Jump to content

კოჯა ჰუსეინი

From Wikisource

"ბედაი ულ-ვეკაი" ("განსაცვიფრებელი მოვლენები")
ავტორი: კოჯა ჰუსეინი
ცნობები საქართველოს შესახებ


უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები







წინასიტყვაობა

[edit]
კოჯა ჰუსეინი - XVII საუკუნის თურქი ისტორიკოსია. იგი წარმოშობით სარაევოდანაა. 1636 წელს ახლდა სულთან მურად IV-ს ბაღდადში ლაშქრობისას. მალე მან კანცელარიის მეთაურის თანამდებობა მიიღო. გარდაიცვალა 1650 წლის ახლო ხანებში.
კოჯა ჰუსეინის თხზულების მეორე ნაწილში გადმოცემულია ოსმალეთის ისტორია დაარსებიდან სულთან სელიმ  I-ის მმართველობის დასასრულამდე, ანუ 1520 წლამდე. საქართველოს შესახებ ცნობებიდან აღსანიშნავია მისი გადმოცემა სელიმის უფლისწულობის დროინდელი საქართველოში ლაშქრობის შესახებ.
კოჯა ჰუსეინის თხზულება გამოცემულია რუსეთში: Хюсейн, Беда'и ул-века'и (Удивительные события), издание текста, введение и общая редакция А. С. Тверетиновой, аннотированное оглавление и указатели Ю. А. Петросяна, М. 1961

ლიტერატურა:

[edit]
  1. მიხეილ სვანიძე - საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII სს. - თბილისი - 1971 - გვ.43-44
  2. ნოდარ შენგელია - XV-XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები - თბილისი - 1974 - გვ.30-31
  3. ცისანა აბულაძე - თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის - თბილისი - 1983 - გვ.8

შინაარსი

[edit]

სელიმის ლაშქრობა საქართველოში

[edit]

1510 წ. უფლისწულმა სელიმმა, რომელიც ტრაპიზონის ვალი იყო, ერზინჯანი და ბაიბურდი გამოსტაცა ხელიდან ყიზილბაშებს, შემდეგ კი ტრაპიზონიდან დასძრა ლაშქარი და "სამართლიანი საღვთო ომის" დროშით დასავლეთ საქართველოს შეესია. "ეს თვალწარმტაცი ქვეყანა მთლიანად ააოხრეს და სიგრძე-სიგანით გაავერანეს; ცხენის ფლოქვებით გათელეს, ტყვედ წამოიყვანეს უამრავი ძე და ასული. ქონების მოხვეჭითა და მიტაცებით საღვთო ომი ალაფის მოპოვებისა და გამდიდრების წყაროდ გადააქციეს. ძველი ოსმალური წესების თანახმად ნადავლის მეხუთედი ღაზიებს გაუნაწილეს" - გვ.375