Jump to content

მშვენიერას ქართველას

From Wikisource
მშვენიერას ქართველას
ავტორი: ალექსანდრე ორბელიანი
1821


ახ, თუალის ჩინო, შენ ჩუენო ქალო,
ქალო ქართუელავ, ეშხის ანთებავ,
დაანთე აგრე სურვილი, მნათო,
სიყუარულისა გამღვიძებელავ.

აბა ვით, ქალო, არ მღელდე გლახ გულს
ოდეს შენ ასე წარმამიდგები? -
აბა შენზედა მაგ შუენებას სრულს
რომ ვხედავ ხოლმე, სულ გავხელდები.

როს ვხედავ შავსა მბზინვარეს დალალს,
როს განცისკრულს მკერდს დაედინება,
მაშინ მას ვყნოსავ, მაგრამ ვთქამ ვით ალს
და ცით ვით ტრფობა დამებურვა.

თვალნი მოშავნი,მოჟუჟუნარნი
მომკვლენ თვის წინა გაუკითხავნი,
ეგ ფუჩქვნილ ბაგე ტკბილ მოუბარნი
დამიდნობს გრძნობას სულზე ძღიმავნი.

პირბადრსა შენსა და ტანს ნაგებსა
მონარნარ ნაზსა ვერტფიალები,
წელსა დიახ წვრილს, წამს გულთ მტანებსა,
უეჭველადა შევემსხვერლები.

ვგონებ ხატება რაფაილს შენი
უხატავს ედემს ყვავილებთ შორის,
როს კარს გამოხვალ უკუდაებრ მდენი,
ვითა გადმოგვცემ სიცოცხლეს შორით...

1821-სა წელსა.
აგვისტოს..