მზე სად ჩაექანება
Jump to navigation
Jump to search
მზე სად ჩაექანება ავტორი: გიორგი ლეონიძე |
სად ჩავა, სად ჩაქრება
მზე, ქედებს ჩაწურვილი?
სად ჩაიქრონ ჩანჩქრებმა
მოუკლავი წყურვილი?
ლექსი სად დაიძახებს,
სად შეჰყივლებს სურვილი?!