მე შენს სიყვარულს, ძვირფასო
Jump to navigation
Jump to search
მე შენს სიყვარულს, ძვირფასო ავტორი: გიორგი ლეონიძე |
მე შენს სიყვარულს, ძვირფასო,
რამდენი ხანი ვეცადე;
მე მინდა შენი სიწმინდით
ჩემს ქართულ სიტყვას ვვერცხლავდე.
მოდი, იმ პირველ ღიმილით
გამომეცხადე
მერცხლადვე...