Jump to content

მოგონება (ალექსანდრე ორბელიანი)

From Wikisource
მოგონება
ავტორი: ალექსანდრე ორბელიანი


განძვინებული აღამამადხან მეფეს ირაკლიზედ მოდიოდა,მაგრამ თან თურმე ეშინოდა: მეფე ირაკლი გონიერი კაცია,ამასთან ნადირშას გაზდილი და ამის გამო სიფრთხილით უნდა მოვიქცევო,ამისთვის კაცებს უგზავნიდა და უნდოდა,როგორმე მიეზიდა თავის მხარეს.უკანასკნელად კიდევ სთხოვა:ერთი შენი შვილი და მეორე ერთი შენი შვილიშვილი მამეც მზევლათ და ესეც, - რომ რუსეთის მეგობრობაზედ ხელი აიღე,მაშინვე გავტრიალდები და წავალო.მეფე ირაკლიმ ორსავეზედ ფრიადი ჰქმნა და აღამამადხანიც ამის გამო გადაწყვეტით გამოემართა საქართველოზედ.

მე ადრევ აღწერილი მაქვს აღამამადხანის მოსვლა. თითქმის ქ.ტფილისის მახლობლად მოვიდა აღამამადხან, ჯარი კიდევ არსად იყო მეფის ირაკლისათვის, ყოველს მხარეს აიყარნენ ქართველები და მაგარს ადგილებში დაიხიზნენ: თავადნი თუ აზნაურნი ანუ გლეხნი სულერთიან. ამისათვის იტყვიან :ციხე შიგნიდგან გატყდებაო, ისე მაშინ იყო საქართველოს საქმე. მეფის ირაკლის მტრობის გულისათვის იმის მტერები საქართველოს ღუპავდნენ გაუკითხად ის უსვინდისონი, სადაც იმ დროს მთელს საქართველოს მეფის ირაკლის მტრები ჩუმათ დაწანწალებდნენ და ხალხს აშინებდნენ:აღამამადხან ორასი ათასის ჯარით მოდის, დაიხიზნენით, თორემ სულ ერთიან წაგლეკამსო. ამისთანებს ბევრს შეშინებულს სიტყვებს ეუბნებოდნენ და ის გულწრფელი ხალხნით შიშით იყურებოდნენ და მაგარს ადგილებში შედიოდნენ: ეგებ იქ სიცოცხლე მაინც გადავარჩინოთო.

ამ ამბავში სად იყო მამაჩემი, მეფის ირაკლის ქალს თეკლეზედ დანიშნული? რაღა სადა, თავის დას ეკატერინესთან იყო, ყარაბულახს, იმის სახლში და უძრავად სვამდა, სჭამდა, არ ფიქრობდა, დღეს თუ ხვალე მეფის ირაკლის ქალზედ ჯვარი უნდა დავიწერო და მეც იქ იმასთან უნდა მოვკვდეო. რა გაეწყობა წყეულს ეშმაკებსა.

მინამ აღამამადხან საქართველოში შემოვიდოდა, იმ დროებში თა-ის რევაზ ანდრონიკაშვილის საიდუმლო კაცი მოუვიდა მამაჩემსა ყარაბულახში: ხომ იციო, ბატონიშვილის გიორგის შენთვინ რამდენი კარგი უნდა და ან როგორი ბედნიერებაო, ამიტომ ამას გითვლი ბატონიშვილის გიორგის ბრძანებით, რომ თუ ჯარში ემზადები წასვლას, არ წახვიდე. ეს იმის ნება არის მიზეზისა გამო და როცა დრო მოვა, თვითონ მე ჩამოგივლი და ყველას გეტყვი ბატონიშვილის გიორგის ბრძანებასაო, რომელსაცა ბატონიშვილს გიორგის იმ რევაზის შემოთვლილობა ფიქრშიაც არ მოსვლია, არამც თუ ებრძანებინოს.

ის სნეული კაცი იყო და ის რევაზი მის მაგიერათ ჩუმათ საქმობდა და როგორც უნდოდა, ისეც შვრებოდა, ასე მინდობილი იყო ბატონიშვილი გიორგი რევაზზედ, რომლისაცა იმის საიდუმლო დასი ერთად მოქმედებდნენ მეფის ირაკლისა დასაღუპათ. ასე უანბია ჩემთვის თ. ენდრონიკაშვილი კუზიანი ზაალის შვილს ნინიას: მეც იმათში ვერიე მეფის ირაკლის მტრობაშიო. მე იმ ძველებისა ეს მამწონს, რომ უწინდელსა არაფერსა არ მალავდნენ ჩემთან, არც ავს და არც კარგსა. ეს ნინია ჩემი ნათესავიც იყო და ამის გარდა კარგადაც მიცნობდნენ მაშინდელი ძველები მე.

დრო რომ მოვიდა, რევაზ ანდრონიკაშვილმა გამოუარა მამაჩემს ყარაბულაში და ორთავ და-ძმათა, მამაჩემს და მამიდაჩემს ეკატერინეს, უთხრათხრა: აღამახმადხანი ორასიათასის მეტის ლაშქარით მოდის საქართველოზე, მეფე ირაკლი თავის ხიზნით და ქალაქის მცხოვრებლით გუშინ აყრილან ქალაქიდგან და მთიულეთის მთებისაკენ წასულან.ბატონიშვილმა გიორგგიმ შემოგითვალათ და გიბრძანათ, რომ თქვენც აიყარნეთ და ტყიანს მთაში გაიხიზნოთ.საგარეჯოს იქიტკენ სოფლებშიაც გამოვვიარე და იმათაც ბატონიშვილის ბრძანება უთხარი, რომ ისინიც საჩქაროთ აიყარნენ და ტუიანს მთაში შევიდნენო. მითამ ესენი სულ ბატონიშვილის გიორგის ბრძანება ყოფილიყოს.

ამისთანა კაცნი აი ასე ატყუილებდნენ საქართველოს წრფელ ხალხსა.

იმ დროს იქით მხარეს საგარეჯოს მოურავად თ. გიორგი ჩოლოყაშვილი იყო, მეფის ირაკლის სიძე იმისი ქალი ჰყვანდა ეკატერინე და იმ დროს ისიც იქიდან ეშმაკობით სადღაც გაგზავნეს და იმის სამოურაო ისე დარჩა , საიდგანაც ხელგამომავალი ორი ათასი მეტი კარგი ცხენიანი კაცნი გამოვიდოდნენ და გამოდიოდნენ ხოლმე, მეფის ირაკლის საქებური მეომრები, რომლებიცა მოუთმენლად მოელოდნენ, როდის მოგვივა ბრძანება, რომ ჩვენს ერეკლესთან კიდევ ჩვენ სისხლი დავღვაროთჩვენის მამულისათვის და ყიზილბაშებს ჩვენი ხმალი კიდევ ვაჩვენოთ.ნაცვლად ამისა რევაზ ანდრონიკაშვილმა იმათ აყრა გამოუცხადა, მითამ ბატონიშვილის გიორგის ბრძანებით. ამის გამო მაგდენი ხანი აღარა გამოვიდარა, რომ მამიჩემის და იმის დის ეკატერინეს აყრის ამბავიც მოუვიდათ გარეჯელებს.

ამ და-ძმათ ეს აღარ იფიქრეს: იქნება, რევაზ სხვა რიგათ გვეუბნება და ამისათვის ერთი კაცი ქალაქში გავგზავნოთ და სწორე ამბავი იქიდგან შევიტყოთო.რევაზ ანდრონიკაშვილის სიტყვა სწორეთ ბეჭედი ეგონათ.არც კი ჰკითხეს, შენ სად მიხვალ, საითკენაო, მაშინათვე აიყარნენ მთის სიმაგრეებისაკენ წავიდნენ და რევაზ თავის საეშმაკოთ წამოვიდა ქ. ტფილისისაკენ, სადაც დიახ ბევრი დახვდა თავის ამხანაგები მეფის ირაკლისა დასაღუპად. მე აქ თვითვეულად გვარებზედ არას ვამბობ მხოლოდ ამის მეტს, რომ ყველა გვარეულობა შემცოდენი იყვნენ მეფეს ირაკლისთან, რატომ ქუდზე კაცი არ მოვიდა და მეფეს ირაკლისთან ერთად ხმალს არ იქნევდნენ მამულისათვის. მხოლოდ ორი ათასისა ქართველებით დარჩა იგი და ამასთან მეფე სოლომონ სამი ათასისა იმერეთის ჯარით პირისპირ აღამაჰმადხანის ჯარებისა.

განა რუსეთიდგან არაჩნურთის არღურთოვის გამოგზავნილმა ოქროებმა გაყიდვინა ჯერ მეფე ირაკლი და ბოლო დროს სულერთია ჩვენი მშობელი ქვეყანა? უფალი იესო ქრისტე ერთმა იუდამ გაყიდა და მეფე ირაკლი საქართველოთი ბევრმა იუდებმა. უსამართლო შვილითი შვილადმდეო. გადაგხვდა კი იმათ შვილებს ის იმათი ღალატი.

ეს მამაჩემს მძიმეთ გულზედ აწვა, ბევრჯელ ეტყოდა დედაჩემს: მე იმის შემდეგ მოსვენებით აღარა ვარ, მე რომ ისე საჩქაროთ გავიქეც ჩემის დის ეკატერინეთი,რევაზ ანდრონიკაშვილისერთის უბრალოს სიტყვით. დღე არ გავა, მე ეს არ მამაგონდეს ხოლმე. არა, კარგი ეს არის,რომ მე მეფის ირაკლის სიძეთ ვემზადებოდი და ამის სამაგიეროთ ეს უყავ მე იმას, რომელიცა იმ ახლო ხანში დამპირდა ის:საგარეჯოს მოურაობას მე შენ ჩქარა მოგცემო, მინამ შენი დისწულითადია გაიზრდება, შენ იკნები საგარეჯოს მოურავი და პატარა თადიას პატრონიცაო. ესენი სულ გარეჯელთა კარგათ იცოდნენ. ამის გამო მე და ჩემ დას ეკატერინას გარეჯელებისთვის რომ შემოგვეძახა:მეფეს ერეკლეს უჭირს,მივეშველნეთო,მთელი გარეჯობა მოიგლიჯებოდა სამი ათასი ცხენიანი მეომარი და მაშინ ნახავდა თავის ყოფას აღამამადხანი.ამის ნაცვლათ უღალატე მე ჩემს მეფეს,მერე როგორ მეფეს,ჩვენთვის წამებულს ერეკლეს.მე მაშინ არ ვიცოდი,ვერა გამეგო რა.რევაზის ის ამბავი მის უკან ბოლო დროს კი, როცა მეფე ირაკლი აღარ იყო,ყველა მითხრეს,იმ რევაზის მტრობა მეფის ირაკლისა.ასე და ამ გვარად ეტყოდა ხოლმე მამაჩემი დედაჩემსა და დედაჩემიც უფრო ბევრს დაუმატებდა ამ ლაპარაკს.მაშინ კიდევ სხვა რაც მოხდა, ჩემი აღამამადხანის აღწერილობაში არის,მაგრამ იმ მამაჩემს მძიმედ გულზედ რომ აწვა, შემდგომ რაღა საქმემ გაიარა, ესეც ვთქვათ.

მოვიდეთ 1812-წელთან ; კახეთში რომ არეულობა მოხდა, რა მიზეზი იყო? ზოგი რა მიზეზს ამბობს და ზოგი რას, მაგრამ ისინი არცერთი მართალი არ არის. მართალი ეს არის, რომ თვითონ მე ჩემის ყურით მესმოდა ხოლმე, მამაჩემთან და დედაჩემთან რომ მოვიდოდნენ მაშინდელი დიდი კაცნი და ჩუმათ ლაპარაკი ჰქონდა და დაწყობილობა, რუსები როგორ გავლალოთო. ეს იმათი დაწყობილობა მთელ ქართულკახეთში მოფენილი ჰქონდა თავიანთი კაცების პირით და ზრუნვიდნენ ამაზედ.

კახელებმა ვეღარ მოითმინეს, უეცრად შეაფეთქეს ჯერ თიანეთში,მასუკან მთელს კახეთში და ამასთან საჩქაროდ კაცები გაუგზავნეს ბატონიშვილს ალექსანდრეს ყიზილბასში და სთხოვეს მოსვლა.შემდგომ იმისაც იქნება.

რუსიც მთავრობა ამაზე ძალიან დატოკდა, ეტყობა, შპიონებისაგან შეიტყეს. საღამო ჟამი იყო, რომ ჩვენს სახლს ერთი დასტა სალდათები შემოარტყეს და ერთი ზარბაზანიც ცოტა ზევით მაღლობზე დაუყენეს ჩვენს სახლს პირდაპირ. ჩვენ ამაზედ ვწუხდით, რა ანბავიაო. ამასთან აქ ქ. ტფილისში პირველი თავადიშვილები ისინიც თავის სახლებში დაეჭირათ, ანუ დაემწყვდიათ, რომლებიცა იმ ღამესვე მთავარმასრთებელმა მარკიზ პავლუჩმა თავისთან მიაყვანინა სულელთიან ისინი, ხან მუქარით და ხან ალერსით იმათ ბევრი ელაპარაკა და ბოლოს ყველანი შეიფიცა ხელმწიფის ერთგულებაზე.

ამასთან ყველას პირობა გამოართო, რომ იმ ღამესვე რუსისჯარსა გაჰყვნენ კახეთისკენ და ერთგულად ემსახურენ ხელმწიფეს, თორემ თქვენს ცოლ შვილებს ცუდი საქმე მოუვათო. ამის შემდგომ რაღა უნდა ექნათ იმათ?

იმ ღამეს რომ მამაჩემი წაიყვანეს მთავარ მართებელთან, ეს დრო ვახშმის შემდეგი იყო და ჯერეთ კი არ დაეძინათ, ისე ქვეშეგებში დარჩა დედაჩემი,მაგრამ

დაფიქრდა კი. მეც იმათ მოახლოვოდ ჩემის ქვეშეგებიდგან საბნის ქვეშა გამოვიცქირებოდი, მეც როგორღაც აღარ დამეძინა. ხანდისხან დედაჩემი თავსა აიღებდა, სადაც ზევით კედლის თახჩაში ღვთისმშობლის ხატი ესვენა, იმას ლმობიერად შეხედავდა ხოლმე და მასუკან ისევ დაფიქრდებოდა. ჩემი გამდელიც ჩემი ქვეშაგებისშორი ახლოს იჯდა ბოლოს და ხმის გაუცემლად შეჰყურებდა დედაჩემსა. თუ როგორმე იტყოდნენ რასმე, დიახ მცირეთ, ცივათ და ისევ გაჩუმდებოდნენ. ამასობაში მამაჩემი მოვიდა შეწუხებული ამ სიტყვით:

-ბატონიშვილი, აღარა იქნება რა, სულ ხელცარიელი დავრჩით.

მასუკან მოჰყვა და სულა თქვა:ან კახეთში რა ამბავი მომხდარა,ან რაც უთქვამს მარკიზს;და ამიტომ ეხლა ვაპირებთ ერთად რუსის ჯარით კახეთში წასვლას და მარკიზიც ჩქარა წამოვაო.ამასთან თავისთან ერთად შესდილს მოსამსახურეს ბერელას დაუძახა:

-ბერელავ, ორს ჯორზე ჩემი საგზაო ბარგი წამოიღე,ჩემთვის ჩემი დილიბოზის ლურჯი ცხენი მოამზადე,შენს გარდაექვსი მოსამსახურე კიდევ წამოვიდნენ,იმათაც კარგი ცხენები ჰყავთ და ეხლავ საჩქაროთ უნდა გავეშურნეთ კახეთისკენ

მაშინ კიდევ საჯაროთ გაწყობილი იყვნენ არამც თავადაზნაურნი, სულ ერთიან

საქართველოს ხალხნი.

მაბრამ მამაჩემი ამას რასაც ამბობდა, სულ მწუხარეს სიტყვით. დედაჩემმა უთხრა: გეტყობა, რომ შეწუხებული ხარ.რა ვქნათ ,ძალა მაგათშია, ძლიერება და რასაც უნდა, იმას გვიბრძანებენ. მამაჩემმა მოიხედა და ჩემს გამდელს უთხრა, მეორეს ოთახში გასულიყო. იმის გასვლასთან მამა ჩემმა სულ კარები მოიხურა და მასუკან დედაჩემის მახლობლათ სკამზე დაჯდა ამ შერყეულის გულის სიტყვით:

-ჩემო ბატონიშვილო, როგორ არ ვიყო შეწუხებული. ის ერთი მამითქვენის ჩემი მეფის ერეკლეს და მამულის ღალატყი არ მეყო, რომ ახლა კიდევ უნდა უღალატო როგორც ბაგრატიონებს, ისე ჩემს მამულსა? უნდა წავიდე და ქართველმა კაცმა ქართველს კაცსა თოფი ვესროლო, ჩემის ხელმწიფების ბაგრატიონების შემწეთ და მამულის გამომხსნელებს, რომელთაცა კიდევ უნდათ თავისი მეფობა აღადგინონ, და თუ ჩვენ იმათ თოფსა არ ვესვრით, ცოლშვილებით უნდა დაგვღუპონ სულ ერთიან. აბა რა ვქნა ამის შემდგომ, თუ არ შევწუხდე?

–ჩემი რჩევა ეს არის, რომ თქვენ სულ ერთიან კახელებს მიუდგეთ, წადით, ნუღარ დააყოვნებთ საქმეს. აქ ჩვენ რაც უნდა მოგვივიდეს თქვენ ცოლშვილებს, თუნდა სულ ერთიან ლუკმა–ლუკმა დაგვჭრან, ერთი არაფერი არის, ოღონდ მიყდექით თქვენ ძმებს კეხელებსა, – დედაჩემმა გადაწყვეტით უტხრა ესა.

–აღარ შეიძლება, ვეღარაფერს ვეღარა ვიქთ. ქართლი სულ ერთიან გაუმაგრებიათ, აღარ მისდგომიან კახელებსა და აღარაფერს არას აპირებენ. კახელი თავადიშვილებიც შიგა და შიგ მოუბირებიათ, ყთყოთ ადრე შეუტყვიათ ჩვენი ეს ანბავი რუსებს. ამის შემდგომ აღარავის ნდობა არ შეიძლება.

–მაშ ყოველი წაიშალა, წახდა?

–სწორეთ აგრე, ჩემო ბატონიშვილო.

–ახლა რაღა გვეშველება, საუკუნოთ მონათ საქართველო რუსებისა.

–დარჩა თუ არ დარჩა , ეგ ღმერთმა იცის, მე კი ვეღარ მნახავ ცოცხალს, ბატონიშვილო. ამ ჩვენს წვრილ შვილებს გაუფრთხილდი და რაც გეყოლოთ, ორსული ბრძანდებით, იმასაცა.

ამაზედ დედაჩემი ატირდა და მამაჩემმაც ვეღარ მოითმინა. მეც ჩვენი ქვეშედგებიდან წამოვჯეწ და ბღავილს მოვყევ: ვაი, მამავ, ვაი, მამავ მეთქი. ამაზედ ორნივ წამოცვივდნენ, მომვარდნენ და მითხრეს: დაჩუმდი, თორემ ეგერ კარზე რუსები არიან, მოვლენ და ეხლავ წაგვიყვანენო. მე იმათის ხსენების შიშით მაშინვე გავჩუმდი.

მასუკან მამაჩემმა სამგზავრო ტანისამოსი ჩაიცო და შემდგომ მაგდენი ხანი აღარა გამოვიდა რა, რომ ბერელა შემოვიდა: სულ გზად გახლავართო. რუსების შიშით ვინ რა ხმას ამოიღებდა. გულშეკრულმა მამაჩემმა მშვიდობითაც ვერარ გვითხრა, იქითგან მეორეს ოტახში ჩემი უმცროსი ძმის დიმიტრისაკენ გავიდა და ნამძინარევისათვის რომ დაეხედა, სადაც ჩემი გამდელიც იქ იყო, ორივესთვის შეწუხებით ეთქვა:

–გამდლებო, თქვენ გაზრდილებს გაუფრთხილდით, – და ამ სიტყვას თანავე გასულიყო.

იმ ღამეს ვიღა დაიძინებდა, სულ ისე ვისხედიტთითქმის გაჩუმებულები რუსების შიშით. კარგათ რომ გათენდა, ჩაი შემოგვიტანეს და იმაზედ ამოვეღეთ პატარა რიგიანად ხმა.

ამის შემდგომ ერთს კვირის უკან ამბავი მოვიდა, საგარეჯოს მახლობლად რუსების ჯსრს გაემარჯვა უბედურს ქართველებზედ და ამ დროს ჩვენს სახლსაც რუსის ჯარი მოაცალეს და მასუკან თავისუფლათ მიდიოდ–მოდიოდნენ ჩვანთან მნახველები. ეს დრო იყო გაზაფხულის პირი.

იქ ეს გაემარჯვათ, შიგნით კახეთის ქაზიყისაკენ წასულიყვნენ და ამასთან მთავარმართებელი მარკიზიც მისულიყო. რაღა უნდა გავაგძრლო, ჩუმლაყში რომ ომი მოხდა კახელებთან, იქ შეეკლა თავი მამაჩემსა ერთის მეომრის ქართველისთვის და როგორც რომ ყოფილიყო ამის შემდგომებში, ეხლა გავიგონებთ.

აქ ქ.ტფილისში ამბავი რომ მოსულიყო – მამაჩემის მოკვლა, შემდგომ რაოდენიმე ხანისა კიდეც მოასვენეს, რომელსაც თავის და ეკატერინეც თან მოჰყვა და სიონთა ღვთისმშობლის ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატის და მარჯვენა სვეტის შუა დაასაფლავეს, სადაც აქვე იმის დედ–მამანი და იმის მამის დედა დასაფლავებილი არიან.

აქ მომატებული იქნება, რაც გლოვა და ტირილი იყო მამაჩემზედ, ის აღვწერო, ამას თავი დავანებოთ, ისევ ამბავს მოვყვები.

რაოდენიმე დღის შემდგომ, როდესაც ის დიდი მწუხარება გადიყარეს და დამშვიდება მოხდა, იმ დროსაც აღრავინ აღარ იყო დედაჩემთან, მამიდაჩემის ეკატირინეს მეტი და მეორეც მე.

დედაჩემმა მიბრძანა: ბერელას დაუძახეო.

ეს დრო იყო ვახშმობის ღამე, რომელმაცა მაშინვე მივიყვანე. დედა–ჩემმა კარები სულ ერთიან დამაკეტინა და მასუკან ჰკითხა:

–ბერელავ,ნუ დამიმალავ, აქ არავინ არის ამ შენი ბატონის დის მეტი და ამ ჩემის ალექსანდრესი, რომელმაცა ამან არ იცის უბრალოთ ლაპარაკი აქა=იქ. მითხარ, როგორ იყო, როგორ მოკლეს შენი ბატონი.

ბერელამ მიიხედ–მოიხედა, მასუკან მძომეთ ამოიოხრა და მერეთ მოჰყვა:

–შეინჭიმე, პირველათ აქედან რომ წავედით, ძალიან ფიქრიანათ იყო ჩემი ბატონი, ასე რომ, მინამ რუსის ჯარი და თავადები ერთად შეიყრებოდნენ, ხმა არც კი ამოუღია, ისე გაჩუმებული მივიდოდით. იქ იმათთან ძლივს დაიწყო ლაპარაკი. ბოლოს როდესაც ს. ჩუმლაყში შეიყარნენ და მეორე დღეს ომი უნდა მომხდარიყო, იმ ღამეს ფეხი მიწყვეტილი იყო, რომ ჩემი ბატონი კარზე გამოვიდა, გამიყენა და ჩურჩულით მითხრა:

ბერელავ, ხომ ხედავ, ამ რუსებს ჩვენ, თავადები, როგორ შემწეობას ვაძლევთ? ეს იმან იცის, ჩვენ, თავადები, ერთმანეთს ვეღარა ვენდობით, ასე რომ თვითონ ჩვენ ერთმანეთსა ვერიდებით და ერთსა მეორეზედ ასეთი ეჭვი გვაქვს, რომ მითომ ერთმანეთსა ვაბეზღებდეთ რუსებთან, ისე გაფრთხილებული ვართ ყველანი ერთმანეთთან. აი ასეთი საქმე გვიყვეს ჩვენ რუსებმა და ასეთი დაუნდობლობა ჩამოაგდეს ჩვენში.

ქ. ტფილისიდგან აქამდისინ სულ იმისთანას შემწეობას ვაძლევთ ვეღარ ითმენს. ხვალაც კიდევ უნდა ჩვენი კახელების სისხლის დაღვრა ვნახო და იმათი დამარცხება კიდევ მიულოცო რუსებს სიცილითა, ქართველების უბედურება და დაღუპვა ჩვენი. მე, ბერელავ, გადამიწყვეტია ვეღარ შემიძლიან კიდევ მოვითმინო, ხვალ თავს შევაკლამ ვისმეს და აჰა ეს ჩემი წიგნი ჩემს ბატონიშვილს მიართვი და როდესაც წაიკითხოს, მაშინათვე დაწვას, რომ არავინ არ შეიტყოს. ბერელავ, ამის გარდა იმედი მაქვს თქვენ კერძობისაგან, რომ როგორც აქამდისინ ჩემი ერთგული იყავით, ისევ ისე იქნებით ჩემი ცოლშვილებისაო.

ეს რომ გაათავა, საჩქაროთ გატრიალდა, წავიდა და აქ მე ტირილი მომერია.

ამაზედ ჩვენც ტირილი დავიწყევით, მაგრამ ჩუმის ქვითინით.

როდესაც რომ გული დავიწყნარეთ, კიდევ მოჰყვა ბერელამ:

–მეორე დღეს ჩემს ბატონსა კავალერი დაეკიდა ყელზედ და ამ დღესა ძალიან ომი მოხდა, ჩვენმა ბატონმა პირველათვე უკან მოგვიყოლა რუსის ჯარსაო და თვითონ კი წინ წაუძღვა იმათ, რომელზედაც კახელების ტყვია სეტყვასავით წამოვიდა, მაგრამ რაღაც იყო იმ დროს, რომ სულ სცდებოდაის იმთენი ტყვია. ჩვენ იმისმა მოსმსახურეებმა მოვინდომეთ ჩვენ ბატონთან მისვლა, მაგრამ რუსებმა არ გაგვიშვეს და არც იმდენს ჯარში გაისვლებოდა.

ბოლოს იმთენის ზარბაზნის დაშენით და მასუკან რუსის ჯარის მიშველებითა კახელები დაამარცხეს, რომლებიცა გაიფიცნენ აქეთ–იქით გაქცეული კახელები და რუსებმა დევნა უყვეს. იმ დროს ერთი ქვევითი კახელი ჯარისკაცი მინდვრად მიეშურებოდა სიმაგრისკენ, იმას რამდენიმე ცხენიანი ქართველები დახვდნენ და იარაღი თურმე სთხოვეს. ეს იმათ მოუბრუნდა და ეთქვა:

–ხელი აიღევით ჩემხე, თორემ იარაღის მაგიერათ ამ ჩემს თოფის ტყვიას მოგცემთ.

ისისნი მაშინვე ჩამოეცალნენ. ამ ამბავს ყველანი უყურებდით, სადაც იმ დროს ჩვენი ბატონიც იქ მივიდა. ჩვენს ბატონსა იმისაგან ეს რომ გაეგონა, ჩვენ შორიდგან დავინახეთ, რომ ცხენი იმას მიაჭენა და გაჯავრებით ეთქვა:

–ეხლავ მაიტა, მამე ეგ შენი თოფი, თორემ მოგკლავ.

იმას მოეხედა და ხვეწნით ეთქვა:

–კრგს ვისმე გევხარ, ღმერთი გადაღეგრძელებს, ხელი აიღევით ჩემხედ, ჩემს სამსეს ვერავის ვერ მივცემ.

ამ ამბავს რომ უყურებდით, ჩვენი ბატონისა მოსამსახურეებმა დავიძახეთ: “ არიქნა, რაღაც ამბავია ჩვენს ბატონში და იმ კაცში, გავეშურნეთ, არა შეამთხვიოს რა იმ კახელმა ჩვენს ბატონს”...

ამ სიტყვასთან ცხენებიც გავაჭენეთ, მივაშურეთ მისვლა, მაგრამ მინამ ჩვენ იმათთან ცხენის ჭენებითა მივიდიდით, იმას ბატონმა ცხენი ზედ შეაგდო და ჩვენც გავიგონეთ ბატონისაგან ესა:

ეხლავ მამე ეგ თპფი, შე ასეთო, შე ისეთო.

ის თოფის მოღერებით მოუბრუნდა, უთხრა:

–რახან აღარ იშლი, აჰა ესეც თოფი.

ამ სიტყვაზედ ბატონმაც ფერდი მოუშვირა, ამ დროს გატყვრა იმის თოფი და ცხენიდგან გადმოვარდა. ამ დროს სად იყო და სად არა, ასლან ყაფლანიშვილი მივარდა ცხენით იმ კახელსა ამ სიტყვითა: “ვაიმე, ძმა მომიკლა ამ წყეულმა” და ამოღებული ხმლით ზედ შევარდა იმას.

იმ კახელმა იმასაც უშიშრად ზედ დამბაჩა დასცა, მაგრამ ასლან ეშკაღაბაში ცხენითჩქარა გადავარდა მიწაზედ და დიახ მარდათ მოირჩინა თავი. ამაში ჩვენც ცხენები მივაჭენეთ და ასლანსა მიულოცეთ გადარჩენა, გვეგონა ბატონი ჩვენის დაჭრა, მაგრამ იმან ტირილით გვითხრა:

ჩემი სიცოცხლე რაღა სიცოცხლეა, ძმა მამიკლა იმ წყეულმა, – და ტირილი დავიჭყეთ ყველამ ერთათ.

ამაში ჩვენც ავტირდით ისევ ისე, როგორც პირველათა. როდისაც რომ ცრემლი გადვიყარეთ, ბატონიშვილმა დედამ ჰკითხა:

–ის წიგნი შენი ბატონისა სადა გაქვს?

ბერელამ სარტყელს ქვევით თავისი ორკეცა ქამარი მოიხსნა, იმ ქამრისა გახლათული პირი გახსნა, იმ ქამრის უბე იყო, იმაში ჩადებული ამოიღო და დედას მიართო, რომელმაცა ცოტა მომაღლოთ წაიკითხა და თან კითხვაში ცრემლიც იყო ჩუმი, მაგრამ მწარე. ახლა ამის შემდგომ გავიგონოთ ის წერილი:

“ჩემო ბატონიშვილო თეკლავ! ხვალ ომი მოუხდება კეხელებთან რუსის ჯარსა სოფელს ჩუმლაყტან, მარკიზს დავებარებინეთ სულ ერტიან თავადები გვიტხრა: ახლა გამოგვიჩნდებათ ხელმწიფის ერთგულება, როგორც ხვალ თავს გამოიდებთო, და ამასთან ბევრი გველაპარაკა. მეტი რა ღონე გვქონდა, ჩვენც აღუთქვით. დალოცვილს თამაზ ეშკაღაბაშსა რაღაც ულაპარაკნია რუსებზედ, მარკიზი იმაზედ ძალიან გაჯავრებულია, იმის ნალი ჩვენცა გვხდება სულ ერთიან ქართველებსა, რუსებიყველას გვემუქრებიან, ხანდისხან შტიკებზე ეგებასაც გვიქადაგებენ და ხანდისხან ცოტათაც გვიალერსებენ, მაგრმ დიახ ცოტას ხანსა. ყველანი ძალიან შეწყხებულივართ, სწორედ თოკებით შეკრულსა ვგევართ, ანუ სულ ერთიან მახეში გაბმულებს.

არარა ვიცი, ვეღარ შემიტყვია ჩემი მეგობარი ანუ ჩემი ახლო ნათესავი და ან მეტვალე რუსებისა რომელია, ასეთი ასიდუმლო რაღაც ცბიერობა არის ჩვენში. ეს წყალობა მოგვიტანეს, ეს შეგვმატეს რუსებმა ჩვენ, ამის მეტი სულ არაფერი. ახლა ამის მეტი მე წადილი არა მაქვს რა, რომ ეგება თქვენ და თქვენი შვილები უვნებელი მაინც დარჩეთ და რუსებმაც კარგათ ყური გიგდონ და მეც ჩემი განძრახვა შევასრულო. რუსების უეჭველობისათვის და მითამ იმათის ერთგულობისათვის ხვალ ძლიერს ომის ცეცხლში შევალ, ეგება მამკლან, ანუ როგორმე თავი შევაკლა ვისმე, ეს მანდ თქვენთანვე აღვიარე.

რა ვქნა, ჩემსგულს რუსების ჩვენს კისერზე წამოწჯდომა ვეღარ აუტანია, მე მომატებული არარ შემიძლიან, ხვალ კახელების დამარცხებას, იმათ სისხლის დაღვრას უნდაუყურო რუსებისაგან და მე კიდევ მივითმინო ესა? ღმერთმა დამიფაროს. მაგ ჩვენს წვრილს შვილებს გაუფრთხილდით, ვიცი, გაუფრთხილდებით კიდეც, გონიერი ბრძანდებით და იმედიც მაქვს თქბენგნით. ამ წიგნს ჩვენი ბერელა მოგართმევთ და ამ ამბავსაც ეგ მოგახსენებს.

ეს წიგნი დაწვით, არშეინახოთ. ჩვენი პატარა შვილები სიყვარულით დამიკოცნეთ, ღმერთმა თავის საფარველს ქვეშე გაგაზდევინოსთ.

საუკუნოთ განშირებული შენი ვახტანგ ორბელიანი”.

სიტყვით სიტყვით კი არ მახსოვს ეს წიგნი, მაგრამ ამ სწორეთ კი ამ აზრზედ იყო დაწერილი.

მიკვირს, რომ იმ უშიშარის ვაჯკაცის აღარა ჰკითხეს რა ბერელას, რა იქნა, ანუ რა მოუვიდა. ბოლოს როგორცა თქვა ბერელამ, სალდათები დახვდნენ წინ იმას. იმან თურმე ორი სალდათი კიდევ მოკლა ხლმითა და მესამეთ ისიც მოკლეს.

ამ კახეთის არეულობის დროს, როდესაც ალექსანდრე ბატონიშვილს კაცები და წიგნი მოუვიდა კახელებისაგან, სიხარულით ფრენით წამოვიდა და ახალციხეს მოვიდა, რომელსაცა გაქცეული ყარაფაფახები მოეხვივნენ გარსა და გულმოდგინედ სთხოვეს: “გვიმსახურეო”/ ბატონიშვილმაც მადლობით ნება დართო, რომლისაცა თამაზყულიაღას ლაპარაკს მოვიტან აქ, რაც მიანბო ამ იცი წლის წინათა, ამ მხრიდგან აქ რომ კიდევ გადმოვიდა მაშინ. მოჰყვა თათრულათ, ქართული არ იცოდა:

“ორასი კარგი ვაჯკასი ყარაფაფახი ავარჩიე, ახალციხიდგან მანგლისში მოვედით და იქიდგან ღამით მტკვარის პირსა დიღმის ფონზედ ჩამოვედით, გასვლა მოვინდომეთკახეთისკენ, მაგრამ მტკვარი ძალიან დიდი იყო. ეს დრო იყო გაზაფხული.

მეტი რა ღონე გვქონდა, ისევ დავტრიალდით და მანგლისშივე მოვედით, საიდგანაც კვირაში ორჯელ კაცებს ვგზავნიდით და მტკვარის ამბავი მოჰქონდათ ხოლმე: “კიდევ ძალიან დიდი მოდისო”. ჩვენ მანგლისში ყოფნა და მტკვრის სიდიდე კარგა ხანი გაგრძელდა. ამაში ჩვენ საჭმელი შემოგვაკლდა, ერთს საღამოს ხუდადბეგსა დავებარებინე, მითხრა:

თამაზყულიაღა, მე ვერ გამიბედავს, ბატონიშვილისათვის, გამიწყრება, ეგება შენ ხვალ დილაზე ისე შენათ მოახსენო, რომ საჭმელი აღარა გვაქვს, ისევ სჯობს ახალციხეში დავბრუნდეთ, მინამ მტკვარი ჩამოარდეს, მოვიდეთ და მაშინ გადავიდეთ კახეთისკენ, თორემ მშივრებს აგვიტყდება რამე.

მეორე დღის დილაზე ბატონიშვილის წინ დავდექი და ძალიან დაღონებით ვიყავ. ბატონიშვილმა მკითხა:

თამაზყულიაღა, რას დაღონებულხარ?

ჯერ მე მოვახსენე: არაფერსა–მეთქი.

მეორეთ კიდევ მკითხა:

–აბა სწორეთ მითხარ, რას დაღონებულხარ?

მაშინ მოვყევ მე ჩუმათ უთხარ ხუდადბეგის დარიგება, იმან გაჯავრებით მიპასუხა:

– თამაზყულიაღა, რასაც ამბობ, ეგ შენი აზრი არ არის, შენ ხუდადბეგს დაურიგებიხარ და იმის სიტყვას ლაპარაკობ. თამაზყულიაღა, აბა მითხარ, როგორ დავბრუნდე? საცოდავი კახელები თავიანთის მამულისთვის სისხლსა ღვრიან და მე დამიბარეს: :ჩქარა მობრძანდი, თავი გვყვავდეს, რომ მამულისთვის ხმალი მოვიქნიოთო”. ამის შემდგომ მე როგორღა დავბრუნდე? თუ გინდათ, შენ და ხუდადბეგი წადით და მე მშიერი მოვკვდე აქა. ჩემი ერთი მუჭა სისხლი და ჩემი ლეში, სადაც უნდა იყოს, ჯანი წამივიდეს, აქედგან კი აღარ დავბრუნდები.

ჩემს დღეში მე იმისთანა სირცხვილი არ მიჭამია.

სულ ვეღარა ვთქვი რა და სწორედ მკვდარსა ვგვანდი. ბოლოს რას ყოფით ძლივს ხმა ამოვიღე და მასუკან გაბედვით მოვახსენე: ბატონიშვილო, ნუ შეწუხდებით, მშიერი არ დარჩებით, შეინჭიმე–მეთქი.

მაშინვე ოცდაათი კაცით წამოვედით და მეორეს დღესა მარაბდის მინდვრიდგან ერთი ფარა ცხვარი მოვიტაცე, გამოვლალე და ბატონიშვილს მოვართვი, მაგრამ შეწუხდა კი:

ეს ვისი ოჯახი დაგიქცევიაო, იმ საწყლისა?

შეინჭიმე, მეტი ღონე რომ არ იყო, მაშ რა უნდა მექნა? როდისაც რომ ღმერთი თქვენს საწადელს შეასრულებს, ერთი ორათ უწყალობეთ ამ ცხვრის პატრონს, – მოვახსენე.

გაიცინა და მიბრძანა:

–ეგ უთუოდ აგრე იქნება, თუ რომ ღმერთი ჩემს საწადელს შეასრულებს”.

მოჰყვა კიდევ თამაზყულიაღა:

“ამის მეოთხესა დღეზედ ერთი ქართველი ღვდელი, რამდენიმე ცხენიანი კაცი და ათი მეტი ცხენის საპალნე ნამცხვარი პური ტომრებით სამსე, ზოგი ტიკებით, ღვინოებით და ზოგი მოხარშულის ქათმებით ბატონიშვილს მოართვა. ბატონიშვილმა ჰკითხა:

ღვდელი ხომ არა ხარ შენა?

მე ხომ ქართული არ მესმოდა, ხიდადბეგი მითარგმნიდა. მასუკან ბატონიშვილის კითხვაზედ ღვდელმა მოახსენა:

–დიახ, ჩემო ხელმწიფეო, ღვდელი გახლავარ.

ბატონიშვილი მოვიდა, ხელზე ემთხვია და მერეთ ჰკითხა:

–ღვდელო, სად მიდიხართ?

თქვენთან გიახელ, ჩემო ხელმწიფეო, გავიგონე თქვენი აქ მობრძანება, რომელიცა ამ ძღვნებით თქვენთან გიახელი. იქნება საჭირო იყოს, შეინჭიმე, მაგრამ მიბრძანეთ, აქ რისთვისღა დგეხართ?

–მტკვარს ვერ გაუვედით, დიდი მოდის. კახეთში მინდოდა გასვლა და აქ დავრჩი, მანამ მტკვარი ჩამოვარდება.

წამობრძანდით, ჩემო ხელმწიფეო, ასეთს ფონში გაგიყვანთ, რომ ცხენის მუხლზე არ შემოსწვდეს მტკვრის წყალი.

–ღვდელო, სადაური ხარ შენ?

–ქართლელი გახლავარ, გამოღმა მხრელი.

–როდის გინდა წამოვიდეთ?

ამაღამ რომ დაბინდეს, მაშინ წამობრძანდით, მაშინ კაი დროა...

იმ საპალნით პურები და ქათმები ღვდელმა ყველას დაგვირიგა, ოთხი თუ ხუთი დღე იყო, რომ პუტი თვალით არ გვენახა, სულ ცხვრის ხორცსა ვჭამდით და მაშინ რომ პური მოგვცეს, მეტის სიამოვნით ვჭამეთ და თან მადლობას ვეუბნებოდით ღვდელსა. ჩვენ, თათრები, ღვინოს არ ვსომდით და ბატონიშვილს, მგონია, ათი დღეც იყო, რომ აღარ დაელია და მაშინ ის ღვინო ძალიან იამებოდა და იმისი ქართველებიც კარგათ რიგიანათ სვამდნენ.

იმ ღამეს გაგვიძღვა ღვდელი და გარიჟრაჟის დროსა ერთს ტყვიანს ხეობაში დაგვაყენა და საღამომდინ იქ ვიყავით.

საღამოს ჟამს ღვდელი სადღაც წავიდა და ჩვენ ამაზედ შევშფოთდით, მაგრამ ისევ ჩქარა მოვიდა და ბატონიშვილს მოახსენა:

შეინჭიმე, ფონი ვნახე და რაც იყო შევასრულე, ახლა წამობრძანდით, თვისუფლათ არის ფონი.

მაშინვე შევსხედით და საჩქაროთ გავწიეთ. ასეთს ფონში გაგვიყვანა, რომ მართლა საუკეთესოში და არც ვინმე დაგვხვედრია, ასე თავისუფლად გამოვედით. ბატონიშვილმა ბევრი მადლობა უთხრა ღვდელსა: შენგნით ამისთანა კარგი სააქმე ჩემს დღეში არ დამავიწყდებაო. ამასთანავე გავწიეთ და კახეთისკენ წავედით.

ღვდელი კი დაითხოვა და ვინც იმასთან ქართველები იყვნენ, ისინიც.

მასინ კახეთი კიდეც დაემშვიდებინათ რუსებს, მაგრამ კახელებმა რომ შეიტყეს, ბატონიშვილი ალექსანდრე მობრძანდაო, კიდევ ხელმეორეთ გადაეკრა ცეცხლი კახეთს და ერთიანად იარაღი შემოიკრეს კახელებმა და ომები კიდევ ასტყდა რუსებთან. აქ ჩვენ ხალათები მოგვცა ბატონიშვილმა და დიდის მადლობითა დაგვითხივა, საიდგანაც გამოვწიეთ, წამოვედით და ახალციხეში მოვედით ბატონიშვილის წიგნებით ფაშასთან”.

ეს ამბავი თამაზყულიაღამ მიანბო.

ერთხელ ეს ამბავი ბიძაჩემის ანტონ ქათალიკოზის ნაზირს ნიკოლოოზ ელიოზაშვილსა უანბე სხვა და სხვას ჩვენს ძველს ლაპარაკში. იმან მითხრა: მეც ვიცი ეგ ამბავიო.

მასუკან იმ ღვდლისა ვკითხე, ვინ არის–მეთქი. იმან მპასუხა:

ის ღვდელი იყო ზებედე. იმ ფონზედ რომ გამოუყვანია ბატონიშვილი, ის ფონი დიმიტრი თარხნიშვილსა ჰქონდა შეკრული ორასი რუსის ყაზახებით სწორეთ ბატონიშვილის ალექსანდრესთვის. იცოდნენ იმის მომავლობა და ეშინოდათ, რომ იმ ფონზედ არ გადავიდესო და ამიტომ ჰქონდათ ის ფონი შეკრული. იმ ღვდლის კაცი ადრე მოუვიდა დიმიტრისა და შემოუვიდა: “ბატონიშვილი ალექსანდრე ამაღამ ფონში გამობრძანდება და შენ შენის ყაზახებით აიყარე, წადი სადმე. ბატონიშვილმა სიყვარულიანი მოკითხვაც შემოგითვალაო”.

იმ ღვდლის შემოთვლილობაზე დიმიტრის ძალიან იამა ბატონიშვილის მოსვლა და ამის გამო იმ საღამოზედ იმ ფონიდგან აიყარა სულერთიან ყაზახებით და სხვა მხარეზედ გადვიდა. ის ღვდელი რომ საღამო ჟამზედ წამოვიდა ბატონიშვილიდგან, ის იმისთვის, რომ ფონი დაეზვერა, ნახა, რომ არ იყო იქ, მოვიდა და ბატონიშვილი წამოიყვანა, რომელშიც თავისუფლათ გაიყვანაო.

– ესეც იმ ნიკოლოზ ნაზირმა მიანბო.

მაგრამ მაინც ვერა ქნეს რა კახელებმა და ხელმეორეთ კიდევ დაამშვიდეს კახეთის ხალხი, საიდგანაც დაჭერილი თავადები აქ ტფილისის ქალაქში ჩამოასხეს შეკრულები და აქედგან ციმბირისკენ გაისტუმრეს. სხვა ზოგნი ბატონიშვილს ალექსანდრეს დაღისტანში თან გადაჰყვნენ, ზოგნი ყიზილბასში გადაცვივდნენ და ბევრი აპატიეს რუსებმა. ამ მეორეს კახეთის არეულობაში მამიდაჩემები, ეკატერინე და გუქა გაერივნენ და ხალხს აღელვებდნენ და სხვანი ბევრი ქალებიც იყვნენ გარეული, მაგრამ რუსებმა სხვებს არა დასდიეს რა, ის ორი მამიდაჩემები აქ ტფილისში დაჭერილი ჩამოიყვანეს და აქედანვე დაჭერილები რუსეთში გაისტუმრეს, სადაც მამიდაჩემი ეკატეტინე იქ მოკვდა და გუქა კი ისევ მოიყვანეს აქ საქართველოში..