Jump to content

ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე (1849)

From Wikisource




ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები







ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე




პუბლიკაციები

[edit]

1849 - ქართლის ცხოვრება - ნაწილი I - მარი ბროსეს რედაქციით


ტექსტი

[edit]
ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე


[263] ნზ. ცხოვრება დიმიტრი მეფისა, დავითის ძისა, რომელი იყო მეორმეოცდაშჳდე მეფე ქართლისა, ბაგრატოანი:

სრულ-ჰყო-რაჲ დავით სრბა მეფობისა, ქორონიკონსა ტკე, და მივიდა დაუსრულებელსა სუფევისა, სიცოცხლესავე შინა თჳსსა დასვა მეფედ ძე თჳსი დიმიტრი, და დაადგა გჳრგჳნი თჳთ მისითა ჵელითა, დაიპყრა სამეფო ტახტი და საჯდომი მკლავითა ლომებრივითა, მისათხრობელად ბრძენთა ქების-მოყუარეთა-თჳს:

იტყჳს სოლომონცა მეფე: „ჟამნი არიან მშვიდობისანი სარწმუნოება მეფეთა:“ პირველად მოშიში იყო ღვთისა, სვიანი და გამარჯვებული, და სიმაღლესა და სიმდიდრესა შინა მდაბალი, და გლახაკთ მოწყალე, ობოლთა და ქვრივთა განმკითხველი, საყდართა და ეკლესიათა, მღუდელთა და მონაზონთა კეთილის-მყოფელი, შემწირველი სოფელთა და აგარაკთა, დიდებულთა სამეფოსა მათისათა, და კარსა ზედა მყოფთა ტკბილად მოუბნარი, უხვი და მბოძებელი: და ვითარ გაავრცელა და ააშენა სამეფო თჳსი: ოდეს დიდ-მან დავით ტფილისი აიღო ჱერეთი და კახეთი მოირთო, ციხეთა და ქალაქთა-გან კიდე კაცი არსადა იყო. ჱერეთი, სომხითი ტაშირი, ჯავახეთი, ქვენაარტაჰნი, და აჰრტანი, ამათსა მეფობასა შინა აშენდა ტაოსა ნაპირნი:

ოდეს ჯერეთ არა მეფე იყო დიდ-მან დავით შარვანს გაგზავნა, ქმნნა ომნი, და ბრძოლანი, რომელ ყოველნი მხედველნი მისნი განაკვირვნა, და აიღო ციხე ქელა-ძორი, და აღივსო ალაფი[264]თა და ტყვითა ურიცხვითა, გააქცივნა სუქმნეთნი, თავი ყოვლისა სპარსეთობისა, დაჵოცნა და ამოსწყვიტნა აავსო საჭურჭლენი და ლაშქარნი მისნი, ერთ-გულთა შემწყნარებელი იყო და შეცოდებულთა სამართლიანად მწვრთელი: ვინათ-გან არა სწორ არს ცოდვა მღვდელისა და მჵედრისა, არცა ერისა და მღუდელთ-მთავრისა: რომელ-მან იცოდის ნება, უფლისა-თჳსისა და არა ჰყოს, იგვემოს ფრიად:“ ყოვლითურთ ემსგავსა ძირსა კეთილსა დავითიანსა ხესა, ღუთივ დანერგულსა, და ცხებულიანსა, წარვლო ცხოვრება, და მიიწია სრულ ქმნილი სიბერესა: და ესხნეს ძენი ორნი, დავით და გიორგი. ასული ერთი, სახელით, რუსუდან: შეიმოსა ჩოხა, და ეკურთხა სქემითა, და იყო წელიწადი ერთი და აღესრულა, და დასვა ძე მისი მეფედ: დავით:

ნჱ. ორმეოცდამერვე მეფე დავით, ძე დიმიტრი მეფისა, ბაგრატოანი:

ხოლო ამან დავით იმეფა ექვს თვე, და მოკვდა: და დაუტევა ძე ერთი სახელით დიმიტრი: და შემდგომად მისა დაჯდა მეფედ გიორგი, ძმა მისივე და ძე დიმიტრი მეფისა, ქორონიკონსა ტოე: ამასვე წელსა მიიცვალა მეფე დიმიტრი, წელ ერთ ჩოხოსანი: და დაჲ დემეტრისი, თამარ თიღვის აღმაშენებელი: იგიცა შემონაზვნებული გარდაიცვალა. და დაჲ მისი კატა საბერძნეთს გათხოვილ იყო: