ჯაფარიძეების მიერ შევიწროებული სვანები მოგვითხრობენ:
მივედით ეცერს, რუჩაგიანსა და დადიშკელიანსა შევეხუეწენით და დადიანთან გავგზავნეთ. შევეხუეწენით დადიანს მამიასა და ცხრა ჯორი გაუგზავნეთ. ამისი აჯა ვსთხოეთ, რომ მეფეთა-მეფეს პატრონს ალექსანდრესთან აჯა ეთხოვნა.
ღმერთმან გაუმარჯოს პატრონს დადიანსა. ჭყოინდელი გაეგზავნა და შეხუეწოდა ალექსანდრე მეფესა, ეაჯებინა და ეპატივებინა ბატონის დადიანისათუის და ასრე ებრძანა მეფეთ-მეფესა პატრონსა ალექსანდრეს თუ, ჯაფარიძისთანა თავადი რაჭას არა მყავსო; თუ ჯაფარიძის სისხლს გარდიხდიანო, სუანთ გზას მივცემო და ჯაფარიძეთაც ჩამოვხსნითო, თუ არა და ჯაფარიძის საქმეს არ გარდავწყუეტო, ჯაფარიძენი უბრალოდ დახოცესო, მწუედ მძლავრნი კაცნი არიანო და სრულიად რაჭველნი და ლეჩხუმელნი დამეკარგუიანო, და თუ ამ ჯაფარიძის საქმეს გარდასწყუეტენო, მოიყენე კარსა და რა რიგადაც სჯობდეს და ემართებოდნენ, ჯაფარიძესაც გარდაუწყუიტონ და შემოვიწყობთო.
ამაში გამოხდა ხანი და მივედით დადიანთან სრულიად ჩენილები. წამოგუიძღუა თუითან ბატონი დადიანი და გეგუთს მივედით. შეიქნა საქმობა და სანახშირე გუთხოეს ჯაფარიძეთა. დასხდეს თუითან მეფეთ-მეფე პატრონი ალექსანდრე და დადიანი ბატონი მამია, ფალავანდიშვილი ზუიადი, ჭილაძე ლომკაცი, ერისთავი კახაბერი, ამირეჯიბი რამინ და ფალავანდიშვილი ფალავანდი.