთვის. - საღამო მშვიდობისა, - მოსვლის უმალ წამოიძახა მოსულმა. მწყემსები მოსულს, როგორც სტუმარს, ჩვეულებისამებრ წამო- უდგნენ ფეხზედ და მიესალმნენ. - მოხველ მშვიდობით, სვიმონაუ! - თითქმის ყველამ ერთად ვუპასუხეთ და მოვიწვიე ჩემს გვერდით დამჯდარიყო მთაში სახელგანთქმული მწყემსი. როდესაც ყველანი დავსხედით, შევჭამეთ ცოტაოდენი პური სვიმონამ დაიწყო:
3 ÍÀÌÂÀËÀ – ÀÌáÀÍÀÂÉ. 4 ÁÉÍÀÓ ÄÞÀáÉÀÍ ÚÅÄËÀ ÉÌ ÀÃÂÉËÓ, ÓÀÃÀÝ ÙÀÌÄ ÝáÅÀÒÓ ÀÚÄÍÄÁÓ ÆÀ×áÖËÉÓ ÂÀÍÌÀÅËÏÁÀÛÉ. ÁÄÅÒãÄÒ, ÈÅÄÛÉ ÒÅÀã\ÄÒ ÉÝÅËÄÁÀ ÀÌÂÅÀÒÉ ÁÉÍÀ. - მე შენთან მოვედ. - რაი ამბავია? - ნამგალაობა გვწადის შენთან. მე გაკვირვებით შევხედე, რადგანაც მე თითონ ვეძებდი ნამგალებს და ვერ მეშოვნა. - რაისთვი არა, მე თავად ვეძებდი ნამგალებს,- ვუპასუხე გახარებულმა: - მაგრამ რაისთვი დაიგვიანეთ, რაისთვი აქამდინ არ შემატყობინეთ, ხომ იცოდით. რომ მე თავადაც ვეძებდი ნამგალებს? - ჰაი, ჰაი, ვიცოდით, მაგრამ ჩვენ არ გვჯეროდა, რომ მართლა ხელს მოჰკიდებდი მეცხვარეობას... მე წინადვე მინდოდა შენთან მოსვლა, მაგრამ ამხანაგები არა შვრებოდნენ და იმათ კი ვეღარ ვუღალატებდი. - შენ ამბობ, რომ ამხანაგებს არ ვუღალატებდიო და დააბეზღე კი. ახლა მე რომ გადავეკიდო იმათ? - აუ!.. ახლა შენ ჩვენი ნამგალა ხარ, შენთან დამალვა ღვთისაც საწყენია და კაცისაც... ამხანაგმა ყველა უნდა იცოდეს, ყველა, სპარს-ანგელოზის მადლმა! - შენ რაღად გინდოდა ჩემი დაახლოება? - რადა?.. იმად, რომ შენ მწიგნობარი ხარ. --- მერე? - მერე ის, რომ ყაზახები შარიანები არიან და შენისთანა კაცი კი თავს გაიტანს იმათთან. - ძალიან გაწუხებენ ყაზახები? - ძალიან, წმინდა გიორგის მადლმა!.. აბა, რუსის შარი არ იცი?.. ისინი უშაროდ ისე ვერ გასძლებენ, როგორც თევზი უწყლოდ... ამ სიტყვიბით გავათავეთ ჩვენი ლაპარაკი და ყველამ ავიღეთ ნაბდები. გავედით თეოზედ5 და მივწექით დასაძინებლად. მხოლოდ არ ეძინა სამს მორიგ ყარაულს, რომელნიც გარს უვლიდნენ ცხვრებს და უფრთხილდებოდნენ, რომ არ გაჰპაროდნენ. მეორე დილით, ალიონის აწევასთან ერთად, მოპირდაპირე მთიდგან მზემ ჯერ ამოიბჟუტა, მერე ამოიწვერა სხივებით და ჩქარა იქაურობა დაჰფერა ოქროსფრად. ღამის ნამს გამაცოცხლებლად ემოქმედა ხავერდის მსგავს ბალახზედ და ყვავილებზედ, რომელთაც ფერი დასწმენდოდათ, სასი- ამოვნოდ გადაშლილიყვნენ, თითქოს მზის სხივები უნდოდათ დაეტკბოთ თავიანთი მშვენიერებით. მწყემსები წამოდგნენ, დაიბანეს პირი და, ყაზახების დაშინებუ- ლებმა, ჩვეულებად დადებული სიტყვები წარმოსთქვეს: მღმერთო დამიხსენ რუსის (ვითომ ყაზახის) შარისაგანნ! ცხვარი გავიდა საძოვარზედ, მე და სიმონა კი ბინაში დავრჩით, რადგანაც მოლაპარაკება გვინდოდა ჩვენს მომავალს მგზავრობაზედ და შესაერთებლად დღის დანიშვნა. - თავი სარქალი6 შენ უნდა იქმნა, - დაიწყო იმან. პირველში მე უარი ვუთხარ, რადგანაც ხამი ვიყავ, მწყემსების ჩვეულება და წესები არ ვიცოდი, მაგრამ სვიმონა იქამდინ გადამეკიდა, რომ აღარ ვიცოდი, უარი რაგვარად
5 ÈÄÏ-×ÀÒÉÓ ÂÀÍÀÐÉÒÄÁÉÈ. 6 ÓÀÒØÀËÉ – ÌßÚÄÌÓÉ ÐÉÒÅÄËÉ ÀÍÖ ÌÏÈÀÅÄ. მომეხერხებინა. - რად ითხოვ, რომ სარქლობა ვიკისრო, როდესაც ბევრი ჩემზედ გამოცდილი და ჩვედლი მწყემსი არის? -- იმადა, - მიპასუხა იმან,- რომ შენ ყველგან მისვლა-მოსვლა შეგიძლიან, შენ, თუ გაჭირდა, თავსაც გაიტან და ჩვენ კი ბედშავები ვართ... თუ შენისთანა კაცი კრიჭაში არ ჩაუდგა რუსებს (ყაზახებს), ჩვენი კაცი აბა რაი გახდების? როგორცა ხედავთ, ყველგანა სჩანდა ყაზახებისაგან შეწუხება მწყემსებისა, რომელთაც თავი ჰქონდათ მოძულებული ამ მშვიდობიანობისათვის დასახლებულებისაგან. - მამასახლის-პრისტავიც ვეღარ გვაწვალებს, - დაუმატა სვიმონამ. - განა ისინიც გაწვალებენ? ყაზახები რაღად? - ღმერთმა ნუ იცის იმათი თავი!- წამოიძახა გულ-დაწყვეტით; - სანამ ბილეთს მოგცემენ, კაცს სული ყელში მოებჯინების... ქვემოთკენ (ჩეჩენში) თუ არ პრისტავის ბილეთი, არ გამოდგების და პრისტავი კი მამასახლისის მოწმობასა გვთხოვს... - ეგ რა გასაჭირია, წელიწადში ერთხელ გინდათ ბილეთი. - ერთხელ? - - ჩაიცინა იმან:- ერთხელ უნდა, მაგრამ ვაი იმ ერთს აღებას? - როგორ? - აი როგორ: ჯერ ერთი - ბალეთი საერთოდ ფარას თავის მწყემსებით უნდა: მეორე - სამ კაცს თითო-თითო ბილეთი... - სამ კაცს რაისთვიღა? - იმისთვი, რომ ზოგი ,,ჯერისათვისნ7 იგზავნების, ზოგი თივისთვის, ზოგსაც საქმე გაუჩნდების რამე... მერე საქონლისათვის ბილეთი!8 ჩემი მტერი ჩავარდეს მაგათ ხელშის. ეხლა რაი გიამბო, გაიცან ცოტა ჩვენი ცხოვრება და მაშინ გაიგებ, რაიც დღე მწყემსებს ადგას. - შენ უთუოდ გაგაჯავრეს რაზედმე და იმიტომ ლაპარაკობ აგრე. - ჰაი, ჰაი, რო გამაჯავრეს შარშან, - დაიწყო სვიმონამ, - ასინსკაში ცხორი მედგა და მე კი შინ მოვედი, ჯალაბი მომიკვდა, დამარხვა უნდოდა... შუაგული ზამთარი იყო, როდესაც კაცი მოვიდა ცხვრიდგან და შემატყობინა, რომ ჩვენს ფარეხს ცეცხლი მოჰკიდებოდა.. შენს მტერს შეექნას აგეთი გული, როგორც მე შემექნა. გამოვიქეც მამასახლისთან ბილეთისთვის. იმან პრისტავზედ გამიღირა ხელი და პრისტავი კი ქვეშეში სდგას: აქედამ ქვეშემდე სამოცი ვერსი იქმნება. წინ და უკან ას-ოცი ვერსის გავლა ხუმრობა არაა, მერე ზამთარში და მთაზედ გადასვლ-გადმოსვლა ხომ რაიღა გითხრა: მაგრამ მეტი ღონე რა იყო? ვთხოვე მოწმობა; იმ ურჯულომ მანამ არ მომცა, სანამ ბეჭედის ფული ხუთი მანეთი არ გამომართვა. წავედ, ღმერთმ ხელი მომიმართა, მთას გადავრჩი, მშვიდობიანად გადაველ, მაგრამ პრისტავს რაიმე საქმე გასჩენოდა, თუ საქეიფოდ წასულიყო ქალაქში, შინ არ დამხვდა. იასაულებმა კი მითხრეს: ერთს თვეზედ ადრე არ დაბრუნდებისო. რაიღა უნდა მეთქვა? გული სისხლით ივსებოდა: ჩემი სარჩო საბადებელი ცხორი იყო, ფარეხს ცეცხლი მოჰკიდებოდა, და მე კი დაბეჯითებით არ ვიცოდი-სულ დაიწვა ცხორი, თუ გადარჩა რამე... ვიოხრე, ვიჯავრე და დაღონებული გამოიბრუნდი. გზაში ამიდგა ბუქი და კინაღამ თოვლში დამაღრჩო... შინ რომ მოვიო.
7 ãÄÒÉ- ×ØÅÉËÉ, ÓÀàÌÄËÉ. 8 ãÄÒ ÝáÅÀÒÉ ÌÉÃÉÓ, ÀÌÆÀÃÄÁÄÍ ×ÀÒÄáÄÁÓ, ÃÀ ÌÄÒÄ ÌáÅÉË-×ÄáÉ ÓÀØÏÍÄËÉ. ვიფიქრე,. იფიქრე და გულმა ვეღარ გამიძლო: უბილეთოდ წაველ. ვიფიქრე, ჩემ შავ დღეს შევატყობინებ, თავს შევაბრალებ და გამიშვებს-მეთქი. მაგრამ დარიელას ყაზახები დამხვდნენ, მთხოვეს ბილეთი და საით მოვუტანდი, რაიც არ მქონდა? დამიჭირეს, გამიკრეს ხელები და ძაუგს ჩამიყვანეს, იქ ორი კვირა ვიყავ დაჭერილი: მემრე გამატანეს ეტაპს და ორი კვირა მომინდა, სანამ დუშეთს ჩავიდოდი. გული კი სივდებოდა და სივდებოდა!... იქაც ერთი კვირა მომაგვიანეს და მემრე გამიშვეს... მადლი უფალს, ცხორი გადარჩენილიყო, მაგრამ ან რაიღა გული უნდა მქონდეს ამის შემდეგ მაგათზედ. ან რაი შემიძლიან, რითი გადავუხადო?!! იმისმა ლაპარაკმა მეც დამაფიქრა და მწუხარებით წარმომადგენინა ის უბედური დრო, როდესაც პატიოსანს მუშას შემწეობა და დახმარება ეჭირება პატიოსანი შრომისთვის! დამაფიქრა იმ ხალხის მდგომარეობამ, რომელთ ბედიღბალი ჩავარდნიათ ხელში სხვადასხვა უთავო მოთაურებს და მართვენ თავიანთ გემოვნებაზედ, სდებენ თავიანთგან გამოგონილს წესებს, ჰკრებენ ჯილდოებს.
III
გაიარა რამოდენიმე ხანმა, მე მოვამზადე საჭირო ბილეთები, და სტეფანწმინდის პირდაპირ, თერგს გაღმა, შავხალიანთ სათიბში ყველა ნამგალაები მოვგროვდით, დავურიეთ ერთმანეთს ცხვარი და, რადგანაც მეორე დღეს გამგზავრებას ვაპირებდით, ჩვეულებისამებრ გავმართეთ საღმრთო. აქ ყველანი ისე იქცეოდნენ, ისე ლოცულობდნენ და ეთხოვებოდნენ მოწვეულს მეგობრებს და ნათესავებს, თითქო საომრად მიდიოდნენ სადმე ანუ დიდს ფათერაკს ეძლეოდნენ. მართალია, ნოღებისა და ჩეჩნების მინდვრები კარგა დაშორებულია ჩვენგან, მაგრამ იქაც ხომ დამშვიდებული ხალხი სდგას: მაშ რისა ეშინოდათ ამ მშრომელს ხალხს, რომელიც ისეთს მშვიდობიანის სქამისთვის მიდიოდნენ, როგორც საქონლის მოვლა, გაკვება არის?.. მე ხამი ვიყავ, და ყველა გასაკვირველად მეჩვენებოდა, რადგანაც ვერ წარმომედგინა ყველა ის გაჭირება და უსიამოვნება, რომელიც თურმე გზაში მოგველოდდა. ერთხმად გადასწყვიტეს იქ მოგროვილ მწყემსებმა, რომ გზაში და ბინაზედ რიგის მიმცემად მე უნდა ვყოფილიყავ და სვიმონაც ჩემი სურვილისამებრ თანაშემწედ დამინიშნეს პურის ჭამის დროს, თასს თასზედ მიგზავნიდნენ, სმურს სმურზედ9 მეუბნებოდნენ და, საზოგადოდ, ლექსად გამოჰყვანდათ ის იმედი, რომელსაც ჩემგან მოელოდნენ. მზემ გადაიხარა, როდესაც პურის ჭამა გავათავეთ. მე შევუდეგ ჩემი მოვალეობის აღსრულებას. მწყემსები იმდენს ლაპარაკობდნე გაჭირვებაზედ, აუცილებელს შეტაკებაზედ, ქურდობაზედ, რომ პირველადვე ჩემი ყურადღება იარაღმა მიიქცია და ამისთვის მოვკრიბე მწყემსები და დავუსინჯე იარაღი, რომლითაც სრულიად კმაყოფილი დავრჩი: ყველას თოფები და დამბაჩები გაწმენდილი, ჩახმახები მომართული, ტალები ახალი და გამოპირული, ხანჯლები დალესილი და ტყვია-წამალი საკმარისი ჰქონდათ. ერთი სიტყვით ისე მზად იყვნენ, რომ, რა წუთსა!, გინდათ, საბრძოლველად გაყვანა შეგეძლოთ.... ცხვარი იმ ღამეს იქ უნდა დარჩენილიყო და მეორე დილას, გარიჟრაჟზედ უნდა გავმგზავრებულიყავით ყაზახებია სტანიცა მახანიურტის ადგილში, ბრაგუნში, სადაც საზამთროდ ადგილი გვქონდა დაჭერილი.
9 ÓÌÖÒÉ – ÐÖÒÉÓ àÀÌÉÓ ÃÒÏÓ ÈÀÓÓ ÌÉÖÔÀÍÄÍ ÃÀ ËÄØÓÉÈ ÛÄÓáÌÀÓ ÄÔÚÅÉÀÍ. მე და სვიმონა გამოვედით ჩვენს სოფელში დანარჩენი საქმის გასარიგებლად, შინაობაში რიგის მისაცემად და გამოსასალმებლად. - ძალიან კი ვემზადებით, სვიმონაუ, და არ ვიცი, რაი იქმნება? - ვკითხე. - მომზადება წინათ უნდა, თორემ, როცა გაჭირდების, გვიანღა იქმნების, - მიპასუხა იმან აუჩქარებლივ. - შენ ისე ლაპარაკობ, თითქოს ჯარში მივდიოდეთს! - ღიმილით ვუთხარ, რადგანაც მინდოდა სალაპარაკოდ გამომეწვია და დაახლოვებით შემეტყო, თუ რა მოგველის გზაში. - რა ბედენია, შენაი ჭირაიმე, კაცი თუნდ ჯარში წასულა, თუნდა მწყემსად?.. ორგანვე იარაღს ვერ მოიშორებს. - როგორ? - როგორ და ისე, რო ცხორს ყველა ემტერების: ნადირი, კაცი, ამინდი - ყველა ცხორის მტერია, ყველა იმას ეტანების,- წარმოსთქვა იმან და დაუმატა:- მაგითია მეცხვარე ბედშავი. ყველა ხელობის კაცს შეუძლიან მოისვენოს, გადრდოს, საქმე. მაგრამ მეცხვარეს კი არა... ავდარში ცხო მუშა თავს შეაფარებს და მწყემსი კი ცხორთან უნდა მოკვდეს...ღამეა და ცალი თვალი გახელილი უნდა ეჭიროს, ან ცხორი არ დაუფრთხეს. ან ნადირმა არა გაიტაცოს და ან ქურდმა... მწყემსისთვის მოსვენება არც დღეა და არც ღამე! მართლაც წარმოიდგინეთ, მკითხეელო. მწყემსის მდგომარეობა, ცის ქვეშ, ბნელსა და ცივს ღამეს: განუწყვეტლივი კოკებრივი წვიმა, რომელიც ასველებს და ჰყინავს რბილსა და ძვალს: ქარიშხალი სადგისებივით სჩხვლეტავს ქარისაგან გადაგდებული ნაბდის ადგილს - და ცხვარს კი მაინც ვერ მოჰშორებიხართ, თავი ვერ შეგიფარებიათ, ამიტომ რომ ცხვარს ვერ მოაცდენთ საძოვარს და იქ კი გაფაციცე- ბული, გაფრთხილებული თვალი ეჭირება. ცხვარი ჯერ ბინიდგან არ აშლილიყო, როდესაც ჩვენ გავედით და ღმერთსა და ხეური ჯვარ-ანგელოზების ხსენების შემდეგ გავემართენით ჩვენს გზას. ჩვენი სანამგალაო ცხვარი გავყავით ხუთს ფარად, წინას გავატანე სვიმონა და მე თითონ უკანა ფარში დავრჩი: თუმცა ჩემი თანაშემწე წინა ფარაში ყოფნას როგორდაკ ზარობდა, მაგრამ იმ მოაზრებას გამო, რომ უკანჰყოფს არ ამცდებოდა, რაც კი წინეებს შეემთხვეოდა და უფრო ადვილად თვალ-ყურია დაჭერაც და მიშველებაც შემეძლო,- ჩემი ავასრულე. ცხვარი გაიძაბა ვიწრო, ხვეულს ხეობაზედ და დაემსგავსა მოძრავს გრძელს ხორტს. წყნარის და ფრთხილის სიარულს შემდეგ მივახლოვდით დარიელას. უეცრდ წინა ცხვარი შეაყენეს და რაღაცა ხმაურობა მომესმა: არ გაირა რამდენმამე წუთმა, როდესაც ერთი მწყემსი წამოვიდა ჩემკენ რბოლით, მოვიდა და შემატყობინა, რომ ყაზახები ცხვარს არ უშვებენო. დარიელაში მშვიდობიანობის დასაცველად დგანან რუსის ყაზახები და იმათ სხვა უფლების გარეთ ნება აქვსთ მიცემული გამვლელ-გამომვლელრ ბილეთები მოსთხოვონ, შეამოწმონ ბილეთში ჩაწერილის ნიშნებით სინამდვილე ქაღალდის წარმოდგენისა და სხვა. - რაისთვის დაგაყენესთ? - ვკითხე მე. - იმისთვი. რო ყაზახებს კაცის წვალება უყვარსთ, - მოკლედ მიპასუხა მოსულმა. მე გავწიე, ჩავედ და ვნახე შემდეგი: ჩვენზედ წინ წასული ფარები დაერიათ- ერთმანეთში, შეერეკათ მოწნულის ბაკში მოწნულს ბაკში, რომელიც ტალახით სავსე იყო და წმინდად გაბანილი ცხვრები მუხლებაჰდის შიგ იფლებოდნენ! რადგანაც დედალ-მამალი ყაზახებს დაერიათ ერთმანეთში, ცხვარი ნერბობდა და ბატკანი უეჭვლია ადრე გამოვიდოდა, სწორედ ისეთს დროს, როცა ახალი ბალახი, ჯერ არ იქნებოდა გაჩენილი, დედა რძეს ვერ მოუმზადებდა და, მაშასადამე, ან უნდა დაჩაგრულიყო ნორჩი, ნაზი ბატკნები და ან დახოცილიყო. დიდი ხნის ნადგომი დამპალი და აყროლებული სხვადასხვა უწმინდურებით ტალახი კი ცხვარს ფეხებსებს "უყელამდა", უფუჭებდა და დაკოჭლებული ცხვარი საძოვარზედ ვეღარ ივლიდა, ქაჩებით თოვლს ვეღარ გასთხრიდა და ვერ ამოაჩენდა საძოვარ ბალახს. ეს გაალუბებდა ცხვარს და, თუ ზამთარს გადარჩებოდა, პატრონსთ სარგებელს მაინც ვეღარ მისცემდა,- მატყლი არ გაჰყვებოდა და ბატკანს ვერ აღზრდიდა. რასაკვირველია, რომ ყაზახებს, შეჩვეულს მუდამ ტაციობით ცხოვრებას, სულით და ხორცით დამახინჯებულებს, გარყვნილებს, არ ესმოდათ ის ზარალა, რომელსაც თავიანთის ძალდატანებით და უსამართლობით მწყემსებს აძლევდნენ! მაგრამ მე გამიკვირდა ის თავაწყვეტილი არეულობა და თავისნებობა, რომელსაც ისინი ჰბედავდნენ. მიველ თუ არა, შემომეხვივნენ ჩვენი და სხვა მწყემსები ხვეწნით: - გვიშველე-ღა რამე, წმიდის გივარგის თავით გეხვეწებით! -- რად დაგაყენეს, რას ამბობენ?..- -ვიკითხე მე. - შარი მოგვდეს, ცხო რაღა! - მიპასუხა ერთმა და დაუმატა: - ხუთ თუმანსა გვთხოვენ, თუ მოგვცემთ, გაგიშვებთო თუ არა და, არაო... . - ერთი თუმანი ვაძლიეთ და არ დაგვჯერდნენ, - დაუმატა მეორემ.
- რას ამბობ, რად უნდა მისცეთ! - ვუთხარ მე და მივუბრუნდი იქ მყოფს ყაზახებს: - ვინ არის თქვენში უფროსი? - მერე შენ რა გინდა? - მივიღე პასუხად, - ნაჩალნიკი ხარ? - მაგას გაიგებ, ვინცა ვარ, - ვუპასუხე გულმოსულმა და გავუმეორე კითხვა: - ვინ არის უფროსი? - მე ვარ უფროსი, რა გინდა? - რად გაგიჩერებია ცხვარი? - ჩვენი ნებაა და იმიტომ. - შენ გესმის, რა ზარალსაც აძლევ მწყემსებს? - სულაც რომ გაწყდნენ, მე რა მენაღვლება?.. აშკარად დავინახე, რომ ამ კაცთან კაცური ლაპარაკი არ გამოდგება და დავრწმუნდი კიდეც, რომ ცრუობდა - უფროსი ის არ უნდა ყოფილიყო, რადგანაც არავითარი ნიშანი არ ჰქონდა და უბრალო ყაზახი იყო. მე მოვშორდი იმას და გავწიე კაზარმებისაკენ, სადაც კარებში შემხვდა მეორე ყაზახი. - სად მიხვალ? - შემაყენა იმან. - თქვენი უფროსი უნდა ვნახო. - ისა ქეიფობს, შენთვის არა სცალიან. წადი, უთხარ. რომ იმის ნახვა მსურს, - მე დავუსახელე ჩემე სახელი და გვარი. - შენ რა ჩვენი ნაჩალნიკი ხარ! - გაიცინა იმან. მე გული მომივიდა და ძლივს შევიმაგრე თავი. მშვიდობიანობის დამცველი ქეიფობს და როდესაც კაცი სამართლის სათხოვრად მიდის, ყაზახები მასხარადაც იგდებდნენ! რაღა მრჩებოდა?.. კიდევ კარგი, რომ რუსული წმინდად მაინც ვიცოდი, თორემ თუ ისეთი ვინმე შეჰხვედროდათ, რომელსაც ეს ენა არა სცოდნოდა, უმეტეს შეურაცხყოფასაც მიაყენებდნენ. მე გამოვბრუნდი, დავძახე ბიჭებს, რომ გამოერეკათ ცხვარი და გაეწიათ თავის გზაზედ. რაწამს საცოდავებმა გაიგონეს ჩემი ხმა, სიცოცხლე გაქვსთ, ჩქარა გადმოამტვრიეს კარები და გამოუშვეს დამწყვდეული ცხვარი, რომელიც შეწუხებულიყო და, რა თავისუფალი გზა ნახეს, ხტუნაობით გამოდიოდნენ. ყაზახი მივარდა ერთს მწყემსს და დაჰკრა მათრახი, რომელმაც აანთო მეცხვარე; ისა სწვდა ყაზახს, გადმოიღო ღობიდან, რომელზედაც შეხტა, ჩაიდო ფეხ- ქვეშ და, სანამ მე გავაგდებინებდი, კარგა ლაზათიანადა სთელა. იმის ყვირილზედ გამოცვივდნენ სხვა ყაზახები, დაერივნენ მწყემსებს, მაგრამ რას გახდებოდნენ თხუთმეტიოდე ყაზახი ოთხმოც ხევში გამორჩეულს მწყემსებთან. მალე შეიქმნა ყაზახების ხვეწნა-მუდარა, თითონ იმათი უფროსი, ურიადნიკი ბელოგოროვი თუ ბელაგორსკი, ეხლა კარგად აღარ მახსოვს, გამობრძანდა გახეთქილი და ძლივს ფეხზედ მდგომი, მარტო ცარიელა პერანგში. პირველი იმის დაძახება იყო: - იარაღი! მაგრამ რა დაინახა თავისი გაფანტული ყახაზები და ძალა სხვის მხარეს, ჩქარა იკადრა შინ შევარდნა, ჩოხის გადაცმა, ხმალიც კი გადაეკიდა მხარზედ და მოწიწებით მოვიდა ჩემთან, ხვეწნით და მუდარით, რომ გვეპატიებინა ყაზახების უწესობა. დაეკიდა მხარზვდ და მოწიწებით მოვიდა ჩემთან, ხვეწნით და მუდარით, რომ გვეპატიებინა ყახაზების უწესობა. ხალხი როგორც იყო დავამშვიდე, ცხვარი გამოვიყვანე და მწყემსების სასიამოვნოდ გავაგრძელეთ ჩვენი გზა.
IV
ვერ მოვასწარით დარიელის ფათერაკს აცდენა და ცხრა ვერსის გავლა, როდესაც ლარსის ყაზახები გადაგვიდგნენ წინ და ფარაზედ თითო ბატკნის თხოვნა დაგვიწყეს! რისთვის, რა მიზეზით, რომლის უფლებით გვთხოვდნენ დ ეს ყველა გამოუკვლეველი დარჩა და რადგანაც არ ვანებებდით, ისინი კი ითხოვდნენ დ ჩხუბი აუცილებელი ხდებოდა. ღმერთმა უშველოს ლარსის აქციზნის, რომელმაც შეატყობინა იმასთანავე მოსულს სოტნიკს ჩემი ვინაობა. ამ შემთხვევამ გადაგვარჩინა მეორე ხათაბალას... მწყემსები მხიარულად იცინოდნენ და უკვირდათ მშვიდობიანი გადარჩენა ნშარიან ყაზახებსნ, როგორც ისინი ყაზახებს ეძახიან. ჩვენ გავიარეთ კიდევ რამოდენიმე გზა და დავინახეთ ჩალხის წყალზედ რამდენიმე ადგილს გაძლიერებული ცეცხლი: ეს იყო ჩვენი ნმობინავებინ, რომლებიც ვახშამს გვიმზადებდნენ, - ღამე აქ უნდა დავრჩენილიყავით. ცხვარი შევაბრუნეთ საძოვრად, გვინდოდა კარგად გაგვეძღო, რადგანაც მთელი დღე ფარას გასაშლელი ადგილი არშეჰხვედრია და ვიწრო ხეობა კი, რომელზედაც ჩვენ მოვდიოდით, მთლად გავლილი იყო წინ ჩამოვლილი ცხვრის ფეხისგან. - აქ სიფრთხილე გვინდა, - მომესმა სვიმონას ხმა, რომელიც ჩემთან მოვიდა. - აქ რაღასი შიშია? აქაც ხომ ყაზახები არ არიან? დ ვკითხე. - მგელი იცის და ოსებიც ყაზახებზედ უკეთესები არ არიან. - როგორ? - როგორ და ისე, რომ ეხლა ჩვენ ბინაში რომ მიხვიდე, გაჭედილი იქნება ოსებით... - მერე რა? - მოიტანდნენ ერთს ბოთლს გაწყალებულს არაყს, ვითომ მწყემსების პატივის საცემლად, და თითონ კი თვალი იმაზედ უჭერიათ - ცხვარი როგორ დადგება, საიდგან უფრო მარჯვედ მოიპარების. - ე, რას ამბობ, მაგას როგორ იზმენ? - შენ ძალა გაქვს, ხემწიფის სწორი კაცის შვილი ხარ, იქმნება შენთან ვერ გაბედონ, თორემ აბა მარტო ჩვენი კაცი იყოს... - რას იქმოდნენ? - მაგას თავად გაიგებდნენ! აღარ გაათავა სვიმონამ და ქვა გადუგდო მეტად უკან დარჩენილს ცხვარს, რომელიც ერთს ადგილს ჩასცივებოდა და გაშმაგებით რაღასაცა სჭამდა. - ტიალი, მიწასა სჭამს, მარილი მოსდომნია! - წარმოსთქვა და მერე ისევ ოსებზედ გადვიდა. - ნეტა გულადნი, პირდაპირი მაინც იყვნენ, თუ არა და აბა რაია, ღვთის მადლსა!.. მოვლენ, ხელში მოგიკვდებიან, მიგინდობენ და დანდობაზედ კი უფალს ჰკითხე. - როგორც გეტყობა, ოსები ძალიან გეჯავრება? - მოიცა-ღა, ბატარაი იარე, გაიცან და მაშინ შენთავად ნახავ. ცოტა ლაპარაკს შემდეგ მე წავედი ბინაზედ, რათა არჩეული ადგილი დამეთვალიერებინა და სწორედ გითხრათ, გავკვირდი ამ საბრძოლველად მოწყობილის ადგლის ამორჩევით!.. მე მომეგება მობინავე, თუმცა არც ცერემონია და არც ის ფორმალური ქცევა ჰქონია, რომელიც სამხედრო ხალხში ჭიმვით და პრანჭობით თავს იჩენს, მაგრამ ის აშკარად ხედავდა, რომ საქმე ჰქონდა მინდობილი და მოვალე იყო აღესრულებინა წესიერად; აგრეთვე ის აშკარად თავის თავს მოვალედ ხდიდა, რომ ჩემთვის, როგორც სარქლისთვის, თავის მოქმედების ანგარიში მოეცა. ადგილი იმგვარად იყო ამორჩეული, რომ მთლად შემოზღუდულიყო პატარა გორაკებით, საიდგანაც ადვილად შეიძლებოდა თვალის დაჭერა. შუა ადგილას - საკმაო და ბალახიანი მინდორი, ერთ მხარეს - წყალი. - ადგილი კარგია, მაგრამ ტყე რომ შორსა გაქვსთ? - შევნიშნე უფრო იმისთვის, რომ ეთქვა რამე. - ტყე მოშორებითა სჯობს. - როგორ? - ტყე რომ მოშორებითაა, ცხვარი თუ ან მგელმა, ან კაცმა გაიტაცა, მალე ვერ შეეფარების, - მოკლედ მიპასუხა და დარწმუნებით გაისწორა ქუდი, თითქოს უნდოდა ეთქვა: "მე მთის მწყემსი ვარ, მაგგვარი საქმე მე არ ამერევა". მეც ჩავჩუმდი და გავყევი, სადაც ცეცხლი დაენთოთ. შორიდგანვე შევნიშნე, რომ ცეცხლთან ბევრით უმეტესი ხალხი ირეოდა, სანამ ჩვენი ბინის კაცები იყვნენ, და სვიმონას სიტყვები მომაგონდა. - იქ ბევრი ხალხი სჩანს, - გავუშვირე ხელი ბინისკენ: - ვინ არიან? - კატებია. - ვინ კატები, რას ამბობ? - ოსები, ცხო ვინა. მაგათ სულ აგრე იციან, რაკი ბინაში გაჩენილს ცეცხლსა ნახვენ, მაშინვე იქ ჩამოცვივიან, თითქოს სვავებს ლეშის სუნი მიედინათო... ეხლა გაიგეს, რომ შენ აქა ხარ, რაღას მოგშორდებიან, თუ არა მიეცი რა. ჩვენ მისვლაზედ წამოცვივდნენ ოსები, თავისკვრით და ღრეჯით მომეგებნენ. მარწმუნებდნენ, რომ წარმოუთქმელად ვუყვარდი იმათ, რომ მამაჩემის ამაგი საშვილიშვილოდ არ დაავიწყდებოდათ და ბოლოს გათავეს სიტყვებით: ნროცა "გლახას", - ასე ეძახდნენ მამაჩემს, - ცხვარი ჩამოივლიდა, ყოველთვის საკლავს გვაჩუ- ქებდა". ერთმა მამიჩემისაგან ისეთს ნაჩუქარ ყოჩზედ მიამბო, რომელიც, თუ სპილოს ოდენა არ იქნებოდა, კამეჩებზედ კი ბევრით დიდი უნდა ყოფილიყო. ბოლოს, ისე რიგად გაბედეს ერთი ბოთლი არყის მოტანა, რომ გული გააწვრილეს. აღარ მომეხსნენ, დამსვეს ცეცხლაპირას და ვარადა-ვარადასა ბოლო არ მოეღო, სანამ მწყემსს თოხლი არ მოვაყვანინე და არ მივეცი. როგორც იყო ისინი თავიდან მოვიშორე, თუმცა მთხოვდნენ, რომ ღამე ყარაულად დამდგარიყვნენ და იძახდნენ: - აუ! სენ სტუმარი, ცვენ მასპინძელი, სენი წირიმე, ეგრე თავი როგორ დაგანებებ? მაგრამ ჩემი მწყემსები ასე მტრულად უბღვერდნენ, რომ ოსების წადილის აღსრულება ვერ გავბედე. რაკი ოსები გავისტუმრე და მარტონი დავრჩით, მოვიდნენ მორიგი ღამის ყარაულები. აიღეს თავიანთთვის საჭმელი და გასწიეს თეოზედ, (ცხვრის განაპირებით) სადაც თავ-თავის ძაღლი გაიყოლეს. დანარჩენი მწყემსები დავსხედით პურის საჭმელად, და კარგად შევექეცით თბილს ალტამებს10 და დამარილებულს ხორცს, რომელიც თან საკმაოდ გვქონდა. მთელმა ვახშამმა გაიარა ხუმრობაში, ოხუნჯობაში და ლექსაობაში. სიამოვნებით ვუყურებდი იმ სიცოცხლით სავსე, თითქოს უზრუნველს და უდარდელს ხალხს, რომელიც ცხოვრებას ასე ჩაეკირკიტებინა, ასე გაემაგრებინა, რომ დაღალვაც კი არ ეტყობოდათ. ცოტა ლაპარაკისა და ყალივნების მოწევის შემდეგ, ყველამ ავიღეთ ნაბადი და გავწიეთ თეოზედ, სადაც ცხვრის პირად უნდა დაგვეძინა. მთვარე ჩასულიყო და შავს სივრცეში ვარსკვლავები უფრო ძალზედ კამკამებდნენ და ამშვიდებდნენ იქაურობას. მთები, რომელთაც პირი დაეღრინათ და გამვლელ-გამომვლელისთვის გზა მიეცათ, თითქოს უფრო გაზრდილიყვნენ და იკარგებოდნენ ღამის უფსკრულში. შორს მომდინარის თერგის ხმაურობა ათასში ერთხელ წყნარსა და მოალერსე ნანად მოისმოდა. ნადირი არ ეტანებოდა ცხვარს და ძაღლებიც დამშვიდებულნი ფარებს გარს უვლიდნენ. ამ მშვენიერს, ყრუს და სასიამოვნო საღამოს, როდესაც ყნოსვას დაატკბობდა სურნელიან ყვავილებ-გარეული თივის სუნი, კაცი რაღაცა აღტაცებაში, შფოთვაში შედიოდა. თქვენ გრძნობდით, რომ ცოცხალი ხართ, სიცოცხლე ტკბილია, არის რაღაცა ძალა, რომელიც გიალერსებსთ, გიზიდავსთ და რაღაც სიმსუბუქით და ნეტარებით გასუნთქებსთ!.. ასეთად მეჩვენებოდა ეს ღამე, ასეთი მოქმედება ჰქონდა ჩემზედ და, ვგონებ დანარჩენებზედაც. - არ ვიცი, ამ დროს სხვები რასა შვრებოდნენ, და მე კი ძილი გამიკრთა, აიშალა ფიქრები და ვინ იცის სად არ მიმახეტა, რა არ წარმომადგენინა... კარგა ხანმა გაიარა, როდესაც, თითქოს დამთვრალს, დასუსტებულს თვალები დამეხუჭა და ის იყო ბურანში წავედი, როდესაც ერთბაშად შემომესმა ძაღლების ყეფა, თოფის სროლის ხმა და მწყემსების ყიჟინა.
10 ალტამებს ეძახიან სიმინდის ცომს, პატარა კუპატებად მოხარშულს. მე წამოვვარდი და ყველა მწყემსები ფეხზედ დამხვდნენ. ისინი მისდევდნენ შეშინებულს ფარას, რომელიც დამფრთხალიყო, დაეხარა თავი გზის გაურჩევლად და შეუყენებლივ გარბოდნენ. მეორე მხარეს, ცეცხლის-პირ მგელი დაეტრიალებინათ ძაღლებს, შუაში ჩაეგდოთ და თავგანწირვით ებრძოდნენ. ერთ წუთზედ მგელი დაეცა, მთელი ხროვა ძაღლები მისცვივდნენ და გაფათრეს. მწყემსებმა ძლივს დაიმორჩილეს ცხვარი, რომელიც დაფრთხობის შემდეგ აღარაფერს არჩევს და გარბის, გარბის სანამ წინ რამე არ შეხვდება, ან ქშენა სისხლს არ დაუყენებს, თავს ბრუს არ დაახვევს ან მუხლს არ მოსჭრის. ცხვარი ისევ დავაბინავეთ, ალიონმაც აიწია და მე კი იიფიქრე: - ან ძილი, ან მოსვენება როდისღა უნდა მღირსებიყო.
V
გათენდა დილა და სტვენასთან ერთად მოისმა მწყემსების ერთმანეთის ძახილი. ცხვარი ბინიდგან აიშალა და გაუდგა გზას. ვერ მოვასწარით ჩასვლა სოფ. ბალთას, სადაც ზასტავაში შეგვაყენეს და გზის ხარჯის11 თხოვნა დაგვიწყეს. ჩვენ ეს ხარჯი უსამართლოდ გვეჩვენა, რადგანაც გზა-გზა არ გვივლია და სულ მინდორზედ ძოვნით მოგვიდიოდა ცხვარი, მაგრამ ჩვენს საბუთიანს ლაპარაკს ყურადღებას არავინ აქცევდა და გასასვლელს გზას არ გვანებებდნენ. მეტი ღონე არ იყო, უნდა გავსწორებოდით და ამისთვის წარვუდგინეთ ბილეთები, რომელშიაც ცხვრის და ბინის მზიდავ საქონლის რიცხვი ჩაწერილი იყო, მაგრამ იმათ არ ირწმუნეს ეს ქაღალდები და დათვლა მოინდომეს. წარმოიდგინეთ რვა ათასამდე ცხვრის დათვლა, ნამეტნავად ნამთევისა, დასუქებულისა, ან რამდენს ხანს დაიჭერდა და ან რამდენს ზარალს მისცემდა იმათ პატრონებს. მე წაველ ზასტავის უფროსთან, მაგრამ ყოველი ლაპარაკი, თხოვნა ამაოდ დარჩა: ნუნდა გავთვალონ! დაეჟინა იმას, თითქოს სხვა სიტყვები გადავიწყებოდა. ცხვარი შეგროვდა გზაზედ, იმათ მოაწყდა ზეიდგან და ქვეიდგან მომავალი ურმები, ფურგონები, ტროიკები, აქლემები და წარმოუდგენელი არეულობა მოხდა. ყველანი ყვიროდნენ, ილანძღებოდნენ და ჩხუბობდნენ, რადგანაც გზა შეიკრა. მე გადავწყვიტე, რომ ცხვარი უკან გაებრუნებინათ იქვე პატარა მინდორზედ და იქ შეეყენებინათ, სანამ ვლადიკავკავში, რომელიც 12 ვერსზედ მდებარეობს ბალთიდგან, ჩავიდოდი, შევატყობინებდი ამგვარს არეულობას ბ. დელაკრუას, რომლის განკარგულებაშიაც იყო ეს გზები და რომელსაც კარგად ვიცნობდი. ის იყო გამოველ ზასტავის უფროსისაგან და ჩემს განზრახვის აღსრულებაში მოყვანას ვაპირობდი, როდესაც ერთი გზაზედ მოსამსახურე სალდათებთაგანი მომიდგა გვერდზედ: - თქვენ უბრალოდ სწუხდებით, - დაიწყო იმან. . - როგორ უბრალოდ?.. - გავიკვირვე და დავუმატე გაჯავრებულმა: - არ გვივლია თქვენს გზებზედ, არა წაგვიხდენია-რა და სრულიად უსაფუძვლოდ ფულსა გვთხოვთ... მაგასაც ხომ არ კმაყოფილდებით: გზის ქაღალდებს, პრისტავისაგან მოცემულს და სახელმწიფო ბეჭდით დაბეჭდილსაც, არ ერწმუნებით და გინდათ, ჩვენდა საზიანოდ, ცხვარი გაგვითვალოთ!..
11 გზის ხარჯი ცხვარზედ იმისდა მიხედვით, თუ რომელი ხევის სოფლიდგან მოდის, 12 კაპეიკიდგან 18 კაპეიკამდინ არის დადებული. - ყველაზედ კანონია, ნაჩალნიკები გვიბრძანებენ... - მე არა მჯერა, რომ უფროსები გიბრძანებდნენ ხალხი აწვალოთ და აშკარად ხალხის სარგებლობის წინააღმდეგ მოიქცეთ! - უბრალოდა ჯავრობთ, გარწმუნებთ! - მამშვიდებდა ჩემთან მოლაპარაკე რუსი, რომელსაც აშკარად ეტყობოდა კანტონისტებისაგან იყო და მწერლად დაეყენებინათ. ამ ხალხს ყოველთვისინ რაღაც განსაკუთრებითი ბეჭედი აზის და საქციელი აქვს, რომელიც ათას კაცში გამოგარჩევინებსთ. ფერწასული, წმინდა ჩაცმა, ქუდი გვერდზედ. რომლის ქვეშედგანაც ღორის ქონით გაპოხილი თმა მოჩანს; პირისახის გამომეტყველება "ვირ-ეშმაკური". საპონწასმული და გაწკეპილი ულვაშები; ლაპარაკში ცდილობენ ტკბილის სიტყვებით შეაზავონ თავიანთი საუბარი და, თუ სიტყვა ვეღარ იპოვეს, მაშინვე შეთხზვენ, იმის მიუხედავად - მოსახდენია ეს სიტყვა, თუ არა. ერთის სიტყვით ჩემთან მოლაპარაკე ერთი იმგვარ ხასიათთაგანი იყო, რომლის ლაპარაკი კაცს უფრო მეტად აჯავრებს. - როგორ? უბრალოდა ვჯავრობ? - არ ვისვენებდი. - სამიოდე ბატკანი აჩუქეთ და გაგიშვებენ, - ამიხსნა იმან. - სამ ბატკანს კი არა, სამ გროშს არ მივცემ. - როგორც გინდათ, მაგრამ ეგრე კი სჯობდა. - მითხრა იმან. გახსნა კარტონის პორტსიგარი და მითავაზა: - არ ინებებთ? - მადლობას მოგახსენებთ.- ვუპსუხე და მწყემსს დავუძახე ცხენი მოეყვანა. - მაშ წასვლას აპირობთ? - მკითხა იმანვე. - დიაღ, პირდაპირ დელაკრუასთან - უნდა შევატყობინო თქვენი საქციელი. - მე კი ისეთი აზრი მაქვს... - დაიწყო იმან. - თქვენ არავითარი აზრი არა გაქვსთ! - გავაწყვეტინე მოთმინებიდგან გამოსულმა. მომიყვანეს ცხენი და, რა უზანგში ფეხი შევდგი, სალდათი ხელახლად მომიახლოვდა. - ორს ბატკანს მაინც მისცემდით?.. მე შევეხვეწები, რომ გაგიშვას. გესმით!.. ვიღაც, ვინ იცის საიდგან მოხეტებული, შეეხვეწება ისეთსავე მოხეტებულს, რომ მშვიდობიანი კაცი, საქმეზედ მიმავალი, რომელსაც ყველა საჭირო ქაღალდები მზადა აქვს, სახელმწიფო გზაზედ გამიშვას! ღმერთო ჩემო! სადა ვარ? ვფიქრობდი იმ წუთში და ანგარიში ვერ მიმეცა ჩემს თავისთვის. - მაი, მივცეთ მაგ ძაღლებსა და აქ ნუღარ მოვგვიანდებით? - მითხრა სვიმონამ. - არას დროს! - ვუპასუხე და დავუმატე: - ერთხელ მაინც უნდათ გაჩვევა მაგ მცარცველებს! სვიმონამ ჩაიცინა და მიპასუხა: - ბარემ, თუ კი გაეჩვევიან. - მაშ რას იქმენ, როდესაც საყვედური მოუვათ? - ზასტავის უფროსად სულ ხომ ეგ ღიპიანი არ იქნების? სანამ დავბრუნდებით, ცხო მოვა და ისიც ეგრე მოიქცევა! - შენ რომ ყური გიგდოს კაცმა, ქვეყანა სულ ავაზაკებით არის გავსებული! - წარმოვსთქვი უკმაყოფილოდ. - არა, ავაზაკებით კი არა და, უსამართლობა კი არის... მაგრამ, აი რაი გითხრა: თუ არ დაგიშლია, აი წყალზედ გავიდეთ და გზას სულ ავცდებით. - რას უბნობ, ბიჭავ! - გაერია ჩვეს ლაპარაკში მეორე მწყემსი: - შარშან ზდეზედ ავედით, ჯარიახზედ გავიარეთ და ისე ჩავედით ძაუგს, რომ სახემწიფო გზა თვალითაც არ გვინახავს, მაგრამ იქ კი ყაზახები დაგვწიეს და დამატებით წაგვართვეს. - როგორ?.. სახელმწიფო გზაზედ სულ არ გაგივლიათ და ფული ისე გამოგართვესთ? - ვკითხე გაშტერებით. - ისე, სპარს-ანგელოზის მადლმა. მე ეს არ მჯეროდა იმ ხანამდინ, სანამ შემდეგმა მაგალითებმა არ დამარწმუნეს12. გულით მინდოდა სვიმონას რჩევა მიმეღო და ამ უსამართლობაშიაც დავრწმუნებულიყავ, მაგრამ სამწუხაროდ ხალხისაგან გაკეთებული ხიდი იქაურს ინჟენერს ნ. ჩაენგრევინებინა და წყალი კი გასასვლელად მეტად დიდი იყო. ამისთვის ისევ ვლადიკავკავისკენ გავემართე, როდესაც ბალთას გრიალი მოიტანა გამალებულმა კალიასკამ, რომლიდგანაც გადმოხტა ბ. დელაკრუა. მე მივედი იმასთან, ავუხსენ ჩემი გაჭირვება, რომლისთვისაც დასტუქსა ზასტავის უფროსი და სხვათა შორის უთხრა: - მოწყალეო ხელმწიფევ, გარჩევა უნდა იცოდეთ, გარჩევა!.. ყველა ხომ ერთი არ არის? მე გარჩევას კი არა, სამართალს ვითხოვდი და ამისთვის ვუთხარ: - ბატონო პოლკოვნიკო მე გარჩევას და ჩემს პირად შემწეობას კი არ ვითხოვ, მე მინდა კანონიერად მომექცნენ. - თქვენც ახირებული ხართ, - მივიღე პასუხად: - თქვენ და უბრალო გლეხუჭებს ერთგვარად ხომ ვერ მოვექცევით? - ამ შემთხვევაში, ვგონებ, განურჩევლად უნდა მოგვექცეთ... კანონისთვის ერთი უნდა ვიყვნეთ. - ილაპარაკეთ, რამდენიც გინდათ, ეგ თავის დღეში არ მოხდება! - ჩაიქნია თავი. ჩვენი ლაპარაკი კიდევ შორს გაგრძელდა და გათავდა იმით, რომ ზასტავის ხარჯი სრულიად არ გამოგვართვეს, თუმცა ყოველი ღონისძიებით ვცდილობდი კანონიერად მომქცეოდნენ. გავცდით ამ ადგილსაც და ჩავედით ძაუგის მინდორზედ, სადაც ქალაქის საძოვრების მოიჯარადრეებთან უნდა გვქონოდა საქმე.
VI
თვალ-წინ გაგვეშალა ფუთხუზის ფართო მინდორი, რომლის ბოლოშიც ბურუსსავით თეთრი კვამლი იდგა. ეს გახლდათ ძაუგი, რუსებისგან ვლადიკავკაზად გადანათლული. ცხვარი ორის დღის მარხულობის და წვალების შემდეგ "გაწამდა" მსუქან და ნოყიერ ბალახზედ. მწყემსებმა თავისუფლად ამოისუნთქეს, რადგანაც ძაუგს იქით, თუმცა გაჭირვება და ძალა არ მოშორდებოდათ, ბიჯის-ბიჯ სდევდათ, მაგრამ მთის მწყემსებიც "დედაის ვაჟნი იყვნენ", ისინიც მოახერხებენ წესიერად დახვედრას. როდესაც კაცს ტრიალი მინდორი, ანუ უდაბური ტყე ახლო აქვს, როდესაც სათავეში აქაფებული და გაცოფებული თერგი, მინდვრად ჩასული, ფართოდ იშლება და ბუტბუტით წყნარად, მაგრამ მძლავრად მიჰქანავს, კაცს თვითონ მდებარება, ბუნება აგონებს დ რა დროს როგორ მოიქცეს, რა ჰქნას. ვლადიკავკავის მახლობლად მოგვეგებნენ რამდენიმე ცხენოსანი, რომელნიც შემოგველაპარაკნენ. - ვისია ცხვარი? - ჩვენია, - უპასუხა მწყემსმა.
12 რამდენიმე მწყემსები გადასულიყვნენ სამებაზედ, სოფლის ადგილებში გასავლელად ერთი თუმანი მისცეს და გზის ხარჯი მაინც წაართვეს. მაგისთანავე მაგალითები ანანურის ზასტავაზედ მოხდა. - უფროსად ვინა გყავსთ? - იკითხეს იმათვე. - აგერ, - გამოიშვირა მწყემსმა ჩემკენ ხელი. ცხენოსნები მოვიდნენ და გამომიცხადეს, რომ დღე-ღამეში ცხვარზედ კაპეიკი უნდა ვაძლიოთ საძოვრის ფასი და მკითხეს - რამდენს დღეს მოვატრიალებთ ამ ადგილებში ცხვარს. ჩვენ წინადვე გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ამ ადგილებში სამი დღე მოგვეგვიანა, რადგანაც რვა თვე მინდვრად და ველად უნდა გვეხეტიალნა და იმისთვის რაოდენიმე მომზადება კიდევ გვჭირდებოდა. მაგალითად, საქალამნე ტყავების ყიდვა, პერანგებისა, ჭედილების გაყიდვა და სხვა. მე მომცეს რაღაცა ქაღალდი, რომელზედაც ჩვენი მისვლის დღე უნდა ყოფილიყო დანიშნული, და მითხრეს: - ეს ქაღალდი იმისთვის არის, რომ თქვენი მოსვლის დღე არ დაგავიწყდეთ. ჩვენ ქალაქის მოიჯარადრენი ვართ. გამოვართვი ქაღალდი და დავხედე. ჩვენ მივედით ექვს სეკტემბერს და წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როდესაც ქაღალდში პირველი სეკტემბერი ამოვიკითხე! - თქვენ შეგცდომიათ, - ვუთხარ, - დღეს ექვსი სეკტემბერია და ქაღალდში კი პირველი დაგინიშნავსთ. - აბა სად არის, - მიპასუხა ერთმა და ცხენიდგან გადმოიხარა ისე, რომ ტუჩები ჩემ ყურთან მოიტანა. - რა გენაღვლება, ერთს თუმანს შენ მოგცემთ. პირველში გამიკვირდა იმის სიტყვები, რადგანაც ვერ გამეგო, რაში უნდა მოეცა ერთი თუმანი, მაგრამ მალე მივხვდი "მებალახის" სიტყვების აზრს. აქაც უკაცური და შეუბრალებელი გაცარცვა მოელოდდა საცოდავ მწყემსებს! საქმე რომ უფრო გამოგიაშკარავოთ, თუ როგორ ხდებოდა ამგვარად მწყემსების ცარცვა, უნდა შეგატყობინოთ, რომ მთის ხალხი რუსულად არა ლაპარაკობს და ამგვარს მგზავრობაში კი ყოველ ნაბიჯზედ რუსები ხვდებიან, იმათთან უნდებათ ვაჭრობა და ლაპარაკი. ამისთვის მწყემსები ქირაობენ რუსული ენის მცოდნეს, რომელმაც მვზავრობაში უნდა უთოლმაჯოს. რასაკვირველია, რუსულის მცოდნენი უფრო ხშირად იმ გარყვნილებთაგანი შეხვდებიან ხოლმე, რომელნიც ინჟენრებთან, აფიცრებთან ღა სხვა მოხელე ხალხთან გდებით გარყვნილან, უსწავლიათ "შალთაი- ბალთაი", დაუკარგავსთ ნამუსი და სვინიდისი და თუმნად კი არა, მანეთისთვისაც კი არ დაზოგვენ თავიანთ მოძმეს-დამქირავებელს. - შენ შეგცდა, ჩემო ძმობილო! - ვუპასუხე მე: - დღეღამეში ცხვარზედ ერთი კაპეიკი, ათას სულ ცხვარზედ თუმანს შეადგენს და ხუთ ღამეში ხუთს თუმანს, მე კი ათასს სულ ცხვარზედ მეტი მყავს. - შენ ცხვარზედ არას ავიღებთ, სხვა რაღა გინდა? - კიდევ წამჩურჩულა. - ღმერთი არა გაქვს, შე რუსულად მონათლულო, შენა? - დაუძახა სვიმონამ ჩემთან მოლაპარაკეს: - რაიც გერგება, აიღე, მეტს რაისთვისღა ითხოვ? - დაიკარგე, შენ რა იცი? ვის ელაპარაკები? - დაუყვირა ცხენოსანმა. - ემანდ გაჩუმდი, ღთის მადლმა, - უპასუხა მეორე მწყემსმა, რომელიც იქ მოვიდა, - გაჩუმდი-მეთქი, თორემ მალე მტერი მამიკვდეს, მალე ცხენიდგან გადმოგიღო... შენც ხომ ყაზახი არა ხარ?.. ცხენოსანმა შეჰბღვირა, გადმოაფურთხა, გააბრუნა ცხენი და წყნარად გაემართა ძაუგისაკენ, სვიმონა კი მომიახლოვდა და მითხრა: - ჩქარა კი იკადრა გაბრუნება. - შარშანდელი ახსოვს, და, - დაუმატა მეორე მწყემსმა. - რა იყო? - ვკითხე მე. - შარშან ერთი თოლმაჯი მყვანდა, მებალახეს იმასთან შეეკრა პირი და ექვსი დღისა კი მეტი წაგვართვეს... - მერე, არ იჩივლეთ? - ვკითხე მე. - ვიჩივლეთ, - ჩაცინებით წამოიძახა მწყემსმა. - ჰაი, ჰაი, რო ვიჩივლეთ. - მერე? - მერე და ჩვენ სამი დღე დაგვამწყვდიეს სატუსაღოში და ამ სამი დღის ფულიც წაგვართვეს, რადგანაც ამხანაგებმა თავი ვერ დაგვანებეს და ცხვარიც იქა ტრიალებდა. - მეტი დღეებისაც წაგართვესთ? - ჰაი, ჰაი, რო წაგვართვეს! სამართალს ვინ მოგვცემდა? - კაცო, ან მოწმები არა გყვანდათ, ან მნახველი? - გამიკვირდა. - რაი მოწმები, შენი ჭირიმე, თავად მოგვცეს ქაღალდი, გვითხრეს: თქვენი მოსვლის დღე არის დანიშნულიო. ჩვენ კითხვა არ ვიცოდით, იმათ კი ექვსი დღე მეტი ჩაეწერათ... როცა სამართალში მივედით, ბარათი წარვუდგინეთ და ამ ქაღალდმა კი ჩვენ გაგვამტყუნა. - თუნდა მნახველი ყოფილიყო, ვინ მოვიდოდა?.. დ დაუმატა სვიმონამ. - რატომ? - შენი ჭირიმე, აუტკივარს თავს ვინ აიტკივებდა?.. იმათაც დაიჭერდნენ, ცხო რაი იქნებოდა. - არა, რად დაიჭერდნენ, მოწმების დაჭერა გაგონილა? - შენისთანა ბედნიერს კაცს, კაციც ეწევა და ღმერთიც, - მიპასუხა იმავე მწყემსმა და ოხვრით დაუმატა: - მაგრამ ჩვენისთანა ბედშავისათვის სადაა სამართალი?.. თუ ხვთიანი კაცი შეგხვდა, იქნება შეიბრალოს ჩვენი ბედშაობა, თორემ სამართალს ტყუილად მონახავს მოხევე კაცი: სადაც წავა, ყველგან მტყუანია. - ენა მაინც ვიცოდეთ, კიდევ იქნება გაგვეგონებინა რამე, - დაუმატა სვიმონამ,- თორემ ისინი თავისთვის ლაპარაკობენ, ჩვენ ჩვენთვის, მოვაწყენთ ერთურთს თავსა, დაგვიბრახუნებენ ფეხებს და გამოგვრეკენ. ვინაა პატრონი? ჩვენ ამ ლაპარაკით მოვშორდით ცხვარს და ჩავედით ბინაში, სადაც ტანისამოსის გამოცვლა მინდოდა, რადგანაც ძაუგს ვემგზავრებოდი. იქ მინდოდა მენახა ზოგიერთი იმ დროის მმართველები და შემეტყობინა ის უწესოება და არეულობა, რომელიც იმათ სამფლობელოში ხდებოდა. მე დარწმუნებული ვიყავ, რა იმათ ყურამდინ ეს უწესოება მიაღწევდა, ყველანი ყურადღებას მიაქცევდნენ, შესცვლიდნენ ხალხისთვის სამწუხარო და მმართველობისთვის არა სასარგებლო წყობილებას, - მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როდესაც ჩემი სიტყვები დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა. ჩემი სიტყვები დიდხანს ამკობდნენ ძაუგის არისტოკრატთ სასტუმროებს და ერთი მეორეს ღიმილით გადასცემდა იმ შემთხვევაზედ, თუ ღენერალის შვილს როგორ აეღო ჯოხი ხელში და ცხვრებს დასდევდა!.. სამის დღის შემდეგ ჩვენ გავცდით ვლადიკავკაზს და პირველსავე შემთხვევაზედ მოგვივიდა ჩხუბი სტანიცა სუნჟის ყაზახებთან. მიზეზი ჩხუბის იყო გზა, რომელსაც ყაზახები არ გვანებებდნენ და კანონი კი ნებას გვაძლევდა უსასყიდლოდ გზის აქეთ-იქით ოცდაათი საჟენი გვესარგებლა. კანონი გვაძლევდა მაგ ნებას, მაგრამ რა არის კანონი და იმის დებულება ისეთი ხალხის ხელში, როგორც არიან საერთოდა და გამოურიცხავად რუსის უსამართლონი, უსვინდისო, უგუნური და შარზედ აგებული ყაზახები: ყოველთვის ისე სწყვეტენ საქმეს, როგორც თითონ უნდათ, გონება უჭრისთ, და მწყემსი კი ვერ აიცდენს იმათ სამართალს, რადგანაც, როგორც გამვლელი ხალხი, სხვა ადგილს ვერ მიმართავს და უკან სადევნელადაც არა სცალიანთ. ამისთვის ან თითონაც უკანონობა უნდა იხმარონ და ძალით დაიცვან თავიანთი თავი, ან არა და დამორჩილდნენ და რამდენიმე თუმანი მეტი დახარჯონ. ამისთანა სტანიცები კი ტაზედ ურიცხვი უძევსთ. ჩვენ ვირჩიეთ პირველი საშუალება და ძალით გავიარეთ ის ადგილები, სადაც კანონი, ანუ, უკეთ ვთქვათ, კანონიერი დებულება უსასყიდლოდ გავლის ნებას გვაძლევდა და ყაზახების შარიანობა კი წინ გვეღობებოდა.
VII
მთელი ჩვენი მოგზაურობა მინდორზედ, ვიდრე ბრაგუნს გავიდოდით, ერთგვარად მიდიოდა. ყაზახების ურიცხვი სტანიცების ადგილებზედ ისე არ გაგვივლია, რომ შარი არ მოედოსთ და ჩხუბი არ აეტეხათ, მაგრამ მწყემსები სიმარდემ უფრო მეტად დაგვაკავშირა ერთმანეთს და ზურგი გაგვიმაგრა. თუ საჭიროება მოითხოვდა ხოლშე, ბრძოლით და ჩხუბით ვიკვალავდით გზას, რომელიც სიმართლით ჩვენთვის თავისუფალი უნდა ყოფილიყო. მხოლოდ მაშინ გავიგე, რა მდგომარეობამაც ათქმევინა ჩვენს მწყემსებს, "ღმერთო, გვარიდე რუსის შარსნ, რადგანაც მშვიდობიანობის დამცველი ყაზახები უშფოთოდ და შარმოუკიდებლად ფეხს არ გვადგმევინებდნენ. მაგრამ რა განსხვავება იყო იმათ და ჩეჩენთ სოფლებ შუა, რომელთ ავკაცობაც, შეუბრალებელი გარეგნული ხასიათი ბავშვობიდგანვე ყურში გვქონდა ჩაწვეთებული ესენი დაგვიხვდებოდნენ თუ არა, ზრდილობიანად სოფლის ბოლოს მოგვესალმებოდნენ, თითქოს დიდი ნაცნობები არიანო, აიღებდნენ ხელში წკეპლებს და გვშველოდნენ სოფლის გაცილებას. ღიმილით და მზრუნველიანად გვკითხავდნენ ჩვენს მოსავალზედ, მშვიდობიანობაზედ და საზოგადოდ გურჯეთის ხაბარზედ", რომლის შეტყობა ისე უნდოდათ. ხალხში აშკარადა სცოცხლობდა ამ ხალხთან მეზობლობის რწმუნება, უყურებდა გურჯებს როგორც რაღაც მოძრავს ძალად, რომლის ბედიღბალიც თითქოს ენათესავებიდა ამ სიკეთით სავსე ხალხის ცხოვრებას. თქვენ ვერა ნახავდით ჩეჩნის სოფლებში ისეთ გალექებულს დამთვრალს ხალხს, როგორც რუსის ყაზახებს, რომელიც დილით საღამომდე დღეს ატარებდნენ დუქნებში, სადაც ყაზახები არამც თუ თავიანთ საცხოვრებელს ჰღუპავენ, არამედ ჰყიდიან თავის ტანისამოსს და ბევრჯერ ცოლებსა და ქალებსაც კი აშიშვლებენ და თავის გაღორებულს მუცელს აკმაყოფილებენ. თქვენ ვერა ნახავდით ჩეჩენში ქალებს, რომლებიც აშკარა გარყვნილი ღიმილით, შეხუმრებით და ნიშნებით შეგიწვევდნენ სახლში; ვერა ნახავდით არამც თუ დამთვრალს დედაკაცს, არამედ ნასვამსაც, როდესაც რუსის დედაკაცები, ბევრჯერ ხანში შესულები ც, გალაჯული დგანან დუქნის კარებში, გადაჭარბებულს ნვოტკასნ არწყევენ და გონება-დაკარგულნი, რაღასაც ლუღლუღებენ. ბევრჯერ იქვე გვერდით უდგასთ რუსის ყაზახები, რომლებიც ან გულგრილად, ან სიამოვნების ღიმილით უყურებენ ამ შესაზარს, სამარცხვინო სურათს, რადგან მოელიან იმათთან სასიამოვნო დროსგატარებას. ისინი იგინებიან, ილანძრებიან უშვერის პირით, ათრევენ ერთმანეთს თმებით, მაგრამ ყაზახებზედ ამას არავითარი მოქმედება არა აქვს, თითქოს ეს ასე უნდა იყოს, თითქო იმათი ცხოვრება მიდიოდეს წესიერს, ადამიანის საკადრის კვალობაზედ. ბევრჯერ შემხვედრია ასეთი სურათი: როდესაც ჩეჩენს გაუვლია ყაზახების დუქნის წინ და, რა დაუნახავს შესაზარებელი სურათი: დედა-კაცისაგან დაკარგვა ნამუსისა, პატიოსნებისა და ადამიანის დანიშნულებისა, - გაუთლელს ჩეჩენს, როგორც ისინი ჩვენა გვგონია, პირი მოურიდებია, ზიზღით გადაუფურთხებია და თვალების ცისკენ მიქცევით წამოუძახნია: იალაჰ! მაგრამ ეს "იალაჰ" უნდა გაგეგონათ, რა ხმით წარმოუთქვამს იმას, რომ გაგეგოთ, რამდენად აღელვებულა გაურყვნელი ბუნება ამ კაცობა-დაკარგულის სურათის ნახვით... ჩვენი მგზავრობა, ვიდრე ადგიზედ ჩავიდოდით, გაგრძელდა სწორედ ხუთი კვირა, წყნარი და ზოზინით სიარულითა. ამ ხნის განმავლობაში ორი დღე ზედიზედ მზე არ გვინახავს, რადგანაც არაჩვეულებრივი წვიმა განუწყვეტლივ თავს გვესხმოდა. წარმოიდგინეთ, რა სიხარულით მივაღწიეთ გროზნას, სადაც იმ ხანში ნაჩალნიკობდა თავადი ნ. ერისთავი, რომელიც მშობლიურის ზრუნვით ეკიდებოდა ამ საცოდავს და დაჩაგრულს ხალხს; მარტო იმას მიაჩნდა ჩეჩნელი ადამიანად, სხვებისთვის კი ეს სახელი გაიგებოდა როგორც ავაზაკი, უეჭველად მტყუანი და ღირსი მათრახისა, გარდახდევინებისა და ბოლოს სარჩობელისა, ან ციმბირისა. გამოვლილმა გზამ დამანახვა, რამდენი ხათაბალა სდევს ჩემგვარს მგზავრს ყაზახებთან შეხვედრის დროს, და მე მინდოდა მეთხოვა ნაჩალნიკისათვის ქაღალდი, რომლითაც სტანიცების მმართველებს შემწეობა მოეცათ წესიერების აღსადგენად იმ ხალხში, რომელიც დაესახლებინათ განათლების გასავრცელებლად. გროზნაში გავხსენი ჩემი ჩამადანი, რომელიც გახვეული იყო ხალიჩაში, ზეიდგან გადაფარებული ნაბადი ჰქონდა, მაგრამ ავდარი შიგ გავარდნოდა და ტანისამოსი მთლად დასველებულიყო. აქედგან დაინახავთ, რა საშინელება უნდა გამოგვევლო გზაში და რამდენად დამეტებით შეგვაწუხებდა ყაზახებთან ვაივაგლახი. მე მივიღე სასურველი ქაღალდი, რომლითაც ეცხადებოდა სტანიცების ატამანებს, რომ კანონიერი შემწეობა მოეცათ ჩვენთვის და ამ ქაღალდის ძალით დანარჩენ მგზავრობაში ისე აღარავის შეუწუხებივართ, როგორც იქამდინ. ბრაგუნის მახლობლად მახან-იურტის სტანიცის ადგილი, რომელიც ჩვენ გვქონდა დაქირავებული, შეადგენდა მდიდარს საძოვარს, შემკულს ველ-ტყიანებით და წყლით. თივა და ჯერი იაფად ისყიდება ჩეჩნების სოფლებში, რომლებიც გარს შემოხვეული აქვს ამ ადგილს და სადაც ისე ხშირად დავდიოდი ხალხის და ჩვეულების გასაცნობლად, რომელიც მაკვირვებდა და მაოცებდა. ეს მგზავრობა გათავდა ფარეხების შენებით, რომელიც მნახველს გააკვირვიბს, ნამეტურ მწყემსებისგან შრომის გაწევა და მოუღალავობა. წარმოიდგინეთ მთელი სოფელი, ეზოებით, ბაკებით და ფარეხებით, რომლის გვერდებიც კეთდება ორპირის წნულით და შუა ადგილები იჭედება მიწით და დრებლით. ყოველ დღე შეუწყვეტელი მუშაობა, იქვე ტყეში ცულების კაკუნი და მწყემსების ხუმრობა, სიმღერა და შაირობა რაოდენათმე ართობდა კაცს. ეს მოძრავი მხიარულება, რაკი ფარეხები გათავდა, შეიცვალა ერთსგვარს მუშაობად, რომელიც ყოველ დღესვე შეუცვლელად მეორდებოდა: დილით ადრიან ცხვრის საძოვარზედ გარეკვა, საღამოზედ მორეკვა და დაბინავება ფარეხში. ათასში ერთხელ ცხვრის საძოვრად გამრეკი მწყემსი მიჯნაზედ თუ შეხვდებოდა მეორე სასარქლე მწყემსს. ისინი დასხდებოდნენ და ერთმანეთს გაუშლიდნენ გულს, უამბობდნენ თავიანთ თავგადასავალს და ამით ატარებდნენ დროს. ხანდისხან ღამის სიმშვიდე დაირღვეოდა ჩეჩნების მოტაცებულის ცხენების ბრაგი-ბრუგით და მდევრის თოფის სროლით, თორემ ცვლილებას ვერასა ნახავდით. მაგრამ კიდევ ერთი დროს გატარება დამავიწყდა, რომელიც მე ისე გამართობდა ხოლმე და დროს მატარებინებდა: ეს გახლდათ ზღაპრები, ამბები, რომელიმე სახელგანთქმული მწყემსის ან ყაჩაღის ცხოვრებიდგან და სხვადასხვა ლეგენდური მოთხრობანი. აქ ვწყვეტავ ამ წერილებს, რადგანაც, რაც ვნახე და გავიგონე, როგორც ეს ყველა ჩავისმინე და გავიგე, გადავწყვიტე მოთხრობებად გადმოგცეთ და გაგაცნოთ იმ ხალხის ჩვეულება, ხასიათი და წესები, რომელიც ან საქართველოს ნაწილს შეადგენს, ან არა და, იმის აუცილებელს დამოყვრებულს მეზობლებს, რომლებთანაც უფრო მკვიდრი კავშირი არ აგვცდება მომავალში.