ლხინი კახელებთან
Appearance
ლხინი კახელებთან ავტორი: ლადო ასათიანი |
1938 წელი |
მე ჩემი სახლი გამხსენებია
გამხსენებია ყველა კეთილი…
თქვენთან ნადიმში დამთენებია,
არ დავრჩენივლარ გულდაწყვეტილი.
მე განმიცდია მთის იდილია
და საარაკო ლხინი მზიური,
მაგრამ ეს რაღაც უფრო ტკბილია,
უფრო ნაცნობი და მშობლიური.
ჩემს გვარს, უშიშარს და იმედიანს,
არ მოჰკლებია ყურძნის ნაწური,
მაგრამ ეს რაღაც უფრო მეტია,
უფრო სოფლური და ვაჟკაცური.